ევროპული სოლიდარული ეკონომიკა 1

Résultat de recherche d'images pour "jacques prades économie solidaire"

Jacques  Prades  Bernedette  Costa-Prades,

Economie  solidaire   Prendre sa  vie  en main, ESSENTIELLES  MIlAN, 2008

 

ევროპული  ბიბლიოთეკა.

კალაშნიკივებით ტანტალის და  ძალადობის  გარეშე.

ევროპული  გაკვეთილი, სოლიდარული  ეკონომიკა

 

Animals are happy so long as they have health and enough to eat

The Conquest of Happiness by Bertrand Russell

 

///ლორდი  ბერტრან  რასელი///

ოთხფეხა  მხეცი  ბედნიერია როცა  მას არ  შია და  არ  ტკივა  რამე.

 

ადამიანთა  გარკვეული  კატეგორია  კი  ვერ  ძლებს  ქიმიური, ბირთვული, ბიოლოგიური, გეოფიზიკური  იარაღის  ნაირ  საშინელებათა  გამოგონება-გამოყენების, მსოფლიო ომების  გაჩაღების,  უნაკლო-უმანკო  დემოკრატიული  ლოზუნგების  ღრიალით  საბჭოთა  ტანკით  თბილისის  ნგრევის  გარეშე.

მაგრამ  არიან   ევროპელები  რომლებიც  ცდილობენ  ადამიანური  ცხოვრების მოწყობას  ბევრად  უფრო  ადამიანური საშუალებებით.

ხოდა  იქნებ  შესაძლებელი  იყოს მათგან რამის  სწაცლა.

 

სოლიდარული  ეკონომიკა

 

 

ფრანგი  ეკონომისტი  ჟაკ პრადეს  და  ფრანგი  ჟურნალისტი  ბერნადეტ კოსტა-პრადეს ნაშრომი  სოლიდარულ ეკონომიკაზე.

Jacques  Prades  Bernedette  Costa-Prades,

Economie  solidaire   Prendre sa  vie  en main, ESSENTIELLES  MIlAN, 2008

 

 

უფრო და  უფრო  მეტი  მარგინალია. მონდიალიზაცია  ასუსტებს კოლექტიურ  პროექტებს,

საპასუხოდ  თითქმის  ყველგან, საფრანგეთშიც და  დანარჩენ მსოფლიოშიც  ჩნდება  წარმოების, მოხმარების  თუ  გაცვლა-კომერციის  ორგანიზაციის  სხვა  ფორმა.

რა  არის  სოლიდარული  ეკონომიკა?

რას  ემსახურება  ის?

როგორაა  ის  დაფინანსებული?

ეს  წიგნი პასუხობს ამ კითხვებს და  ლაპარაკობს  სხვადასხვა  ინიციატივაზე  რათა უკეთ  იყოს  გასაგები  ორიგინალობა ეკონომიკისა  რომლის იზანიცაა  ადამიანთა სამსახურში დგომა.

 

ლოკალური  ინიციატივები  მონდიალიზაციის  პირისპირ.

გამოთქმაში  სოლიდარული  ეკონომიკა  სიტყვა  ეკონომიკის  გვერდით  არის  სიტყვა  სოლიდარული  რომელიც  ცვლის  ყველაფერს.

. სოციალური  წინააღმდეგობის, ურთიერთდახმარების  და  ცვლილების პოლიტიკური  ნების  გარეშე   არაა  სოლიდარული  ეკონომიკა.

მონდიალიზაციის  პირისპირ  ის  ადამიანებს  სთავაზობს ლოკალურ  ინიციატივებს და,  მაშინ  როდესაც გვეგონა  რომ  კოლექტიურ საკუთრებაზე  დებატი საბოლოოდ  დახურულია კომუნისტური  იდეოლოგიის  დახურვასთან  ერთად, ის  ახდენს  ამ დებატის  რეაბილიტაციას.

პოლიტიკური  მანდატის თუ  განსაკუთრებული  ეკონომიკური ფუნქციის  არმქონე ა დამიანებმა  გადაწყვიტეს  თავისი  ხვედრის  ნაწილის  საკუთარ ხელში  აღება.

მათ  არ  მოსწონთ  მათი  საცხოვრებელი  გარემოს  გადაგვარება-გაუარესების  პერსპექტივა.

ისინი  იგონებენ კვარტალის  წესებს.

თუ  კისინი  ვერ  პოულობენ ადგილებს  ბავშვთა  ბაგებში და  საბავშვო  ბაღებში ისინი ქმნიან მშობლების  ბავშვთა ბაგებს და საბავშვო ბაღებს.

თუ  ადამიანებს  აძალებენ უგემურ პროდუქტებს  ისინი  უშუალოდ  უკავშირდებიან  ადგილობრივ  მწარმოებლებს ან იბრძვიან  უფრო სამართლიანი  მსოფლიოსთვის  სა მართლიანი გაცვლა-ვაჭრობის // échange équitable// მეშვეობით.

ადამიანები აღარ  უცდიან  დიდ  სღამოს. ისინი  წინააღმდეგობას  უწევენ ბაზრის თავხედობას  და სახელმწიფო ბიუროკრატიის  სიმძიმეს.

ამ  დროს  ეკონომიკური საქმიანობის  ცენტრში ი ექცევიან ადამიანები და არა  კაპიტალები და  ტექნიკური  მოწყობილობები.

 

საიდან მოდის  სოლიდარული ეკონომიკა ?

 

უწესო და  უკანონო  კაპიტალიზმის და ვაჭრული  ლოღიკის  მიერ  მოტანილი  ზარალის საპასუხოდ ინდუსტრიულ  ქვეყნებში  გაჩნდა  სოციალური  ეკონომიკა

1,5  საუკუნის  შემდეგ  გაჩნდა  სოლიდარული  ეკონომიკა.

 

ან მოხვეჭა, ხეირი, ან არაფერი…  

 

თანამედროვე  საზოგადოება  ტრადიციული  საზოგადოებების  საწინააღმდეგოდ  აგებულია   წარმოების, მოხმარების და  სიმდიდრის და სერვის  სამსახურთა  უფრო და  უფრო  მკაფიო გამოყოფაზე  სოციალური  ცხოვრებისგან.

ინდივიდუალისტური  საზოგადოების ერთადერთი  დომინანტური  მიზანია  ინდივიდუალური  სარგებელი  და  მოგება.

მაგრამ  მოგება-სარგებელის   ნებისმიერ  ფასად  მიღებისკენ სწრაფვას  მოაქვს  უფრო და  უფრო  გამოუსწორებელი  ზარალი: იზრდება მარგინალიზებულთა რაოდენობა, ხდება  ბუნების  გადაგვარება-დეგრადაცია, იწყება  მსოფლიო სპეკულაცია.

მე-19  საუკუნიდან  მოყოლებული  ადამიანები აჯანყდნენ ამ მდგომარეობიდ  წინააღმდეგ.

მარქსისტული  რევოლუციური  იდეების  გაზიარების  გარეშე  იქმნებოდა   ურთიერთდახმარებაზე ,სოლიდარობაზე  და  გადაწყვეტილებების მიღებაში ყველას  მონაწილეობაზე  დაფუძნებული  ეკონომიკა.

სოციალური  ეკონომიკა  დგავდა პირველ ნაბიჯებს.

სოციალური  და  სოლიდარული ეკონომიკა  არის  კაპიტალიზმის  მხეცური ფორმებისთვის  ტანკით და ა.შ. ქალაქების ნგრევის  გარეშე წინააღმდეგობის გაწევის  სახეობები.

 

სოციალური ეკონომიკა-პიონერი

 

სოციალურმა  ეკონომიკამ  შექმნა  პირველი  კოოპერატივები ისე  რომ  არ  გაუზიარებია  მსოფლიოს  გადაქოთების მარქსისტულ-ლენინური იდეები.

ეს  კოოპერატივები  იყო ადამიანთა  გაერთიანების  და  თავდაცვის  მშვიდობიანი  ფორმა.

ეს  თემები  ხშირად  იყო  სოფლური  კოოპერატივების, მომხმარებლური  კოოპერატივების,  ურთიერთდახმარების  სალაროს  საწყისი.

მეტად აფასებდნენ  ახლო  ურთიერთობებს.  ნამატი, სიჭარბე, ნაშთი  ნაწილდებოდა  წევრებს  შორის.

 

მაგრამ  მეოცე  საუკუნეში  სოციალური  ეკონომიკის ნაწილი  განიცდიდა  ბაზრის და  მისი  ანგარებიანი  კანონების ზეწოლას.  მეორეს  მხრივ სახელმწიფოს  უნდოდა  ურთიერთდახმარების  ინსტიტუციონალიზაცია  და  რეგლამენტაცია…..

შემდეგ  მოდის  სოლიდარული  ეკონომიკა

 

1980-ან  წლებში, როდესაც  აღმოსავლეთის  რეჟიმები  იბზარებოდა  შეწყდა  კომუნიზმზე  ოცნება.

საჭირო  გახდა  აქ  და  ეხლა  მოქმედება.

წინააღმდეგობა  უნდა  გავუწიოთ მონდიალიზაციას  რომელიც  გვიქმნის  შთაბეჭდილებას  რომ ყველაფერი ხელიდან გვეცლება.  წინააღმდეგობა  უნდა  გავუწიოთ ინფორმაციის  ტექნოლოგიებს  რომლებიც მთელ დედამიწაზე  თრგუნავენ  მათგან განსხვავებული ტიპის  ინოვაციებს. განსაკუთრებით სოციალურ  ინოვაციას.

სწორედ ამ კონტექსტში  გაჩნდა  სოლიდარული  ეკონომიკა. ესაა  სოციალური  ეკონომიკის  განახლება.

ის  იტაცებს  სოციალური ეკონომიკის ფუძემდებელ იდეებს.

ამიტომ მას  ხანდახან უწოდებენ ახალ სოციალურ  ეკონომიკას.

 სოლიდარული  ეკონომიკის  გაჩენამდეც იყო ორიგინალური  პრაქტიკული  მიკროგამოცდილებები,  მაგრამ  ისინი რჩებოდნენ  ჩრდილში, მათ  შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

სოლიდარული  ეკონომიკა  ცდილობს გაგებას და ახსნას   სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით გაჩენილი მოძრაობებისა  რომლებსაც აქვთ დაფინანსების მრავალი წყარო, ბაზრის წილი, რომლებსაც ყავთ  მოხალისეები  და რომლებსაც ნაწილობრივ მხარს უჭერს სახელმწიფო.  მოძრაობებისა  რომლებიც  ავითარებენ ახლო, სიახლოვის  სერვისებს.

 

რას  ემსახურება  აოლიდარული  ეკონომიკა ?

სოლიდარული  ეკონომიკა იბრძვის სოციალური  მარგინალიზაციის  წინააღმდეგ  და  იცავს  რომელიმე  ტერიტორიაზე  ფესვგადგმულ მეობა-იდენტობას.

 

როდესაც  სახელმწიფო  ვეღარ  ასწორებს ადამიანთა ლოკალური  და  ოჯახური კავშირების  მომადუნებელი და  დამგლეჯ ი ეკონომიკური კონკურენცია-ჯიკაობის  მავნე  შედეგებს იწყება  ადამიანთა  მარგინალიზაციის  პროცესი.

სამუშაოს  დამკარგავი უმუშევარის  კავშირები საზოგადოებასთან  თანდათანობით წყდება.

მარგინალიზებული  დეპრესიაში ვარდება  მას  უჭირს  დიდ  ქალაქში ბინის პოვნა ი მიტომ რომ  ქირა იზრდება.

დამქირავებელს უნდა  ენერგიული  მუშაკი, დეპრესიული  მას  არ  სჭირდება და მარგინალიზებულის  უბედურება ქრონიკული  ხდება.

 

ამას  გარდა მოსახლეობა  უფრო და უფრო ნასწავლია, დამქირავებლებს  უნდათ  დიპლომირებული. მარგინალიზებულს კი არა  აქვს  დიპლომი, ან ცოტა  მარგინალიზებულს  თუ აქვს.

მარგინალიზებულისთვის  სამუშაოს პოვნა უფრო და უფრო რთულდება.

 

მარგინალიზებულ  უმუშევარს  უმრავლეს  შემთხვევაში არც კრედიტს აძლევენ.

ხალხური  გამოთქმი თანახმად  « სესხს აძლევენ მხოლოდ მდიდრებს » // on  ne  prête qu’aux eiches//.

დაბალპროცენტიანი კრედიტი არის იმათთვის  ვისაც  აქვს ბანკებთან მოლაპარაკების საშუალებები.

დაბალპროცენტიან კრედიტს  ვერ იღებენ ისინი  ვისაც  ნამდვილად  სჭირდება  ეს კრედიტი.

მათ  არ  შეუძლიათ ხელფასის  დამადასტურებელი საბუთის  წარდგენა. მათ არ აძლევენ  სესხს.

 

იმედის  მიცემა

 

სოლიდარული  ეკონომიკა  განვითარდა სწორედ მარგინალიზაციის ფაქტორების წინააღმდეგ  საბრძოლველად.

ის ადამიანებს  სთავაზობს საჭირო ინფორმაციას, და სამუშაოს  ბაზრისთვის ექვატურ პროფესიულ  სპეციალიზაციას და  ამისთის  ქმნის  ჩართვის // insertion// საწარმოებს.

სოლიდარული  ეკონომიკა  მარგინალიზებულებს  სთავაზობს სამუშაოს.

თავისი  მიკროსაწარმოების  შექმნის  პროექტების  მქონეებს აძლევს  შესაბამისი კრედიტების მიღების შანსს.

და  ბოლოს  საცხოვრებელი კოოპერატივების შექმნით ხელმისაწვდომი  ხდება  კოლექტიური საკუთრება.  ამით  შველიან  ბინის ქირის ზრდას.

მაგრამ  მარგინალიზაციის  წინააღმდეგ  ბრძოლის  გარდა  სოლიდარული  ეკონომიკა  სადაც  ის  იყო და არის  იცავს ან ქმნის  მეობას რომელიც  მთლიანობად აქცევს ჯგუფს.

კოლექტიური მეობის  დაცვა

 

ამ  ბოლო  30  წლის კაპიტალიზმის  ყველაზე  ემბლემატური  ფიგურაა  მომთაბარე  ფირმა.

ის ექსპანსიის  საუკეთესო პირობების და  მეტი  მოგების   ძიებაში მიდის  და  მოდის.

დროის  და  სივრცის შემამჭიდროველმა  ინფორმაციის  ტექნოლოგიებმა  და  პერსონალზე  ზრუნვისგან განთავისუფლების  სურვილმა  შეიძლება დაშალონ ეს ფირმა.

ეს  მომთაბარე ფირმა, რომელიც  არ ეკუთვნის  არც ერთ ტერიტორიას,  შეიძლება გადატანილი იქნას  ყველა ქვეყანაში.

სოციალური  საწარმო თუ  ფირმა კონკრეტულ  გეოგრაფიას  უზავებს  განსაკუთრებულ  ისტორიას.  მისი  სხვაგან  გადანა  შუძლებელია  ან ძნელია.

ის  ფესვს  იდგამს  რეგიონში რომელშიც მკვიდრდება, ეფუძნება ამ რეგიონის თავისებურებებს, მის მეობას, მის  ენას. ის ეწევა სხვა შემავსებელ საქმიანობას. მას  წვლილი  შეაქვს  ლოკალურ განვითარებაში.

 

ძველი  სოლიდარობები

ძველად  როდესაც  მუშა  კარგავდა  თავის სამუშაოს მისი  ყველა  კოლეგა  ეხმარებოდა  მას.

მას  პატიჟებდნენ  სტუმრად  და ასადილებდნენ. მისი  ბავშვები  მიყავდათ დასასვენებლად.

დიდი  დამხმარე  და  შემწე  იყო

 ოჯახიც.

დღეს  კლასობრივი  სოლიდარობები დასუსტდა  ან  საერთოდ გაქრა.  ოჯახებიც  არამყარია, ძალიან  ხშირია  განშორება-განქორწინება.

სოლიდარული  ეკონომიკა  ნაწილობრივ, მაგრამ  მაინც  ასწორებს მდგომარეობას.

 

სოლიდარული  ეკონომიკა იბრძვის  ადამიანის  საზოგადოებიდან გარიყვის, მისი  მარგინალიზაციის  წინააღმდეგ.   მარგინალიზებულს  უჭირს  სამუშაოს , ბინის პოვნა  ან შენარჩუნება, კრედიტის  აღება და  სოლიდარული  ეკონომიკა ეხმარება ამ უბედურს.

ამას  გარდა  სოლიდარობა მუდამ  ვითარდება  გარკვეულ  კონკრეტულ  ტერიტორიაზე  და  აძლიერებს  რეგიონის  კულტურულ  მეობას.

 

 

ინფორმირება, შექმნა,  თანხლება

 

სოლიდარული  ეკონომიკა  ეწერება მეტ-ნაკლებად  მნი შვნელოვანი  3  ძალის //სამოქალაქო  საზოგადოება, სახელმწიფო, ბაზარი//  ირგვლივ.

 

სამოქალაქო  საზოგადოება

 

თავიდან  მუდამ  არის  ბრძოლა  მოსახლეობის  იმ  ნაწილისა  რომელსაც  გადაწყვეტილი  აქვს  დამოუკიდებლად  კოლექტიურად  მოქმედება.

 

ეს  მასიური  მონაწილეობა  ქმნის  ერთმანეთის  სამსახურზე  და  უანგარო  ძღვენზე  დაფუძნებულ  ურთიერთობებს.

 

ესაა  თავის  ცხოვრებაზე  და  საცხოვრებელ გარემოზე  პასუხისმგებლობის  მგრძნობელ ადამიანთა  შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი  თვითმოქმედება

 

სახელმწიფო

 

თანამედროვე  საზოგადოებებში  სახელმწიფო  სიმდიდრეს  უნაწილებს  უფრო  გაჭირვებულებს,  მაგრამ  ამავე  დროს  ის  ქმნის  სიმდიდრეს  იმიტომ რომ  ის  ქმნის  ახალგაზრდობის  სწავლა  განათლებისთვის  საჭირო პირობებს და  იცავს  გარკვეულ  სოციალურ  მშვიდობას, კანონებად  და  დეკრეტებად  გარდაქმნის  სამოქალაქო  საზოგადოების  მიერ  ნატარებ სოციალურ  ინოვაციას.

ესაა  ინდტიტუციონალიზაციის  პროცესი.

 

  მეწარმე, ბიზნესმენი

 

თითქმის  ყველა ინიციატივაში  ჩანს  ბაზრის  ლოღიკა. პროდუქტი  ან სერვისი იცვლება  პროდუქტში  ან სერვისში. …

 

უმუშევართა  სახლები

 

სახელმწიფოს  მიერ  დაფინანსებული  ეს  სახლები  უმუშევრებს  ეხმარებიან სამუშაოს  ძიებაში  ან  საქმიანობის რაღაც პროექტის განხორციელებაში.

 

უმუშევართა  პირველი სახლი 1985  წელს  დაარსდა  პარიზის მე-11  რაიონში.

უმუ შევრებს შეეძლოთ  იქ  მისვლა  საჭირო საბუთების  ასლების  გასაკეთებლად, დასარეკად, ჟურნალ-გაზეთების  წასაკითხად.  მათთვის  ყველაფერი ეს იყო  უფასო.

დახმარების  შეწყვეტის  შემდეგ  უმუშევრისთვის  ყველა  ხარჯი  მართლაც  მნიშვნელოვანია  და  ის სასოწარმკვეთილი  შეიძლება იყოს…

ეს  სახლი  არის  ერთგვარი  გამხნევება, რაც  სჭირდება  ძლიერთა  და ყოჩაღთა   მიერ  უსარგებლო არსებად  გამოცხადებულ ადამიანს.

დ  გამოცხადებულ ადამიანს.

 

მიღება, მხარდაჭერა, თანხლება

 

უმუშავართა  სახლში შესულს  თბილად  იღებენ.. იქაა  სალონი  სადაც  უმუშევარს  სთავაზობენ ყავას,.  იქაა გამოფენა  და  ყველაფერი ის რაც  უმუშევარს სჭირდება  გარკვეული  საქმეების  მოსაგვარებლად.

ამ სახლში   არის  პერსონალი  რომელიც უმუშევარს დააყენებს  გზაზე.

ზოგჯერ  იქ  ქრის  საჯარო  მწერლად //écrivain public//  წოდებული  პირი რომელიც  მას დაეხმარება  აუცილებელი  წერილების  დაწერაში.

უსახლკარო  უმუშევრისთვის  უმუშევრის  სახლი  შეიძლება  იყოს საფოსტო მისამართი.

უმუშვართა  სახლში  გასაჭირში  ჩავარდნილ  ადამიანს  მოუსმენენ, შეეცდებიან  მის  რაღაც გზაზე  დაყენებას, შესთავაზებენ  ელემენტარულ დახმარებას, უთანაგრძნობენ.

ესეც  რაღაცაა  უსარგებლო არსებად გამოცხადებული და  ქუჩაში დარჩენილი ადამიანისთვის.

 

ტრამპლინი, გაწვდილი  ხელი  ფეხზე  წამოსადგომად.

 

მაგრამ  უმუშევართა  სახლი არ უნდა იყოს  თვითმიზანი და  უმუშევართა  თავშესაფარი.

ის  უნდა  იყოს საქმიანი  მხარდაჭერით ფეხზე  დადგომის  საშუალება, ტრამპლინი….

 

პრიორიტეტი  მარგინალიზებულებს.

 

არის  ასოციაცია  ეკონომიკური  ინიციატივისთვის //AIE, რომლის  თავისებურება  ისაა  რომ ის  სესხს  აძლევს მარგინალიზებულებს.

ამ  საწყისი კაპიტალის მეშვეობით  მარგინალიზებულებს შეუძლიათ  თავისი  საკუთარი საქმის  დაწყება. ასოციაცია მათ  ამაშიც  დაეხმარება.

 

მიკროკრედიტის  გაჩენა.

 

1971 წელს  ბანგლადეშში  საშინელი  შიმშილის  შემდეგ  ინდოელმა  ეკონომისყტმა  მუჰამედ  იუნუსმა //Muhammad Yunus//   გადაწყვიტა  სულ  პატარა  თანხების  სესხება  ღატაკი ქალებისთვის  რათა  მათ  შესძლებოდათ  თავისი საქმის  წამოწყება.  ამით  ეს  ქალები  თავს  არიდებდნენ  ლოკალური  მევახშეების  მიერ  დადგენილ  მეტისმეტ  პროცენტებს.

ქალები  ამ საწყისი  თანხით  ყიდულობდნენ ქსოვისთვის  აუცილებელ საშუალებებს, ქსოვდნენ, ყიდიდნენ  ნაწარმს, აბრუნებდნენ სესხს  და  თვითონაც  სულს  ითქვამდნენ….

 

ეთიკური  სესხები

 

არის  ბანკი  რომელსაც  ჰქვია  ახალი  ძმური ეკონომიკა // La  nouvelle  economie  frarernelle, NEF///.  ფული  იქ  უწინარეს  ყოვლისა  არის  სოლიდარობის  იარაღი.

ბანკი  აფინანსებს  პროექტებს  რომელთა მიზანიცაა  ეკოლოგიის, სოციალური და  კულტურის  სფეროების  განვითარება.

 

    ბანკი  ადამიანის  სახით

Jean-Pierre   Bideau- და   Henri  Nouyrit-მა  1979  წელს  შეკრიბეს  20-ოდე  ძმაკაცი  და  დააარსეს   ავსტრიელი  რუდოლფ შტაინერის // Rudolph  Steiner//  ფილოსოფიით  შთაგონებული ასოციაცია.

ამ  სწავლულს  უკვე  1919 წელს  უნდოდა   ეკონომიკის  გადაქცევა  ადამიანურ  და  ძმურ  საქმიანობად.  უმთავრესი  უნდა  ყოფილიყო  არა  კონკურენცია  არამედ  სოლიდარობა  და კოოპერაცია, თანამშრომლობა.

 

1988   წელს  ეს  ასოციაცია  გადაიქცა  კრედიტის  დაწესებულებად // სოლიდარული  ფინანსების  კოოპერატიულ ააზოგადოებად//   რომლის  არსებობაც  დაადასტურა  საფრანგეთის  ბანკმა.

თავდაპირველი  მიზნები  კი  უცვლელი  დარჩა.

უპირატესობას  ანი ჭებდნენ  პროექტებს  მათი  ბუნების  მიხედვით.

სოლიდარული  ფინანსების კოოპერატიული საზოგადოების  მიზანი  არ  ყოფილა  მოხვეჭა.

ამ  ეთიკამ  მოხიბლა  ბევრი ასოციაცია, ბევრი  ადამიანი  რომელთაც  უნდოდათ  უფრო სამართლიანი  და  ბუნების  მეტად  პატივისმცემელი  წყობა.

ახალ  ძმურ  ეკონომიკას  ტრადიციული  ბანკისგან განასხვავებს  მხოლოდ  გარკვეული  ღირებულებები  რომელთა  ბუნებაც  ადამიანური  რჩება.

მისი  მთავარი  საზრუნავებია  ბიოლოგიური  მიწათმოქმედების, განახლებადი  ენერგიების  განვითარება, ბუნების  დაცვა, ჯანმრთელობის  ფაცვა, სწავლა-განათლება, სოციალური იაფი  საცხოვრებელი,  სოფლის  განვითარება, ხელოვნება…ამ სფეროებში  ჩაწერილ  ყოველ პროექტს  შეუძლია  ფინანსური  დახმარების  მიღება.

 

საერთო  თირებულებები

1999  წელს  მიიღეს  ახალი  ძმური  ეკონომიკის   ღირებულებათა ქარტია.

ისინი  ვინც ასესხებენ ფულს  და  ისინი  ვინც  სესხულობენ  ფულს  შეთანხმდნენ  საერთო ეთიკაზე. ამას  ემატება  გამჭვირვალებაც. საზოგადოების  ყოველმა  წევრმა  იცის  თუ კონკრეტულად   რას  ემსახურება  მისი  ფული.

ახალი  ძმური  ეკონომიკა  ყოველ წელს  აქვეყნებს  საერთო  პროექტების  სიას, სესხების  ოდენობას  და  ხანგრძლივობას, სესხის  მიმღებთა კოორდინატებს. …

 

ახალი ძმური  ეკონომიკის  ფული  ხმარდება  მარტო ეკოლოგიურ, სოციალურ  და  კულტურულ პროექტებს.

ამით  მისი  სულისკვეთება რადიკალურად  განსხვავდება  ტრადიციული  ბანკების  სულისკვეთებიგან  რომლებიც  არ  აქცევენ  ყურადღებას  იმას  თუ  რაში იხარჯება  მათ  მიერ  გასესხებული  ფული.

 

ორიგინალური  სესხებ

ბევრი იჩენს  ინიციატივას  და  ფულს  ასესხებს  მიკროსაწარმოთა  შემქმნელებს.

ესაა  ალტერნატიური  ინვესტიციების  და  მართვის კლუბები //Clubs d’investissement  et  de  gestion  alternatives, CIGALES//.

ეს  კლუბები  გაჩნდა  1983  წელს

5-20  წევრისგან შემდგარი  ეს  კლუბები აფინანსებენ  საწარმოთა  შექმნას, არსებულ საწარმოთა  კაპიტალის  ზრდას ან კიდევ  მონაწილეობას  ასოციაციებში.

კლუბის  ყოველი  წევრს  ყოველთვიურად  შეაქვს  მცირე  საწევრო, მაგ. 15  ევრო  და  მონაწილეობს  მისთვის  საინტერესო პროეწტში

ზოგი  სესხი   განკუთვნილია   გარკვეულ  რეგიონში  მცირე საწარმოს  დასაფინანსებლად,  ზიგი სესხით  უპირატესად  ეხმარებიან ქალებს

// რომლებიც  უქმად  არ  სხედან  და ცხოვრება არ გაყავთ მარტო პოლიტიკური  და ფემინისტური პრეტენზიების  გამოთქმაში.

 

კარგი  იქმნებოდა, ვთქვათ, ასეთი სესხებით  თუნდაც 1-2-ოდე   ოჯახის  დაკავება  საქართველოს  მთიანეთში  საიდანაც  თავქუდმოგლეჯილი  გარბის ქართველობა. //

 

კვარტალების  ასოციაციები

 

ესაა  საფრანგეღის 1901  წლის  კანონის  შესაბამისად  შექმნილი  ასოციაციები  რომლებშიც  ერთიანდებიან  მეზობლები. მათი  მიზანია  თავისი  მრავალბინიანი საცხოვრებლის  თუ  უბნის, საჯარო სივრცეების  მოვლა-პატრონობა  შეძლებისდაგვარად  ავტონომიურად.

ისინი  სამუშაო ადგილებს  ქმნიან რთულ  უბნებში,  აღადგენენ  დაზიანებულ  საცხოვრებლებს. ისინი  ასე  ამცირებენ  უმუშევრობას  და  ქმნიან სოციალურ  კავშირებს  მეზობლებს  შორის.

//  ეს  შესაძლებელია  იქ  სადაც ქუჩაში არ  დარბიან ირინა  სარიშვილის ნაირი ტიპები//…..

 

ოჯახური  ბაღები

 

ოჯახური  ბაღ-ბოსტნების  პატრონები  არ  ყიდიან იქ  მოწეულ  ხილ-ბოსტნეულს. ისინი თვითონ  ჭამენ  მოწეულს  და  ჩუქნიან, უწილადებენ  მას მეზობლებს.

ადამიანები  ასე  იბრუნებენ მიწის  დამუშავებით  და მეგობრებთან  ყოფნის  სიამოვნებას.

 

 ყველდღიურის  გაუმჯობესება.

 

საკუთარი  ბაღ-ბოსტნის  გაშენება  ფუფუნებაა  და  არაა  ხელმისაწვდომი  ყველასთვის.

ზოგმა  მუნიციპალიტეტმა  გადაწყვიტა  ოჯახებისთვის  დასამუშავებელი  მიწის  პატარა  ნაკვეთების  გადაცემა.

ნაკვეთებს  აძლევენ  მრავალბინიან სახლებში მცხოვრებლებს  და  უფრო გაჭირვებულებს.

ამ  ნაკვეთბის  დამუშავება  იძლევა  ეკონომიის  გაკეთების  და ჯანსაღი ხილბოსტნეულის  ჭამის  საშუალება.

ესაა  ფსიქოლოგიური  დახმარებაც. უფრო გაჭირვებულები  ხედავენ  რომ მათ ჯერ კიდევ რაღაც  შეუძლიათ.

მეზობლებიც  ეხმარებიან  ხოლმე  ერთმანეთს  და კვირაობით  დასეირნობენ ხოლმე  ბაღებში, სტუმრად დადია ნ ერთმანეთთან. ასე იქმნება  მეგობრული  თემი.

 

სოლიდარობის  ბაღები

ისინი  არის ხოლმე   ლოკალურ  ხელისუფლებათა  საკუთრება.

იქ  ამუშავებენ  უმუშევრებს, გაჭირვებაში  ჩავარდნილ გლეხებს  ან უსახლკაროებს…

პროფესიუნალ  მიწათმოქმედთა ხელმძღვანელობით  ისინი  სწავლობენ ბიოლოგიური  ბოსტნეულის  მოყვანას.

მოსავალს  მიყიდიან  ხოლმე  იმათ  ვინც  დებენ  პირობას რომ 1 წლის მანძილზე  იყიდიან ხოლმე  ამ ბოსტნის  ბოსტნეულს.

 

ეს  ბაღბი  სამუშაოს  აძლევენ  დიდ გაჭირვებაში ჩავარდნილებს.

ეს  აცოცხლებს და  ახალისებს ამ უბედურებს…

 

ცოდნის  ურთიერთგაცვლის  ქსელები

 

« შენ  მასწავლე  ესპანური  და  მე  გასწავლი  შენი  ველოსიპედის  შეკეთებას, მასწავლე  ინფორმატიკა  და  გასწავლი  მზარეულობას»,  ამას  ეფუძნება  ცოდნის  ურთიერთგაცვლის  ქსელები //réseaux  des échanges  réciproques de savoirs,RERS//.

 ეს  ქსელები  გაჩნდა  საფრანგეთში  1970-ან  წლებში მასწავლებელი  Claire Hebert  Suffrin-ის  ინიციატივით.

 

ფულს  არ  იხდი. გასწავლიან  უფასოდ  რაღაცას  და  შენც სამაგიეროდ  უფასოდ  ასწავლი  რამეს.  ესაა  მთავარი  პრინციპი….

ესაა  სუპერინდივინდუალისტურ  დღვანდელობაში  დიდ  ქალაქებში  ადამიანების  მარტოობასთან, იზოლაციასთან  ბრძოლის. ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების  ხერხიც….

 

  მშობელთა  ბავშვების  ბაგა-ბაღები.

მშობლებს  დღეს  უჭირთ  ბავშვთა  ბაგა-ბაღებში ადგილების  მონახვა  თავისი ბავშვებისთვის.

ამიტომ  მშობლები  იკრიბებიან  ხოლმე  ერთიანი ძალით  თვითონ ქმნიან თავისი  ბავშვებისთვის  აუცილებელ ამ სტრუქტურებს.

ამისთვის  იქმნება  საფრანგეთის 1901  წლის  კანონის  შესაბამისი საგანგებო ასოციაციები.

მათ  აფინანსებს ოჯახების  დამხმარე საგანგებო   სახელმწიფო.  ორგანიზაცია, რეგიონალური საბჭო, მერია.

მეორეს  მხრივ  ამასში  ფინანსურად მონაწილეობენ თვითონ  მშობლებიც.

მერია ამ ასოციებს  ხშირად  უთმობს  სათავსოს. მაგრამ პროექტი უნდა დაამტკიცოს  ფრეფექტურის  უსაფრთხოების კომისიამ.

ოფიციალური  თანხმობების  მიღების  შემდეგ გზა  ეხსნება სუბვენციებს.

არის  პროექტები  კულტურის  სფეროშიც.

გაგრძელება  იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s