ეეხ, Max Gallo

Image associée

” დღევანდელ ქაოსში, ნიჰილისტური სიგიჟის  მორევეში  სადაც  იკარგება  სიკეთის და  ბოროტების  ცნებებიც, კოლექტიური ბედის  და  ეროვნული  ერთიანობის აზრიც  და  მნიშვნელობაც მაქს გალოს  არსებობა  იყო როგორც გონიერების  და კეთილგონიერების უკანასკნელი სხივი.”

 

ფრანგი მწერალი, ისტორიკოსი,აკადემიკოსი, პოლიტიკოსი, პატრიოტი  მაქს  გალოს  // Max Gallo// ხსოვნას

 

http://www.lemonde.fr/disparitions/article/2017/07/19/l-academicien-historien-et-ecrivain-max-gallo_5162638_3382.html

 

ფრანგული  გაზეთი  LE MONDE, 19.07.2017,

აკადემიკოსი, ისტორიკოსი და  მწერალი  მაქს  გალო  გარდაიცვალა.

გარდაიცვალა ასიოდე  წიგნის  ავტორი  მაქს გალო/  ის 85  წლისა იყო.

მისმა პოლიტიკურმა კარიერამ  გაიარა პარტიებზე.

ნაყოფიერმა  ისტორიკოსმა  და  მწერალმა  მაქს  გალომ  დაწერა ასიოდე რომანი, ბიოგრაფია  და გამოკვლევები ისტორიის  სხვადასხვა  თემებზე.

მას  მრავალი  წელი ტანჯავდა პარკინსონის ავადმყოფობა.

მისი  პანაშვიდი  და  დაკრძალვა  იქნება  პარასკევს  18 საათსა  და  30 წუთზე  პარიზში ელესიაში  Saint-Etienne-du-Mont :

თვითონ  მან თქვა  რომ  ავადაა  ამ საშინელი  ავადმყოფობით 2015 წლის  მაისში, მაშინ  როდესაც  გამოვიდა  მისი  ბოლო  რომანი Dieu le veut // ეს  უნდა  ღმერთს//.

 

 «  ჩვენ  ყოველთვის  შეგვიძლია  თავის  მოკვლა», ამბობდა  ის მაშინ.

მისმა  მეუღლე  მარიელ გალემ

// Marielle Gallet// გამოაქვეყნა  წიგნი

Bella Ciao,  რომელშიც  მან აღწერა  მათი ყოველდღიური ბრძოლა ავადმყოფობასთან.

მაქს  გალო  დაიბადა  ნიცაში  იტალიელ იმიგრანტთა  ოჯახში 1932 წელს.

საფრანგეთის  პატრიოტ  მაქს  გალოს უყვარდა  რესპუბლიკა.

მაქს  გალომ  თავიდან საზოგადოებას  თავი გააცნო როგორც ისტორიკოსმა.

შემდეგ  მან ფართო საზოგადოება  ააღელვა  ისტორიული რომანებით და რობესპიერის, გარიბალდის, ჟორესის, დე გოლის  თუ  ნაპოლეონის  ისტორიული  ბიოგრაფიებით.

ამას  გარდა  მაქს  გალო  იყო პოლიტიკოსიც-დეპუტატი, სახელმწიფო მდივანი, ევროდეპუტატი.

ახალგაზრდობაში  კომუნისტი მაქს  გალო  1981-1983  წლებში  იყო  სოციალისტი დეპუტატი.

1983-1984 -ან წლებში  იყო  სოციალისტური  მთავრობის  ზრის  გამომთქმელი // porte-parole//.

შემდეგ  მაქს  გალო  ჩამოშორდა მემარცხენეებს.

 

2007  წლის  საპრეზიდენტო არჩევნების  დროს  ის მხარს უჭერდა  ნიკოლა  სარკოზის.

http://www.lefigaro.fr/vox/culture/2017/07/20/31006-20170720ARTFIG00116–max-gallo-ecrivait-pour-le-peuple-pour-lui-faire-aimer-l-histoire-et-la-france

მაქს  გალო  წერდა   ხალხისთვის  იმიტომ რომ ხალხს  ყვარებოდა  ისტორია  და  საფრანგეთი.

 

მაქს  გალოს  პატივს  მიაგებს  ნიკოლა  სარკოზის  ყოფილი  მრჩეველი Maxime Tandonnet.

მაქსიმ  რანდონემ  დაწერა  წიგნი « რესპუბლიკის პრეზიდენტები»,რომელიც გამოიცა 2013 და 2017 წლებში.

 

 20/07/2017

 

მაქს  გალოს  გარდაცვალებით საფრანგეთი კარგავს ბრძენს, კომპასს, ერთ-ერთ ბოლო ინტელექტუალურ  ორიენტირს.

დღევანდელ ქაოსში, ნიჰილისტური სიგიჟის  მორევეში  სადაც  იკარგება  სიკეთის და  ბოროტების  ცნებებიც, კოლექტიური ბედის  და  ეროვნული  ერთიანობის აზრიც  და  მნიშვნელობაც მაქს გალოს  არსებობა  იყო როგორც გონიერების  და კეთილგონიერების უკანასკნელი სხივი.

 

პატიოსანი კაცი მაქს  გალო  თავის  აზრებს  გამოხატავდა  სულიერი გახსნილობით და ზომიერებით…

 

მისი  აზრი  იყო  დომინანტური იდეოლოგიის  სრულიად  საწინააღმდეგო რამე, მაგრამ  ის  იდგა  დღეს გახშირებულ  მუშტიკრივზე  და ისტერიულ  დებატებზე  უფრო მაღლა

მაქს  გალოში  ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა  ჩვენი  ხანის მსვლელობას.

 

მკაცრი უნაკლო  დოკუმენტაციის  პატივისმცემელი  მისი წიგნები იკითხება როგორც რომანები.

 

დღეს  გავლენიანი ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი წრეები ზიზღით  უყურებენ ასე  ვთქვათ მდაბალ სიმრავლეს.  ხდება  ცნება პოპულისტის  დიაბოლიზაციაც.

მაქს  გალო კი წერდა  ხალხისთვის და არა ქედმაღალი  ინტელექტუალებისთვის.

ის  უამრავს  წერდა  და  გამოსცემდა  იმიტომ  რომ ხალხს  ყვარებოდა ისტორია და საფრანგეთი.

 

მაქს  გალოს  წიგნები პატივს სცემენ  უნაკლო დოკუმენტაციის  სიმკაცრეს და ამავე დროს  ისინი იკითხება  როგორც რომანები.

მაქს  გალო  მიმართავდა  ყველას, როგორც ინტელექტუალს  ისე  გამვლელს  თუ გამომვლელს.

 

მაქს  გალო  შედიოდა  თავისი პერსონაჟების  ფსიქოლოგიაში, აღადგენდა  მათ  გრძნობებს, და მათ აზროვნებას.

უკვე  მრავალი ათწლეულია  რაც  საფრანგეთის სასკოლო პროგრამები ჩამოშორდა  მოვლენათა ისტორიას.

მათში წაშლილია ქრონოლოგია და უპირატესობა  ენიჭება  ცივილიზაციების  ცოდნას.

მაქს  გალოსთვის  კი, პირიქით, ისტორია არის  გმირთა და ანტიგმირთა ხვედრების შეხვედრის  არე, ეროვნული  რომანი  იქსოვება  სწორედ  გმირთა  და ანტიგმირთა  შეხვედრით.

 

დომინანტური  იდეოლოგია  თავისებურად უყურებს ფრანგ  ერს.

 მედიატური ელიტების  და  დღევანდელი მმართველი ელიტების  საფრანგეთი უპირველეა ყოვლისა  ინანიებს.

საფრანგეთის  ინტელიგენციისთვის  საფრანგეთის  ისტორია  თითქოს  დაიყვანება მონათმფლობელობაზე, კოლონიზაციის ომებზე,  ვიშის რეჟიმზე.

საფრანგეთი უყვართ,რა  თქმა უნდა, მაგრამ უყვართ მონანიე, შერცხვენილი, თავჩაქინდრული საფრანგეთი.

მაქს  გალო კი  სულ საწინააღმდეგოდ, ჟიულ მიშლეს // Jules Michelet// ტრადიციის  თანახმად  საფრანგეთში ხედავდა პიროვნებას.

მაქს  გალო   სულაც არ მალავდა  საფრანგეთის ისტორიის ბნელ ფურცლებს და ქვეყნის  მმართველთა მიერ  ჩადენილ ცოდვებს.

მაგრამ  მაქს გალო  არც  გმირებს  მალავდა.

ის  ლაპარაკობდა  ჟანა  დარკზეც, ნაპოლეონზეც, Jean Moulin-ზეც.

მაქს  გალო  ახსენებს  როგორც  საფრანგეთის  ისტორიის  ყველაზე  ტრაღიკულ მომენტებს, მაგ. პირველი მსოფლიო ომის უმძიმეს ამბებს ისე 1940-1944  წლის  ნაცისტების  საწინაააღმდეგო მოძრაობის გმირობებს.

მაქს  გალო არც მემარჯვენე  ყოფილა  და არც მემარცხენე.

მას  უყვარდა  კონკრეტული  ხელშესახები  საფრანგეთი  და არა აბსტრაქტული პოლიტიკური დოქტრინები.

 

ის  იყო რესპუბლიკელი.

თვითონ იტალიელი იმიგრანტების შვილ  მაქს გალოს უნდოდა  იმიგრაციის მიმართ  გახსნილი  საფრანგეთი.

მაგრამ  ამავე  მაქს  გალოს  აზრით  საფრანგეთმა  უნდა  მიიღოს  იმდენი იმიგრანტი რამდენის  მიღებასაც შესძლებს ქვეყნის  დაურღვევლად.

მაქს გალოს  რესპუბლიკა  იყო მიშლეს  და პეგის რესპუბლიკა. მისი აზრით საფრანგეთის ისტორია  მთლიანობაა. რესპუბლიკაც  აგრძელებს უკვე მონარქიის  მიერ  დაწყებულ  საქმეს.

მაქს  გალოს  უყვარდა  საფრანგეთის  მშენებელი  დიდი სახელმწიფო მოღვაწეები.

სამაგიეროდ  ის  ვერ  იტანდა  კაცუნების პიროვნების კულტის შექმნას.

მაქს  გალო  ერთდროულად იყო როგორც ერის კაცი ისე  ევროპული  იდეალის  მომხრე.

 

მას  სულ  არ  მოსწონდა  დღევანდელი პოლიტიკა  რომელიც  უარყოფს საერთო, საზოგადო  ნებას, სახელმწიფოს ავტორიტეტის დასუსტება, სუვერენიტეტის  ტრანსფერები,  კაბინეტების და იურისდიქციების ყოვლისშემძლეობა, პოლიტიკის გადაქცევა თეატრად, ნარცისული პოზები, მაყურებელთა  მოხიბლისთვის გათვალისწინებული მიმოხვრა.  და მანიპულაციები საზოგადოებრივი აზრით.

მაქს  გალო  სხვა  დროის კაცი იყო, მაგრამ   განადიდებდა  და წარმოგვიდგენდა  საფრანგეთის  ისტორიის  დიდ მომენტებს  და  გმობდა რესპყბლიკის, res publica-ს, ანუ  საერთო, საზოგადო საქმის  დამხობას.

მაქს  გალო  გვაძლევს  თანამედროვეობის  და იმედის  დიდებულ  გაკვეთილს.

 

 

http://www.seuil.com/ouvrage/l-amour-de-la-france-explique-a-mon-fils-max-gallo/9782020348485

წარმოშობით იტალიელი მაქს გალო  ფრანგებსაც და  არაფრანგებსაც ასწავლიდა  საფრანგეთის სიყვარულს.

მან  1999  წელს  გამოსცა წიგნი «ჩემი შვილისთვის ახსნილი საფრანგეთის სიყვარული»  // L’Amour de la France expliqué à mon fils//

მაქს  გალო  საფრანგეთის  პატრიოტი იყო და  სულაც არ  თაკილობდა  ამით.

 ის  შოვინიზმის  გარეშე  უხსნიდა  საფრანგეთის სიყვარულს გამვლელებს და გამომვლელებს.

ის  სიამოვნებით  ლაპარაკობდა  დიდი იდეალების მატარებელ ფრანგ ხალხზე.

მან  აჩვენა რომ საფრანგეთის  სიყვარულს  აზრი და  მნიშვნელობა  აქვს ევროპისა და მონდიალიზაციის  დროსაც.

მან  თავის  შვილს  და  ახალგაზრდებს აუხსნა რომ  მსოფლიოს  მიმართ  უკეთესად  გახსნა  შეუძლია  საფრანგეთს  რომელიც პატივს  სცემს  თავის  დიდ ისტორიას  და  ამ  დიდი  ისტორიის შემქმნელ  ადამიანებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s