საუბრები პოპულიზმზე

Résultat de recherche d'images pour "populism"

პოპულიზმი, აქტუალური თემაა, რას ფიქრობენ ევროპელები

პოპულიზმი ძლიერდება  მაშინ როდესაც  მმართველი ელიტები  ვერ ასრულებენ თავის დაპირებებს, ვერ უზრუნველყოფენ თავის  მოქალაქეთა  უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

ფრანგული iphilo.fr., 15.11.2016,

Laurent Bouvet,  რა  არის პოპულიზმი?

 

http:// quest-ce-que-le-populisme-laurent-bouvet/

 

 ევროპაში  ისევ დადის  პოპულიზმის  აჩრდილი.  ყველგან  ან  თითქმის  ყველგან  ხმებს  იგებენ  და წინ მიიწევენ  მეტ-ნაკლებად ღიად  პოპულისტური პარტიები.

ამას  აქვს მრავალი და  ძნელად  დასაზუსტებელი  მიზეზები.

მაგრამ  მოვლენა  ავლენს  დემოკრატიის  სუსტ  მხარეებს

// défauts//.

 

მას  შემდეგ რაც დემოკრატია  თავის  პოლიტიკურ  ლეგიტიმურობას  აფუძნებს  ხალხის  მოწონებაზე და  ნებართვაზე // assentiment//  ეს  შეიძლება აუცილებელი  და  საშიში  იყოს  თავისუფლებისთვის თუ კი  ხალხი  ჩათვლის  რომ  მისი  ელიტები  აღარ წარმოადგენენ მას.

 

პოპულისზმი  ასე  ერთდროულად  არის  ბოროტებაც // როგორც სიკეთის  საწინააღმდეგო  რამ//  და  სიმპტომიც იმისა  რომ  რაღაც  ვერ  ხდება  კარგად  დემოკრატიაში.

ხალხი  მართლაც  არაა  ყოველთვის  სწორი, მაგრამ  დემოკრატიაში  მის  ქცევას  ყოველთვის  აქვს თავისი მიზეზი და  საბაბი // raisons//.

 

ამიტომ  რომ არ  მოხდეს  სწორედ პოპულისტური  გადახრა  უნდა  ვუსმინოთ  ხალხს, გავიგოთ მისი ქცევის  მიზეზები, მისი  სატკივარი.

 

 პოპულიზმი:  ერთგვარი «პოლიტიკური სტილი»

პოპულიზმის  განსაზღვრებას  ართულებს მასთან დაკავშირებულ მოვლენათა  მრავალფეროვნება.

თავის  მნიშვნელოვან  ნაშრომში

Margaret Canovan // Margaret Canovan, Populism, London, Junction Books, 1981// ადგენს  პოპულიზმის  ორ  დიდ  კატეგორიას  აგრარულს  და  პოლიტიკურს.
. ის შემდეგ  აზუსტებს  ამ პოპულიზმთა  ტიპოლოგიას.

 სამი  პოპულიზმი

« აგრარულია» :  ამერიკული  ფერმერული  რადიკალიზმი, აღმოსავლეთ ევროპის  გლეხთა მოძრაობები, რუს  ნაროდნიკთა აგრარული  სოციალიზმი // რომელიც არის  ინტელექტუალური  მოძრაობა//.

და  არის 4 « პოლიტიკური » //თანამედროვე//:

პოპულისტური  დიქტატურა

// ლათინოამერიკული პერონისტული მოდელი//, პოპულისტური  დემოკრატია // შვეიცარული მოდელი  გსნვითარებული  მონაწილეობის  დემოკრატიით (modèle suisse avec une démocratie participative développée), რეაქციული  პოპულიზმი მაგ. George Wallace-ს პოპულიზმი  აშშ-ში თუ Enoch Powell-ის პოპულიზმი დიდ  ბრიტანეთში.

დაბოლოს  არის «პოლიტიკოსთა პოპულიზმი». განსაკუთრებით მაშინ როდესაც  მემარცხენეთა  და  მემარჯვენეთა  შორის არსებული  საზღვრის  დარღვევის  მსურველი პოლიტიკოსები მიმართავენ ხალხს.

 ამ  ტიპოლოგიური  იდენტიფიკაციის  პირველი  მეთოდის  გარდა   ფრანგი პიერ-ანდრე  ტაგიევი

გვთავაზობს  სხვა, ფუნქციონალურ იდენტიფიკაციას // Pierre-André Taguieff, L’Illusion populiste. Essai sur les démagogies à l’âge démocratique, Paris, Flammarion, 2007 [2002], p. 9 (préface à la nouvelle édition)//

 

მისი აზრით  პოპულიზმი  ჩნდება  მაშინ  როდესაც  ხალხი  უკმაყოფილოა  იმით  თუ როგორ  მართავენ მას.

ესაა  ელიტის  კრიტიკა  და დაგმობა.

 

პოპულისტური  ფენომენის  გულშია დისტანცია  ხალხსა  და ელიტას  შორის, ხალხის  გამოყოფა ელიტისგან.

პოპულიზმი  რომ იყოს  ეს  დაშორება  უნდა  აიხსნას, მას  ხაზი უნდა  გაესვას  მუდამ ერთი და  იგივე  აზრით:

ელიტა აგებს  პასუხს  ხალხის  უბედურების გამო. ელიტაა პასუხისმგებელი ხალხის  უბედურებაზე.

ხალხს  კი მუდამ აქვს  პროტესტის  მიზეზი და მას  უნდა  მიეცეს  პროტესტის  გამოთქმის  საშუალებები.

ესაა პოპულისტი  ლიდერის  როლი:

ამ  ლიდერს  ესმის  ხალხისა  და  ის  აძლევს  ხალხს თავისი  რისხვის  გამოხატვის საშუალებას.

 

პოპულისტი  ბელადი მაშინ

«  მიმართავს ხალხს»  ვინაიდან მხოლოდ  ხალხი ფლობს  ჭშმარიტებას.

 

ხალხი  წარმოდგენილი  და  განსაზღვრულია  არსით:

ის  არაა  მარტო  ლეგიტიმურობის  ერთადერთი  წყარო, ისაა  გაურყვნელიც, კარგიც და  ღირსეულიც.

 

 პოპულიზმი  ამ შემთხვევაში შეიძლება  დანახული  იქნეს  როგორც  გადახრა, გზიდან აცდენა….

 

პოპულიზმი  და  დემოკრატია

 

პოპულიზმი  განუყოფელია თანამედროვე  დემოკრატიისგან  იმდენად  რამდენადაც  ის  წარმომადგენლობითია.

მას  შემდეგ  რაც  არის  წარმომადგენლობა  არის თანამედროვე დემოკრატიული, სუვერენი და  განუყოფელი  ხალხის ნების  ღალატიც…

 

ხალხის  შიგნით  განხეთქილებათა შექმნის  ან აღდგენის ყველანაირი ფორმა //სოციალური კლასი, ტერიტორია, ეთნიკური მეობა, სქესი…// არის  პოლიტიკური  თანასწორობის  ფუნდამენტური იდეის  უარყოფა. და  ამავე  დროს  ის  მექანიკურად  აჩენს  საფრთხეს იმისა რომ წარმომადგენლები   ჩამოშორდებიან  იმათ  ვისაც ისინი  წარმოადგენენ. 

წარმომადგენლობა  კი  აუცილებელია  თანამედროვე, დასახლებულ და  დიდ სახელმწიფოებში.

 პოპულიზმი  მკვიდრდება თანამედროვე დემოკრატიის  ამ სტრუქტურულ  ნაპრალში, მის  დამფუძნებელ  გაურკვებლობებში

// incertitudes fondatrices//.

ზოგის  აზრით  ის  გარდაუვალია  თანამედროვე  დემოკრატიებში….

 

წარმომადგენლობითი  დემოკრატია ასევე  აჩენს  წარმომადგენელთა  ელიტას  რომლის  საქმიანობაც გამოეყოფა, შორდება  საქმიანობას იმათი  ვისაც ეს ელიტა წარმოადგენს.

პოპულიზმისთვის  გამყოფი ხაზი გადის  წარმომადგენელთა  და  წარმოდგენილთა შორის და არა  მუდამ  ერთ და განუყოფელ ხალხზე.

თუ კი  განხეთქილება  იქნება  თვითონ ხალხის  ნებაში   ეს  შეიძლება იყოს  მარტო წარმომადგენლობის  ბრალი.

ამიტომაა  პოპულისტების  საყვარელი  იარაღები  უშუალო  დემოკრატია, რეფერენდუმი  და  პლებისციტი.

 

ისინი  მოქმედებენ  იმ  დემოკრატიულ  სივრცეში რომლის  ფორმასაც  და  პრაქტიკებსაც აკრიტიკებენ, მაგრამ  არ  აკრიტიკებენ სახალხო  ლეგიტიმურობის გულს.

 

ხალხის  ნების  განსახიერება  და  არა  წარმოდგენა  ძალუძს მარტო  ხალხიდან გამოსულ და  წარმოდგენილ  ხალხთან ახლოს  მყოფ ქარიზმატულ ბელადს.

პოპულიზმის  გაიგივება დემოკრატიის  პათოლოგიასთან

// Dominique Reynié, Populismes : la pente fatale, Paris, Plon, 2011 ; Cynthia Fleury, Les Pathologies de la démocratie//

 იწვევს პოპულიზმის  გაიგივებას მემარჯვენე  ექსტრემიზმებთან

// l’extrême droite// მაშინ როდესაც ისტორიულად  და  თემატურად პოპულიზმი  დიდად  სცდება  მემარჯვენე ექსტრემისტებად მიჩნეული ფორმაციების და პარტიების საზღვრებს.

 

იმასაც ასკვნიან  რომ  დემოკრატიის ოლიგარქიული  და  ელიტარული  გადახრა  ხდება  პოპულიზმის  ფარგლებს  გარეთ.

ზოგმა ასეთმა  მიდგომამ გააჩინა დემოკრატიის  ასე  ვთქვათ ელიტისტური  თეორიები.

//იხ. ავტორები Mosca, Pareto, Schumpeter…//.

ამ  პერსპექტივას  წარმომადგენლობითი

// ლიბერალური//  დემოკრატია  ბოლოს  და  ბოლოს  დაჰყავს  ხელისუფლებისთვის  ერთმანეთთან მოჭიდავე  ელიტების  მთავრობაზე.

ასეთია, მაგ. Robert Dahl-ის  შემთხვევა //  Robert Dahl, Qui gouverne ?, tr. fr., Paris, Armand Colin, 1971 [1961] და  On Democracy, New Haven, Yale UP, 1998.//

 ასეთი  სისტემის  უმსუბუქესი კრიტიკაც შეიძლება  ჩაითვალოს პოპულისტურ საფრთხედ.

და  პოპულიზმი, მაშ, პოტენციურად  შეიძლება იყოს  ყველგან  სადაც ახსენებენ  წმინდა  პროცედურული  დემოკრატიისგან განსხვავებულ რამეს.

წარმომადგენლობის, ელიტების  ყოველგვარი კრიტიკა, პირდაპირი  თუ  ასე  ვთქვათ სუბსტანციური

//« substantielle »//  დემოკრატიის ყოველი მოთხოვნა  შეიძლება  ჩაითვალოს  პოპულიზმად.

ელიტისტებს  და  პოპულისტებს შორის  არსებული  საზღვარი  არაა  საზღვარი  ელიტას  და  ხალხს  შორის:

 «  პოპულისტი  შეიძლება იყოს ელიტის  წევრი  და  ელიტისტი  შეიძლება იყოს პატარა საშუალო კლასების წევრი.»

// Jeffrey Bell, Populism and Elitism. Politics in the Age of Equality, Washington, Regnery Gateway, 1992, p. 5//

პოპულიზმი  და  სოციალური საკითხი

ლაპარაკია  ასე  ვქვათ  პატარების  ასე ვთქვათ  დიდებთან  დაპირისპირებაზე//Pierre Birnbaum, Genèse du populisme: Le peuple et les gros, Paris, Pluriel, 2012.

//, პლებსის  დაპირისპირებაზე პრივილეგირებულებთან, ღარიბთა მასის დაპირისპირებაზე  მდიდართა პატარა ჯგუფთან//.  ეს 

« სოციალური»   პოპულიზმი  ჩნდება  მაშინ როდესაც  ნელი  ხდება  ან წყდება სოციალური მობილურობა, როდესაც  პრივილეგიად  გადაიქცევა  იშვიათი  მატერიალური და  სიმბოლური  რესურსების  ხელმისაწვდომობა და  როდესაც ეს  რესურსები აღარაა  ნიჭიერი თუ უნარიან-ღირსეული ადამიანების სამართლიანი  დაჯილდოება-წახალისების საშუალება.

  ელიტების  გაკოტრება  აღარ მიეწერება  მათ  სუსტ  წარმომადგენლობითობას  ან  მორალურ  კორუფციას.  მდგომარეობის  გაუარესების  მიზეზად ითვლება ის რომ  ელიტები აჩენენ ელიტებს.

 

 საკითხავი, მაშ, აღარაა  ის  თუ  ვინ მართავს.

საკითხავი უკვე ისაა თუ რისთვის, რა  მიზნით მართავს, და, ყველაზე მეტად,  რატომაა  რომ  მმართველი ადგილს  უთმოს  მარტო  მის  ნაირებს და  რატომაა  მმართველი ამავე  დროს  მფლობელიც და  მცოდნეც.

 

ელიტების  საკუთარ  წვენში  ხარშვამ და  საკუთარ  წრეში  ჩაკეტილობამ  შეიძლება  გააჩინოს  ანტიინტელექტუალური პოპულიზმიც…

 

ელიტის, მის  მიერ ხალხთან  შერევის   უარყოფის, ელიტის  დახურულ კასტად  და წოდებად  გადაქცევის  დაგმობა. მორალური და არა  სოციალური კუხით მაშინაც კი როდესაც განსხვავება სოციალური რჩება….

 

 არის  კიდევ  ნაციონალ-პოპულიზმი

 

პოპულიზმს  ყველაზე  იოლად  უკავშირდება  მესამე  ხალხი, ნაციონალური ხალხი.

ასე  მაგალითად, ბოლო წლებში ევროპაში  გსნვითარებული პოპულისტური მოძრაობების, ისევე  როგორც  მათ  წინამორბედ პოპულისტურ  მოძრაობათა  უმრავლესობა, ღიად  ნაციონალისტურია.

ერის არსებობისთვის აუცილებელი  დაყოფა « ჩვენ »-ად  და სხვებად  აადვილებს  პოპულისტურ  ამოცანას.

ის პოპულისტებს  აძლევს იმის  თქმის  საშუალებას  რომ ხალხის  მტერია  სხვა .

რადიკალური  განსხვავება, რომელიც დაკავშირებულია  კულტურულ  თუ ეთნო-რასიულ  მეობასთან და  არა  ძალაუფლების  ფლობასთან  თუ სოციალურ  პოზიციასთან, ინტერესებზე  უფრო  ძლიერია.

მტერი  უფრო იოლი დასადგენი და მასთან ბრძოლა  უფრო ადვილია თუ  კი  ის  განსხვავდება  ჩემგან, თუ კი  არაა არანაირი ეჭვი ან არანაირი კავშირი.

 

დემოკრატიაში  ყველაზე  დახურული და  მობილურობის  ყველაზე  მოწინააღმდეგე  პოლიტიკური ელიტაც  უფრო გახსნილი იქნება  ვიდრე  საზღვარი რომელიც გამოგვყოფს  სხვა რადიკალისგან, იმისგან ვინც არა  ვართ და  ვისი  მსგავსიც არ გვინდა რომ ვიყოთ….

 

 

http://www.tdg.ch/reflexions/finir-populisme/story/24166848

 

«Tribune de Genève»,

 Olivier Bot,  21.11.2016 ,

 

პოპულიზმზე

 

დონალდ  ტრამპის  არჩევამ  მსოფლიოს  უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტად  გააძლიერა  პოპულისტები.

 

ევროპაში  და  აშშ-ში  პიპულიზმის  გაძლიერებას აქვს  ბევრი და  რთული მიზეზი.

 ეს  მნიშვნელოვანწილად განაპირობა  იმან რომ  « სისტემამ»  განიცადა  მარცხი, მან ვერ  შეასრულა  დაპირება რომელიც  მისცა  თავის მოქალაქეებს. მან ვერ უზრუნველყო  თავის  მოქალაქეთა  უსაფრთხოება  და  კეთილდღეობა.

 

Transparency International-ის  ბოლო  სნგარიშში  პოპულიზმის განვითარების მთავარ  მიზეზად დასახელებულია  ის  რომ ხელისუფლებები  ვერ  ერევიან კორუფციას, მეტიც, დაკავშირებული  არიან  კლიენტელისტურ  ქსელებთან.

 მეტიც,  ასე ვთქვათ  უბრალო  მოქალაქეებს  ეს  უჩენს  იმის  განცდას  რომ  სახელმწიფო  ხარჯები  სასარგებლოა  ზოგიერთისთვის  და  არა  ყველასთვის.

« პოლიტიკურად  არაკორექტულის» ამ  გამოჩენამ  სცენაზე  შეაზანზარა  ძველი პარტიები და  ისინი  ეძებენ წამალს.

 როგორ  უნდა მოვიშოროთ  თავბრუსხვევა?

როგორ  არ  უნდა  დავინახოთ ძველი  დემოკრატიული  სისტემის დაღუპვა?

როგორ  უნდა  ველარაკოთ  ხალხს დემაგოგიის  გარეშე?

როგორც წესი მათ არა  აქვთ პასუხი….

 

პოპულიზმის  მამოძრავებელ ძალებს  შორის  არის მიგრანტის უარყოფა

// ანუ როდესაც  2005 5 წელს  ქალბატონმა  მერკელმა  გერმანიაში ერთბაშად ორ მილიონზე მეტი მიგრანტი  ჩაასახლა მან ხელი  შეუწყო  პოპულიზმის გამოცოცხლება-გააქტიურებას//.

ხალხს  ეშინია  სოციალური  მდგომარეობის გაუარესებისა და მიგრანტიც  ხშირად ასრულებს განტევების ვაცის როლს.

 

არის  კიდევ  ელიტების და სისტემის  უარყოფა. რას  გულისხმობს  ეს  ფენომენი?….

 

 პოპულიზმს განსაკუთრებით  აძლიერებს  ხოლმე  ზოგჯერ დადასტურებული  ეჭვი  იმის  თაობაზე  რომ  ელიტები კორუმპირებულები არიან.

და  გადააქციეს  თუ არა  კორუფციასთან ბრძოლა  თავის პრიორიტეტად  ძველმა  პარტიებმა? არა.

ისინი  გმობენ პოპულიზმს მორალის  და ღირებულებათა  სახელით.

მსოფლიოს  მრავალ ქვეყანაში კი ელიან გამჭვირვალებას  და  ბრძოლას კორუფციასთან.

დასტურია  შვეიცარია, რომელიც Transparency International-ის  ბოლო ანგარიშში  კორუფციის თაობაზე არის კარგ  მოწაფეთა  შორის.

გამოკითხულთა   მესამედი კი ფიქრობს რომ  მდიდარი კერძო პირები  მეტისმეტად  დიდ  გავლენას  ახდენენ მთავრობის საქმიანობაზე.

ქრთამის  წინააღმდეგ საბრძოლველად  ინიციატივები  არაა ლეგიონი.

მაგრამ  ერთი კარგი ზომა მიიღეს ჟენევაში.

 

უკრაინასაც  შეყარა  ეს  ჭირი.

ნოემბრის  დასაწყისში გამოაქვეყნეს 50 000  მინისტრის, დეპუტატის, პროკურორის, მოსამართლეების და  მაღალი  თანამდებობის პირთა ქონების  დეკლარაცია,. ამას  ჰქონდა  ელექტროშოკის ეფექტი.

ამ ქვეყანაში, რომელმაც   შემოსავლის  მაძიებელ რჩეულთა  წინააღმდეგ  მოაწყო მაიდანის  რევოლუცია ამ ბოროტების ისევ არსებობამ  მხნეობა  დაუკარგა  მოსახლეობის  დიდ ნაწილს რომელიც  ცხოვრობს თვეში 300  დოლარით.

 

არადა  თავის  ხელმძღვანელთა  შთამბეჭდავი ქონების  დეტალების  ინტერნეტზე  გამოქვეყნებით წინამორბედებზე არანაკლებად კოტუმპირებული  ახალი  ბატონები  კიევში  გამოირჩნენ  ტოტალური გამჭვირვალების  თამაშით.

იშვიათია რამეა  მათ შორის  ძველ დემოკრატიებში.

 

საფრანგეთში  რჩეულებს  დაავალეს  მათი  მანდატის დასაწყისში და  ბოლოს  ქონების  დეკლარაცია.  ამან უნდა  დაადასტუროს  რომ ისინი არ  გამდიდრდნენ.

მაგრამ ისიც  გაირკვა  რომ ზოგი  მალავს  სიმართლეს.

ამან ცუდად  იმოქმედა  ფრანგებზე.

 

და  ესპანეთი…

ამ  ქვეყანაში, ისევე  როგორც  მოლდავეთში და  კოსოვოში, კორუფცია  აღქმულია  მთავარ პრობლემად.

 

ამაზე  ვჩერდები. ფრანგულად მეტია.

ყველგან ხალხი  ელიტებს ბრალად  სდებს  იმას  რომ ისინი ემსახურებიან საკუთარ  თავს და არა  ქვეყანას და  ხალხს.

დემოკრატიაში ხელისუფლებას ირჩევენ საერთო, საზოგადო ინტერესის  სახელით და ეს არაა  უმცირესი კრიტიკა.

Editorialiste à la «Tribune de Genève», responsable de la rubrique Monde (TDG)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s