მაროკოელი სპონსორ- მეცენატები

Image associée

მატისის  საყვარელი მაროკო

http://aujourdhui.ma/culture/le-mecenat-marocain-en-question-10193

 

მაროკოშიც  არის  ჭკვიანი  ხალხი, 2004  წლის  5  მარტი

 

 

რეკლამა  და  თვითრეკლამა  მოვლენის  მეშვეობით  არის  ინსტიტუციური კომუნიკაციის  ერთ-ერთი  ყველაზე  დამუშავებული  ტექნიკა.

 

2  მთავარი  მიმართულებაა  მეცენატი  და  სპონსორობა

მაგრამ  ისინი  დიდად  განსხვავდებიან  ერთმანეთისგან.

სპონსორობა  თუ  მხარდაჭერა-მეურვეობა // parrainage//    არის   შთამბეჭდავი  სოციოკულტურული  საქმიანობის  დაფინანსება.

სპონსორის  დაუფარავი  მიზანია  თვითრეკლამა, მარკეტინგი.

ასეთი  სპონსორობით  თვითრეკლამას  ეწევიან  დიდი  ფირმები და  საწარმოები, ბანკები, დრო და  დრო  პრესა.

მთავარი  სპონსორები უმთავრესად  ერთი და  იგივე  ხალხია.

მაროკოში  უცნობია  თუ  მაინც და  მაინც რა  თანხებია  ჩადებული  ამ ტიპის  ოპერაციებში.

 

სპონსორობის  მიზანი  უმთავრესად  რეკლამაა.

 

მეცენატი  მისგან განსხვავდება  უხმაურობით, მისი  ინიციატორის  სავარაუდო  მოკრძალებით, ყველაზე  მეტად  კი  მეცენატის  მიზნების  კეთილშობილებით.

 

რელიგიით, კონკრეტულად ისლამით, შთაგონებული  მაროკოელი მეცენატი    მეცენატობს  მოკრძალებულად.

 

დღეს  ვითარება  შეიცვალა.  სპონსორი და  მეცენატებად  მოქმედი ფირმები  და  საწრმოები  პირველ რიგში მიზნად  ისახავენ თვითონ ფირმის  რეკლამას, მისი სახელის  განდიდებას  კულტურული   და ხელოვნების  დიდი  მანიფესტაციებისთვის  ხელის  შეწყობის  მეშვეობით.

მაროკოში მეცენატების,  ფონდების  ყურადღბას  უმთავრესად  იპყრობენ პლასტიკური, ვიზუალური ხელოვნებები.

ეწყობა  ამ  ხელოვნებათა სხვადასხვა  გამოფენა.

მეორე  ადგილზეა  მუსიკა, ყველაზე  მეტად  მაშინ როდესაც ლაპარაკია  ფესტივალებზე.

გამოცემა  ნაკლებად  იპყრობს მეცენატთა  ყურადღებას.

 

ცხადია  რომ  მაროკოში ვითარება  სულაც არაა  იდეალური. იქაცაა  ბევრი  ნაკლი. მაგრამ ჭკვიანი და  რაციონალურად  მოაზროვნე  მაროკოელების  არსებობა  ფაქტია.

 

Conjoncture info

 

Conjoncture info

 

მაროკოსგანაც  შეიძლება რაღაცის  სწავლა, 2015 წლის 29 მაისი

 

http://www.cfcim.org/magazine/21805

 

მაროკოში  უფრო და  უფრო მეტია საწარმოთა  და ფირმათა  ფონდები.

ეს  განსაკუთრებით  ჩანს  ბანკების  და სახელმწიფო  საწარმოთა დონეზე.

ისინი  არიან მოვლენათა  სპონსორები, მეცენატები. ისინი  ეხმარებიან ხელოვანებს, აწყობენ გამოფენებს,. ისინი  ეხმარებიან მხატვრულ განათლებას.

მაროკოს  დინამიური კერძო  სექტორი  აქტიურად  უწყობს  ხელს  ქვეყნის  კულტურულ ცხოვრებას.

 

მაროკოში  თვლიან რომ  ინვესტიცია კულტურაში  რენტაბელურია, რომ მას მოაქვს დადებითი  შედეგები ფირმისთვის  თუ საწარმოსთვის.

ფირმა, საწარმო კულტურაში ინვესტიციას  იყენებს  როგორც  შიდა  და  გარე  კომუნიკაციის  ვექტორს, თავისი სახის  და  სახელის  დაფასების, გაუმჯობესების  საშუალებას.

კულტურაში  ინვესტიცია ითვლება  ფირმის, საწარმოს მოქალაქეობრივ ქმედებად,  მისი  სოციალური პასუხისმგებლობის ახალ ფორმად….

 

სახელმწიფოს არ  შეუძლია  ყველაფერი.

 

მაროკოში  სახელმწიფო  და  კერძო  სექტორები  თანაშრომლობენ ერთმანეთთან .

 

საჰაერო, საავიაციო  კომპანია Royal Air Maroc-იც  არაა უსაქმოდ. ისიც  ეწევა სოციალურ  და  ჰუმანიტარულ  მეცენატს.

 

htps://www.royalairmaroc.com/corporate/Sponsoring/Mecenats-social-et-humanitaire

 

60  წლის  წინ  შექმნილი Royal Air Maroc   შექმნის  დროიდანვე  არის ჰუმანიტარული, სოციალური, კულტურული თუ  სპორტული  სფეროების  სპონსორი.

Royal Air Maroc -ის  მიზანია  მაღალი  დონის  სპორტის  და  კულტურის  გავრცელება-განვითარება, სოციალური განვითარება, ბუნებრივი  გარემოს  დაცვა  და  საზღვარგარეთ სამეფოზე  წარმოდგენის  გაუმჯობესება….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s