პერესტროიკის შვილი ნაპოლეონი

https://www.histoire-image.org/sites/default/styles/hors_series_list/public/ben11_david_001f-cropped_0.jpg?itok=aS8ys3r4

ევროპული  ბიბლიოთეკიდან

ჟან ტულარი-ნაპოლეონი,ხელისუფლება, ერი, ლეგენდა

მოკლედ,  ნაპოლეონი არ ყოფილა  არც  მხეცი, არც ვოლტერის  საყვარელი  განათლებული  დესპიტი და  არც ანტიკური ხანის  ხეპრე დესპოტი  რომელმაც  მონად  გაყიდა  პლატონი.

პირიქით,  ნაპოლეონი აწინაურებდა  ლაპლასის  მსგავს  დიდ  სწავლულებს.მაგრამ  თემა  სხვაა.თუ  ააქოთებთ  ქვეყანას  ისე  როგორც ეს საფრანგეთს უქნეს  მარატმა და  რობესპიერმა ისიც  საუკეთესო შემთხვევაში   მოვა  ნაპოლეონის  იმპერია  და არა თანამედროვე  შვეიცარული დემოკრატია.

 

 

იმპერატორი ნაპოლეონი შვა რევოლუციამ, გრანდიოზულმა პერესტროიკამ

 

ნაპოლეონი, მისი დიქტატურა  და  იმპერია   შვა  რევოლუციურმა  ქაოსმა.

თუ არ  მოისვენებთ  პერესტროიკის  მიერ  გამოწვეულ ქაოსს ისიც საუკეთესო შემთხვევაში  შეიძლება  მოყვეს  იგივე. ამას გვეუბნება ევროპული მეცნიერება.

 

 

ინსტიტუტის  წევრი,უნივერსიტეტი პარიზი სორბონას  პროფესორი, დირექტორი მაღალი  კვლევების პრაქტიკულ  სკოლაში, ნაპოლეონის  ინსტტიტუტის //Institut Napoléon// პრეზიდენტი  და იმპერიისადმი  მიძღვნილი  მრავალი ნაშრომის  ავტორი  Jean Tulard/

Jean  Tulard ; Napoléon, la  nation,

la legende

ანუ  თანამედროვე  სერიოზული  ფრანგი  მეცნიერი ჟან  ტულარის  წიგნი

« ნაპოლეონი, ერი, ლეგენდა », 1997.

 

დიდად  საინტერესო  ნაშრომია, ღირს  წაკითხვა.

 

ჯერ  ფრაგმენტი და  მერე  ვნახოთ.

 

მარატ-რობესპიერის დიქტატურამ  მისცა  ბიძგი  ნაპოლეონის   საოცარ  ხვედრს.

 

კორსიკელი  ბიჭი  მოახტა  რესპუბლიკურ  საფრანგეთს  და  ხელი სტაცა  ძალაუფლებას იმიტომ  რომ   შინაგან  აუცილებლობას  მიყავდა  ქვეყანა   დიქტატურამდე  მანამდე  სანამ  ძველი  მონარქიული  რეჟიმის  მომხრეები ცდილობდნენ   უცხოეთთან  შეთანხმებით ამ ძველი  რეჟიმის  აღდგენას.

 

ნაპოლეონი არ  იქნევდა  აქეთ-იქით  გილიოტინას, მას  არ  გაუჩაღებია  ტერორი  და მას  არ  გაუტიალებია  ვანდეა, მაგრამ  მისი   მმართველობის  მეთოდები  უფრო  გავს  იაკობინელთა, რევოლუციონერთა  მართვის მეთოდებს  ვიდრე  ამის  აღიარება  უნდათ  დღემდე.

 

ნაპოლეონმა  ამაოდ  სცადა  ახალი  ლეგიტიმურობის და  ახალი არისტოკრატიის  შექმნა.

მისი   თანამედროვეები  ნაპოლეონს  უყურებდნენ  როგორც  რევოლუციის  ჯარისკაცს…

 

მეფეს  თავი  მოკვეთეს,  ძველი  საფრანგეთი მოსპეს  და  ამის  გამკეთებელი  რევოლუციონერები აღმოჩნდნენ  ცუდ  დღეში.

იყო  რელიგიური  განხეთქილებები, პოლიტიკური უთანხმოებები, მხტუნავი  ინფლაცია  რომელსაც  მოყვა  მკვეთრი დეფლაცია.

ქალაქების  და  სოფლების  მოსახლეობა დაუცველად  გრძნობდა  თავს. იყო გაურკვეველი  და  უსასრულო  ომი.

მწრისმეტად  სუსტი  აღმასრულებელი  ხელისუფლება ვერ  დაძლევდა  ამდენ უბედურებას.

მაშინ დამკვიდრდა  მხსნელის, უფრო  ზუსტად  ეროვნული  ხსნის  დიქტატურის  იდეა.

გაიხსენეს  ძველი  რომის  ჩვევა  რომლის  თანახმადაც კრიზისის  ვითარებაში დროებით  ჩერდებოდა ყველა  თავისუფლება.

ეს  მოგვიანებით  რა  თქმა  უნდა  გაიხსენა  თვითონ ნაპოლეონმაც :

 

« როდესაც  მე  ხელი  მოვკიდე  საქმეს  საფრანგეთი  იყო  იგივე  მდგომარეობაში  როგორშიც  იყო  ძველი  რომი  როდესაც  რომაელები ამბობდნენ  რომ რესპუბლიკის  გადასარჩენად  აუცილებელი  იყო  დიქტატორი.

ევროპის  ყველა  უძლიერესი ხალხი  გაერთიანდა  საფრანგეთის  წინააღმდეგ.

წინააღმდეგობის  წარმატებით  გასაწევად  სახელმწიფოს  მეთაურის  ხელში  უნდა  ყოფილიყო  ერის მთელი ძალა და  ყველა  რესურსი» // გვ. 16//.

 

//ისტორიული  საფრანგეთის  მკვლელი//  რევოლუციის  გადასარჩენად, ეროვნული  თუ  საზოგადოებრივი  ხსნის  დიქტატურის  იდეა  ტრიალებდა  პარიზის  ჰაერში.

ფაბრ  დოლივე  თავის  მოგონებებში  ამბობს  რომ  იაკობინელებმა  იფიქრეს  ბერნადოტზე, მაგრამ  მას უნდოდა  რომ  ეს  დიქტატურა  მისთვის  მიენდო ეროვნულ  წარმომადგენლობას.

 

Sieyes-იც  ფიქრობდა  დროებით  დიქტატურაზე. 

მას  უნდოდა არმიის  ზეწოლით  კონსტიტუციური  ცვლილებების  დაძალება  კრებებისთვის.

 

მაგრამ  კენჭისყრას  უნდა  დაედასტურებინა  ეს  რეფორმა. ისიც  დაადასტურებდა, სად  წავიდოდა.

 

მოყაყანე  დეპუტატების შემყურე  ბონაპარტე  აღარ იყო გულგრილი.

საჭირო  გახდა  გენერლები მიურატის  და  ლეკლერკის  ჩარევა.

სწორედ  ეს ჩარევა  გამოჩნდა  როგორც სამხედრო  გადატრიალება  მოყაყანე  დეპუტატების  წინააღმდეგ.

 

ნაპოლეონის  რეჟიმს  დიდი  ხნით  შერჩა  სამხედრო  დიქტატურის  სახელი.

 

დღეს  ჩანს  რომ  ნაპოლეონის  რეჟიმისთვის  სამხედრო დიქტატურის  დარქმევა არაა  სწორი.// გვ.17//

ბონაპარტემ  თავისი  თავი  წარმოადგინა  მხსნელად.

მან განაცხადა  რომ  არაა  დაკავშირებული არც ერთ პარტიასთან :

« არც  წითელი  ჩაჩი  მახურავს  და  არც წითელი ქუსლები  მაქვს. მე ვარ ეროვნული » .

 

ეს  სიტყვები  გაიმეორა  Lucien-მა:  

« მთავრობას  აღარ  უნდა  პარტიები, ის  აღარ  სცნობს  პარტიებს. ის  ხედავს  მხოლოდ  საფრანგეთს და მხოლოდ  ფრანგებს.»

 

პირველი  კონსული დადგა  ფრაქციებზე  და პარტიებზე  მაღლა იმიტომ  რომ საწორედ  ფრაქცია-პარტიებმა  ჩაძირეს  საფრანგეთი ანარქიაში.

 

პარალელი  კეისართან ც ხადია, მაგრამ  კეისარმა ვერ ვერ  მოახერხა  წარმატებით გადასვლა  რესპუბლიკიდან იმპერიაზე.  ის  მოკლეს.

ნაპოლეონი  კი გადაურჩა  სხვადასხვა  შეთქმულთა ხანჯლებს.

 

ნაპოლეონს  არ  დაუმყარებია სამხედრო  დიქტატურა,

ნაპოლეონს  არ  გადაუქცევია  არმია  ზოლდატენ-სალდაფონები  საფრანგეთში  გაბატონებულ კლასად.

 

ნაპოლეონი  მუდამ  აცხადებდა  საეროს  უპირატესობას  =სამხედროსთან  შედარებით.

 

ცნობილია თუ რა სიტყვა  წარმოთქვა  ნაპოლეონმა სახელმწიფო საბჭოზე 1802 წლის ოთხ მაისს :

« ჩვენ  ვართ  ცოდნა-განათლებით, საკუთრებით, კომერციით  გაერთიანებული 30 მილიონი  ადამიანი.

3 თუ 4 ათასი სამხედრო არაფერია  ამ მასასთან  შედარებით».

ამ  სიტყვაში არის  რევოლუციის  დიდი იდეები- ჯარისკაცები მოქალაქეთა შვილები  არიან, ჯარი  ერია.

სამხედროებს  ახასიათებთ  დესპოტურად  სურვილი

სამოქალაქო პირს კი  სურს ყველაფრის დამორჩილება  დისკუსიისადმი, ჭეშმარიტებისადმი, გონებისადმი….

 

 

ჯარს  არ  მიუყვანია  ნაპოლეონი  ხელისუფლებაში.

 

სამოქალაქო პირმა Sieyes-მონახა  ნაპოლეონი  რათა  მისთვის  შეეთავაზებინა სახელმწიფო გადატრიალების  მოწყობა.

ნაპოლეონის თანამებრძოლებს  არ უბიძგიათ  ნაპოლეონისთვის  ტახტისკენ

გენერალი  ლანი და  ზოგი მისი კოლეგა, პირიქით, ნტრულად იყვნენ განწყობილნი ასეთი რამეების მიმართ.

გენერლებს // ლანი, ბრუნი, ლეკურბი//  რომლებიც   ცუდად  ქ ცევას  დაეჩვივნენ დირექტორიის  დროს მკაცრად  დაუქნიეს თითი.

 

ოფიცრებს  არ  იღებდნენ სამოქალაქო სამსახურში.

ჰა ჰა  ზოგი  გადამდგარი  პენსიონერი სამხედრო  ყოფილიყო  პრეფექტურაში.

ნაპოლეონის  საფრანგეთში  არ  ყოფილა  ხელისუფლების  მაკონტროლებელი  სამხედრო კასტა  ისე  როგორც  ეს იყო  სამხრეთი  ამერიკის  დიქტატურებში.

 

ომზე  ფიქრობდა  ყველა. იყო  ომის  ეკონომიკა, ომის ფინანსები,  1805 წლიდან  საომარი   პროპაგანდა.

მიუხედავად  ამისა  ნაპოლეონის  რეჟიმის  არსი  სამოქალაქო იყო.

ხელისუფლების  წევრებისგან ითხოვდნენ  მკაცრ  დისციპლინას, ღირსების დაცვას, ბელადის  კულტს

მაგრამ  საწყისების  დავიწყება შეუძლებელი იყო.

 

ჯარი  ქვეყნის შიდა  საქმეებში გამონაკლისის  სახით  თუ ერეოდა.

ასე იყო, მაგალითად, 1812  წლის შიმშილის  დროს.

ნაპოლეონის მიმართ  მტრულად  განწყობილი  მადამ რემუსა  ამბობდა  რომ იმპერატორს  ეჯავრებოდა

 ჯარის  გაშვება ხალხის  წინააღმდეგ. ამას  სხვებიც  ადასტურებენ.

 

ეს  უფრო  ეროვნული, საზოგადოებრივი ხსნის  დიქტატურა იყო  ვიდრე  სამხედრო  დიქტატურა.

 

//  თენგიზ სიგუამ და  თენგიზ კიტოვანმა სტაცეს  ხელი  საბჭოთა  გენერალი  ბეპაევის მიერ მათთვის  გაწვდილ  ტანკს  და ჰერი, ანგრიეს  საქართველოს  დედაქალაქი.იმანუილ კანტის პრემიის  ლაურეატმა  შევარდნაძემ  მათ  მადლობა  უთხრა.   ნაპოლეონი  ასეთი  არ ყოფილა//.

 

ნაპოლეონი  არ  ყოფილა ვოლტერის საყვარელი  განათლებული  დესპოტი, რუსეთის იმპერიის სათავეში მყოფი გერმანელი  ეკატერინე  მეორე.

 

ასეთები  ბოდიში  აბედნიერებდნენ ხალხს ამ ხალხის  აზრის დაუკითხავად.

 

მოკლედ,  ნაპოლეონი არ ყოფილა  არც  მხეცი, არც ვოლტერის  საყვარელი  განათლებული  დესპიტი  და  არც ანტიკური ხანის  ხეპრე დესპოტი  რომელმაც  მონად  გაყიდა  პლატონი.

პირიქით,  ნაპოლეონი აწინაურებდა  ლაპლასის  მსგავს  დიდ  სწავლულებს.

 

მაგრამ  თემა  სხვაა.

თუ  ააქოთებთ  ქვეყანას  ისე  როგორც ეს საფრანგეთს უქნეს  მარატმა და  რობესპიერმა ისიც  საუკეთესო შემთხვევაში   მოვა  ნაპოლეონის  იმპერია  და არა თანამედროვე  შვეიცარული დემოკრატია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s