ოცნებები ფუტურისტულ მომავალზე

აქართველების, ფრანგ-გერმანელ-იაპონელ-სპარსელების….  მაგივრად შეიძლება  იყვნენ ბიომექანიკურ  ნაკეთობათა  ლეგიონები.

https://i0.wp.com/lasinorosso.myblog.it/media/00/02/545692371.jpgukve

უკვე  ფუტურიზმის ბელადს, ომის  მეხოტბე  ფილიპო ტომაზო მარინეტის //1876-1944//   უნდოდა  ადამიანის  მანქანასთან შეჯვარება. ეს  იდეა  დღესაც არ  აძლევს  მოსვენებას  პოსტჰუმანისტ-ტრანსჰუმანისტებს

ფუტურისტი   მარინეტის  გიჟური ოცნებები  შეიძლება  ახდეს.

 

საინტერესო  ხანაში  გეცხოვროსო, უსურვებდნენ მტერს  ძველი ჩინელები.

 

ხოდა  მოვიდა  მსოფლიო ომების, გენოციდების, ბოლშვიზმ-ნაციზმის, პერესტროიკების და  საერთოდ  პოსტჰუმანიზმ- ნონჰუმანიზმის ნამეტანი  საინტერესო  დროც.

 

– 313 -https://www.iea-nantes.fr/fichier/j_telechargement/29/telechargement_fichier_fr_gzapperi_fabriquecorpshumain.pdf

 

ხელოვნების  ისტორიის  და თეორიის  პროფესორი Bourges-ის ENSA-ში Giovanna ZAPPERI,

ზეადამიანიდან  არადამიანამდე, სხეული-მანქანის  ხედვა  ომის  დროს

//Du Surhomme au non-homme.

Visions du corps-machine en temps de guerre//

 

პირველი  მსოფლიო ომის  გარიჟრაჟზე  მსოფლიო  იმდენად  რადიკალურად  იცვლებოდა რომ  აწმყოს  აღქმაც  გართულდა.

 

ინდუსტრიალიზაციის  და  კაპიტალიზმის  მიერ  დაწყებულ  ამ პროცესში  ომი  იყო ნამდვილი  ტეხილი.

ომმა  გაამჟღავნა  მოდერნიზაციის  გავლენა სხეულებზე.

 

Nicolas Leskov-ისადმი  მიძღვნილ  თავის  ნარკვევში Walter Benjamin უბრუნდება  ცვლილებას  რომელიც  განიცადა მთელმა  თაობამ:

 

«   თაობა  რომელიც სკოლაში დადიოდა ტრამვაით  რომელშიც  შებმული იყო  ცხენები  უცებ  აღმოჩნდა  პეიზაჟში  რომელშიც  ვეღარ  ცნობდა  ვეღარაფერს. ის  ცნობდა  მარტო  ღრუბლებს. იყო დაძაბულობები  და  ისმოდა  აფეთქებათა  ხმა, ადამიანის  სხეული  კი  პაწაწინა  და  სუსტი იყო.»

 

პირველი  მსოფლიო  ომის  მხეცობათა  გამო  პაწაწინა  და  სუსტ  რამედ  გადაქცეული  სხეული უკვე  იყო  ავანგარდების  საფიქრალის  ცენტრში.

 

1910-ანი  წლების  ხელოვნებაში

 

ფუტურისტი   მარინეტის  გიჟური ოცნებები  შეიძლება  ახდეს.

 

საინტერესო  ხანაში  გეცხოვროსო, უსურვებდნენ მტერს  ძველი ჩინელები.

 

ხოდა  მოვიდა  მსოფლიო ომების, გენოციდების, ბოლშვიზმ-ნაციზმის, პერესტროიკების და  საერთოდ  პოსტჰუმანიზმ- ნონჰუმანიზმის ნამეტანი  საინტერესო  დროც.

 

– 313 -https://www.iea-nantes.fr/fichier/j_telechargement/29/telechargement_fichier_fr_gzapperi_fabriquecorpshumain.pdf

 

ხელოვნების  ისტორიის  და თეორიის  პროფესორი Bourges-ის ENSA-ში Giovanna ZAPPERI,

ზეადამიანიდან  არადამიანამდე, სხეული-მანქანის  ხედვა  ომის  დროს

//Du Surhomme au non-homme.

Visions du corps-machine en temps de guerre//

 

პირველი  მსოფლიო ომის  გარიჟრაჟზე  მსოფლიო  იმდენად  რადიკალურად  იცვლებოდა რომ  აწმყოს  აღქმაც  გართულდა.

 

ინდუსტრიალიზაციის  და  კაპიტალიზმის  მიერ  დაწყებულ  ამ პროცესში  ომი  იყო ნამდვილი  ტეხილი.

ომმა  გაამჟღავნა  მოდერნიზაციის  გავლენა სხეულებზე.

 

Nicolas Leskov-ისადმი  მიძღვნილ  თავის  ნარკვევში Walter Benjamin უბრუნდება  ცვლილებას  რომელიც  განიცადა მთელმა  თაობამ:

 

«   თაობა  რომელიც სკოლაში დადიოდა ტრამვაით  რომელშიც  შებმული იყო  ცხენები  უცებ  აღმოჩნდა  პეიზაჟში  რომელშიც  ვეღარ  ცნობდა  ვეღარაფერს. ის  ცნობდა  მარტო  ღრუბლებს. იყო დაძაბულობები  და  ისმოდა  აფეთქებათა  ხმა, ადამიანის  სხეული  კი  პაწაწინა  და  სუსტი იყო.»

 

პირველი  მსოფლიო  ომის  მხეცობათა  გამო  პაწაწინა  და  სუსტ  რამედ  გადაქცეული  სხეული უკვე  იყო  ავანგარდების  საფიქრალის  ცენტრში.

 

1910-ანი  წლების  ხელოვნებაში

 

რთულ  მეტაფორად  დამკვიდრდა სხეული-მანქანა.

ეს  იყო პასუხი  ინდუსტრიული  სამყაროს  გაძლიერებაზე,  შრომის  მექანიზაციაზე  და  ხელოვნების  ტრადიციული  ფორმების  კრიზისზე  რაც  გამოიწვია  გამოსახულებათა  რეპროდუქციის ტექნოლოგიების  გაჩენამ.

ამ  კონტექსტში  იკარგებოდა  ძველი  ღირებულებები.

 

მოდიოდა  დიდი  ნგრევის  მომტანი  ომი, ამას  გარდა  ადამიანის  სხეულს  ემუქრებოდა  ინდუსტრიული წარმოების  რიტმი.

 

ავანგერდისტები ხატავდნენ ადამიანის  ლითონიზებულ-მეტალიზებულ და მექანიკურ  სხეულებს

 

 რობესპიერ-მარატის  და  ინდუსტრიული  რევოლუციების, ტერორის, დექრისტიანიზაციის, ნაპოლეონის  ომების, მერე, უკვე  დიდ  მსოფლიო  ომის  წინ იყო  სულიერი  და  კულტურული  კრიზისი.

 

1910 წლიდან  მხატვრები ხატავდნენ  ფრაგმენტულ  და  ჰიბრიდულ  სხეულებს.

ვეღარ  გაიგებდით  რომ ესაა  ადამიანთა  სხეულები.

 

 საერთოდ  მობეზრდათ  ადამიანად  ყოფნა, ადამიანობა  და  მოუნდათ მანქანად  გადაქცევა.

 

1908  წლის  ერთ  ფოტოზე   იტალიელი  ფუტურისტების  გიჟი  ბელადი  ფილიპო  ტომაზო  მარინეტი  გაჯგიმული  ზის  ავტომანქანის  საჭესთან.

 

მექანიკური  ნაკეთობა, უსულო  ავტომანქანა წარმოიდგინეს  ადამიანის  სხეულის  გაგრძელებად  და  მარინეტი იჯგიმება  როგორც  ამ უსულო  საშიში  რაღაცის  მომთვინიერებელი და ბატონ-პატრონი.

 

 

ფუტურისტები ხოტბას  ასხავდნენ  მანქანას  და  ამავე  დროს მიზნად ისახავდნენ  გაბატონებული პოზიციის  მოპოვებას, დომინაციას  და  ეს  კარგად  ჩანს  მარინეტის ამ პორტრეტში.

 

ავტომობილი  ცენტრალური  ელემენტია  მარინეტის  ფუტურისტულ ნაწერებში.

 

სიჩქარის  და  თანამედროვე  ცხოვრების  სიმბოლო  ავტომობილი  ასევე  ორაზროვნად  მიანიშნებს  იმ  შესაძლებლობებზე  რასაც  ტექნოლოგია  აძლევს  ადამიანის  სხეულს.

 

 ავტომობილი  მუდამ  ჰუმანიზებულია  მარინეტის  ნაწერებში. მარინეტი ავტომობილს აღწერს  როგორც  ცოცხალ არსებას

// ზვიგენს, კენტავრს//.

მანქანა  მარინეტისთვის  არის  ადამიანურს  და  მექანიკურს  შორის, ისევე  როგორც კენტავრები  არიან ადამიანის  და პირუტყვის  ჰიბრიდი.

 

მანქანა, მაშ, მარინეტისთვის  არაა უსულო არსება, პირიქით,  ისაა ჭირვეული  და  მას  აქვს  გმირული  მისწრაფების  უნარი.

 

ავტომობილი  მარინეტისთვის  არის  ცოცხალი  და  პატრონის  ერთგული არსება  და  არა  უტილიტარული რამ.

 

მანქანა  არის  თანამედროვეობის  ფუტურისტული  კულტის  ცენტრალური თემა.

 

ფუტურისტთა  ტექნოფილური  იდეოლოგიის  თანახმად ადამიანურის  და  მექანიკურის  ურთიერთქმედებამ  შესაძლებელი  უნდა  გახადოს  დროზე  და  სივრცეზე  გაბატონებული  შეიარაღებული  და  გმირული  სხეულის შექმნა.

ადამიანის  სხეულის  გარდაქმნა  ტექნოლოგიით, ისე  როგორც ეს  გამოხატულია  ფილიპო  ტომაზო  მარინეტის  ნაწერებში,  გულისხმობს თანამედროვეობასთან  აგრესიულად  დაპირისპირებულ  მამაკაცს.

 

ამ  თვალსაზრისით  სამაგალითოა 1909 წელს  გამოქვეყნებული  ფუტურიზმის პირველი  მანიფესტი.

 

ის  გვიჩვენებს  ფუტურისტი მამაკაცის დაბადებას.

 

ფუტურისტების  მიერ  განვითარებული  ადამიანის  სხეულის  და   ტექნოლოგიის  ურთიერთქმედების  იდეა  უკვე  იყო  გამოთქმული  საუკუნის  დასაწყისის  იტალიურ  კულტურაში, განსაკუთრებით Mario Morasso-ს  მიერ 1905  წელს  გამოქვეყნებულ წიგნში La nuova arma (La Macchina).

ამ წიგნმა ნამდვილად  შთააგონა  რაღაც  ფუტურისტებს.

 

მარინეტი  უბრუნდება  ფუტურისტი  სუბიექტის  კავშირს  ტექნოლოგიასთან

ის  აცხადებს  რომ გაჩნდა  ტექნიკის  და  ბუნების  შერწყმის  ნაყოფი-ფუტურისტი  ადამიანი.

ადამიანის  განვითარებაზე  ლამარკის  ხედვის  გამზიარებელი მარინეტი  თვლიდა  რომ  ადამიანის  სხელს  შეუძლია  ინდუსტრიალიზაციის  მიერ  შექმნილ პირობებთან ადაპტაცია.

მან   წარმოიდგინა  რომ  ადამიანის  სხეულს  ექნება სრულებით მოულოდნელი   ელემენტები  რომლებიც  გააძლიერებენ  გარემოზე  მისი ბატონობის  უნარს.

 

მისი  თქმით  ასეთი  ფუტურისტი ადამიანი იქნება  ელვისებრად სწრაფი,  ყოვლისმცოდნე,  მებრძოლი, ბუნებრივად  სასტიკი  და  ულმობელი.

 

ეგე  ფუტურისტი  ხალხი, საბჭოთა  ტანკზე  წამომჯდარი  კენტავრი  თენგიზები  სიგუა  და  კიტოვანი  ანგრევენ  ფუტურიზმისთვის  შეუფერებელ თბილისს. ახდა  მარინეტის  წინასწარმეტყველება.

 

მარინეტის  ფუტურიზმის  დღევანდელი  გაგრძელება

 

  • Jean-Marie Brohm, პოსტჰუმანიზმი  და  ტრანსჰუმანიზმი, გაზრდილ-გაძლიერებული  ადამიანის  და  ბიონიკური  სხეულის  პროექტი,11.10.2015

 

უკვე  ოციოდე  წელია  რაც  ღიად დაისვა  გაძლიერებულ, არაჩვეულებრივ   შესაძლებლობათა  მქონე ადამიანის  და  ბიონიკური  სხეულის  გაკეთების  საკითხი.

// Posthumanisme et transhumanisme : le projet d’homme augmenté et de corps bionique.//

 

ამ იდეის  თანახმად  ადამიანის  სხეულს  შეიძლება   ჰქონდეს  ხელოვნური  ელემენტები. ადამიანის სხეული  შეიძლება  იყოს

« ბიონიკური სხეული» //«corps bionique»//

ის  საჭიროების  შემთხვევაში  შეიძლება  შეაკეთო, გადააკეთო.

 

ეს  გზას  უხსნის  «კიბორგის»,  ცოცხალი  სხეულის  და ლითონის, ორგანულის  და  მექანიკურ-

« მაშინურის» // machinique//  ჰიბრიდის  შესაძლებლობას.

ესაა « ადამიანური  ინჟინერიის»

// « ingéniérie humaine»//  ბოლო  ავატარი, რომლის  მიზანიცაა , განსაკუთრებით, ზესრულყოფილი სპორტსმენების, ზესრულყოფილი  მეომრების  და  ზესრულყოფილი  კოსმონავტების  შექმნა.

//ეგე  კალაშნიკოვის  ავტომატთან  შეზრდილი  კინოოპერატორი გოგა ხაინდრავა//.

 

დღეს  პლანეტარულ  მოძრაობებად  ქცეული  და  დიდ  ქვეყნებში  გავრცელებული  პოსტჰუმანიზმი  და  ტრანსჰუმანიზმი  არის აზროვნების  ერთნაირი  სტილის  და  ერთნაირი  ილუზიების  მქონე,  ერთნაირად  მორწმუნე  მატერიალისტ-ნიჰილისტთა  დიდი  კოლექტივები.

 

სინამდვილეში   პოსტჰუმანისტებს  და  ტრანსჰუმანისტებს  მარტო სახელი  თუ  განასხვავებს  ერთმანეთისგან.

 

მათი  განცხადებით  ისინი  ეფუძნებიან  პროგრესისტულ  ფილოსოფიურ  საფუძვლებს.

მაგალითად  დეკარტემ 1637  წელს  თქვა  რომ  მეცნიერებით და  ცოდნის  გაღრმავებით ადამიანი   შეიძლება გადაიქცეს  ბუნების, ე.ი. მათ  შორის  თვითონ ადამიანის  ბუნების  ბატონ-პატრონად.

ტრანსჰუმანისტ-პოსტჰუმანისტებზე  გავლენას ასევე  ახდენს  მექანიცისტური მატერიალიზმი

// matérialisme mécaniciste est//  რომლისთვისაც  ადამიანის  სხეული  არის  მანქანა.

მათი  აზრით  ადამიანი  პირუტყვებისგან, ასევე  მანქანებისგან, განსხვავდება  მხოლოდ  ტვინის  ორგანიზაციით.

 დღეს  გაბატონებას  ცდილობს  ცოცხალის  მექანიცისტური პერსპექტივა  რომელშიც ცოცხალი  ორგანიზმი  შედგება  ნაწილებისგან და  შესაძლებელია  ამ  ნაწილების  შეკეთება, გაუმჯობესება  და  გამოცვლა.

 

ეს  მიმართულებები  აგრეთვე  ეფუძნებიან  კონდორსეს // Condorcet//  პროგრესიზმს.

ის  კი  თვლიდა  რომ ადამიანის  სრულყოფა  შეიძლება  მედიცინის  პროგრესით.

ასე  შესაძლებელი  უნდა  იყოს  გაძლიერება,  მოოხერხებულობის  გაძლიერება,  შეგრძნებათა  დახვეწა, მოკლედ  ფიზიკურ, მაგრამ ასევე  ინტელექტუალურ და მორალურ  უნართა  გაუმჯობესება.

 

მედიცინამ  უნდა  გააქროს გენეტიკურად გარდამავალი  თუ  გადამდები  ავადმყოფობები, მან თავისი  წვლილი  უნდა  შეიტანოს  ადამიანის  სახეობის  უსასრულო  სრულყოფაში.

უსასრულოდ   უნდა  გრძელდებოდეს  ადამიანის  ცხოვრების  საშუალო  ხანგრძლივობაც.

ადამიანი  შეიძლება  ვერ  გადაიქცეს  უკვდავ  არსებად,  მაგრამ  დადგება  დრო  როდესაც  სიკვდილი  იქნება  არაჩვეულებრივი  მოვლენა,  სასიცოცხლო  ძალების  უფრო  და  უფრო  ნელი  დასუსტების  შედეგი. …

 

 პოსტ-ჰუმანიზმ–ტრანსჰუმანიზმის  ლეგიტიმაციის  მეორე  ფაქტორია   მეცნიერული  და  ტექნიკური  წინსვლა  განსაკუთრებით  ნანოტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების,  ინფორმატიკის  და კოგნიტიურ  მეცნიერებათა

// Sciences cognitives//  სფეროებში.

ითვლება რომ  მათ  შეუძლიათ ადამიანის  რევოლუციური  გარდაქმნა.

უკვე  ხელოვნურად  აკეთებენ ცოცხალ ორგანიზმებს, ინფორმატიკის ზეძლიერ  საშუალებებს, იკვლევენ  ვირტუალურ  სამყაროებს  და  ტვინის  ფუნქციონირებას.

 

პოსტჰუმანიზმ-ტრანსჰუმანიზმის გაძლიერების  მესამე  ფაქტორია  რობოტების  და  რობოტიკის  უფრო და უფრო გავრცელება.

მათ  უნდა  წარმოადგინონ  მომავალი  სოციალური  სამყარო  რომელშიც

// სამსახურში, ტრანსპორტში, სახლში//  ბატონობენ   ერთმანეთთან დაკავშირებული ავტომატები, თვითდაპროგრამების  უნარის მქონე  გონიერი  მანქანები.  // სამხედრო რობოტები, დრონები, ინდუსტრიული  რობოტები, კოსმიური  თუ წყალქვეშა კვლევის რობოტები, რობოტი ქირურგები, სპორტული  რობოტები//.

უნდა  იყვნენ კიდევ  ადამიანის გარეგნობის  მქონე  ხელოვნური ქმნილებები. ასეთ  ჰუმანოიდებს უკვე  აკეთებენ  Sony-მ

კი  გააკეთა  ხელოვნური ძაღლი Aibo-ც.

პოსტჰუმანიზმ-ტრანსჰუმინიზმის  არსებობის მე-4  გადამწყვეტი ფაქტორია  ბიომასალათა  უფრო და  უფრო ხშირი გამოყენება.

ორგანული  თუ  ხელოვნური ორგანოების //ხელოვნური გული,და ა.შ/ გადანერგვა…

 

 შთაგონების  მე-5  წყაროა  მეცნიერული  ფანტასტიკის  ფუტურისტული  სცენარები  რომლებიც სავსეა ჰუმანოიდი ჰიბრიდებით  კიბერნანტროპებით, რობოტებით.

 

ყოჩაღი  ტრანსჰუმანისტ-პოსტჰუმანისტების  მიერ  გაძლიერებულ-გაზრდილი ადამიანი // Homme augmenté//  არის ბიოტექნოლოგიებით

ადამიანის  სხეულის  შექმნის  ან  შეკეთება-გადაკეთების შედეგი.

 

თუ  დაიმსახურებთ  ან  შესაბამის  ფულს  გადაიხდით  ტრანს-ჰუმანისტ-პოსტჰუმანისტი ტექნიკოსი გამოცვლის თქვენი  სხეულის  ავადმყოფ ან დაზიანებულ ორგანოებს  და  ქსოვილებს  თქვენივე  ან დონორის  სხეულიდან აღებული  ჯანმრთელი  ორგანოთი  ან ქსოვილით.

ეხლა  გადანერგავენ ხოლმე  გულს, ღვიძლს, პანკრეასს, და ა.შ.

 

მაგრამ  თუ  ხართ შეყვანილი  პროვინციელი ფაშისტების, პოპულისტების და  სხვა  საზიზღარი ხალხის  სიებში  არ  შეწუხდეთ.

თქვენთვის  იშვიათი  გამონაკლისის გარდა  არ მოიცლიან.

სცადეს  ტვინის  ქსოვილების  გადანერგვაც, მაგრამ ტვინი  ჯერ  კიდევ ასაღები  ჰიმალაიაა.

 

 უნდათ ადამიანის  გადაქცევა უჟანგავ, უნგრეველ, ნახევრად ხელოვნურ  ნახევრადმანქანად. რომლის  შერემონტება-გადაკეთება  მუდამ იქნება  შესაძლებელი.

აი რას  წერს Monique Vigy:

 

«   ბოლო წლების  განმავლობაში  ტექნოლოგიის  და  ქირურგიის  პროგრესი  ისეთი  იყო  რომ  შესაძლებელი  გახდა  ჩვენი პატარ-პატარა  ნაწილებად  მღლიანად  შეკეთება.

 

ტელევიზორს  და  ავტომობილს  ხომ შეაკეთებენ ხოლმე  სათადარიგო ნაწილებით. აი ასე  შეაკეთებენ ადამიანსაც.

 

// კოსოვოს  დემოკრარტმა  პრეზიდენტმა ჰაშიმ  ტაჩიმ  დააცალა  თავის  სერბ  ნათესავებს ორგანოები  და  დააგროვა  სათადარიგო ორგანოთა  დიდი მარაგი.

მათ გადაუნერგავენ პოლიტიკურად შეგნებულ  ავადმყოფებს//.

 

არის  პროტეზებიც.

 

ბევრი  ცდა  დამთავრდა  მარცხით, ნახევრად მარცხით ან არაშთამბეჭდავი  შედეგით.

მაგრამ  ბევრი ოპერაცია  იქცა  ჩვეულებრივ  რამედ .

ზოგ  ცოცხალს  ზოგჯერ  მიცვალებულის  ორგანოსაც უნერგავენ.

 

ყველაფერი ეს  არ  ეხება  ფუნდამენტურად  პიროვნების  მეობას.

 

მაგრამ  სახე  სხვა  საქმეა, ის  გამოხატავს  პიროვნების  ინდივიდუალობას.

 

 

საფრანგეთში  თავისი  ძაღლის  მიერ  სახეში  ნაკბენ  ქალს  2005  წელს  გადაუნერგეს ცხვირი, ტუჩები და  ნიკაპი.

შემდეგ  ჩინეთში  შეაკეთეს  დათვის  მიერ  დამახინჯებული  გლეხი.

2010  წელს  კი  სამედიცინო  პოლემიკათა  მიუხედავად  ახალი  ჰორიზონტები  გახსნა   გენეტიკური ავადმყოფობით  დამახინჯებული  პაციენტისთვის  მთლიანად  სახის  გარემონტება-გადაკეთებამ.

ეხლა  არის  ენის  და  ყურების  გადანერგვის  საკითხი.

 

არის  გაცვეთილ-გაფუჭებული  ორგანოების  ხელოვნური პროტეზებით  შეცვლის  ან გაძლიერების  პრაქტიკაც.

 

გაჩნდა  ადამიანის  ხელოვნური სათადარიგო ორგანოების  დიდი  ბაზარი, სუპერმარკეტი. იქ  იყიდება სხეულისთვის  ასატანი  სინთეტური პროდუქტები //პლასტიკის, ლითონის, კერამიკის  ნაკეთობები //, ბიომასალების  ნაკეთობები, იმპლანტები.

სმ სფეროში  ფანტაზია  უსაზღვროა: პლასტიკის  ყურები,  სხეულის  სხვადასხვა  ხელოვნური ნაწილი,  ფილტვების  პროტეზები, ხელოვნური კანი, პლასტიკის  თეძოები, მკერდის  სილიკონის პროტეზები, ხელოვნური  ანუსი, და  ა.შ.

უყოყმანოდ  ფიქრობენ  ხელოვნურ  თვალებზე, ხელოვნურ  სილიკონის  ნეირონებზე,

და  ნერვულ  სისტემაში  ჩართულ  მიკროპროცესორებზე, ხელოვნურ  სისხლზე  და  ხელოვნურ  ხერხემალზე.

ბედნიერ  მომავალში  ადამიანი  უნდა  იყოს  რობოტის  მსგავსი  ნაკეთობა.

 იქნება ჰიბრიდული, ნახევრად სინთეტური და  ნახევრად  ცოცხალი  ორგანოები.

ადამიანიც  ასეთი იქნება.

მიკროელექტრონიკა იძლევა  ხელოვნური რგანოების  კონტროლის და  ავტომატიზებული  რეგულაციის  სისტემების  მინიატურიზაციის  საშუალებას.

უკვე  1982  წელს  ამბობდნენ  რომ  მრავალი  ხელოვნური  ორგანო გახდება პორტატული  და  შესაძლებელი  იქნება  მათი  ჩანერგვა-იმპლანტაციაც.

ისინი  დღე-ღამეში 24  საათს  იმუშავებენო, ამბობდნენ უკვე  მაშინ…

 

მინიატურიზაცია  წინ  მიდის. 

შესაძლებელი   ხდება  ფოტო-ელექტრული  მიკროუჯრედებით  სინათლის  და  გარემოს  აღმქმელი ხელოვნური თვალის  წარმოდგენაც.

 

თითქოს  შესაძლებელი  ხდება  ავადმყოფი  სხეულის  ჩართვა  გარე  დამხმარე  მანქანაში რომელიც ცვლის  დაზიანებულ, უმოქმედო  ნაკვთს.

 

ეგე  იტალიელი ფუტურისტი  მარინეტის  მანქანაადამიანი კენტავრი.

 

იწყება  კიბერნეტიკული  სხეულის  ხანა.

2013  წლის 18  დეკემბერს  პროფესორმა   სლენ შარპანტიემ //Alain Carpentier// საფრანგეთში  მთლიანად ხელოვნური  გული  ჩაუდგა  პაციენტს.

ეს  გაკეთდა  პაციენტისთვის მისი ავტონომიის  დაბრუნების  მიზნით.

მაგრამ  რაღაც ელექტრონულ  კომპონენტში  მოხდა  მოკლე  ჩართვა, ბიოპროტეზი  გაფუჭდა  და 2014  წლის  ორ  მარტს  გარდაიცვალა პაციენტიც.

 

მიუხედავად ამისა   ტრანსჰუმანისტ-პოსტჰუმანისტებმა  გააგრძელეს  უფრო  მსუბუქი და  უფრო  სანდო  ხელოვნური  გულის შექმნის  მცდელობები და ძიება.

 

 წარმოიდგინეს  ადამიანის  დანქანის შეჯვარების  ჩვეულებრივ რამედ გადაქცევა….

 

დღეს უკვე   ცდილობენ    ხელოვნური  ორგანოების  და  ქსოვილების  ბიონიკური   წარმოების  ინდუსტრიულ  სტადიაზე  გადასვლას.

2010  წლის  ნოემბერში მადრიდში  შიქმნა  ბიოხელოვნური  ორგანოების

შექმნის  ლაბორატორია  (Scaffolds and bioartifical organs for transplantation)..

 

ყველაფერთან ერთად  ლაბორატორიას  შესაძლებელი  უნდა  გაეხადა  ბიოხელოვნური  გულების, თირკმლების,ღვიძლების  და  კანის  ქსოვილების  შექმნა….ლაბორატორიაში  შექმნეს ბიოხელოვნური  საშოებიც // Les vagins bioartificiels//…

 

ცდილობენ  სხეულის  სტიმულირებას  ულტრასრულყოფილი მიკროინფორმატიკული და

მიკრო-ელექტრული  « გონიერი»

მანქანებით…

 

ქმნიან  ხელოვნურ  მხედველობასაც.

 

ყველაზე  გიჟური  ოცნებაა  ტვინის  პროტეზების, ხელოვნური  გონიერების  შექმნა.

ტვინის  პროტეზი  უკვე  ჩაწერილია  მომავლის  გეგმებში…

 

ტვინის  კომპიუტერთან  ამ  თანდათანობითმა  შერევამ  ბიძგი  მისცა  მეცნიერულ  ფანტასტიკასთან ახლო  გამოკვლევებს.

ცდილობენ  მეგა-კომპიუტერების  მსგავსი  სუპერტვინის  გაკეთებას.

იაპონიაში, მაგალითად,  ტოკიოსთან ახლოს  არსებული  ინსტიტუტი Riken,  ნეირომეცნიერებათა  დიდი  ცენტრი,  იკვლევს ადამიანის  ტვინს და  ცდილობს  გონიერი, მეხსიერების, ინტუიციის  და  ემოციების  მქონე  მანქანების  გაკეთებას.

 

ღიად  დასმული  ამოცანაა  ხელოვნური  ტვინის  შექმნა….

 

15-ოდე  წელში შეიძლება  შექმნან  ინტელექტუალური, ემოციური, უნარების  და  წადილის  მქონე  კომპიუტერები.

20-ოდე  წელში  შეიძლება  შექმნან  ადამიანთა  საზოგადოებასთან  კავშირის  უნარის  დამყარების  უნარის  მქონე  სუპერკომპიუტერები.

 

 ამ  ფუტურისტულ  იდეებზე  ბევრს  ლაპარაკობენ // და  არა  მარტო ყბედობენ// პოსტჰუმანისტები  და  ტრანსჰუმანისტები..

ისინი  ხიბლავენ  იმათ  ვისაც  არ  მოსწონთ დღევანდელი  არსებობა  და  ვინც  ოცნებობს  როგორც  ბუნებრივი  გარემოს  ისე  ადამიანის  ბუნების  გადაკეთება  გარდაქმნაზე.

დადგა ჰოლემების, ჰომუნკულუსების  და  ფრანკეშტეინების  მასობრივად  წარმოებაზე  კონკრეტულად დაფიქრების  დროც.

 

საკმაოდ  ბევრი  გაიტაცა  ადამიანის პირუტყვებთან, მცენარეებთან, მანქანებთან  შეჯვარების  იდეებმა.

 

არიან  ისეთებიც  ვინც  გეგმავენ  სუპერ-კიბორგთა  რასის // race de super-cyborgs// ანუ  ბიონიკური არსებების  შექმნას.

ამ არსებებს  უწოდებენ « ადამიანის  მემკვიდრეებს».

მათ  თავისი  არაბიოლოგიური  გონიერებით, ბიოტექნოლობიების,კოგნიტიური  მეცნიერებების,  ხელოვნური  ორგანოების, გენეტიკური  მანიპულაციების, კლონირების და  ა.შ  მეშვეობით  უნდა  შეცვალონ, მეტიც, მოსპონ ადამიანები.

ასე  ოცნების  საშუალებას  იძლევა კომპიუტერები,  ნანოტექნოლოგიები, გენეტიკური  მანიპულაციები….

 

ერთ-ერთი ასეთი  პოსტჰუმანისტი

Jean-Michel Truong  ამბობს.

 « ჩვენ  მალე  უყოყმანოდ  ჩავდგამთ კომპიუტერს  ჩვენს  სხეულში ან  ჩვენს  ტვინში».

 

 ადამიანის  სხეულში მაშინ  შეიძლება  იყოს  უამრავი  უწვრილესი  ნანორობოტი  ტომლებიც სპობენ ავადმყოფობათა  გამომწვევ  ფაქტორებს,  შხამებს,  შეაკეთებენ  ჩვენს  გენებს…

 

ტრანსჰუმანიზმის  ბოდიში  მესია

Ray Kurzweil  ლაპარაკობს  რომ ტრანსჰუმამიზმის, ნანოტექნოლოგიის  უმაგალითო რევოლუციის   მეშვეობით  ადამიანი დასძლევს  თავის  ბიოლოგიურ  ფესვებს.

ის  ამბობს  რომ  2030  წლისთვლის ჩვენ გადავყლაპავთ  უწვრილეს  ნანორობოტებს  და  ისინი  ჩვენს néocortex-ს  დააკავშირებენ  ღრუბელთან.

შემდეგი ეტაპი  კი  იქნება  უბრალოდ

Uploading  სნუ ჩვენი  ტვინის  გადატვირთვა  კომპიუტერში ან ღრუბელში  და  ჩვენი  დემატერიალიზებული  ცნობიერება  უკვდავი იქნება.

 

ჰომო საპიენსის  ანუ  თანამედროვე  ადამიანის ბუნებრივი ევოლუცია  არასანდოა  და  ის  უნდა  შეცვალოს   ასე  ვთქვათ  გაზრდილ-გაძლიერებული  ადამიანის  წარმოებამ ან ხელოვნურმა  შერჩევამ.

ამ ადამიანს კი მოყვება  კიბორგთა  ადამიანის  მემკვიდრეთა პოსტადამიანური  რასა….

 

   ტრასნსჰუმანიზმ-პოსტჰუმანიზმი  უბრალოდ  გააუქმებს  დღევანდელ ადამიანს, დღევანდელ კაცობრიობას.

რომლის ადგილსაც  დაიკავებს  ჯერ-ჯერობით  ნახევრად  ხელოვნური ნაკეთობების  ბრბო.

აღარც  ქართველები  იქნებიან, აღარც გერმანელ-ფრანგები  და  ამერიკელები….

იქნება  ბიომექანიკურ  ნაკეთობათა  ლეგიონები.

 

გაქრება  ავადმყოფობებიც. ნანომედიცინა   ადამიანს  მალე მისცემს თვითშეკეთების  საშუალებას….

 

 

კაცობრიობის  მმართველი  იქნება ნახევრად ადამიან  სუპერმდიდარ  კიბორგთა  ელიტა.

 

 

Cyborg man

Weebly

 

The Telegraph  ამბობს  რომ  იერუსალიმის  ებრაული  უნივერსიტეტის // Hebrew University of Jerusalem// პროფესორი Yuval Noah Harari-ს  პროგნოზის  თანახმად  ადამიანის და  მანქანის  ერთმანთთან  შეზავება-შეჯვარებისკენ  მიმართული  პროცესი იქნება უდიდესი  რევოლუცია  ბიოლოგიაში 4  ბილიონი  წლის  წინ სიცოცხლის  გაჩენის  შემდეგ.

თავის ახალ წიგნში  პროფესორი  ჰარარი ამბობს  რომ ჩვენ  მალე  გვექნება  სიკვდილის  დამამარცხებელი  ღმერთის  ძალა და  გადავიქცევით ultra high-tech ჰუმანოიდების  რასად // race of ultra high-tech humanoids//.

 

ის  ფიქრობს  რომ  მომავალ  ორას წელიწადში ადამიანები საკუთარ  თავს  გარდაქმნიან  ღვთაებრივ არსებობაზე  მათი წარმოდგენის  შესაბამისად.

ეს მოხდება ან ბიოლოგიურ-გენეტიკური მანიპულაციით ან ორგანული  და  არაორგანული  ნაწილების  მქონე  კიბორგების  შექმნით.

 

 მაგრამ პროფესორი  ფიქრობს  რომ მარტო მდიდარ  ელიტას  ექნება  მოწინავე  ტექნოლოგიური  მონაპოვრების გამოყენების  საშუალება.

 

პროფესორი ამბობს  რომ  მდიდრები  მოახდენენ  მეცნიერების  და   ტექნოლოგიის  მონოპოლიზებას და ყველაფერი  ამის  გამოყენებით  გადაიქცევიან  ძალიან დიდი  ძალის  მქონე ზეადამიანურ  არსებებად და  იქნება  პლებეური  მასა რომელზეც  ისინი  იბატონებენ. 

იქნება კიბორგების  მმართველი  კლასი  რომელიც  გააკონტროლებს  საზოგადოეას.

 და  თვითონ  მასებზეა  დამოკიდებული  ის  თუ  რამდენად  ისარგებლებენ  ისინი  ტექნოლოგიური პროგრესით.

ასეთი იზრაელელი  პროფესორის  პროგნოზი.


Read more:
http://www.digitaljournal.com/science/super-rich-elite-of-semi-human-cyborgs-will-rule-the-human-race/article/434175#ixzz4kvSmRhsm

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s