არ მოგვსპოს მელანქოლიამ

Résultat de recherche d'images pour "enzo traverso"

ნზო ტრავერსო, მემარცხენეთა  მელანქოლია, ფარული ტრადიცია

 

Résultat de recherche d'images pour "enzo traverso"

ბიბლიოთეკა- საუკუნის  დარდი-მელანქოლია

ქართველებმა  იმთავითვე  ვიცით  რომ არსებობა არის  ბრწყინვალე  გამარჯვებათა  და  ტრაღიკულ დამარცხებათა  მონაცვლეობის  ისტორია. ხოდა  არ  შეგვჭამოს დარდმამ ნაღველმა, ბოღმამ, მოვიკრიფოთ  ძალები, გონება და ისე  ვიფიქროთ მომავალზე. მოქმედება კარგად  დასაბუთებული პროგრამის  გამოკვეთის  მერე. ვუსმინოთ იტალიელ-ამერიკელ პროფესორ Enzo Traverso-ს

 

 

საუკუნის  დარდი-მელანქოლია

 

http://next.liberation.fr/livres/2016/10/05/melancolie-de-gauche-partis-d-echecs_1519874

«Mélancolie de gauche», partis d’échecs

Par Samuel Hayat Chargé de recherche au CNRS (Ceraps) — 5 octobre 2016 à 17:11

 

ნიუ იორკის  შტატის Cornell-ის უნივერსიტეტის პოლიტიკური  მეცნიერების  პროფესორმა Enzo Traverso-მ  დაწერა  ნაშრომი

 « მემარცხენეთა  მელანქოლია » 

// ფრანგულად  Mélancolie de gauche//

 

 ამ  ნაშრომში პროფესორი  ტრავერსო

გვიჩვენებს თუ  როგორ გადააქციეს  დამარცხებებმა  უძლურების  განცდად  რევოლიციურ  ბრძოლათა  სულისკვეთება.

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა

Manuel Valls-მა  თქვა  და  გაიმეორა  რომ მემარცხენე  მოძრაობა  შეიძლება  მოკვდეს.

 

მემარცხენე  მოძრაობის  სიკვდილში  ის  გულისხმობდა  სოციალისტურად  წოდებული  პარტიის  სავარაუდო, შესაძლებელ მარცხს აეჩევნებში.

ეს  სოციალისტურად  წოდებული პარტია კი  დღეს მემარცხენე  მოძრაობასთან  დაკავშირებულია მარტო ტოპოლოგიური ატავიზმით.

 

მიუხედავად  ამისა  ეს  სიკვდილი  შეიძლება  იყოს  უფრო  ღრმა  ფენომენის  სიმპტომი:

 

მემარცხენე  მოძრაობა  ანუ  თანასწორობისთვის  მებრძოლი  სხვადასხვა  მოძრაობები  დამარცხდნენ  და  ფეხზე  ვეღარ  დგებიან

 როგორც 1980-ან  წლებში  რეალური  სოციალიზმის  დამხობის ისევე    მეოცე  საუკუნის რევოლუციურ  ბრძოლებში, როგორც  დასავლეთში ისე  საბჭოთა  ბლოკის  შიგნით  დამარცხების  შემდეგ.

 

და ისინი  ფეხზე  ვეღარ  დგებიან მესამე  სამყაროს ანტი-იმპერიალისტურ  ბრძოლებში დამარცხების შემდეგ.

 

მას  შემდეგ  შეიძლება  მოკვდეს  ან  შეიძლება  უკვე  მკვდარია თვითონ ემანსიპაციის  პერსპექტივა.

 

ამან ჩაძირა  მემარცხენე  მოძრაობა  მელანქოლიურ უძლურებაში.

 

 

გაშტერება-გაცბუნება //Torpeur//

პროფესორი  გვეუბნება  რომ ბერლის კედლის თავზარდამცემი ლაწანით დამხობის  გარდა  მემარცხენე  მოძრაობის  კულტურაში  მუდამ არსებობდა  გარკვეული  მიდრეკილება  მელანქოლიისადმი.

 

განსაკუთრებით  სტალინიზმში  იყო  სოციალიზმისკენ  ხალხის  დაუძლეველი  სწრაფვის  ეპიკა.

მაგრამ იყო სხვა  ამბებიც.

მწუხარებით  იგონებდნენ და  იგონებენ წარსულ, ძველ, ოდინდელ დამარცხებებს.

1989  წელმა  და  შემდეგ  საბჭოთა  ბლოკის  დამხობამ დამარცხებებს  გაუსვა  ხაზი  და  შცვალა  ამ დამარცხებათა  მნიშვნელობა.

 

აქამდე  ყოველი  დამარცხება  შეიძლებოდა  განცდილი  ყოფილიყო  როგორც  მოწოდება  ახალი  ბრძოლებისკენ დაცემულ ამხანაგთა ხსოვნის სახელით.

მაგრამ  ბერლინის  კედლის  დამხობამ, რომელსაც შეეძლო  მემარცხენე მოძრაობის  განთავისუფლება სტალინიზმისგან თითქოს დამბლა  დასცა  ამ  მოძრაობას, მოსპო მისი ყველა იმედი.

 

ამან  მძიმე  მაგრამ  მებრძოლი  მელანქოლია  გარდაქმნა  პასიურ  და  დანებებულ, ბედის  მორჩილ  გაშტერება-გაცბუნებად.

 

 

 

 

Enzo Traverso  მაშინ  ძალის  წყაროდ  წამოსწევს  მოქმედებისკენ  წამბიძგებელი მელანქოლიის  ფარულ  ტრადიციას

ამისთვის  ის  ისევ  გადაიკითხავს  კარლ მარქსს, Walter Benjamin-ს  თუ Daniel Bensaïd-ს, მაგრამ იყენებს  სხვა  წყაროებსაც, რა თქმა  უნდა  ავგუსტ  ბლანკის, ლეონ ტროცკის, როზა  ლუქსემბურგს, ბუნდის  აქტივისტ

Samuel Zygelbojm-ს.

დამარცხებულთა  მელანქოლიას  აქვს  დიდი ისტორია.

 

მათი  გაკითხვით  პროფესორი  გვიჩვენებს  რომ  დამარცხების  განცდა  სულაც  არ  უშლის  ხელს  ბედისადმი  წინააღმდეგობის  გამწევი უტოპიური, ზოგჯერ  მისტიკური  სულის  არსებობას და  აქტიურობას.

თავის  ანალიზში  პროფესორი Enzo Traverso  დიდ  ადგილს უთმობს  მემარცხენე ხელოვანთა სახვითი ხელოვნების  ნაწარმოებებს, კინოფილმებს.

გნსაკუთრებით  შესანიშნავი  ნაწილია  

« დამარცხებულ  რევოლუციათა კინო».

მათ  შორის  ლუკინო ვისკონტის და  კარმენ კასტილოს  ფილმების  ანალიზით  ის  გვიჩვენებს პერსონაჟებს, ხშირად ბოდიში უბრალო ადამიანებს რომლებმაც დასძლიეს  დამარცხების  განცდით გამოწვეული სიმწარე.

 

http://www.telerama.fr/idees/la-melancolie-a-t-elle-de-l-avenir,154025.php

 

 

სხვაგვარად  ფიქრი

 

აქვს  თუ არა  მომავალი  მელანქოლიას?

1957  წელს იტალიაში  დაბადებული ისტორიკოსი Enzo Traverso რომელიც ესლა  ასწავლის  სშშ-ში, უნივერსიტეტში  Cornell   გვეუბნება  რომ  უტოპიების

 დასასრულმა  ძალიან  დააღონა  და  დაანაღვლიანა  მემარცხენე  მოძრაობა და ამან ეს  მოძრაობა  შეიძლება  გამოაფხიზლოს, ფეხზე  წამოდგომისკენ უბიძგოს.

ის  ამბობს  რომ  ისლამიზმი  და  მემარჯვენე  ექსტრემისტები გააქტიურდნენ მას შემდეგ რაც ძველი კომუნისტური უტოპიის  დამხობამ გააჩინა  ცარიელი ადგილი.

 

პროფესორი  გვეუბნება  რომ  მემარცხენეთა  მელანქოლიას  შეუძლია  წარსულის  ხსოვნის დაკავშირება  მომავლის  მშენებლობასთან.

 

მემარცხენეთა მელანქოლია  არაა  ახალი ამბავი, ის  არ  გაჩენილა  გორბაჩოვ-შევარდნაძის მოულოდნელად   გამოტანტალების  შემდეგ.

 

ესაა მემარცხენე  მოძრაობის  სტრუქტურული, ემოციური და კრიტიკული კომპონენტი.

ეხლა  ისევ   იფეთქა  დიდხანს  მიჩქმალულმა  მელანქოლიამ.

 

ესაა  ლუიზა  მიშელის  და  ავგუსტ ბლანკის მელანქოლია  რომელიც გაჩნდა კომუნას სისხლიანი  ჩახშობის  შემდეგ.

ესაა  1933  წელს  პარიზში ლტოლვილი Walter Benjamin-ის  მელანქოლია,  ესაა  მელანქოლია  რომელიც ბოლივიის  მთებში  დაემართა  ჩე  გევარას  კუბას  რევოლუციის  ჩიხში  შესვლის დანახვისას.

ანარქიზმიდან  სოციალიზმამდე  კომუნიზმის  გავლით  მემარცხენე  მოძრაობა  არის  წინსვლათა, დაპყრობათა, გამარჯვებათა, საზეიმო წუთების  , განთავისუფლების, კოლექტიური  მოქმედების  ისტორია.

 

მემარცხენე მოძრაობას  სწამს  იმისა  რომ  ადამიანებში  სძინავს  უზომო  შესაძლებლობებს  რომლებიც  იღვიძებენ  ისტორიის  თითქმის  მაგიურ  მომენტებში  და  ქმნიან  შთაბეჭდილებას  იმისა რომ  ყველაფერი  ხდება  შესაძლებელი  იმიტომ  რომ  შესაძლებელია  მსოფლიოს  შეცვლა….

 

მაგრამ  მემარცხენე  მოძრაობის ისტორია  აგრეთვე  არის  დამარცხებათა  და ზოგჯერ  ტრაღიკულ დამარცხებათა  ისტორია.

ეს კი  დამარცხებულებში  მუდამ  აჩენს ღრმა  მელანქოლიას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s