ვ. ჰაველი პოსტკომუნისტურ კოშმარზე

მომწონს  თუ არა  პიროვნება ტექსტი საინტერესოა.

Vaclav  Havel,  Joseph  brodsky,

Le cauchemar  du  monde

post-communiste

 

Cauchemar du monde post-communiste

ვაცლავ  ჰაველსაც  მოვუსმინოთ

ათწლეულების  მანძილზე  დემოკრატიული  სამყაროს  მთავარი  კოშმარი  იყო კომუნიზმი… დღეს  შეიძლება  ითქვას  რომ  ამ კოშმარის ადგილი  დაიკავა  სხვა  კოშმარმა-პოსტკომუნიზმმა // ეს  თქვა პოსტკომუნიზმის  ერთ-ერთმა  დიდმა  ავტორმა  ვაცლავ ჰაველმა//.

// ვაცლავ ჰაველმა თქვა ეს, ბაბაიებო/ //ANATOLIA  EDITIONS;  1994// 

 

სმოსცა თანამედროვეობის   დიდი  ფიგურის,  თავისი  ქვეყანა  ჩეხოსლოვაკიის  ერთ-ერთი  გამაუქმებელი  ვაცლავ  ჰაველის   მიერ  ვაშუნგრინში, ჯორჯ ვაშინგტონის  უნივერსიტტში 1993  წლის 22  აპრილს  წარმოთქმული სიტყვა.

ესაა ინგლისურად  წარმოთქმული  სიტყვის  ფრანგულად  თარგმანი.გთავაზობთ ფრანგულიდან  თარგმან. //ოდნავ  შემოკლებით//

 

Cauchemar du monde post-communiste

(1994)

 

 

Vaclav  Havel,  Joseph  brodsky,

Le cauchemar  du  monde

post-communiste

ანუ  ვაცლავ  ჰაველი, იოსიფ  ბროდსკი, «პოსტ-კომუნისტური სამყაროს  კოშმარი »

წინათქმა

 

 

ესაა  ასე ვთქვათ  მწერალი-მეფისა  და ასე  ვთქვათ   პოეტების  მეფის  დიალოგი

 

მწერალი  ვაცლავ ჰაველი  გამოვიდა  კომუნისტური  რეჟიმის  ციხეებიდან  და, პრეზიდენტად გამხდარმა, მან ამოაჩინა  პოლიტიკური  ხელმძღვანელობის  პრობლემები.

დემოკრატია  არაა  მარტო  პოლიტიკოსებისთვის  თუ  ინტელექტუალებისთვის განკუთვნილი  თეორია.

ის  უნდა  იყოს  ყველას  მიერ  გაზიარებული  ყოველდღიური  რეალობა.

მაგრამ  ბერლინის  კედლის დამხობიდან 5  წლის  გასვლის შემდეგა ც კიდევ გრძელი  გზაა  გასავლელი  დემოკრატიული  იდეალების  ხელშესახებ სინამდვილედ  გადაქცევამდე.

მარტივი  და  ცოცხალი  ენით დაწერილი  ტექსტი  არის  უფრო  სოლიდარული  სამყაროს  მოთხოვნა.

ბროდსკის  პასუხი  სავსეა  პოეტის  ფანტაზიით  და  ურცხვობა-თავხედობით //insolence//.

ბროდსკი  ხაზს  უსვამს  ჰაველის  სიბრძნეს.

ბროდსკი  უარყოფს  იოლ ოპტომიზმს  და  გადაეშვება  უტოპიაში.  იქნებ  შესაძლებელი  იყოს  კულტურის  გავრცელება  პოპულარულ პრესაშიც  და  ასე  უმრავლესობისთვის  ახალი  ჰორიზონტის  გახსნა.

პოეტი  ახდენს  დღეს  მეტისმეტად  ხშირად  დავიწყებული  უტოპიის  რეაბილიტაციას.  ის  მკითხველს უყურებს  როგორც  საზოგადოების  უშუალო  მონაწილეს.

 ვაცლავ  ჰაველი  არის  ასე  ვთქვათ  სხვა  ევროპის  სული,  ერთ-ერთი  დიდი  მწერალი.

იოსიფ  ბროდსკი  1960-ან წლებში აღიარეს უდიდეს  თანამედროვე რუს პოეტად.  1987 წელს  მან  მიიღო  ნობელის პრემია  ლიტერატურაში.

 

 

ჯერ  ვაცლავ  ჰაველის  პოსტ-კომუნისტური  სამყაროს კოშმარი

 

მე  არ  დამვიწყებია  ის  დრო  როდესაც  ზოგი  ჩემი  ნაცნობი  ქუჩაში  ჩემს  დანახვისას  გადადიოდა  ქუჩის  მეორე  მხარეს.

მე  ეს  სულაც  არ  მინდოდა, მაგრამ  მე ერთგვარად   ვიყავი  მათი სვინდისის  ხმა.

ჩემთან  დალაპარაკებისას  მათ  უნდა  ეთქვათ  ბოდიში  იმის  გამო  რომ ისინიც  არ იღებდნენ  ხმას რეჟიმის  წინააღმდეგ  ან  უნდა აეხსნათ  ჩემთვის  თუ რატომ არ  შეეძლოთ  მათ  ამის  გაკეთება.  ან უნდა  დაეცვათ  თავი  და  ეთქვათ  ეომ ეს  ყველა  შემთხვევაში აბსურდული  იყო.

ჩვენი  საუბარი  უსიამოვნო საუბარი  იქნებოდა  და  ჯობდა  დუმილი.

მათი  ქცევის  მეორე გამართლება  ის  იყო რომ ჩემს  უკან  შეიძლებოდა  ყოფილიყო მოთვალთვალე  პოლიციელი  და  ჩემთან უბრალოდ  ლაპარაკსაც  მათთვის  შეიძლებოდა  გაეჩინა პრობლემები.

ჩემი  დანახვისას  ქუჩის  მეორე  მხარეზე  გადასვლით  ისინი  თავს  არიდებდნენ როგორც უსიამოვნო საუბარს  ისე  შესაძლო პოლიციურ  ზედამხედველობას.

 

ათწლეულების  მანძილზე  დემოკრატიული  სამყაროს  მთავარი  კოშმარი  იყო კომუნიზმი…

დღეს  შეიძლება  ითქვას  რომ ამ კოშმარის ადგილი  დაიკავა  სხვა  კოშმარმა-პოსტკომუნიზმმა.

 დასავლეთშიც  და  აღმოსავლეთშიც  ბევრი ადამიანი წლების მანძილზე  ოცნებობდა  კომუნიზმის  დამხობაზე  იმის  იმედით რომ  ის შესაძლებელს  გახდიდა  გაწყვეტილი  ისტორიის  გაგრძელებას.

დღეს  იგივე  ხალხი  შეშფოთებულია  კომუნიზმის  დამხობის  შედეგებით.

კომუნიზმის  დამხობაზე  ოდესღაც  მეოცნებე  ზოგ ადამიანს  კი  იპყრობს ნოსტალგია იმ სამყაროზე  რომელიც   დღევანდელობაზე  უფრო გამჭვირვალე  და  გასაგები იყო.

მე  სულაც  არ  მაქვს  ეს  გრძნობა, ნოსტალგია.

ვფიქრობ  რომ  ჩვენ არ  უნდა  წარმოვიდგინოთ პოსტკომუნიზმი დანარჩენი სამყაროს  გაოგნების  და  შეძრწუნების  წყაროდ..

ჩემთვის  კომუნიზმი  იყო გამოწვევა აზრისთვის  და ქმედებისთვის…

 

იგივე  გამოწვევაა  პოსტკომუნიზმი.

 

თუ  კი  ისტორიულ  ფენომენს  ჩავთვლით  უბრალო  უსიამოვნებად  მაშინ  ბევრ  სხვა  რამესაც //ეკოლოგთა  გაფრთხილებებს, საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველთა  ბოდიალს, საზოგადოებრივ  მორალს//  შევხედავთ როგორც  უსიამოვნებებს.

 

ესაა მსოფლიოს  და  ისტორიის  დანახვის  მოხერხებული  და მაცდური, მაგრამ ამავე  დროს საშიში  მანერა.

ყველაფერში  უსიამოვნების  დამნახავი  რჩება  ისტორიის  გარეთ, ის ერიდება  უსიამოვნებათა  გროვად  აღქმულ ისტორიაში  ჩაბმას  და მონაწილეობას.

ასე იქცეოდნენ  ჩემი  ამხანაგები და  მეგობრები  კომუნიზმის  დროს// ყოჩაღ  ვაცლავ, კარგად  ჩაუშვი ისინი  ვის  გვერდითაც იცხოვრე//.

 

მიდგომას  რომელიც  ეფუძნება  გრძნობას  რომლის  თანახმადაც

სამყარო  და  ისტორია  არის  უსიამოვნებათა  დაგროვება  და  მეტი  არაფერი აუცილებლად  მივყავართ  სინამდვილისგან განდგომისკენ  და  ბოლოს  და  ბოლოს  ეს  სინამდვილე  გვიმონებს.

იმას  მივყავართ  კომპრომისამდე, მეტიც, რეჟიმთან თანამშრომლობამდე.

ამან  შიძლება  ხალხი  თვითმკლელურ  შედეგებამდეც მიიყვანოს.

 

რას  ნიშნავს  ჩვენთვის  ცნება  პოსტკომუნიზმი ?

ესაა  მდგომარეობა  რომელშიც აღმოჩნდნენ ქვეყნები რომლებმაც  თავიდან მოიშორეს  კომუნიზმი.

მაგრამ  ყველას  ერთ  ტომარაში  ჩაყრა  საქმის  საშიში  გამარტივებაა.

მართალია  რომ  ყველას  უნდა კომუნიზმის  საშინელი  მემკვიდრეობის  თავიდან  მოშორება, კომუნიზმის  მიერ  მოტანილი ზარალის  გამოსწორება და  დემოკრატიის  დამყარება  ან აღდგენა.

მაგრამ  მრავალი  მიზეზის  გამო  ქვეყნებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.

მე  არ ვილაპარაკებ დეტალურად  პოსტკომუნისტური ქვეყნების  ყველა  პრობლემაზე.  სპეციალისტები უკვე  წერენ ნაშრომებს  ამაზე.

მე  უბრალოდ  გამოვყოფ  პოსტკომუნისტური ვეყნების პრობლემების ზოგ ღრმა მიზეზს, ფენომენებს  რომლებიც  ყველაზე  ხშირად  აღელვებენ დემოკრატიულ დასავლეთს, ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, საშინელ მორალურ  და  ინტელექტუალურ  კლიმატს რომლებიც  სხვადასხვა  ხარისხით  თან ახლავენ  ახალი  ეკონომიკური და  პოლიტიკური სისტემის  დამყარებას.

პირველ რიგში.

ჩემის  აზრით კომუნიზმი  უფრო იყო  მოსახლეობის  ერთი ნაწილის დიქტატურა მოსახლეობის მეორე ნაწილზე, ტოტალიტარული სისტემა  რომელიც თავის  დაღს  ასვამდა არსებობის  ყველა  ასპექტს და  ამახინჯებდა  ყველაფერს  რასაც ეხებოდა, მათ  შორის  ადამიანის  ცხოვრების საუკუნეების  მანძილზე  შექმნილ პირობებსაც. …

კომუნიზმი  ამახინჯებდა  ადამიანთა  ცნობიერებას  და  ამკვიდრებდა   ღირებულებათა  თავისებურ  სისტემას  და  ქცევის  თავისებურ  მოდელებს.

ეს  იყო  მახინჯი სისტემა.

 

კომუნისტური ხელისუფლების  და  მისი იდეოლოგიის  დამხობასთან ერთად  დაემხო  ეს  სისტემაც.

 

მაგრამ  ადამიანები  ვერ  გარდაიქმნებიან  სასწრაფოდ, თვალის  ერთ  დახამხამებაში   და  ვერ  ჩაერთვებიან სასწარაფოდ  თუნდაც  იმ სისტემაში  რომელიც  შეესაბამება ყოველი  სამოქალაქო საზოგადოების  და  დემოკრატიის ელემენტარულ  პრინციპებს.

ადამიანის  სული, მისი ჩვევები  ვერ  იცვლება  უცბად  და  სასწრაფოდ.

ახალი  სასიცოცხლო  ღირებულებების  სისტემის  ასაგებად  და  მის მისაღებად  საჭიროა  დრო.

ერთი  სისტემა  დაემხო და  სხვამ ის  არ  შეცვალა. ბევრი  ადამიანი  ამიტომ  უკმაყოფილო  და შეწუხებულია.  ისინი  განიარაღებულად  გრძნობენ თავს.

ეს  ხელს  უწყობს  ყველანაირ  რადიკალიზაციას, განტევების  ვაცების  ძიებას,სოციალური  თუ ეთნიკური  ჯგუფის  ანონიმურობაში  დამალვისკენ მისწრაფებას,.

\ძველის  დანგრევის  შემდეგ  გაჩენილმა  ამ ვითარებამ  ადამიანს შეიძლება  შეაძულოს  მთელი მსოფლიო, შეიძლება  გააჩინოს  მეობის  ნებისმიერ  ფასად  გამოკვეთის  სურვილი.

 

არის  გრძნობა  რომ ამიერიდან ყველაფერი  შეიძლება  და  არის  ეგოიზმის  დაუჯერებელი აღმავლობა.

ეგოიზმი  ახალისებს  იოლად  დასადგენი საერთო მტრის  ძიებას.

არის პოლიტიკური ექსტრემიზმი, მოხმარების  ყველაზე  პრიმიტიული  კულტი // ანუ ელემენტარული გაუმაძღრობა//, პოლიტიკურ  ცხოვრებაში  გაჩნდა  ავანტურისტის  მენტალობა,  რასაც  ხელს  უწყობს  საკუთრების  ურთიერთობათა  ისტორიაში არნახული  გარდაქმნა.

პოსტკომუნისტურ  ქვეყნებს შორის ყველაზე  დასავლური ჩეხური რესპუბლიკა  თავისი  ძველი  დემოკრატიული  ტრადიციების  და  განსაკუთრებული  სულიერი და  ინტელექტუალური კლიმატის  წყალობით  რეგიონეის  სხვა  ქვეყნებთან  შედარებით უკეთესადაა  აღჭურვილი.

მაგრამ სხვა  პოსტკომუნისტური ქვეყნების  მსგავსად   ჩვენც  განვიცდით  ღრმა  მუტაციას  და  ეს  იძლევა  საქმის  ცოდნით ლაპარაკის საშუალებას.

მეორე  ანგარიშგასაწევი ამბავი  ისაა  რომ კომუნიზმი  ყველგან ცდილობდა  განსხვავებათა  წაშლას.

კომუნიზმის  უდიდესი  მტერი  მუდამ  იყო ინდივიდუალობა, მრავალფეროვნება, განსხვავება, მოკლედ  თავისუფლება.

ბერლინიდან  ვლადივოსტოკამდე  ქუჩებზე და  შენობებზე  იყო ერთი და  იგივე  წითელი ვარსკვლავები.

ყველგან აწყობდნენ ერთნაირ  მსვლელობებს.

იყო  ერთნაირი სახელმწიფო ადმინისტრაციები  რომლებიც  დაკავშირებული იყო ცენტრალიზებულ  ეკონომიკურ  და  სოციალურ ხელმძღვანელობასთან.

~უზომო  ერთფეროვნება  ახრჩობდა  და  მალავდა  ყოველგვარ  ეროვნულ, ინტელექტუალურ, სულიერ,სოციალურ, კულტურულ და  რელიგიურ  თავისებურებას  და ინდივიდუალობას.

ეს  აჩენდა  საშინელ ილუზიას, ქმნიდა  შთაბეჭდილებას  რომ ყველანი ერთნაირები ვართ.

 

კომუნიზმის  დამხობამ  დაგლიჯა  ეს  ინდივიდუალობათა  მახრჩობელი საფარველი  და  იფეთქეს  წარმოუდგენელმა  ინდივიდუალობებმა.

 

დიდხანს  ჩრდილში  ჩამწყვდეულ ინდივიდუალობებს  მოუნდათ  ყურადღების  ცენტრში  მოხვედრა, თავისი  ორიგინალურობის  და  უნიკალურობის  ხაზგასმა.

 

ამიტომ იფეთქა  ამდენმა  არქაულმა  პატრიოტიზმმა. მესიანიზმებმა, კონსერვატიზმებმა, მტრობამ იმათ  მიმართ  ვინც  თითქოს  ღალატობენ  თავის  ფესვებს  ან ამბობენ  რომ მათი ფესვები სხვაა.

 

საკუთარი  მეობის  განახლების  და  ხაზგასმის  მოთხოვნილება ასევე  დაედო  საფუძვლად ახალი  ქვეყნების  შექმნას.

ხალხებს   რომელთაც არასოდეს  ჰქონიათ  სახელმწიფო  გაუჩნდათ დამოუკიდებლობის  სურვილი.

მათი  ბრალი არაა  რომ  ამის  საშუალება  მათ მიეცათ  სხვა  ერებზე  ათწლეულებით  თუ საუკუნეებით  გვიან.

//  ბატონი  ჰაველი  რა თქმა უნდა  არ ლაპარაკობს  იმაზე  რომ ნობელის  პრემიის  ლაურეატები  მ. გორბაჩოვი და  აკადემიკოსი სახაროვი   ვთქვათ  საქართველოს  ავტონომიებს  აქეზებდნენ საქართველოს  წინააღმდეგ და  აჩაღებდნენ ეთნიკურ ომებს  და ა.შ.//.

 

კომუნიზმმა  ამას  გარდა  გაყინა  ისტორია და  ყოველგვარი სპონტანური  განვითარება.

 

მაშინ  როდესაც  დასავლურ  დემოკრატიებს  ჰქონდათ ათწლეულები  სამოქალაქო  საზოგადოების  და  საერთაშორისო  სფეროში  ინტეგრირებული  სტრუქტურების  ასაგებად  და  საერთაშორისო მშვიდობიანი თანაარსებობის და  თანამშრომლობის  გზების  სასწავლად კომუნიზმის  მიერ დამორჩილებული  ქვეყნები განზე  დარჩნენ  ამ  შემოქმედებითი პროცესისგან.

 

ეროვნული  და  კულტურული  განსხვავები   ჩაფლულ-ჩაყინული  იყო სცხოვრების  სიღრმეში და  მათ  არ ჰქონდათ თავისუფლად  განვითარების, თანამედროვე ფორმების მიღების  საშუალება., არ  ჰქონდათ  დროთა  მანძილზე  თავისუფალი, ერთდროულად  ერთიანი და  მრავალფეროვანი სივრცის შექმნის აშუალება.

 

ამას  ემატება  ის რომ კომუნიზმის მიერ ჩაგრულ ხალხთა უმრავლესობას არასოდეს, კომუნიზმის  გამოჩენამდეც  კი, არ  სცოდნიათ  თუ  რა  არ  თავისუფლება მაშ, არ  ჰქონიათ  ქვეყნის  წინაშე მდგარი ფუნდამენტური  საკითხების გადაჭრის  საშუალება.

და ასე  მოხდა  რომ  ისტორიიდან უეცრად იფეთქა  ათასობით პრობლემამ  რომლებიც ჩვენ  შეცდომით  დიდი  ხნის  წინ  დავიწყებული გვეგონა.

 

ნამდვილად  გამაოგნებელია იმის  დანახვა  რომ  ათწლეულების  მანძილზე  ისტორიის  გაყალბების და  იდეოლოგიური მანიპულაციების  შემდეგაც  არავის არაფერი დავიწყებია.

ერები იხსენებენ  თავის  მიღწევებს, გადატანილ ტანჯვას, მათ  მჩაგვრელებს  და მათ ძველ მოკავშირეებს, მათ  მემკვიდრეობას და  მათ ძველ  საზღვრებს, ოდინდელ  მტრებს  და  ოდინდელ ახლობლებს.

მოკლედ  მათ უცბად  გაიხსენეს აქამდე  გულდაგულ  დამალული ან დამახინჯებული ისტორია.

ასეა რომ არ  დგას  მარტო  იალტას წესრიგის  გადასინჯვის  საკითხი.

ცდილობენ  ვერსალის  ხელშეკრულების ზოგი  ნაკლის  გასწორებას  ან  ისტორიაში უფრო  ღრმად წასვლას  მთლიანად  ახალი  თავისუფლების გამოყენებას  სხვა  ცვლილებების  შესატანად.

ესაა  განუხორციელებელი მაგრამ მიუხედავად ამისა  კარგად გასაგები სურვილი.

 

თუ  კი  გვსურს  პოსტკომუნისტური  სამყაროს პრობლემების  გაგება   უნდა  დავინახოთ სხვა  რამეც.

იოლია  ყოველი  ერის პრობლემების  მიჩქმალვა, დაბრკოლებების შექმნა  ერების  ამბიციებისთვის  და  თავისებურებებისთვის. იოლია  ყველაფრის  გაერთგვაროვნება, საუკუნეების  მანძილზე  აგებული სოციალური, კულტურული,  ეკონომიკური  ურთიერთობების რთული და  სუსტი კონსტრუქციების  დანგრევა და  ქედმაღლური  უტოპიზმის სულისკვეთებით  ცენტრალური  კონტროლის ერთადერთი და პრიმიტიული მოდელის  დაძალება.

ეს  ისევე  ადვილია  როგორც  უროს  ცემით  ძვირფასი და ლამაზი ძველი ავეჯის დალეწვა.

განუზომლად  უფრო რთულია  ამ ავეჯის აღდგენა.

 

კომუნისტური იმპერიის  დამხობის ისტორიული  მნიშვნელობა  უტოლდება  რომის  იმპერიის  დამხობის  მნიშვნელობას.

შედეგებიც  მსგავსი იქნება.

ისინი  პოზიტიურებიც  იქნება  და დიდად  შემაშფოთებლებიც.

კომუნისტური იმპერიის  დამხობა არის  თანამედროვე  მსოფლიოს კონფიგურაციის  მნიშვნელოვანი ცვლილება.

ეს  მტკივნეული  ცვლილება  ხანგრძლივი პროცესი იქნება.

კომუნიზმის  ნანგრევებზე  ახალი მსოფლიოს  აგება ალბათ  ისეთივე  ხანგრძლივი და  რთული  პროცესი იქნება  როგორიც იყო  ბარბაროსების  დიდი  შემოსევების  შემდეგ  ქრისტიანული  ევროპის აგების პროცესი.

 

როგორია  ჩვენი ამოცანა, ამოცანა  იმათი  ვინც არ  თვლის  რომ პოსტკომუნიზმი არის დამატებითი  უსიამოვნება  და რომ უმჯობესია  მისთვის  თავის რიდება  თავის ქვიშაში  ჩაყოფით და  სა საკუთარ, პირად  საქმეებზე ზრუნვით ?

მე მგონია  რომ  ჩვენ არ  უნდა  დავკმაყოფილდეთ  მეტ-ნაკლებად  გაზომვადი  გარეშე  ფენომენებისთვის, მაგ. მთლიანი  ეროვნული  შემოსავლისთვის, პრივატიზაციის  პროგრესისთვის, პოლიტიკური  სტაბილურისთვის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის  ასევე გაზომვადი ხარისხისთვის  ანგარიშის  გაწევით.

ყველაფერი ეს  რა  თქმა  უნდა  მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა წავიდეთ უფრო  შორს.

უნდა  გავისარჯოთ  იმის გასაგებად თუ რა  ხდება პოსტკომუნისტური საზოგადოებების სიღრმეში.  უნდა გავიგოთ იქ  მიმდინარე პროცესების ისტორიული მნიშვნელობა და  მათი ზოგადი შედეგები.

არ უნდა დავდგეთ საკუთარი უპირატესობით ქედმაღალი დამკვირვებლების  პოზაში.

ჩეხებმა  არ  უნდა  აიგდონ მასხრად  ტაჯიკეთის  პრობლემები.

ასევე  არაა მასხრად  ასაგდები  ჩეხური რესპუბლიკის პრობლემებიც.

 

ამის  გაგება  აუცილებელია  თუ კი გვინდა  ამ საზოგადოებებისთვის დახმარების გასაწევად ადექვატური  საშუალებების  პოვნა.

 

გამოწვევა  რომელსაც  გვიგზავნის  პოსტკომუნისტური სამყარო  ჩემის  აზრით  არის  უფრო  დიდი და  უფრო ფუნდამენტური პრობლემის  ასპექტი:

ადამიანებმა  უნდა  ისწავლონ  საკუთარი  თავის  სხვანაირად  გაგება  და  განსაზღვრონ  ამ ახალი  გაგებიდან  გამომდინარე  ახალი პოლიტიკა.

ცნობილია  რომ  მსოფლიო  ცივილიზაციას  დღეს  ემუქრება  დიდი საფრთხე.~

 

ჩვენ შეგვიძლია ყველა  საფრთხის  რაციონალურად  და  შთმბეჭდავად  აღწერა:

 დედამიწის  ყველაზე  მდიდარ  და  ყველაზე  ღარიბ  ნაწილებს  შორის ითხრება  უფსკრული., დემოგრაფიული  აფეთქება, დრამატული  კონფლიქტები სხვადასხვა  კულტურულ  და  რასიულ ჯგუფებს შორის, სრულებით  უკონტროლო  ხალხის ხელში  მოხვედრილი  იარაღი, ბირთვული  საფრთხე,  ბუნებრივი  რესურსების ძარცვა,  ცოცხალ სახეობათა  ბუნებრივი  მრსვალფეროვნების  მოსპობა,  ხვრელები  ოზონის  ფენაში  და  დედამიწის  გამოუსწორებელი  გაცხელება //irrémediable réchauffement  du  globe  terrestre//.

უბედურება  ისაა  რომ  რაც  უფრო  მეტი  ვიცით იმის  შესახებ  თუ  რა  ემუქრება  კაცობრიობას  თითქოს მით  უფრო ნაკლებად  შეგვიძლია  მდგომარეობის  გამოსწორება.

 

ამ კრიზისიდან  გამოსასვლელად  ჩემი  აზრით  არსებობს  ერთადერთი საშუალება :

ადამიანმა   სხვანაირად  უნდა  გაიგოს თუ  ვინაა, უნდა დაინახოს  თავისი საზღვრები და თავისი  ადგილი სამყაროში. მან სხვანაირად  უნდა  აღასრულოს  თავისი მოვალეობები.  ადამიანმა  უნდა  აღადგინოს  ურთიერთობა  მასზე  უფრო დიდ  ფენომენებთან.

   ჩვენ  ისევ  უნდა  გავხდეთ  აქტიური  სუბიექტები  და  უნდა  განვთავისუფლდეთ  ჩვენი სამყაროს  წმინდა  ეროვნული ხედვისგან.

 

აქედან  გამომდინარე  როდესაც  ჩვენ დავიბრუნებთ  ინდივიდუალურ  ცნობიერებას  ჩვენ უნდა  შევიმუშავოთ  ახალი  ურთიერთობა  მეზობლებთან, სამყაროსთან და  მის  მეტაფიზიკურ  წესრიგთან რომელიც  არის  ყველა  მორალური წესრიგის  წყარო.

 

ჩვენს  სამყაროში  ყოველი  ჩვენგანის  ხვედრი  ისეა  დაკავშირებული  ერთმანეთთან როგორც არ ყოფილა არასდროს ადრე.

ჩვენი  პლანეტა  არის უნიკალური პლანეტარული  ცივილიზაციის  ბინა.

მაგრამ  დედამიწაზე  არის  მრავალი  სხვადასხვა  კულტურაც  რომლებიც  გაძლიერებული  სიჯიუტით  და  სიმტკიცით  ცდილობენ  კულტურული უნიფიკახიიისთვის  წინააღმდეგობის  გაწევას, აბრკოლებენ  ურთიერთგაგების  ურთიერთობებს  და  ინარჩუნებენ  ფარული  კონფლიქტის  მდგომარეობას.

ესაა  ერთ-ერთი  ყველაზე  სახიფათო  ვითარება.

ეს  მდგომარეობა  უნდა  გამოსწორდეს.

ამ მდგომარეობის  გამოსასწორებლად კი  სხვადასხვა  კულტურის  ხალხებმა  პირველ რიგში უნდა  სცადონ  ერთმანეთის  გაგება. და  მათ  უნდა  აღიარონ რომ ყოველ  მათგანს აქვს  არსებობის  უფლება.

 

არ  არსებობს  სხვა  გზა  მსოფლიო  მასშტაბის პლურალისტური  მეტაკულტურის  განსავითარებლად.

 

მარტო  ამ  კონტექსტში  შეიძლება  გაჩნდეს  პოლიტიკური პასუხისმგებლობის, გლობალური პასუხისმგებლობის ახალი  გრძნობა.

ეს  გრძნობა  მისცემს  კაცობრიობას  საშუალებებს  მის  წინაშე არსებული საფრთხეების  გასამკლავებლად.

 

აღარ  უნდა  ვიფიქროთ  რომ  ისტორია, უცხო  კულტურები, უცხო, სხვა  ერები, მეტიც, ჩვენი  მომავლისთვის  საფრთხის  შმქმნელი  ფენომენები  არის  ჩვენი  სიმშვიდის  დამრღვევი  მეტ-ნაკლებად  მტკივნეულ  უსიამოვნებათა  დაგროვება.

იმის  წარმოდგენა  რომ  შეიძლება  მშვიდად  ცხოვრება  ვულკანზე  სრული  ილუზიაა…

 

საბოლოო ანგარიშით  მე  ვფიქრობ  რომ პოსტკომუნიზმი  არის  დღევანდელი  ადამიანის  წინაშე  არსებული  ერ-ერთი  გამოწვევა.

ის  ადამიანს  უბიძგებს  საკუთარი პასუხისმგებლობების  გაცნობიერებისკენ სანამ ჯერ არაა  გვიან.

 

მე  დღეს  დილით  მქონდა  პატივი  დავსწრებოდი  ჰოლოკოსტის  მემორიალის გახსნას.

ამის  გამო  მე   გამიჩნდა  კითხვა  თუ  როგორ  შეიძლებოდა  ეს  მომხდარიყო.

როგორ  შეეძლოთ  ასეთი  საშინელების  ჩადენა  მეოცე  საუკუნის  ადამიანებს  რომლებმაც იციან  თუ  რა არის  ფარდობითობის  თეორია, კვანტური  მექანიკა, რომლებმაც შეაღწიეს  ატომის  გულში, და  რომლებიც  იკვლევენ  კოსმოსს ?

 ამის ჩამდენთა  მხეცობაზე  ლაპარაკი  იქნებოდა  ოთხფეხა  მხეცების  შეურაცხყოფა.

როგორ  დაუშვეს მათ ასეთი  რამ?

ნახსენებ  კითხვებთან  დაკავშირებით  მე  თავში  მომივიდა  შესაძლო პასუხის  ელემენტი.

 

დემოკრატიის  მარცხი  იყო  ის  რომ  მან  კომპრომისის  პოლიტიკით  გზა  გაუხსნა  ბოროტებას.

 ჩემს  ქვეყანაში  ამას  უწოდებენ  მიუნხენის  სულს.

ჩეხებს  არ  დავიწყებიათ  სიტყვები  ერთი დემოკრატი  პოლიტიკოსისა  რომლებიც  მან თქვა  მიუნხენის  შეთანხმებათა  ხელმოწერამდე  ცოტა  ხნით ადრე. ამ   შეთანხმებებმა  გაუხსნეს  გზა  მეორე  მსოფლიო  ომის  ყველა  საშინელებას.

მან თქვა  რომ  ის  გაგიჟებულია  იმის  დანახვით  რომ  მისი  ქვეყანა თხრის  სანგარ-ტრანშეებს  და ცდის  საომარი  გაზის  საწინააღმდეგო ნიღბებს  « იმიტომ რომ  სადღაც  შორეულ ქვეყანაში ჩვენთვის  სრულიად  უცნობი ადამიანები წაეკიდნენ ერთმანეთს».

 

ეს  მაგალითი  გვიჩვენებს თუ  რამდენად  თვითმკვლელურია  არასასიამოვნო  რამეებისთვის  თავის არიდების  მცდელობა.

ეს  პოლიტიკოსი  თვლიდა  რომ  ნაციზმი  იყო  პრობლემა  რომელიც  გაქრებოდა თუ  კი  ჩვენ  ჩავყოფდით  თავს  ქვიშაში ან გადავიდოდით ქუჩის  მეორე  მხარეს.

 

რჩეული  ხალხი  ისტორიამ  აირჩია  იმიტომ რომ მან ატაროს  ტვირთი  ყოველი  ჩვენგანის  სახელით.

მის  მიერ  გაღებული  მსხვერპლი  ჩვენგან  მოითხოვს  რომ  არ  ფავრჩეთ  გულგრილნი  იმის  მიმართ  რაც  ჩვენი  სულელური  აზრით  არ  გვეხება.

დღევანდელ  მსოფლიოში  ყველაფერი არის  ყველას  საქმე.

თვითონ  კომუნიზმიც  ყველას  საქმე  იყო.

ყველას  საზრუნავია  აგრეთვე  ცოდნა  იმისა  მოვახერხებთ  თუ არა  და  როგორ  მოვახერხებთ  კომუნიზმის  ნანგრევებზე დემოკრატიის, თავისუფლების და კეთილდღეობის  ახალი სივრცის აგებას.

ვითარების   კარგად და  ღრმად ცოდნაზე  დაფუძნებული  ყოველი ინტელექტუალური  და  მატერიალური  ინვესტიცია  გაასმაგებული  დაუბრუნდება მსოფლიოს.

მეტიც  ეს კაცობრიობას  უკეთესად  გააგებინებს  თუ  რა  პასუხისმგებლობა  აკისრია  მას მისი  საკუთარი  ხვედრის 

პირისპირ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s