საფრანგეთის გასამართლება?

https://www.causeur.fr/rafle-du-vel-hiv-la-france-coupable-forcement-coupable-18469

ოკუპირებული  საფრანგეთის  გასამართლება?

თუ  ოკუპირებული  საფრანგეთის  გასამართლება  შეიძლება მით უფრო შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის მცირე იმპერიად გამოცხადებული საქართველოს ჰაი ჰაი…

თუ  მოინდომებ საფრანგეთსაც გამოაცხადებ დამნაშავე ქვეყნად.

Luc Rosenzweig, Vel d’Hiv-ის დევნა:

საფრანგეთი  დამნაშავეა, უეჭველად  დამნაშავეა! //Rafle du Vel d’Hiv : la France coupable, forcément coupable !//,

2012 წლის  23 ივლისი

 

საფრანგეთის  ნაციზმისგან  მხსნელი  შარლ   დე  გოლი   და  მიტერანი  თვლიდნენ  რომ  საფრანგეთში  დამყარებული  ვიშის  რეჟიმი  რომელიც  თანამშრომლობდა  ჰიტლერთან  არის  ტრაღიკული  პაუზა  საფრანგეთის  ისტორიაში  და  რომ  ვერც  ფრანგი  ერი  და  ვერც  საფრანგეთის  რესპუბლიკა  ვერ  ჩაითვლებოდნენ  პასუხისმგებლად  იმაზე  რასაც  ჩადიოდნენ ებრაელების  წინააღმდეგ  ვიშის რეჟიმი და  მისი ფუნქციონერები.

 

 

 საფრანგეთის პრეზიდენტმა  ფრანსუა ოლანდმა  კი  განაცხადა  რომ  1942  წლის 17  ივლისს  ველ დივის  ებრაელთა  დევნა იყო   « საფრანგეთის მიერ  საფრანგეთში  ჩადენილი  დანაშაული».

ამით  მან  უბრალოდ  გააგრძელა  ამ  თემაზე  საფრანგეთის  პრეზიდენტი  ჟაკ  შირაკის  მიერ  გამოთქმული  პოზიცია.

იმისთვის  რომ  მეტი წონა  მიეცა  თავისი პოზიციისთვის სიტყვის  წარმოთქმის წინ ფრანსუა  ოლანდმა  მოაწყო დიდად  მედიატიზებული  ვიზიტი  ჟაკ  შირაკთან  ბიტის  შატოში  კორეზეში.

 

მაგრამ  ი  კამათი  ნაცისტი  ოკუპანტის და  მისი  ფრანგი  მსახურების  თავ-თავის  პასუხისმგებლობაზე  შოას  ანუ   ებრაელთა  გენოციდის მოწყობაში, მათ  შორის Vel d’Hiv-ის  დევნაში   არ  დამთავრდება.

 

// ფრანსუა  ოლანდი  არის  მემკვიდრე  იმათი ვინც უკვე 1968 წლის  მაისში დასდევდა  შარლ დე  გოლს  ფაშისტო ფაშისტოს ძახილით  დღეს  უკვე  პატივცემული  ევროპარლამენტარი  და მაშინ  სულ  თავქარიანი სტუდენტი დანიელ  კონ ბანდიტის  და მისი ძმაბიჭ-დაქალების მემკვიდრე //.

ხოდა  // სულ  თავქარიანი ბიჭუნა  ბდანიელ კონ ბანდიტის //  მემკვიდრე  ფრანსუა  ოლანდი  ჟაკ  შირაკზე  უფრო  შორს  წავიდა.

მან  თქვა  რომ დამნაშავეა  საფრანგეთი და არა ჰიტლერთან, ნაცისტ  ოკუპანთან  ფრანგ  თანამშრომელთა ჯგუფი პეტენის ხელმძღვანელობით.

ოლანდის  თქმით  საფრანგეთი  იყო  მთავარი  დამნაშავე  საფრანგეთის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაელთა დევნაში.

 

ხოდა  ფრანგულმა   გაზეთმა  ლიბერასიონმა  ველ დივის  ებრაელთა  დევნა  გამოაცხადა  ფრანგულ დანაშაულად.

ვერ  გაბედავენ  იმის  თქმას  რომ ჰუმანისტმა  ადოლფ  აიხმანმა 1942  წლის 10 ივლისს  ტელეფონით  დარეკა პარიზში  რათა  დაეშოშმინებინა   სულ გამხეცებული  ფრანგი  ანტისემიტები კოლაბორაციონისტები,  ბუსკე  და ა.შ. , მაგრამ…ნაცისტებთან  მებრძოლი  შარლ დე  გოლის, ანტინაცისტური კომუნისტური წინააღმდეგობის, ნაცისტებთან  ბრძოლაში დაცემული ანტუან დე სან-ეგზიუპერის, ნაცისტების  მიერ  დევნილი ებრაელების  მშველელი  სახელგანთქმული  მღვდელი  და მოღვაწე  მამა პიერის  საფრანგეთი გაქრა მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებიდან  მისი ადგილი  მედია-სივრცეში დაიკავა  დამნაშავე  მხეცმა  ანტისემიტმა კოლაბორაციონისტმა ურჩხულმა.

 

გაქრა  მთავარი  ბდამნაშავის, ოკუპანტი ნაცისტური გერმანიის  ხსენებაც.

მთავარი  დამნაშავეა  ნაცისტების მიერ  ოკუპირებული საფრანგეთი  და  არა  ოკუპანტი  ნაცისტური  გერმანია, ეს იყო ფრანსუა  ოლანდის  ბოდიში  აზრი.

 

   ცოტა  რამ   ისტორიიდან

https://actu.orange.fr/france/rafle-du-vel-d-hiv-macron-reaffirme-devant-netanyahu-la-responsabilite-de-la-france-CNT000000KY1oj.html

 

საფრანგეთის  ოკუპაცია  ნაცისტური გერმანიის  მიერ // ვიკიპედიიდან//

ნაცისტური  გერმანიის  მიერ  საფრანგეთის  ოკუპაცია  დაიწყო  1940 წლის 12 ივნისის  დაზავებასთან  ერთად და  დამთავრდა  ქვეყნის  ტერიტორიის  თანდათანობით განთავისუფლებით 1943  წლის  სექტემბერ-ოქტომბრიდან კორსიკაში და 1944  წლის ივნის-აგვისტოდან კონტინენტურ  საფრანგეთში.

ყველაფერს წინ  უსწრებდა  მოკავშირეთა  გადასხდომა ფრანგულ  ჩრდილოეთ აფრიკაში // მაროკო, ალჟირი// 1942 წლის ნოემბერში.

 

ოკუპაციის  პერიოდში  საფრანგეთის  ტერიტორია  დემარკაციის  ხაზით გაყვეს მესამე  რაიხის  შეიარაღებული  ძალების მიერ ოკუპირებულ  ზონად  ჩრდილოეთში  და ე.წ. თავისუფალ ზონად  სამხრეთში

თეორიულად  ფრანგული  სუვერენიტეტი  ვრცელდებოდა  მთელ ტერიტორიაზე  ოკუპირებული  ზონის  და იმპერიის  ჩათვლით.

თეორიულად  იყო  საფრანგეთის მთავრობა რომელსაც  ხელმძღვანელობდა  მარშალი  პეტენი, 1940 წლის 10 ივლისამდე საბჭოს  თავმჯდომარე და შემდეგ  ვიშის  რეჟიმის ფარგლებში სახელმწიფოს მეთაური.

რეალურად კი საფრანგეთი  ემორჩოლებოდა  ნაცისტურ გერმანიას.

ყველა  ოკუპირებული  ქვეყნის  მსგავსად

საფრანგეთი  იძარცვებოდა ეკონომიკურად, ფინანსურად, ადამიანურად, ტერიტორიულად

//  ნაცისტებმა მოახდინეს  ალზასის  და  მოზელის ანექსია//.

ნაცისტებთან  თანამშრომლობაზე, კოლაბორაციონიზმზე  ორიენტირებული ვიშის რეჟიმი  მხარს უჭერდა  ბრძოლას  ანტინაცისტური წინააღმდეგობის წინააღმდეგ  და  ავტონომიურად  დევნიდა  ებრაელებს, ხელს უწყობდა  მათ  გადასახლებას  გერმანიაში და  პოლონეთში.

ნაცისტური  გერმანიისადმი  მორჩილების ეს მდგომარეობა დამძიმდა მაშინ როდესაც საფრანგეთის  ჩრდილო აფრიკაში მოკავშირეთა გადასხდომის შემდეგ 1942 წლის ნოემბერში მოხდა სამხრეთის ზონის ოკუპაცია.

 ნაცისტური  გერმანიის  მიერ  ოკუპაციის პერიოდში  საფრანგეთის მოსახლეობას ტანჯავდა გაჭირვება და რეპრესიები.

 

საფრანგეთის  ოკუპირებული  ზონიდან საფრანგეთის  ასე  ვთქვათ  თავისუფალ ზონაში  გადასასვლელად  ანუ  თავისი  საკუთარი  ქვეყნის  ერთი  მხარიდან  მეორეში  წასაავლელად  ფრანგებს  უნდა  გადაელახათ  სადემარკაციო ხაზი, ნამდვილი  საზღვარი,  რომელსაც  იცავდნენ  ნაცისტური  მესამე  რაიხის ჯარისკაცები.

 

იმ ფრანგებს  ვისაც  უნდოდათ  თავისი  საკუთარი  ქვეყნის  ერთი ნაწილიდან მეორეში  ოფიციალურად  გადასვლა  თან უნდა  ჰქონოდათ Ausweis ანუ პირადობის  მოწმობა ან Passierschein ანუ  გადასვლის  უფლება, საოკუპაციო  ხელისუფლების  მიერ გაცემული  დოკუმენტები.

 

ანტინაცისტური  წინააღმდეგობის  ქსელების  წყალობით  ფრანგები  რა  თქმა უნდა ახერხებდნენ  თავისი  ქვეყნის  ერთი ნაწილიდან  მეორეში  ფარულად, ხოხვით  და  ფორთხვით  გადაპარვასაც.

 

მაგრამ  ნაცისტებისგან  და  ნაცისტების  მსახური  ვიშის  რეჟიმისგან  საფრანგეთის  განმანთავისუფლებელ  შარლ დე  გოლთან  უკვე 1968  წლის  მაისში  მებრძოლი  თავქარიანი  ბიჭუნა  დანიელ კონ  ბანდიტის  მემკვიდრეებს რა…

 

ისინი  ოკუპირებულ  საფრანგეთს  დღეს  აცხადებენ  დამნაშავე ქვეყნად.

 

და  არაფერს  ამბობენ  საფრანგეთის  ოკუპანტი  ნაცისტური  გერმანიის  როლზე.

 

 

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრომ და იზრაელის პრემიერ  მინისტრმა  ბენჟამინ  ნეტანიაჰუმ  გაიხსენეს  ველ დივი  და  გაამჟღავნეს მათი სიახლოვე.

 

2017  წლის  16  ივლისს  პარიზში  შედგა 

Vel d’Hiv-ის  ებრაელთა  დევნის  გახსენების  მემორიალური  ცერემონია.

 

ეს  უბედურება  ერთად  გაიხსენეს  საფრანგეთის  პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრომ  და  იზრაელის პრემიერ  მინისტრმა ბენჟამინ ნეტანიაჰუმ.

// არ  მახსოვს  რო ბატონ  ნეტანიაჰუს  ოდესმე  გაეხსენებინოს  ოფიციალურად  ებრაელთა  უბოროტეს  მტერ  ნაცისტებთან ბრძოლაში  დაღუპული  ეგზიუპერი და  სხვა  ფრანგები, მაგრამ რა//.

 

 საფრანგეთის  პრეზიდენტმა  და  იზრაელის  პრემიერმა  ერთად  გაიხსენეს  1942  წელს  ოკუპირებულ  საფრანგეთში  მომხდარი  მართლაც  დიდი  უბედურება, ებრაელთა  მასობრივი  დევნა  პარიზში.

შემდეგ  მათ   ძალიან  გულითად  ატმოსფეროში  ჰქონდათ პირველი  გაღრმავებული  შეხვედრა.

 

ბატონები  მაკრო  და ნეტანიაჰუ   უკვე  შეხვდნენ ერთმანეთს  ცოტა  ხნით  ბატონი მაკროს  საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის  შემდეგ,  მაგრამ  კვირას  იყო  პირველი  ოფიციალური  შეხვედრა  და  სერიოზული  საუბარი  მათ  შორის იზრაელ-პალესტინური კონფლიქტის შესახებ.

ბატონი  ნეტანიაჰუ იყო დაპატიჟებული

Vel d’Hiv-ის  ებრაელთა  დევნის, საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთი  ყველაზე  შავი  ეპიზოდის მემორიალურ  ცერემონიაზე, რაც პრემიერაა  იზრაელის ხელმძღვანელისთვის.

 

საფრანგეთის  პრეზიდენმა  ბატონმა  მაკრომ  მტკიცედ გაიმეორა  რომ  პასუხისმგებელია  საფრანგეთი და  საფრანგეთის იმდროინდელი მთავრობა.

 

1942  წლის  16  და 17 ივლისს  საფრანგეთის ოკუპანტი ნაცისტების მოთხოვნით და ნაცისტების მიერ  ოკუპირებული აფრანგეთის  მთავრობის  ბრძანებით  დააპატიმრეს 13.152  ებრაელი, მათ  შორის  3 ათასი პატარა  ბავშვი  რომლებიც ჯერ  არაადამიანურ პირობებში დაამწყვდიეს 4 დღის მანძილზე  ზამთრის  ველოდრომზე // რომელიც  დაანგრიეს 1959 წელს// და  შემდეგ  პატიმრები  გადაასახლეს  სიკვდილის  ბანაკებისკენ.

 

// მე  გადავიხდიდი  ამ  მხეცური ოკუპაციისთვის  ბოლოს  მომღები ფრანგი  შარლ  დე გოლის  და  მის  თანამებრძოლთა  იუბილეებს, მაგრამ ვინ მეკითხება  რამეს. გამოდის ჯალათების იუბილე//.

ბატონმა  ნეტანიაჰუმ  ფრანგულად  გადაუხადა  მადლობა  მოწვევისთვის მასპინძელს. მან  თქვა  რომ  მისი მოწვევა  არის ძალიან, ძალიან ძლიერი  ჟესტი  რომელიც  მოწმობს  საფრანგეთის  და  იზრაელის ძველ და  ღრმა  მეგობრობაზე.

 

 არადა  ამ  მიწვევის  გამო  ზოგი  კბილებს აღრჭიალებდა.

ზოგმა  ებრაელმაც  კი  დაგმო  წმინდა  ფრანგული  ისტორიის  ინსტრუმენტალიზაცია.

 

ბატონმა მაკრომ  კი ემოციურად  დაგმო ანტისემიტიზმი, და ანტისემიტიზმის  ახალი ფორმა  ანტისიონიზმი.

სახელმწიფოს  მეთაურმა  ჩამოთვალა  ბოლო წლებში  მომხდარი  ანტისემიტური  აქტების  და  ტერაქტების მსხვერპლთა  სახელები, მაგრამ  არ  დაივიწყა  არც  მემარჯვენე  ექსტრემისტების მიერ 1995 წელს მოკლული მაროკოელი და  კათოლიკე  მღვდელი  რომელიც  ჯიხადისტებმა  მოკლეს 2016  წელს..

 

შემდგე ბატონებმა  მაკრომ და  ნეტანიაჰუმ ერთ  საათზე  მეტი ისაუბრეს ელისეში. იყო  გულთბილი  ატმოსფერო…

 

http://www.jeanmarcmorandini.com/article-370413-vel-d-hiv-emmanuel-macron-c-est-bien-la-france-qui-organisa-la-rafle-puis-la-deportati

Vel d’Hiv – Emmanuel Macron: “ნამდვილად  საფრანგეთმა  მოაწყო  ებრაელების  დევნა და  დეპორტაცია…ჩვენ არაფერს  დავუთმობთ  ანტისემიტიზმის ახალ ფორმა  ანტისიონიზმს…. »…

 

მოკლედ  დამნაშავეა  ოკუპირებული  და  არა  ოკუპანტი.

 

 

არადა  დიდად  დამაფიქრებელი  ფაქტი-არსებობს  ებრაული, იუდაური ანტისიონიზმიც.

საოცრება,  ულტრაორდოქსი  ებრაელები რომელთაც სძულთ  იზრაელი.

 

http://www.lepoint.fr/monde/ces-juifs-ultraorthodoxes-qui-haissent-israel-06-01-2012-1416179_24.php

 

 არის ანტისიონისტ ჰარედიმთა  სექტა

 

რამდენი გიჟია….

Neturei Karta, რომელსაც  უნდა იზრაელის  ადგილზე პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.

შეხვედრა  მის   წარმომადგენელ Israël Hirsch-თან.

Neturei Karta  არამეულად  ნიშნავს  ქვეყნის  მცველებს.

ესაა  ულტრაორდოქს  ებრაელთა //ჰარედიმთა// სექტა.

ამ  სექტის  აზრით  იზრაელი წარმოადგენს  ყველაფერს  რაც  არის  ყველაზე ციდვილი..

 

მათი  ანტისიონიზმის  მიზეზი ისაა  რომ  ებრაული  სახელმწიფო  შეიქმნა მესიას მოსვლამდე.

ისინი  თვლიან რომ    სიონისტური  ერთეული   დღეს  მათ  ჩაგრავს  და  ამიტომ ისინი  იერუსალიმში  დრო და  დრო აწყობენ მანიფესტაციებს. დეპორტირებულთა  უნიფორმაში გამოწყობილ ამ  მანისფესტანტებს უკავიათ ხოლმე  ყვითელი  ვარსკვლავები.

ზოგი  მათგანი  ბოლო  დროს  გამოირჩა  იმით  რომ  მოითხოვა ავტობუსებში ქალების და მამაკაცების  გამოყოფა ერთმანეთისგან.

ფრანგული  გამოცემა Le Point   შეხვდა  მათ წარმომადგენელ რაბინ  Israël Hirsch-ს.

Le Point :  რას  ედავებით  სიონისტებს?

Israël Hirsch : ჩვენი  მოძრაობა  გაჩნდა მე-19  საუკუნეში  სიონიზმის საწინააღმდეგოდ.

დღეს  ვართ  ორგანიზაცია  ოფიციალური სტატუსის გარეშე. სიონიზმის  ყველა მოწინააღმდეგეს  შეუძლია ამ ორგანიზაციის  წევრად გახდომა.

ჩვენ ვდიქრობთ რომ არ არსებობს იზრაელის  სახელმწიფოზე  უფრო ცოდვილი რამ  ვინაიდან ისაა   ღმერთის მიერ  იაკობისთვის  მიცემული სახელი  იზრაელის, ყველაზე  წმინდა  სახელის  ფალსიფიკაცია  პოლიტიკური მიზნით.

 სიონიზმმა  მოწყვიტა  ებრაელი  ხალხი თორასგან  და  სინას  მთის  დოქტრინისგან.

ამას  გარდა  ჩვენის  აზრით  სიონიზმმა ისე  შეაძულა  სხვებს  ებრაელები  როგორც არ ყოფილა ადრე.

 

 მაშ  რატომ  უნდა  იცხოვროთ  იზრაელში თუ  კი ებრაული  სახელმწიფოს კონცეფცია  უწმინდურია თქვენი აზრით?

ჩემი  ოჯახი აქ ცხოვრობს 150 წელია, აი რატომ

ჩვენ  ჩამოვედით ლიტვიდან.  ჩვენ გვინდოდა  ღმერთთან უფრო ახლოს ყოფნა.

აქ  ჩამოვედით  იმისთვის  რომ ვილოცოთ და არა სახელმწიფოს დასაარსელებლად.

ჩვენ აქ  ვიყავით 1948  წლამდე  და თუ  ღმერთს სურს ვიქნებით აქ იზრაელის  სახელმწიფოს გაუქმების შემდეგაც.

იღებთ  თუ არა  ებრაული  სახელმწიფოს სუბვენციებს?

შვენ  ვცხოვრობთ  მნიშვნელოვანწილად  აშშ-დან  მოსული  დახმარებით  ვინაიდან ჩვენ არ  ვმუშაობთ. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა, ეძღვნება  თორას შესწავლას.

ჩვენ მთლიანად  მოწყვეტილები ვართ  სიონისტური  ერთეულისგან და  სოციალური ორგანიზმებისგან.

როდესაც ჩვენი ბავშვები  ჩნდებიან ჩვენ არ  ვატარებთ მათ  რეგისტრაციაში, არ აღვრიცხავთ მათ.

და  ჩვენ არა  გვაქვს იზრაელის პირადობის მოწმობის ბარათი.

მე  ვარ  ამერიკის  მოქალაქე.

Haredim-თა უმრავლესობა  არც  სიონისტურ   ჯარში მსახურობს.

Haredim-თა   ერთ-ერთი  ყველაზე  ექსტრემისტული  თემი Toldot Aharon-ის წარმომადგენელმა Yaël Krois-მა  ამას  წინ განაცხადა  რომ მას  მომავალი  პალესტინელი ერი ურჩევნია იზრაელს.  თქვენ რას  ფიქრობთ ?

მე  ვიზიარებ Yaël Krois-ის  აზრს.

ჩვენ პალესტინელთა  პროექტს  მხარს  ვუჭერთ 1964  წელს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის  შექმნიდან.

ამ ქვეყანას  ხმელთაშუა  ზღვიდან იორდანემდე  უნდა  ხელმძღვანელობდეს  პალესტინური ხელისუფლება.

 ჩვენ  არ  ვუჭერთ მხარს  იდეას  ორი  სახელმწიფოსთვის  ორი ხალხის  შესახებ.

უნდა  იყოს 1 პალესტინური სახელმწიფო  2  ხალხისთვის….

მოკლედ   უფრო  მარგინალური  მაგრამ დამაფიქრებელი  რეალობაა-არსებობს  ებრაული  ანტისიონიზმიც….

რამდენი გიჟია, უფალო შეგვიწყალე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s