პროგრესიზმიდან ეზოტერიზმისკენ?

პოლონეთი, ნიჰილისტური პროგრესიზმიდან ეზოტერიზმისკენ?

ნიჰილისტურ-მატერიალისტურმა პროგრესიზმმა კაცობრიობა მიიყვანა ორ  მსოფლიო ომამდე, ულტრადემოკრატიული  ლოზუნგებით საბჭოთა ტანკით საქართველოს  დედაქალაქის ნგრევამდე //1991// და  კაცობრიობა ეხლა ცახცახით ელის  მესამე  მსოფლიო ომს და  კოსმიურ  ომებს. უმდიდრესები  უკვე აგებენ ბუნკერებს  ოჯახების გადასამალად.

 

შეძრწუნებულმა ადამიანებმა  მიაფურთხეს მატერიალიზმს და  მიმართეს ეზოტერიზმს.

მათ  აღარც  ნიჰილისტური პროგრესიზმი უნდათ და  აღარც რაციონალური აზროვნება

 

http://www.bbc.com/news/magazine-35130478?SThisFB

 

  • 19 December 2015
  • From the section Magazine

წარსულში  ბირთვული  წონასწორობა  საბჭოთა  კავშირსა  და  აშშ-ს  შორის აბრკოლებდა კოსმოსში ომის  გაჩაღებას.

დღევანდელი  მსოფლიო უფრო რთულია და დღეს 60  ქვეყანა  აქტიურობს  კოსმოსში. …

 

მილიონობით  ადამიანმა  ისიამოვნა  ჰოლივუდის ფილმებით  ვარსკვლავეთის  ომების  შესახებ…

 

New America Foundation-ის სამხედრო ანალიტიკოსი Peter Singer-ის  თანახმად კი

კოსმოსში  ომის  იდეა  ოდესღაც იყო მეცნიერული  ფანტასტიკა და ეხლა ის რეალისტური იდეაა, რეალობაა

// the idea of… fighting in space was once science fiction and now it’s real”//

 

ისეთი პერესტროიკაა რომ ირგვლივ ყველაფერი ინგრევა და  ქრება. თენგიზ  სიგუა  საბჭოთა  ტანკით ანგრევს  თბილისს, რახარუხით გაქრა იუგოსლავია, ლიბია ძლივს  გმინავს, ხმის ამოუღებლად  გაქრა ჩეხოსლოვაკია., რუსეთის  ვიცე პრეზიდენტმა  რუცკოიმ რუსეთის  ავიაციას უბრძანა დაბომბე მოსკოვის კრემლიო. დიდი  ლიბერალი ელცინის ტანკებმა დაანგრიეს მოსკოვიც.

კიევში გაწვრთნილი «ფიმენის» დეგენერატი გომბიოები  არბევენ ევროპის  ულამაზეს  კათედრალებს.

რა რჩება  ყველაფერი ამით  გადარეულ ადამიანს ?

 

რა თქმა  უნდა  ეზოტერიზმი

 

პოლონელებიც აქტიურად დაინტერესდნენ ეზოტერიზმით.

 

 

https://www.taurillon.org/L-esoterisme-et-ses-professionnels-en-Pologne-et-en-France,04696

 

 

არის  მკვლევარი  სოციოლოგი,  უნივერსიტეტი Paris VIII-ეს დოქტორანტი  Agnieszka Ferenc.

 ის  იკვლევს  პარა-რელიგიურ  რწმენებს და პრაქტიკებს.

ის ეხლა  წერს  ნაშრომებს  პოლონეთში  გავრცელებულ რწმენათა  და  საფრანგეთში  და  პოლონეთში გავრცელებული  ეზოტერული  რწმენების  და  პრაქტიკათა  შესახებ.

Agnieszka Ferenc  არის  პოლონელ  სტუდენტთა  და  დილომირებულთა ასოციაციის  წევრი.

 [http://aep.europolonia.org/cms/]

 

 

აი მისი  მონაყოლი

 

ეზოტერიზმი და  მისი  პროფესიონალები  პოლონეთში და  საფრანგეთში //L’ésotérisme et ses professionnels en Pologne et en France //

2011  წლის 18 დეკემბერი

 

 და განა  მარგინალური ფაქტია ირაციონალურის რწმენა?

 

// მიხაილ გორბაჩოვისთვის  ნობელის  პრემიის  მიცემის მერე  გადარეული  საზოგადოება  მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ეზოტერიზმს.//

 

 საფრანგეთშიც  და  პოლონეთშიც  იზრდება   « ირაციონალურის»  და  მის  პროფესიონალთა პოპულარობა.

ეს  უფრო  და  უფრო  ხილულია პრესაში, რადიო-ტელევიზიის  არხებზე, ინტერნეტის  სპეციალიზებულ საიტებზე.

 

საფრანგეთში  არ  არსებობს ოფიციალური სკოლა რომელიც გასცემს მკითხავის, ასტროლოგის თუ  მაგნეტიზორის ატესტატს თუ დიპლომს.

ყოველ ადამიანს  შეუძლია  თავისი  თავის  გამოცხადება მისნად, ასტროლოგად, და ა.შ. და  საქმიანობა  კაბინეტში.

მაშ, დიდ  არაერთგვაროვნებაა  პროფესიაში,  მაგრამ  მრავალ  შემთხვევაში ის  ლეგალურია.: იხდიან გადასახადებს  // მისნობა-მკითხაობა-მხილველობა  განცხადებულია  როგორც  მიკრო-ბიზნესი ან უბრალო  სამუშაო კომერციულ სფეროში//.

პოლონეთში, ისევე  როგორც  საფრანგეთში  ეზოტერულ ხელობებს  პროფესიონალები  ყველაზე  ხშირად  წარმოადგენენ  როგორც პროფესიებს  ამისთვის  მოწოდებულთათვის, ამბობენ  რომ  ეს პროფესიები ეყრდნობა  შინაგან მონაცემს,ნიჭს.

 

ეს იშვიათადაა  თავდაპირველი პოფესია.

ეს  უფრო  არის  გარდატეხა, ცხოვრების  ნირის  შეცვლა.

ხშირად  არიან ქალები  რომლებმაც  პირადი  კრიზისის, გაყრის  შემდეგ  ეზოტერიზმის სიყვარული  აქციეს პროფესიულ საქმიანობად….

კრაკოვის პოლონელ პროფესიონალებს  უმრავლეს  შემთხვევაში  აქვთ  დიპლომი  master ხშირად  « რელიგიათა მეცნიერებაში» ან  ნასწავლი აქვთ « ფსიქოტრონულ» სკოლაში  // 2,5-წლიანი სწავლა  საშუალო  განათლების  ატესტატის  შემდეგ  რომლის  მიზანიცაა  ეზოტერიზმის  პროფესიონალთა  აღზრდა//.

პოლონეთში  გაჩნდა  ამ  ტიპის  ბევრი სკოლა.  კრაკოვში  არის  ფსიქოტრონული  სკოლა- Julian Ocharowicz– პროფესიონალ მკურნალთა, ტაროლოგთა, ნათელმხილველთა სკოლა.

Bytom-ში არის  ფსიქოტრონული  კოლეჯი.

მსგავსი  სკოლებია  ვროცლავში და  ვარშავაში.

 

მათი პროგრამები  გვაგონებს «Harry Potter»-ს.  იქ  ასწავლიან ასტროლოგიას, მაგიის  ისტორიას, გაცნობიერებულ  სიზმარ-ზმანებებს, ჰიპნოზს, შამანიზმს, ტაროს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს.

 ამ სკოლების  მიერ  გაცემული  დიპლომები არაა დიდად აღიარებული  შრომის  ბაზარზე,  მაგრამ ისინი იძლევიან ოფიციალურად  სწავლის საშუალებას.

1995  წელს  პოლონეთში  მიღებული  იქნა ახალი ადმინისტრატიული  რეგლამენტი  რომელმაც  მოახდინა რზოტერული  პროფესიების  ლეგალიზაცია. ჩაითვალა  რომ ეს პროფესია პიროვნებისთვის გაწეული სამსახური ან კომერციული  სამსახურია.

ამის შემდეგ პოლონეთში იყო ეზოტერული  პროფესიების « ბუმი ».

 ეზოტერული  პროფესიები აღიარეს «ნამდვილ » პროფესიულ საქმიანობად  და  მათი პოპულარობა სწრაფად   გაიზარდა.

 

პოლონეთის  შრომის  ბაზარზე  არის  დაახლოებით  ასი  ათასი  მისან-მკითხავი  და  არაოფიციალური  მედიცინის  მიმდრვარი  მკურნალები. მათ  უფრო და  უფრო  მეტი «პაციენტი-კლიენტი »  მიმართავს

 

ამ პაციენტ-კლიენტებს  ეს მკურნალები  მოსწონთ  სწრაფი  და

 

«ცხადი დიაგნოზის  და უფრო

 « ბუნებრივი » მკურნალობის »  გამო.

 

ეზოტერიზმი  უფრო  და  უფრო  მეტ  ადამიანს  იზიდავს   როგორც პოლონეთში  ისე  საფრანგეთში.

მაგრამ  რას  ნიშნავს  ეზოტერიზმის პოპულარობა ?  ესაა  უბრალო  მოდა, კეთილდღეობის  და  სიმშვიდის, სხეულის  და  სულის  წონასწორობის  ძიება  თუ ის ავლენს  თანამედროვე  საზოგადოების სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს ?

 

ზოგი  სოციოლოგი, მაგ. Tadeusz Doktór შიშობს  რომ  ესაა  ტრადიციული  რელიგიების  დასუსტების შედეგი.

ეს  რელიგიები  აკავშირებდნენ აქამდე  ერთმანეთთან  ინდივიდებს.

 

 არის ინდივიდუალიზაციის, საზოგადოების  გაფანტულ, სულიერად თვითმკმარ  და  რამე  ინსტიტუტთან  დაუკავშირებელ ინდივიდებად  დაშლის  საფრთხე.

საფრანგეთში  უფრო  კარგი თვალით  ეწოტერულ  რწმენებს.  მათში  ხედავენ  ინდივიდის  არადოგმატურ  სულიერ  ძიებებს…..

 

მაშ, თანამედროვე  ადამიანი  მსოფლიო ომების მომწყობი პროგრესიზმის  მერე  იყურება  ეზოტერიზმისკენ.

ეზოტერიზმი სამყარო  კი არაა  მხოლოდ  ტანკების  და  დრონების  რახარუხით გაყრუებული  მატერიალური  სამყარო.

ეზოტერიკოსების  თქმით  ამ ტანკების და  დრონების  რახარუხით გამოშტერებული მატერიალური  სამყაროს  გარდა  არის  ფსიქიური და  სულიერი  სამყაროებიც.

სამყარო სამნაწილიანია, ისაა  მატერიალური, ფსიქიური და  სულიერი  სამყაროებისგან  შემდგარი მთლიანოობა  რომლის  ცენტრშიც არის ადამიანი  რომელიც შედგება  იგივე  ელემენტებისგან რომლებისგანაც  შედგება  მთელი სამყარო.

პითაგორას  თქმით  ადამიანი არის  პატარა  სამყარო ანუ მიკროკოსმი.

პლატონის  მიერ  ატაცებული  ეს  იდეა  აიტაცეს შუა საუკუნეების მოაზროვნებმაც.

დიდი  სამყარო მაკროკოსმის  მსგავსად  პატარა  სამყარო მიკროსმი  ადამიანიც  შედგება  3  ნაწილისგან. მასაც აქვს  მატერიალური სხეული, ფსიქე  და  სული.

სამყაროს  სამ ნაწილად  ასეთმა  დაყოფამ გააჩინა 3  მეცნიერება :

 =ბუნების  მეცნიერება  ანუ  ფიზიკა, ფსიქეს  მეცნიერება ანუ  ფსიქოლოგია  და  სულის  მეცნიერება  ანუ  მეტაფიზიკა  რომლის  სფეროც არის  ფიზიკის ანუ  ბუნების  მიღმა.

აქვე  უნდა  აღინიშნოს  რომ  სული  არაა  ინდივიდუალური უნარი. ისაა უნივერსალური, საყოველთაო უნარი რომელიც  დაკავშირებულია  არსის, არსებობის იმაღლეს  მდგომარეობებთან.

 

სამყაროს  ასე  სამად  ყოფს  ყველა  ტრადიციული  დოქტრინა…

 

კიდევ არის  ინტუიციის, გონების  და  ინტელექტის  3  ნაწილი.

გრძნობადი  ინტუიცია  სხეულისთვის,  წარმოსახვა სულისთვის  და ფანტაზია  ფსიქო-მენტალური  კომპლექსისთვის  და  წმინდა  ინტელექტი  თუ  ტრანსცენდენტური  ინტუიცია 

სულისთვის…

ტრადიცია

 

ტრადიცია  ეზოტერიკოსისთვის  არაა  ლოკალური  ფერი  თუ ხალხური  წეს-ჩველება  ან ფოლკლორისტების  მიერ შეკრებილი  საინტერესო კოლექცია.

მისთვის  ტრადიცია  არის ყველაფრის  საწყისი, გადაცემა  საშუალებებისა  რომლებიც აადვილებენ  სამყაროს და ადამიანის წყობის, არსის, სიცოცხლის  აზრის  და  მნიშვნელობის  გაგებას.

მოწაფე  მოძღვრისგან  იღებს  სულიერ  მემკვიდრეობას. მოწაფე არის მოძღვრის  სულიერი  შვილი.  ესაა  ყველაზე  ახლო იდეა.

ლაპარაკია  შინაგან ცოდნაზე…

ტრადიცია  ლაპარაკობს  იმაზე  თუ  რა  იყო  დაცემამდე, თავდაპირველ, საწყის,  უმეტეს  შემთხვევაში დავიწყებულ  მდგომარეობაზე  და  სიბრძნეზე.

 

საწყისი  მდგომარეობა  შეიძლება  წარმოდგენილი იყოს საწყისი, თავდაპირველი  ცენტრით რომლის  ერთ-ერთი  სიმბოლოა  ბიბლიური  მიწიერი  სამოთხე…

 

 იყო ძველი, ანტიკური ხანის  მისტერიები  რომლებიც ოქროს  ხანის  დაკარგვით  გატანჯული ადამიანისთვის იყო  სულიერი აღორძინების საშუალება.

 

ეზოტერულ  საიდუმლოთა  ცოდნის  მსურველს  უნდა  გაევლო  რთული  ინიციაციის  პროცესი.

ეს  იყო  მკაცრი  მარხვა,  გამოცდა სიშიშვლით  და  დუმილით, მოგზაურობა  მიწის და  წყლის ქვეშ, შემდეგ  ჰაერში, რათა ადამიანს  განეცადა  ამაღლების  განცდაც.

მოგზაურობა  მიწისქვეშ  განასახიერებდა  ჯოჯოხეთში  ჩასვლას, არსის  დაბალ  მდგომარეობათა  განცდას. ამის შემდეგ  იწყებოდა  ამაღლება.

ინიციაცია, ბნელი და  სველი, შემაძრწუნებელი  ლანდებით  სავსე  მიწისქვეშეთის გავლა  ითვლებოდა  სიკვდილად კრეტინთა და უმეცართა  პროფანული სამყაროსთვის  და  მეორე  დაბადებად. ქვესკნელ  წყვდიადში გავლა  განასახიერებდა  ინიციაციის  გამვლელის  არსის  შეცვლას.

ინიციაციაგამოვლილი  იღებდა  მისი  ახალი  ბუნების  ამსახველ ახალ სახელს.

მოკლედ, არასრულყოფილი, მანკიერი  სამყაროსთვის სიკვდილი  და  აღდგომა  სრულყოფილი  სულიერი სამყაროსთვის, აი ეს იყო ინიციაცის  გამვლელ  ძველ ეგვიპტელთა, ორფიკოსთა, პითაგორეველთა  თუ  სხვა  ეზოტერიკოსთა  მიზანი.

 

ცნობისთვის

 

 

 

ეზოტერიზმის  როგორც  მოვლენის  ფესვები  იკარგება  უხსოვარ  წარსულში.

როგორც  ჩანს  უკვე  პალეოლითის ხანაში  დაინტერესდა  ადამიანი  სიცოცხლით  სიკვდილის  შემდეგ

დიდი  რელიგიების  წინამორბედი  შამანიზმის  თანახმად  ადამიანი  და  სამყარო შედგებიანი  მოკვდავი, ხრწნადი  ხილული,მატერიალური   და  უკვდავი, სულიერი  ნაწილებისგან.

შამანების  ფუნქცია  იყო  და  არის სწორედ  უხილავ  სამყაროსთან, სულებთან  კონტაქტი, საჭიროების  შემთხვევაში  საიქიოშიც  მოგზაურობა  და  ავადმყოფი პიროვნებების  და  რთულ მდგომარეობაში  მყოფი საზოგადოების  საშველად   სულთა  დახმარების  გამოთხოვნა.

სპეციალისტების  აზრით პირველი მოხატული  გამოქვაბულები

// ლასკო,ნიო, და ა.შ.// რომლებიც თარიღდება სულ მცირე  ძვ.წ. 16 000 წლით, სწორედ  შამანური რიტუალებისთვის, უხილავ  სულიერ  სამყაროსთან კონტაქტებითვის  განკუთვნილი პირველი  ტაძარ-სალოცავები იყო.

მაგრამ  სულიერ  სამყაროსთან კონტაქტი  არ  შეუძლიათ  უმეცარ-იდიოტებს.

 

ეზოტერიზმი  თანამედროვე  გაგებით  ჩამოყალიბდა  ძველ საბერძნეთში.

 შამანური  უნარების  მქონე  მითიური  მგალობელი  ორფეოსის  მიმდევარი  ორფიკოსები  ძვ.წ. 560 წლიდან  ორფეოსს  მიაწერენ  შემდეგ სიტყვებს:

« მე  ვიგალობებ  ინიციირებულებისთვის, საინდუმლოსთან  ნაზიარებ მცოდნეებისთვის, დახურეთ კარი  თქვენი ყურების წინ  უმეცარო რეგვენო პროფანებო ».

 

ორფეოსის  სამშობლო  იყო  თრაკია და თრაკიაში  ის იყო  თაყვანისმცემელი  თუ  თანმხლები ღმერთისა რომელსაც ბერძნები აიგივებენ  აპოლონთან

 

ორფეოსი  იყო პოეტი, ჯადოსანი, რელიგიური მოძღვარი და  მისანი.

ციმბირის  ზოგი  ლეგენდარული შამანის მსგავსად  მას  შეეძლო მუსიკით  პირუტყვების  და  ფრინველების  მოხიბლვა.

ისევე  როგორც ყველა  შამანი ორფეოსიც  ჩავიდა  ჯოჯოხეთში  შამანისთვის  ჩვეულებრივი  მიზნით, მოპარული სულის დასაბრუნებლად.

და  ბოლოს, ორფეოსის  მაგიური პიროვნება  გადარჩა  მის  მგალობელ  თავში რომელიც წინასწარმეტყველებას განაგრძობდა  მისი  სიკვდილის  შემდეგაც

ასეთი  თავები  ჩანს  ჩრდილოურ  მითოლოგიაში  და  ირლანდიურ  ტრადიციაში.

 

აი მცირეოდენი  რამ  ორფიზმზეც:

 

კლასიკულ ხანაში არსებობდა  ორფეოსის  მიმდევართა  თემი.

ემპედოკლე  და ევრიპიდე   იცნობდნენ  ორფიკულ  თეოგონიას….Thurii-ში  ნაპოვნ ოქროს  ფირფიტბზე  ნამოტვიფრული პოემის  ფრაგმენტები  არის  ორფიკული აპოკალიფსისი.

პლატონმა  გამოიყენა  ამ ტიპის ორფიკული  აპოკალიფსისი.

წარმოდგენა  რომლის  თანახმადაც

სხეული არის  სულის  ციხე  ორფიკული  დოქტრინაა…

სული  სხეულში დამწყვდევით  ისჯება  წინა  ცხოვრებაში  ჩადენილი  ცოდვების გამო.

თუ  კი გვინდა უკვდავი   სულის  გამოხსნა  ხრწნადი  და  მოკვდავი მატერიალური  სამყაროს  ტყვეობიდან  ვეგეტარიანელობა აუცილებელია.  ესეც ორფიზმია.

მოკლედ არ უნდა  იყო მხეცი, ესეც ორფიზმია.

 

 

 დიონისე-ზაგრევსის ლეგენდა, მითი, ორფიზმის  ერთ-ერთი საფუველი

ww.mediterranees.net/civilisation/religions/dionysos/zagreus.html

 

  ორფეოსის და  მისი  მიმდევარი ორფიკოსების  დიდი  ღმერთია  ზაგრევსი // Zagreus //  თუ  დიონისე ზაგრევსი // Dionysos Zagreus//.

მასზე  გვიყვებიან  უძველესი ხანის  ავტორები. მაგრამ  არის გაფანტული და  ცალკეული მონაცემები  რომელთა  მთლიანობად  შეკრება  ძნელია.  მითი შემდეგია :

გველების  სახით  დაწყვილებულ ზევსს  და  რეას  ყავდათ ქალიშვილი  პერსეფონე.   პერსეფონე  იყო  ოთხთვალიანი  და  რქებიანი ურჩხული.

გველად  მეორედ  გადაქცეულმა  მეტისმეტად  ცელქმა  ზევსმა  გააუპატიურა  თავისი ქალიშვილი  რის  შედეგადაც  გაჩნდა  დიონისე  ზაგრევსი.

დედის  მსგავსად  დიონისე  ზაგრევსსაც  ჰქონდა  რქები.

Nonnos  მას  უწოდებს

keroen brephos-ს, პატარა  რქიანს.

ზევსს  ეშინოდა  რომ  მისი  კანონიერი  მეუღლე  ჰერა  ეჭვიანობის  გამო  ცუდ  რამეს  უზამდა  დიონისე ზაგრევსს  და  ამიტომ  მან  მცველებად  ბავშვს  დაუყენა  კურეტები რომლებიც  თვითონ  ზევსს  იცავდნენ მის  ბავშვობაში.

მაგრამ  გაჯავრებულმა  ეჭვიანმა ჰერამ  იყოჩაღა.

 

მან  პატარა  დიონისე  ზაგრევსს  მიუგზავნა  ტიტანები  რომლებმაც ის  სათამაშოებით გაართეს.

პატარა  დიონისე  ზაგრევსმა  სცადა  ტიტანებისგან  გაქცევა  და  ზედიზედ  გადაიქცა  ლომად, ვეფხვად, ცხენად, გველად, ხარად;

მაგრამ  ტიტანებმა  მოკლეს  დიონისე  ზაგრევსი,  დაგლიჯეს  ის  და შეჭამეს  მისი  ნაწილები.

ზევსმა  აპოლონს  დაავალა  დიონისე  ზაგრევსის  ნაფლეთების  შეკრება და  დაკრძალვა.

დელფოს  ღმერთმა  დიონისე  ზაგრევსის  ნაწილები დაკრძალა  სამფეხას  გვერდით.

დიონისე  ზაგრევსის  გული  კი  ხელუხლებელი  დარჩა.

პალასმა  ის  მიართვა ზევსს.

 ზევსმა  გადაყლაპა  თავისი  შვილი  დიონისე  ზაგრევსის  გული  და  გააჩინა  მეორე  დიონისე  რომელსაც ამიერიდან უნდა  გაეზიარებინა  თავისი  მამის  სუვერენიტეტი  და  დიდება.

ლეგენდის  ვარიანტის  თანახმად  ზაგრევსის გული  გადაყლაპა სემელემ  და  სწორედ  მან  გააჩინა  მეორე  დიონისე, თებელი  დიონისე.

გააფთრებულმა  ზევსმა  კი  ელვებით ფერფლად  აქცია  და  ტარტარში  ჩაყარა  ტიტანები.

სწორედ  ტიტანების  ფერფლიდან გაჩნდნენ ადამიანები.

ეს  მითი  მიიღო  დიონისეს  კულტიდან  დაბადებულმა  ორფიზმმა  როდესაც  ორფიზმი  როგორც  მიმდინარეობა  და ორფეოსის  მიმდევართა  თემი  შეიკრა  ღმერთის  საიდუმლოთა  და  მითების  ირგვლივ.

არადა  დიონისეს  შესახებ  მოარულ ლეგენდებს  შორის  სწორედ  ზაგრევსის  მითი პასუხობდა  ყველაზე  უკეთესად  ორფიკოსთა, ორფეოსის  და  მის მიმდევართა  მთავარ  იდეებს.

მათ  მოახდინეს  მითის  სიმბოლური და  ფილოსოფიური  ინტერპრეტაცია  და  დაუკავშირეს მას   მთელი  მორალური დოქტრინა.

 

დიონისე  ორფიკოსებისთვის  იყო  ვიტალური  პრინციპის  გამოხატულება;

 დიონისე  მასში  აერთიანებდა  მამამისი ზევსის  მიერ  გადაცემულ  ეთერულ,ღვთაებრივ წყაროს  და  დედამისი  პერსეფონეს  მიერ  გადაცემულ ქვესკნელურ, ქტონურ,ჯოჯოხეთურ   წყაროს.

 დიონისე  სუვერენულად  ბატონობს  ჯოჯოხეთზე  და  ზოგჯერ  წარმოდგენილია  ჰადესის  შვილად  ან  მეორე  ჰადესად.

მაგრამ  ის  ასევე  იზიარებს  მამამისი ზევსის  ზეციურ  ტახტს,.

ისაა პირმშო  ღმერთი.

სიკვდილის  წინ, ისევე  როგორც აღდგომის  შემდეგ,  ის  დაკავშირებულია  მამამისი ზევსის  სუვერენულ  ძალაუფლებასთან.;

დიონისე  არის  უნივერსალური, საყოველთაო  მონარქი,  ყველა  უკვდავის  ბატონი  და  გამგებელი.

ისაა  სამყაროს  სული  და  უზრუნველყოფს  სამყაროს უწყვეტობას.

დიონისეს  ბრძოლა  ტიტანებთან, მისი  სიკვდილი და  აღდგომა  გამოხატავს ბუნებაში, ფიზიკურ და  მორალურ  სამყაროში  ცხოვრების  მტკივნეულ სირთულეებს.

დიონისე  არის  სიკეთის  პრინციპი, ტიტანები  კი განასახიერებენ ბოროტების  მნგრეველ  ენერგიას.

ადამიანები  გაჩნდეს  დიონისოს  მჭამელი  ტიტანების  ფერფლიდან.

ამიტომ  ადამიანი  შედგება  როგორც სიკეთისგან ისე  ბოროტებისგან. მასში არის  სიკეთეც  და  ბოროტებაც.

ადამიანმა  უნდა  გამოისყიდოს  მისი  ღმერთის  მკვლელი  წინაპრების  ცოდვა  და  დანაშაული.

ადამიანი  უნდა  განთავისუფლდეს  ამ ცოდვისგან  მასში  არსებული  კარგი, ღვთაებრივი  ელემენტების  გამოკვეთით, საკუთარი  თავის  დიონისესადმი  მიძღვნით.

 ესაა  ორფიკული  ინიციაციის  მიზანი.

ეს  ინიციაცია  გულისხმობდა  მრავალ რიტუალს  რომლებსაც  ჩვენ  ძალიან ცუდად  ვიცნობთ.

იყო გულის  ფორმის  ნამცხვრები რომლებსაც  რაღაც  ბუდეებში  ჩადებულსაც ატარებდნენ.

ეს  იყო  გახსენება  ლეგენდისა  რომლის  თანახმადაც ზევსს  მიართვეს  ბუდეში  ჩადებული  ზაგრევსის  მფეთქავი  გული….

ორფიზმისთვის  მთავარი იყო ადამიანის  სხეულში არსებული  სულიერი, ღვთაებრივი  ნაწილაკის  განწმენდა.

იყო  საზოგადოებისგან, სოციალური  კორპუსისგან  განცალკევებით  მცხოვრები  ორფიკული  სასულიერო წოდება  რომელიც ქადაგებდა  ორფეოსის  სახელით.

ამ  სასულიერო  წოდების  წევრები იყვნენ განმწმენდები, მათ  უნდა  მიეცათ ადამიანისთვის  საკადრისი ცხოვრების  მაგალითი. ისინი  ატარებდნენ  ინიციაციის, ორფიზმთან ზიარების  რიტუალებს.

ისინი  ცხოვრობდნენ ასკეტურად, თავშეკავება, სიწმინდე, მორალური  სიმკაცრე  იყო მათი წესი. ისინი  იყვნენ  პირველი ბერები.

 

ორფეოსი ქადაგებდა  ვეგეტარიანელობას, უნდა  აკრძალული  ყოფილიყო სისხლიანი  მსხვერპლშეწირვა, ხორცის  ჭამა.

ისინი  ვინც  მკაცრი ასკეტური  ცხოვრებით  შესძლებდნენ  სულის  განწმენდას  ამქვეყნად  მიაღწევდნენ  სიწყნარეს  და მშვიდობას, რომელსაც მათ მისცემდა  უნივერსალურო, საყოველთაო  ჰარმონიის  ღმერთი  ზაგრევსი.

საიქიოში კი  ზაგრევსი  სცნობს  თავისიანებს და  უადვილებს  მათ  სულს  სხვა  სხეულში გადასვლას. ორფიკოსებს სწამდათ სულთა  გარდასახვისა.

და  ამის  სიმბოლო  მათთვის  იყო  ზაგრევსის  მარადიული  აღდგომა.

 

ღვალშისაცემი  ანალოგიები არსებობს  ზაგრევსსა  და  კრეტელთა  ღვთაება  ბახუსს  შორის.

კრეტელთა  ღმერთი, ზევსის  და პერსეფონეს  თუ  ზევსის  და  დემეტრეს  ვაჟიშვილი  ბახუსი დაგლიჯეს  მიწის  შვილებმა.

მაგრამ  დემეტრემ  შეაგროვა  ბახუსის  დაგლეჯილი  სხეულის  ნაწილები და  ღმერთი გაცოცხლდა.

ესეთია  კრეტაზე  გავრცელებული  მითის  უმარტივესი  ფორმა.

ძალიან გავს  ორფიკულ  მითს.

ღმერთი მოკლეს, ის  შემდეგ აღდგა.

შეიძლება  ითქვას  რომ  ზაგრევსი შეიძლებოდა  ყოფილიყო კრეტელთა  ღმერთი.

ქალაქი Priansos-ის  მონეტები და  სხვადასხვა  მოწმობები  თითქოს ადასტურებენ  კრეტაზე  ამ  კულტის არსებობას.

ფიქრობენ  რომ   ორფიზმის  ფესვები არის  ეგვიპტეში.

ეს  არ ეწინააღმდეგება  იმას  რაც  ითქვა  კრეტაზე  ვინაიდან  დიონისოს  კულტი  კრეტაზეც და  ატიკაშიც  შეიძლებოდა  შესულიყო ეგვიპტიდან.

ფიქრობენ  რომ  სხვადასხვა  ელინური  დიონისეს  პროტოტიპი  უნდა  ყოფილიყო  ძველ ეგვიპტელთა  ღმერთი  ოზირისი.

ისიც  მოკლეს  დაგლიჯეს  მტრებმა, მისი გაფანტული ნაწილებიც  შეკრიბეს  და ისიც აღდგა.

 

არც ისაა  დასავიწყი  რომ  კრეტას  რელიგიებში  იგრძნობა აზიური გავლენები.

შენიშნეს  რომ სახელი  ზაგრევსი  ნიშნავს  დიდ  მონადირეს  რაც  გვაგონებს  იმას  რომ  ადონისსაც უწოდებდნენ მონადირეს.

 

წინა  აზის  რელიგიებში  გავრცელებული  იყო  მკვდარი და აღმდგარი  ღმერთის  თემა.  ზაგრევსის  მითიც  დაკავშირებული  უნდა  იყოს  ამ  მითების  ჯგუფთან.

ზაგრევსის  მითი  უნდა  იყოს  განსაკუთრებული  ფორმა  დიდი  მითისა  რომელსაც  სირიაში  უკავშირდება ადონისის, ფრიგიაში ატისის, ეგვიპტეში  ოზირისის სახელები.

 ორფიკოსთა  ზაგრევსი  ასე  კრეტას  მეშვეობით დაკავშირებული  უნდა  იყოს  ძველ ეგვიპტურ  თუ  აზიურ ტრადიციებთან.

 

ორფიკული  კულტის  შექმნაში  მნიშვნელოვანი როლი უნდა  შეესრულებინა  დელფოს.

 ტიტანების  მიერ მოკლული  და დასახიჩრებული  დიონისე  ზაგრევსის  ნაკვთების  შეკრება  ზევსმა დაავალა  სწორედ  დელფოს აპოლონს.

 

პლუტარქეს  დროს  დელფოს ტაძარში  მიუთითებდნენ  დიონისეს  საფლავზე.

 

  1. Foucart-მა დაადგინა რომ  დიონისე  რომელიც  თითქოს  დაკრძალული  დელფოში   იყო  კრეტელთა  დიონისე  ზაგრევსი, მოკლული  და  აღმდგარი ღმერთი.

 

ორფიზმი  დიდ  გავლენას  ახდენდა  ელევსისის  მისტერიებზე.

იყო  ელევსისის  მისტერიების  გავლენაც  ორფიზმზე.

დიდი  და  საინტერესო  თემაა

 

 

თვითონ ცნება  ეზოტერიზმი  პირველად 1828  წელს  იხმარა  ალზასელმა  ლუთერანმა  ერუდიტმა Jacques Matter-მ// ჟაკ მატე//.

ეს  ცნება  გულისხმობს კონკრეტული  რელიგიის  გარეთ  არსებულ მიმდინარეობას.

ეზოტერიზმი  უფრო  თვალსაზრისია  ვიდრე  დოქტრინა.

მას  ახასიათებს  4-5  დიდი  ნიშანი.

ეზოტერიზმი  გვეუბნება  რომ  ყველა  ფილოსოფიური თუ რელიგიური  ტრადიციის  უკან იმალება  კაცობრიობის  თავდაპირველი რელიგია.

ეზოტერიზმის  თანახმად  იყო  ოქროს  ხანა  და  იმდროინდელ  ადამიანს  ჰქონდა ცოდნა  რომელიც  შემდეგ  დაიყო   სხვადასხვა  რელიგიურ  მიმდინარეობად.

 

ეზოტერიზმის   ერთ-ერთი  ფუნდამუნდური  იდეა  ისაა  რომ ბუნება  არის  დიდი  ცოცხალი  ორგანიზმი  რომელსაც  მსჭვალავს  სულიერი  ენერგიის  ნაკადი,

ეს  სულიერი   ენერგია  ანიჭებს  ბუნებას  მის  სილამაზეს  და  მთლიანობას.

ეზოტერიზმი  გვეუბნება რომ  მარტო მაგიურ და  ეზოტერულ აზროვნებას  ძალუძს  მომხიბლავი სულიერი  ბუნების  საიდუმლოთა  ახსნა  და  არა  მესამე  მსოფლიო ომამდე  მიმყვან  ხმელ  რაციონალიზმს.

 

რომ  ცენტრალური ადგილი  უკავია  ადამიანის  ბუნებასთან დამაკავშირებელ  წარმოსახვა-ფანტაზიას  და არა  ბოროტების იმპერიის  უძლიერესი  იარაღის გამომგონებელი  ნობელის პრემიის  ლაურეატი  აკადამიკოსი  სახაროვის  ნაირთა  ტვინს.

სწორედ  თავისი წარმოსახვით  და სიმბოლური აზროვნებით დაუკაშირდება ისევ  ადამიანი  სინამდვილის სიღრმეს.

ამიტომ ვხედავთ  ეზოტერიზმის საფუძველში  სიმბოლოებს.

 

ჯერ-ჯერობით ამით  ვამთავრებთ….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s