რას გვეუბნება იერონიმუს ბოსხი

 

ზოგი გამოთაყვანებული  ფიქრობს  რომ ბოსხი იყო ნარკომანი გიჟი. ცდებიან ტუტუცები. დავაკვირდეთ.

 

 

Image associée

Résultat de recherche d'images pour "hieronymus bosch"

Résultat de recherche d'images pour "hieronymus bosch"

 

გავიხსენოთ  ბოსხიც

 

ერუნ ანტონისონ  ვან  აკენ

 //ნიდერლანდურად  Jeroen Anthoniszoon van Aken  უფრო  ცნობილი  როგორც იერონიმუს  ბოსხი // ნიდერლანდურად нJheronimus Bosch , ლათინურად //Hieronymus Bosch, დაახლოებით  14501516//, იყო  ნიდერლანდელი  შთამომავლობით მხატვარი, ჩრდილოეთის აღორძინების  ერთ-ერთი  უდიდესი ოსტატი.

 

 

 

https://www.clio.fr/BIBLIOTHEQUE/les_grandes_peurs_de_jerome_bosch.asp

 

ისტორიკოსი, de la Nouvelle Revue

d’Histoire-ს // ისტორიის  ახალი  ჟურნალი//  მთავარი  რედაქტორი Philippe Conrad ,

ოერონიმე  ბოსხის დიდი შიშები

 

 

 

  ძნელია  აღწერა  იმ  საოცარი  ხატებისა  ჩვენებებისა  და საზარელი არსებებისა,  მონსტრებისა  რომლებიც  წარმოიდგინა  დაახატა  იერონიმ  ბოსხმა.

 

სხვა  მხატვრები  ხატავდნენ   ადამიანებს ისე როგორც ეს ადამიანები  ჩანან გარედან.

ბოსხი კი ხატავდა  ადამიანებს ისეთებს როგორებიც ისინი  არიან  შიგნიდან…

 

ბოსხი  ითვლება ევროპის და  ამერიკის მუზეუმებში  გაფანტული  33  ნაწარმოების  ავტორად.

მე-16  საუკუნეში  ბოსხის  უცნაური ქმნილებები  ხიბლავდა  ჰუმანიზმის  გავლენის  განმცდელ არისტიკრატიას.

ბოსხს  სურათები  დაუკვეთა კარლოს  მეხუთის მამა  ფილიპე ლამაზმა.

ბოსხი  იყო  ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კსაყვარელი  მხატვარი.

ამბობენ  რომ  ფილიპე  მეორემ  ესკორიალის  სასახლე  მონასტრის თავის ოთკახში გამოფინა  ბოსხის სურათი 7 უდიდესი ცოდვა.

კლასიკურმა ეპოქამ  სწრაფად  დაივიწყა ბოსხის  უცნაური და  საზარელი ხილვები.

რომანტიკოსებს  შეუყვარდათ  შუა  საუკუნეები, მაგრამ ამას  არ  მოყოლია  ბოსხის  შემოქმედების ხელახლა აღმოჩენა.

 

 

 პოზიტივისტი   ისტორიკოსები  ბოსხს თვლიდნენ გიჟად.

ნიდერლანდელი კრიტიკოსი M. Rooses 1879  წელს  ბოსხს  თვლიდა  მათ  შორის  დღისით  მზისით  საშინელი  კოშმარული  ხილვებით  გატანჯულ უბედურ  ვინმედ.

 

შეხედულება  ბოსხზე  შეიცვალა  მეოცე  საუკუნის დასაწყისში.

  1. Maeterlinck ბოსხს  თვლიდა შემოქმედ გენიოსად  და არა გიჟად, ნამდვილად  შესანიშნავ დამკვირვებლად, ფერების  და ტონალობათა  დიდოსტატად.

 

შუა  საუკუნეების  ხელოვნების  სიდმა იკსტორიკოსმა  ანრი ფოსილომ

// Henri Focillon//  1930-ან წლებში  დაადგინა  რომ  ბოსხის  ხელოვნებაში გადმოიღვრება   ფარსებით, სიგიჟეებით, უწმინდური  ხილვებით, ღმერთისკენ სწრაფვით  სავსე  არაცნობიერის  სფერო//.

სიურეალისტებმა კი  ბოსხი  ჩათვალეს  სალვადორ  დალის  და  მაქს  ერნსტის წინამორბედად  და  მიითვისეს, სიურეალისტად  გამოაცხადეს  ისიც.

 

Robert Delevoy  თვლიდა  რომ ბოსხი ყეყეჩდებოდა ჰალუცინაციების გამომწვევი   ნარკოტიკებით  თავისი ხილვების მისაღებად.

 

 

André Chastel   თვლის  რომ  ბოსხის  ხელოვნება  არის შუა  საუკუნეების  სულის, აგრესიული  ირრეალიზმის   გაძაგძაგება  მაშინ  როდესაც  იტალიური აღორძინების  სულისკვეთება ბატონდებოდა  მთელ ევროპაში.

ის  ბოსხის  ხელოვნებაში  ხედავდა  ასევე  დიურერის  შთამაგონებელი მელანქოლიის  ნიშნებს.

 

Wilhelm Fraenger-ის  აზრით  ბოსხი იყო თავისუფალი  სულის  ძმათა  ადამიტთა  სექტის წევრი.

მაგრამ  ძნელი  წარმოსადგენია  რომ ფილიპე  მეორეს  შეიძლებოდა  შეეძინა  ერეტიკოსის  ქმნილება.

 

ფსიქოანალიტიკოსებიც, რა თქმა უნდა, სინჯავენ  თავის  თეორიებს  ბოსხზეც.

 

მაგრამ  ბოსხის  ხელოვნების გამოცხადება ნარკომანის   კოშმარული  ბოდვების  თუ  სიგიჟის  გამოხატულებად  შეუძლებელია.

 

ბოსხის  ხელოვნების  საიდუმლოს  გასაღები  უფრო  უნდა  ვეძებოთ  ჰერმეტულ, ალქიმიურ  თუ ასტროლოგიურ  ტრადიციებში, იმაში რომ  შუა  საუკუნეების  ადამინს  სჭირდებოდა  მისტიკა.

 

ბოლო  ხანის კრიტოკოსთა  აზრით  ბოსხი იყო  ჩრდილოეთის  დიდი მისტიკოსები Ruysbroeck-კის თუ Henri Suso-ს მიერ  შემოღებული  ახალი ღვთისმოსაობის, devotio moderna-ს  მიმდევარი.

ეს  ახალი  ღვთისმოსაობა  გამოიხატა

Thomas a Kempis-ის  თხზულებაში იესო ქრისტეს  მიბაძვა // Imitation de Jésus-Christ//.

ამდენად  ეზოტერული  ხელოვნების  საიდუმლო  აუხსნელი  რჩება  და  ვერ  შველის ამას  ბოსხის ბიოგრაფიის ცოდნა.

 

 

 

Hieronymus van Aken  დაიბადა  1450  წლისთვის  Hertogenboschში, თანამედროვე  ჰოლანდიის  სამხრეთში.

მისი  ოჯახი  იყო მხატვართა  ოჯახი, ამ მხატვრების  ყოფნა  დადასტურებულია მე-15  საუკუნის  დასაწყისიდან.

1516   წელს  ბოსხს  ახსენებენ  როგორც  სახელგანთქმულ  მხატვარს.

 

არქივების  თანახმად  ბოსხი არის  ვიტრაჟების ავტორი.  მან დახატა  სურათები  ძველი  აღთქმის  თემებზე.

ეს  სურათები  მოისპო

1629 წლის  არეულობების  დროს.

 

ბოსხს  სურათებს  უკვეთავდნენ მაღალი  რანგის  არისტოკრატები.

მშრალი  ბიოგრაფიული  მონაცემები   ძალიან ცოტა  რამეს  გვეუბნება  იერონიმუს  ბოსხის  პიროვნების შესახებ.

 

ფსიქოანალიტიკოსებმაც  იწვალეს  ბოსხის   გარყვნილობათა  და  ბოდვების დასადგენად.

 

მაგრამ  იმათ  ვინც  ბოსხს  აცხადებს  ნარკომან  ავადმყოფად  ავიწყდებათ  რომ  ეს  დიდი ხელოვანი  იყო  თავისი  დროის  ადამიანი.

 

 დღევანდელი  ნიჰილისტი  ცინიკოსებისაგან   განსხვავებით  ასე   თუ ისე  ქრისტიანი  ბოსხი  ხედავდა  რომ  ცხოვრობს  სამყაროში  სადაც   ბოროტება  და  სიკეთე  ებრძვიან  ერთმანეთს.

 

ის  ხატავდა  ჯოჯოხეთს  და  შეჩვენებულთა ტანჯვას,  მაგრამ ასევე  ხატავდა  სამოთხის  ნეტარებებს.

ბოსხი  გვეუბნება  იმასაც  რომ  ბოროტების  და  სიკეთის  ბრძოლის  ველად  ქცეულ სამყაროშიც  არის  ხსნის  იმედიც.

კოშმარების  გარდა

ბოსხი  გვიჩვენებს  წმინდა  იერონიმეს  ვნებას  და  გამარჯვებულ  ბრძოლას,  წმინდა  ანტონის  მიერ  ვნებათა  დამარცხებას, წმინდა  იოანე  ნათლისმცემლის  სიმშვიდეს, პატმოსზე  ანგელოზის  და  ღვთისმშობლის  მჭვრეტელი  წმინდა  იოანეს  დამშვიდებულ მზერას.

 

ცხადია  რომ  ბოსხი  ყველაზე  ხშირად  გამოხატავს  თავისი  ხანის  ღვთისმოსაობას და  რჩება  მე-15  საუკუნის  მხატვრად  რომელიც  იყენებდა  რა  მისი  დროისთვის  ჩვეულებრივ  თემებს  და  სიმბოლოებს  ათავსებდა  თავის  ქმნილებებს  ღვთაებრივ პლანზე.

 

სხვა  კრიტიკოსებმა  ხაზი  გაუსვეს  მხატვარი  ბოსხის  ტექნიკურ  ოსტატობას,   მისი  როგორც  კოლორისტის  ნოვატორულ  ნიჭს…

 

მაგრამ  ფერმწერი  ბოსხის  ოსტატობამ  არ  უნდაგვავიწყოს  ისიც  რომ  ბოსხი  მორწმუნე  იყო და ეწერებოდა  მისი  დროის  რელიგიურ  კონტექსტში.

 

შუა  საუკუნეების   დასასრულის  ნიდერლანდებში  კი  გამოირჩეოდა მისტიკურ  განწყობათა  გაძლიერებით.

 

ბოსხის  ხელოვნების  ქრონოლოგია თითქოს  მნიშვნელოვანწილად  შეესაბამება  თმერთთან  დაბრუნებული ადამიანის  სულიერ  გზას.

 

 ბნელი  ღამის და ჯოჯოხეთურ  ზმანებათა  გადამტანი  სული განათლების  შემდეგ  უბრუნდება ღმერთთან  კავშირს  და  ერთობას , რაც  ახსენეს Ruysbroek-მა  და  ფლანდრიელმა  მისტიკოსებმა.

 

სწორედ  ამ  კონტექსტში  ნახულობს  თავის  ადგილს  ბოსხის  ხელოვნება.

მის  სურათებზე  ვხედავთ  თუ  როგორ ატყუებს  თვითონ  ეშმაკი  თავის  უბედურ  შტერ  მსხვერპლებს.

 

ბოსხის  სამყაროში  თარეშობს  ბოროტება.

 მისი  სურათები  სავსეა  თავგასული  აღვირახსნილი  პერსონაჟებით // იმ დროს  უკვე  იგრძნობოდა  ნიჰილისტური ხანის  მოახლოება//.

 

მის  ერთ  სურათზე  შარლატანი  ექიმი  პაციენტის  თავიდან  იღებს  ყვავილის  ფორმის   « სიგიჟის  ქვას ». ამ  სცენას  ესწრებიან  უეჭველად  შარლატანის  თანამზრახველი  მონაზონი  და  ბერი.

 

ბოსხმა  დახატა  ალბათ  სებასტიან ბრანტით  შთაგონებული  « გიჟების

 გემი ».

 

ამ  გემზე  სხედან   და  ჯოჯოხწთისკენ მიექანებიან  ღორმუცელა, ლოთი, აღვირახსნილი  გლეხები, ბერები და  მონაზვნები, იქვე  არის  ავხორცობის განმასახიერებელ  ტიტველ მოცურავეთა  ფიგურები.

ამ გემის  ანძაა  ჯერ  კიდევ  ფოთლებიანი  ხე  რომელიც  ალბათ განასახიერებს მაისის  ხის  წარმართულ  დღესასწაულებს.

 

7  უდიდესი  ცოდვა  დალაგებულია  წრედ  რომლის  ცენტრშიც  არის  ყველაფრის  მხედველი  ქრისტე.

 

მაგრამ  ამ  წუთისოფლის  ამაოება  და  ბოროტების  ზეიმი  კიდევ  უფრო  ძლიერადაა  გადმოცემული  პრადოს  თივის  ურემში.

 

 

ტრიპტიქის  მარცხენა  ნაწილი  წარმოადგენს   თავდაპირველ, საწყის  ცოდვას  და  მისი  მარჯვენა ნაწილი-ჯოჯოხეთს.  ცენტრალური  სურათის  ურემს  მიეზიდებიან დემონები. ამ ურემს  კი დაესივნენ ადამიანები რომლებიც  ძარცვავენ  ურემს  და  იტაცებენ  ყველაფერს  რისი  გატაცებაც კი შიძლება. ანუ  იტაცებენ  თივას.

ამქვეყნიური სიმდიდრის  და  ცოდვილთა  დაბრმავების სიმბოლო.

 

ურმის  მწვერვალზე  ზის  2  წყვილი . ესენი  ყურადღებას  არ  აქცევენ ანგელოზის რჩევებს  და  ყურს  უგდებენ დემონს  რომელიც  მათ  უბიძგებს  ავხორცობისკენ.

ამასობაში  მანათობელ  ღრუბელზე  არის  ქრისტე  რომელიც  უყურებს  ცოდვილი  კაცობრიობის  ამაზრზენ  სანახაობას.

ბოროტების  ხელში  ჩავარდნილი  სამყაროს  ფხიზლად  მიმოხილვის  შემდეგ  ბოსხი  ფიქრობს რწმენის და  წმინდა  წერილის  შეგონებებზე.

 

 ბოსხმა  დახატა  ბრიუგეს  «უკანასკნელი  სამსჯავრო »,  როტერდამის « მსოფლიო წარღვნის  შემდეგ» ,  მადრიდის  «ეპიფანია », და  ა.შ.

 

მაგრამ  იგივე  თივის  « ურმის“  გარე  სურათების  მოგზაური  და  როტერდამის  მაწანწალა  გვიჩვენებს  ადამიანებს  რომლებმაც მიატოვეს  ბოროტების  და  სიკვდილის  მიერ  დამონებული  სამყარო.

 

სულის  ხსნას  გამოხატავენ   ბოსხის სურათებზე წმინდა  კრისტოფერის დაბრუნებული სიმშვიდე

 // როტერდამი//,  პატმოსზე  მყოფი წმინდა  იოანეს  სიმშვიდე // ბერლინი//,

წმინდა  ანტონის // პრადო// და  უდაბნოში  მყოფი  იოანე  ნათლისმცემლის // ლაზარო  გალდიანოს  მუზეუმი მადრიდში// სიმშვიდე.

ბოსხმა  თავისი   მხატვრობით  ამხილა  წუთისოფლის  ტყუილები და  ილუზიები.

მან  საკუთარ  თავში  ააგო  მისი  დროის  მისტიკოსებისთვის  ძვირფასი შინაგანი ადამიანი.

 დიდმა  მხატვარმა  იერონიმე  ბოსხმა  დასძლია  სიკვდილის  ძალები და მიაღწია  განთავისუფლებას, ე.ი. მისწვდა  სიბრძნეს  რომლის  წვდომა  არის  ყველა დიდი რელიგიური  ტრადიციის  მიზანი.

ასეთი  ხელოვნება არის  ნამდვილი  სულიერი განცდა-გამოცდილების საყრდენი….

Philippe Conrad

Janvier 2000

 

 

გვესწავლოს  რამე  დიდი  ბოსხისგან

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s