ევროპელ ექსპერტთა ნაფიქრალიდან 2

 

 

ევროპული  ბიბლიოთეკა, ომები რომლებიც ემუქრება  მსოფლიოს.

Les Guerres  qui  menacent  le  monde ;L’analyse  des  grands  experts

français

Recueillie  pqr Béatrice  bouvet et Patrick Denaud

ფიდი  ფრანგი  ექსპერტების  ანალიზი, შეკრებილია  ბეატრის  ბუვეს და პატრიკ დენოს  მიერ, პარიზი, 2001

 

2

Jean-Luc Domenach

სუსტი გიგანტები

 

ხვალინდელი  სამყაროს  უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი იქნება  ინდოეთის და  ჩინეთის  შინაგანი ევოლუცია.

პირველ პლანზე  წამოვიდა  სახელმწიფოს სოლიდურობის საკითხი და მათი შინაგანი პრობლემები.

 

ცივი  ომი  აძლიერებდა  ბევრ  ქვეყანას.

აძლევდა  მათ  იარაღს, იდეოლოგიას და საექსპორტო ლეგიტიმურობას.

ბერლინის  კედლის  დამხობის შემდეგ  სახელმწიფოები  შევიდნენ  შინაგან დაძაბულობათა ხანაში.

შინაგანი  ფაძაბულობები აწუხებს  ვეშაპ სახელმწიფოებად  წოდებულ  ისეთ  უზარმაზარ  ქვეყნებსაც  როგორებიცაა  ჩინეთი, ინდოეთი და  რუსეთი.

ამ  სამ  ქვეყანას  აქვს  მეობის  და  უმცირესობათა  პრობლემები და ამიტომ ისინი  განსაკუთრებით სუსტ ქვეყნებად  ჩანან.

ჩინეთი და  ინდოეთი  მნიშვნელოვანი ქვეყნებია  მათი  ზომით, მოსახლეობის რაოდენობით, დანარჩენ მსოფლიოზე გავლენის მოხდენის  უნარით.

მათი  შინაგანი  სირთულეები  იოლად  მიიღებს  რეგიონალურ  მასშტაბს.

ამას  გარდა  ჩინეთიც და  ინდოეთიც ბირთვული სახელმწიფოებია  და  ორივეს აქვს სასასაზღვრო უთანხმოებები.

ჩინეთი  მარტო ბირმას  არ  ედავება  საზღვრების  თაობაზე…

 

კრიზისების  დროს პეკინი როგორც  წესი  არ  სთხოვს  დახმარებას უცხოელებს  და  თვითონ ცდილობს  ორობლემების გადაჭრას.

ჩინეთის  ნებისმიერი  შინაგანი  კრიზისი, საკვების  კრიზისი იქნება ეს, ეთნიკური  თუ  სოციალური კრიზისი, გავლენას  ახდენს  მის  მეზობლებზე, განსაკუთრებით  ჩედილოეთ  კორეაზე  რომლის  მკვიდრებიც ვერ  იტანენ ჩინელებს იმიტომ რომ ჩინელები მათ ჩაგრავდნენ საუკუნეების მანძილზე.

ჩრდილო  კორეელებიც  და  ვიეტნამელებიც გამოიყენებდნენ  ჩინეთის  შინაგან კრიზისებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.  

 

ჩინეთის  შინაგან კრიზისებს  გამოიყენებენ ჩინელი  ნაციონალისტებიც. მათი ექსპანსიონისტური  ლოზუნგები ხალხის ყურადღებას  გადაიტანს  სხვა  რამეზე.

ამას  ემატება  ჩინეთის  სულ ახალი  ეკონომიკური  ძალა.

ბოლო აზიური კრიზისის  დროს ჩინეთმა  არ დაუშვა ეკონომიკურო მარაზმის  გავრცელება იმით რომ უარი თქვა იუანის დევალვაციაზე.

ამით  ჩინეთმა მოულოდნელად  გადაარჩინა დამხობის პირზე მყოფი საერთაშორისო ფინანსური სისტემა.

ფრანგებს  უნდათ  ჩინეთში  თავისი საკუთარი ნაკლების სულ საწინააღმდეგო რამის  დანახვა.

იეზუიტებიდან და ალან  პეირეფიტის  ნაწერებიდან ჩინეთი წარმოადგენს  წესრიგის  და  ყველაფრის წონასწორრობის უდიდეს  სიყვარულს.

მაგრამ  სინამდვილეში  ჩინეთი  ამბივალენტურ-ორაზროვანია.

 

ერთის  მხრივაა  წესრიგის და  როტუალის ჩინეთი  სადაც  პოლიციელი  ყოველი  ინდივიდისთვის  არის მისი ოჯახის  უპირველესი წევრი და  საზღვარგარეთ  ხედავენ მხოლოდ  ჩინეთის  ღირსებებს.

მაგრამ არის  ყველანაირი ჯანყის  ჩინეთიც.

დინასტიის  ყოველ ცვლილრბას  მოყვებოდა არეულობათა, უწესრიგობათა პერიოდები როდესაც პროვინციები  და  სამოქალაქო საზოგადოება შურს იძიებდნენ ცენტრალურ ხელისუფლებაზე.

მუწესრიგობათა პერიოდებში ინტელექტუალები და  მოგზაურები უფრო თავისუფლები არიან, უფრო იოლია პოლიციელების კორუფცია, მაგრამ ეს  პერიოდები არ უწყობენ ხელს მშვიდობას.

 

ორი  სხვა  დიდი აზიური სახელმწიფო, ინდოეთი და  იაპონია  უნდა შესულიყვნენ გაეროს უშიშროების  საბჭოში.

იაპონელებმა  ისარგებლეს  მსოფლიო წესრიგით  და  მათ ეხლა  თავისი წვლილი უნდა  შეიტანონ მასში.

იგივე ითქმის  ჩინეთზე  რომელიც დიდად არ  ირჯება  და არ კისრულობს პასუხისმგებლობას  1949 წლის  შემდეგ მაშინ როდესაც  ის  ყველანაირად  სარგებლობს  მონდიალიზაციით.

ინდოეთის  ყოფნა კი აუცილებელია იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ჩინეთ-იაპონიის დაპირისპირება.

ამას  გარდა  მათი  კულტურის  წყალობით  ინდოელებს  უფრო ესმით უნივერსალური, საყოველთაო, ვიდრე  იაპონელებს  და  ჩინელებს.

 

   Pierre  HASSNER

სამოქალაქო ომები და ბირთვული ტერორიზმი

 

დღეს  ფიქრობენ რომ დიდი  ბირთვული ომის  საფრთხე გაქრა, აღარაა.

ეხლა  იზრდება ლოკალური  ომების  რაოდენობა.  ეს  ომები იღებენ სამოქალაქო ომების  და  შიმშილების  სახეს.

ამ ომებში  კი  კლავენ  მეტ  სამოქალაქო პირს  ვიდრე  სამხედროს.

ბევრი ექსპერტი და  ისტორიკოსი  ფიქრობს რომ  იქნება  ინტიფადას, პარტიზანული  ომების და  ტერორიზმის ტიპის ლოკალიზებული  კონფლიქტები.

მე მწამს  რომ  ეხლა  ნამდვილად  ეს  ფაზაა.

 

ერთმანეთს  დაჟლეტენ ტომები, როგორც  ეს  იყო  დიდი  ტბების  რეგიონში, ეთნიკური ომები, როგორც  ეს  იყო იუგოსლავიაში, კლასიკური ომები, როგორც ომობდნენ ეთიოპია და  ერიტრეა..

ტაივანი  და  ჩრდილოეთ  კორეა  წარმოადგენენ  მძიმე  კონფლიქტების საფრთხეს  რომლებმაც შეიძლება ჩაითრიოს  ჩინეთი.

მაგრამ მოკლევადიან და  საშუალოვადიან პერსპექტივაში ოპტიმისტი ვარ.

 

მაგრამ  ნაკლებად  ფიქრობენ ახალ ელემენტებზე.

მხედველობაში  მაქვს  ის  რომ სამოქალაქო  ომებს შეიძლება  შეუერთდეს აქამდე დიდი სახელმწიფოების საკუთრებად დარჩენილი  ულტრათანამედროვე იარაღის გამომყენებელი ტერორიზმი.

ამ  ტერორისტებს ხელში  შეიძლება ჩაუვარდეთ ბირთვული იარაღიც.

არიან თვითმკვლელი  ტერორისტებიც, ზოგი სექტის  წევრთა  მსგავსად.

გაძნელდება მათი არამზადობისთვის ხელის შეშლა.

იაპონელმა  სექტანტებმა მკვლელი  გაზი გაავრცელეს ტოკიოს  მეტროში.

ეს  გვეუბნება  რომ ყურადღბა  უნდა  მივაქციოთ ქსეთ ალბათობასაც.

მე მჯერა  რომ  ტერორიზმის  ფანატიკოსთა  სექტების  რაოდენობა  გაიზრდება.

 

მიუხედავად  ყველაფრისა  მჯერა  რომ დიდი  ბირთვული  ომის  საფრთხე  უკანაა.

ზოგი ფიქრობს  რომ გაძლიერებულმა  და  გაყოყოჩებულმა ჩინეთმა შეიძლება ომი აუტეხოს აშშ-ს.

სხვები  ფიქრობენ რომ ჩინეთი იქნება მშვიდი ბურჟუაზიული ქვეყანა  და მას  ექნება  მხოლოდ ძლიერი რეგიონალური სახელმწიფოს როლის შესრულების სურვილი.

კიდევ  სხვების  აზრით  ჩინეთს ჯერ  არ  დაუძლევია  კომუნიზმიდან გამოსვლის კრიზისი და ის შეიძლება ნამსხვრევებად აქციოს, დაშალოს სამოქალაქო ომმა.  

მე  ვფიქრობ  რომ ყველაფერი ეს  არ გამორიცხავს    მაგრამ  ნაკლებად  სავარაუდოდ  ხდის  აშშ-ჩინეთის თუ აშშ-რუსეთის დიდ  ომებს.

უყურადღბოდ  არ  უნდა  იქნეს  დატოვებული ქიმიური თუ  ბიოლოგიური ომების გაჩაღების  საშიშროებაც.  მაგრამ მგონია  რომ ეს შეიძლება  მოხდეს  მხოლოდ 20-50 წლის შმდეგ.

არაა  გამორიცხული  მოულოდნელი  ომებიც. რუსეთი  მოულოდნელად შიძლება  თავს  დაესხას  ბალტიის  სახელმწიფოებს.50-ოდე  წელში  ჩინეთმა  და აღმდგარმა  რუსეთმა  შეიძლება დაიწყონ ახალი ცივი ომი….

 

  Thyerry  De  MONTBRIAL

მსოფლიო  პოლიციის  გარეშე

 

ცივი ომის  დროინდელი დიდი საფრთხის მაგივრად არის  საფრთხეთა აიმრავლე, მრავალი საფრთხე.  პროგნოზი უფრო და  უფრო ძნელდება.

დღეს  აღარაა  მეორე  მსოფლიო ომის შემდგომი სტაბილური საერთაშორისო სისტემა.

აფრე  ყველა  კონფლიქტს  გუდავდნენ და  ახშობდნენ იმის  შიშით რომ ეს  კონფლიქტები არ გადაქცეულიყო საყოველთაო კატასტროფად.

ეხლა  მრავალი  წვრილ-წვრილი  კონფლიქტი  მიტოვებულია  უყურადღებოდ…

დიდი  ბირთვული  კონფლიქტი ეხლა  გამორიცხულია  ჩემი აზრით…

 

მაგრამ  მსოფლიო  გაყოფილია  ორად.

ერთ მხარესაა  დედამიწის  ის  ნაწილი  სადაც  ამერიკელები და მათი მოკავშირეები ხელს უშლიან მნიშვნელოვანი კონფლიქტების გაჩაღებას.

მაგრამ დანარჩენ ტერიტორიაზე შეიძლება  თითქმის  ტოტალური გულგრილობის  პირობებში    ხდებოდეს დიდი სასაკლაოები.

ასე  მაგალითად  მასობრივი  ინფორმაციის  წყაროები ყურადღბას  არ  აქცევენ დიდი ტბების  რეგიონში მიმდინარე  აფრიკულ ომებს  ეს  ხდება  უბრალოდ  იმიტომ რომ დასავლელებს  იქ არა  აქვთ  ფუნდამენტური სტრატეგიული ინტერესები. აღმოსავლეთ აზიაში კი  მატერიალური და პოლიტიკური ინტერესები არის და მათი  ჩარევა კონფლიქტებში სავარაუდო ხდება…

 

Pzdcal  Boniface

 

ლილიპუტი სახელმწიფოები…

 

სახელმწიფოთა  რაოდენობის  ზრდა

 

მე ძალიან მაღელვებს  სახელმწიფოთა  რაოდენობის  ზრდა.

გსჩნდა  მრავალი  უაღრესად  სუსტი, ნამდვილი სუვერენიტეტის არ მქონე  სახელმწიფო, ომებიდან თუ კონფლიქტებიდან გაჩენილი რუხი ზონები.

რომელიმე  ხალხმა  შიძლება  ჩათვალოს  რომ მისი უფლებები არაა დაცული და  მან შეიძლება  სცადოს  ცენტრისგან გამოყოფა, როგორც ეს იყო  ჩეჩნეთის  თუ კოსოვოს შემთხვევებში.

გაჩნდა  ახალი ეკონომიკური სეპარატიზმებიც.

ბუნებრივი რესურსების თუ  უკეთესი ეკონომიკური სისტემის  მქონე რეგიონებს  აღარ  უნდათ ღარიბი რეგიონების მიმართ სოლიდარობის გამოჩენა.

1990-ანი  წლების  დასაწყისში ჯერ  სლოვენებმა  მოინდომეს დანარჩენი  იუგოსლავიისგან გამოყოფა.

მათ აღარ  სურდათ თავისი შემოსავლით  ფედერაციის ღარიბი რეგიონების  დაფინანსება, და ა.შ…

21-ე  საუკუნის საერთაშორისო  ურთიერთობებისთვის  ნამდვილი  გამოწვევაა  ეს  უფრო და  ფრო ძლიერი და  იოლად მანიპულირებადი სეცესიონიზმები…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s