ევროპელ ექსპერტთა ნაფიქრალიდან

 ევროპული  ბილიოთეკა-ომები  რომლებიც  ემუქრება  მსოფლიოს

ომები  რომლებიც  ემუქრება  მსოფლიოს

Les Guerres  qui  menacent  le  monde ;L’analyse  des  grands  experts 

français

Recueillie  pqr Béatrice  bouvet et Patrick Denaud

ფიდი  ფრანგი  ექსპერტების  ანალიზი, შეკრებილია  ბეატრის  ბუვეს და პატრიკ დენოს  მიერ, პარიზი, 2001

ფრანსუა  თუალი // François  Thual//

ტეხილთა, ნაპრალთა, ბზართა  ხაზები

ადამიანები ერთმანეთს  შეიძლება  დაერივნონ და დეტაკონ ეროვნულ-ეთნიკურ  კონფლიქტებში, ბუნებრივ რივი რესურსების  ფლობა-კონტროლის  გამო, უფრო გაძლიერების  მიზნით.

აფრიკაში ერთმანეთს  ჟუჟავენ და  ახეიბრებენ  წიაღისეული  სიმდიდრის, ალმასის, ურანის, გაზის და ნავთობის  გულისთვის.

წიაღისეული  სიმდიდრის  გულისთვის  გაჩაღებული  ომები  შენიღბულია  ეთნიკურ  კონფლიქტებად. ასე  ხდება  ადამიანთა  ჯგუფების  ერთმანეთთან  შეჯახების პროვოცირება.

ეს თამაში  ძალიან  იოლია  აფრიკაში  სადაც კოლონიალური პერიოდიდან მომდინარე პოლიტიკური დანაწილება არასოდეს  ემთხვევა ტომთა  ადამიანურ გეოგრაფიას.

ომს ანგოლაში  ტრადიციულად  წარმოადგენენ როგორც  ნავთობის  მქონე  და შერეული  მოსახლეობის მყოლი სანაპირო ზოლის ომს  შავკანიანი მოსახლეობის  მყოლ და ალმასების  საბადოების  მქონე  შიდა  მიწებთან.

ეთნიკურ-რელიგიური  ტეხილები და  ბზარები  ბევრგანაა  არაბულ სამყაროში.

სირია  არის  კონფესიურ  ჯგუფთა  მოზაიკა  და  მეტი არაფერი.

იქ 1960-ან წლებში სხვებს  აჯობა  ალავიტთა  კონფესიურმა  ჯგუფმა.

იგივეა ქურთებით, სუნიტებით  და  შიიტებით დასახლებულ ერაყშიც.

ლიბიაში  ნავთობის  მქონე Cyrenaîque, სადაც არის  რელიგიური  ფუნდამენტალიზმი, უპირისპირდება ტრიპოლის  რეგიონს.

საშუალო  აღმოსავლეთში საზოგადოებები  ტრადიციულად ძლიერად ტერიტორიალიზებული იყო.

ამ საზოგადოებებმა  ვერ მოახერხეს  წარმატებით  გადასვლა  ეროვნულ სახელმწიფოზე.

შიიტურმა, დრუზულმა, ალავიტურმა საზოგადოებებმა ოდესღაც  ნახეს  თავშესაფარი  ზონები და  ისინი  ეხლაც  ცხოვრობენ ამ გეოგრაფიულად  განსაზღვრულ ზონებში .. // მოკლედ  სირია, ლიბანი, ერაყი და ა.შ. შეიძლება  წარმოვიდგინოთ ეოგორც თავ-თავის  მხარეებში გამაგრებულ კონფესიურ თუ ეთნიკურ  ჯგუფთა მოზაიკად და  არა  მოქალაქეობრივი გრძნობის მქონე ინდივიდთა  სახელმწიფოდ//.

თავ-თავის  კუთხეებში  გამაგრებული ეთნოსების  მოზაიკა და  არა  მოქალაქეთა  ეროვნული  სახელმწიფოები.

ასეთ სამყაროში არსებულმა  ტეხილებმა შეიძლება  ააფეთქოს. ეროვნული  წყობა  და  გააჩინოს  შინაგანი კრიზისები.

ამ ტეხილების  გამოყენება საკუთარი ეკონომიკური  თუ  სტრატეგიული  ინტერესების  შესაბამისად იოლად შეუძლია  გარეშე  ძალას…

ქურთების  საკითხი  კი  ისე  განვითარდა  რომ დამოუკიდებლობა  ვეღარ იქნება პრობლემის  გადაწყვეტა.

ქურთები დღეს  არიან ქვეყნის  ყველა  დიდ ცენტრში და  აღარ არიან კონცენტრირებულნი ქვეყნის აღმოსავლეთში, როგორც ეს იყო 30-ოდე წლის წინ.

ქვენა არის  ბინაციონალურ, ორეროვნულ სახელმწიფოდ გადაქცევის გზაზე. ამას ხელს  უწყობს ეკონომიკის  ვიტალურობა და  ქურთთა დემოგრაფიული დინამიზმი.

ირანი კი ეიძლება  გასკდეს  ნავთობის შემცველი  ზონების  მაკონტროლებელი არაბული უმცირესობის ზეწოლით.

პაკისტანი  და  ავღანეთი არიან ბოლოდროინდელი პოლიტიკური ისტორიიდან გამოსული ხელოვნური ერთეულები.

ინდოეთიც  თავის  დღევანდელ კონფიგურაციაში არის ბრიტანული  დეკოლონიზაციის  ნაყოფი. 

გაერთიანებულია  ტერიტორიები რომელთაც არ ჰქონიათ  ერთად  ცხოვრების არანაირი ტრადიცია.

კოლონიზაცია  და  დეკოლონიზაცია  შრიძლება  განხილული  იყოს  როგორც ეროვნული  სახელმწიფოს მოდელის დროებითი წარმატების  პერიოდი.

დღეს ჩანს  ისე  რომ  საფრანგეთის  რევოლუციიდან მიღებული ეს  მოდელი  ვერ  დამკვიდრდა  აფრიკის  და  აზიის მრავალ ქვეყანაში.

მოკლედ შინაგან მტკიცე  ერთობას მოკლებული სახელმწიფოები შეიძლება დაიმსხვრნენ როგორც შინაგანანი უთანხმოებების  ისე  გარეშე  ძალების  მოქმედების  შედეგად // კისინჯერის  გეგმა  მიზნად  ისახადა არაბული  სამყაროს,უმთავრესად  სირიის  და  ერაყის, დაქუცმაცება-დაყოფას,გვ.66//.

// ასევე  იყო   ნობელის  პრემიის  ლაურეატი აკადემიკოსი  სახაროვის კონტიტუციის  პროექტი. 1989  წელს  როგორც  რუსულად  ისე  ინგლისურად  უზარმაზარი  ტირაჟით  გამოქვეყნებულ  ამ დოკუმენტს  ერქვა  ევროპის  და  აზიის  საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის პროექტი. მის  თანახამად  საქართველოს  შემადგენლობაში  მყოფი ავტონომიები ანუ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთის  ავტონომიური  ოლქი და  აჭარა  უნდა  გამოცხადდეს საქართველოსგან დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.  ამის  შედეგებს  დღეს  ალბათ  ყველა  გრძნობს.//

რუსეთი  და  ჩინეთი

მე  მწამს  რომ  ამერიკელებისთვის  ჩინეთი არის დიდი ხვალინდელი პრობლემა.

ნაციონალისტური  ტენდენციის  ამ სახელმწიფოში ცხოვრობს მილიარდზე მეტი კაცი.

ის  პერესტროიკის შემდეგ  არის რუსეთის სტრატეგიული და  ეკონომიკური პარტნიორი. სამხედრო შეთანხმებათა  ფარგლებში ხდება ტექნოლოგიათა გადაცემა

მის  ახლოს  არის წიაღისეულით  მდიდარი და მცირად  დასახლებული აღმოსავლეთი ციმბირი. სხლოებით  10 წელია  რაც  მილიონამდე  საბჭოელი  გადასახლდა იქიდან.

არადა  ისტორია  გვეუბნება  რომ ცარიელი  მიწები  იზიდავს  ხალხს  მეტისმეტად  დასახლებული  მეზობელი ტერიტორიებიდან.

რუსეთს  აქვს  ჩინეთის  ეკონომიკური ზრდისთვის  საჭირო წიაღისეული.

ამიტომ ჩინეთმა  შეიძლება დაიწყოს ფლირტი აშშ-სთან რუსეთის  წინააღმდეგ.

ტაივანი, მაშ, არაა ჩინური  ძალის  ერთადერთი პრობლემა.

სხვა  საკითხია  უზარმაზარი  ჩინეთის შინაგანი ერთიანობა.

მრავალი  რეგიონი  ცენტრიდანულია, მიიწევს  განზე  და  მარტო  ბუნდოვნად  ემორჩილება  პეკინს.

ვერავინ  წარმოიდგენს წინასწარ  თუ  რა  შეიძლება  მოხდეს თუკი გარეშე  ძალა  ითამაშებს პროვინციათა დაპირისპირებებზე.

საბოლოო  ანგარიშით  დედამიწაზე  საზღვრები სტაბილიზებულია  მარტო დასავლეთ  ევროპაში და  აშშ-ში

ყველა  სხვა  სახელმწიფო ანსამბლი შეიძლება  გაქრეს.

მათ  დაშლის  ან  შთანთქმის შედეგად  შეიძლება  ადგილი დაუთმონ ახალ პოლიტიკურ ერთეულებს.

// დღეს  ხან კატალონელები მოითხოვენ დამოუკიდებლობას, ხან შოტლანდიელები და  ა.შ.  ასე  რომ მოსვენება არაა.//

ეროვნულ  სახელმწიფოთა  სისუსტე

ინდოეთი არგენტინის ტერიტორიის  ტოლ ტერიტორიაზე აჯგუფებს მილიარდ ადამიანს.

იქ  ყოველს ჩნდება  მრავალი მილიონი  ბავშვი.

ქვეყანა  დაბზარულია  არა  მარტო  კონფესიური ბზარებით.

30  მილიონი შიიტი იქ მუდამ  უპირისპირდებიან სუნიტებს.

ზოგი რეგიონი  ხელოვნურად  შეუერთეს  ინდოეთს მისი დამოუკიდებლობის  მომენტში.

მთელი  ჩრდილო-აღმოსავლეთი დამუშავებულია  ბანგლადეშიდან მოსული იმიგრაციით რაც  აძლიერებს  ჩინეთის  გავლენას ბენგალიის  ყურეზე.

მცირე ნაწილებად შეიძლება  დაიმსხვრნენ ინდონეზიაც და, ნაკლებად, ვიეტნამიც.

ხალხების  მშვიდობიანი  გაყრა, ისე  როგორც  ეს  მოხდა  ჩეხოსლოვაკიაში, სამწუხაროდ  იშვიათი რამეა.

ბალკანეთში  იყო ომები და  სახელმწიფო გადაწყობა  არ  დამთავრებულა.

ბოსნიის  ომი  გვიჩვენებს  თუ რამხელა  სიველურე  შეიძლება იყოს.

შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ რა  უბედურება  შეიძლება  მოხდეს  ისეთ  დიდ  ქვეყნებში როგორებიცაა  ჩინეთი და ინდონეზია.

ჰუტუს და  ტუტსის  კონფლიქტმა  აფრიკის  დიდი ტბების  რეგიონში უკვე მოკლა  მილიონი  კაცი !

მაფიური  სახელმწიფოს  ცნება ჩემში დიდ კითხვას  ბადებს.

L’amiral Lacoste-მა // ამირალ ლაკოსტმა//  განავითარა ორი სამყაროს თეორია.

ერთ  მხარეს  უნდა  იყვნენ დიპლომატიური წესების პატივისმცემელი და დამცველი სახელმწიფოები და მეორე  მხარეს  უნდა  იყვნენ დამნაშავე  სახელმწიფოები.

ამერიკელთა  სახელგანთქმული  rogue  stztes,ფრანგულად  Etats  voyois, არამზადა  სახელმწიფოები სადაც მიხრწნილი  სახელმწიფო სტრუქტურები, ძალაუფლება  ხელში ჩაიგდეს  მაფიურმა დაჯგუფებებმა რომლებიც  სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას  იქცევიან როგორც არამზადები.

ეს  ანალიზი ივიწყებს იმას  რომ ყოველი განგსტერი ოცნებობს ბურჟუად გადაქცევაზე.

არაა  გამორიცხული  რომ ბურჟუად  გადაქცეული  ბანდიტიც  შეიძლება  წესიერად  მოიქცეს.

სამხრეთ  ამერიკაში  სოციალური  უკმაყოფილება  იმდენად  ძლიერია რომ ერთხელ შეიძლება  ყველაფერი  დაინგრეს.

უფრო და  უფრო  მცირერიცხოვანი და უფრო მდიდარი ელიტა ვერ  გააკონტროლებს  მარადიულად  უფრო და  უფრო ღატაკთა  მასებს.  ამ ღატაკთა კანონიერი უფლებების  უარყოფა  ოდესმე გამოიწვევს აფეთქებას.

ჩიაპასის ჯანყის  ევოლუციამ აჩვენა  რომ მექსიკა  შეიძლება  გაიყოს ორ ერთეულად.

აშშ-ს მიყუდებულ  მდიდარ ნაწილს  უნდა  ძირითადად  ინდიელებით  დასახლებული  ღარიბი ჩიაპასის  რეგიონისგან გამოყოფა.

მთელ ლათინურ  ამერიკაში კლასთა  ბრძოლის  დროა.  ომის კერები  ყოველთვის არაა  ჩამქრალი,  მოსახლეობის  რაოდენობა  სამჯერ გაიზარდა  50 წლის  მანძილზე.

ყველაფერი  გვეუბნება რომ შეიძლება  იყოს  მასშტაბური კონფლიქტები…

 Bertrand  BADIE

ახალი  მსოფლიო  წყობა

ჩვენ ეხლა  ვაწყდებით  და  ვეხლებით ხალხის ხელოვნურ ცნებაზე მეტისმეტად  ნაჩქარევად აგებული  საერთაშორისო სისტემის  შედეგებს.

პირველი  მსოფლიო  ომის შემდეგ პრეზიდენტ Wilson-ს  მორალიზატორულ და მშვიდობიან პერსპექტივაში უნდოდა  ბისმარკის  სისტემის შეცვლა  ხალხთა  თვითგამორკვევის  უფლებაზე  დაფუძნებული ახალი  მსოფლიო  წესრიგით.

ამ ათასწლეულის დასასრულმა  დაგვანახა რომ ობიექტური კრიტერიუმი  რომლის  მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ  იმის  განსაზღვრას  თუ ვინაა ან რაა ხალხი არ არსებობს.

ამ  ფიქციამ  კი გამოიწვია ადამიანების  მობილიზაცია.

ადამიანები  იმედოვნებდნენ  და  ცდილობდნენ « ხალხისთვის »  შესაბამისი  პოლიტიკური კონსტრუქციია მონახვას.

დღეს   მოსახლეობებს  ტანჯავს წარუმატებელი  ეკონომიკური  განვითარება და ცუდად აწყობილი  მონდიალიზაცია.  ამით გამოწვეული  უკმაყოფილება კი  მებრძოლ განწყობაზე აყენებს ადამიანებს.

ვილსონის  მიერ  წარმოდგენილი  პრინციპების  ირგვლივ არსებული  გაუგებრობა იწვევს  და  იწვევს  კატასტროფულ  შედეგებს განსაკუთრებით იქ  სადაც  ფესვი  ვერ  გაიდგა დასავლეთიდან აღებულმა სახელმწიფო მოდელმა.

ეხლა  ვხედავთ რომ წმინდა ხელოვნური სახელმწიფოები ინგრევა  და  ამავე  დროს  პატარ-პატარა  კოლექტივები  დამოუკიდებლობას  მოითხოვენ ხალხთა  თვითგამორკვევის უფლების სახელით.

მე  მგონია  რომ ცივილიზაციის  ცნება  ისეთივე  ფიქტიურია  როგორც ხალხის  ცნება.

შეუძლებელია  დადგენა  დიდი ანსამბლებისა  რომლებიც აუცილებლად და გარდაუვალად აუტეხავენ ომს ერთმანეთს.

თანამედროვე სამყაროში უფრო არის მეობათა  დაუჯერებელი აქროლება-ცვალებადობა.

ამ თვალსაზრისით სამაგალითოა  ავღანეთის ორი ომი.

საბჭოთა  კავშირს  ებრძოდა ისლამით გაერთიანებული ავღანეთი.

ავღანეთის მეორე  ომი არის  მრავალ ჯგუფად დაშლილ-დაქუცმაცებული ერის  ომი. ეს  ჯგუფები ერთმანეთს  ებრძვიან კულტურულ-ლინგვისტური კრიტერიუმების სახელით.

მეობები მუდამ იცვლება პრობლემების, პოლიტიკურ  წამოწყებათა  თუ მეზობელი სახელმწიფოების დიპლომატიური თამაშის შესაბამისად.

არაა  ცივილიზაციების რუკები, არაა  მეობების უცვლელობა. და  ყველაზე  მეტად არ არსებობს ამა თუ იმ ბლოკის  შეჯახების  დეტერმინიზმი.

კონფლიქტები მაჰმადიანური სამყაროს თუ შავი აფრიკის შიგნით  ბევრად უფრო ტრაღიკულია  ვიდრე სემიუელ  ჰანტინგტონის მიერ ნაუწყები ცივილიზაციათა  შეჯახება.

ბერლინის  კედლის  დამხობისას  დაიჯერეს რომ პოლიტიკური და  ეკონომიკური ლიბერალიზმის ძალები საკმარისი იქნებოდა კომუნიზმის ნანგრევებზე აყვავებული დემოკრატიების შესაქმნელად.

ეხლა ჩანს  რომ ბაზრის კანონები არაა საკმარისი სახელმწიფოების ასაწყობად.

პოლიტიკურ ერთიანობას  სჭირდება  სოციალური კონტრაქტის შემუშავება  ერთობლივად  და  თანხმობით.

ეს  ხდება  ერთად  ცხოვრების  დამფუძნებელი სურვილით.

სახელმწიფოს  დღვანდელი  კრიზისი დაკავშირებულია  ახალი სოციალური კონტრაქტის საჭიროებასთან.

ახალ სოციალურ  კონტრაქტს  უნდა  ჰქონდეს  ნაკლებად  იძულებითი და ნალებად  მემკვიდრეობითი ფორმა.

  პოლიტიკური  გადაწყობა

დიდი  ცვლილება  მოდის  იქიდან რომ დღეს არის პოლიტიკური გადაწყობის  მრავალი დონე.

1980-ან წლებამდე პოლიტიკური წყობის შექმნის  ერთადერთი დონე  იყო ეროვნული სახელმწიფო მისი ტერიტორიით.

მონდიალიზაციასთან ერთ ამიერიდან არსებობს  სულ მცირე 3 სხვა  დონე.

პირველ რიგში, განსაკუთრებით აფრიკაში და აზიაში უფრო და  უფრო მნიშვნელოვანია  რეგიონალური ანსამბლები

შემდეგ მოდის  მსოფლიო ინტეგრაცია და ტრანსეროვნული კომუნიკაცია  რომლებიც ასევე ჩნდება უფრო და  უფრო  მნიშვნელოვანი მრავალმხრივი ინსტიტუტების შექმნით.

და ბოლოს არის  ინტეგრაციის  უფრო ლოკალური დონე. ეს  ინტეგრაცია  ხდება მიკროსაზოგადოების დონეზე.

პოლიტიკური ინტეგრაციის  ეს  სხვადასხვა  დონე შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს.

მათმა  გამრავლებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალურ ჯგუფთა მზარდი ფრაგმენტაცია, რაც აჩენს  პატარა  თემებს  შორის კონფლიქტების საფრთხეს.

სამაგიეროდ  ეროვნულ  ფარგლებში გადაუწყვეტელი  კონფლიქტები  შეიძლება გადაწყდეს რეგიონის დონეზე.

სახელმწიფოთა რაოდენობის  ზრდა  არაა  ქაოისის  სინონიმი.

მას  უნდა  გაეძლიერებინა  პოლიტიკური  ინტეგრაციის  ფორმების გამრავალფეროვნების  ტენდენცია.

სამაგიეროდ  სახელმწიფოები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომით და  ძალით რომ მარტო ძალა ვეღარ იქნება  რეგულაციის  საშუალება.

სუსტი სახელმწიფოები სხვაგან ეძებენ გამოსავალს.  ისინი  მიმართავენ კერძო ძალებს, მაფიებს ან გადაიქცევიან ფისკალურ სამოთხეებად

ისინი  ფატალურად  ხდებიან  არამზადა  სახელმწიფოები // rogue  states ; états voyous// რომლებიც  საშიშია მშვიდობისთვის.

სეპარატისტულ მოძრაობათა ტალღას  კი თითქოს ვერაფერი უღებს ბოლოს.

არაა  ახალი  ფენომენი მაფიური გადახრა იმ სახელმწიფოებისა  რომლებსაც  თვითონ არ  შეუძლიათ ნამდვილი  სახელმწიფო ძალის აგება.

სახელმწიფოთაშორისო  წესრიგის  შექმნა პაუზა  იყო  საერთაშორისო ურთიერთობების  ისტორიაში.

საერთაშორისო ურთიერთობათა  ისტორიაში დიდი ხნის  მანძილზე  ჩვეულებრივი რამე იყო მასშტაბური  პირატობა  თუ დაქირავებულთა გამოყენება.

მონდიალიზაციის  ახალი  კონტექსტი უბრალოდ აძლიერებს უკვე  გაქრობის გზაზე დამდგარ   ძველ პრაქტიკათა  საფრთხეებს.

კერძო არმიებს  შეუძლიათ დიდი  მნგრეველი ძალის  მქონე იარაღის  შეძენა.

მე  არ მჯერა  აშშ-ს  და  ჩინეთის  ნაირი ქვეყნების  ერთმანეთთან შეჯახებისა…

ფუნდამენტურად  ომი აღარ ითვლება პოლიტიკის იარაღად.

აზიაშიც კი არ  ყოფილა შეიარაღებული  კონფლიქტები  იქ  სადაც პოლიტიკური პრობლემები გადაუწყვეტელი ჩანს არ ყოფილა  ჩინეთ-ტაივანის ომი, და ა.შ.

ომები  რომლებიც გვემუქრება გადის სახელმწიფოთაშორისი არიდან.

მეომარ ძალთა ვინაობის  გარკვევა  ძნელია.  ისინი  გამოდიან მოძრავი, ცვალებადი კოალიციებიდან და მათთან მოლაპარაკებები რთულია.

შეიარაღებული  ჯგუფები ჩნდებიან და  ქრებიან ისე რომ არასოდეს  ვიცით  თუ  ვინაა მათ  უკან.

აღარაა  განსხვავება  სამოქალაქოს და სამხედროს შორის.

   სტრატეგიული  ინტერესი შეცვალა სიძულვილმა და  მიზანი შეცვალა საშუალებამ.

ყველაზე შემაშფოთებელი ისაა რომ ავღანეთში, ლიბანში, ალჟირში ჩვენ  შევედით  მეომარ საზოგადოებათა ლოღიკაში

აშშ-ს სამწუხარო   გამოცდილება  ვიეტნამში და  სომალიში  გვიჩვენებს  რომ  დიდი  სახელმწიფოების სტრატეგია და ინსტრუმენტები არაა ადაპტირებული

საერთაშორისო რეგულაციის  საშუალებები უმოქმედოა.

საფრთხე ისაა  რომ  ჩვენ  ვერ  ვახერხებთ ამ ტიპის  კონფლიქტების გადაწყვეტას.

გამორიცხული არაა  მასობრივი ტერორიზმის  საფრთხეც.

ჩვენი რთული, ქალაქყრი, მშვიდობიანი სსაზოგადოებები საოცნებო სამიზნეებია ასეთი მოქმედებისთვის.

ფრანსის  ფუკუიამამ ერთ  ინტერვიუში  თქვა  რომ  შეიძლება  მოხდეს  ასობით ათასი ადაამიანის  მკვლელი ტერორისტული აქტი.

ის  შეიძლება  სწორი იყოს.

ომები  რომლებიც  ემუქრება  მსოფლიოს

Les Guerres  qui  menacent  le  monde ;L’analyse  des  grands  experts 

français

Recueillie  pqr Béatrice  bouvet et Patrick Denaud

ფიდი  ფრანგი  ექსპერტების  ანაალიზი, შეკრებილია  ბეატრის  ბუვეს და პატრიკ დენოს  მიერ, პარიზი, 2001

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s