ევროპელი Edward Bach 1

 ახალი დროის ნიჰილიზმმა, ცინიზმმა  და უბადრუკმა მატერიალიზმმა  ვერ მოსპო საინტერესო კაცები

Edward Bach - .

 რიჩარდ  ბახი, მკურნალობა ყვავილებით. ეს  საინტერესო წიგნი ფრანგულად კიდევ  ერთხელ გამოიცა 1985 წელს.

 

Richard Bach, La guerison par  fleurs,

რიჩარდ  ბახი, მკურნალობა ყვავილებით. ეს  საინტერესო წიგნი ფრანგულად კიდევ  ერთხელ გამოიცა 1985 წელს.

სახელგანთქმული ექიმი,  ბაქტერიოლოგი და ჰომეოპატი   Edward Bach (1886-1936)  იყო იდეალისტი, მისტიკოსი

 

 ღსახელგანთქმული  ევროპელი Edward Bach

http://www.aeme.fr/fleurs-de-bach/biographie-docteur-edward-bach/

 

ის  ჩამოშორდა  ალოპათურ, უმთავრესად წამლებზე დაფუძნებულ   მედიცინას  იმიტომ რომ მისი  თქმით  ეს  მედიცინა  მიზნად  ისახავის კურნავს  ავადმყოფობის  განკურნებას  და  ყურადღებას  არ აქცევს   ავადმყოფს.

მისი  თქმით  ალოპათური  მედიცინა  ერთნაირად  მკურნალობს ერთი და  იგივე ავადმყოფობით  დაავადებულებს  ისე რომ  არ  უწევს  ანგარიშს ავადმყოფთა  პიროვნებას მაშინაც  კი როდესაც  ეს  მკურნალობა შველის ზოგ პაციენტს, ზოგს კი არა.

Edward Bach  დაიბადა  1886  წლის 24  აექტემბერს  ბირმინგემის  ახლოს  მდებარე  სოფელ Moseley-ში, ინგლისში.

სულ ახალგაზრდა Edward Bach -ის ჯანმრთელობა  სუსტი  იყო  და  მშობლებს  მოუწიათ დიდი  ყურადღების  გამოჩენა.

 

დროთა  მანძილზე  მისი  ჯანმრთელობა  გაუმჯობესდა. ის  ბევრს  დასეირნობდა  სოფელში და  მის  არემარეში, გახდა  მდუმარე, დაფიქრებული  ყმაწვილი.

ის  უთანაგრძნობდა  ათასი რამით  შეწუხებულ ადამიანებს  და  მან მალე ირწმუნა  რომ  ის ერთ მშვენიერ დღეს  გახდებოდა  ექიმი  და შექმნიდა მკურნალობის  მარტივ და  ინტუიტიურ სისტემას.

მას  არ  უნდოდა  მშობლებისთვის  მედიცინის  შესასწავლად  აუცილებელი  ფულის  თხოვნა.

მან  3  წელი  იმუშავა  მამამისის  ჩამომსხმელ  ქარხანაში // fonderie//.

ეს  მისთვის  იყო  ძნელი  პერიოდი, მაგრამ  მან უამრავი  რამე  გაიგო  კოლეგებზე  დაკვირვებით. მას  უნდოდა  მათი  მდგომარეობის  შემსუბუქება.

ის  ბოლოს  და  ბოლოს  გამოუტყდა მამას  რომ უნდოდა  ექიმად  გახდომა.

მისთვის  სასიხარულოდ  მამა დათანხმდა  მის სწავლისთვის  ფულის გადახდაზე.

ასე  დაიწყო 20  წლის Edward Bach-მა  მედიცინის  სწავლა.

 

მას  ესმოდა  რომ  თეორიას  აქვს  თავისი  საზღვრები და  მთავარია პრაქტიკა.

Edward Bach  მალე  მიხვდა  რომ ავადმყოფობის მკურნალობა საკმარისი არაა, რომ  აუცილებელია  ავადმყოფის პიროვნებით დაინტერესება.

მრავალ  ადგილას მუშაობის  შემდეგ მან 1930 წლის მაისში  დატოვა ლონდონი.

ის  დაეწმუნებული  იყო  იმაში  რომ  ბუნებაში და  მცენარეებში იპოვიდა  იმას  რასაც ეძებდა.

თავისი  კვლევით  მან  დააინტერესა  მისი  ასისტენტი  Nora Weeks.

ის  საათობით  დასეირნობდა  სოფელში, ძირითადად  ენდობოდა  თავის  ინტუიციას და  გრძნობებს.

კარგ ამინდში ის  ეძებდა  და პოულობდა სამკურნალო  მცენარეებს. მან  აღმოაჩინა  მცენარეთა  მკურნალი  თვისებების დაცვის  და  შენარჩუნება-შენახვის მარტივი მეთოდი.

ზამთარში  ის  აწყობდა  კონსულტაციებს.

Edward Bach-მა  აღმოაჩინა  რომ  ცვარი აძლიერებს  მცენარეთა  სამკურნალო  თვისებებს.

მან  ასევე აღმოაჩინა  რომ მზეში  ნამყოფ მცენარეებს  აქვთ უფერო  ძლიერი ენერგეტიკული  ვიბრაცია.

მან  შექმნა  სოლარიზაციის

// solarisation// მეთოდი…

 

5 წლის  მანძილზე  ინგლისში და  უელსში მოგზაურობებისას  მან  აღმოაჩინა 38 ყვავილი  რომლებითაც  ის  კურნავდა  ავადმყოფებს.

1934  წლის  გაზაფხულზე მან  ტემზის  ხეობაში Sotwell-ში იქირავა  პატარა  სახლი  ახელად Mount Vernon.

ეს  იყო  იდეალური  ადგილი სამკურნალო მცენარეების  მოსაშენებლად.  ამ მცენარეებისგან  ის აკეთებდა  თავის  ელიქსირებს.

ერთხელ  მან  თავის  თანაშემწეებს  უთხრა რომ  მისი  შრომა  დამთავრებულია  ისევე  როგორც მისი მისია  დედამიწაზე  და  რამოდენიმე  კვირაში, 1936 წლის 27  ნოემბერს ძილში გარდაიცვალა.

 

რიჩარდ  ბახი, მკურნალობა ყვავილებით. ეს  საინტერესო წიგნი ფრანგულად კიდევ  ერთხელ  გამოიცა 1985 წელს.

 

ამ  შესანიშნავი  წიგნის  ფრაგმენტები

 

მატერიალიზმი  საუკუნეების  მანძილზე  ნიღბავს და  ჩქმალავს  ავადმყოფობის  ნამდვილ  ბუნებას.

ესაა  მრავალ  უბედურებათა  წყარო.

მედიცინის თანამედროვე  მატერიალისტური მეთოდები  ვერ  მოერევა ავადმყოფობას  უბრალოდ  იმიტომ  რომ ავადმყოფობის  წყარო, მიზეზი, არაა  მატერიალური.

ავადმყოფობა   თავისი არსით  არის  სულის  და  ფსიქეს // esprit  et âme //  კონფლიქტის  შედეგი და  ის  ვერ  განიკურნება  სულიერი და  მენტალური ძალისხმევის  გარეშე //მარტო წამლები არ  შველის//.

იმისთვის  რომ გავიგოთ  ავადმყოფობის  ბუნება  უნდა ვიცოდეთ  ზოგი  ფუნდამენტური  ჭეშმარიტება.

პირველი  ჭეშმარიტება  ისაა  რომ ადამიანს  აქვს  სული, რომელიც  არის  მისი  რეალური, ნამდვილი მე, მისი რეალური, ნამდვილი  მეობა, ღვთაებრივი,  ძლიერი არსი,  ყველაფრის, მათ  შორის  სხეულის, შემოქმედი-შემქმნელის  შვილი.

სხეული  კი  არის  სულის  მიწიერი, ამქვეყნიური  ტაძარი

ჩვენი  სული,ჩვენი  ღვთაება,  რომელიც  არის ჩვენში და  ჩვენს  ირგვლივ,  საკუთარი  ნების  თანახმად  განაგებს  ჩვენს  სიცოცხლეს.

და  თუ  მივაქცევთ  ყურადღებას, მივენდობით  ჩვენს გულკეთილ, ყურადღებიან  და  სიკეთის  მოქმედ    სულს  ის  წინ მიგვიძღვის, ის  გვიცავს გვამხნებს  და  გვხელმძღვანელობს  ჩვენი  უდიდესი  სიკეთისთვის.

ეს  სული,  ჩვენი  უმაღლესი მე, არის  ყოვლისშემძლის  უძლეველი  და  უკვდავი  ნაპერწკალი.

 

მეორე  პრინციპი  ისაა რომ  ჩვენი ამქვეყნად  ყოფნის  მიზანია  გაგება  იმისა  რისი გაგებაც შეიძლება  მიწიერი არსებობის  პირობებში, შეძენა  გამოცდილებისა  რომლის  შეძენაც  შიძლება  მიწიერი არსებობის პირობებში, განვითარება  თვისებებისა  რომლებიც გვაკლია და  მოსპობა  ყველაფერი ცუდისა  რაც  არის ჩვენში.

ასე  მოხერხერხდება ჩვენი  ბუნების  სრულყოფა.

სულმა  იცის თუ რომელი გარემო, როგორი პირობებია საუკეთესო ამ მიზნის  მისაღწევად.  და  ჩვენ გვათავსებს ამისთვის  საუკეთესო ადგილზე.

  1.   კარგად  უნდა  გავიგოთ  ეომ ჩვენი ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება არის  ჩვენი  არსებობის  ეპიზოდი.  ის  გადის  ისევე  როგორც  გადის ჩვენი მიწიერი არსებობის  ერთი  დღე.

ინტუიცია  გვეუბნება  რომ ჩვენი ამქვეყნად  დაბადება  უსასრულოდ  შორსაა  ჩვენი დასაწყისიდან  და  ჩვენი სიკვდილი კი  უსასრულოდ  შორსაა  ჩვენი ბოლოსგან.

ჩვენი  ნამდვილი მე და მეობა, ჩვენი სულები, უკვდავები არიან.

და  ჩვენი სხეულები  დროებითია  როგორც  ცხენები  რომლებსაც  შევასხდებით ხოლმე  სამოგზაუროდ წასასვლელად.

ჩვენი სხეულები  გვანან  ინსტრუმენტებს  რომლებსაც ვიყენებთ ხოლმე  რაღაც სამუშაოს შესასრულებლად.

 

მე-4  დიდი პრინციპი  ისაა  რომ მშვიდობა, ბედნიერება  და  ჯანმრთელობა  მაშინაა  როდესაც  ჩვენი სული ჰარმონიაშია  ჩვენს  პიროვნებასთან.

კონფლიქტი იწყება  მაშინ  როდესაც  ჩვენი პიროვნება  ჩვენი ვნებების, ჟინის ან სხვათა  ჩაგონების გავლენით სცდება  ჩვენი სულის  მიერ გაკვალულ გზას..

ეს  კონფლიქტია  ავადმყოფობის და უკმაყოფილების ღრმა მიზეზი.

არაა  აქვს  მნიშვნელობა იმას  თუ ვინ ვართ  ამქვეყნად. ვიქნებით  ფეხსაცმლების მწმენდავი თუ მონარქი, დიდებული  თუ გლეხი, მდიდარი  თუ  ღარიბი, ყველაფერი  კარგადაა  მაშინ როდესაც  ჩვენს  განსაკუთრებულ, საკუთარ ამოცანებს ვასრულებთ  სულის  კარნახით.

როგორც  მეფის  ისე  მეღორის  ცხოვრებაში  არის  ჩვენი ევოლუციის  დღევანდელი მომენტისთვის აუცილებელი გაკვეთილები და გამოცდილებები. ეს  გაკვეთილები და გამოცდილებები არის  საუკეთესო  შანსი ჩვენი განვითარებისთვის.

 შემდეგი  დიდი  პრინციპია  ყველაფრის ერთიანობა, რომ ყველაფრის  შემოქმედი არის  სიყვარული  და  რომ  ჩვენს  თვალწინ გადაშლილი  ფორმათა  უსასრულობა არის  ამ სიყვარულის მანიფესტაცია, გამოვლენა.

პლანეტა თუ კენჭი, ვარსკვლავი  თუ ცვარის  წვეთი,  ადამიანი თუ  სიცოცხლის უმცირესი ფორმა არის  ყველაფრის შემოქმედი სოყვარულის გამოვლინება.

ჩვენ  ჩვენი  შემოქმედი  შეიძლება  წარმოვიდგინოთ  როგორც  გულკეთილობით, კეთილგანწყობით კაშკაშა მზე რომლის  ცენტრიდანაც  ყველა მიმართულებით მიდის  სხივები.

ჩვენც  ვართ  ამ სხივების  ნაწილაკები  და  ცოდნის  და  გამოცდილების  შეძენის  შემდეგ  უნდა დავუბრუნდეთ მზეს….

შესაძლებელია  2  ფუნდამენტური შეცდომა.

ერთია  ჩვენი სულის გამოყოფა  ჩვენი პიროვნებისგან.

და მეორეა  სხვების  წინააღმდეგ ჩადენილი  ბოროტება ვინაიდან  ესაა  ცოდვა  ერთიანობის, ერთობის  წინააღმდეგ.

ყოველი  მათგანი იწვევს კონფლიქტს რომელსაც მოაქვს ავადმყოფობა.

გაგება იმისა  თუ რა  შეცდომებს  ვუშვებთ და  დაშვებულ  შეცდომათა  გამოსწორების  სერიოზული  მცდელობა  მოიტანს  როგორც სიხარულს, მშვიდობას და  სიმშვიდეს ისე ჯანმრთელობას.

 

ავადმყოფობა  როგორც ასეთი არაა  ცუდი.

მისი  მიზანია  პიროვნების  დაბრუნება სულის  ღვთაებრივ ბუნებასთან.

მაშ,  თუ  დავინახავთ  თუ რა შცდომებს  ვუშვებთ და დაშვებულ  შეცდომებს  გამოვასწორებთ  სულიერი და მენტალური  საშუალებებით  მაშინ თავიდან ავიცილებთ და მოვერევით ავადმყოფობას.

სულ  არ იქნება აუცილებელი ტანჯვის მკაცრი და მწარე  გაკვეთილები.

ღვთაებრივმა  ძალამ  მოგვცა  ქცევის  შეცვლის  ყველანაირი საშუალება მანამდე  სანამ   უკანასკნელ საშუალებად იქნება გამოყენებული ტკივილი და  ტანჯვა.

დიდად  ცდება  ის  ვინც პატივს  არ მიაგებს თავისი სულის ბრძანებებს. ვინც არ ასრულებს თავისი სულის  ბრძანებებს.

დიდად  ცდება  ის  ვინც  მოქმედებს  ერთობის, ერთიანობის წინააღმდეგ. ყოველთვის  ერიდეთ  სხვათა განკითხვას.

ის რაც სამართლიანია  ერთისთვის სამართლიანია სხვისთვისაც.

კომერსანტი რომელიც  თავის ბიზნესს  ავითარებს  არა მარტო  თავისი სურვილების  დასაკმაყოფილებლად  არამედ  თავის  თანამშრომელთა სასარგებლოდაც  და  ექთანიც რომელიც  თავის  სიცოცხლეს  უძღვნის ავადმყოფთა სამსახურს ავითარებენ სხვადასხვა  ღირსებებს, მაგრამ  თუ კი ორივე  ასრულებს  თავისი სულის  ბრძანებებს  იძენენ იმას რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის.

შეიძლება  ავადმყოფობის  თავიდან აცილება. შეიძლება  ავადმყოფის განკურნება.

სულიერმა  მკურნალებმა  და  ექიმებმა  ავადმყოფებს  მატერიალური  წამლების  მიცემასთან  ერთად  უნდა  მისცენ ცოდნა  იმისა  თუ რა  შეცდომები დაუშვეს  ავადმყოფებმა  მათ ცხოვრებაში. უნდა  მისცენ დაშვებულ  შეცდომათა  გამოსწორების  საშუალებები რაც ავადმყოფებს დაუბრუნებს ჯანმრთელობას და სიხარულს.

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s