ძველბერძნული შამანიზმი-1

 

click to close window

დიდი ევროპული  კულტურის  ძირებთან, ძველბერძნული  შამანიზმი, დიდი პითაგორათი დავიწყოთ.

 

იყო   ძვ. წ. მე-6  საუკუნის  პირველ ნახევარში  დაბადებული  ერთი  მოკრძალებული  კაცი რომელსაც  ერქვა  პითაგორა.

მას  არ  უნდოდა  იმის  თქმა  რომ არის  ბრძენი, სოფოსი.  ამიტომ მან გამოიგონა  ცნება  ფილოსოფია, რაც  ნიშნავს სოფიის ანუ სიბრძნის სიყვარულს.

ის  ამბობდა  რომ  ბრძენი  არის  მარტო  ღმერთი  და ის კი  არის  ფილოსოფოსი ანუ სიბრძნის  მოყვარული და  მაძიებელი.

ესოდენ  მოკრძალებული  პითაგორა იყო  დიდი  მათემატიკოსი, მუსიკოსი,  რელიგიური და  პოლიტიკური  თემის დამაარსებელი.

ამ  თემში  იკვლევდნენ  ურთიერთობებს  ღმერთებს, ფიზიკურ სამყაროსა  და ადამიანებს შორის.

ცნება ფილოსოფიის  შემქმნელი ეს მითიურ-ისტორიული  ფიგურა  ასევე  იყო  შამანიც.

 

ამას ამბობს  ოქსფორდის  პროფესორი  E.R. Dodds  თავის  დიდად  საინტერესო  წიგნში  Greecs  and  the  irrational //  ფრანგულად  Grecs et  irrationel  და  ქართულად  ბერძნები  და  ირაციონალური//. ის   ძალიან  საინტერესო  რამეებს  წერს  ძველ  ბერძნებზე  რომლებიც  ჩვენ გვგონია  მარტო  კრისტალურად  წმინდა  რაციონალიზმის  განსახიერებად.

 

 

 

 

შამანიზმი  საზოგადოდ  დიდად  საინტერესო  ფენომენია. ის  არაა  მარტო  ველურებად  გამოცხადებული  ციმბირელების  სიველურე.

რელიგიათა  გამოჩენილი  და  სახელგანთქმული  ისტორიკოსი  და  მკვლევარი  მირჩა  ელიადე

// Mircea Eliade// ამბობდა რომ  შამანიზმი  არის  კაცობრიობის  ერთ-ერთი  უძველესი  ტრადიცია  რომლის  საწყისი  იკარგება  ძვ.წ. 1000  წლისთვის  და  იქით.

მირჩა  ელიადეს  თქმით  ადამიანის  და  სამყაროს  შამანური  კონცეფცია  გვხვდება  დედამიწის  ყველა  კონტინენტზე  და  ის წინ უსწრებდა     კაცობრიობის  ყველა მთავარ  რელიგიურ  სისტემას  და  გავლენას  ახდენდა  მათზე…

ფრანგი  ეთნოლოგი  და  ანტროპოლოგი  Michel Perrin

//  მიშელ პერა//   ამბობს  რომ  შამანიზმი  არის   კაცობრიობის  მიერ  წარმოდგენილი  ერთ-ერთი  დიდი  სისტემა რომლის  მიზანიცაა  მოვლენათა  ახსნა  და  ამ  ცოდნის  საფუძველზე  ზემოქმედება  მოვლენებზე.

 

შამანიზმის  თანახმად  სამყაროც  და  ადამიანიც  ორპოლუსიანი  ფენომენებია.

 ადამიანი  შექმნილია  ხილული  სხეულისგან  და ერთი  ან  მრავალი უხილავი კომპონენტისგან რომლებსაც შამანიზმში  ხშირად  უწოდებენ  სულებს.

ამ სულების  სიცოცხლე  გრძელდება  სხეულის  სიკვდილის  შემდეგაც.

სამყაროც  ორმაგია. არის  ეს, ხილული, მატერიალური, ყოველდღიური, პროფანული  სამყარო  და  არის  სხვა, ღმერთების, მათი ემისარების, სულების, ცხოველების  და  მცენარეების  ბატონთა, წინაპართა, მიცვალებულთა  უხილავი  სამყარო.

ამ უხილავ სამყაროს  აღწერენ მითები.

 შამანიზმის  თანახმად  ზოგ  ადამიანს  შეუძლია ურთიერთობის  დამყარება  ამ  სხვა , უხილავ სამყაროსთან, ადამიანთა  უმრავლესობისთვის  უხილავი  ამ სამყაროს  დანახვა  და  ცოდნა.

ადამიანთა  უმრავლესობა  ბუნდოვნად  გრძნობს  ამ  უხილავი  სამყაროს  არსებობას  და  განიცდის მის  გავლენას.

თვითონ  უხილავი, სულიერი  სამყაროს  მიერ  შერჩეულ  განსაკუთრებულ პიროვნებებს  კი  შეუძლიათ  სულთა  უხილავ სამყაროში  მოგზაურობა,  უმრავლესობისთვის  უხილავი  სულების დახმარების  მოპოვება-გამოთხოვა.

ეს  განსაკუთრებული, სხვა, უხილავი სამყაროს  მიერ  არჩეული  პიროვნებები არიან  შამანები.

 

 

უხილავი სამყაროს  სულებთან  ურთიერთობის  უნარის  მქონე  მსხვერპლის  შემწირველი, მკურნალი,  ჯადოსანი  შამანი  ტრადიციულ  საზოგადოებაში  შეიძლება  იყოს  ქალიც  და  კაციც.

 

ოქსფორდის  პროფესორი

 E.R. Dodds  თავის  დიდად  საინტერესო  წიგნში  Greecs  and  the  irrational //  ფრანგულად  Grecs et  irrationel  და  ქართულად  ბერძნები  და  ირაციონალური//  ძალიან  საინტერესო  რამეებს  წერს  ძველ  ბერძნებზე  რომლებიც  ჩვენ გვგონია  მარტო  კრისტალურად  წმინდა  რაციონალიზმის  განსახიერებად.

 

მას  მოყავს  პროფესორი  

Nilsson-ის  აზრი  რომლის თანახმადაც  რეინკარნაციის  დოქტრინა  არის  წმინდა  ლოღიკის  ნაყოფი  და  რომ  ბერძნებმა  ეს  დოქტრინა  მოიგონეს  იმიტომ  რომ  ისინი  დაბადებით  ლოღიკოსები არიან.

 

თუ  კი  დავუშვებთ  რომ  ადამიანს  აქვს  სხეულისგან  განსხვავებული  სული ბუნებრივად  გვიჩნდება  კითხვა  თუ  საიდან  მოდის  ეს  სული.

 ძველმა ბერძნებმა  ამ  კითხვას  უპასუხეს  რომ  სული  მოდის  სულთა  დიდი  რეზერვუარიდან, ჰადესიდან  ანუ  ქვესკნელი-საიქიოდან.

ასეთ  მსჯელობაზე  მინიშნებებია  ჰერაკლიტესთან და  პლატონთან.

 ღვთაებრივი  სამართლის  პრობლემას  რეინკარნაცია  აძლევდა  მორალურად  დამაკმაყოფილებელ პასუხს.

არსებობს  მემკვიდრეობით  მიღებული  დამნაშავეობა-ბრალიანობა//culpabilité// და ამქვეყნად  ჩადენილი  დანაშაული  ისჯება  საიქიოში.

ინდივიდი  თავისუფლდებოდა ოჯახური  სოლიდარობის კავშირებიდან , იძენდა  პიროვნულ  უფლებებს  და  მიუღებელი  ხდებოდა  იდეა  რომლის  თანახმად  ადამიანი  პასუხისმგებელია  სხვის  მიერ  ჩადენილ  დანაშაულზე.

საიქიოში  დასჯის  იდეა  კი  საკმაოდ  კარგად  ხსნიდა  იმას  თუ  რატომ  ითმენენ  ღმერთები  ბოროტთა  და  მამაძაღლთა  ამქვეყნიურ  წარმატებებს.

რეინკარნაციის  დოქტრინა  იმასაც  ამბობდა  რომ არც  ერთი  ადამიანის  სული  არაა  უმანკო,  რომ  ყველას წინა  ცხოვრებაში  აქვს  ჩადენილი  რაღაც  დანაშაული  და  აქედანაა  ტანჯვათა  დიდი  და  სხვანაირად  აუხსნელი  მასა,  განსაკუთრებით კი  ერთის  შეხედვით  დაუმსახურებელი  ტანჯვა.

როგორც  ამქვეყნიური  ისე  იმქვეყნიური  ტანჯვა არის  სულის  აღზრდის  ეტაპები  და  ეს  აღზრდა მთავრდება    რეინკარნაციის,  სულის  გარდასახვათა  შეწყვეტით  და  ღვთაებრივ  წყაროსთან  დაბრუნებით.

მაგრამ  უძველესი  რწმენა  უნდა  ყოფილიყო  ის  რაც  არის  ციმბირელი  შამანის  წარმოდგენებში.

ციმბირელი  შამანისთვის  წინა  ცხოვრებათა  გამოცდილება  არის  გაძლიერება  და  არა დამნაშავეობა-ბრალეულობის  წყარო.

ასე  ფიქრობდა  პითაგორაც.

ხელახლა  დაბადება აღარ  იყო  პრივილეგია  და  ტვირთად  იქცა  მხოლოდ  მაშინ  როდესაც  ამის  უფლება  და  უნარი  მიეცა  ყველა ადამიანს.  

ერთი  პითაგორელი  პოეტის  თქმით  ადამიანი  თვითონაა  თავისი ტანჯვის  მიზეზი.

 

 პითაგორა  იყო  დიდი  ძველი  ბერძენი  შამანი.

ემპედოკლე  ამბობდა  რომ  ლაო ძის, ბუდას  და  ზარატუსტრას  დროს  მცხოვრებმა პითაგორამ  თავისი  უზომო  სიბრძნე  დააგროვა 20 ადამიანური  ცხოვრებით  ცხოვრების  პროცესში.

ოითაგორას  სწამდა  რომ  ადამიანის  სული  შეიძლება  ჩასახლდეს  ძაღლშიც.

ჩვეულებრივ  ამბობენ  რომ  პითაგორამ  თავისი  ცოდნა  მიიღო  ორფიზმიდან

მაგრამ  პითაგორა  შეიძლება  არც  ყოფილიყო  უშუალოდ  დამოკიდებული  რაიმე  ორფიკულ წყაროზე.

პითაგორასაც  და  მანამდე  ეპიმენიდსაც  გაგონილი  ჰქონდათ  იმის  შესახებ  რაც  სწამდა  ჩრდილოეთის  ხალხს,  რომ  გარდაცვლილი  შამანის  სული  შეიძლებოდა  ჩასახლებულიყო  ცოცხალ  შამანში  რათა  გაეძლიერებინა  ცოცხალი  შამანი  და  მეტი  ცოდნა  მიეცა  მისთვის.

ეს  არ  გულისხმობს  აუცილებლად სულთა  გარდასახვა-გადასახლების  ზოგად  დოქტრინას.  არც  ეპიმენიდეს  მიაწერენ  მსგავს  რამეს.

ის  უბრალოდ  ამბობდა  რომ  უკვე  ცხოვრობდა  ადრე  და  იყო  ძველი  ღმერთის  კაცი აკაკუსის  იდენტური.

ყვებიან  რომ  პითაგორაც  ამბობდა  რომ  ის  არის  იგივე  რაც  იყო  ძველი  შამანი   ერმოტიმი.

 

მაგრამ  როგორც  ჩანს  პითაგორამ  განავრცო  დოქტრინა  ბევრად  უფრო  ფართოდ  ვიდრე  ამას  გულისხმობდა  დოქტრინის  თავდაპირველი  საზღვრები.

შეიძლება  ეს  იყო პითაგორას  პირადი წვლილი.

ყველა  შემთხვევაში  ჩვენ  ვიცით  რომ პითაგორამ  შექმნა  ერთგვარი  რელიგიური  ორდენი,  მამაკაცთა  და  ქალთა  თემი  რომლის  წესდებას განსაზღვრავდა  მომავალ ცხოვრებათა  მოლოდინი.

შეიძლება  იყო  პრეცენდენტებიც.

გავიხსენოთ  ჰეროდოტესთან  ვინმე  თრაკიელი Zalmoxis, რომელმაც შეკრიბა   « საუკეთესო  მოქალაქეები » და  უთხრა  მათ  არა  ის  რომ ადამიანის  სული  უკვდავია, არამედ  ის  რომ  ეს  საუკეთესო  მოქალაქეები  და  მათი  შთამომავლები  იცხოვრებდნენ  მუდამ

შეკრებილი იყო აშკარად  შერჩეული  ინდივიდები, ერთგვარი  სულიერი ელიტა, ბერძენი  კოლონები  თრაკიაში.

 

 ამ  ამბის  მთხრობელი  ჰეროდოტესთვის  გაოცებული  უნდა  ყოფილიყო  იმით  თუ  რამდენად  ჰგავდა ეს  ზალმოქსისი  პითაგორას.

მათ ზალმოქსისი  გამოაცხადეს პითაგორას მონად. 

ჰეროდოტემაც  ნახა  რომ  ეს  აბსურდი  იყო.

 

ნამდვილი  ზალმოქსისი  იყო daimon,სული, რომლის  მსგავსიც  ელაპარაკებოდა  სოკრატესაც, ან შორეული  წარსულის  შამანი, რომელიც  გადააქციეს  გმირად.

მაგრამ  ანალოგია  თავისთავად  არაა  სულელური.  პითაგორა  თავის  მოწაფეებს ეუბნებოდა  რომ  ისინი  ამქვეყნად  დაბრუნდებიან  დემონების, მეტიც, ღმერთების  დასასრულის  შემდეგ.

კარგად  დავაკვირდეთ  ფილოსოფოს  და  შამან  პითაგორას

 

http://philosophie-lycee.com/pythagore-philosophe-et-chaman/

 

მოკრძალებულმა  პითაგორამ თქვა  რომ ისაა  სიბრძნის  მოყვარული, ფილოსოფოსი და  არა  ბრძენი.

მაგრამ ეს  მოკრძალებული  კაცი იყო  მათემათიკოსი და  მუსიკოსი,  ნამეტანი  ცელქი  ოლიმპიელი ღმერთებით  სავსე  ოფიციალური  ბერძნული  ოლიმპიური  რელიგიით  უკმაყოფილო  პითაგორამ ამ რელიგიისგან   განზე  დააარსა თავისებური  რელიგიური  თემის  და  სკოლა.

 

პითაგორამ  გამოიყვანა კაცობრიობის აზრი  ბავშვობიდან,  მითებიდან  და  ზღაპრული  ისტორიებიდან, მან დაუდო საფუძველი  თეორიულ , მორალურ და  პოლიტიკურ  რაციონალობას იმით  რომ  მან საგანთა პრინციპად  გამოაცხადა  რიცხვები და  ჰარმონიები.

პითაგორა  მოუწოდებდა  ვნებების, სიხარბის და  ანგარების მოთოკვისკენ,  მეგობრობაზე  და  სამართალზე  დაფუძნებულ  საზოგადოებაში  ცხოვრებისკენ.

ამით  ის  განასახიერებდა  სიბრძნის  გარკვეულ ფორმას.

სამაგიეროდ ივიწყებენ  რომ ფილოსოფოსი  პითაგორა  ამავე  დროს იყო  ერთგვარი  შამანი  თუ  ჯადოსანი.

პითაგორა  თვითონ ლაპარაკობდა  თავის  შამანურ  ფესვებზე  და  იმაზე  რომ  რამოდენიმე  თაობის  წინ, წინა  ცხოვრებაში, ის  იყო  ვინმე ერმოტიმ კლაზომენელი.

ამას  გარდა  პითაგორა  ურთიერთობდა  სახელგანთქმულ  შამანებთან. ის  შეხვდა  ჰიპერბორეელი აპოლონის  მსახურ აბარის  სკვითს// Abaris le Scythe//  და ასწავლა  მას  მისნობა  რიცხვებით  და  არა პირუტყვების ნაწლავებში.

ის  იყო  სახელგანთქმული  ეპიმენიდე  კრეტელის  მოწაფე. ეპიმენიდემ კი დიდებულად  იცოდა მცენარეთა ძალა  და  მას 57  წელი ეძინა //რამხელა  ტრანსი// რაღაც გამოქვაბულში.

 ასეა  რომ  გეომეტრ  და  ფილოსოფოს  პითაგორას  გადმოცემით  ჰქონდა საოცარი უნარები, მაგ. მას  შეეძლო მიცვალებულებთან ურთიერთობა. მას შეეძლო  თავისი  სულის  გამოყოფა  თავისი  სხეულისგან  და  მისი  სული  მოგზაურობდა  ციურ  სფეროებში, ის  უსმენდა  კოსმოსის  მუსიკას,  ის   ვარდებოდა  ხოლმე  ექსტაზში  და ჭვრეტდა  ღვთაებროვ  ფენომენებს, და ა.შ.

პითაგორას  ძალუძდა  სიტყვით და  არსებობით ადამიანთა  და  პირუტყვთა  მონუსხვა.

ის  იყო  მკურნალი  რომელსაც  გალობით, შელოცვებით,  ნარკოტიკებით  შეეძლო ადამიანთა  დაძინება  ან გაღვიძება,  სტიმულირება, განწმენდა  ან მოშხამვა.

 

ყელაფერი ეს არის  ტიპიური  შამანური  უნარები.

 

პითაგორას  სწამდა  სულის  უკვდავებისა  და  სულთა  ტრანსმიგრაცია-გადასახლებისა. ბერძნული 

ტრადიციის  თანახმად პითაგორად  დაბადებამდე  მან  სხვათა  ცხოვრებით  იცხოვრა.

 

პითაგორას  სხეულში  ჩასახლებამდე  მისი  სული  უნდა  ყოფილიყო  ძლიერი  ღმერთის  შვილის, მამაცი  მეომრის,  საოცარი  ძალების  მქონე  შამანის  და  მოკრძალებული  მეთევზის სხეულებში.

ის  იყო  ჰერმესის  ვაჟიშვილი  აქალიდე.  ჰერმესმა ამიტომ  უთხრა  უკვდავების  გარდა  ისურვე  რაც გინდა  და  მიიღებო.

პითაგორამ  თქვა  რომ  უნდოდა  დამახსოვრება და  გახსენება  ყველაფრრისა რაც მას  გადახდა  და  გადახდებოდა.

დავიწყების  და  სიკვდილის  წინააღმდეგ  მებრძოლმა  ფილოსოფოსმა- შამანმა  პითაგორამ  აღარ  დაივიწყა  თავისი  წინა  ცხოვრებები. მას  მუდამ ახსოვდა  თუ  ვინ იყო  და  რა  ცხოვრებებით იცხოვრა.

ეს  არაა  ბოდიში  ჩვეულებრივი  მოკვდავის  ბედი. ასეთი იყო პითაგორა  ძველი  ბერძნული  ტრადიციის  თანახმად.

 ჰომეროსის  « ილიადას »  თანახმად   პითაგორას  სული  იყო  ტროას  წინააღმდეგ  მებრძოლი აქეელების  გვერდით მეომარი  ევფორის  სხეულშიც.

 

 

 შემდეგ  პითაგორა  გახდა  აპოლონის  სამსახურში  მდგარი შამანი  ერმოტიმ კლაზომენელი

პითაგორას  სულს  ძალუძდა  თავისი სხეულის  დატოვება და სხეულისგან დამოუკიდებლად  მოგზაურობა.

შამანის  სული  მომთაბარეა.

ერმოტიმმა  ანაქსაგორეზე  უფრო  ადრე დაასკვნა  რომ  სულია  ყველაფრის  მიზეზი  და გონიერება //ნუს//  არის  სამყაროში  წყობის  და  წესრიგის  პრინციპი.

მან  გამოიგონა დასავლური  აზროვნებისთვის  ძვირფასი  დუალიზმის პრინციპი.

 

დაბოლოს  ის  იყო მოკრძალებული  მეთევზე  პიროს  დელოსელი.

 

 ერთი  პოეტის  თქმით  სამოსზე მნემარქოსის  და პითაისის  ოჯახში დაბადებული პითაგორა  სინამდვილეში  იყო  აპოლონის  შვილი.

 

მისანმა  უთხრა  მნემარქოსს  რომ მისი  მეუღლე  ფეხმძიმე  იყო და  რომ  ის  გააჩენდა  სხვა  ადამიანებზე უფრო ლამაზ და უფრო ბრძენ ბავშვს.

მშობლებმა  თავის  შვილს ღმერთი აპოლონის  მსახური  და  მისანი პითიასთვის  პატივის  მისაგებად  სახელად  დაარქვეს პითაგორა.

პითაგორა  თანდათან გამოირჩა  თავისი  ფიზიკური  და  მორალური  თვისებებით. ის გახდა  ღმერთივით ლამაზი  კაცი.

17  წლის  პითაგორამ მონაწილეობა  მიიღო 57-ე  ოლიმპიადაში, სადაც თავი გამოიჩინა  კრივში.

ის  ადამიანების  ყურადღებას  იპყრობდა  თავისი  ღვთისმოსაობით, სხეულის  ფლობით,  სულიერი წონასწორობით და  სიმშვიდით, დამღუპველ  ვნებათა  მოთოკვის  უნარით, იმით  რომ არ  ყოფილა  ხარბი და  ანგარებიანი, ფუქსავატი ვინმე.

 

სამოსზე  მას  უყურებდნენ როგორც  ნახევრად  ადამიანს  და  ნახევრად ღმერთს.

 

17  წლის  პითაგორამ  დატოვა  თავისი   მშობლიური  ქალაქი  და  დაიწყო  მოგზაურობა  რათა  გაკვეთილები მიეღო უცხოელი  შამანებისგან და  ბრძენებისგან.

 

ის  იყო  სირიაშიც, მილეთშიც, ეგვიპტეშიც.

 

ეგვიპტეში  მემფისის და  დიოსპოლისის  ქურუმებმა მას ასწავლეს გეომეტრია, ასტრონომია, დიოსპოლისის მისტერიები…

 

ეპიმენიდეს  ტრანსი….

 

ძველბერძნული  ტრადიცია  გვიყვება იმასაც  რომ პითაგორა  გემით  წავიდა  კრეტაზე  სადაც  შეხვდა  შამან ეპიმენიდ  კრეტელს//Epiménide le Crétois//.

ამ  აპიმენიდზე   ყვებიან  რომ  ერთხელ მამამისმა  დაავალა  მას  წასვლა დაკარგული  კრავის  მოსანახად.

ბევრი  სიარულის  მერე  ეპიმენიდმა  დაიძინა  რომელიღაც  გამოქვაბულში და  იძინა  იქ 57 წელი.

გამოქვაბული  არის  შამანის  ინიციაციის, მის  მიერ  სამყაროს  საიდუმლოთა  წვდომის ადგილი.

ტრანსში  ჩავარდნილმა  მძინარე  ეპიმენიდმა  გამოქვაბულის  ნესტიან სიბნელეში  გაიგო თუ  რა  არის  ბუნება  და  ადამიანის  სხეული, შეიძინა  მისნობის  და  სულის  სხეულისგან გამოყოფის და  მოგზაურობის  უნარი. მის  სულს  ძალუძდა სხეულისგან დამოუკიდებლად  მოგზაურობა.

 

ძალიან  ხანგრძლივი  ძილი-ტრანსის  შემდეგ  გამოღვიძებულმა  ეპიმენიდმა მონახა  თავისი  უმცროსი ძმა  რომელიც  უკვე  ბერიკაცი იყო  რომელმაც  ეპიმენიდს  მოუყვა  მომხდარი  ამბების  შესახებ.

 

ხალხმა მაშინ დაიჯერა რომ ეპიმენიდი იყო ღმერთების  საყვარელი  და ღვთაებრივ საიდუმლოთა მცოდნე კაცი.

 

ეპიმენიდმა განწმინდა  ქალაქი ათენი  და ათენელები გადაარჩინა  შავი  ჭირისგან.

 ეპიმენიდე 157  წლის  იყო  როდესაც ის გარდაიცვალა ღავის  სახლში.

ასეთ  არაჩვეულებრივ დღეგრძელობას  ხელი  შეუწყო  იმან რომ ის ვეგეტარიანელი  იყო  და  არ ერთობოდა  ქეიფით და  ნადიმებით.

 

ეპიმენიდე  ვარდებოდა  ხოლმე  ექსტაზში  და  ამ დროს  ხდებოდა  ხოლმე  მისანი.  ის  განმარტავდა ხოლმე  ღმერთი აპოლონის  სიტყვებსაც.

ზოგჯერ  მას  გამოსახავენ ხოლმე  როგორც მებაღეს.

იქნებ  მან იცოდა  მცენარეთა  ფსიქოტროპული  თვისებები?

იქნებ  ამ  მცენარეების  დახმარებით  ვარდებოდა  ის ხოლმე  ექსტაზში?

იქნებ  ამ  მცენარეების  დახმარებით  ჰქონდა  მას ხილვები?

 

პითაგორამ  იქნებ სწორედ  შამანი ეპიმენედესგან ისწავლა  ეს  ხელოვნება?

კიდევ  ბევრი  კითხვაა.

პითაგორამ  დაარსა   მისი  სიბრძნის  სწავლის  მსურველთა თემი.

ის  თემის  წევრებს  არჩევდა  მათი ინტელექტუალური  და  მორალური თვისებების  მიხედვით.

პითაგორა  აკვირდებოდა  თემის  წევრობის  კანდიდატთა  პიროვნულ  თვისებებს.

იმას  თუ  რა  ურთიერთობები  ჰქონდათ  მათ  ახლობლებთან. შეეძლოთ თუ არა  მათ  ემოციების, ჯავრის მოთოკვა, რითი  იყვნენ დაკავებულნი, რა  სურვილები ამოძრავებდა  მათ, მათ  მეგობრებს, შეეძლოთ  თუ არა  მათ კონცენტრაცია  და  გაკვეთილების მოსმენა.

პითაგორა  თვლიდა  რომ  ფილოსოფოსად  გახდომამდე  ადამიანს  უნდა  ესწავლა  თავისი სიხარბე-ანგარების დაძლევა, ემოციების,  ჯავრის  მოთოკვა, ამოძირკვა  იმ  თვისებებისა  რომლებიც  თანდათანობით  გუდავენ სულს.

ჯერ  მორალურად  განიწმინდე  და  მერე  შეუდექი  ფილოსოფიის  სწავლას, ეს  იყო პითაგორას პრინციპი.

უნდა  ამოიშანთოს  მნგრეველი  ვნებები რაც გაანთავისუფლებს სულის  ინტელექტუალურ ნაწილს.

ასკეზა  იყო წამალი რომელიც  სპობდა  ზედმეტს  და  ხელს  უწყობდა  სულის  გამოღვიძებას.

 

პითაგორა დიდ  მნიშვნელობას  ანიჭებდა  მოწაფეთა  ფიზიკურ  ასპექტს, სხეულს.

შემდეგ  დაწესებული  იყო  ხანგრძლივი 8-წლიანი გამოსაცდელი  ვადა.

 

 3  წლის  მანძილზე  მოწაფეს  ყურადღებას  არ აქცევდნენ. პითაგორა  მაშინ აფასებდა   ახალგაზრდა  მოწაფეთა  მონდომებას.

კიდევ საჭირო იყო დუმილის 5 წელი.

 

პითაგორა  მოწაფეებს  ელაპარაკებოდა  ფარდის  უკან დამალული.

მოწაფეებს  ესმოდათ  მოძღვრის  ხმა, მაგრამ  მათ  არ  შეეძლოთ  მოძღვრის დანახვა

ასე  იცდებოდა  მოწაფეების  ხასიათის  სიმტკიცე და  მათი  თავშეკავების  უნარი.

სწავლის  წლების  დროს  მოწაფეების  ქონება  საერთო  უნდა  ყოფილიყო.

ყბედებს და იმათ  ვინც  არ  იცავდა  აკრძალვებს  უკან სახლში უშვებდნენ.

პითაგორა  თვლიდა  რომ  ფილოსოფოსად  გახდომამდე  ადამიანს  უნდა  ესწავლა  თავისი სიხარბე-ანგარების  დაძლევა, ემოციების,  ჯავრის  მოთოკვა, ამოძირკვა  იმ  თვისებებისა  რომლებიც  თანდათანობით  გუდავენ სულს.

ჯერ  მორალურად  განიწმინდე  და  მერე  შეუდექი  ფილოსოფიის  სწავლას, ეს  იყო პითაგორას პრინციპი.

უნდა  ამოიშანთოს  მნგრეველი  ვნებები რაც გაანთავისუფლებს სულის  ინტელექტუალურ ნაწილს.

ასკეზა  იყო წამალი რომელიც  სპობდა  ზედმეტს და  ხელს  უწყობდა სულის  გამოღვიძებას.

 

განწმენდის  და მომზადების  ამ მძიმე  პერიოდის  შემდეგ  მოწაფეებს  გადაარჩევდნენ მათი  უნარის  და  მონდომების  მიხედვით.

ყველაზე  უნარიანები  და მონდომებულები ხდებოდნენ პითაგორას  თემის  საქმეთა  მმართველები.

 

პოლიტიკური  მეცნიერების  ფუძემდებელი  პითაგორას  თქმით  საზოგადოების, ქვეყნის  სათავეში  უნდა  იდგეს  ნასწავლ-სწავლული და მორალურად განწმენდილი   ელიტა.

 

თვითონ  მისი  საზოგადოება  იყო  წარმოდგენილი  როგორც ასეთი  სახელმწიფოს  მოდელი.

საზოგადოდ  ინდოევროპელების  მსგავსად  ის  საზოგადოებას  ყოფდა  სამ  სოციალურ  წოდებად:

მწარმოებლებად, მეომრებად, მეფე-ქურუმებად.

 

 პითაგორას  უნდოდა  საზოგადოების, სახელმწიფოს მათემატიკურად და  რაციონალურად აგება. მისი კანონები  ხელს  უწყობდა ოჯახს, ითხოვდა  კანონების  და  მოხელეთა პატივისცემას.

 

პითაგორას  მოძღვრების  ნაწილი ს გაცნობა  შეეძლო  ყველას.  ყველას  უნდა  სცოდნოდა, მაგალითად, რომ აკრძალულია  ლოცვა  საკუთარი  თავისთვის  და  რომ  მეგობრებს  შორის  ყველაფერი  საერთოა.

პითაგორას  მოძღვრებას  აქვს  კიდევ  ეზოტერული, მარტო  ინიციირებულ-მომზადებული  მოწაფეებისთვის  განკუთვნილი   ნაწილიც.  აქ  ლაპარაკია  ბუნების  და  ღმერთების საიდუმლოებებზე.

  მოძღვრების  ჩაწერა  აკრძალული  იყო. // რათა  ის  არ  მოხვედრილიყო დეგენერატების  და  მავნებლების  ხელში//. მოწაფეს  პითაგორას  მოძღვრება  უნდა  დაემახსოვრებინა.

 

ფილოსოფოსი-შამანი  თუ  შამანი-ფილოსოფოსი  სიბრძნის დიდად  მნიშვნელოვანი  ნაწილი იყო კვების  სიბრძნეც.

 

  პითაგორას  თანახმად  საკვები  მოქმედებს  ჩვენს  ტემპერამენტზე  და  გონიერებაზე.

პითაგორა  მიზნად  ისახავდა  ჰარმონიული  პროპორციების  დადგენას სასმელს, საჭმელს  და  დასვენებას  შორის.

 

საკვების  მომზადებასაც  დიდი  მნიშვნელობა  აქვს.

უნდა  ვიცოდეთ  თუ  როგორ  მოქმედებს  ჩვენს  ტემპერამენტზე ყოველი  სასმელი  ან  საკვები.

უნდა  ვიცოდეთ თუ სასმელ-საჭმელის  როგორი  პროპორციები, როგორორი  ნარევები  და ოდენობები არის  ყველაზე  შესაფერისი  ჩვენი ინდივიდუალური ბუნებისთვის  და  სულისთვის.

 

ზოგი  სასმელი და  საკვები მავნებელია, ცუდად  მოქმედებს, გვაშორებს  უმანკოებისგან, სულის  სიწმინდისგან, ზომიერებისგან  ან უცხოა  ღმერთებისთებისთვის. ისინი არ უნდა  ვჭამოთ. და არ უნდა  დავლიოთ.

 

პითაგორა ქადაგებდა ყველა  ცოცხალი  არსების  მეგობრობას  და  ამიტომ  ამკვიდრებდა ვეგეტარიანელობას, მოითხოვდა  ცხოველების  პატივისცემას.

 

ითაგორას  თემში  მიღების  შემდეგ  მოწაფეს  ხმა  არ  უნდა  ამოეღო იმაზე  რაც იქ ისწავლა, საიდუმლოდ  უნდა  შეენახა  განაგონი და  ნათქვამი.

ელევსის  მისტერიებს  ნაზიარებთა  მსგავსად  მას  საიდუმლოდ  უნდა  შეენახა  მოძღვრის  ნათქვამი, არ უნდა  გაენდო  ის  სხვისთვის. შემთხვევითი ადამიანებისთვის.

ცოდნა  ხელმისაწვდომი  უნდა  ყოფილიყო მარტო რჩეულებისთვის.

 

პითაგორას მოწაფეები  ყოველ დილით  დასეირნობდნენ  მათი  თემის  წყნარ  ბაღებში  ან  საკრალურ, წმინდა  ტყეებში.

ამით  ისინი  ამშვიდებდნენ თავის  სულს  და  ძალებს იკრეფდნენ გაკვეთილებისთვის.

შემდეგ  ისინი  ხვდებოდნენ  ერთმანეთს  ტაძრებში სადაც ისინი  სწავლობდნენ პითაგორას  მოძღვრებას და  მეცნიერებებს.

სულის  დამშვიდების  შემდეგ ბაღებში  იყო ტანვარჯიში, რბოლა, სიმძიმეების  სროლა, კრივი, ჭიდაობა.

შემდეგ ისინი  მიირთმევდნენ პურს, თაფლს, წყალს. ღვინო არ იყო დაშვებული.

ნაშუადღევს  პითაგორევლები  აწესრიგებდნენ  თავისი  თემის  ორგანიზაციის  და მართვის პრობლემებს.

 

საღამოს  ისევ  იყო  სეირნობა.  ამჯერად  ორ-ორად  ან სამ-სამად  დაყოფილი  მოწაფეები  დასეირნობდნენ  და  ერთმანეთს უყვებოდნენ  იმას  რაც  ისწავლეს დღის  მანძილზე.

 

განბანვის  და  სურნელოვანი  მცენარეების  მსხვერპლად  შეწირვის  შემდეგ  ისევ იყო იყო კვების  საერთო სეანსი. საღამოს  სვამდნენ  ღვინოსაც. მიირთმევდნენ  ორცხობილებს  ან პურს, შემწვარ  ან  მოხარშულ ბოსტნეულს.

 

მუსიკალური განათლება

პითაგორა  ფიქრობდა  რომ ადამიანთა აღზრდა უნდა  დაწყებულიყო გრძნობით, შეგრძნებებით, ლამაზი ფორმებით  თუ ლამაზი  ფერებით,  დელიკატური მელოდიებით  თუ  მომხიბლავი რიტმებით ტკბობით.

პითაგორამ  იცოდა  მუსიკის  გამოყენება წამლად ან  ნარკოტიკად.

ის  თვლიდა რომ  მუსიკით  შეიძლება  როგორც  ფიზიკური ისე  სულიერი ავადმყოფობების განკურნება.

შესაბამისი  მელოდიებით  და  რიტმებით პითაგორას ჰარმონიაში მოჰყავდა  მოწაფეთა  სულის  სხვადასხვა ნაწილები. პითაგორა  ასე  აქრობდა  რისხვას,ჯავრს, დარდს, ნაღველს, შურს  თუ ეჭვს.

 

მუსიკა  არსებით  როლს  ასრულებდა  პითაგორას  თემის  ცხოვრებაში.

კარგ,  შესაბამის  დროს  დაკრული  მუსიკა  ხელს  უწყობს  ადამიანის  ჯანმრთელობას.

 

ასე  მაგალითად  გაზაფხულზე პითაგორას სკოლის  მოწაფეები  სხდებოდნენ  წრედ და  აპოლონის  საკრავი  ქნარის  თანხლებით  გალობდნენ.

გალობის, მუსიკის  ჰარმონია  და  როტმი  ბედნიერების  განცდას  უჩენდა  მგალობლებს და  მათ მსმენელებს.

   სხვა  სიმღერები ამშვიდებდნენ ვნებებს, ჯავრს, სასოწარკვეთილებას, წადილებს….

შესაბამისი  მუსიკა  ამშვიდებს, აფხიზლებს, ამხნევებს ადამიანს.

 

საღამოობით  პითაგორას  მეთვალყურეობით  მისი  მოწაფეები  ემზადებოდნენ  ძილისთვის  და  რაღაც  მუსიკის  მეშვეობით ამშვიდებდნენ  დღის  მანძილზე  დაგროვილ  ჯავრს  და  დარდს.

 

დილითაც  ასევე,  პითაგორამ  იცოდა  გამომაფხიზლებელ-გამამხნევებელი  საგალობლები.

 

პითაგორეველთა  თემისთვის  მუსიკა  იყო როგორც   ტკივილების  გამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ისე  ფიზიკური  და  ინტელექტუალური  აქტივობის  მასტიმულირებელი, გამომაფხიზლებელი  საშუალება.

 

ზოგჯერ  სულის  განსაწმენდად, ჰარმონიისგან ჩამომაშორებელი ვნებების თავიდან მოსაშორებლად  კითხულობდნენ  და  წარმოთქვამდნენ    ჰომეროსის  და  ჰესიოდეს  ლექსებს.

 

ვიბრაციებით  და  რიტმებით  ფიზიკურადაც  მოქმედი  მუსიკა  გამოიყენებოდა  როგორც  განმწმენდი, პითაგორას  მოწაფის  შინაგანი მდგომარეობის  შემცვლელი, მისი ცხოვრების წესის  გამომსწორებელი და  სულის  განმწმენდი   შელოცვა.

 

ციური  მუსიკა

 

მაგრამ  არის  სხვა, ადამიანური კი არა, კოსმიური მუსიკაც.

 

ვარსკვლავები ცაში  მოძრაობისას  გამოსცემენ ხმებს  რომელთა  აღქმა  ძალიან ცოტა  ვინმეს  თუ  ძალუძს.

 

ჩვენ  ვცხოვრობთ  ნამეტანი ხმაურიან,  თენგიზ  სიგუას  ნაირთა ტანკების  რახრახი  გვაყრუებს  და  ამიტომ  არ  გვესმის  ეს  მუსიკა.

დედამიწის  ატმოსფეროს  ხმოვანი  დაბინძურება  არ  გვაძლევს  სფეროთა  მუსიკის  მოსმენის  საშუალებას.

 

 პითაგორული  ტრადიციის  თანახმად  ყოველ ახალშობილს  ესმის  ციური მუსიკა.  ახალშობილები  ტკბებიან  ციური  სფეროების  ჰარმონიულ  მოძრაობისას  გამოცემული  ხმებით. მათი სრულყოფილი  აკორდებით.

ამიტომაა  ნეტარი  ახალშობილთა  სახე.

 

სრულწლოვანი  ადამიანი  კი გამოყრუებულია  ტროას მიმდგარ  თუ  ალექსანდრე  მაკედონელის, პომპეუსის  მეომრების   თუ ატილა-თემურ-ლენგის და  გოგა  ხაინდრავას ნაირთა  ღრიალით.  და  მერსედესების  და ა.შ. პიპინით, თვითმფრინავების  და ა.შ. ხმაურით და   მას  აღარ  ესმის  პლანეტების  გალობა.

 

პითაგორას  შეეძლო  მუსიკის  ჯადოსნური  ძალის  გამოყენება.  მას  შეეძლო  კოსმოსის  მუსიკით  ტკბობა.

 

კოსმიური  ჰარმონია  უფრო სავსე  და  სრულყოფილია ვიდრე ადამიანური ჰარმონიები.

ადამიანური ჰარმონიები არის  კოსმიური ჰარმონიის  მკრთალი იმიტაცია.

 

კოსმოსის  მუსიკის  მოსმენას  უნისონში  მოჰყავდა პითაგორას  სულის  ნაწილები და  მისი  სული  ხდებოდა  უფრო  ჰარმონიული, უფრო  ლამაზი. უფრო  ბედნიერი.

 

კოსმიური  მუსიკა  აძლიერებდა, ამშვიდებდა  ურყევს  ხდიდა პითაგორას.

შემდეგ    მუსიკალური  საკრავებით თუ  საგალობლებით  ის ბაძავდა, იმეორებდა  ამ ციურ  ჰარმონიას.

 პითაგორას  შეეძლო თავისი  ცხოვრების, სულის, თავისი  ვნებების  და  აზრების  გარდაქმნა  კოსმიური  მუსიკის  და  რიტმების  დახმარებით და  შესაბამისად.

 

პითაგორას  უნდა  ჩვენში არსებული  მაგრამ  ხმაურებით, გასართობებით, ვნებებით  მიძინებული  ჩვენი  ღვთაებრივი, მნათობი, ჰარმონიული, მშვენიერი  წილის  გაღვიძება  და  სტიმულირება   როგორც ადამიანური  ისე კოსმიური  მუსიკით.

  ჩვენი  ცხოვრება  ბედნიერი  რომ იყოს  მან უნდა  მიიღოს  პლანეტების წყობის  რიტმები და მუსიკალობა.

 

ესაა  დიდი პითაგორას პროგრამა.

 

გაგრძელება  იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s