ვიფილოსოფოსოთ ევროპელებთან ერთად1

Résultat de recherche d'images pour "marc aurele"

გაიხედავ რაღაც იწვის, გამოიხედავ რაღაც ინგრევა, ყველგან ვიღაც კვდება, სწორედ ამ დროს  იხსენებენ ევროპელები პლატონს, ციცერონს, მარკუს ავრელიუსს…. კარგია  ევროპა.

ევროპელები  ფიქრობენ  ბედნიერებაზე

ფრანგული  სამეცნიერო  პოპულარული  ჟურნსლი Le  Point-ის  საგანგებო  ნომერი

 

ბედნიერება, ფუნდამენტური  ტექსტები // ეპიკურე, მარკუს  ავრელიუსი, რუსო, ბუდა, კონფუციუსი…//  Bonheur, les  rextes  fondamentaux, Epicure, Marc  Aureèle, Rousseau, Bouddha, Confucius,

23-ნომერი 23, 2009  წლის  ივლის-აგვისტო//

აქ  შემოვიფარგლებით  ჟურნალში მოყვანილი  ზოგი ტექსტით.

 

ანტიკური  ხანის  ფილოსოფიის  სპეციალისტი, Flammarion-ში პლატონის თხზულებათა  თარგმნის  ხელმძღვანელი Luc Brisson

 

 

პლატონი  და  საუკეთესო  ცხოვრების  მიზანი

ძველმა  ბრძნებმა  იცოდნენ რომ ყოველი  ადამიანის  უმაღლესი  მიზანია  ბედნიერება.

ეს  თქვა  სოკრატემ და  არც  ერთი  ჭკუათმყოფელი ძველი  ბერძენი  არ  დაეჭვებულა ამაში.

ეს  იცოდა  პლატონმაც.

ძველ  ბერძენთა  აზრით  კარგად  რომ იყო  ამქვეყნად  საჭიროა  ჯანმრთელობა  რომელიც  უზრუნველყოფს  ბიოლოგიურ  არსებობას  და გენეტიკური მემკვიდრეობის გადაცემას.

ვინაიდან  ადმიანები  ცხოვრობენ საზოგადოებაში  გარკვეული  როლი აქვს  სიმდიდრეს  რომელიც იძლევა  სხადასხვა  რამით სიამოვნების  და  თავის  ჯგუფში პირველობის  საშუალებას, პატივს, რომელიც არის საკადრისი  და  ხარისხიანი  ქცევის  შედეგი  და  იძლევა სხვებზე  უფროსობის  საშუალებას.

 

 მაგრამ  პლატონისთვის  ყველაზე  მთავარი სულ სხვაა.

 

მისი  თქმით  ადამიანი არის  სხეულის  დროებითი  კავშირი სულთან  და  მთავარია  სული  ვინაიდან  სხეული  რამოდენიმე  წელიწადში  მოკვდება  და  გაიხრწნება, მაშინ როდესაც  სული უკვდავია და  განაგრძობს  არსებობას  სხეულის  გარეშეც.

 

ამის  გამო ბედნიერება  უნდა  განისაზღვროს  იმის  მიხედვით  თუ როგორია  სულის  მდგომარეობა  სხეულთან მის  კავშირში ან თავისთავად, როდესაც ის  გამოყოფილია  სხეულისგან.

 

ამქვეყნად  სხეულთან  დაკავშირებული  სული  ისიამოვნებს  სხეულის  მატერიალური  კეთილდღეობით..

მაგრამ  მატერიალური  კეთილდღეობა  მეორეხარისხოვანია.

ძველბერძნულად  ბედნიერება  არის  ევდემონია-eudaimonia.

Eu ნიშნავს სიკეთეს, daimon  კი  არის   ღმერთებს  და  ადამიანებს  შორის  მოქცეული, ადამიანებზე  უფრო მაღალი  რანგის, მაგრამ ღმერთებზე  უფრო დაბალი  რანგის  არსება.

ადამიანში  მყოფი ეს  არსება  არის  ადამიანის  სულის  უმაღლესი აქტივობა, აზროვნებება,  გონიერება, ინტელექტი //ნუს//.

არადა  ინტელექტი  კარგ  მდგომარეობაშია  მაშინ  როდესაც  ადამიანი  ხედავს  რომ სული  იერარქიულად  უფრო  მაღალია  ვიდრე  სხეული.

ინტელექტს  მუდამ უნდა  ჰქონდეს  პირველობა.

მარტო ამ  შემთხვევაში  მოიპოვება  სულიერი სრულყოფილება და  სული  იქნება  ზომიერი, მამაცი, ბრძენი  და  სამართლიანი.

მოკლედ  ბედნიერება  არის  ინტელექტის, გონების, კარგი  მდგომარეობა.  მარტო ეს  გახდის  შესაძლებელს  საუკეთესო  ცხოვრებას, ე.ი. ასიმილაციას, გაიგივებას  ღმერთთან.

 

ამ კონტექსტში  ბედნიერება  აღარაა გრძნობა და  განცდა. ბედნიერება  უკვე  არის  მდგომარეობა, მდგომარეობა  სულისა  რომელიც  მოქმედებს  და  ცხოვრობს

იმდენად სრულყოფილად  რომ მას  ძალუძს  ღმერთად  გახდომა.

ათასი  წლის  მანძილზე  ეს  იდეალი ასულდგმულებდა პლატონის პატივისმცემლებს

 

ბედნიერების   საკითხის  გამო, მაშ, უფსკრული  გამოყოფს  ძვ.წ. მე-4  საუკუნის  ბერძენ ფილოსოფოსს  დღევანდელი  ინდივიდისგან რომლისთვისაც რომლისთვისაც ბედნიერება  არის ადამიანის ღირსებისგან, სათნოებისგან დამოუკიდებელი  ეფემერული რამე….

კლასიკური  მწერლობის  პროფესორი, მთარგმნელი Chantal Labre

 

ციცერონი-ვნებებისგან განთავისუფლება

 

ანტიკურ  ფილოსოფიას  სურდა  «სულის  ავადმყოფობათა»  განკურნება.

ესაა  ციცერონის // ძვ.წ.106-43//   ამოცანაც  მის  Tusculanes-ებში

//   დღეები ტუსკულუნში ტუსკულუნი  იყო  რომიდან  შორიახლოს  მდებარე  პატარა  ქალაქი სადაც ციცერონს   ჰქონდა  აგარაკი//.

ძვ.წ. 45  წლისთვის დაწერილ ტექსტში ციცერონს  ალაპარაკებს თავისი პირადი გამოცდილება  ვინაიდან  მან კარგად  იცის თუ რა ეკლებია  ცხოვრების გზაზე.

ძვ.წ. 48  წელს  ხელისუფლება  აიღო კეისარმა  და  ამით  ბოლო მოუღო რესპუბლიკურ კანონიერებას. დამყარდა პიროვნული ხელისუფლება.

მოაზროვნე  მოაშორეს  პოლიტიკას. მდგომარეობას  ამძიმებდა  ის  რომ გარდაიცვალა  მისი საყვარელი ქალიშვილი ტულლია.

ცუდ  მდგომარეობაში  ჩავარდნილ  ციცერონს  შველის  ფილოსოფიური აზრი.

მან  თავის  თანამედროვეებს  წარუდგინა  ანტიკური ხანის დიდი  ფილოსოფიური სკოლები, განსაკუთრებით  მისი საყვარელი  სტოიციზმი და  პლატონიდან  გამოსული სკოლა აკადემია.

 

ძვ.წ.  მე-4  საუკუნეში  ზენონთან  ერთად  გაჩენილი  სტოიციზმი  ბედნიერებას,  ანტიკური  ფილოსოფიის  ფუნდამენტურ  საზრუნავს, უკავშირებს აადამიანის  მორალურ  ღირსებებს  და  სათნოებებს.

ციცერონის  ტექსტების  სტოიკური  ტონალობა  ცხადია.

ბედნიერი  შეიძლება  იყოს  მარტო ვნებებისგან და  ჟინისგან  თავისუფალი  ადამიანი იმიტომ რომ ბედნიერება განუყოფლადაა დაკავშირებული ადამიანის  მორალურ  ღირსებებთან.

 

უმაღლესი  სიკეთეა  საკუთარი  სულის  გადაქცევა  ღირსება-სათნოებებით  სავსე აუღებელ ციხე-სიმაგრედ.

ამ  ღირსება-სათნოებებს  შორისაა  ურყევობა მტრულ გარემოშიც, სიფრთხილე-ზინდახედულება, შესაძლო უსიამოვნებათა  წინასწარ  განჭვრეტა.  არ  უნდა  გაგაოცოს  მორიგმა  უბედურებამ.  და  ვნებებისგან და  ჟინისგან სრული თავისუფლება.

 

ვნებების  ორი წყაროა დარდი და  შიში  სავარაუდო  ბოროტების გამო, მეტისმეტი სიხარული და  და  მომხიბლავი რაღაცის  დანახვით აღძრული სურვილი. ესეც  სტოიკური იდეაა.

 

ნება  და  გონება

ე.ი.  ვერანაირი  ბედნიერება  ვერ  იქნება  ადამიანის  უდიდესი სიმდიდრე  გონების  გარეშე.

ამით  უახლოვდება  ციცერონის ოპტიმიზმი  ფრანგული  მე-18 საუკუნის  განმანათლებელთა  და სტოიკოსთა  ოპტიმიზმს.

მაგრამ ციცერონი  ზოგჯერ  დასცინის  იმ სტოიკოსებს  რომლებიც ამბობენ რომ ადამიანი შეიძლება  ბედნიერი იყოს წამების  დროსაც.

ციცერონი  იზიარებს  სტოიკოსთა  აზრს  რომლის  თანახმადაც ჩვენს  თავს  დატეხილ უბედურებათა  მიზეზია  თვითონ ჩვენი მცდარი  შეხედულებები.

გონების  სამსახურში  ჩამდგარი  ნება გადაუკეტავს  გზას ირაციონალურ  მოძრაობებს, ჟინს, ვნებებს…

 

Sophie Pujas

 

 ციცერონი, საკუთარ  ბაღში  ფიქრი-მედიტაციის  ხელოვნება

 

ბაღი და  მისი  მოშინაურებული  ბუნება სიცხადის  და  სიმშვიდის  ნიშანი  იყო  რომაელებისთვის.

ამაზე  თავის  წერილებში  მოწმობს  ძველი  რომის  ერთ-ერთი  ყველაზე  სახელგანთქმული  მწერალი და ორატორი ციცერონი.

 ციცერონის  ცხოვრება //ძვ.წ.106-43//  სავსე  იყო  მისი  მღელვარე პოლიტიკური კარიერით გამოწვეული  დარდებით.

მისი  ნუგეში  იყო სეირნობა  მის  საკუთარ ბაღში.

ციცერონს  ჰქონდა 2 ბაღი  რომელთა  ზუსტი  ადგილმდებარეობა არაა დადგენილი…

ციცერონისთვის  ბაღი  არის  სულიერი ადგილი.

ეს  მოთვინიერებული  და  შემკული  ბუნება  არის  ვნებებით ამტუტებული სამყაროსგან განდგომის  და ღრმად დაფიქრების, მედიტაციის ადგილი.

   ბუნების  დამარცხება

 

სიწყნარე, სიმშვიდე, სიმწვანე, ბაღი ბედნიერების  სინონიმია სტოიციზმში  შეყვარებული ციცერონისთვის…

 

რომაელებისთვის  გემოვნებით  გაშენებული  ბაღი  არის  ადამიანის  მიერ  ბუნების  დამარცხების აღმნიშვნელი  საზეიმო მიზანსცენა.

პირველ  რიგში კი აარწყავი  არხების  გაყვანის  და  შადრევნების შექმნის  ხელოვნებით  გვალვის  დამარცხების აღმნიშვნელი სანახაობა…

 

ბაღები  იქცა  რომაელთა  საცხოვრებელი  სახლების  და ვილების  სავალდებულო გაგრძელებად.

ბოლოს  და  ბოლოს  რომაელ  დიდებულთა  სასახლეების  კედლებიც კი  შიგნიდან იყო მოხატული ხეხილის  ხეების, მწვანე  ტყეების  და  ა.შ. გამოსახულებებით. მოკლედ, მათ სურდათ სახლიდან ფეხის გაუდგმელად ყოფნა ბაღში…

 

მარკუს  ავრელიუსი  და  შინაგანი  ციხე-სიმაგრე

 

სიკვდილის  მიახლოებისას  დაწერა  რომის  იმპერატორმა  მარკუს ავრელიუსმა //121-180//  შნიშვნები  რომლებშიც  ის ძლიერი,ზოგჯერ მძაფრი ფორმულებით საკუთარი  თავისგან  მოითხოვს  გონების  გზით  სიარულს.

მრცხრე-მეათე საუკუნის ეპისკოპოსი  Arethas-ის  წყალობით მარკუს  ავრელიუსის  ზოგმა  შენიშვნამ  მოაღწია  ჩვენამდე.

ისინი  გამოქვეყნდა სათაურით 

« აზრები საკუთარი თავისთვის » .

ამ  ნაშრომმა  რომის  იმპერატორი გადააქცია სტოიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ  ყველაზე  მნიშვნელოვან წარმომადგენლად.

ნაშრომი  დაიწერა  აპოგეაში მყოფი  იმპერიის  საზღვრებთან.

მაგრამ იყო ოცწლიანი მღელვარებები //  სასაზღვრო ომები, შავი  ჭირის ეპიდემიები, წყალდიდობები და მიწისძვრები//

ყველაფერმა ამან გამოაჩინა  სულიერი  სიმშვიდის  მაძიებელი იმპერატორი.

 უნივერსალური, საყოველთაო გონება

ეს  აზრები  არ  ქმნიან  ფილოსოფიურ თეორიას  როგორც ასეთს.

ეს  უფრო არის  სტოიკური შთაგონების სულიერი სავარჯიშოები.

იმპერატორი  საკუთარ  თავს მოუწოდებს წესრიგისკენ რათა  ყურადღების  ცენტრში მოაქციოს გონება, ტოგორც ეს  სურდათ  სტოიკოსებს.

სტოიკოსების  აზრით მსოფლიოს  მართავს უნივერსალური საყოველთაო, კოსმიური გონება  და არა რომის იმპერატორის ნება.

ფრონტზე  მყოფმა იმპერატორმა დაინახა ის  რასაც მუდამ აცხადებდნენ სტოიკოსები :

ხელისუფლების  მწვერვალზე მყოფიც  ვერ შეუშლის ხელს ბედის, ხვედრის  მსვლელობას, ვერ  შეაკავებს სიკვდილს.

ეპიქტეტეს  მსგავსად ისიც ამბობს რომ ბედნიერება  ვერ  დაეფუძნება გარეშე, გარეგან რამეებს.

გარეშე სამყაროს  მიერ  გამოწვეული წუხილი და ტანჯვას ვერ გაექცევი გინდა  ზღვას  შევაფაროთ თავი და გინდა მთას აზუსტებს იმპერატორი მარკუს ავრელიუსი.

დარდებს  და  ტანჯვას  შეიძლება დაემალო მარტო საკუთარ თავში.

საკუთარი  თავი  უნდა  გადააქციო  აუღებელ ციხესიმაგრედ, აუღებელ ციტადელად.

ამისთვის  უნდა  მოთოკო  საკუთარი წადილები, მსჯელობები, ნება, ყველაფერი ეს  უნდა  დაუმორჩილო გონებას.

 

რომის  იმპერატორის მარკუს ავრელიუსის  თქმით ბედნიერები რომ ვიყოთ  საკმარისია  ვიყოთ სამართლიანები, გულუხვები, ილუზიებს მოკლებულები.

შეიძლება  დაგვეხმაროს  ტანჯვათა  და  უსიამოვნებათა წინასწარ განჭვრეტა.

იმპერატორი  გვეუბნება  რომ გარიჟრაჟიდანვე უნდა  ვუთხრათ საკუთარ თავს რომ დღის მანძილზე  შევხვდებით მოურიდებელსაც, უმადურსაც, თავხედსაც, შურიანსაც, ასოციალურსაც, სხვა უმსგავსსაც.

მიცვალებულთა  და  გარდაუვალი სიკვდილის გახსენებამ უნდა გვიბიძგოს საუკეთესოდ გარჯისკენ.

მახე  და  ხაფანგი იმდენია  რომ გზას რომ არ ასცდე უნდა იცოდე  ყველაფრისთვის  თავისი ადგილის  მიჩენა. ხორციელი  ტკბობა-სიამოვნებაც არარაობაა.

არაფერს აქვს  ის  მნიშვნელობა  რასაც  მას  ვანიჭებთ.  სიცოცხლეც წერტილია  და მეტი არაფერი, გვეუბნება  ფილოსოფოსი იმპერატორი.

« ადამიანის ცხოვრების  ხანგრძლივობა  წერტილია  და  მეტი არაფერი. მისი არსი მუდამ მიედინება. მიშეგრძნებები წყვდიადია და  მეტი არაფერი.

ამდენი  ელემენტისგან შემდგარი ადამიანის სხეული იოლად ირყვნება და იხრწნება. მისი სული ქარიშხალია. მისი ხვედრი ბნელი გამოცანაა. მისი დიდება  უაზრობაა…

ყველაფერი მიედინება  და ამაოა.

ცხოვრება  ბრძოლაა  და  უცხოელის მოგზაურობა.

და  სიკვდილის შემდეგ  გველის  დავიწყება.

და  საითკენ  უნდა  წავიდეთ  ამდენი ეკლის  შუაგულში ?

ერთადერთი  მეგზურია  ფილოსოფია.

და  ფილოსოფია, სიბრძნის  სიყვარული  ისაა  რომ ჩვენში  მცხოვრები გენია, სული, დარჩეს წმინდა, შეუბღალავი, დაუზიანებელი, სიამოვნებებზე  და  ტანჯვებზე  უფრო ძლიერი.

ის  უნდა  მოქმედებდეს  სიმსუბუქის, სიყალბის. დამალვის გარეშე. მას არ უნდა  სჭირდებოდეს იმის  გაგება  თუ რას აკეთებს ან რას არ აკეთებს  სხვა. მან  უნდა  მიიღოს  ყველა  მოვლენა და  ხვედრი როგორც გამოვლინება წყაროსი საიდანაც მოდის თვითონ.

ადამიანი  წყნარად, მშვიდად უნდა ელოდოს  სიკვდილს, რომელშიც  უნდა  ხედავდეს  მხოლოდ  დაშლას, გაფანტვას ელემენტებისა  რომლებისგანაც  შედგება ყველა არსება.

ადამიანმა  შორეული  თავშესაფრები შეიძლება ეძებოს ველ მინდვრად, ზღვის სანაპიროზე, მთაში…

მაგრამ ყველაზე მშვიდ და უშფოთველ თავშესაფარს ის ნახავს საკუთარი სულის  შიგნით….

შეინახე  შენ გულში  ის  მოკლე  და  ურყევი  მაქსიმები  რომლებზე  დაფიქრებაც შენს სულს  მოუტანს  სიმშვიდეს. …

დაბოლოს  მუდამ გაიხსენე  ხოლმე თვითონ შენს  მიერ  ნანახი ყველა  ცვლილება.

სამყარო არის  მუდმივი, უწყვეტი გარდაქმნა და მეტი არაფერი და  ცხოვრება  არის  მხოლოდ  იდეა, აზრი….»

 

ხვედრის სიყვარული

მაგრამ არაფერი  უშლის ხელს  იმას  რომ გვქონდეს  მოვალეობის  გრძნობა, სულაც პირიქით.

უნივერსალური, საყოველთაო აზრი არ  მოგვათავსებდა  აქ  უაზროდ და უმიზნოდ.

მარკუს  ავრელიუსი კი არის ფილოსოფოსი, მაგრამ იმპერატორადაც რჩება.

მისი ამოცანაა  იმპერიის  მართვა იმდენად კარგად  რამდენიც მას  ძალუძს.

ესაა მისი ხვედრი და  მისი ფილოსოფიური მიდრეკილებები უნდა ემსახურებოდეს ამ მისიას.

ფილოსოფოსობამ ის არ უნდა ააცდინოს გზას.

ამიტომ არ ვარდება ის მწიგნობრულ ცოდნაში.

მარკუს ავრელიუსს  რჩება  მიღება  იმისა რაც ხდება  და მომხდართან შესაბამისობაში ყოფნა.

ბედნიერება არის ამაში,ხვედრის სიყვარულის ამ უნარში.

ეს  ნაშრომი  წარმოადგენს გამარტივებულ და ნაკლებად ორიგინალურ სტოიციზმს.

მაგრამ მარკუს  ავრელიუსის  მაქსიმებს  აქვს  შეუდარებელი  ძალა  და  ამიტომ მოქმედებენ ისინი დღევანდელ ადამიანზეც.

 

გაგრძლება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s