მოსვენების ძიებაში

Résultat de recherche d'images pour "Anne  Ducrocq, Guide  des  retraites  spirituelles"

ბიბლიოთეკა

ევროპელები  მოსვენების  ძიებაში

საქართველოს  ნანგრევებში მოფართხალე ქართველებსაც სჭირდებათ მსგავსი რამე.

 

Anne  Ducrocq, Guide  des  retraites  spirituelles ; bonnes  adresses  pour se  ressourcer,2007

ანუ  ფრანგი ჟურნალისტი და  მწერალი, რელიგიის საკითხებში ჩახედული ან დუკრო, « სულიერი  თავშესაფრების  გზამკვლევი. კარგი მისამართები ძალების  მოსაკრებად ».

// ანოტაცია//

ავტორი თანამშრომლობდა  ფრანგულ ჟურნალთან « რელიგიათა  სამყარო » (Monde des religions).

ჩვენს  ირგვლივ არსებული  სამყარო  მეტისმეტად  ხმაურიანია.

მეტისმეტი აურზაურია  ჩვენს  ირგვლივ.

დამქანცველი  დღევანდელობა-ყოველდღიურობით  დაუძლურებულ ადამიანს იმისთვის  რომ სულ არ გამხეცდეს ან  სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა არ გააფრთხოს სული სჭირდება ხოლმე  ამ ყოველდღიურობისგან დრო და  დრო გაცილება,განზე  განდგომა. ძალების  მოკრება, დაფიქრება  არსებითზე და  მთავარზე.

       პროფესორი  თენგიზ სიგუას ნაირთა  თუ ჯიხადისტების მიერ  დარბეული სამყაროსგან გატანჯულებს  დახმარებას    სთავაზობენ  ევროპელი ქრისტიანები, მონასტრები   თუ საერო პირთა  თემები.

თქვენ  იქ  შეგიძლიათ მიხვიდეთ უბრალოდ პიროვნული პაუზისთვის, მშვიდ  გარემოში გარკვეულ ხანს  ჩუმად ყოფნისთვის, საკუთარ  გულში  ჩასახედად, ღვთაებრივთან და  სხვებთან კავშირის  განსაახლებლად.

თუ  რაღაც განსაცდელში ხართ აზრზე  მოსასვლელად.

გარკვეული მოძღვრების  თანახმად დასაფიქრებლად.

ოდითგანვე  იყვნენ  და  რობესპიერ-მარატის  ნაირთა  თარეშის  მიუხედავად  დღესაც არსებობენ როგორც  მკაცრად  ჩაკეტილი  ისე  სტუმართმოყვარე  და  საერო პირებისთვის  გახსნილი  ევროპელ ქრისტიანთა სამონასტრო ორდენები.

// საბჭოთა  საქართველოშიც  ბევრი  თბილისელი  ინტელექტუალი  საკმაოდ ხშირად  მიდიოდა  ხოლმე მაგალითად  ბეთანიის  მონასტერში. მის  წინამძღვართან და  ბერებთან ურთიერთობამ, საუბრებმა ალბათ ბევრს უშველა დღევანდელ აქოთებულ დროშიც. მე ნამდვილად  ბევრი მომცა ამან.//

ასეა ბევრი ევროპელიც. ისინი დღესაც დაეძებენ საშველს  მონასტრებში დრო და  დრო მისვლით ბერებად აღკვეცის გარეშე.

ადამიანს  უფრო და უფრო სჭირდება გამხეცებული ჰედონისტურ-ნიჰილისტური დღევანდელობისგან  დრო და  დრო, პერიოდული  გაქცევა  და  სულიერი  თავშესაფრები  უფრო და  უფრო პოპულარულია.

აღარ უნდათ  უაზრო ყბედობა და  ირგვლივ აოხრებული მსოფლიოს  ცქერა, გადაიღალნენ ადამიანები ამით.

სულიერი ადგილის  კარის შეღებას ზოგჯერ  შეიძლება  სასიცოცხლო  მნიშვნელობა  ჰქონდეს.

მონასტერში, აშრამში, ბუდისტურ  ცენტრში  ინდივიდუალური  თუ  კოლექტიური თუნდაც  დრო და  დრო და ხანმოკლე   ყოფნა ძლიერი მომენტია  ის  იძლევა  განახლების  გრძნობას.

დუმილს  და  ლოცვას, წირვაზე  დასწრებას, საუბრებს ბერ-მონაზვნებთან, საერთო სადილს, ადამიანი მიჰყავს მისი რწმენის გულამდე.

ეს  შველის  როგორც  მორწმყნეებს ისე  საკუთარი ცხოვრების  და  საზოგადოდ  სიცოცხლის არსის და  მნიშვნელობის მაძიებელ ურწმუნოებს.

არის  სულიერი  თავშესაფრები  ინდივიდისთვის. არის  კოლექტიური  სულიერი თავშესაფრები რომლებიც იღებენ ჯგუფს…

მარტო  მისულსაც  და  ჯგუფსაც  ექნება  მშვიდად, აუღელვებლად, დღევანდელობის აყალმაყალისგან მოშორებითბ წყნარად  დაფიქრების და აზროვნების შესაძლებლობა. იქნება  ყურადღებიანი  მსმენელი  და  თანამოსაუბრე  ბერი ან მონაზონი.

მაგრამ  უნდა იცოდეთ  რომ აქოთებულ მოთუხთუხე სამყაროში  ცხოვრებას მიჩვეულ, ხშირად  უაზროდ  მოფუსფუსე ადამიანს  თავიდან გაუჭირდება  მყუდროების  და  თბილი ადამიანური გარემოს ატანა.

მაგრამ ევროპელებს იმდენად  მოენატრათ სწორედ ეგ მყუდრო ადამიანური გარემო  რომ ისინი  ჯიუტად ცდილობენ.

წარმატებულნი და მყუდრო ადამიანურ  გარემოში ყოფნას  მიჩვეულები ყოველწლიურად თითო კვირას  მაინც გამოყოფენ ქრისტიანულ მონასტერში, ინდუისტურ აშრამში თუ ბუდისტურ  თემში სულის მოსათქმელად.

მაგრამ დღევანდელი  ცხოვრებით გაველურებულმა  ჯობია  დაიწყოს ორდთიანი ვიზიტით. ის  თანდათანობით უნდა დაუბრუნდეს ადამიანურ ცხოვრებას თორემ გაველურებულს  შეიძლება გულიც გაუსკდეს.

ორ-ორ დღიანი  ვიზიტები გაგახსენებენ  თუ რამდენად  ჯობია ფიქრი, წყნარი მეგობრული საუბარი  და  ლოცვა გაუთავებელ უაზრო და  დამღლელ ყაყანს და  ყბედობას.

დანარჩენი სიკეთე  მოვა  თანდათანობით და მერე.

თუ  გადაგვარდი და არც მონათლული ხარ წადი ბუდისტებთან. ბუდისტები დღევანდელობით გამოთაყვანებულ ადამიანს ასწავლიან რომ დაბადება  ტანჯვაა, სასურველისგან შორს ყოფნა ტანჯვაა, რომ არასასურველთან ახლოს ყოფნა ტანჯვაა, რომ დაბერება, ავადმყოფობა, სიკვდილი ტანჯვაა  და ერთუჯრედიანი არსებიდან აშშ-ს პრეზიდენტამდე, მის ჩათვლით, იტანჯება ყველა.

ასწავლიან რომ ყურადღებას და  თანაგრძნობას იმსახურებს ყველა.

ამის  ცოდნა არის  დღევანდელ გადარეულ სამყაროში გადარჩენისთვის აუცილებელი მინიმუმი.

თუ აღარ გესმით ქრისტეს  მოწოდება თუ არ იცით თუ რისთვისაა აუცილებელი ღმერთის, ღმერთის მიერ  შექმნილი ლამაზი სამყაროს და  მოყვასის სიყვარული ბუდისტებს მაინც დაუჯერეთ.

  ბევრი ევროპელი და ამერიკელიც, სხვათა შორის, იღებს ამ მინიმუმს.

სულიერი თავშესაფრები დროებით ნისულ სტუმარს სთავაზობენ წირვებში მონაწილეობას, მაგრამ არ აძალებენ ამის  გაკეთებას.

ასევე ურჩევენ ტლიკინი-ყბედობა-ჭორაობის შეწყვეტას, მაგრამ არ აძალებენ აბსოლუტურ დუმილს.

გრძელი სიტყვა  მოკლედ ითქმის. თქვით მოკლედ მთავარი და ისიამოვნეთ დუმილით, უხმაურო ფიქრით,ჭვრეტით და ლოცვით. მაინც მალე ,მოგიწევთ აყვირებულ-აღრიალებულ დღევანდელობაში დაბრუნება.

სულიერ  თავშესაფართა  მასპინძლები სტუმრებს სთავაზობენ უბრალო მსუბუქ  საკვებს.

ესეც სასარგებლო განტვირთვა და დიეტაა.

ეს   შესანიშნავი წიგნაკი  გთავაზობთ მისამართებს  სულიერი თავშესაფრებისა  რომლებიც დახმარების  ხელს  უწვდიან გადაქანცულ და   მმართველ-რამმართველი ელიტის  უსაქციელობის გამო სასოწარკვეთილ ადამიანს.

საფრანგეთში  სულიერ  თავშესაფრებს  დაქანცულ ადამიანს  სთავაზობენ ქრისტიანი კათოლიკეები, პროტესტანტები, მართლმადიდებლები

// ბერძნები…//,

ბუდისტებიც, ინდუისტებიც, არის სულ მოულოდნელი თავშესაფრებიც. მაგრამ ამაზე ალბათ სხვა  დროს.

დაინტერესდით, მონახეთ ეს წიგნაკი და  ნახეთ ამ სულიერ  თავშესაფართა  მისამართებიც.

     საქართველოს  ნანგრევებში მოფართხალე ქართველებსაც სჭირდებათ მსგავსი რამე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s