ფილოსოფიური არაკები

ევვროპული  ბიბლიოთეკა

Résultat de recherche d'images pour "les philo-fables"

 

ფილოსოფიური -არაკები  ევროპელი ბავშვებისთვის

ს კარგი  შესავალია  ფილოსოფიაში ბავშვებისთვის  9  წლის ასაკიდან

Michel Piquemal, Philippe  Lagautrière,

Les  Philo-fables, Albin Michel,2014

 

ეს  ფილო-არაკები  ანუ  ფილოსოფიური ზღაპრები  არის  დასავლური  ფილოსოფიიდან, მითოლოგიიდან და აღმოსავლური სიბრძნიდან აღებული  მარტივი  და  აზრით, შინაარსით  მდიდარი ზღაპრები.

ეს კარგი  შესავალია  ფილოსოფიაში ბავშვებისთვის  9  წლის ასაკიდან

სასიამოვნო  საკითხავად რათა  მეტი და  უფრო  ღრმად  იფიქრო.

 

// ვნახოთ  ზოგი ზღაპარი, მთლიანად წიგნი  მსურველმა თარგმნოს და გამოსცეს, . კარგ საქმეს  გააკეთებს.//

გოჭების  ამბავი

ცივ  ზ\მთარში  გოჭებს  შესცივდათ  და  ისინი  მიეხუტნენ ერთმანეთს  რათა  სითბო ეგრძნოთ.

მაგრამ ერთმანეთთან მიხუტებულ გოჭებს მალე  დასცხათ  და  ისინი  დაშორდნენ  ერთმანეთს.

მაგრამ  მათ  ისევ  შეცივდათ  და  ინსტინქტმა  ისევ  უბიძგა  მათ  დაახლოებისკენ…

მათ  ისევ  დასცხათ  და ისინი ისევ დაშორდნენ ერთმანეთს.

ასე  გაიმეორეს  მათ  მრავალჯერ  სანამ მათ არ იპოვეს  ზუსტი მანძილი მათ  შორის.

//ეს  ზღაპარი  მოყვა  გერმანელმა  ფილოსოფოსმა  შოპენჰაუერმა//

 

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

 

ცხოვრებაში, საზოგადოებაში, და-ძმას, მეუღლეებს  შორისაც აუცილებელია  გარკვეული მანძილი, დისტანცია.

ამ მანძილს  და  დისტანციას  უწოდებენ ზრდილობას  და  თავაზიანობას.

ადამიანს  სჭირდება  სხვები.

მაგრამ ამავე  დროს  ის  ითხოვს  თავის  დამოუკიდებლობას.

შეძლებთ  თუ არა  იმის  დაშვებას  რომ თქვენს  გვერდით  მცხოვრებ ქალს  თუ  მამაკაცს  შეიძლება  ჰქონდეს  თავისი საკუთარი ფარული შინაგანი სამყარო ?

 

  1. იაპონური ზენ-ბუდისტური ზღაპარი

ბერები  და  კურდღლები

 

ორი  ბერი  იჯდა ველზე  მათი მონასტრის ახლოს  როდესაც კურდღლებმა დაიწყეს თამაში   და  ანცობა  ერთ-ერთი  ბერის  ირგვლივ.

ბერი რომლის  ირგვლივაც  კურდღლები  არ  იყვნენ გადაირია.

« კი მაგრამ,  შენ წმინდანი უნდა  იყო…

ყველა  კურდღელი  თამაშობს  შენს  ფეხებს  შორის მაშინ როდისაც ისინი მე  გამირბიან ,რა  არის, მაშ  შენი საიდუმლო ? »,  უყვირა  მან  მეორე  ბერს.

 

« მე  არა  მაქვს  არავითარი  საიდუმლო, მე  უბრალოდ  არ  ვჭამ კურდღელს, სულ ესაა ! », უპასუხა  პირველმა ბერმა.

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

მრეცნიერების თქმით  ადამიანი  მისი ემოციურობის  გამო გამოყოფს  გარკვეულ სუნს, ტალღებს რომლებსაც  პირუტყვები გრძნობენ

პირუტყვები  ამიტომ სცნობენ იმ ადამიანს  რომელსაც  უყვარს  ცხოველები ანუ ცოცხალი არსებები.

პირუტყვები ასევე  სცნობენ იმათ  ვისაც  მათი ეშინია, ან ვისაც ისინი სძულს.

 

  1. ინდური ზღაპარი

გველეშაპი  და  სოფლელები

ინდოეთის  პატარა  სოფელთან ახლოს  ცხოვრობდა  უზარმაზარი გველი  რომელიც  თავზარს  სცემდა  სოფლელებს.

ის კბენდა  და  კლავდა  მის  შორიახლოს  გამვლელ გლეხებს.

გლეხების  თხოვნით  გველს  დაელაპარაკა  ბრძენი.

მან  უსაყვედურა  გველს  მისი  უსაქციელობის  გამო.

რა  დაუშავეს  მას  გლეხებმა ? რატომაა  ამდენი  მკვლელობა  და  უმიზეზო ძალადობა?

ბრძენმა  იპოვა  ურჩხულის  ჭკუაზე მომყვანი სიტყვები.

ურჩხულმა  დადო ფიცი  რომ  გამოსწორდებოდა…

 მას  მერე   უზომო  გველი-ურჩხული  გადაიქცა  უძლურ , წვრილ,გრძელ ჭიაყელად  რომელსაც აღარ  ჰქონდა  არც ლოკოკინას  შეჭმის  ძალა.

მაგრამ  გამხეცდნენ  დაბოღმილი გლეხები. ისინი  მასხრად  იგდებდნენ ჭიაყელად ქცეული  ურჩხულის  სისუსტეს. ბავშვებიც  კი ქვებს  ესროდნენ  და  წიხლებს  ურტყავდნენ  ჭიაყელად  ქცეულ ოდესღაც თავზარდამცემ მტერს.

ჭიაყელად  ქცეულმა  გველეშაპმა  ძლივს  აიტანა  რამოდენიმე თვე ასეთი  ცხოვრება.

და ბოლოს, გამწარებული, ის ძლივს მიხოხდა ბრძენის  ქოხთან და  შესჩივლა მას  თავისი უბედურება.

მან  თქვა  რომ შეასრულა  ბრძენის  ყველა  მოთხოვნა  მაგრამ  გლეხებს  აღარ  ეშინიათ  ჭიაყელად  ქცეული  გველეშაპისა და  ეზიზღებათ, სძულთ ის.

« გეტყვი  უბრალო  რამეს, უპასუხა  ყოფილ  გველეშაპს  ბრძენმა.

მე  აგიკრძალე  გლეხების  უმიზეზოდ  დახოცვა, მაგრამ დაჰკივლე, დაუფშტვინე, შეაშინე  თავდამსხმელები და გაყარე. მე ეს  შენთვის არ ამიკრძალია ».

 

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

ბუდამ მოუწოდა  ადამიანებს  მე-3 გზაზე  დადგომისკენ.

ცუდია  როგორც ძალადობა ისე  ლაჩრობა  და  სისუსტე. არც ერთი არ წყვეტს პრობლემებს.

ამ გზას  დაადგა  ინდოელი  ბრძენი  მაჰატმა  განდი //1869-1945//  რომელმაც  მოიგონა ბრძოლა  ძალადობის  გარეშე, არაძალადობა-non-violence

დღესაც  შეიძლება  ინდოეთის  ამ ერთ-ერთი დიდი გაკვეთილის გამოყენება.

 

 

  1. საშუალო აღმოსავლეთის ზღაპარი

ორი ძმა

ორი ძმა  ერთად  ამუშავებდა მიწის ნაკვეთს  და  იყოფდა  მოსავალს.

ერთხელ  როდესაც  მათ აიღეს  თავ-თავისი  წილი  ერთმა  ძმამ გაიღვიძა  და  თქვა :

  • ჩემს დაქორწინებულ  ძმას  ყავს ორი  შვილი. მას  აქვს  ის  დარდები  და  ხარჯი  რომლებიც  მე  არა  მაქვს. მას,მაშ, მეტი  მარცვალი  სჭირდება  ვიდრე მე. მე  მას ჩუმად  მივუტან მარცვლის  რამოდენიმე  ტომარას ვინაიდან ვიცი რომ თუ კი  შევთავაზებ უარს  იტყვის.
  • მან მიიტანა ძმის  ბეღელში  ხორბლეულის რამოდენიმე  ტომარა  და  დაბრუნდა დასაძინებლად.
  • მაგრამ მეორე ძმამაც  გაიღვიძა  და  თქვა:
  • არაა სამართლიანი  ის  რომ  მე  მაქვს მინდვრის  პურის  ნახევარი.
  • ჩემმა ძმამ არ იცის  თუ რა  არის  ოჯახური ცხოვრების  სიტკბოება.
  • მას სჭირდება  გასეირნება  და  გართობა.მ სჭირდება  ბევრი ძვირი რამე.
  • მე, მაშ, წავუღებ მას ჩემი პურის ნაწილს.
  • და მან  ჩუმად  გადაიტანა  მეზობელ ბეღელში  თავისი რამოდენიმე  ტომარა.

მეორე  დილით ორივე  ძმა  გააოგნა  იმის დანახვამ რომ მათ ბეღელში ტომრების  რაოდენობა  იგივე  იყო რაც  წინა დღეს.

ყოველ წელს მოსავლის  აღების  დროს  ყველაფერი  მეორდებოდა და  მათ  ვერ  გაეგოთ  თუ  რა  ჯადოს გამო იყო მათი ტომრების რაოდენობა ერთი დაიგივე.

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

 

 

არც  ერთი ძმა არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. ყოველი ძმისთვის ძმის  სიყვარული იყო უპირველესი რამ.

ესაა  პირველ  რიგში საკუთარ  თავზე მზრუნველი ეგოიზმის  საწინააღმდეგო ალტრუიზმი.

 

5-ძვ.წ მე-4 საუკუნის ჩინური არაკი

ცულის  ქურდი

 

ერთი  გლეხი  ვეღარ პოულობდა  თავის ცულს.

მაშინ მან იფიქრა  რომ მისი ცული  წაიღო  მისი მეზობლის  შვილმა  და  დაუწყო ამ ბიჭს თვალთვალი.

ბიჭის ქცევა, სახე, სიტყვები გავდა  ცულის  ქურდის  ქცევას, სახეს, სიტყვებს.

მაგრამ ამ გლეხმა ერთხელ  ტყეში სიარულისას  იპოვა  თავისი ცული.

და  მეორე დღეს, როდესაც ის  უთვალთვალებდა მეზობლის  შვილს, მან დაინახა  რომ ეს  ბიჭი სულ არ გავდა  ცულის  ქურდს.

 

 

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

ვერიდოთ  ცრურწმენებს  და  მოარულ აზრებს. არ ვიმოქმედოთ  სერიოზულად  დაფიქრების  გარეშე  და  ნაჩქარევად.

 

  1. ინდუისტური ზღაპარი ძვირფასი  მარგალიტი

 

ინდოეთში  ყვებიან ეომ ერთ საღამოს ერთი ბრძენი  მიდიოდა ოკეანის  სანაპიროს გაყოლებით. ის  მივიდა  რაღაც  აოფლის  პლაჟთან. ის ღიღინით  აგრძელებდა  გზას  როდესაც  მას  გაეკიდა  ვიღაც  ტიპი.

-გაჩერდით, გაჩერდით  თუ შეიძლება, მომეცით  ძვირფასი მარგალიტი. აი ამას  უყვიროდა  ღიღინით მიმავალ ბრძენს  ეს  ტიპი.

ბრძენმა  დადო ჩანთა მიწაზე  და  იკითხა  თუ რა  მარგალიტზეა  ლაპარაკი.

  • რომელიც გაქვთ  ჩანთაში, იყვირა  ტიპმა.
  • წუხელ სიზმარში ვნახე  რომ დღეს  შევხვდები ბრძენს  რომელიც მომცემს  მარგალიტს  და  მე  სიკვდილამდე  მდიდარი  ვიქნები.

ბრძენი  გაჩერდა. მან  გახსნა  თავისი ჩანთა  და  იქიდან  მართლაც ამოიღო  დიდი მოკაშკაშე  მარგალიტი.

-მე   ეს  ქვა  ამ წუთში  ვნახე  ქვიშაზე, მომეწონა  და  ჩავიდე  ჩანთაში.

აიღე, უთხრა  ბრძენმა  ტიპს  და  გაუწოდა  მას  მარგამიტი.

სიხარულით  გაგიჟებული ტიპი ცეკვა-ცეკვით გაიქცა.

მაგრამ  თავის  ქოხში  მისულმა  ტიპმა  ვერ  დაიძინა.

ის მთელი  ღამე  ბრუნავდა  და  ცმუკავდა  იმის  შიშით  რომ ვიღაც მოპარავდა  მას ამ ძვირფას ქვას.

გარიჟრაჟზე  გადარეული ტიპი ნაჩუქარი მარგალიტით დაბრუნდა  ბრძენთან.

გიბრუნებ  უკან მარგალიტს, უთხრა ტიპმა  ბრძენს. მარგალიტმა სიმდიდრეზე  მეტი დარდი  მომცა.

მასწავლე  სიბრძნე რომელმაც მოგცა ასეთ  ძვირფასი რამის  ესოდენ იოლად გაღების, ჩუქების ძალა.

სწორედ  ეს  სიბრძნეა  სიმდიდრე.

// რასაცა  გასცემ შენია, ეს  ქართველებსაც  გაგვიგია, გვაწავლა  შოთა  რუსთაველმა//.

კრებულის შემდგენელთა  შენიშვნა :

ზოგიერთი ფილოსოფიის  თანახმად ბრძენი ისაა  ვინც არაა მიჯაჭვული მატერიალურ სიმდიდრეზე და  არაა  ხარბი,მომხვეჭლი, მტაცებელი  არსება, ვისაც ესმის  რომ  მატერიალური სიმდიდრე  არის  დარდის  და  ტანჯვის მიზეზი და  წყარო.

ამ ფილოსოფისთა  თანახმად  შინაგანი  და  სულიერი სიმდიდრეა  ნამდვილი სიმდიდრე.

და  თქვენ, ბაღნებო, შეძლებთ  თუ არა ამ ზღაპრის  ბრძენის  მსგავსად ფეხშიშველი და  მხარზე  მოკიდებული  ჩანთით მოგზაურობას ?

 

  1. ცენტრალური ევროპის ზღაპარი-რუსეთის მეფე  და  პერანგი

ძველ  რუსეთში  ერთხელ მეფე  გახდა  საშინლად  ავად მან დაკარგა  ყველაფრის  სურვილი და ხალისი.

დაესივნენ ექიმები, მაგრამ ვერავინ უშველა მის  მელანქოლიას…

მაგრამ ერთმა  ბრძენმა მაინც იპოვა წამალი.

მან თქვა რომ  საჭიროა  ნამდვილად ბედნიერი ადამიანის პოვნა და  ამ ბედნიერი კაცის პერანგი მოარჩენს მეფეს.

დაიარეს მთელი რუსეთი, დაეძებდნენ  ნამდვილად  ბედნიერ ადამიანს.

მაგრამ  მდიდრები ავად  იყვნენ და  ჯანმრთელები უჩიოდნენ სიღარიბეს, აგინებდნენ თავის ცოლ-შვილს.

ნამდვილად  ბედნიერი კ\ცის პოვნა  შეუძლებელ რამედ  ჩანდა.

მაგრამ ერთხელ  ბეჩავი  ღატაკი იზბას  გვერდით  მიმავალმა მეფისწულმა  გაიგო  რომ იზბას  შიგნით  ვიღაც კაცი ამბობდა  შემდეგს :

« აჰ, რა  ბედნიერებაა !  კარგად  ვიმუშავე ! კარგად  ვჭამე  და  ეხლა  შემიძლია  კარგად  დაძინება ! კიდევ რა  უნდა  მოვთხოვო ცხოვრებას ? »

მეფისწულმა  იპოვა  ნამდვილად იშვიათი მარგალიტი.

მან  გააგზავნა  მსახურები  რათა  მათ  ოქროს  ფასად  ეყიდათ  მისგან მისი ხალათი.

მსახურებმაც  სასწრაფოდ  მიირბინეს ამ  ნამდვილად  ბედნიერ  კსცთან მაგრამ ნაღეს რომ ამ ღარიბ-ღატაკს  არც ხალათი ჰქონდა  და  არც პერანგი.

 

8-მაჰმადიანი  მისტიკოსი  სუფიების  ზღაპარი 

რატომ ვარ  აქ ?

 

თავისი სიკვდილის  საღამოს  ერთი დერვიში მიადგა  სამოთხის კარს.

განცვიფრებულმა  და  სიხარულისგან გადარეულმა, მან კითხა  სამოთხის  კარისკაცს

რატომა  ვარ  აქ ?

იმიტომ რომ ბევრი  ვილოცე  ჩემი ცხოვრების  მაძილზე ?

არა, ო, არა, უპასუხა  მას მომღიმარე კარისკაცმა.

 

იქნებ იმიტომ რომ ბევრი ვიმარხულე ?

სულაც არა !

მაშ  რატომ ვარ სამოთხის კართან ?

ეჰ, გეტყვი :

ერთხელ ბაღდადში  საშინელი  ყინვა  იყო.  შენ ხელში აიყვანე  და  გაათბე  პატარა მიტოვებული კატა.

შენ  შეამსუბუქე  მისი ტანჯვა  და ამიტომ ხარ აქ, სამოთხის  კართან….

გაგრძელება  იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s