უარყოფენ სიძულვილის სტრატეგიას

ევროპული გამოცდილება, ფრანგები უარყოფენ  სიძულვილის  სტრატეგიას

 

http://www.lemonde.fr/idees/article/2016/07/27/resister-a-la-strategie-de-la-haine_4975150_3232.html

ფრანგული  გამოცემა LE MONDE, 27.07.2016,

გავუწიოთ  წინააღმდეგობა  სიძულვილის  სტრატეგიას. LE MONDE-ს  დირექტორი  Jerôme Enoglio 

//Jérôme Fenoglio (Directeur du « Monde »)//

 თავისი  წამბილწველი  მოქმედებებით მკვლელები  ცდილობენ ხალხის  წონასწორობიდან გამოყვანას, გამხეცებას  და  რეპრესიების გამოწვევას.

მათ  ჰქონდათ  იმედი იმისა  რომ  იქნებოდა  ბრმა  შურისძიება რომელიც  მთელ ქვეყანას  მოაქცევდა  მათი  სიძულვილის  ტყვეობაში.

 

    ფრანგები  დღემდე  არ  აყვნენ  ძალადობისთვის  ძალადობით პასუხის გაწევის  ცდუნებას.

მოწინავე  წერილი // Editorial//  .

 2015  წლის  იანვრიდან  და  უფრო  ადრიდანაც  საფრანგეთმა  იცის  რომ  ის  სამწუხაროდ  იქცა  მის  ტერიტორიაზე ტერორისტული  კამპანიის  სამიზნედ.  ამ კამპანიას  ატარებს  ისლამისტური მოძრაობა.

ნიცა  ჯერ  ისევ  გლოვობს  და  ეხლა  26 ივლისს, დილის  წირვის  დროს  თავს  დსესხნენ  Rouen-ის  გარეუბნის Saint-Etienne-du-Rouvray-ს  კათოლიკურ  ეკლესიას

აგრესორებმა  მოკლეს   86  წლის  მღვდელი,  დანით  ყელი  გამოჭრეს  86  წლის  კაცს  და  დაჭრეს  სხვა  მლოცველებიც, ერთ-ერთი  მათგანი მძიმედაა  დაჭრილი.

შემდეგ  თავდამსხმელები დახოცა პოლიციამ.მოქმედებები  საშინელია, სტრატეგია  კი  ნათელია.

მკვლელებს  არ  უნდოდათ  მარტო ერთი კაცის, მამა  ჟაკ ამეს  მოკვლა,  ისინი  არ ესხმოდნენ  მარტო ერთ  ეკლესიას  თუ  მარტო საფრანგეთის  კათოლიკეებს.

ამ  არაადამიანური  და  შემაძრწუნებელი  მოქმედებით მათ  უნდოდათ  საერთოდ  ადამიანთა  გამხეცება  და  რეპრესიების  გამოწვევა.

ისინი იმედოვნებდნენ  რომ  ატყდებოდა  ბრმა შურისძიება და მთელი ქვეყანა დაემონებოდა  სიძულვილის  ძალას.

მკვლელებმა  დღემდე  ვერ მიიღეს  ის  რაც უნდოდათ , ვერ  მოახერხეს  ამ ახალი  ბარბოსობით  ფრანგთა  კეთილგონიერების  მოსპობა.

ქვეყანას  არ  გადაუარა  სიძულვილით დაბრმავებულთა  ძალადობის  და კონტრძალადობის  ტალღებმა.

ფრანგებს  არ  დავიწყებიათ  მარტივი  ჭეშმარიტებები რომლებიც კიდევ  უნდა  გავიმეოროთ  იმიტომ რომ   ისინი ისევ  უნდა  წარმართავდნენ ჩვენს  ქცევას.

 

პირველი ჭეშმარიტება  ეხება  ტერორის ამ ტალღის  საწყისს.

ტერორისტთა, ასაფეთქებლით, თოფით, ყუმბარით,საბარგო  მანქანით  თუ დანით  მკვლელთა   ინდივიდუალურ პროფილს  არა  აქვს მნიშვნელობა.

ბრძანებას  იძლევა  ერთი და  იგივე  ვინმე,  ისლამურ  სახელმწიფოდ  წოდებული  საშინელი  ორგანიზაცია.

ზოგჯერ  დანაშაულს მიბაძვით   ჩადის  ჯიხადისტური პროპაგანდით  გაპრიალებული  ტვინის  მქონე

« მარტოხელა მგელი », ან  ფულით არამზადობს  ორგანიზებული  ქსელი  რომელსაც  ან აქვს  განშტოებები ახლო აღმოსავლეთში, ან არა, ამას არა  აქვს  დიდი  მნიშვნელობა.

ბარბაროსობის  ავტორია  გადაგვარებული ისლამის  სექტანტური  ექსტრემისტული  ვერსია, ისლამიზმი.

მოწოდება  საფრანგეთში  სამოქალაქო ომის  გაჩაღებისკენ

  • პროპაგანდა მის  მიმდევრებს  ეუბნება  რომ  რაც შეიძლება მეტი  ურჯულო ჯვაროსანი  //ქრისტიანი// დასავლელების, ებრაელების სულერთია რითი  დასახოცად  ევროპაში  თუ  აშშ-ში  მათ  არ  სჭირდებათ  ორგანიზაციის  მანდატი.

სერიულ  დანაშაულობათა  ჩამდენნი სიტყვა- სიტყვით  ასრულებენ იმას  რაც წერია  ჯიჰადისტების  მოძრაობის ბელადების  მიერ  წინასწარ  დაწერილ სცენარში.

ეს  არაა  ეპიფენომენები.

ჩვენ  გვიტევენ იმის  გამო  რაც  ვართ  და  არა  შემთხვევით.

ამ  შეტევის  მიზეზიც  და  მიზანიც  ახსნილია  ჯიჰადისტურ  პროპაგანდაში.

ესაა  დასამახსოვრებელი  მეორე ჭეშმარიტება.

საფრანგეთს  თავს  ესხმიან იმიტომ  რომ აქ ცხოვრობს  ევროპის  მაჰმადიანთა ერთ-ერთი   ყველაზე  დიდი  თემი.

ჯიჰადისტებს უნდათ  ველური  რეაქციების  და ამით  ერთგვარი რელიგიური სამოქალაქო ომის გამოწვევა.

უნდა  ვიკითხოთ და გავიგოთ   ის  რასაც  წერენ  სიძულვილის  სტრატეგიის  თეორეტიკოსები.

ჯიჰადისტებს  უნდათ  სამოქალაქო  ომის  გაჩაღება საფრანგეთში. ამით  მათ  უნდათ იმის  ჩვენება  რომ  დასავლეთი ეომება  ისლამს.

რელიგიების  მშვიდობიანი  თანაარსებობა  ძველ  შემწყნარებელ ატმოსფეროში  ჯიჰადისტების აზრით არის  რაღაც  რუხი ზონა, ანომალია  და მათი მიზანია  ასეთი ბოდიში ანომალიის მოსპობა.

მათ  უნდათ რომ ქრისტიანებმა  დაიწყონ შურისძიება.

 

ამ  ეშმაკურ  მამაძაღლობას არ უნდა  ავყვეთ.  ესაა  წინააღმდეგობის პირველი აქტი.  …

 

სხვა  ქვეყნებმა  ბევრი  აიტანეს  ტერორისტებისგან სანამ მოახერხებდნენ მათ მოთოკვას.

დემოკრატიებში სრულებით ბუნებრივად  კამათობენ  ხოლმე  ტერორიზმის  წინააღმდეგ  ბრძოლის  მეთოდებზე.

 

სახელმწიფომ  უნდა  დაგვიცვას ჩვენ. ესაა  სახელმწიფოს პირველი  მისია.

 უსაფრთხოების  პოლიტიკის  მუდმივი და კრიტიკული  შეფასება  არის  დემოკრატიული  იმპერატივი.

აღმასრულებელმა  ხელისუფლებამ და  ინსტიტუტებმა  უნდა  აღიარონ  რომ  ამ დაუნდობელ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ შეიძლება  დაშვებული ყოფილიყო და  იქნას  შეცდომებიც,, რომ ბრძოლის  საშუალებები და  მეთოდები უნდა  გაუმჯობესდეს.

მაგრამ  თავშეკავებულები  უნდა  იყვნენ ოპოზიციური პარტიებიც.

მათ  არ  უნდა  გამოიყენონ  საარჩევნო  მიზნებით  ძალიან  ტრაღიკული  ვითარება  და  მეტისმეტი არ უნდა  ილაქლაქონ.

  • ხალხის იმაში დაჯერება  რომ გადაგვარჩენს  ჩვენი მეობის  ღრმად გარდაქმნა  ნამდვილად უარესს  გვიზამს.
  • ჩვენი დემოკრატიის  ღირებულებათ დაცვა  ნიშნავს  იმას რომ    არც  ერთი მისი ღირებულება  არ უნდა უარვყოთ თუნდაც დროებით.

 

  • და  ბოლოს  არც  ის  უნდა  დავივიწყოთ  რომ  ჯიხადისტები ხოცავენ ბევრად უფრო მეტ მაჰმადიანს ვიდრე  არამაჰმადიანს.

 

  • ეხლახანს ქაბულიდან  სტამბულამდე ბაღდადის  გავლით  ასობით  მშვიდობიანი ადამიანი, მამაკაცები, ქალები, ბავშვები  დახოცეს  თუ სამუდამოდ დაასახიჩრეს. ისლამისტური ტოტალიტარიზმის  ბრძანებით.

ეს  არაა  ასე  ვქვათ  პოლიტიკურად  ზრდილობიანი  შეხსენება.

ის  გვეუბნება  რომ  ბრძოლა  ასე  ვთქვათ ისლამური სახელმწიფოს  წინააღმდეგ  მიმდინარეობს  როგორც საფრანგეთში ისე  ერაყში, სირიაში.

 

ომი  და  ბრძოლაა  თვითონ ისლამის  შიგნითაც.

 

არეულობას  კვებავს  ორი  დედაქალაქის, დამასკოს  ბაღდადის დამხობა.

 

მოსულის  და  რაკას აღებაც არ  იქნება  საკმარისი.

ჯიჰადისტური  ფენომენი  და  მისი  მომხიბლაობა  გაქრება მხოლოდ  ერაყის  და  სირიის, მათი ეთნიკური და  რელიგიური  მრავალფეროვნების აღდგენის  შემდეგ.

 

თავის  არიდება  სიკვდილის  შემდგომი განდიდებისთვის.

საფრანგეთში  ეს  ბრძოლა  ვერ  ჩაითვლება  მარტო შეიარაღებული  ძალების თუ  სამართალდამცველთა , დაზვერვის  და პოლიტიკური პერსონალის  საქმედ.

ის  ეხება საზოგადოების  ყველა  კომპონენტს  და, პირველ  რიგში  ნუმერიკული  რევოლუციით  შექმნილ  ჩვენს  მედიატურ პეიზაჟს.

 სოციალური  ქსელების  მაკონტროლებელთა  გონზე  მოსვლის  გარეშე  უფრო  და უფრო   გაჭირდება  სიძულვილის  სტრატეგიის  შდეგებითვის წინააღმდეგობის  გაწევა.

  შემოწმებული ახალი  ამბების  ნაირად  ვრცელდება  ჭორები, მითქმა-მოთქმა. ესაა  სიძულვილის  სტრატეგიის  ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე.

ტერორიზმმა  საიტებსაც  და  დიდ  პრესასაც  უბიძგა  ჩვეულებათა  შეცვლისკენ, დაფიქრებისკენ

აღარ  იბეჭდება  პროპაგანდის  დოკუმენტებიდან  თუ  ასე  ვთქვათ  ისლამური სახელმწიფოს  განცხადებებიდან  ამოღებული სურათები , სასაკლაოების  მომწყობთა  ფოტოგრაფიები.

ეს  ხდება  იმიტომ  რომ არ  მოხდეს   ტერორისტთა  სიკვდილის  შემდგომი განდიდება.

ვფიქრობთ  და ვმსჯელობთ  სხვა  რამეებზეც.

 

ყველაფერი  ეს და  მეტიც  საჭიროა  თუ  კი  გვსურს  ულმობელ მკვლელობათა  უკან  მდგარი სიძულვილის  სტრატეგიის  დამსხვრევა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s