ძველი რომაული სიბრძნე 1

ძველი რომაული სიბრძნე 1

ძველი რომის სიტყვები,Paroles de la Rome antique, კრებული შეადგინა Benoît Desombres-მა, Albin Michel,Carnets de sagesse,2001

( ოდნავ შემოკლებით )

ძველი რომაელები იყვნენ დიდი ჯარისკაცები,დიდი მშენებლები,დიდი იურისტები,დიდი პოეტები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი დიდი მოაზროვნეები, მოიფიქრეს თუ არა მათ ორიგინალური სიბრძნის სიტყვები?

ერთის შეხედვით საეჭვოა ვინაიდან რომაული სიბრძნე უხვადაა მერწყული ბერძნული სიბრძნის დიდი მდინარეებით.

ასეა რომ ლუკრეციუსი მიუთითებს ეპიკურეზე,სენეკა სტოიკოსების ერთგულია.

ბერძნებმა მოიფიქრეს თემა რომელზეც რომაელებმა დაწერეს თავისი საკუთარი ვარიაციები:
მივდიოთ ბუნებას და ვიქნებით ბედნიერები.

ბუნების მცოდნე იქ პოულობს ცხოვრების წესს და უბრალო ბედნიერების საიდუმლოს.

სკოლებს შორის არსებული ნიუანსების და განსხვავებების მიღმა ამ ტექსტების შთამაგონებელი აზრი ერთია:

ბუნება წარმოადგენს მთელ სამყაროს მის სრულყოფილებაში. ის აერთიანებს ცას და მიწას, ანათესავებს ერთმანეთთან ადამიანებს, ვარსკვლავებს,მნათობებს, აერთიანებს ერთ ოჯახად ყველას და ყველაფერს.

ბუნება ლამაზია:

დეტალები რომლებიც ზოგჯერ თავზარს გვცემს ყვხიბლავს მაშინ როდესაც ვიგებთ თუ რა წვლილი შეაქვთ მათ საერთო ჰარმონიაში.

ბუნება მწყობრია, მოწესრიგებულია: ნაგებია ღვთაებრივი კანონის შესაბამისად, საშუალებები ექვემდებარება მიზნებს და ნაწილები ექვემდებარება მთლიანობას.

ამ ბუნებაში მისთვის დადგენილი ადგილი უკავია ადამიანის ბუნებას.

ამ ადგილის შენარჩუნება ძალუძს ადამიანის დამმონებულ და დამამცირებელ სიგიჟეებს ჩამოშორებულ ბრძენს.

უნდა ვაღიაროთ ის წვლილი რაც ძველმა რომაელებმა შეიტანეს მსოფლიო კულტურაში.

მათ მათი ენის გენიაში გადაიტანეს ბერძნული ინტუიციები:
ამის წყალობით ლათინური საუკუნეების მანძილზე იქცა ფილოსოფოსების ენად.

მათ განავითარეს humanitas-ის იდეა და იპოვეს უნივერსალური,საყოველთაო მოწოდების ფორმულები.

Humanitas-ის იდეა კი ნიშნავს ყოველი ადამიანის ღირსებას, კეთილგანწყობას ყოველი ადამიანის მიმართ.
ის ნიშნავს ბუნების ერთგულ ადამიანს რომელშიც სული მბრძანებლობს სხეულზე გონება კი ათვინიერებს მრისხანებას, ჯავრს და მხეცურ ვნებებს.

ციტირებულ ავტორებს შორის არიან ეპიქტეტე და მარკუს ავრელიუსი რომლებიც წერდნენ ბერძნულად და არა ლათინურად მაგრამ ეკუთვნოდნენ რომაულ სამყაროს.

ისინი წარმოადგენენ იმპერიის სოციალური კიბის ორ უკიდურესობას :
ეპიქტეტე განთავისუფლებამდე მონა იყო რომში.
მარკუს ავრელიუსის იყო რომის იმპერატორი.

ადამიანის სიდიადე , მისი აზრის ძალა არაა დამოკიდებული მის სოციალურ მდგომარეობაზე.

ჩვენს ხანაში, როდესაც გაუმაძღარი სიხარბით შეპყრობილი ადამიანები გააფთრებით იმონებენ ბუნებას და უანგარიშოდ ეწევიან მის ექსპლუატაციას უნდა დავუგდოთ ყური იმათ ვინც გველაპარაკებიან ბუნებასთან მშვიდობიან და პატივისცემით სავსე ურთიერთობაზე.

ჩვენს ხანაში, როდესაც ადამიანები მხეცებივით ჯიჯგნიან ერთმანეთს კარგია საუბარი კაცობრიობის ერთიანობაზე და სოლიდარობაზე.
Benoît Desombres

ჩვენ არ გვეკუთვნის არაფერი

არაფერზე არ თქვა არასდროს: ” მე ის დავკარგე “, თქვი: ” მე ის დავაბრუნე . ”

შენი შვილი გარდაიცვალა? ის დაბრუნებულია.

წაგართვეს შენი ქონება? ისიც დაბრუნებულია
მაგრამ ის წამართვა ბოროტმა.

რა მნიშვნელობა აქვს შუამავალს რომელიც შეარჩია იმან ვინც შენ ქონება მოგთხოვა?

იმ დროის მანძილზე რაც მოგვცეს ქონება იფიქრე რომ ის ეკუთვნის სხვას ისევე როგორც სასტუმრო მოგზაურებისთვის.
ეპიქტეტე,სახელმძღვანელო

….ბრძენი დაეხმარება იმათ ვინც ტირიან ისე რომ არ იტირებს
მათთან ერთად; ხელს გაუწვდის წყალწაღებულს,ლტოლვილს მისცემს თავშესაფარს, ღარიბს,გლახაკს, მისცემს მოწყალებას ისე რომ არ და ამცირებს მას.

სენეკა, შეწყალებაზე

ულამაზესი, ყველაზე მხსნელი აღმოჩენები აღარ მომეწონება თუ კი ისინი უნდა შევინახო მარტო ჩემთვის.

ქონება სასიამოვნოა მაშინ როდესაც მას უზიარებს სხვას.

ბედნიერი ვერ იქნება ის ვინც ცხოვრობს მარტო საკუთარი თავისთვის,ვინც ანგარიშს უწევს მარტო საკუთარ ინტერესს.

საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ მარტო მაშინ როდესაც ვცხოვრობთ სხვისთვის.
სენეკა, წერილები ლუსილიუსს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s