ფრანგები მუსაიფობენ თავისუფლებაზე

 

 ფრანგები ფილოსოფოსობენ თავისუფლებაზე, დაუსრუკებლად…

 

 

[http://mapage.noos.fr/philosophie/philo/philo/cours/liberte/Cours_de_philosophie_sur_la_libert%E9.html

 

ფრანგული  ფილოსოფიის  კურსი თავისუფლებაზე

 

  1. გარეგანი თავისუფლება და შინაგანი  თავისუფლება

 

როდესაც  ვლაპარაკობთ  თავისუფლებაზე  შეიძლება  ვილაპარაკოთ  ორ  ერთმანეთისგან განსხვავებულ რამეზე.

 

ერთის  მხრივ  თავისუფლება არის  კეთება  იმისა  რისი  კეთებაც გვინდა.

თავისუფლები  ვართ  მაშინ  როდესაც  შეგვიძლია  იმის  კეთება  რისი  კეთებაც  გვინდა.

თავისუფლება  ამ  შემთხვევაში არის რაღაცის კეთების  შესაძლებლობა.

 

მაგალითი-  ხანგრძლივი  მოგზაურობის  შესაძლებლობა თუ  შეუძლებლობა.

 

არის  კიდევ არჩევანის  თავისუფლება.  შეგიძლია  აირჩიო თუ  რისი  გაკეთება  გინდა  და  რისი გაკეთება  არ  გინდა.

შეგიძლია  გააკეთო  ის  რისი გაკეთებაც  გინდა  და  არ გააკეთო ის  რისი გაკეთებაც არ გინდა.

ამ  შემთხვევაში  თავისუფლება არის  სურვილის, საკუთარი გონების  და  ნების  შესაბამისად  გადაწყვეტის  შესაძლებლობა..

ასე  თავისუფალი  ადამიანი არის საკუთარ არჩევანთა  ბატონ-პატრონი, ის  გადაწყვეტილებებს იღებს  საკუთარი გონების  და  ნების შესაბამისად.


გარეგნულ  თავისუფლებას  ჩვეულებრივ  განასხვავებენ შინაგანი თავისუფლებისგან


გარეგნული  თავისუფლებაა  როდესაც  თავისუფლად  შეგიძლია  კეთება  იმისა  რისი კეთებაც  გინდა, რისი  კეთებაც  გადაწყვიტე  ან, უბრალოდ, რისი კეთების  ჟინიც გაქვს.

გარეგნულია  იმიტომ  რომ  სასურველის  კეეთებისას  გარედან ხელს  არაფერი  გიშლის.

 

შინაგანად  თავისუფალია  ის  ვისაც   შეუძლია  თავისუფლად არჩევა და  გადაწყვეტა   იმისა  თუ რა  უნდა  და  რა არ  უნდა.

არჩევანი  და  გადაწყვეტილების  მიღება  ხდება  ხოლმე  ადამიანის  შიგნით. ამიტომაა  ეს  შინაგანი თავისუფლება.


თავისუფლების  ეს  ორი ასპექტი განსხვავდება  ერთმანეთისგან.

შეიძლება  შეგეძლოს  დაუბრკოლებლად კეთება  იმისა  რისი კეთება  სულაც არ  გინდა.

 და, პირიქით,  შეიძლება  გადაწყვიტო რაღაცის  გაკეთება  და  გარეშე დაბრკოლებების გამო  არ  გქონდეს  მიღებული  გადაწყვეტილების  განხორციელების შესაძლებლობა.


2 )  რას  ამბობენ ამაზე

 

როგორც  წესი ამბობენ რომ  არ  აქვთ  საკმარისად  გარეგნული  თავისუფლება,  რომ სულ  შებოჭილები არიან გარეშე  ფაქტორებით , მაგრამ აქვთ  სრული  შინაგანი თავისუფლება.


ჩვეულებრივი  ამბავია  იმის  გაგება რომ ადამიანს  არასოდეს  შეუძლია  გაკეთება  ყველაფერი  იმისა  რისი  გაკეთებაც  უნდა,  რომ ადამიანს მუდამ უშლიან ხელს  ან   მას  მუდამ  ეშლება ხელი  იმის  გაკეთებაში  რისი გაკეთებაც მოუნდებოდა.

ამბობენ  იმასაც  რომ  ადამიანი  ხშირად  იძულებულია  აკეთოს  ის  რისი კეთებაც არ  მოუნდებოდა.

თავისუფლება  კი  ითვლება სასურველ  რამედ  და ეს  ან სასოწარკვეთილებაში  გვაგდებს ან იწვევს აღშფოთებას  და  ჯანყს.

 

თითქოს  ისიც  ცხადია  რომ  რომ ყოველ  ჩვენთაგანს  შეუძლია  არჩევანის გაკეთება მაშინაც  კი როცა როცა ყოველ  ჩვენგანი  არ აკეთებს  ამას.

არჩევანის  გაკეთება  თითქოს  უნდა  შეეძლოს იმასაც  ვინც არ აკეთებს ამ არჩევანს.

იმას  ვისაც  ვერ  გაუგია თუ  რომელი პარტია უნდა  აირჩიოს   შეუძლია  არჩევანის  გაკეთება, მაგრამ მან არ იცის თუ როგორ უნდა მიუდგეს საქმეს.

 

 

3 )  რა  შეიძლება  ვიფიქროთ

 

 

ასე  ფიქრში  შეიძლება იყოს  რაღაც  სიმართლე, მაგრამ ნებადართულია  დაეჭვებაც.

 

რაც  შეხება  გარეგნულ  თავისუფლებას   მართლაც  შეიძლება  თქმა  იმისა  რომ ყოველთვის  ვერ  ვაკეთებთ იმას  რისი  კეთებაც  სურს.

მაგრამ  თუ  კი  კარგად  დავაკვირდებით  არის ბევრი  რამე  რის  გაუკეთებლობაზეც  ვნანობთ  მა მაგრამ რომლებსაც  რომც  შეგვეძლოთ მაინც არ  გავაკეთებდით.

ასე  მაგალითად  გვესიამოვნებოდა  სკოლის  გაკვეთილების  გაცდენა  და ლოგინში გორაობა, მაგრამ მთელი ცხოვრება  ლოგინში არ ვიგორავებდით.

 

 


ეს   კი  ნიშნავს  იმას  რომ ჩვენ  შეიძლება  არ  გვინდა  რომ გვქონდეს  რაღაცის  გაკეთების  შესაძლებლობა.

 

ცხოვრება  ადამიანს აძლევს ირგვლივ  ყველაფრის  დალეწვის  საშუალებასაც, მაგრამ  ნორმალური  ადამიანები  კმაყოფილები არიან იმით  რომ   თავს  იკავებენ და არ  იყენებენ  ამ შსაძლებლობას.

 

სადაა   პრობლემა:

ან  უნდა  ვთქვათ  რომ არსებობს  ყველანაირი იძულება-შეზღუდვები  და  ვალდებულებები  და  ამიტომ  ჩვენ არ  ვართ თავისუფლები  იმიტომ  რომ არ  შეგვიძლია გაკეთება ყველაფრისა  რისი გაკეთებაც  გვინდა

 ან  უნდა  ვთქვათ  რომ ცხოვრებაში  შეიძლება  გვზღუდავდეს  ბევრი რამე, მათ  შორის მოვალეობები და  ვალდებულებები  მაგრამ მათ  შეიძლება  არ  მოსპონ  ჩვენი თავისუფლება.

 

ზოგმა  რამემ  შეიძლება  ეჭვქვეშ  დააყენოს  ჩვენი  შინაგანი  თავისუფლებაც.

 

ჩვენს  მიერ  გადაწყვეტილებათა  მიღებაზე  შეიძლება  მოქმედებდეს  მეტ-ნაკლებად  აღქმული  გარეშე გავლენები / და  ფაქტორები //  განათლება,  ჩვენი  საზოგადოების  ღირებულებები, გაუცნობიერებელი  ჟინი  და წადილები//.

აქედანაა პრობლემა,  საკუთარი გონებით  და  ნებით გადაწყვეტის  შინაგანი  თავისუფლება  ან აბსოლუტურია  ან  ან არის  ილუზია   და  მეტი არაფერი  იმიტომ რომ გადავწყვიტეთ მეტ-ნაკლებად  ხილული  ფაქტორების  გავლენით,  მივიღეთ მხოლოდ  ის  გადაწყვეტილება რომლის  მიღებაც შეგვეძლო და  მეტი არაფერი.

 

დაბრკოლებები  და  შსაძლებლობები

1.ფინანსური  დაბრკოლებები და  შესაძლებლობები

 

უფულობის  გამო  ვერ  გავაკეთებთ  იმას  რისი გაკეთებაც მოგვინდებოდა.  ვერც  დასასვენებლად  წავალთ და  ვერც ვიქეიფებთ/

// გერმანიის  კაიზერ  ვილჰელმ  მეორეს რომ არ  მიეცა  ფული  ლენინისთვის  საბჭოთა  გენერალი სუფიან ბეპაევი ვერ  ათხოვებდა  თავის  ტანკს  თენგიზ სიგუას  თბილისის დასანგრევად///

ამ თვალსაზრისით უფრო თავისუფალია უფრო  მდიდარი.

 

არის  ტექნიკური  დაბრკოლებები და  შესაძლებლობები.

 

თუ  გინდა  კოსმოსში გაფრენა  უნდა  გქონდეს  კოსმიური რაკეტა.

მძიმე  ავაფმყოფობის დასაძლევად  უნდა  არსებობდეს  და  უნდა  გქონდეს  შესაბამისი წამალი….

 

ბუნებრი თუ  ფიზიკური დაბრკოლებები და  შესაძლებლობები

შეუძლებელია ბუნების  კანონების  საწინააღმდეგო ან მათთან შეუთავსებელი რამეების, ფიზიკურად შეუძლებლის  გაკეთება.

ვერ  იფრენ ფრთების  გარეშე, მაგრამ მაინც  გიჩნდება  ხოლმე  ამის  სურვილი.

ამ შემთხვევაში  ჩვენი წადილი  აწყდება  ბუნებრივ აუცილებლობას.  აუცილებელია  ის რაც არ  შეიძლება არ იყოს .

 

ზოგი  რამე  ძნელია  და  ზოგიც  შეუძლებელი.

ევროპიდან  ამერიკაში თვალის  დახამხამებაში გადახტომა  შეუძლებელია.

მაგრამ  ჰაერზე  უფრო  მძიმე  ობიექტის  აფრენა  შეიძლება თუ  კი ანგარიშს გავუწევთ  ჰაერის  მიერ დადგენილ ფიზიკურ  შეზღუდვებს. ამაზე  დგას ავიაცია-კოსმონავტიკა.

ის  რისი  გაკეთებაც   შეგვიძლია  აქ  შეესაბამება  იმას  რასაც  ვუწოდებთ  შესაძლებელს  ფართო მნიშვნელობით, ე. იმას  რაც  შეუძლებელი არ გახადა  ბუნებრივმა აუცილებლობამ.

ესაა  მოქმედების  შსაძლებლობა  რომელიც დაგვიტოვა აუცილებლობამ.

 

დეტერმინიზმი კი  გვეუბნება  რომ   მოქმედების  ის  შესაძლებლობა  რაც დაგვიტოვა  ბუნებრივმა აუცილებლობამ  ნულია.

 

 

«  ჩვენ, მაშ,  უნდა  ვიფიქროთ  რომ  მსოფლიოს, სამყაროს  დღევანდელი  მდგომარეობა  არის  მისი  წინა მდგომარეობის  შედეგი  და ის  იქნება  მსოფლიოს, სამყაროს   შემდეგი მდგომარეობის  მიზეზი… » Pierre-Simon Laplace.
Œuvres, Vol VII, pp VI-VII
(1796)

 

კომენტარი 

ნაპოლეონის  ხანის  ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, მათემატიკოსი , ასტრონომი, ფიზიკოსი,   იმპერიის  გრაფი და  მარკიზი  პიერ სიმონ  ლაპლასი  ამოდის იდეიდან  რომლის თანახმადაც  ყველაფერ მომხდარს აქვს თავისი მიზეზი და ყველაფერი მომხდარი თავის რიგზე იქნება  სხვა რაღაცის მიზეზი.

 

თუ  ეს  სწორია  ყველაფრისთვის ცალ-ცალკე ვარგა ყველაფრისთვის მთლიანობაში, ერთად.

ამიტომ ამბობს ლაპლასი რომ ყველაფერი  რაც ხდება   სამყაროში  მოცემულ მომენტში არის  სამყაროს  და მისი  წინა  მდგომარეობის შედეგი და ის  თავის ჯერზე იქნება  სამყაროს  და  მისი  მომავალი მდგომარეობის მიზეზი.

აქედან კი  გამომდინარეობს ის რომ   ჩვენ  შეიძლება  ბევრად  უფრო  ნაკლებად თავისუფლები ვიყოთ ვიდრე  ვფიქრობთ  იმიტომ რომ  ყველაფერ  მომხდარს შეიძლება  განსაზღვრავდეს  სრულიად  გარკვეული მიზეზები.

 

 

 

4 ) მორალური და  ლეგალურ-კანონიერი შესაძლებლობები.

ჩვენ ვერ  გავაკეთებთ  ყველაფერს  რისი ხოშიც და დილიხორიც  გვაქვს.

არ უნდა  ვაკეთოთ სოციალურად დაგმობილი  და/თუ მორალურად აკრძალული  არ უნდა ვაკეთოთ  ის  რაც ისჯება კანონით.

არ უნდა  ჩავიდინოთ უწესობა, უკანონობა, უზნეო რამ

ზოგჯერ  წეს-ჩვეულებებიც და  მორალური კანონებიც გვავალებენ რაღაცის გაკეთებას.

 

მაგრამ  მოვალეობები სულ  სხვაა და  აკრძალვები სულ სხვა.

იკრძალება ცდუნებათა, გაუცნობიერებელ სწრაფვათა და მხეცური ჟინის აყოლა.

მოვალეობები კი  გვაკეთებინებენ იმას რასაც  ჩვენ, ტუტუცები, არ გავაკეთებდით  ჩვენი საკუთარი ნებით.

 

უნდა ითქვას  ისიც რომ თავზეხელახებული ყაჩაღი  შეძლებს აკრძალულის გაკეთებასაც და ამიტომ ის  რისი გაკეთებაც  შესაძლებელია უნდა  განვასხვავოთ  იმისგან რისი გაკეთებაც დაუშვებელია.

თანაც  სისულელე იქნება  როგორც  შეუძლებლის  აკრძალვა ისე დაძალება იმისა რასაც ყველა ისედაც  გააკეთებს საკუთარი ნებით.

ადამიაანური  კანონები, მაშ, კარგად  უნდა  განვასხვავოთ ბუნების კანონებისგან.

ადამიანური კანონების  დარღვევა შეიძლება, ბუნების კანონების-არა.

ადამიანური კანონები ადგენენ მოვალეობებს და აკრძალვებს, ბუნების  კანონები კი ქმნიან შეზღუდვებს და  შეუძლებლობებს. რომლეიც ეკუთვნის აუცილებლობის

 სფეროს.

 ადამიანების  მიერ დაწერილი  კანონები  მხოლოდ  გარკვეულად ზღუდავენ  ადამიანის  თავისუფლებას და არა აბსოლუტურად.

ყოველთვის  შესაძლებელია  ჩადენა იმისა  რაც აკრძალულია  კანონით.

ადამიანს ყოველთვის აქვს  ადამიანური კანონისთვის  გვერდის აქცევის  შესაძლებლობა.

 

მაგრამ ბუნების კანონს ვერ  ასცდები.

 

 

 

«  ფიქრობენ  რომ თავისუფალია ის ადამიანი რომელიც აკეთებს მხოლოდ იმას რაც სასიამოვნოა მისთვის.

არადა  ეს  სულ არაა მართალი  იმიტომ რომ იყო საკუთარი სიამოვნების მონა  და არ გქონდეს  რაიმე სასარგებლოს დანახვის  ან გაკეთების უნარი არის მონობის ყველაზე უარესი ფორმა… » // Spinoza.//

 

კომენტარი

 

 სპინოზა  უარყოფს  მოარულ აზრს  რომლის თანახმადაც  თავისუფალია ის  ვინც აკეთებს იმას რაც მას უნდა, აკეთებს იმას რაც მას სიამოვნებს.

 

სპინოზა  ამბობს რომ მარტო სასიამოვნოს კეთება  ადამიანს  აქცევს  სიამოვნების, საკუთარი წადილების, ზოგჯერ კი პირუტყვული ჟინის   მონად.

 

მეორე  ისაა რომ  ჩვენი სიამოვნება  უნდა  განვასხვავოთ  ჩვენივე სიკეთისგან.

 

 თუ კი  სიამოვნებებს გამოკიდებულები არაფერს ვაკეთებთ ისეთს  რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება ჩვენ  არ ვუწევთ  ჩვენს  თავს  სამსახურს.

 

თუ კი სიამოვნების განცდა საზიანოა  ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის… ეს  სულ არაა  კარგი  ჩვენთვის.

თუ კი სიამოვნების ძიება გვაუბედურებს ან გვღუპავს  მაშინ ის  გვაკეთებინებს იმას რისი გაკეთებაც  სულ  არ გვინდოდა  იმიტომ  რომ არავის არ უნდა  უბედურების განცდა.

 

სიამოვნების  ნებისმიერ ფასად ძიება  გვაუბედურებს და  სპობს  ჩვენს  თავისუფლებას  იმიტომ რომ მას  ბოლოს და ბოლოს მივყავართ იქამდე  რაც  სულ არ გვინდოდა.

 

სპინოზა არ გმობს  სიამოვნებას  როგორც ასეთს ვინაიდან  კარგი იქნებოდა  სიამოვნების განცდა.

სპინოზა  გმობს იდეას  რომლის  თანახმადაც ბედნიერია  ის ვინც  ცხოვრობს მარტო სიამოვნებისთვის და სასარგებლოს საზარალოდ…

 

 თავისუფლობაზე ფილოსოფოსობა დაუსრულებელია….

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s