ევროპელი Edward Bach 2

Résultat de recherche d'images pour "edward bach"

 

ავად ხდება ის ვინც მოქმედებს სიყვარულის და ერთობა-ერთიანობის ღვთაებრივი კანონის წინააღმდეგ.
თუ გნებავთ რომ ჯანმრთელები იყოთ შეწყვიტეთ ბოღმა-სიძულვილის ფრქვევა და ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ამას გეუბნებათ სახელგანთქმული ინგლისელი ექიმი Edward Bach(1886-1936)

 

ევროპელი Edward Bach 2

ახალი დროის ნიჰილიზმმა, ცინიზმმა და უბადრუკმა მატერიალიზმმა ვერ მოსპო საინტერესო კაცები: თუ საბჭოთა ტანკით დაანგრევ საქართველოს დედაქალაქს ჯანმრთელი ვერ იქნები. ეს არაა წყევლა. ამ სერიოზული კაცის დასკვნაა.

Richard Bach, La guerison par fleurs,
რიჩარდ ბახი, მკურნალობა ყვავილებით. ეს საინტერესო წიგნი ფრანგულად კიდევ ერთხელ გამოიცა 1985 წელს.
სახელგანთქმული ექიმი, ბაქტერიოლოგი და ჰომეოპატი Edward Bach (1886-1936) იყო იდეალისტი, მისტიკოსი
ფრაგმენტები
ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ ავადმყოფობას არის ბევრად უფრო ღრმა უწესრიგობის ბოლო სტადია და მკურნალობა წარმატებული რომ იყოს საჭიროა ამ ღრმა უწესრიგობის ფუნდამენტური მიზეზის მოსპობა.
საწყისი შეცდომა კი არის მოქმედება ერთობის, ერთიანობის წინააღმდეგ რომლის წყაროც არის ეგოიზმში.

ერთობა-ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედება შეიძლება სხვადასხვა ტიპისა იყოს.
ავადმყოფობებიც იყოფა მათი მიზეზების შესაბამის სხვადასხვა ჯგუფად.

ავადმყოფობის ბუნება თვითონ გვიჩვენებს თუ როგორ დავარღვიეთ სიყვარულის და ერთობა-ერთიანობის ღვთაებრივი კანონი.
თუ კი საკმარისად გვიყვარს ყველაფერი ვერ ჩავიდენთ ბოროტებას იმიტომ რომ ეს სიყვარული გააჩერებს ავის მქმნელ ხელს და ადამიანს არ აფიქრებინებს ისეთ რამეს რამაც შეიძლება გული ატკინოს, გული გაუხეთქოს სხვას.

ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ სრულყოფილების ამ მდგომარეობას,
ჩვენ რომ ამდენად სრულყოფილები ვიყოთ ჩვენს აქ, ამქვეყნად ყოფნას არ ექნებოდა აზრი და მიზანი.
მაგრამ ჩვენ ვცდილობთ სრულყოფის ამ მდგომარეობის მიღწევას, წინ მივიწევთ და ისინი ჩვენს შორის ვინც იტანჯებიან სულით ან ხორცით, ფიზიკურად, თვითონ ამ ტანჯვას მიყავს სრულყოფილების იდეალურ მდგომარეობამდე.

თუ გავიგებთ ამას უფრო სწრაფად წავალთ მიზნისკენ და ავცდებით ავადმყოფობას და დარდს.
გაკვეთილის ათვისების და შეცდომის მოსპობა-გამოსწორების შემდეგ შესწორება არაა საჭირო ვინაიდან ტანჯვა თავისთავად სიკეთის მოქმედია იმით რომ გვაფრთხილებს იმის თაობაზე რომ ჩვენ გზას ავცდით, ცუდ გზას დავადექით. და ამით აჩქარებს ჩვენს ევოლუციას დიდებული სრულყოფილებისკენ.

ადამიანის პირველი ნამდვილი ავადმყოფობებია ქედმაღლობა-ყოყოჩობა, სისასტიკე-ულმობლობა, სიძულვილი, ეგოიზმი, უმეცრება, არასტაბილურობა და სიხარბე.
ყოველი მათგანი უპირისპირდება ერთობა-ერთიანობას.
ისინია ნამდვილი ავადმყოფობები და არა სურდო და გრიპი.
ქედმაღლობა ყოყოჩობა ქმნის პიროვნების კულტს და არ აღიარებს იმას რომ ყველა სიკეთეს და ღირსებას მას ანიჭებს მასში მცხოვრები ღვთაება, სული
ქედმაღლობა-ყოყოჩობა არის ჰუბრისი, უზომობა, ზომიერების, პროპორციის, სამყაროში საკუთარი ადგილის განცდის გრძნობის დაკარგვა.
ქედმაღალი და ყოყოჩი უარს ამბობს სამყაროს დიდი შემოქმედის ნების წინაშე თავმდაბლად ქედის მოხრაზე.ქედმაღალი და ყოყოჩი ჩადის სამყაროს დიდი შემოქმედის ნების საწინააღმდეგო საქმეებს.

აისასტიკე-ულმობლობა არის ყველას ერთიანობა-ერთობის უარყოფა. იმის დაუნახავობა რომ სხვის წინააღმდეგ მოქმედება ეწინააღმდეგება, უპირისპირდება ერთობა-ერთიანობას.
არავის კუნდა ცუდი მისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისთვის.
ერთობა-ერთიანობის კანონმა უნდა დაგვანახოს რომ ყოველი ადამიანი არის დიდი ერთობის ნაწილი და ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა იქცეს ჩვენთვის ახლობელ და ძვირფას არსებად.
// ქრისტე გვეუბნება რომ მტრებიც უნდა გვიყვარდეს. მაგრამ თუ ამდენად სრულყოფილები არ ვართ დღე და ღამე სიძულვილს მაინც არ უნდა ვანთხევდეთ//.

სიძულვილი უპირისპირდება სამყაროს შემოქმედის კანონს, სიყვარულს.
სიძულვილი უპირისპირდება ღვთაებრივი წესრიგის მთლიანობას.
სიძულვილი არის შემოქმედის უარყოფა.
სიძულვილი უპირისდება უმაღლეს ღვთაებრივ კანონს, სიყვარულს.

ერთობა-ერთიანობის უარყოფაა ეგოიზმიც, ეგოიზმი არის მოყვასის მიმართ ჩვენი მოვალეობის უარყოფა.

ეგოიზმი ადამიანის პირად ინტერესს აყენებს კაცობრიობის , ერის, სზოგადოების, ირგვლივ მყოფთა ინტერესებზე უფრო მაღლა.
უმეცრება არის სწავლის, ჭშმარიტების დანახვის უარყოფა მაშინ როდესაც გვეძლევა სწავლის და ჭეშმარიტების დანახვის საშუალება.
უმეცრების გამო ვუშვებთ უამრავ შეცდომას რომლებსაც არ დაუშვებს მასწავლი, მცოდნე და ჭეშმარიტების მხილველი ადამიანი.

არასტაბილურობა, გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონა, უნებისყოფობა ჩნდება მაშინ როდესაც პიროვნება არ მიყვება და არ უჯერებს თავის უმაღლეს მეს.
ყველაფერი ეს, ჩვენი სისუსტე გადაგვაქცევს სხვათა მოღალატეებად.
ეს არ მოხდება მაშინ როდესაც ჩვენ ვიცნობთ და მივყვებით ჩვენში არსებულ უკვდავ ღვთაებრივ ნაწილს, სულს…

მოკლედ, ფიზიკურ ავადმყოფობათა მიზეზი არის ფსიქიური, მენტალური მანკიერებები…

ყოველი ავადმყოფობის მთავარი მიზეზია ეგოიზმი.
ყოველგვარ ტანჯვას ამსუბუქებს საკუთარი თავის სიყვარულის გადაქცევა სხვებისადმი ერთგულებად.

ჩვენი საკუთარი დარდები და ტკივილები გაქრება მაშინ როდესაც ვისწავლით ჩვენს ირგვლივ მყოფებზე ზრუნვაში და სხვებისთვის დახმარების გაწევისას საკუთარი თავის დავიწყებას.
დიდი ბოლო მიზანია საკუთარი ინტერესების დავიწყება კაცობრიობის სამსახურში.
მნიშვნელობა არა აქვს სოციალურ პოზიციას რომელიც მოგვცა ჩვენმა ღვთაებამ
მდიდარმაც და ღარიბმაც, მონარქმაც და მათხოვარმაც შეიძლება დიდი სიკეთე მოუტანონ ირგვლივ მყოფებს.
მაგრამ კაცობრიობის უმრავლესობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ასეთი სრულყოფისგან.
ყველამ თავისი უნდა სცადოს რათა შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს სრულყოფის ამ მდგომარეობას….
ჩვენში უნივერსალური, საყოველთაო სიყვარულის განვითარებით ჩვენ უფრო და უფრო დავინახავთ რომ ყოველი ადამიანი, რა მდაბალიც არ უნდა იყოს ის, არის შემოქმედის შვილი და ოდესღაც // თუ კი ის დაფიქრდება და ჩაიხედავს საკუთარ გულში// ისიც გაუდგება სრულყოფისკენ მიმავალ გზას
რა მდაბალ არსებადაც არ უნდა ჩანდეს ვინმე არ უნდა დავივიწყოთ რომ მასშიც არის ღვთაებრივი ნაპერწკალი რომელიც მოქმედებს ნელა, მაგრამ იმოქმედებს მანამდე სანამ ის არ გაანათლებს უკანასკნელ კრეტინსაც….

ჩანართი

http://theopedie.com/Comment-Jesus-guerissait-il-les-malades.html

იესო ქრისტეც მკურნალობდა ავადმყოფებს, ემსახურებოდა და ემსახურება სრულყოფისგან დღესაც ძალიან შორს მყოფ ინდივიდებს და კაცობრიობას.
იესო \ნ ხელის დადებით ან სიტყვით ან შორიდან კურნავდა როგორც საზოგადოებიდან განდევნილ კეთროვანებს ისე დამბლადაცემულებს, ეპილეპტიკოსებს, ბრმებს, მიცვალებულებს, და ა.შ.
იესო მოხეტიალე მკურნალი
ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან
« ბიბლიის საიდუმლოებები »
theopedie

 

მაგრამ ყველა ამ განკურნებას აქვს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი.
იესო მუდამ აცხადებდა რომ ეს განკურნებები დაკავშირებულია ლოცვასთან და იესოს მშვეობით ღმერთის ნდობასთან.
« წადი, შენ გიხსნა შენმა რწმენამ, »,
« მოხდეს შენი რწმენის შესაბამისად », ამ ტიპის წინადადებებით ამთავრებდა იესო ყველა განკურნებას.

და პირიქით, როდესაც ადამიანთა რწმენა შესუსტდა ან გაქრა შეწყდა სასწაულებრივი მკურნალობებიც :
———-
შაბათი დადგა და სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა : საიდან აქვს ამას ესენი, და რა სიბრძნე აქვს მოცემული ?
და ასეთი ძალთა ქმედებანი ხდება მისი ხელით?
ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის და იოსეს, იუდასი და სიმონის ძმა?
აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები?
ისინი ცდუნდებოდნენ მის გამო.
და უთხრა მათ იესომ :
წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივცემულოდ, გარდა თავის მშობლიურ ქალაქში, და თავისიანებს შორის, და თავის სახლში.
ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა რომ მცირეოდენ სნეულთ ხელები დაადო და განკურნა.
და უკვირდა ურწმუნოება მათი, დადიოდა გარშემო და ასწავლიდა მათ/
//მარკოზ 6, 2-6//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s