ისტორია გეოგრაფია ნოლებისთვის 1

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის 1,მეოცე საუკუნე

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება.

მინიმუმი რაც უნდა იცოდეს ფრანგმა ანუ ევროპელმა ჯეელებისთვის მეოცე საუკუნის ისტორიის და გეოგრაფიის სფეროში დაწერეს ბეზანსონის და ვერსალის აკადემიების ისტორიის და გეოგრაფიის პროფესორებმა ნიკოლა არნომ და ჰიუგ ვესემონმა. არც ქართველებს გვაწყენს ამ მინიმუმის ცოდნა-გახსენება.

მაშ,ნოლები რომ არ ვიყოთ: Nicolas Arnaud,Hugues Vessemont’Le Bac Histoire-géographie pour les nuls, 2008

… ისტორიის პროგრამა

მსოფლიო 1945 წელს

1937-1941: ომის 2 კერა

ომის ღრმა მიზეზები და წყაროები არის პირველ მსოფლიო ომში და 1929 წლის კრიზისში. ეშინოდათ ბოლშევიზმ-სტალინიზმისა. გერმანელები დამცირებულად გრძნობდნენ თავს, კრიზისიდან გამოსავალს ხედავდნენ ომის ძალისხმევასა და იმპერიალისტური დაპყრობაში.

ომის ამ პერიოდის დასაწყისს აღნიშნავს 1937 წლის ჩინურ-იაპონური კონფლიქტი.

ევროპაში…

ევროპაში ძალის მრავალჯერ ჩვენებით ჰიტლერმა მოახერხა გერმანიის ტერიტორიის გაზრდა. ევროპული სახელმწიფოების სისუსტემ სტალინს უბიძგა ჰიტლერის მიმართ მტრული დამოკიდებულების შეცვლისკენ.

1939 წლის 23 აგვისტოს ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს.

( აქ არაა ნათქვამი რომ სტალინზე უფრო ადრე 1934 წელს თავდაუსხმელობის პაქტს ნაცისტურ გერმანიასთან ხელი მოაწერა პოლონეთმა და ეს იყო სტალინის პოლონეთზე გაბოროტების მიზეზი).

1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. საფრანგეთი და ინგლისი მხარს უჭერენ მათ მოკავშირეს, ომი გამოცხადდა სამში.

ერთი თვეც არ იყო გასული და პოლონეთი გადაგავეს. ის გაიყვეს გერმანელებმა და საბჭოებმა. ასე დაკონკრეტდა მათი შეთანხმების ტერიტორიული მუხლები.

მებრძოლი მხარეები სხვადასხვანაირად უდგებოდნენ ომს:

მოკავშირეებს უნდოდათ ჰიტლერის ალყაში მოქცევა და იმედოვნებდნენ რომ ჰიტლერი დაემხობოდა რესურსების ნაკლებობის გამო.

ნაცისტური გერმანია კი არჩევდა მთელი ძალით მოკლე გადამწყვეტ დარტყმებს. ტანკების დივიზიებს და ჯარების მობილურობას უნდა წალეკა მოწინააღმდეგე.

Blitzkrieg წარმატებული იყო. დანია და ნორვეგია აღებული იქნა 1940 წლის აპრილში. მაისს-ივნისში საფრანგეთმა 6 კვირაში განიცადა მწვავე მარცხი. 1941 წლის აპრილში გერმანია და მისი მოკავშირეები აკონტროლებდნენ ბალკანებს.

აზიაში….

აზიაში იაპონია აკონტროლებს ” სასარგებლო ჩინეთს “.

1937 წლიდან იყო მასიური და დაუნდობელი ომი. ამის მაგალითია ნანკინის აღების შემდეგ მოწყობილი სასაფლაოები.

1941: მასშტაბის შეცვლა , ომი ხდება მსოფლიო ომი

აშშ ეტაპობრივად ჩაება ომში.

1939 წლიდან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყიდულობდნენ ამერიკულ იარაღს. 1941 წლიდან საგანგებო კანონით აშშ უსასყიდლოდ აძლევდა იარაღს და ამარაგებდა მოკავშირეებს.

1941 წლის ზაფხულში ატლანტიკის ქარტიაზე ხელის მოწერით* რუზველტი ჩაერთო პოლიტიკურად და განსაზღვრა ბრძოლის კონკრეტული მიზანი, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ფარგლებში.

როდესაც იაპონია მოულოდნელად დაესხა თავს აშშ-ს 141 წლის 7 დეკემბერს აშშ უკვე ასრულებდა გადამწყვეტ როლს მსოფლიო კონფლიქტში. ომის მანქანა უკვე მზად იყო, გარკვეული დრო იყო საჭირო მისი სრული ძალით ასამუშავებლად.

ევროპაში, 1941 წლის 21 ივნისი,მასიური შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გერმანელებმა და მათმა მოკავშირეებმა ღრმად შეაღწიეს საბჭოთა ტერიტორიაზე მაგრამ ვერ მოახერხეს მოსკოვის აღება.

პირველივე დაპყრობებიდან დაიწყო სასაკლაოები, ნაცისტები ჟლეტდნენ ებრაელებს და კომუნისტებს.

გერმანელებმა შეცვალეს ომის ტიპი, ამიერიდან იყო იდეოლოგიური და რასიული სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.

ი:ტოტალური ომი და გარდატეხა

ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპის ყველა რესურსი მობილიზებული იქნა მეომარი ნაცისტების დასახმარებლად.

გერმანიის მშვიდობიან მოსახლეობას შეეხო რაციონირება.

წლის დასაწყისში, Wahnsee -ს კონფერენციაზე ნაცისტებმა გადაწყვიტეს ევროპის ყველა ებრაელის გაწყვეტა. ამ გადაწყვეტილების განხორციელება დაიწყეს სწრაფად.

იაპონური არმია ელვისებური სისწრაფით მიიწევდა წინ.

მან ამერიკელები გააძევა ფილიპინებიდან, მიაღწია ინდოეთის კარიბჭემდე, აიღო სინგაპური. და დაემუქრა ჩრდილოეთ ავსტრალიას.

გერმანელები მიუახლოვდნენ კავკასიას.

გამაგრამ ნაცისტურმა ღერძმა განიცადა პირველი მარცხები, Midway და Guadalcanal იაპონიისთვის, ჩრდილოეთ აფრიკაში ელ-ალამეინის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, Africa Korps რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მაროკოში და ალჟირში გადასხდომის შემდეგ.

დიდი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა სტალინგრადის მასშტაბურმა და ხანგრძლივმა ბრძოლამ რომლის დროსაც საბჭოებმა უამრავი გერმანელი აიყვანეს ტყვედ.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის 2 ,მეოცე საუკუნე

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება.

მინიმუმი რაც უნდა იცოდეს ფრანგმა ანუ ევროპელმა ჯეელებისთვის მეოცე საუკუნის ისტორიის და გეოგრაფიის სფეროში დაწერეს ბეზანსონის და ვერსალის აკადემიების ისტორიის და გეოგრაფიის პროფესორებმა ნიკოლა არნომ და ჰიუგ ვესემონმა. არც ქართველებს გვაწყენს ამ მინიმუმის

სტალინგრადის ბრძოლაც დიდად შთამბეჭდავი და სიმბოლური იყო მასშტაბით, ხანგრძლივობით, ტყვედ ჩავარდნილ გერმანელთა რაოდენობით. ..

1943-1945: გრძელი გზა გამარჯვებისკენ

1943 წელს ინგლისელ’-ამერიკელები გადასხდნენ სიცილიაში და შემდეგ იტალიაში . მათ ფეხი დადგეს კონტინენტზე,მაგრამ მეორე ფრონტი, რომელსაც თავისი ჯარების გასამხნევებლად ითხოვდა სტალინი, შორს იყო .

მეორე ფრონტი გაჩნდა მხოლოდ 1944 წლის ივნისში ნორმანდიაში, შემდეგ აგვისტოში პროვანსში გადასხდომით.

1944 წლის გაზაფხულის ბოლოს მთელი საბჭოთა ტერიტორია იყო განთავისუფლებული.

გერმანელ გენერალთა დიდმა ნაწილმა მაშინ სცადა ჰიტლერის თავიდან მოშორება: ტერორისტული აქტი ჰიტლერის წინააღმდეგ ჩაიშალა 1944 წლის ივლისში.

გერმანიამ მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენა საიდუმლო იარაღი, რაკეტები და რეაქტიული თვითმფრინავები, ზამთარში გერმანიამ წამოიწყო მწვავე კონტრშეტევები ( არდენები, ბუდაპეშტი).

1945 წელს მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ გერმანიაში, მათ რაინი გადალახეს დასავლეთით, ისინი პრუსიაში შევიდნენ აღმოსავლეთით.

მათ აღმოაჩინეს გერმანული ბანაკების საშინელება.

საბჭოელები და ამერიკელები 1945 წლის აპრილში ერთმანეთს შეხვდნენ Torgau-ში, ელბაზე.

ბერლინი აიღეს საბჭოთა არტილერიით ხანგრძლივი დაბომბვის შემდეგ.

ჰიტლერმა თავი მოიკლა, მისმა მემკვიდრეებმა ხელი 2მოაწერეს კაპიტულაციას 1945 წლის 7 და 8 მაისს.

ლმ კაპიტულაცია კი ნიშნავს იმას რომ მას შემდეგ არის მარტო გამარჯვებულის კანონი.

წყნარ ოკეანეში ამერიკელები თანდათან იპყრობდნენ არქიპელაგებს და კუნძულებს. 1944 წლის ბოლოსთვის ისინი აკონტროლებდნენ ზღვებს. 1945 წლის მარტში Iwo Jima-ს აღების შემდეგ შესაძლებელი გახდა იაპონიის დაბომბვა.

1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმა დაბომბეს ბირთვული იარაღით.

საბჭოთა არმიამ შეუტია იაპონურ არმიებს ჩინეთში.

ბირთვულმა აფეთქებამ დაანგრია ნაგასაკი.

იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1945 წლის 2 სექტემბერს.

საუკუნის მძიმე შედეგები.

მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანური კატასტროფა

მსოფლიო ტიროდა თავის მკვდრებს. დაიღუპა 50-60 მილიონი ადამიანი. გარდაცვალება, არქივების ნგრევა, ომის შემდგომი ქაოსი შეუძლებელს ხდის ზუსტი მონაცემების ცოდნას.

ზოგმა ქვეყანამ განიცადა მძიმე სამხედრო ზარალი.

საბჭოთა ხელმძღვანელები მაინც და მაინც არ ინდობდნენ თავის ჯარებს. გერმანელები არაადამიანურად ეპყრობოდნენ საბჭოთა ტყვეებს.

წითელ არმიაში დაიღუპა 9 მილიონზე მეტი კაცი.

ბერლინის აღებისას დაიღუპა 300 000 ჯარისკაცი.

გერმანელებმა დაკარგეს 4 მილიონი კაცი, იაპონელებმა-1,9 მილიონი

ამერიკელებმა კი მთელი კონფლიქტის დროს დაკარგეს 300 000 კაცი.

უმთავრესად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ ბომბავდნენ.

საგანგებოდ მოგონილი სიტყვა გენოციდი. გაწყვიტეს ევროპელ ებრაელთა 60 პროცენტი,5,2 მილიონამდე კაცი.

გაწყვიტეს ევროპელ ბოშათა მესამედიც.

ლენინგრადში დაახლოებით 3 მილიონი კაცი ცხოვრობდა. გადარჩა მარტო 800 000 კაცი.

1937 წლის დეკემბერში მოწყობილ ნანკინის სასაკლაოში ცაღუპულთა რაოდენობა 150 000-ს და 300 000-ხ შორისაა.

დრეზდენის და ტოკიოს ასე ვთქვათ კლასიკური დაბომბვისას დაიღუპა 100 000-ზე მეტი კაცი.

იაპონელების მიერ ბირმის დაპყრობამ შეწყვიტა ინდოეთის მომარაგება ბრინჯით და 1942-43 წლებში შიმშილით დაიღუპა ორ მილიონზე მეტი კაცი.

მეტისმეტად ბევრი მოკლა სანიტარული ვითარების გაუარესებამ, აუცილებელი რამეების არქონამ.

აღმოსავლეთ ევროპაში, საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიაში იყო მწვავე დემოგრაფიული კრიზისები.

მძიმე მორალური პრობლემები: ბანაკები და ბომბა

ნაცისტური ბანაკების აღმოჩენა შოკი იყო მოკავშირეთა ჯარები სთვის და საზოგადოებრივი აზიის თვის.

საშინელება სცდებოდა ფანტაზიის საზღვრებს. საფრანგეთში ამის შედეგად გადაწყვიტეს კატორღების დახურვა.

გატარდა ღრმა დენაციფიკაცია. ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს რეჟიმის მთავარი პასუხისმგებელი პირები და 4 ინსტიტუტი. გაჩნდა ცნება დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-3

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება.

ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს ნაცისტური რეჟიმის ხელმძღვანელები და ინსტიტუტები და არა ყველა ნაცისტი.

გამარჯვებულებმა გამოიყენეს ნაცისტ სწავლულთა და სპეციალისტთა ცოდნა. ამ ნაცისტებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკული. საბჭოთა,ფრანგული კოსმონავტიკის და ავიაციის შექმნაში.

გამარჯვებულებმა გამოიყენეს უფრო მისაჩუმათებელი გამოცდილების მქონე ნაცისტებიც. მთელი გესტაპოს შეფი Heinrich Muller საბჭოელებთან წავიდა, ლიონის გესტაპოს უფროსი Klaus Barbie ჩადგა აშშ-ს სამსახურში.ავსტრიაში კი დენაციფიკაცია უფრო სუსტი იყო.

2 ატომური აფეთქება იყო არნახული და არგაგონილი სამეცნიერო და სამხედრო წამოწყების, Manhattan-ის გეგმის შედეგი. ეჯიბრებოდნენ გერმანელ სწავლულებს.

უნდოდათ ბირთვული იარაღის გაკეთება მანამდე სანამ ნაცისტები გააკეთებდნენ მას.

იყო ყოყმანიც, მაგრამ ყოყმანი ყოყმანად დარჩა.

არაერთგვაროვანი ეკონომიკური შედეგი

ნგრევის მასშტაბი არნახული და არგაგონილი

საფრანგეთი შეძრული იყო.

მისი 4-წლიანი ოკუპაციის დროს ნაცისტები სისტემატურად ძარცვავდნენ მის რესურსებს. ბრძოლებმა და დაბომბვებმა დაანგრია ქარხნები და ინფრასტრუქტურები და გლეხები მძიმე დღეში იყვნენ 1920-ანი წლებიდან ანუ პირველი მსოფლიო. ომის შემდეგ.

აღმოსავლეთი ევროპა იყო შიმშილის ზღვარზე. იაპონური ქალაქები დანგრეული იყო. რეგიონებიდან სადაც ადრე ბატონობდა იაპონია იაპონიაში დაბრუნდა 7 მილიონი იაპონელი. სახელმწიფოს არ შეეძლო მოსახლეობის კვება.

საბჭოთა კავშირიც ძალიან მძიმე დღეში იყო.

ნგრევა დიდი იყო გერმანიაშიც, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იყო საცხოვრებელი. პრუსიიდან, პოლონეთიდან თუ ჩეხოსლოვაკიიდან განდევნილი 13 მილიონი გერმანელი მიაწყდა გერმანიას. იყო 7,3 მილიონი უსახლკარო.

ინდუსტრიული აპარატი კი შედარებით ნაკლებად ბდაზარალდა.

დანგრეული იყო ქარხნების 25 პროცენტზე ნაკლები….

მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მასშტაბით მთელი რეგიონები ვითარდებოდა. სამხრეთ ამერიკამ,კანადამ და,ყველაზე მეტად, აშშ-მ დაიბრუნეს კეთილდღეობა…

მაგრამ აშშ-ს მაინც დააწვა ომის ეკონომიკური ტვირთი,ის ეხმარებოდა ყველა თავის მოკავშირეს, საბჭოელების ჩათვლით.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-4

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება

მეორე მეოცე საუკუნის საფუძვლები

ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკა

საბჭოთა კავშირს და აშშ-ს აღარ ყავდათ მეტოქეები მსოფლიო სცენაზე.

სხვა სახელმწიფოები გაანადგურა ომმა, გამარჯვებულთა ბანაკში იყვნენ ეს სახელმწიფოები თუ დამარცხებულთა ბანაკში.

1945 წლის თებერვალში იალტას კონფერენციაზე გადაწყდა გერმანიის გაყოფა ოთხ საოკუპაციო ზონად რომელთაგან 1 გადასცეს საფრანგეთს.

გერმანიის თაობაზე დადებული შეთანხმებები ეხებოდა მარტო მის დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას.

იაპონია ექვემდებარებოდა აშშ-ს. გენერალი Mac Arthur იქ იქცეოდა როგორც ნამდვილი პროკონსული. ანუ თავის გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე ანგარიშს აბარებდა ვაშინგტონს და არა ტოკიოს.

საბჭოთა კავშირის პრესტიჟი აპოგეაში იყო 1945 წელს. მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მისი ჯარისკაცების ვაჟკაცობა აღაფრთოვანებდა საზოგადოებრივ აზრს.

ამ ქვეყანას ჰქონდა ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია, მაგრამ ნგრევა დიდი იყო და მას უჭირდა მოსახლეობის გამოკვება.

წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვიდრდებოდა კომუნიზმი

აშშ-ს ტერიტორიას თითქმის სულ არ შეხებია ომი. მან მიაღწია პირველობას ეკონომიკურ,ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სფეროებში. მას ჰქონდა მსოფლიოს ოქროს მარაგის 3 მეოთხედი.

ომმა ფეხზე წამოაყენა მისი დიდებული ინდუსტრიული მანქანა.

აშშ-ს ჰქონდა საშუალებები რეკონსტრუქციისთვის დახმარების გასაწევად.

დოლარზე, მის ოქროდ კონვერტირებადობაზე, და ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე დაფუძნებული ახალი ეკონომიკური წესრიგი არ შეეხო მსოფლიოს გასაბჭოებულ ნაწილს..

დაბოლოს, ამერიკელებს 1949 წლამდე ჰქონდა ბირთვული იარაღის მონოპოლია.

დასუსტებული კოლონიალური მეტროპოლიიების ძალაუფლება დასუსტდა კოლონიებშიც.

მათი სისუსტე, მოკავშირეთა იდეალები და 2 ზესახელმწიფოს მტრული განწყობა მოასწავებდა დეკოლონიზაციას.

1945 წელს დაწყებული მღელვარება კი მოწმობდა იმაზე რომ ეს პროცესი ყველგან არ იქნებოდა მშვიდობიანი.

იალტა და მისი მითი.

გამოთქმა შევიდა პოლიტიკურ ლექსიკონში, მაგრამ ევროპის განაწილება ორ ბლოკს შორის არ მომხდარა ცხადად იალტას კონფერენციის დროს.

შეთანხმების მიხედვით ტერიტორიების განმანთავისუფლებელ ყოველ სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები.

ევროპის გაყოფა,მაშ, იყო საბჭოთა და ამერიკული ჯარების ყოფნის შედეგი და არა 2945 წლის თებერვალში ვაჭრობის და გარიგების ნაყოფი.

ომის დამთავრების შემდეგ არ დაწყებულა მშვიდობის ხანა.

ორი ზესახელმწიფო არ ენდობოდა ერთმანეთს და ეს დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა მტრული დამოკიდებულებით.

” დიდი ალიანსი ” მომაკვდავი იყო უკვე პოტსდამის კონფერენციის დროს, 1945 წლის ივლის-აგვისტოში.

ჩერჩილმა 1946 წლის მარტში დაგმო ” რკინის ფარდა “.

ცივი ომი დაიწყო 1947 წელს.

დრო იყო საჭირო იმისთვის რომ ყოჩაღი საბჭოთა ჯარისკაცი გადაქცეულიყო საშინელ ბაბაიკად.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-5

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება

მეორე მეოცე საუკუნის საფუძვლები 5

გაეროს შექმნა

ერთა ლიგამ მარცხი განიცადა, მაგრამ მისი პრინციპები ისევ აქტუალური იყო. ატლანტიკური ქარტია გულისხმობდა კოლექტიური უსაფრთხოების უფრო ფართო და მუდმივი სისტემის შექმნას. ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტები 1944 წლიდან მუშაობდნენ ამ იდეის განხორციელებაზე.

იალტას კონფერენციის დროს, 1945 წლის თებერვალში, სტალინის, ჩერჩილის, რუზველტის ოფიციალურმა თანხმობა დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები.

გაერო ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაარსდა 1945 წლის აპრილში სან ფრანცისკოს კონფერენციის დროს.

პირველი 46 წევრი ქვეყნის დელეგატებმა დაადგინეს გაეროს მიზნები რომლებიც მათ ჩაწერეს გაეროს ქარტიაში.

გაერომ გაიმეორა მრავალი ორგანიზმი რომელიც ადრე იყო ერთა ლიგაში ( ლტოლვილების კომისარიატი,და ა.შ. ).

გაეროს ბინაა ნიუ იორკში, სადაც ის დამკვიდრდა 1946 წელს.

მშვიდობის შესანარჩუნებლად და ხანდახან თავისი გადაწყვეტილების ძალით განსახორციელებლად გაეროს აქვს უსაფრთხოების საბჭო სადაც თავიდან იყო 11 . წევრი.

მათგან 5 ” მუდმივი წევრია “.

ესენია აშშ, სსრკ,1991 წელს კი რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, 1946 წლამდე ნაციონალისტური ჩინეთი.,შემდეგ ფორმოზა, ახალხო ჩინეთი 1971 წლის შემდეგ.

ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღება მათი თანხმობის გარეშე, მათ აქვს ვეტოს უფლება.

უსაფრთხოების საბჭოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება სამხედრო ჩარევის შესახებ. ჯარები უნდა გამოყონ წევრმა ქვეყნებმა.ამ ჯარების მოსამსახურეებს შეიძლება ეხუროთ ცისფერი ჩაფხუტი. ეს არაა სავალდებულო.

გენერალური ასამბლეა ირჩევს გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი ადმინისტრატორია და ინსტიტუტის წარმომადგენელი.

გაეროს მოქმედება და მისი რეალური გავლენა შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ გაეროს არსებობამ შეცვალა საერთაშორისო ურთიერთობები. არც ერთ სახელმწიფოს, უძლიერესსაც კი, არ უნდა რომ გაერომ მას ბრალად დასდოს რამე.

უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები

ეს რეზოლუციები გვიჩვენებს მათი მიღების დროინდელ დაძაბულობებს და ცხელ წერტილებს. ისინია გაეროს მნიშვნელობის მაჩვენებელიც.

მთავარი ტექსტები დაწერილი უნდა ყოფილიყო ინგლისურად და ფრანგულად და იყო ხოლმე დავა ინტერპრეტაციაზე.

რეზოლუცია 242- ის ფრანგული ვერსია უფრო ზუსტი და მომთხოვნი იყო და მას აფრიალებდნენ არაბული ქვეყნები მაშინ როდესაც იზრაელი დაკმაყოფილდა ინგლისური ტექსტით რათა ეთქვა რომ ის შეესაბამება მას.

და ყველაფერი ეს ფრანგულ ვერსიაში არსებული უბრალო მუხლის გულისთვის.

ცივმა ომმა თითქოს შეკეტა გაერო პროგრამის მინიმუმში. იღებდნენ ახალ წევრებს. უსაფრთხოების საბჭო თითქოს დამბლადაცემული იყო. 1956 წელს მიიღეს მარტო 10 რეზოლუცია. დიდი სახელმწიფოები ბლოკავდნენ იმას რაც არ შეესაბამებოდა მათ ინტერესებს.

უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობა ბევრად უფრო პროდუქტიული იყო 1990-ანი წლებიდან. ერაყის ქუვეითზე თავდასხმის გამო 1990 წლის 2 აგვისტოს მიიღეს რეზოლუცია 660. 1995 წელს მიიღეს რეზოლუცია 1000.

2004 წელი დაასრულა რეზოლუციამ 1580.

2005 წლის მაისში მიიღეს რეზოლუცია 1600. ის ეხება ვითარებას სპილოს ძვლის სანაპიროში. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო რეზოლუციები 1780.

2006 წელს მიღებულმა რეზოლუციამ 1701 შეწყვიტა იზრაელის და ჰეზბოლას ბრძოლები. რეზოლუციამ 1737 სანქციები დაუწესა ირანის ხელმძღვანელებს რათა მათ უარი ეთქვათ ბირთვულ იარაღზე.

ეხლა დარფურის სირთულე. უსაფრთხოების საბჭო ბლოკირებულია ახალი კონფიგურაციით

. ერაყში ჩარევით დამბლადაცემული აშშ ვეღარ ერევა სხვაგან…და ჩინეთი ბევრნი რაც უპირისპირდება ამას…სუდანი მისი ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია ნავთობით.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-6

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ საშუალო სკოლის ატესტატის მიღება

ინდუსტრიული საზოგადოებიდან მოხმარების საზოგადოებისკენ

1945-1950 წლებში მსოფლიო ეკონომიკა ისტორიულად უპრეცენდენტოდ ვითარდებოდა. ინდუსტრიული ქვეყნების, სსრკ-ს, აშშ-ს, იაპონიის, გერმანიის კფედერატული რესპუბლიკის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის ხელში იყო მთლიანი მსოფლიო პროდუქტის 70 პროცენტი.

მაგრამ, განვითარების რიტმი არ ყოფილა ერთნაირი.

სსრკ-მ ისარგებლა პოსტსტალინური გამონათებით და სცადა მოხმარების საგნების სფეროში თავისი ჩამორჩენის ლიკვიდაცია.

მარტო აშშ-მ განიცადა რეცესიების მოკლე და უხეში პერიოდები და დარჩა ქვეყნად სადაც ერთმანეთს მოყვება stop and go-ს ციკლები.

იტალიის,იაპონიის და გერმანიის ფედერატული რესპუბლიკის შთამბეჭდავ აღდგენას დაარქვეს სასწაული. დიდ ბრიტანეთს უჭირდა მოდერნიზება და საფრანგეთმა სრულად ისარგებლა ზრდით მარტო კოლონიალური ომების შემდეგ

ხელის შემწყობი ,ფაქტორების შეერთება.

ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია. სრული საერთო ეკონომიკური ზრდის და ცხოვრების დონის ამაღლების მპერიოდი შეესაბამება baby-boom-ის დროს ანუ პერიოდს როდესაც უკეთესი მომავლის იმედით გახარებული ევროპელები აჩენდნენ ასე თუ ისე ბევრ შვილს.

მაგრამ ამ დროს გაჩენილმა ახალგაზრდებმა შრომის ბაზრამდე მიაღწიეს ამ ბედნიერი პერიოდის ბოლოს.

მათი არსებობა ახალისებდა მოთხოვნას როგორც მშენებლობაში ისე ინფრასტრუქტურებში , მაგრამ სრული დასაქმება იყო მათი მშობლების დროის ფენომენი,მომავალი უკვე პრობლემური ჩანდა.

სხვდასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მდგომარეობა იყო.

იაპონია აღადგინა ე.წ. რევანშის თაობამ.

საფრანგეთში გლეხობა ტოვებდა სოფელს, მიდიოდა ქალაქში და ეს ნაწილობრივ აკმაყოფილებდა მუშახელის მოთხოვნას.

მაგრამ ეს მოთხოვნა ომებით დანგრეულ ქვეყნებში იმდენად დიდი იყო რომ საფრანგეთში და გერმანიაში დაუძახეს შედარებით დაბალი ხელფასებითაც კმაყოფილ იმიგრანტებს.

დიდი იყო ანტიბიოტიკების გავრცელების მნიშვნელობაც.

აღარ კვდებოდა იმდენი ინფექციური ავადმყოფობებისგან. გაიზარდა ადამიანთა ცხოვრების ხანგრძლივობა და შრომის კაპიტალი.

უწყვეტად უმჯობესდებოდა ცხოვრების დონე, გაჩნდა საოჯახო ტექნიკა. კრედიტი აჩქარებდა სასურველი საგნების შეძენას.

სახელმწიფოები ადგენდნენ მინიმალურ ხელფასებს და ამით ხელს უწყობდნენ მათი მოსახლეობის უფრო კომფორტულ ცხოვრებას, სოციალური ატმოსფეროს დამშვიდებას.

სახელმწიფოები ასრულებდნენ დიდ და მნიშვნელოვან როლს. ზოგ ქვეყანაში, მაგ.საფრანგეთში,იაპონიაში, სახელმწიფოები დიდ საწაარმოებთან კავშირში ადგენდნენ,გეგმავდნენ ინდუსტრიული პოლიტიკის დიდ ხაზებს.

მნიშვნელობა აქვს მოქმედების საშუალებებს.

საფრანგეთს ჰქონდა ძლიერი ნაციონალიზებული სექტორი იტრანსპორტის,ბანკის,ენერგიის სფეროებში.

წარმოება სტიმულირებული იყო სახელმწიფო დაკვეთებით

როგორც სამხედრო ისე ინფრასტრუქტურების სფეროებში.

1963 წელს საფრანგეთში იყო 63 კილომეტრი სამანქანო გზა. სახელმწიფო აპირებდა 1975 წლამდე 2000 კილომეტრი სამანქანო გზის აგებას.

ინოვაციის ახალი ხანა

მეორე მსოფლიო ომთან ერთად გაჩნდა big science, მკვლევართა ჯგუფებმა შეცვალეს თავის პატარა ლაბორატორიაში ჩაკეტილი სწავლული.

მეცნიერების ზოგ სექტორს კვლევათა დასაწყებად სჭირდება დიდი ინვესტიციები და სახელმწიფოები იღებენ ფულს ფუნდამენტური გამოკვლევებისგვის.

1939 წელს საფრანგეთში დაარსდა CNRS- მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრი რომელმაც 1945 წელს დაიწყო ფუნდამენტური გამოკვლევები.

სახელმწიფო აფინანსებდა არა მარტო სამხედრო კვლევებს.

1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა დააფინანსა კიბოსთან ბრძოლის დიდი პროგრამა.

ბირთვული იარაღის, კოსმონავტიკა-ავიაციის გარდა პირველი ნაბიჯები გადაიდგა ინფორმატიკაშიც.

1946 წელს შექმნილი პირველი კომპიუტერის წონა იყო 30 ტონა და ის იდგა ორ ოთახში.

მოკლედ იმედიანი ხალხი მიიწევდა, წინ მათი სახელმწიფოების დახმარებით.

კეთილდღეობის პერიოდად განცდილი ამ დროს ოცდაათ დიდებულს ( trente glorieuses) უწოდებენ ეხლაც. მაგრამ იყო სოციალური კონფლიქტებიც, ინფლაციაც, გაძვირებაც. .. დიდი კრიზისების დრო მოვიდა 1960-ანი წლების ბოლოდან.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-6

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

1970-ანი წლების ტეხილზე, სანამ დაიწყებოდა სერიოზული კრიზისი, საზოგადოებამ უკვე დაგმო წინდაუხედავი პროგრესის მიერ ბუნებრივი გარემოსთვიდ მიყენებული ზარალი.

საზოგადოებრივ აზრს ენატრებოდა და იდეალიზებული წარსული და ეშინოდა წინდაუხედავი პროგრესის მომავალი შედეგებისა.

უფრო განათლებულ ახალგაზრდა თაობებს არ უნდოდაяთ მოხმარების საზოგადოებაში ჩაკარგვა და გათქვეფა.

მკვლევარები წუხდნენ რესურსების გაიშვიათების გამო სამყაროში სადაც ბატონობს გარკვეული მფლანგველობა.

კრიზისი, კრიზისები თუ მუტაცია?

საზოგადოებრივი აზრის მიერ მეტ-ნაკლებად მწვავედ განცდილი ტეხილები.

1960-ანი წლების ბოლოს ევროპის და იაპონიის ინდუსტრიულმა დინამიზმმა შეძრა მსოფლიო ვაჭრობა.

ვიეტნამის ძვირადღირებულ ომში ჩაბმულმა აშშ-მ დაკარგა თავისი უპირატესობა, მას აღარ შეეძლო დოლარის ღირებულების გარანტიის მოცემა. რიჩარდ ნიქსონმა 1971 წელს უარი თქვა დოლარის ოქროდ კონვერტირებადობაზე. მას მიყვა სხვა ვალუტებიც. მათი ღირებულება ტივტივებდა ფინანსური წრეების ნდობის და კრედიტის ბაზისური პროცენტის შესაბამისად. ინფლაციამ თავი აიშვა.

საზოგადოებრივმა აზრმა პერიოდის ძვრა იგრძნო 1973 წელს.

1973 წლის ოქტომბერში დაწყებული ნავთობის კრიზისი იო არაბული ქვეყნების იზრაელის მომხრე დასავლურ ქვეყნებთან დაპირისპირების შედეგი. ამას გარდა მეორე მიზეზი იყო რეაქცია მწარმოებლებისა რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ ნავთობის მიწოდების საფასურის დიდად გაუფასურებული დოლარით მიღებით. ეს ამცირებდა ნავთობის მწარმოებელთა მყიდველებით უნარს.

ნავთობის და გაზის ბაძვირებამ დაასუსტა უამისოდაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ინდუსტრიები.

1979 წლის მეორე სანავთობო შოკი კატასტროფული იყო მთელი სექტორებისთვის, საფეიქრო მრეწველობისთვის, მეტალურგიისთვის…ვითარება ვერ გამოასწორა 1980-1988 წლების ერაყ-ირანის ომის შედეგად მომხდარმა ნავთობის კონტრ-შოკმა.

ნავთობის გაძვირებამ მხოლოდ დააჩქარა მძიმე გადაწყვეტილებები.

გაჩნდა ახალი ინდუსტრიული სექტორები.

1929 წლის რეცესიის მსგავსი რამე არ ყოფილა, მაგრამ შენელდა და შეფერხდა მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური განვითარება.

გრძელვადიან პერსპექტივაში შემხვედრი პოლიტიკური რეაქციები

სტაგფლაციად ( stagflation) წოდებულ კრიზისის ახალ ტიპზე მთავრობები რეაქციას ახდენდნენ სრულებით სხვადასხვანაირად.

ზოგი პოლიტიკოსი ცდილობდა საქმის გამოსწორებას კეინსური

პოლიტიკით რომელსაც საფრანგეთი ატარებდა 1976 და 1981 წლებში და აშშ- 1976-80 წლებში.

სხვა პოლიტიკოსები მკვეთრად,მასიურად და უხეშად ამცირებდნენ სახელმწიფო ხარჯებს, ატარებდნენ ნეოლიბერალურ პოლიტიკას როდესაც სახელმწიფო გადის ეკონომიკის სფეროდან, აღარ ერევა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და ხდება პრივატიზება ისე როგორც იყო დიდ ბრიტანეთში ტეტჩერის დროს 1979 წელს და აშშ-ში რ.რეიგანის დროს 1980 წელს.

ნეოლიბერალიზმმა თითქოს გაიმარჯვა:

გასაბჭოებულ ეკონომიკაში (ანუ გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაქირავებული ბოლშევიზმის მიერ დაპყრობილ არეში ) ეკონომიკური რეფორმები მოხდა ნეოლიბერალური მართლმორწმუნეობის სახელით.

თანდათანობით მოიხაზა იდენტური პოლიტიკური მიდგომა,დერეგლემენტაცია,საზღვრების გახსნა, სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა ან სულაც ჩაურევლობა ეკონომიკაში თითქოს გარდაუვალია.

ეკონომიკა გადაიქცა გლობალურ ფენომენად და მას ყველგან ერთნაირად უყურებენ.

ყველა ქვეყანა ახერხებს მათი ეკონომიკის მოდერნიზაციას და გარკვეული ზრდის შენარჩუნებას.

ძველ ინდუსტრიულ ქვეყნებში წინა ხანისგან განსხვავება ჩანს ღარიბი მოსახლეობის მასაში, ყველგან გავრცელდა სტრუქტურული უმუშევრობა. სრული დასაქმება აღარაა აუცილებელი იმისთვის რომ ეკონომიკამ სათანადოდ იმუშავოს.

( აქ არაა ნათქვამი რომ წინდაუხედავმა ნეოლიბერალურმა და მკაცრი ეკონომია-austerity- ს პოლიტიკამ გამოიწვია ეკონომიკური,ფინანსური,სოციალური,ჰუმანიტარული,დემოგრაფიული,პოლიტიკური კრიზისები და კატასტროფები,გიგანტური იმუშევრობა,სიღარიბე,უკვე კარგი ხნის წინ დავიწყებული ავადმყოფობების გავრცელება,ფსიქიური პრობლემები, არამასობრივი და მასობრივი თვითმკვლელობები ლიტვაში,საბერძნეთში,და ა.შ.,მაფიების გააქტიურება… ეს უფრო დიდი გოგო-ბიჭების თავსატეხია).

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-7

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

მესამე ინდუსტრიული რევოლუცია

1970-ანი წლების კრიზისი ასევე არის წარმოების ორგანიზაციაში მომხდარი ცვლილების გამოხატულებაც.

ფორდის მოდელი , რომელსაც ეფუძნებოდა 30 დიდებული წლის კეთილდღეობა, დაჯაბნა დიდი მოგების მომცემი ტექნოლოგიებმა. საწარმოებში დამკვიდრდა ტოიოტიზმი.

წარმოება დაიმსხვრა, წარმოების ნაწილი გადაეცა სხვა ქვენებში უფრო ნაკლები ხელფასი კმაყოფილ პირებს.

საქმეს აადვილებს მეთვალყურეობა ინფორმატიკის მეშვეობით.

ამ ორგანიზაციაში მთავარ როლს ასრულებენ კომუნიკაციები.

ძველ ინდუსტრიულ ქვეყნებში გარდაიქმნა, მიტოვებული ან მოდერნიზებული იქნა მთელი სექტორები, მაგ. მეტალურგია და საფეიქრო მრეწველობა. კონკურენციამ შეიძინა გლობალური მასშტაბი.

მუშახელი ბევრად უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიცირებულია.

მოწინავე ტექნოლოგიები ქმნიან ახალ ინდუსტრიულ სექტორებს ან გარდაქმნიან ძველებს.

1980-ანი წლების ტეხილიდან კომპიუტერი ხდება მასობრივი პროდუქტი.

ინფორმატიკას იყენებენ ყველა ინდუსტრიულ სექტორში.

საწარმოები იძულებულები არიან მუდამ შემოიტანონ სიახლე და ინვესტიციებს დებენ კვლევა-ძიებაში და განვითარებაში.

ქიმიური და ფარმაცევტული ჯგუფები კვლევის მათ სტრატეგიებში რთავენ და იყენებენ ნანოტექნოლოგიებს და გენეტიკურ მანიპულაციებს.

ცვლილებების და ინერტულობის მიერ ნალაყლაყევი

საზოგადოებები

პოსტინდუსტრიული საზოგადოება ?

სიახლეები დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებებზე.

მდიდარი ქვეყნებიხ აქტიური მოსახლეობა ძირითადად მუშაობს არაკომერციულ სფეროში: სახელმწიფო ადმინისტრაციაში, განათლების, ჯანდაცვის,სოციალური აქციის სფეროებში. ისინი ქმნიან მეტ სიმდიდრეს.

ინდუსტრიის მუშახელი უფრო და უფრო კვალიფიცირებულია.

მაგრამ ყველაზე თავდაჯერებული ლიბერალების სურვილის მიუხედავად მდიდარი ქვეყნები ისევ ინდუსტრიული სახელმწიფოები არიან.

შეიცვალა მწარმოებელი ინდუსტრიული მოსახლეობა.

მოსახლეობაში ნაკლებად მრავალრიცხოვანი მუშები გადაიქცნენ ოპერატორებად ან აღიარებულ ტექნიკოსებად ( opérateurs, techniciens ). კლასის ლოღიკა და მუშათა კულტურა აღარაა მათი ყოველდღიურობა.

წარმოების ახალი სახეობები იძლევა როგორც მეტის წარმოების ისე კლიენტთა უკეთესად ადაპტაციის საშუალებას.

ადამიანი აღარ ითქვიფება მასაში, როგორც ეს იყო 1970-ანი წლების მოხმარების საზოგადოებაში, პირიქით, წინ წამოვიდა ინდივიდუალური ( (და ხშირად მეტისმეტად აქცენტირებულ-პედალირებული ინდივიდუალიზმიცაა).

ახალი პრობლემები

მდიდარ საზოგადოებებს აწუხებს ახალი დემოგრაფიული პრობლემები. მათი მოსახლეობები ბერდება. დიდად აქტუალურია პენსიების და პენსიონერების პრობლემა. რომელიც ეხება სახელმწიფოს როდესაც სისტემა დაკავშირებულია სოციალურად აქტიური როლის მქონე სახელმწიფო-განგებასთან ( l’Etat-providence ) ან საწარმოებთან და ფინანსურ წრეებთან როდესაც პენსიების გადახდა ეფუძნება ინდივიდუალური დაცვის სისტემას.

მოსახლეობის დაბერება პრობლემებს უქმნის ჯანდაცვასაც.

სამედიცინო ხარჯები იზრდება, მეოთხე ასაკის ადამიანებზე ანუ ავტონომიის აღარ მქონე მოხუცებზე ზრუნვა აწვება სახელმწიფო ფინანსებს.

სახელმწიფო ბევრად უფრო ნაკლებ როლს ასრულებს მზარდი სიმდიდრის განაწილება-გადანაწილებაში.

გადასახადების შემცირება სასარგებლოა საზოგადოების ყველაზე მდიდარი ფენებისთვის.

მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის მეტ-ნაკლებად დიდი ნაწილი მეტ-ნაკლებად მარგინალიზებულია.

თანამედროვე საზოგადოება მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას უქმნის გარკვეულ კომფორტს და ცხოვრების მისაღებ დონეს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს მთელი მოსახლეობის საჭიროებებს.

თანამედროვე საზოგადოება დუალური გახდა.

მოსახლეობის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება რეალური სოციალური დაცვის,კვალიფიკაციის და პერსპექტივის გარეშე.

ადამიანთა გარიყვა არის მოდერნიზაციის დასკვნითი ფენომენი

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-8

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

კომუნიკაციის საზოგადოება?

მდიდარ ქვეყნებში უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა თავისუფალი დროის ტარების, გართობა-სიამოვნების და კომუნიკაციის სექტორებმა.

ა.შშ-ს ინდუსტრიული ექსპორტის ერთ-ერთი პირველი სექტორია აუდიოვიზუალური პროდუქცია.

მასობრივი ინფორმაციის წყაროების მიდგომა შეიცვალა.

აუდიოვიზუალურ პროდუქციაში კიდევ არის გარკვეული სტანდარტიზაცია, მაგრამ პლანეტარული სოფელი ანუ მსოფლიოს გაერთიანება ინფორმაციის ერთდროული გავრცელებით დარჩა უტოპიად და აღარაა ჰორიზონტზე.

ტელევიზია აღარაა მასობრივი ინფორმაციის გამაერთიანებელი საშუალება.

ყოველი ადამიანი უყურებს იმას რაც მას მოსწონს და ართობს.

რადიოებიც მიმართავენ გარკვეულ კონკრეტულ აუდიტორიას.

ამიერიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ზრუნავენ ერთმანეთისგან განსხვავებულ სეგმენტებად დაქუცმაცებული საზოგადოების საჭიროებებზე .

მიგრანტებს შეუძლიათ მათ სამშობლოსთან უფრო ძლიერი კონტაქტის შენარჩუნება სატელიტით გადაცემით.

ტექნიკა განვითარდა.

ინტერნეტით. მომხმარებლები თვითონ ქმნიან და ავრცელებენ ინფორმაციას, ურთიერთობენ უფრო უშუალოდ. და შეთანხმებით მოქმედებენ.

არაა შემთხვევითი რომ ავტორიტარული რეჟიმები ზღუდავენ ან კრძალავდნენ ინტერნეტს.

მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ყველა ვერ იყენებს ერთნაირად ინტერნეტის შესაძლებლობებს.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-9

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

პირველი მეოცე საუკუნის კოლონიალური სისტემა

ინდუსტრიული რევოლუციიდან გამომდინარე მეორე კოლონიალური ხანა

კოლონიზაცია არაა დღევანდელი სიახლე. ბერძნები და ფინიკიელები დასახლდნენ ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ ანტიკურ ხანაში.

აღორძინების ხანიდან მოყოლებული თავგადასავლების მოყვარულმა ევროპელმა მეზღვაურებმა გააკონტროლეს ინდოეთის ოკეანის დიდი გზები და დაიპყრეს ახალი სამყარო,ამერიკა.

პირველ კოლონიალური ხანაში შეიქმნა პლანტაციურ ეკონომიკაზე დაფუძნებული დიდი ამერიკული იმპერიები სადაც მუშახელის საჭიროება ამართლებდა მონათმფლობელობას და შავკანიანი აფრიკელი მონებით ვაჭრობას.

ამერიკული კოლონების დამოუკიდებლობამ მათი მეტროპოლიიებისგან ბოლო მოუღო ურთიერთობის ამ ტიპს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მონათმფლობელობას თანდათანობით გაუქმდა, 1834 წელს დიდ ბრიტანეთში, 1848 წელს საფრანგეთში, 1865 წელს, სეცესიის ომის ფასად, აშშ-ში.

ამავე დროს ინდუსტრიული სახელმწიფოები ჩქარობდნენ ტერიტორიების დაპყრობას ისე როგორც ამას აკეთებდა საფრანგეთი ალჟირში 1830 წლიდან.

ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, კონცენტრირებული იყო აფრიკაზე. გ ოგრაფოსები და მკვლევარები ცდილობდნენ ფარდა აეხადათ ბოლო terra incognita-სთვის. სამხედრო ექსპედიციები დევნიდნენ მონებით ვაჭრებს. აფრიკის შიდა მიწებზე შეჭრებმა მალე დასვეს ამ მიწების კონტროლის საკითხი.

ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორის თხოვნით 1884 წელს შეკრებილმა ბერლინის კონფერენციამ ოფიციალურად გაანაწილა ეს ტერიტორიები ევროპულ სახელმწიფოებს შორის.აფრიკული საზღვრების დღევანდელი კვალი იქ დაადგინეს ევროპელმა დიპლომატებმა.

პირადად ბელგიის მეფეს იქ მისცეს ბელგიაზე 76-ჯერ მეტი ტერიტორია ( Le roi des Belges s’y voit attribuer personnellement un territoire soixante-seize fois plus grand que son pays,გვ 80. )

სახელმწიფოთა დაინტერესებას დაპყრობებით აძლიერებდა სხვა დამპყრობლების კონკურენცია, 1875-1890 წლებში ევროპული ქვეყნების შემძვრელი ეკონომიკური კრიზისი.

ახალი ტერიტორიები და ახალი მოსახლეობები არის ბაზრებიც ინდუსტრიებისთვის რომლებსაც აკლიათ მომარაგება.

მაგრამ ინდუსტრიული . ქვეყნები მე-19 საუკუნის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობიდან გადადიოდნენ პროტექციონიზმზე და დიდი იმპერიების შექმნა გახდა მთავარი ეკონომიკური საკითხი.

ეს ახალი კოლონიალური პერიოდი,მაშ, იმპერიალიზმის ხანაა.

იმპერიალიზმი არ ყოფილა მარტო ევროპული ფენომენი.

იყო იაპონური იმპერიალიზმიც.. 1879 წელს იაპონელებმა დაიპყრეს კუნძულები რიუ-კიუ. მათ მოახდინეს კუნძული ფორმოზას კოლონიზაცია. ეს კუნძული კი მათ ჩინელებს წაართვეს 1895 წელს.

იაპონიამ ფეხი დადგა აზიის კონტინენტზეც სადაც 1905-1910 წლებში მოახდინა კორეას კოლონიზაცია და კორეას დააძალა თავისი ენა.

აზიაში და ცენტრალურ ამერიკაში უკვე ძალიან აქტიურმა აშშ’-მ 1898 წლის ამერიკა-ესპანეთის ომის ბოლოს დაიპყრო ფილიპინები და პუერტო რიკო.

პირველი მსოფლიო ომი იყო ექსპანსიის ბოლო დიდი ფაზა.

გერმანული კოლონიური იმპერია, ფართობით მესამე 1914 წელს , მთლიანად დაშალეს, მაგრამ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ გააფართოვეს მათი ბატონობის ტერიტორია.

კოლონიურ იდეოლოგიას ამოძრავებს გარეგნულად ერთმანეთთან დაპირისპირებული 2 ძრავა:

ფილანტროპია და რასიული უპირატესობის განცდა, რასიული ქედმაღლობა.

ფილანტროპიულ მოტივაციას ანგარიში უნდა გაუწიოს.

ბევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ფიქრობს რომ ევროპელებმა ველურ ადგილობრივ ხალხებს უნდა გაუზიარონ პროგრესის სიკეთე, მისი მიღწევები და სწორედ ესაა ევროპელთა მოვალეობა.

მართლაც იყვნენ დოქტორი შვაიცერის ნაირი დიდი პიროვნებებიც.

დაბკოლონიზატორები ხაზს უსვამენ მათი ქველმოქმედების მიერ მოტანილ მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას.

კოლონიზატორები ამას ეუბნებიან როგორც საკუთარ საზოგადოებას და კოლონიების მკვიდრ მოსახლეობას.

ამ თემის ადამიანურობას ზღუდავს რასიული ქედმაღლობა.

ევროპელი კოლონიზატორები მათი აზრით ზრუნავენ მდაბალ,განუვითარებელ, ველურ ხალხზე,

კოლონიზატორების ბატონობას ამართლებს მარტო იმის განცდა რომ კოლონიზატორები და კოლონები რასიულად უფრო მაღლა დგანან ადგილობრივ მკვიდრებთან შედარებით.

მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის მეცნიერული რწმენაა რასიზმი.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-10

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

პირველი მეოცე საუკუნის კოლონიალური სისტემა

ინდუსტრიული რევოლუციიდან გამომდინარე მეორე კოლონიალური ხანა

დასავლურმა კოლონიალიზმმა პრაგმატულად გამოიყენა თავისი ეკონომიკური,ტექნიკური,სამხედრო უპირატესობა.

კოლონიზაციის გამოყოფა ინდუსტრიალიზაციისგან შეუძლებელია. ძალის უთანაბრობა არის დამორჩილების ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი.

კოლონიური იმპერია ზღვის გადაღმა ვერ იარსებებს კომუნიკაციის ქსელების და კოლონიების

ექსპლუატაციიცისთვის აუცილებელი ძალის გარეშე.

არაა შემთხვევითი ის რომ ზღვაზე უძლიერესი დიდი ბრიტანეთი ასევე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის უდიდესი კოლონიალური იმპერია.

ოპიუმის ომი

21-ე საუკუნის გიგანტური სახელმწიფო ჩინეთი მწარედ იხსენებს თავისი ისტორიის ამ ეპიზოდს.

მე-19; საუკუნის დასაწყისში ჩინეთთან ვაჭრობა იყო ნაწარმის თუ საკვების გაცვლა ლითონებზე ან მონეტაზე და მეტი არაფერი.

არა და იყო ინდოეთში ნაწარმოები ოპიუმი, რომელიც ძვირფასი იყო ბრიტანელი ვაჭრებისთვის. ოპიუმი მათ აძლევდა დიდ დამატებით შემოსავალს.

1821-1837 წლებში ოპიუმის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ დაინახა რომ ბრიტანელების საყვარელი ოპიუმი მავნეა ჩინელების ჯანმრთელობისთვის…

ხოდა ჩინეთის ხელისუფლებამ 1839 წლის მაისში მოსპო დაგროვებული ოპიუმი.

ბრიტანელები გაყარეს ჩინეთის პორტებიდან.

ოპიუმის და ბაზრის დაკარგვით გაბრაზებულმა ბრიტანელებმა 1841-42 წლებში მოსპეს ჩინეთის ფლოტი და ისეთ დღეში ჩააგდეს ქვეყანა რომ დამარცხებულმა ჩინელებმა ხელი მოაწერეს ნანკინის შეთანხმებას, მათ დაკარგეს კონტროლი ევროპელებთან ვაჭრობაზე და ისწავლეს ოპიუმით გაბრუება.

ცოტაა კოლონია რომელიც იყო სამხედრო დაპყრობის შედეგი ალჟირის მსგავსად.

უფრო იყო კომერციული, დიპლომატიური კონტაქტების კომბინაცია და სამხედრო ” დაცვა და მფარველობა “.

მაგრამ კოლონიზატორები ჯარებს ხშირად იყენებდნენ მოსახლეობის ” დასამშვიდებლად ” ანუ თავისი ბატონობის განსამტკიცებლად ძალის მეშვეობითაც. .

ჩინეთის იმპერია თანდათანობით დაიშალა სამხედრო დამარცხებების შედეგად და ამას მოყვა უთანაბრო კომერციული შეთანხმებები ( ჩინელები ბრიტანელებზე ბევრად უფრო ადრე ხმარობდნენ ოპიუმს როგორც წამალს,მაგრამ ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ჩინეთი დაანგრიეს და ჩინელები გაანარკომანეს. მაგათ ჯინაზეც გაუმარჯოს ჩესტერტონს და ლორდ ბერტრან რასელს ).

რუსეთი წინ მიიწევდა შუა აზიაში, აგებდა კოლონიალურ დომენს ზღვების გადაღმა კოლონიების დაუარსებლად.

და ბოლოს, შეიქმნა მთელი ეკონომიკური სტრუქტურა რომელიც იძლეოდა კოლონიალური ძალის განვრცობის საშუალებას.

დაპყრობის მთავარი საშუალება შეიძლება იყოს ფინანსებიც,ფულიც.

ეგვიპტე დაიმორჩილეს დიდი ვალით.

ჭვეყანამ თანდათანობით დაკარგა კონტროლი თავის ფისკალურ და საბაჟო რესურსებზე რათა დაეკმაყოფილებინა ფრანგი და ინგლისელი მევახშეები.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-11

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

კოლონები და კოლონიზებულნი

კანადას, ავსტრალიის და ალჟირის მსგავსად დასახლების კოლონიებშიც ( colonies de peuplement ) საზოგადოება იერარქიზებული იყო,.კოლონებს და ავტოქტონებს არ ჰქონდათ ერთი და იგივე უფლებები.

როდესაც ძალთა თანაფარდობა იძლეოდა ამის საშუალებას ავტოქტონებს შერეკავდნენ ხოლმე რეზერვაციებში.

თუ კი ავტოქტონები აღიარებდნენ კოლონიალურ ხელისუფლებას ბრიტანელები აღიარებდნენ self administration-ს.თვითმმართველობას, ტოვებდნენ ადრე არსებულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სოციალურ კადრებს.

ფრანგული, გერმანული და ბელგიური კოლონიები აუქმებდნენ ადგილობრივ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ქმნიდნენ მკაცრ კანონმდებლობას რომელიც სჯიდა უმცირეს უპატივცემულობას კოლონის მიმართ. გამონაკლისი დაშვებული იქნა მაროკოსთვის.

სასჯელები იყო კოლექტიური ჯარიმები, ცემა მათრახით ან სხვა რამით, როგორც ფრანგულ ეკვადორის აფრიკაში, , ქალების და ბავშვების მძევლებად აყვანა, როგორც იყო კონგოს ექსპლუატაციის დასაწყისში., ევროპის კონტინენტზე აკრძალული დასახიჩრებები.

თავიდან დროებითი ეს ძალადობა დროთა მანძილზე ავტოქტონს აძლევდა დაბალ სტატუსს, ითხოვდნენ ავტოქტონის მორჩილებას.

კოლონები და კოლონიალური ადმინისტრაცია მუდამ მტრულად უყურებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ ნორმალური სამართლის შემოღებას როგორც იურიდიულ ისე პოლიტიკურ სფეროში.

საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება შეეძლოთ მარტო ძველი დ

სავაჭრო პუნქტები Dakar-ის და Saint-Jean -Louis-ის მკვიდრებს, სხვა ავტოქტონებს უნდა დაემტკიცებინათ თავისი გაფრანგება ისეთი სასკოლო განათლებით რომელიც მიუწვდომელი იყო საშუალო კოლონისთვისაც.

უთანასწორობის ინსტიტუტიციონალიზაციაში დაპყრობილი ავტოქტონები ხედავენ მათი კულტურის გაუფასურებას.

კულტურულ ძვრებს აძლიერებდნენ პროტესტანტული და კათოლიკური მისიები. ცარიზმის გუბერნატორები არუსებდნენ მათ მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებს. აფრანგებდნენ, აინგლისელებდნენ, არუსებდნენ…ესეცაა კოლონიზაცია.

კოლონიების ექსპლუატაცია ეფუძნებოდა ამ უთანასწორობას. ადმინისტრაც ია აფრიკელებს აძალებდა საექსპორტო კულტურების მოყვანას. აფრიკელებს რომლებიც არ ასრულებდნენ კოლონ-კოლონიზატორთა ბრძანებებს აჯარიმებდნენ, ცემდნენ… მონური შრომა ინსტიტუციონალიზებული იყო

სოფლებს აცარიელებდა ავტოქტონების გაქცევაც კოლონიზატორების ჯარების გამოჩენამდე.

კოლონიზაციის პრაქტიკამ მოკლა მილიონობით ადამიანი.

იყო უფრო ადამიანური გამოვლინებები.მაგ. Brazza

Brazza

ეს გაფრანგებული იტალიელი ოფიცერი Pierre Savorgnan de Brazza იყო ნამდვილი რესპუბლიკური გმირი.

1875-1884 წლებში სამი მოგზაურობის დროს ამ მოგზაურმა მოახერხა მის მიერ მოვლილი ტერიტორიების შეყვანა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.

. მან ბელადებს ხელი მოაწერინა ხელშეკრულებებზე მეგობრობის და პროტექტორატის შესახებ.

1880 წელს მან დააარსა Brazzaville და, ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორისთვის არასასიამოვნო ფაქტი, მან დაამყარა კონტროლი კონგოს ჩრდილოეთ ნაპირზე. ბერლინის კონფერენციაზე კი აღიარეს საფრანგეთის პოზიციები მდინარეზე.

ამ ბრაზამ მრავალჯერ თქვა უარი ძალის გამოყენებაზე, მან მოიპოვა და შეინარჩუნა აფრიკელი ბელადების ნდობა.

მან ბოლოს იმოგზაურა მთავრობის თხოვნით რათა შეესწავლა კოლონიების ექსპლუატაციის პირობები.

მას თავზარი დასცა ნანახმა. მან დაწერა მკაცრი და გესლიანი ანგარიში. მაგრამ გარდაიცვალა უკანა გზაზე.

ბრაზას მოუწყვეს ეროვნული გასვენება და დაკრძალვა, მაგრამ მისი ანგარიში არ გამოუქვეყნებიათ.

მეტროპოლიებში,დედაქალაქებში კოლონიზაცია იყო შორეული ხმაური.

ევროპული დედაქალაქების საზოგადოებრივი აზრი შედარებით ამაყი იყო დაპყრობებით, მაგრამ დაპყრობები ძვირად არ უნდა დაუჯდეს გადასახადების გადამხდელებს.

საფრანგეთში ძალიან პოპულარული იყო 1931 წელს მოწყობილი კოლონიალური გამოფენა. ის ნახა 8 მილიონმა ფრანგმა.

ეს იყო პირველი მსოფლიო ომით დათრგუნული ქვეყნის გამოცოცხლებული სიამაყე და არა, ცხადად კოლონიალური მანიფესტაცია. გამოიყენეს პარიზელთა უცოდინარობა და ცნობისმოყვარეობა.

 

 

ტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-12

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

კოლონიალური პროცესის საზღვრები

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე თითქოს ვერაფერი უპირისპირდებოდა ინდუსტრიული სახელმწიფოების მიერ დანარჩენი მსოფლიოს ძარცვა-ექსპლუატაციას.

პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ ნიშნავს კოლონიური იმპერიალიზმისგან განთავისუფლებას.

სამხრეთი ამერიკა გადაურჩა უშუალო ბატონობას მაგრამ იქ ნაწარმოები სიმდიდრით დიდად ისარგებლეს ევროპელმა ვაჭრებმა და ინვესტორებმა.

მე-19 საუკუნის დასასრულიდან აშშ-მ ცენტრალური ამერიკა გადააქცია თავის სანავარდო ტერიტორიად და სამხედრო ძალით იჭრებოდა იქ როდესაც თვლიდა რომ მისი ინტერესები საფრთხეშია.

ეგვიპტემ დაიბრუნა დამოუკიდებლობა 1922 წელს 3 წლის მძიმე აჯანყებების შემდეგ. დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა კონტროლი თავდაცვაზე.

რამოდენიმე ქვეყანა რომლებმაც თავისუფლება შეინარჩუნეს მთელი ამ პერიოდის მანძილზე არიან ან ორ კოლონიალურ სახელმწიფოს შორის მოქცეული ბუფერული სახელმწიფოები, სიამი საფრანგეთისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის, ან დამარცხების შემდეგ,

დასაპყრობად მეტისმეტად ძვირი ქვეყნები, მაგ. ეთიოპია იტალიისთვის, ან ორივე ერთად, მაგ. ავღანეთი ბრიტანელებისთვის.

კოლონიზაცია იმონებს თეთრკანიანებსაც.

ბურების ომმა წარმოშობით ჰოლანდიელი კოლონი აფრიკანერები დაუპირისპირა ბრიტანეთის ჯარებს.

მსოფლიო მაინც მეტისმეტად დიდია იმისთვის რომ მთლიანად მონელებული იყოს.

მე-18 საუკუნის უდიდესი ეკონომიკური ძალა ჩინეთი მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაქუცმაცებული.

ბრიტანელებმა მსოფლიოს დიდი ნაწილი დაუტოვეს საფრანგეთს რომელიც მათთვის ნაკლებად საშიში იყო სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით.

ბრიტანელებმა დაუშვეს ფრანგების ყოფნა ჯიბუტიშიც, ინდოეთისკენ მიმავალ უმნიშვნელოვანეს გზაზე.

კოლონიზატორი ქვეყნების შესაძლებლობები არაა უსასრულო და ეს ასუსტებს მათ მადას.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-13

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან

ფაშოდა

1888 წელს კონგოს ან წასულმა ფრანგმა სამხედროებმა მიაღწიეს ხართუმამდე. ცოტა ხნის შემდეგ, ფაშოდასთან, მათ შეუერთდნენ ეგვიპტურ-ბრიტანულო არმიის ჯარისკაცები. იყო ძალიან მწვავე საერთაშორისო დაძაბულობის პერიოდი და შემდეგ ბრიტანელებმა ფრანგები გაატარეს ჯიბუტიში რომელიც იყო ფრანგების გზის ბოლო.

ვითარებამ აჩვენა რომ აფრიკის შიგნით გიგანტური ტერიტორიების დასაპყრობად ცოტა რამ იყო საჭირო….და რომ საფრანგეთი ვერ და უპირისპირდებოდა ბრიტანელებს რომლებსაც ჰქონდათ დიდი სამხედრო ძალა, ინდოეთის არმია.

‘კოლონიზაციის შედეგები

რა სიკეთის დანახვა შეიძლება კოლონიზაციაში?

ტერიტორიების ათვისება და გამოყენება კი, მაგრამ სად და რის ფასად.

რკინიგზების საუკეთესო ქსელის მქონე კოლონია იყო ინდოეთი. კაპიტალები ,რომლებმაც შესაძლებელი გახადა ამ ქსელის შექმნა, ნაწილობრივ ჰქონდათ მდიდარ ინდოელებს.

ინფრასტრუქტურებს, პორტებს, გზებს,რკინიგზების თავისი საკუთარი საჭიროებებისთვის აგებდა ხშირად შედარებით ძუნწი კოლონიზატორი.

აფრიკაში ბელგიური, ფრანგული თუ გერმანული ადმინისტრაციის დროს გზების და რკინიგზების გასაყვანად იძულებით ამუშავებდნენ ავტოქტონებს, რაც ძვირად დაუჯდა ამ ხალხებს, ინვესტირება ხდებოდა ხოლმე მეტროპოლიების, ეკონომიკური კონიუნქტურის შესაბამისად.

კოლონიების ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინვესტიციების მოკლე პერიოდის და ომებს შორის სტაგნაციის შემდეგ საფრანგეთმა ინფრასტრუქტურების თვის ყველაზე დიდი ინვესტიციები გაიღო განსაკუთრებით 1950-1960 წლების პერიოდში.

განათლება

იყო დიდი და ბრწყინვალე წარმატებებიც, მაგ.L.S.Senghor-ის საუნივერსიტეტო, პოლიტიკური და ლიტერატურული კარიერა.

მაგრამ ეს იყო უიშვიათესი გამონაკლისები.

განათლების ამბიცია, მიზანი, ძალიან შეზღუდული იყო.

მთავარი იყო ის რომ ავტოქტონს ზუსტად უნდა გაეგო და შეესრულებინა კოლონის, კოლონიზატორის ბრძანება, რასაც აჩვენებს კონგოში ბელგიური კათოლიკური მისიებისთვის დასახული მიზანი : ” არაა ელიტა, არაა პრობლემა ” ( L’ambition de l’instruction est très limitée. Généralement, l’enseignement de base se limite à la compréhension des ordres du colon, comme l’illustre la consigne des missions catholiques belges au congo: ” Pas d’élite pas de probleme”.),

კოლონიზატორები არაფრად აგდებდნენ სწავლა-განათლების დამუშავებულ სისტემებსაც ..

ფრანგებმა და ბელგიელებმა 60-70 წლის მანძილზე აფრიკელებს ზედაპირულად ასწავლეს მარტო ფრანგული ენა. მაგრამ დარჩა ადგილობრივი ენებიც. ფრანგული ენა დარჩა კოლონიზატორთა შეთანხმებებით დადგენილი საზღვრების მქონე ქვეყნების ადმინისტრაციის და ელიტების ენად.

სანიტარული შედეგები

ისინი კონტრასტულია. კოლონიური ხელისუფლებები რაღაცას ცდილობდნენ, მაგრამ მათი მთავარი მიზანი იყო კოლონიზებულ ავტოქტონთა შრომის უნარის გაუმჯობესება და არა ჰუმანისტური იდეალები.

პასტორის ინსტიტუტი გავრცელდა ყველა კოლონიაში, ამან შეამცირა ინფექციურ ავადმყოფობათა გავრცელება.

მაგრამ სანიტარული მდგომარეობა ცუდი დარჩა. ექიმების რაოდენობაც ძალიან მცირე და არასაკმარისი იყო.

კოლონიებში თითქოს არ იყო მორალური საზღვარი.

ავტოქტონს მკაცრად სჯიდნენ თუ კი ის შეეპასუხებოდა კოლონს. ხშირ აჯანყებებს სასტიკად ახშობდნენ.

ორი მსოფლიო ომის ისტორიკოსები კოლონიალურ ეპოპეაში ხედავდნენ არმიების გაველურების გენერალურ რეპეტიციას.

( Les historiens des deux guerres mondiales voient dans l’épopée coloniale une sorte de répétition générale de l’ensauvagement des armees).

ითუ გავიხსენებთ იმას რომ საფრანგეთის სკოლამ უნდა აღზარდოს დემოკრატიული იდეალით გულანთებული მოქალაქეები მაშინ კოლონიზაცია უნდა დაიგმოს გონივრულად,მაგრამ კატეგორიულად

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-14

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის,2008, თარგმანი ფრანგულიდან .14

‘კოლონიზაციის შედეგები

მამხილებელ-მგმობელი და მაუწყებელი თხზულება

თავდაპირველი კურცი ნაწილობრივ აღიზარდა ინგლისში. დედამისი ნახევრად ინგლისელი იყო, მამამისი-ნახევრად ფრანგი.

მთელმა ევროპამ შეიტანა წვლილი კურცის შექმნაში და მანაც თანდათანობითი ისწავლა რომ….

ველური წეს-ჩვეულებები მოსპობის საერთაშორისო ასოციაციამ კურცს დაავალა დაწერა ანგარიშისა თავისი მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ.

მე ვნახე ეს ანგარიში, წავიკითხე.

ის მჭერმეტყველი იყო, თრთოდა მჭერმეტყველ ებით.

მაგრამ მეტისმეტად დაძაბული, ჩემი აზრით.

მჭიდროდ ნაწერი 17 ფურცელი. იშრომა,იპოვა დრო.

მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მანამდე სანამ მას, ვთქვათ, ნერვები უმტყუნებდა….

ეს იყო მწერლობის კარგი ნაჭერი, მოგვიანო ინფორმაციების შუქზე ჩემზე ეხლა მოქმედებს შესავალი პარაგრაფი .

ის იწყ ება არგუმენტით რომ ჩვენ, განვითარების მაღალ დონეზე მდგომ თეთრკანიენებს,ველურები აუცილებლად უნდა გვხედავდნენ როგორც ზებუნებრივ არსებათა კლასს…სიტყვის დასკვნითი ნაწილი დიდებული იყო. ის მიჩენს დიადი ქველმოქმედებით მართული ეგზოტიკური უზომობის იდეას.

აქ იყო მჭერმეტყველების, სიტყვების, კეთილშობილი., მგზნებარე სიტყვების უსაზღვრო ძალა.

ფრაზების მაგიურ მდინარეებას არ წყვეტდა არანაირი პრაქტიკული რჩევა.

ერთადერთი რჩევა იყო ყველა ალტრუისტული გრძნობისკენ მოწოდების ბოლოს, შენიშვნა ბოლო გვერდის ძირში,რომ ელის გავდა მზიანი ციდან ჩამოვარდნილ ელვას.:

” გაწყვიტეთ ყველა ეს ველური! ” ….

ჯეიმს კონრადის წყვდიადის გულში

( ეს ნაწყვეტი გაგახსენებთ ჩარლზ დარვინის ბოლო ნაშრომს ” ადამიანის წარმოშობა ” სადაც ის ამბობს რომ ცივილიზებულები ანუ თვითონ დარვინის ნაირები საკმაოდ ახლო მომავალში გაწყვეტენ ველურებს და დაიკავებენ მათ ადგილს. )

ამ რომანში მთხრობელი Marlow მიუყვება მდინარე კონგოს. კოლონიალური კომპანიის დავალებით ის დაეძებს დაკარგულ სანიმუშო თანამშრომელ კურცს.

ის კი შეიშალა.

ის თავის თანამდებობაზე ეხლა იქცევა როგორც სასტიკი, ულმობელი, ბარბაროსული ჩვეულებების მქონე მეფე.

ნაწყვეტი არის რომანის ერთ-ერთი კვანძი.

რომანის ავტორი ჯეიმს კონრადი იყო ბრიტანული სავაჭრო ფლოტის კაპიტანი, მან, მოწმემ, იცოდა რაზეც წერდა.

1902 წელს გამოქვეყნებული ეს რომანი შეიძლება ასევე დავინახოთ როგორც ლამაზი ზღაპარი რომელიც გვაფრთხილებს თანამედროვე უტოპიათა საშიშროების შესახებ.

ისინი ვისაც უნდა სხვათა გაბედნიერება ამ სხვების ნების საწინააღმდეგოდ სპობენ ამ სხვებს.

 

 

მაგრამ ამ და სხვა ტექსტების წარმატებამ ხელი ვერ შეუშალა კოლონიზაციას და მის ექსცესებს….

 

 

აქ  ჩარლზ  დარვინი  გვპირდება  რომ  საკმაოდ ახლო  მომავალში  ცივილიზებული  რასები  მოსპობენ  ველურ  რასებს  და  დაიკავებენ  მათ ადგილს.  ცივილიზებულობის  და  სიველურის  კრიტერიუმებს  რა  თქმა  უნდა  ადგენენ  დარვინი  და  მისნაირები.

 

 

 

Charles Darwin > Quotes > Quotable Quote

“At some future period, not very distant as measured by centuries, the civilised races of man will almost certainly exterminate and replace throughout the world the savage races. At the same time the anthropomorphous apes, as Professor Schaaffhausen has remarked, will no doubt be exterminated. The break will then be rendered wider, for it will intervene between man in a more civilised state as we may hope, than the Caucasian and some ape as low as a baboon, instead of as at present between the negro or Australian and the gorilla.”

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-15

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues es Messe m’ont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

____________________

პატარა ჩანართი: იყო სახელგანთქმული ფრანგი პოლიტიკოსი Jules Ferry

( 1832-1893 .) მან საფრანგეთის პარლამენტში 1885 წლის 28 ივლისს თქვა შემდეგი:

” უმაღლესი რასაც არ იპყრობს სიამოვნებისთვის, იმისთვის რომ ექსპლუატაცია გაუწიოს სუსტს. უმაღლესი რასა დაბალ რასას იპყრობს იმიტომ რომ ცივილიზებული გახადოს ის, აამაღლოს დაბალი რასა საკუთარი ცივილიზებულობის დონეზე”=La race supérieure ne conquiert pas pour le plaisir,dans le dessein d’exploiter le faible maïs de le civiliser et de l’élever jusqu’au elle.

Il faut parler plus haut et plus vrai. Il faut dire maintenant qu’en effet les races supérieures ont un droit vis à vis des races inférieures. ..parce qu’il y a un devoir pour elles .

Elles ont le devoir de civiliser les races inferieures= უნდა ვილაპარაკოთ უფრო ხმამაღლა და უნდა ვთქვათ მეტი სიმართლე. ეხლა უნდა ითქვას რომ უფრო მაღალ რასებს აქვთ უფლებები დაბალი რასების პირისპირ იმიტომ რომ მაღალ რასებს აქვთ მოვალეობები.

მაღალი რასების მოვალეობაა დაბალი რასების ცივილიზება.

ჟიულ ფერის მიერ საფრანგეთის პარლამენტში წარმოთქმული ეს სიტყვა ოფიციალურ ჟურნალში იქნა გაფორმებული.

ეხლა გოგიაგვახარიები გასწავლიან რომ ქალები არ უნდა ვხოცოთ, რომ პერესტროიკის მიერ გამოტვინებულებს გვიშველის ტრანსგენდერობა და მარიხუანა. ესეც აი ამ კოლონიალური იდეოლოგიის გაგრძელებაა. მაღალი რასის გოგიაგვახარიები გვმოძღვრავენ ველურებს.

მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ეხლა შეიძლება გახდეს პაკისტანელი. კოლონიზებულთა შვილთაშვილი ჩაუდგება სათავეში კოლონიური იმპერიის ნარჩენს.

გადავიდეთ დეკოლონიზაციაზე.

__________________

დამოუკიდებლობა, მესამე სამყაროს გაჩენა

( კოლონიზატორების თითქოს არ უნდოდათ ცუდი რამე.

მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში საფრანგეთში გავრცელდა კოლონიზატორული იდეოლოგია. მას კვებავდა როგორც სკოლონიალური იმპერიის სტრატეგიული და ეკონომიკური საჭიროებები ისე უნივერსალისტური უტოპიური აზრი. ქედმაღალი ბრიტანელები ფიქრობდნენ რომ ბრიტანული ღირებულებები და იდეალები სრულიად უცხო და მიუწვდომელი იყო ბოდიში ველური ინდოელებისთვის და ინდოელებს ჰქონდათ სუნთქვის საშუალება. მარატის და -რობესპიერის მემკვიდრე ფრანგებს კი, პირიქით, სურდათ რესპუბლიკური და რევოლ უციური იდეების ჩაჭედება ბუშმენების თავშიც. მართლაც ქვის ხანის წესებით მცხოვრებ ხალხებსაც უნდა გაეთავისებინათ პარიზელ იაკობინელთა წარმოდგენები. ყველგან უნდა დამკვიდრებულიყო ბუნებრივი უფლებები. ამდენად კეთილშობილ კოლონიალიზმს მხარს უჭერდა ფრანკ-მასონობაც. უნდოდათ ყველა ხალხის გათქვეფა ერთნაირად ბედნიერი და ერთნაირად თავისუფალი ინდივიდების მასაში. ამ უტოპიის განხორციელების მცდელობა ცუდად დამთავრდა,. დარჩა უამრავი გვამი და ეს დღესაც აბოროტებს ბევრს. )

დრო შეიცვალა

მეორე მსოფლიო ომმა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა კოლონიალური ტიპის ურთიერთობებს.

დამარცხებულმა იტალიამ და იაპონიამ დამარცხების გამო დაკარგეს კოლონიები.

მაგრამ მხეცურ ომში გამარჯვებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც დაკარგეს მათი ძალა და პრესტიჟი.

მათი სისუსტე გამჟღავნდა, მეტიც, თვითონ გამარჯვებულთა პრინციპები ეწინააღმდეგებოდა კოლონიურ ურთიერთობებს:

ატლანტური ქარტიის თანახმად ხალხებს აქვთ მთავრობის, მმართველობის მათთვის სასურველი ფორმის არჩევის უფლება.

ომი ჩანდა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობად.

ინდოეთის კონგრესის პარტიამ 1942 წელს, მაშინ როდესაც კართან, ბირმაში, იყვნენ იაპონელები, დაიწყო მწვავე კამპანია რომლის დევიზიც იყო არაორაზროვანი Quit India.

მაროკოს სულთანმა 1943 წელს რუზველტს მოსთხოვა ფრანგული მანდატის დამთავრება.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირე ზესახელმწიფოებს სხვადასხვა მიზეზის გამო არ უყვარდათ კოლონიალიზმი

საბჭოთა კავშირისთვის ანტიკოლონიალიზმი იყო კაპიტალიზმმთან ბრძოლის გაგრძელება. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მრავალი მოძრაობა კომუნიზმის მომხრე იყო. მათ ანტიიმპერიალისტური ინტერნაციონალიზმის სახელით მხარს უჭერდა და ამარაგებდა მოსკოვი.

კოლონიალური სახელმწიფოები დასავლურ ბანაკში იყვნენ.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-16

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დეკოლონიზაცია და მესამე სამყარო

აზია მოძრაობს 1945 წლიდან

შორეულ აღმოსავლეთს არ უყვარს სიცარიელე

საფრანგეთის და ჰოლანდიის სიშორემ და სისუსტემ ვიეტნამელ და ინდონეზიის ნაციონალისტებს მისცეს 1945

წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ თავის დამოუკიდებლობათა ცალმხრივად გამოცხადების საშუალება.

ორივე მეტროპოლიამ რეაგირება ერთნაირად მოახდინა . მათ თავიდან დაიკავეს შემრიგებლური პოზიცია, მოიგეს დრო ადგილზე საექსპედიციო კორპუსის ჩასაყვანად და კოლონიალისტების გავლენის ქვეშ მყოფ საზოგადოებრივი აზრების, ექსტრემისტი მემარჯვენეების და ნაციონალისტების ზეწოლით მთავრობებმა წამოიწყეს კოლონიური ომი.

აშშ-მ და გაერომ მოახდინეს ზეწოლა და ჰოლანდია მალე დანებდა. ჰოლანდიამ 1949 წელს აღიარა მისი ყოფილი კოლონია ინდონეზიის დამოუკიდებლობა.

ინდოჩინეთში საქმე სხვანაირად იყო. იქ Vietminh იყო კომუნისტური ინსპირაციის მოძრაობა.

1946 წლის მოლაპარაკებები უშედეგოდ იყო ადმირალი Thierry d’Argenlieu ინიციატივის გამო. მან 1946 წლის ნოემბერში ესროლა პორტ ჰაიფონს. იყო ასობით დაღუპული.

ამით გამწარებულმა ვიეტნამელებმა ევროპელები ამოხოცეს ჰანოიში.

დაიწყო ინდოჩინეთის ომი.

ბრძოლების ბუნება და ბრძოლის არე შეიცვალა 1949 წელს. მოუხელთებელ პარტიზანთა ჩასაფრებებიდან გადავიდნენ ნამდვილ სამხედრო ოპერაციებზე რომლებიც რთულ მდგომარეობაში აგდებდნენ საფრანგეთის ჯარებს.

Vietminh-ს ეხმარებოდა და აიარაღებდა ამასობაში გაკომუნისტებული ჩინეთი.

ინდოჩინეთი,მაშ, იქცა ცივი ომის ველად.

აშშ მაშინ მხარს უჭერდა საფრანგეთს.

რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად გადაწყვეტილი იყო 1953 წელს ჟენევაში კონფერენციის მოწყობა.

მაგრამ საფრანგეთს უნდოდა კონფერენციაზე ძლიერის პოზიციაზე ყოფნა და Vietminh-თან წინააღმდეგ მან Dien Bien Phu-ში თავი მოუყარა თავის ჯარებს.

ეს ოპერაცია იყო ორმაგი მარცხი; ვიეტნამელებს ჰქონდათ ძლიერი არტილერია, რაც ფრანგ სამხედროებს არ ჰქონდათ გათვალისწინებული. ამერიკული ავიაცია კი არ დაეხმარა ფრანგებს.

54 დღიანი ბრძოლების შემდეგ ვიეტნამელებმა 1954 წლის 7 მაისს აიღეს ფრანგების პოზიციები და ტყვედ აიყვანეს 35 000 ფრანგი სამხედრო.

საფრანგეთს საერთოდ აღარ შეეძლო ლაპარაკი ჟენევის კონფერენციაზე.

1954 წლის ივლისში ვიეტნამი გაყვეს ორ სახელმწიფოდ, ჩრდილოეთით იყო კომუნისტური ვიეტნამი,სამხრეთით კი აშშ-ს

მხარდაჭერით იყო პროდასავლური ვიეტნამის

ინდოჩინეთის ომი კი დამთავრდა მაგრამ რეგიონმა მშვიდობა ვერ ნახა.

ინდოეთის დამოუკიდებლობა და მსხვრევა.

” ბრიტანეთის იმპერიის მარგალიტს ” დიდი ხანი არყევდნენ ინდოეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობები. კონგრესის პარტია არსებობდა 1886 წლიდან და 2 ლიდერი, ნერუ და განდი იბრძოდნენ ინსტიტუტების შიგნით. დელიში არსებობდა პარლამენტი და იყო მშვიდობიანი, ძალადობის გამოყენებაზე უარის მთქმელი მოძრაობა ბრიტანელი კოლონიზატორი წინააღმდეგ.

1942 წელს მოწყობილი კამპანია Quit India არ გაჩერდა მანამდე სანამ ინდოელებმა არ მიიღეს დაპირება რომ ინდოეთი დამოუკიდებლობას მიიღებდა ომის შემდეგ.

დაპირების შესრულება გააადვილა იმან რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეიცვალა 1945 წლის არჩევნების შემდეგ.

იმპერიაში შეყვარებული კონსერვატორი ჩერჩილი შეცვალა ლეიბორისტმა ეტლიმ ( travailliste Atlee ) რომელსაც მიაჩნდა რომ დაპირების შესრულება აუცილებელია.

მან ვიცე-მეფედ და დანიშნა lord Mountbatten და დაავალა მას ინდოეთის დამოუკიდებლობის რეალიზაცია.

მთავარი პრობლემა იყო ორ პროექტს შორის არჩევა:

კონგრესის პარტიას უნდოდა მთელი კოლონიის გაერთიანება ერთადერთ სახელმწიფოდ, მაჰმადიანთა ლიგას და მის ლიდერ მოჰამედ ალი ჯინას კი უნდოდათ ” წმინდა ადამიანების ” ქვეყანა პაკისტანის შექმნა.

კონგრესის წინააღმდეგობის მიუხედავად ინდოეთი გაიყო.

1947 წლის ივლისში გაჩნდა 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო: ინდოეთის კავშირი და პაკისტანი.

პროცესი მტკივნეული იყო. მაჰმადიანების და ინდუისტების შეტაკებების შედეგად დაიღუპა მილიონზე მეტი კაცი

ქაშმირის რაჯამ აირჩია ინდოეთის კავშირში შესვლა ,მაშინ როდესაც ქაშმირის მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ მაჰმადიანები.

და 1948 წელს მოხდა პაკისტან-ინდოეთის პირველი ომი.

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-17

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დეკოლონიზაცია და მესამე სამყარო

აზია მოძრაობს 1945 წლიდან

ნერუ, ერთი ერი,2 კულტურა

ნერუ არის ტიპიური ლიდერი ნაციონალისტებისა რომლებმაც თავისი ქვეყანა მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე.

ბრაჰმანების ოჯახიდან გამოსული და კონგრესის პარტიის მნიშვნელოვანი წევრის შვილი ნერუ იყო თავისი ქვეყნის ელიტის წევრი.

მან ასევე ისწავლა კემბრიჯში. ამიტომ ის სრულყოფილად ფლობდა ბრიტანულ კულტურას.

ასეთი ორმაგი კულტურის მფლობელები იყვნენ განდი,სენგორი, ბურგიბა. ასეთი ფიგურები ხშირია ისტორიაში.

ვულკანური ახლო და საშუალო აღმოსავლეთი

[ ]ომის დროს სირია და ლიბანი იყვნენ ერთა ლიგის მიერ ფრანგული მანდატის ქვეშ დაყენებული ტერიტორიები. იქ ვიშის ერთგული ძალები ებრძოდნენ შარლ დე გოლის ძალებს.

დიდ ბრიტანეთს უნდოდა მთელ რეგიონზე კონტროლის შენარჩუნება და ის აქეზებდა ახალისებდა არაბ ნაციონალისტებს.

1945 წლის მაისში ატყდა მღელვარებები ფრანგული დომინაციის წინააღმდეგ და ისინი მკაცრად ჩაახშეს.

ლიბანმა და სირიამ მიმართეს გაეროს და საფრანგეთი იძულებული იყო მიეცა 1936 წლიდან დაპირებული დამოუკიდებლობა.

ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფი პალესტინა ბევრად უფრო რთული პრობლემა იყო.

სიონისტური მოძრაობები გეგმავდნენ ებრაელთა ეროვნული კერის შექმნას და არაბულ ლიგას უნდოდა უმთავრესად არაბული პალესტინის დამოუკიდებლობა. 1945 წელს პალესტინაში ცხოვრობდა 1 200 000 არაბი და 560 000 ებრაელი.

ბრიტანელები განიცდიდნენ ორმაგ ზეწოლას.ერთის მხრიდან მათზე გავლენას ახდენდნენ სიონისტთა და არაბთა შეიარაღებული დაჯგუფებები და მეორეს მხრივ მათზე გავლენას ახდენდა ნაცისტების მიერ მოწყობილი გენოციდით ტრავმირებული საზოგადოებრივი აზრი.

1947 წლის ნოემბერში დიდმა ბრიტანეთმა მიმართა გაეროს რომელმაც გადაწყვიტა პალესტინის გაყოფა ორ სახელმწიფოდ.

1948 წლის 14 მაისს გამოცხადდა იზრაელის დამოუკიდებლობა.

ეს მოხდა ომის ატმოსფეროში. არაბთა ლიგის არმიებმა გადალახეს საზღვრები.

იზრაელ-არაბების პირველი ომი დამთავრდა 1949 წლის იანვარში.

არაბთა ჯარები უკუაგდეს.

იზრაელს იარაღს აწვდიდნენ კომუნისტური ქვეყნები.

მეზობელმა ქვეყნებმა მოახდინეს პალესტინის არაბული ნაწილის ანექსია.

იზრაელის ტერიტორია გაიზარდა 40 პროცენტით.

ომს მოყვა არაბული მოსახლეობის მასობრივი გადასახლება და ბანაკებში ჩაკეტვა.

ასე გაჩნდა პალესტინის პრობლემა.

1948 წელს დამარცხებულ ქვეყნებში გაჩნდა დამარცხების გრძნობა.

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-18

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დეკოლონიზაცია და მესამე სამყარო

ბანდუნგი, გაცხადდა ანტიკოლონიალისტური მესამე სამყარო

ინდონეზიის პრეზიდენტი სუკარნოს ინიციატივით 1955 წლის აპრილში ჩატარებულმა ბანდუნგის აფრიკულ-აზიურმა კონფერენციამ შეკრიბა 29 დამოუკიდებელი სახელმწიფოს და 30 ანტიკოლონიალური მოძრაობის ათასზე მეტი წარმომადგენელი.

ეს შეკრება იყო კოლონიალური ბატონობის კატეგორიულად მოწინააღმდეგე მესამე სამყაროს პირველი საერთაშორისო მანიფესტაცია.

მისი წარმომადგენლები გამოხატავდნენ კაცობრიობის 50 პროცენტის აზრს, გმობდნენ კოლონიალიზმს და გაეროს სთხოვდნენ დახმარების გაწევას ჯერ არათავისუფალი მაგრამ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხებისთვის.

კონფერენციას დიდი გამოხმაურება ჰქონდა აფრიკაში და Senghor ლაპარაკობდა ბანდუნგის ჭექა-ქუხილზე.

იქ ერთმანეთს შეხვდა მომავალ ხელმძღვანელთა უმრავლესობა.

იქ განსაკუთრებით ბრწყინავდნენ ნერუ და ნასერი.

მაგრამ კონფერენციის რეალური გავლენა შეზღუდული იყო.

მის მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც აშშ-ს ერთგული მოკავშირეები თურქეთი, ერაყი,ცეილონი, ისე კომუნისტური ჩინეთის წარმომადგენელი ჯოუ ენ ლაი.

არ ყოფილა ბლოკების ლოღიკის უარყოფის დრო.

ბანდუნგში 1955 წელს უფრო ადვილი ჩანდა შეთანხმება კოლონიალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ვიდრე ორი ზესახელმწიფოს ირგვლივ შექმნილი კოალიციების უარყოფა.

სუეცის არხზე ნასერის წინააღმდეგ ფრანგულ-ბრიტანული შეტევის შეწყვეტა 1956 წლის ნოემბერში განცდილი იქნა როგორც ახლად დამოუკიდებელი ქვეყნების მორალური გამარჯვება და კოლონიალური მეტროპოლიების პრინციპების მარცხი.

სუეცის ამბები იქცა სიმბოლოდ.

სუეცი 56

ძვრებით ძალიან მდიდარი წლის მთავარი მოვლენა,ფრანგულ-ბრიტანული ფიასკო,მარცხი, სუეცზე.

ის გვიჩვენებს ძველი კოლონიალური სახელმწიფოების სისუსტეს.

ისინი მარტო თავისი საკუთარი ძალებით ვეღარ მკვიდრდებოდნენ მსოფლიო კონცერტში.

ნასერს სჭირდებოდა ფული ქვეყნის მოდერნიზაციის დასაწყებად.

1956 წლის ივლისში ნასერმა მოახდინა სუეცის არხის საზოგადოების ქონების ნაციონალიზაცია. .საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის რეაქცია მწვავე იყო. მათ ეს აქტი ჩათვალეს აგრესიად. საქმიანმა წრეებმა დაკარგეს შემოსავალი რომელსაც , იღებდნენ 1869 წლიდან.

გი მოკლედ, საფრანგეთი ნასერს ხედავდა როგორც საშიშ არაბ ჩხუბისთავს რომელიც მეტისმეტად უჭერდა მხარს ალჟირის დამოუკიდებლობის მომხრეებს.

საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა ნ და იზრაელმა შეიმუშავეს გეგმა.

იზრაელსაც არ უყვარდა პალესტინელთა მომხრე ნასერი

ამ გეგმის თანახმად იზრაელი თავს უნდა დასხმოდა ეგვიპტეს. 2 დიდი სახელმწიფო უბრძანებდა მებრძოლებს ერთმანეთისგან დაშორებას სუეცის არხის ორივე მხარეს და გააგზავნიდა გამაშველებელ ჯარს.

მაგრამ გაერომ არ მოინდომა მანიპულაციის ობიექტად ყოფნა.

ჯარების გაგზავნა 1956 წლის ნოემბერში იყო ნამდვილი საომარი ოპერაცია.

ეგვიპტის ჯარი დამარცხდა,, მაგრამ აშშ-ს და საბჭოთა კავშირს

არ მოეწონათ საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ქცევა.

საბჭოთა კავშირი იმუქრებოდა ბირთვული იარაღით.

აშშ-მ გაყიდა ბრიტანული ფული და კინაღამ დააქცია ეკონომიკურად დიდი ბრიტანეთი და დიდი ბრიტანეთი დანებდა. დანებდა საფრანგეთიც, აბა რა ექნა.

ასე გაიმარჯვა სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულმა ნასერმა :

მან დაამცირა ძველი კოლონიური სახელმწიფოები და მისი პრესტიჟი მაშინ უზომო იყო მესამე სამყაროში.

ასე მოახრჩეს ფრანგულ-ბრიტანული იმპერიალიზმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საბჭოთა კავშირმა და ნასერმა ერთად

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-19

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

იდეკოლონიზაცია და მესამე სამყარო

აფრიკა მოძრაობს

აფრიკულმა ტერიტორიებმა არ მოიპოვეს დამოუკიდებლობა ერთნაირად.

უმრავლეს შემთხვევაში იყო ერთი და იგივე თანდათანობითი მექანიზმი. ჯერ ავტონომია, მისი გაფართოება და შემდეგ პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ბრიტანული კოლონიები

დიდმა ბრიტანეთმა გამოიჩინა საჰარის სამხრეთი აფრიკის დეკოლონიზაციის ინიციატივა .

პროცესი დაიწყო 1951 წლიდან ავტონომიურ ოქროს სანაპიროში ( Côte d’Or) რომელიც დამოუკიდებელი გახდა 1957 წელს. მას შემდეგ მას ქვია განა ( Ghana ).

მისი დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერმა ნკრუმამ ( N’Krumah ) თავისი პრესტიჟის მიუხედავად ვერ დაარწმუნა დამოუკიდებლობის სხვა მომხრეები პანაფრიკული ერთობის შექმნის საჭიროებაში.

მაგრამ მან ისინი დაარწმუნა კოლონიალიზმისგან მემკვიდრეობით მიღებული საზღვრების შენარჩუნების აუცილებლობაში.

ნიგერია დამოუკიდებელი გახდა 1960 წელს. სიერა ლეონე-1961 წელს.

ბრიტანული მიდგომა არ ყოფილა მხოლოდ მშვიდობიანი.

ინგლისურმა ჯარებმა 1952 წლიდან მკაცრად ჩაახშეს კენიაში მაუ-მაუს აჯანყებისგან გაჩენილი პარტიზანული მოძრაობა.

ფრანგული კოლონიები

მ ე-4 რესპუბლიკის საფრანგეთმა თავის პარლამენტში ჩართო ისეთი აფრიკელი დეპუტატები როგორებიც იყვნენ Houphouet-Boigny სპილოს ძვლის სანაპიროდან, Senghor სენეგალიდან.

1947 წელს სისხლიანი რეპრესიები მადაგასკარზე თითქოს იყო ერთადერთი მომენტი როდესაც ძალადობამ მიაღწია პაროქსიზმს აფრიკულ სამფლობელოებში.

მაგრამ დამოუკიდებლობის მომხრეთა ზეწოლა ძლიერი იყო.

პარიზმა ახალი კოლონიური ომების თავიდან ასაცილებლად 1956 წელს მიიღო წესები რომლებმაც ქვეყანა უნდა მიიყვანოს დამოუკიდებლობამდე . ეს იყო კანონი-ჩარჩო Déferré.

ეს ტექსტი გულისხმობს ტერიტორიების გაძლიერებულ ავტონომიას, ადმინისტრაციათა პერსონალი თანდათანობით უფრო და უფრო ავტოქტონური უნდა გამხდარიყო.

1958 წელს დე გოლმა დააჩქარა პროცესი იმით რომ კოლონიებს შესთავაზა შესვლა საფრანგეთის თანამეგობრობაში; მარტო გვინეამ უარყო ეს შეთავაზება, შებრუნდა საბჭოთა კავშირისკენ და დაუყოვნებლივ გახდა დამოუკიდებელი.

აფრიკის სხვა ფრანგულმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა მიიღეს 1960 წლის ზაფხულში.

მაგრამ აფრიკა დღემდე მჭიდროდაა დაკავშირებული საფრანგეთთან.

მოგვიანო აფრიკული დამოუკიდებლობები

შეიძლება იყოს დამოუკიდებლობის სხვა ტიპებიც.

სამხრეთი აფრიკა გავლენას ახდენდა და თავის მოდელს ამკვიდრებდა ირგვლივ.

მეზობელ როდეზიაში ხელისუფლება აიღეს და ინსტიტუციონალიზებული სეგრეგაცია დაამკვიდრეს კოლონებმა. საერთაშორისო ბოიკოტი ხელს არ უშლიდა ამ ქვეყნის ეკონომიკას.

ამ რეჟიმმა იარსება 1980 წლამდე,სეგრეგაცია შეწყდა, ქვეყნის სახელი შეიცვალა. ზიმბაბვეს მაშინ მართავდნენ შავკანიანები.

სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდს ბოლო მოეღო მარტო 1994 წელს პირველი მრავალრასიული არჩევნების დროს.

სამხრეთი აფრიკის მიერ მართული ნამიბია დამოუკიდებელი გახდა მარტო 1990 წელს.

რაც შეეხება პორტუგალიის კოლონიებს მოზამბიკში და ანგოლაში განმანთავისუფლებელი მოძრაობებთან ბრძოლამ ისე დაქანცა პორტუგალიური დიქტატურა რომ რეჟიმი დაემხო 1974 წელს.

რევოლუციურმა პორტუგალიამ მაშინვე მისცა დამოუკიდებლობა კომუნისტურ მოძრაობებს რომლებსაც ადრე .

ბელგიის კონგოს შემთხვევა, იმპროვიზირებული დეკოლონიზაცია

კონგო იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორის პირადი საკუთრება. 1908 წელს მეფემ კონგოს დაუტოვა თავის ქვეყანას.

ბელგიის კონგო აინტერესებდა სამ ორგანიზმს: კოლონიურ ადმინისტრაციას რომელიც ბრძანებებს იღებდა პირდაპირ ბრიუსელიდან, წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებს და კათოლიკურ მისიებს.

კოლონიაში დამკვიდრდა დისკრიმინაცია.

გარკვეული პატერნალიზმის მიუხედავად შავკანიანი ვერაფრით მიიღებდა თეთრკანიანის სტატუსის ტოლ სტატუსს.

ნასწავლ ავტოქტონთა მცირერიცხოვან ჯგუფს უყურებდნენ როგორც ასიმილაციის პროცესში მყოფებს.

კოლონები და მისიონერები მტრულად უყურებდნენ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მორიდებული რეფორმებს.

სხვა აფრიკული კოლონიების ევოლუციამ წააქეზა და წაახალისა კონგოს დამოუკიდებლობის მომხრეები.

1959 წელს, ლეოპოლდვილში აჯანყებებზე პასუხად ბელგიის მეფე ბოდუენ პირველი კონგოელებს დაპირდა დამოუკიდებლობას რომელიც მან გამოაცხადა 1960 წლის 30 ივნისს.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-20

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

იდეკოლონიზაცია და მესამე სამყარო

აფრიკა მოძრაობს

ბელგიის კონგოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღესვე იქ დაიწყო ქაოსი. იყო საშინელი ძალადობა თეთრკანიანების წინააღმდეგ. .

კოლონიალური ჯარები აჯანყდნენ მათი ბელგიელი ოფიცრების დამოკიდებულების საპასუხოდ. იყო ანარქიის პერიოდი რომელსაც ვერ ერეოდა მთავრობა პატრის ლუმუმბას ხელმძღვანელობით. მას არ შეეძლო ქვეყანაში წესრიგის დამყარება.

უწესრიგობით ისარგებლეს წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიებმა რომლებმაც ბიძგი მისცეს კატანგას მდიდარი პროვინციის გამოყოფას დანარჩენი ქვეყნისგან . მათ კატანგას სათავეში დააყენეს მოსე ჩომბე ( Moise Tshombe ) რომლის ტერიტორიასაც იცავდნენ დაქირავებულები.

ლუმუმბა დაიმუქრა რომ შებრუნდებოდა საბჭოთა კავშირისკენ თუ კი არ მიიღებდა დახმარებას. მან მოითხოვა და მიიღო გაეროს ჩარევა.

ცისფერჩაფხუტიანებმა გააძევეს დაქირავებულები, 1963 წელს კატანგა ისევ დააბრუნეს კონგოში.

მაგრამ ლუმუმბა მოკლეს.

მისი არმიის სარდალმა , პოლკოვნიკმა მობუტუმ 1960 წლის დეკემბერში ის გადასცა მის მტრებს.

აღარ იყო საბჭოთა კავშირისთვის დახმარების თხოვნის საკითხი.

მობუტუ შემდეგ იყო დასავლეთის ერთგული მოკავშირე. მას მისცეს თავისი ქვეყნის სიმდიდრეთა ძარცვის უფლება და ისიც კარგი კლეპტოკრატი იყო ( Mobutu sera ultérieurement un allié fidèle et de l’occident qui le laisse bénéficier seul des richesses de son pays en bon kleptocrate, გვ.96 ).

ემანსიპაციაზე

. 960-ან წლებში მსოფლიოს გეოგრაფია დიდად შეიცვალა. გაჩნდა ათობით ახალი ქვეყანა.

. ეპოქის გმირებს,ტიტოს,ნერუს,ნასერს, არ უნდოდათ ცივ ომში მონაწილეობა.

1961 წელს ჩატარდა ბელგრადის კონფერენცია სადაც გაჩნდა მიუმხრობლობის ( non-alignement ), უმდიდრესი ქვეყნებისგან დამოუკიდებლობის იდეა.

მაგრამ ეს კმომხიბლავი კონცეფცია ვერ განხორციელდა.

მესამე სამყაროს ქვეყნების განვითარებას სჭირდებოდა ფული ზესახელმწიფოებისგან მოვიდოდა ეს ფული თუ ყოფილი კოლონიური სახელმწიფოებისგან.

მეტიც, ახალი ხელმძღვანელები სიამოვნებით ეგუებოდნენ სამხედრო თუ ეკონომიკურ დამოკიდებულებას თუ კი ეს მათ აძლევდა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას.

ცივი ომი და ნეოკოლონიალიზმი სწრაფად დამკვიდრდა სამხრეთში.

ამ ფენომენის გმობა ხშირად სიტყვიერი რჩებოდა.

კომუნისტურ ბანაკში 1966 წელს ჰო ში მინის, ფიდელ კასტროს და ჩე გევარას ირგვლივ ჩატარდა ჰავანას კონფერენცია რომლის მონაწილეებმა შექმნეს მსოფლიოში მრავალი ვიეტნამის შექმნის მსურველი tricontinentale, ანუ ანტიიმპერიალისტური ინტერნაციონალი რომლის სულის ჩადგმული იყო ჩე გევარა.

ამ ინტერნაციონალს სურდა აზიის,აფრიკის და ლათინური ამერიკის ხალხების აჯანყება ამერიკის ბატონობის წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა პარტიზანულ ბრძოლებს ამ რეგიონებში. ამით .აშშ ამართლებდა დიქტატორული რეჟიმების მხარდაჭერას.

მაგრამ რესურსების ნაციონალიზაციამ და ექსპლუატაციამ არ მისცა სამხრეთის ქვეყნებს ,ავტონომია…

1960-ანი წლების ბოლოს მესამე სამყარომ ვერ მოახერხა გაერთიანება. სამხრეთის ქვეყნებს შორის იყო ყველანაირი კონფლიქტები და დაპირისპირებები რაც მათ უბიძგებდა ზესახელმწიფოებთან დაკავშირებისკენ.

ტიტოს იუგოსლავია 1948 წლის შემდეგ გადაარჩინა მარტო ამერიკის კეთილგანწყობამ.

1963 წელს ჩინეთთან მეომარმა ინდოეთმა დახმარება სთხოვა ამერიკას რათა ჩინურ ჯარებს არ წალეკათ ინდოეთი

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-21

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

230-წლიანი რესპუბლიკური ტრადიციით გამოჭედილი აშ შ-ს მოდელი

13 კოლონიის აჯანყებაში ფესვგადგმული ისტორიული საფუძვლები

ამერიკის შეერთებული შტატები გააჩინა ანტიკოლონიალურმა აჯანყებამ მე-18 საუკუნის ბოლოს. აჯანყებულთა იდეალი იყო განმანათლებელთა თანასწორობა და მიზნებს შორის იყო თავისუფალი ვაჭრობა ინგლისური მეტროპოლიის მიერ ექსპლუატაციის გარეშე.

პოლიტიკური თავისუფლების იდეალი განუყოფელია ეკონომიკური თავისუფლებისგან.

დამოუკიდებელ ამერიკელს თავისუფლად შეუძლია კეთილდღეობის მოპოვება.

ვაშინგტონის მსგავსი მდიდარი ხელმძღვანელები არ ემხრობოდ6ენ საყოველთაო არჩევნებს.

რამოდენიმე ათეული წელი გახდა საჭირო იმისთვის რომ აშშ-ს პოლიტიკური პრაქტიკული დემოკრატიული გამხდარიყო.

მათ კიდევ შეინარჩუნეს დანიშვნის არაპირდაპირი მეთოდები

( სენატორები,პრეზიდენტი ) რაც შეიძლება მოწმობდეს გარკვეულ უნდობლობაზე მოქალაქეთა ნების უშუალო,პირდაპირი გამოხატვის მიმართ.

დამოუკიდებლობის გარემოებათა სპეციფიური ნიშანია ორაზროვანი დამოკიდებულება ფედერალიზმის მიმართ.

აჯანყებულმა 13-მა კოლონიამ 1776 წელს კი შექმნეს ახალი სახელმწიფო, მაგრამ ისინი არ გათქვეფილან ამ სახელმწიფოში.

ყოველი შტატი არის დებატების, ადმინისტრაციის, ამ ადმინისტრაციის ამომრჩეველთა ორიენტაციების შესაბამისი სპეციფიური კანონების ადგილი. ამომრჩეველს მიმართავენ სახელმწიფო მოხელეების და პოლიციის უფროსების დასანიშნად.

ფედერალური მთავრობა შეიძლება გამოჩნდეს მოშორებულად ყოველდღიური საზრუნავისგან.

დამოუკიდებლობის მიღების მერე ამერიკელებმა ააგეს საპრეზიდენტო რეჟიმი.. პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. მას შეუძლია მართვა კონგრესის ოპოზიციის მიუხედავად, მაგრამ ხელისუფლების დაყოფის შესანარჩუნებლად პრეზიდენტს არ შეუძლია კონგრესის დაშლა.

პრეზიდენტი ნიშნავს მაღალი თანამდებობის პირებს და უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს.

მაგრამ პრეზიდენტის ხელისუფლება მაინც შეზღუდულია:კონგრესმა შეიძლება გადაწყვიტოს პრეზიდენტის გადაყენება იმპიჩმენტის ( impeachment ) შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.

მეორეს მხრივ ტურუმენის შემდეგ პრეზიდენტს ვერ ექნება ორ მანდატზე მეტი.

როგორც მოითხოვა და მიიღო გენერალმა ვაშინგტონმა აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებს არ ეკამათებიან.

ომის დროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან შეკამათება შეიძლება ანტიპატრიოტული გახდეს.

პრეზიდენტის პიროვნება თითქმის საკრალურიც კია.

მაგრამ თუ კი დაინახეს რომ პრეზიდენტი ტყუის, თაღლითობს ან არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს ისე როგორც ამას შვრებოდა 1974 წელს ნიქსონი პიროვნებას უტყდება სახელი და ინსტიტუტები შეძრულია.

გარდაცვალების შემდეგ მორალურ მოდელებად ქცეულ პრეზიდენტებს უძღვნიან ხოლმე დიდებულ მონუმენტებს.

2 დიდი მანქანა პრეზიდენტების ასარჩევად

მრავალ არჩევნებში პირველ ადგილას გასული კანდიდატი იღებს ყველა ადგილს (the winner takes all ).

ეს სისტემაპოლიტიკურ ველს გადააქცევს 2 დიდი მთავარი პარტიის ბრძოლად.

სხვა პარტიებიც არსებობენ,, მეტიც, პრეზიდენტის არჩევნებში შეიძლება გამოჩნდეს დამოუკიდებელი კანდიდატიც.

მაგრამ მათი ყოფნა ასუსტებს მათთან პოლიტიკურად ყველაზე ახლო პარტიას.

როს პერომ 1992 და 1996 წლებში ხმები წაართვა რესპუბლიკელებს და რალფ ნასერის კანდიდატურა 2000 წელს გამარჯვებად დაუჯდა დემოკრატ ვიცე პრეზიდენტს.

ორპარტიანობის პირობებში რესპუბლიკური პარტია უპირისპირდება დემოკრატიულ პარტიას.

ეს ორგანიზაციები უფრო საარჩევნო მანქანებია ვიდრე საზოგადოებაზე დაფიქრების ადგილები.

საარჩევნო კამპანია ძვირია და მოითხოვს სოლიდურ ინფრასტრუქტურას და პიროვნებების მთელი ტერიტორიის დამფარველ ქსელს.

პრეზიდენტის არჩევნების დროს ბიუჯეტები

გიგანტურია.

რესპუბლიკური პარტია აერთიანებს კონსერვატორ და ეკონომიკური თავისუფლების მოყვარულ ელექტორატს.

მწვავედ ანტიკომუნისტური რესპუბლიკური პარტია არის თეთრკანიან პროტესტანტთა და მიწათმოქმედთა პარტია. მისი ტრადიციონალისტური და რელიგიური აქცენტების მქონე ქადაგება იტაცებს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებათა მაძიებელ საშუალო კლასს.

რესპუბლიკური პარტია მტრულად უყურებს სახელმწიფო სისტემებს და ფიქრობს რომ ღარიბებს დახმარება უნდა გაუწიოს კერძო ქველმოქმედებამ და არა სახელმწიფომ.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-22

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

230-წლიანი რესპუბლიკური ტრადიციით გამოჭედილი აშ შ-ს მოდელი

13 კოლონიის აჯანყებაში ფესვგადგმული ისტორიული საფუძვლები

დემოკრატიული პარტიის განსაზღვრა უფრო ძნელია.

1960-ან წლებამდე მასში გაირჩეოდა 2 ჯგუფი: ჩრდილოეთის რესპუბლიკელებთან დაპირისპირებულმა სამხრეთის დემოკრატებმა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნეს სეგრეგაციონისტული სისტემა

ჩრდილოეთის დემოკრატები კი დაკავშირებულილლ იყვნენ .მუშათა კლასის, სახელმწიფო -განგების დამცველ პროფკავშირებთან.

ეს განსხვავება აღარაა აქტუალური. სამხრეთის დემოკრატები ხმას აძლევენ როგორც რესპუბლიკელები.

დემოკრატიული პარტია იღებს მცირესობათა და მემარცხენე ლიბერალი ინტელექტუალების ხმებს.

ის ემხრობა უფრო ფართო მორალურ შემწყნარებლობას და რელიგიას აშორებს პოლიტიკური სფეროსგან.

ეს 2 პარტია არ ახდენს პოლიტიკური დებატების მონოპოლიზებას ;

საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას ახდენენ ზეწოლის ჯგუფები ( groupes de pressions ), lobbies-ლობი-ლობიები. ისინი ან უშუალოდ ახდენენ წევრთა და მომხრეთა მობილიზაციას ( მაგ. ცეცხლისმსროლელი იარაღის მფლობელთა ასოციაცია NRA ს

თუ სამოქალაქო თანასწორობის მოძრაობათა. წევრებს )ან არაპირდაპირ, რჩევებს აძლევენ პოლიტიკოსთა გარემოცვას, ან მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაში.

იქაა ქვეყნის საზოგადოების და ეკონომიკის ყველა კომპონენტი, სამხედრო-ინდუსტრიული ჯგუფები, სანავთობო საზოგადოებები თუ მომხმარებელთა მოძრაობები.

პრეზიდენტის არჩევა, ხანგრძლივი პროცედურაა კარგად დადგენილი ეტაპებით

ეს არჩევნები გრძელდება 1 წლის მანძილზე როდესაც თანდათანობით იკვეთებიან კანდიდატები რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ნოემბრის პირველ კვირაში.

საარჩევნო წლის დასაწყისში იმართება კონსულტაციები რომელთა დროსაც ირჩევა კანდიდატები 2 დიდი პარტიის კანდიდატობისთვის. ესაა ან primary-ები რომლებშიც მონაწილეობს ყველა მომრჩეველი და იყენებენ საიდუმლო ბიულეტენებს.

ან არის caucuses, რომლებშიც მონაწილეობენ მარტო პარტიების წევრები და სიმპატიზანტები რომლებიც შეკრებისას უსმენენ ყველა კანდიდატს და შემდეგ საჯაროდ ამბობენ თავის არჩევანს.

ვამ არჩევნების რიტმი საკმაოდ მალე იზრდება, იწყება იზოლირებული კენჭისყრით პატარა შტატებში . მალე ერთ დღეში ეწყობა ათიოდე. ზაფხულში ეს კონსულტაციები მთავრდება და პარტია ყრილობაზე ირჩევს თავის კანდიდატს.

იშვიათია სიურპრიზი.

როგორც წესი მprymary-ების შედეგი საკმარისია მის ასარჩევად, მაგრამ პარტიის კრება სულაც არაა მარტო მედიატუბრი ზეიმი, იქ იქმნება ” ბილეთი ” .

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევა ხდება როგორც პარტიის შიგნით ძალთა თანაფარდობის შესაბამისად ისე მარტივი საარჩევნო სტრატეგიის მიხედვით. ეს სტრატეგიაა რაც შეიძლება მეტი მომხრეების ნახვა.

ვიცე-კანდიდატის პიროვნებამ ხშირად უნდა გააწონასწოროს კანდიდატის პიროვნება.

არჩევნები გრძელდება მთელი შემოდგომა.

კანდიდატები დადიან მთელ ქვეყანაში და ჩადიან განსაკუთრებით იმ შტატებში სადაც ზონდაჟები გაურკვეველია.

არჩევა ხდება ნოემბრის პირველ კვირაში.

ოფიციალურად ლაპარაკია მარტო შტატების დელეგატების არჩევაზე. ამ დელეგატებს აქვთ იმპერატიული მანდატი. ვერაფერი ვეღარ შეცვლის შედეგს.

არჩეული პრეზიდენტი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება მარტო შემდეგი იანვრის ბოლოს

მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების თანაარსებობის ეს ვადა იძლევა ახალი ადმინისტრაციის შექმნის საშუალებას.

Spoil system არჩეულ პრეზიდენტს აძლევს მისი სანდო პირების სახელმწიფოს ყველა სამსახურის სათავეში დანიშვნის საშუალებას

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-23

Ll

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

ამერიკული ოცნება

ომის შედეგად აღდგენის პროცესში მყოფი რეგიონები შურით უყურებდნენ აშშ-ს. 1929 . წლის კრიზისი მიივიწყეს.

1950 წელს ამერიკელის ცხოვრების საშუალო დონე 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყლ ევროპელის ცხოვრების დონესთან შედარებით.

აშშ ყველას წარმოუდგება როგორც მდიდარი, კომფორტული, თანამედროვე ქვეყანა.

მსოფლიოში  მალე ფართოდ გავრცელდაა ამერიკული ნაწარმი, კინოს,,ტელევიზიის მეშვეობით.ყველასთვის ნაცნობი და ახლობელი ამერიკული საზოგადოების ნორმები.

ამერიკელები ჩანან როგორც უზომო, განათლებული, გარეუბნებში ფართო ქუჩაზე გამავალ დიდ ერთნაირ საკუთარ ხალხებში მცხოვრები საშუალო კლასი.

უნივერსიტეტებში ნასწავლი ამერიკელი მამაკაცები და ქალები 1950-ანი წლებიდან სამსახურში დადიან საკუთარი მანქანით. მათ აქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ამას გარდა ამერიკა პირველობს თითქმის ყველა სფეროში. ამერიკელ მეცნიერებს პირველობის საშუალებას აძლევს ამერიკული საწარმოების და უნივერსიტეტების ძალა.

1946-1975 წლებში 78-მა ამერიკელმა მიიღო ნობელის პრემია ( 14 ქიმიაში,26 ფიზიკაში და 38 მედიცინაში).

აღფრთოვანებას იწვევდა კოსმოსში აშშ-ს შეჯიბრი სსრკ-სთან.

მთვარისკენ ფრენა არის ავიაკოსმიური ძიების დიდად მასტიმულირებელი რამე, პროპაგანდის დიდებული საშუალება და ძალიან საინტერესო თავგადასავალი.

ეს პროცესი შეეხო კულტურის ყველა სფეროს , Jason Pollock-ის ნაირი მხატვრები აჩვენებენ , რომ ავანგარდი ამერიკული მოვლენაცაა.

აქტიური თანამედროვეობის სიმბოლურ ქალაქ ნიუ ორკში არ დაავიწყდათ კულტურა და 1959 წელს იქ ააგეს გუგენჰეიმის მუზეუმი

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-24

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

ამერიკული სისტემის საზღვრები და ნაკლოვანებები

1950-ან წლებში ამერიკელებს სჯეროდათ რომ ეკონომიკური კეთილდღეობა გამოიწვევდა იდეალური საზოგადოების შექმნას.

მაგრამ აფრო-ამერიკულ თემში თუ Midwest-ის ძალიან იზოლირებულ ადგილებში დარჩა სიღატაკის უბნები. უთანაბრობა სულაც არ იყო მხოლოდ მონათმფლობელობის გადმონაშთი და ის არღვევდა ამერიკის სტაბილურობას.

პასტორი მარტინ ლუთერ კინგის და მისი მოძრაობის

მოქმედების შედეგები გამოჩნდა 1950-ანი წლების შუა ხანებში.

სამოქალაქო უფლებები გახდა პრეზიდენტები კენედის და ჯონსონის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ფედერალურმა ადმინისტრაციამ შეყოყმანებულ შტატებს დააძალა დესეგრეგაცია.

1964-1965 წლებში მიღებული იქნა სამოქალაქო კანონების სერია.

ამას დაემატა Affirmative action რომლითაც სავალდებულოა სამუშაო ადგილების გამოყოფა ხილული უმცირესობებისთვის უნივერსიტეტში, საწარმოებში და სახელმწიფო სამსახურებში.

დემოკრატმა პრეზიდენტებმა ასევე შემოიღეს ყველაზე ღატაკ-ბეჩავებთან სოლიდარობის პროგრამები:

Medicare- ‘სამედიცინო დახმარება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის,

Medicaid, გადასახადების შემცირება და გაიაფებას ყველაზე ღარიბებისთვის.

ოჯახებისთვის დახმარება შვილების აღსაზრდელად და საკვების ბილეთები ( tickets d’alimentation ).

New Deal-ის გამგრძელებელი ეს აქციები აჩვენებენ პრეზიდენტი ჯონსონის მიერ მოწონებული ” ახალი საზოგადოების ” პროექტს, მაგრამ უთანასწორობები სულაც არ გაქრა.

პირიქით, წვევამდელთა ვიეტნამში გაგზავნას დაემატა ის რომ ვიეტნამში უფრო ხშირად აგზავნიდნენ ამერიკელ შავკანიანებს ვიდრე თეთრკანიანებს.

მოხდა ვითარების რადიკალიზაცია, 1964 და 1965 წლებში ნიუ იორკის და ლოს ანჟელესის გეტოებში მოხდა ჯანყები.

Black Power-ის ნაირ მოძრაობებს სურდათ თავისი მომავლის უზრუნველყოფა ამერიკელი ერის გარეთ.

ამ პროტესტს დაემატა baby boom-ის თაობის პროტესტი. ამ თაობის ახალგაზრდებსაც აწუხებდა ომი ვიეტნამში.

იყლ პაციფიზმის,ჰუმანიზმის, ფემინიზმის და მოხმარების საზოგადოების უარყოფის ერთმანეთთან შემრევი კონტრ- აგების მცდელობა.

სტუდენტური კამპუს ები გადაიქცა მღელვარებათა კერებად.

American way of life-ის ანუ ამერიკული ცხოვრების წესის წინააღმდეგ აჯანყდნენ ისინი ვინც ყველაზე მეტად ისარგებლეს ცხოვრების ამ წესით.

ლიბერალი კონსერვატორების ეჭვიდან რწმენამდე.

აშშ 1970-ან წლებში შესძრა სამმაგმა კრიზისმა.

1.ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც დაარღვია სოციალური წონასწორობა რომელსაც ეფუძნებოდა ფორდიზმი. .

საწარმოები იყურებოდა ან მასობრივად ანთავისუფლებდნენ მუშა-მოსამსახურეებს.

რუზველტის ამერიკა დაიქანცა.

ამერიკელები მასობრივად ყიდულობდნენ უცხოურ ნაწარმს რომელიც ბევრად უკეთესი ხარისხისა იყო ვიდრე მათი საკუთარი ნაწარმი.

  1. საერთაშორისო მეობის კრიზისი, როდესაც ზესახელმწიფო თითქოს დადამბლავებული იყო შიგნიდან.

ვიეტნამში კომუნისტების გამარჯვება დიდი ტრავმა იყო ამერიკელებისთვის.

თითქმის 10 წლის მანძილზე ამერიკელებს აღარ უნდოდათ თავისი ჯარისკაცების გაგზავნა საზღვარგარეთ საომრად.

  1. დიდი პოლიტიკური და მორალური კრიზისი. Watergate -ს სკანდალი არ ყოფილა უბრალო პოლიტიკური სკანდალი.

პრეზიდენტი ნიქსონი სისტემატურად ფარულად უთვალთვალებდა და უსმენდა მოწინააღმდეგეებს რითაც მან დაარღვია ფუნდამენტური თავისუფლებები და შერყვნა პრეზიდენტის საკრალური ფიგურა.

ის გადადგა მანამდე სანამ კონგრესმა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა.

დემოკრატი ჯიმი კარტერის არჩევა არის ამ პერიოდის ილუსტრაცია. ერთის მხრივ ის გამოჩნდა როგორც მხსნელი რომელმაც მოახერხა საგარეოპოლიტიკის ისევ შეთანხმება მის საკუთარ ღირებულებებთან.

მეორეს მხრივ ის შეეჯახა მრავალ სირთულეს: ნავთობის მეორე შოკს, ცივი ომის ინტენსიფიკაციას, ისლამიზმის ჩარევას საერთაშორისო ურთიერთობებში ….ეკონომიკურმა სისუსტემ და დაძაბულობათა დაბრუნებამ ჩრდილი მიაყენა აშკარა წინსვლებსაც, მაგ. კემპ დევიდის შეთანხმებებს.

რონალდ რეიგანმა გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის მიმართ ძალიან მტრული პროპაგანდით, ის პრეზიდენტ კარტერს ბრალად სდებდა სისუსტესაც.

მისი სახე დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის მიმართ გამკაცრებასთან, მაგრამ მისი მთავარი წვლილი ეკონომიკურია;

მან გაატარა დერეგლამენტაციის და გადასახადების შემცირების პოლიტიკა.

მან შემოიღო ახალი ამერიკული მოდელი,ნეოლიბერალური,ღარიბების მიმართ რეპრესიული მოდელი.

აშშ-ს დღემდე დიდად არ გადაუხვევია ამ ხაზიდან. გადასახადების გაზრდის შემთხვევაში ვერ გადარჩება აშშ-ს ვერც ერთი პრეზიდენტი. ეხლანდელი ომი დაფინანსებულია კრედიტით, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტით.

რაც არ უნდა იყოს ამერიკული მოდელი დემოკრატიული მოდელია, მისი კრიტიკა თავიდან ისმის ქვეყნის შიგნით.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-24

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

საბჭოთა სისტემა მარქსისტულ-ლენინისტური და სტალინური ძრავებით.

მარქსისტული ინგრედიენტები და ლენინური ბრუნი

.

კომუნისტური რეჟიმების საფუძვლები არის ფილოსოფოსი კარლ მარქსის ნაწერებში.

მარქსის თქმით სოციალურ ურთიერთობათა მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა როდესაც უმცირესობა ეწევა უმრავლესობის ექსპლუატაციას ,იპყრობს ხელისუფლებას და ითვისებს სიმდიდრეს.

კლასთა ეს ბრძოლა განიცდის ევოლუციას. ანტიკურ ხანაში იყო მონათმფლობელური საზოგადოება, შუა საუკუნეებში იყო ფეოდალიზმი,ბატონყმობა, ახალ დროში კი კაპიტალისტური საზოგადოებაა.

ერთი ფაზიდან მეორეზე გადასვლა ხდება ღრმა სოციალური ძვრებით.

ასე იყო მე-18 საუკუნის რევოლუციების დროს როდესაც არისტოკრატია შეცვალა ახალმა მმართველმა კლასმა,ბურჟუაზიამ რომელმაც მიითვისა დანარჩენი ხალხის,პროლეტარიატის მიერ შექმნილი ეროვნული სიმდიდრე.

მარქსის თქმით ეკონომიკური შეჯიბრი საბოლოო ანგარიშით დაანგრევს და მოსპობს კაპიტალიზმს.

შეჯიბრისუნარიანობის გაუთავებელი ძიება უფრო და უფრო დიდი საწარმოების მიერ გააჩენს მონოპოლიებს და ბოლოს მოუღებს მოგებას. კაპიტალისტური სისტემის ამაოება ცხადი გახდება და ის თვითონ დაემხობა.

ეს კრიზისი გამოიწვევს ძვრას და სახელმწიფოს,წარმოების საშუალებებს გააკონტროლებს და საზოგადოებას თავის სასარგებლოდ გარდაქმნის თავისი ძალის მცოდნე პროლეტარიატი .

ამ გარდამავალ პერიოდში იქნება პროლეტარიატის დიქტატურა.

ესაა გარდამავალი პერიოდი და მეტი არაფერი. შემდეგ იქნება უკლასო საზოგადოება სადაც ბურჟუაზიის დათრგუნვის საშუალება, სახელმწიფო, გაქრება და სადაც ყველა მიიღებს მისთვის საჭირო რამეს.

წინ სოციალიზმის აშენებისკენ!

ეს დევიზი უთვალავჯერ გაიმეორეს სულ სხვადასხვანაირი ფორმით. მარკებზე,ფრესკებზე, აფიშებზე, და ა.შ. კომუნისტურ ქვეყნებში აუცილებელი იყო მარქსისტული აზრის გარკვეულ,ი ცნებების დასწავლა.

სოციალიზმი გამოცხადდა ბრწყინვალე ხვალინდელ დღედ.

ამ ბრწყინვალე მომავლისთვის იბრძოდა და ზოგჯერ იღუპებოდა მართლმორწმუნე კომუნისტი.

ეს იძლეოდა მახინჯი დღევანდელობის ატანის ძალასაც.

ეს,მაშ, ვიზიონერულია, მეტიც, მისტიკურია, მიუხედავად იმისა რომ ეს იყო ნამდვილი ათეისტების ფილოსოფია.

ისევ მარქსის თანახმად თავისი სისტემის წინააღმდეგობათა მცოდნე ბურჟუაზიას აქვს თავისი გაბატონებული ადგილის შენარჩუნების 2 დიდი იარაღი, რელიგიები და ერები.

რელიგიები ყველაზე ღატაკ-ბეჩავებს ამშვიდებენ და ანუგეშებენ იმის ქადაგებით რომ მათ საუკეთესო ცხოვრება ელის საიქიოში.

ამიტომ რელიგიები არის ხალხის ტკივილების გამაყუჩებელი ოპიუმი.

ერები კი ეომებიან სხვა ერებს და არა ბურჟუაზიას და ამით ახერხებენ სოციალიზმის აგებას.

მეტიც, იმპერიების შენებით ერები ცდილობენ ბურჟუაზიული ელიტების მონოპოლიისკენ მისწრაფების დაკმაყოფილებას.

კარგი მარქსისტი, მაშ, არის ინტერნაციონალისტი ანტიიმპერიალისტი და ათეისტი.

ლენინმა გაითავისა მთელი ეს ანალიზი. მან დაუმატა მოქმედების მეთოდი.

კაპიტალიზმის დამხობა უნდა დააჩქაროს პროფესიულ რევოლუციონერთა ავანგარდმა.

პროლეტარიატის დიქტატურა უნდა დაამყაროს, მას უნდა უხელმძღვანელოს პარტიამ. პროფკავშირმა პარტიის განკარგულებები უნდა გადასცეს ხალხს.

მარქსმა წარმოიდგინა კომუნიზმი, ლენინმა კი წარმოიდგინა კომუნისტური პარტია და მისი ხელმძღვანელი როლი.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-25

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდა სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დიდი იდეოლოგიური მოდელები

საბჭოთა სისტემა მარქსისტულ-ლენინისტური და სტალინური ძრავებით

სტალინური ტოტალიტარული დესპოტიზმის სასარგებლოდ გამოყენებული სამოქალაქო ომის პრაქტიკა

1917 წლის რევოლუციამ ხელისუფლებაში მიიყვანა ლენინი და ბოლშევიკები.

,მათ კი ხელისუფლება შეინარჩუნეს 1917-1921 წლების სამოქალაქო ომის დროს სასტიკი და ულმობელია ტერორის დამყარებით.

1929 წელს ამ ტერორით გაგიჟებულ და დანგრეულ ქვეყანაში აღდგენის მიზნით შემოღებული ეკონომიკური განმუხტვის ფაზის შემდეგ ერთადერთი კომუნისტური პარტია ხელში ჩაიგდო სტალინმა.

.

სტალინმა კი ქვეყანაშიც და პარტიაში დაამყარა თავისი დესპოტური პიროვნული ხელისუფლება.

ახალი კაცობრიობის აგება იყო საბაბი უხეში გადაწყვეტილებებისთვის როგორც ეკონომიკის სფეროში ისე პიროვნებების წინააღმდეგ.

სისტემა შედარებით განმტკიცდა. იყო პატრიოტული სამამულო ომი და სტალინის განმადიდებელი გამარჯვება.

1945-1953 წლები იყო სტალინიზმის აპოგეა. ის ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:

პირადი ძალაუფლება. სტალინი იყო როგორც სახელმწიფოს მეთაური ისე პარტიის ბელადი.

ის პირისპირ ხვდებოდა შესაბამის მოხელეებს.

პარტიის ერთადერთი ყრილობა ჩატარდა 1952 წელს და ის შემოიფარგლა სტალინის განდიდებით.

იყო პაროქსიზმს მდე მიყვანილი პიროვნების კულტი.

ყველგან იყო სტალინის ფიგურა.

გარიყულ-განდევნილები იყვნენ ავტორიტეტული ფიგურები რომლებსაც შეეძლოთ მისი ჩრდილში მოქცევა, მაგ. მარშალი ჟუკოვი.

ხელოვანები დაემორჩილეს პროპაგანდის მიზნებს.

მათ ქმნილებებს უნდა განედიდებინათ კომუნიზმის გმირები.

მხატვრობაში ერთადერთი მიღებული ფორმა იყო სოციალისტური რეალიზმი, გამოხატვის სხვა ფორმები გამოცხადდა ბურჟუაზიულ გადაგვარებად.

1945 წელს აღდგა რეპრესიების ულმობელი ფორმა,დეპორტაცირები .

გადაასახლეს უმცირესობები რომლებსაც ბრალად დასდეს გერმანელებთან მეტისმეტად დაახლოება.

ბალტიის ქვეყნებში ანექსიის საწინააღმდეგო მოძრაობა გაჩერდა მხოლოდ 1954 წელს.

პოლიტიკური პოლიციის უფროსმა ბერიამ 1949 წელს წმენდა მოაწყო არმიაში და პარტიაში.

1953 წელს დაგმეს ე.წ. თეთრი ხალათების შეთ.ქმულება რაც იუწყებოდა ანტისემიტური შეფერილობის ახალი წმენდის შესახებ.

ძნელია პოლიტიკურ გადასახლებულთა რაოდენობის ზუსტად დაანგარიშება. სტალინის სიკვდილისთვის უნდა ყოფილიყო 5-12 მილიონი პატიმარი.

სტალინიზმი სულაც არ ყოფილა აბსოლუტური ბატონობა ქვეყანაზე. ის უფრო იყო ერთი კაცის მიერ ტოტალიტარული პარტიის უსაზღვროდ გაკონტროლების შედეგი.

ამ ტოტალური პარტიის წევრებიც და საბჭოთა კავშირის სხვა მკვიდრებიცყ ემორჩილებიან ბელადის თვითნებობას, მაგრამ პარტიის წევრებს აქვთ ხელისუფლების წილი. ისინი დაცულები არიან სიღატაკის გან და მათ აქვთ საერთო რწმენა.

ნომენკლატურის,გარკვეული პრივილეგიების,უფრო ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების, საკვების და კომფორტის მქონე,საგანგებო სიაში შეყვანილი პარტიის წევრების, მეცნიერთა,, ხელოვანთა და მათი ოჯახების, გარეშე სტალინური აპარატი ვერ იარსებებდა.

1953 წლის მარტში სტალინის სიკვდილი მსოფლიო მოვლენა იყო. კომუნისტური პ

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-26

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

დესტალინიზაციის მიღწევები და საზღვრები

( გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაქირავებულმა დესპოტმა და ტერორის დიდოსტატმა ლენინმა კაცობრიობას აჩუქა საკონცენტრაციო ბანაკები, პოლიტიკური პოლიცია ჩეკა და მისი მანიაკი სადისტების ბრბოები, რუსეთის იმპერიის ყველაზე განათლებულ და ყველაზე მშრომელ მცხოვრებთა გვამების გორები, მაგრამ ამის ჩამდენებმა აბსოლუტურად ყველაფერი გადააბრალეს სტალინს, თანამდებობებიც და პრივილეგიებიც შეინარჩუნეს.

მკვლელი ბოლშევიკების უდიდესი მასის გადარჩენის ამ ოპერაციას ქვია დესტალინიზაცია. )

ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ნიკიტა ხრუშჩოვი ლიბერალად გაამოაცხადეს.

ფრანგ ბავშვებს ყველაფერ ამას არ ასწავლიან. დავუბრუნდეთ სახელმძღვანელოს ტექსტს.

სტალინის ( 1879-1953 ) სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა თავი დაიცვეს ახალი დესპოტური დიქტატურისგან.

სსრკ-ს და სკკპ-ს გამგეობა-ხელმძღვანელობა მას შემდეგ კოლეგიალური იყო.

წინ წამოსწევდნენ ხოლმე მარტო 15-20 კაცისგან შემდგარი ხელმძღვანელობის , სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს, პოლიტბიუროს წარმომადგენელ ინდივიდს.

გადაწყვეტილებებს იღებდნენ ამ პოლიტბიუროში დებატების შემდეგ.

1953 წელს პოლიციის უფროსი ბერიას მოკვლა მოწმობს იმაზე რომ ეს დებატები შეიძლება ძვირად დაუჯდეს დიდად გავლენიან ადამიანსაც.

1955 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის სათავეში ჩადგა ხრუშჩოვი ( 1894-1971).

1956 წლის თებერვალში ჩატარდა სკკპ-ს მეოცე ყრილობა რომლის დახურულ სხდომაზე ამხანაგმა ხრუშჩოვმა დაგმო ამხანაგი სტალინის პიროვნების კულტი და ამ ამხანაგის მიერ მათ შორის ომის დროს დაშვებული შეცდომები, მისი რეპრესიული და თვითნებური პიროვნება.

გამოცხადდა დესტალინიზაცია.

რეპრესიები შესუსტდა, გადასახლებულები დააბრუნეს ან ინდივიდუალურად ან, როგორც ჩეჩნები თუ ვოლგას გერმანელები, მთელ ხალხებად.

გეგმა იძლევა მოხმარების ცოტა მეტი საგნის წარმოების საშუალებას.

ყამირი მიწების ათვისების დიდი პროექტის განხორციელებას უნდა ეშველა საკვების პრობლემებისთვის. ცხოვრება ცოტა გაიოლდა.

საბჭოეთმა მიიღო ახალი,თანამედროვე სახე.

ამ სახეს პოზიტიურად აძლიერებდა საბჭოთა მეცნიერების ,ტექნიკის და ინდუსტრიის შთამბეჭდავი კოსმიური მიღწევები.

1957 წელს იყო საბჭოთა კოსმიური თანამგზავრი-სპუტნიკი, 1961 წელს იყო იური გაგარინი და საბჭოთა ათლეტი არ ჩამორჩებოდა დასავლელ ათლეტს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.

მიუხედავად ამისა დესტალინიზაციას ჰქონდა თავისი საზღვრები:

არ იყო აზრის და გამოთქმის თავისუფლება.

ზოგი თხზულება, მაგ. 1958 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოებული ბორის პასტერნაკის ” დოქტორი ჟივაგო ” 1957 წელს გამოიცა საზღვარგარეთ.

ეს წიგნი საბჭოთა კავშირში გამოიცა მხოლოდ 1988 წელს.

ზოგჯერ რაღაცას გამოსცემდნენ პირადად ხრუშჩოვის ნებართვით.

ასე გამოსცეს 1962 წელს ა.სოლჟენიცინის “ივან დენისოვიჩის 1 დღე ” რომელიც ყვება გულაგის ერთი პატიმრის ყოველდღიურობას.

არ ყოფილა მრავალპარტიულობა.

დესტალინიზაციამ სატელიტ ქვეყნებში 1956 წელს გამოიწვია მღელვარებები რაც მოწმობს იმაზე რომ რეჟიმის ლიბერალიზაციას მოყვებოდა დემოკრატიული მოთხოვნები.

მაგრამ უნგრეთში გამოსვლების ჩახშობამ აჩვენა რომ ერთი პარტიის ხელმძღვანელი როლის უარყოფა მაშინ შეუძლებელი იყო.

ხრუშჩოვს ბრალად დასდეს საბჭოთა კავშირის შიდა მარცხები

( არასაკმარისი სოფლის მეურნეობა) და დიპლომატიური უკანდახევა 1962 წლის კუბას კრიზისის დროს.

ამიტომ ხრუშჩოვი 1964 წელს გაანთავისუფლეს თანამდებობებიდან. ოფიციალურად გამოცხადდა რომ ის თვითონ გადადგა ცუდი ჯანმრთელობის გამო.

სისტემის ცუდად ფუნქციონირების გამო გადაქან ცული ავადმყოფი ბერიკაცები სგან შემდგარი ხელისუფლება ანუ გერონტოკრატია.

ხრუშჩოვის გამგდებებიც, გრომიკოც,პოდგორნიც,კოსიგინიც და,ყველაზე მეტად, ბრეჟნევი ( და თვითონ ხრუშზჩოვიც ) სტალინის ხელისუფლებაში დაწინაურებული პირები იყვნენ .

დესტალინიზაცია გაჩერდა.

1968 წელს მოგუდეს ჩეხოსლოვაკიის სოციალიზმი ადამიანური სახით

( აქ საერთოდ არაა ნათქვამი რომ ჩეხოსლოვაკია როგორც სახელმწიფო და ქვეყანა სულ გააქრეს დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოს კუმირებმა ვაცლავ ჰაველმა და მიხაილ გორბაჩოვმა, მაგრამ ეს იკვლიონ დიდმა გოგო-ბიჭებმა ) .

 

,-გეოგრაფია ნოლებისთვის

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-27

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი და პრესტიჟი თანდათანობით შეილახა 1970-ანი წლების შუა ხანებში.

1973 წელს გამოიცა სოლჟენიცინის ” გულაგის არქიპელაგი ” და დასავლეთის ინტელექტუალებმა დაინახეს სტალინიზმის ტოტალიტარული ხასიათი. .

უფრო სუსტად მაგრამ მაინც არის ცენზურა და რეპრესიები.

ყველაზე ცნობილ ოპოზიციონერებს და დისიდენტებს, მაგ. მწერალ სოლჟენიცინს, . აძევებენ ქვეყნიდან და ართმევენ მოქალაქეობას ან კეტავენ შინაგან ლტოლვილობაში როგორც ფიზიკოს სახაროვს.

ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყვდევენ ასე ვთქვათ ჩვეულებრივ დისიდენტებს.

პიროვნების კულტიც კი თითქოს აღადგინეს.

ორდენებით არნახულად დახუნძლული ლეონიდ ბრეჟნევი

(1906-1982) იყო როგორც სახელმწიფოს მეთაური და საბჭოთა კომპარტიის გენერალური მდივანი ისე არმიის მთავარსარდალი.

სამხედრო-სამრეწველო წარმოებას დაუთმეს უმთავრესი ყურადღება და ამან დააჩქარა სისტემის მოშლა

ქვეყანა ხვდებოდა უფრო და უფრო დიდ სიძნელეებს.

საბჭოელების უმეტესობამ დაინახა რეჟიმის უთანასწორობა, თუ რამდენად პრივილეგირებულ და უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ პარტმუშაკი ნომენკლატურისტები, აკადემიკოსები, სპორტსმენები, უკანონო ფარული საქმიანობით ფულის მშოვნელები.

ხელისუფლებამ დაუშვა ფარული უკანონო საქმიანობა რომელიც აუცილებელი გახდა სისტემის გადარჩენისთვის.

პარტიის უმაღლეს დონეზე იყო მექრთამეობა.

1979 წლის დეკემბერში გადაწყვეტილ,მა ინტერვენციამ ავღანეთში დააჩქარა საბჭოთა სისტემის გადაგვარება.

საბჭოთა ჯარი ავღანეთში ჩაეფლო და გაიხარჯა.

საბჭოთა რეჟიმი გადაიქცა ბებრების მმართველობად, გერონტოკრატიად.

1982 წელს ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ იმავე თაობის ანდროპოვმა და ჩერნენკომ ვერაფერი უშველეს მომაკვდავ საბჭოთა მოდელს.

რეფორმის უკანასკნელი მცდელობა

1985 წელს ხელისუფლებაში მისულ მიხაილ გორბაჩოვს 1 წელი დასჭირდა თავისი პოლიტიკის შედეგების დასანახად.

ამასობაში 1986 წლის 26 აპრილს მომხდარმა ჩერნობილის კატასტროფამ გამოავლინა საბჭოთა კოლოსის სისუსტე.

1986 წელს დაიწყო პერესტროიკა რომელმაც მორიდებით გაუხსნა ეკონომიკა კერძო ინიციატივას და რომელმაც შეასუსტა კონტროლი სახელმწიფო საწარმოებზე. .

ეკონომიკურ რეფორმებს თან ახლდა ერთგვარი პოლიტიკური რევოლუცია, გლასტნოსტმა ანუ ხმამაღლა ლაპარაკმა მანამდე აკრძალულ თემებზე შეძრა საბჭოთა საზოგადოება. ეს ტენდენცია შეეხო საბჭოთა საგარეო პოლიტიკასაც. შეთანხმებები განიარაღება, საბჭოთა კავშირის უკანდახევა თავის ახლო სივრცეზე და აღმოსავლეთი ევროპის რეჟიმის შეცვლა ასევე იყო ეკონომიის გაკეთების საშუალებები.

ეკონომიკის ლიბერალიზაციას არ მოუტანია ნაყოფი დაუყოვნებლივ და გლასტნოსტით ისარგებლეს სეპარატისტებმა. საბჭოთა კავშირი უყურებდა მისი ყოფილი მოკავშირე ერაყის დამარცხებას და მას არ შეეძლო არაფრის გაკეთება 1991 წლის აგვისტოში მაღალი თანამდებობების აპარატჩიკებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.. მათმა დამარცხებამ სულ გაუტეხა სახელი კომპარტიას.

აჯანყებულები დაამარცხა ბორის ელცინმა რომელმაც 1991 წელს გააუქმა კომუნისტური პარტია.

აღარაა საბჭოთა მოდელი, მას შემდეგ დაისახა კომუნიზმიდან გამოსვლის ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელები. ზოგი მოდელი გულისხმობდა ევროპულ ინტეგრაციას. ზოგიც ულტრანაციონალისტურ ჩაკეტილობას.

რუსეთში ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობა ხასიათდება ავტორიტარული მიდრეკილებით. მან აიღო საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილი, უშიშროების სამსახური გადააქცია სახელმწიფოს ერთ-ერთ ხერხემლად.

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-28

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

ჩინური ავატარი, მაოდან საბაზრო სოციალიზმამდე

ხანგრძლივ სამოქალაქო ომში ნაციონალისტების დამარცხების და 1937 წელს იაპონიასთან ომის შემდეგ 1949 წელს ჩინეთშიც დამყარდა მარქსისტული შთაგონების კომუნისტური რეჟიმი. ის თავიდან ეფუძნებოდა საბჭოთა მოდელს.

მაგრამ სახალხო ჩინეთმა მაო ძე დუნის ხელმძღვანელობით თანდათანობით ხელის ცეცებით იპოვა თავისი საკუთარი გზა.

1976 წლიდან ჩინეთმა შექმნა განსაკუთრებული, თავისებური მოდელი რომელშიც კომუნისტური სტრუქტურები პარადოქსულად ეგუება და ეხამება ეკონომიკის ძალიან ლიბერალურ გახსნას.

სპეციფიური კომუნიზმის გაცხადება

1950-ანი წლების ბოლოდან ჩინეთი თანდათანობით დაშორდა საბჭოთა კავშირს. ჩინეთს არ უნდოდა მოსკოვისადმი ეკონომიკური მორჩილება. მას არ მოსწონდა ის რაც მისი აზრით იყო ამერიკელების წინაშე უკანდახევა კუბაზე, საერთაშორისო რევოლუციური იდეოლოგიის ღალატი და დესტალინიზაცია.

მაომ აიტაცა რევოლუციური ჩირაღდანი და უარყო საბჭოთა კავშირის პრეტენზია რევოლუციური ბანაკის ბელადობა ზე.

მისი აზრით საბჭოთა კომუნისტებს დაემართათ ბურჟუაზიული გადახრა.

იდეოლოგიურ კამათს დაემატა ძალისმიერი დაპირისპირება.

ჩინელებს 1964 წელს ჰქონდათ ატომური იარაღი.

მოხდა ჩინეთ-საბაჭოთა კავშირის მრავალი სასაზღვრო კონფლიქტი.

ას

1969 წლის ე.წ. უსურის ინციდენტები სინამდვილეში იყო ტანკების უხეში ბრძოლა.

ამ პერიოდში ჩინეთი ელოდა ჩრდილოეთიდან ბირთვულ დაბომბვას.

იდეოლოგიური თვალსაზრისით მაო ეფუძნებოდა იმ ფაქტს რომ ჩინელი კომუნისტების გამარჯვება იყო გლეხების დამსახურება.

1958 წელს დაიწყეს “დიდი ნახტომი წინ”= Grand Bond en avant რომელსაც ყველა ადამიანური ძალის მობილიზაციით უნდა გამოესწორებინა კაპიტალების და ტექნიკოსთა ნაკლებობა.

სოფლებს თვითონ უნდა ეზრუნათ თავისი საკუთარი ინდუსტრიულ საჭიროებებზე ( მინი ბრძმედები )

ასე ვთქვაათ ხალხური კომუნები იყო როგორც წარმოების ერთეულები ისევ იდეოლოგიური და სამხედრო სწავლის ცენტრები.

ამ გეგმის მარცხმა გამოიწვია შიმშილი რომელსაც ემსხვერპლა 20-40 მილიონი ადამიანი.

ჩინურ პოლიტიკაში მოხდა ტეხილი.

მაო განდევნეს ხელისუფლებიდან, მან თავისი პირველი ადგილი დაკარგა

Liu Shaoqi -ს სასარგებლოდ, მაგრამ განდევნილი არ ყოფილა.

მაო დარჩა დიდ გამარჯვებულად სამოქალაქო ომში.

1961-1965 წლების დებატში ლიუ შაოცის, ჯოუ ენ ლაის და დენ სიაო პინის პრაგმატული ტენდენცია უპირისპირდებოდა მაოს მკაცრ ხაზს.

კულტურული რევოლუცია

ამ მოძრაობამ გააღვიძა მრავალი ახალგაზრდის ენთუზიაზმი.

1965 წელს მაომ დაიწყო ” პროლეტარიატის დიდი კულტურული რევოლუცია”

წმენდის ჩატარებისას მაო ეყრდნობოდა ” წითელ გვარდიებად ” ორგანიზებულ ახალგაზრდობას.

15-20 წლის ახალგაზრდები უპირისპირდებოდნენ და ბრალს სდებდნენ პარტიის ხელმძღვანელებს: ” ცეცხლი დაუშინეთ შტაბებს “, უნდა ამოშანთულიყო გაბურჟუების უმცირესი ნიშნებიც და უნდა განდევნილიყო ყველაფერი რასაც შეეძლო გაბურჟუებამდე მიყვანა , კლასიკური მუსიკა,დასავლური წიგნები, და ა.შ.

ამ რევოლუციას რევოლუციის შიგნით უნდა შეენარჩუნებინა რევოლუციური სიწმინდე და დაეგმო ყოველგვარი რევიზიონიზმი.

ახალგაზრდული ბანდები ხელმძღვანელობდნენ მაოს ნაწერების

” პატარა წითელი წიგნაკით “…

კულტურული რევოლუციის მეშვეობით მაო დაბრუნდა ქვეყნის სათავეში. ჩინეთის კომპარტიაში წმენდა ჩატარებული იყო.

დენ სიაო პინი და ლიუ შაოცი გადაყენებული იყვნენ თანამდებობებიდან.

ახალგაზრდობის ენთუზიაზმი სინამდვილეში იყო ძალაუფლების დაბრუნების საშუალება.

ლინ ბიაო მომსპარი, განდევნილი იყო. მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა ისე რომ არავინ იცის ჩამოაგდეს ის თუ არა.

მაოს შეეძლო წყნარად დაჯერება. აღარავინ შეედავებოდა მას ხელისუფლების გულისთვის.

ჩინური კომუნიზმის უწყვეტობა და ევოლუცია.

მაოისტური მოდელი გამოიყენეს კამბოჯაში 1975-1979 წლებში.

მაოს კულტურული რევოლუციის მისტიკის მსგავსმა წითელ კხმერთა რევოლუციურმა მისტიკამ კამბოჯაში მოკლა მილიონნახევარი მშვიდობიანი ადამიანი.

მაოიზმით ასევე შთაგონებული იყო პერუში 1980-95 წლებში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფი მანათობელი ბილიკი-Sentier lumineux.

დღეს ნეპალს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ მაოთი შთაგონებული ბოლო პარტიზანული ჯგუფები.

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-29

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

ჩინური ავატარი, მაოდან საბაზრო სოციალიზმამდე

სპეციფიური კომუნიზმის გაცხადება

დ მაო არ დაავიწყდათ, მაგრამ, მას იშვიათად იხსენებენ ხოლმე.

1976 წელს მაოს გარდაცვალების შემდეგ იყო კულტურული რევოლუციის გააქტიურების ბოლო მცდელობა.

საპასუხოდ დენ სიაო პინი დაბრუნდა ჩინეთის კომპარტიის სათავეში და მან თავიდან მოიშორა ექსტრემისტები, ე.წ. ოთხთა ბანდა, მათ შორის მაოს ქვრივი და პრიორიტეტი მისცა ქვეყნის მოდერნიზაციას.

მას დამდეგ ჩინეთის ხელმძღვანელები აგრძელებენ იგივე გზას, დიდ ავტონომიას აძლევენ კერძო სექტორს რომელიც სოფლის მეურნეობაში ახერხებს ჩინელების გამოკვებას და წარმოებაში და სერვისებში უზრუნველყოფს უწყვეტ წინსვლას უკვე ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე.

სისტემა უარყოფს ყოველგვარ პოლიტიკურ ლიბერალიზმს.

ერთადერთი პარტია დღესაც თავის ადგილზეა.

რეპრესიები ყოველ წუთს შეიძლება ისევ განახლდეს.

19689 წელს ცუდ დღეში ჩააგდეს ტიან- ამ მენის მოედანზე შეკრებილი ათასობით სტუდენტი.

ჩინეთი, მაშ, მაოიზმიდან გადავიდა საბაზრო სოციალიზმზე.

 

 

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-29

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფრონტაცია

1947-1975

დიდი ალიანსის დასასრული და ბანაკების ჩამოყალიბება

ორი ზესახელმწიფოს ერთმანეთთან დაპირისპირება საგრძნობი იყო ომის დასასრულიდან.

უთანხმოებები აღარ დაუმალავთ პოტსდამის კონფერენციის დროს.

1946 წელს კომუნისტები ნაციონალისტებს ებრძოდნენ საბერძნეთში და ჩინეთში.

კონფლიქტი უკვე იყო.

ის ოფიციალური გახდა 1947 წელს.

მაშინ დაიწყო ცივი ომი. მას შემდეგ დაიწყო ბანაკების მობილიზაცია ერთმანეთის წინააღმდეგ.

ამ გაგებით თავისი ბანაკი პირველმა გაამხნევა და განამტკიცა აშშ-მ.

1947 წლის მარტში პრეზიდენტმა ტურუმენმა კონგრესს წარუდგინა ამერიკული პოლიტიკის დიდი ხაზები.

” ტურუმენის დოქტრინა ” – ” შეკავება “- endiguement, იყო ხელის შეშლა კომუნიზმის გავრცელებისთვის.

აშშ-მ გზა უნდა გადაუკეტოს ძალას რომელიც ემუქრება ამერიკის კეთილდღეობას და დემოკრატიულ მოდელს.

სტრატეგია იყო სიღატაკის დაძლევა გულუხვობა-ხელგაშლილობით და პრეფერენციული სესხები.

ე.წ. მარშალის გეგმა კარგად აჩვენებს აშშ-ს ფინანსურ უპირატესობას.

აშშ დაეხმარა სისხლისგან დაცლილ დაუძლურებულ ევროპას რომელსაც უჭირდა აღდგენის საშუალებათა პოვნა.

Truman -ტურუმენი

აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი. წინამორბედებისგან განსხვავდებოდა იმით რომ არ ჰქონდა დამთავრებული საუნივერსიტეტო განათლება.

ის ასე განსხვავდებოდა დიდი მდიდარი ოჯახის შთამომავალი თითქმის არისტოკრატი რუზველტისგან.

თავიდან ფერმერი და შემდეგ კომერსანტი ტურუმენის მოქმედება ძალიან უტილიტარისტული იყო.

ცივი ომის დასაწყისში აშშ-ს სათავეში, მაშ, მოხვდა პრაგმატიკოსი რომელიც თავს არ იწუხებდა დიპლომატიური პირობითობებით და რევერანსებით.

კომუნისტურ ბანაკაც დაყოვნებია მობილიზება.

პოლონეთში, Slarska Poreba-ში შეიკრიბა ევროპული კომუნისტური პარტიების 8 წარმომადგენელი რომელთა შორის იყვნენ იტალიელი და ფრანგი კომუნისტებიც.

5 ოქტომბერს მათ გამოაქვეყნეს დეკლარაცია რომელიც იუწყებოდა კომინფორმის შექმნის შესახებ.

კრებას თავმჯდომარეობდა სკკპ-ს იდეოლოგი ჟდანოვი რომელმაც ბევრი ილაპარაკა ამერიკული კაპიტალიზმის იმპერიალისტურ მიზნებზე.

საბჭოელთა ხელმძღვანელობით შეიქმნა ანტი-იმპერიალისტური ბანაკი. ის თითქოს მონოლითური იყო.

ჟდანოვის აგრესიული ლაპარაკი აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მკვეთრად განსხვავდებოდა იტალიელი და ფრანგი კომუნისტების სიფრთხილისგან. ეს კომუნისტები თავთავისი მთავრობებიდან გავიდნენ 1947 წლის დასაწყისში.

მათ სთხოვდნენ თავისი საკუთარი ერების დაცვას ამერიკული ბატონობისგან და არა აჯანყების მოწყობას .

სახალხო დემოკრატების მიერ შექმნილი ბლოკის მიზანი არ ყოფილა მთელ ევროპაზე გავტცელება, სინამდვილეში ეს იყო საბჭოთა კავშირის მცველი გალავანი = Dans ce rapport Jdanov l’agressivité des propos hostiles aux États-Unis et à leurs alliés contraste avec les consignes de prudence données aux deux puissants partis communistes italiens et français qui ont quitté le gouvernement au début de l’année 1947.

Loin de les pousser à l’insurrection, il leur est simplement est enjoint de jdefendre leur propre nation face à la domination américaine.

Le bloc qui se dessine avec les démocraties populaires n’est pas destiné à s’étendre sur toute l’Europe. C’est en réalité un glacis protecteur pour l’URSS.

ტეხილის ამ ფაზას ასრულებს კომუნისტების მიერ ხელისუფლების აღება ჩეხოსლოვაკიაში.

აღმოსავლეთის ბოლო პლურალისტური რეჟიმიც 1948 წლის თებერვალში გადაიქცა სახალხო დემოკრატიად.

 

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-30

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls, 2008

პირველი ომისშემდგომი კრიზისები

ბერლინის ბლოკადა

ორი ზესახელმწიფოს კონფრონტაცია ეხება გერმანიას.

გამარჯვებულების მიერ ოთხ ზონად დაყოფილი გერმანია თანდათანობით იშორებდა თავიდან ოკუპაციის სტატუსს.

საბჭოთა კავშირს სურდა მთელ ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნება და ამავე დროს ოკუპაციის თავის ზონაში ის საფუძველს უყრიდა სახალხო დემოკრატიას.

დასავლელებმა სულ სხვა მოდელით დაიწყეს გერმანიის პოლიტიკური აღდგენა.

დასავლური ოკუპაციის 3 ზონის ეკონომიკურად. გაერთიანების შემდეგ დედაქალაქის დასავლური ზონების მისადგომები ზედიზედ დაიკეტა.

დასავლეთ ბერლინის ბლოკადა მაშინ გაგრძელდა 1948 წლის აპრილიდან 1949 წლის მაისამდე.

აშშ-მ სწრაფად შექმნა საჰაერო ხიდი. დასავლეთი. ბერლინის მკვიდრებს გაუგზავნეს ათასობით ტონა ტვირთი.

ამერიკელები გადაიქცნენ დასავლეთი ევროპის მცველებად და მფარველებად და 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა ნატო. ბლოკადა მოიხსნა მაისში. გერმანია ფაქტიურად გაიყო. გერმანიის ფედერატული რესპუბლიკა გაჩნდა მაისში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა-ოქტომბერში.

მიუხედავად ამისა დასავლურმა ბანაკმა მსოფლიო მასშტაბით ვერ მოიგო.

მაომ მაშინ გაიმარჯვა ჩინეთის სამოქალქო ომში.

უფსკრულის პირასაცაა წესები

ბერლინის ბლოკადა იყო უფსკრულამდე მიმყვანი პირველი კრიზისი:

მიღებულ გადაწყვეტილებებში ვხედავთ სიფრთხილეს რათა დაპირისპირება არ გადაქცეულიყო შეტაკებად.

მისადგომი სახმელეთო გზები დახურეს. ბარიერების გარღვევა და გავლა ომის აქტი იქნებოდა.

ერთმა ამერიკელმა გენერალმა წარმოიდგინა ჯავშნოსანი მატარებლით გავლა…

საჰაერო დერეფნებს ვერ აკრძალავდნენ და საბჭოთა ავიაცია დაყვებოდა ამერიკულ აპარატებს სროლის გარეშე.

სწრაფად მოხდა უხმაურო შეთანხმება–პირველი დამრღვევის საქმე ცუდადაა.

კორეას ომი

ეს იყო ბევრად უფრო ინტენსიური ომი.

ნახევარკუნძული, იაპონიის ყოფილი კოლონია, გაიყო ორ სახელმწიფოდ რომლებიც შეესაბამებოდა ტერიტორიის მაკონტროლებელი სახელმწიფოს პოლიტიკურ ორიენტაციას.

[ ]

კომუნისტმა ჩრდილო კორეელებმა 1950 წლის 25 ივნისს მასიურად შეუტიეს სამხრეთს. 27-ში გაეროს უშიშროების საბჭომ საბჭოთა დელეგატის არყოფნისას გაეროს წევრებს სთხოვა კორეას რესპუბლიკისთვის დახმარების გაწევა თავდამსხმელთა მოსაგერიებლად.

გენერალი მაკარტური სათავეში ჩაუდგა ამერიკულ საექსპედიციო კორპუსს რომელიც იბრძოდა გაეროს ცისფერი დროშის ქვეშ.

მან მოაწყო კონტრშეტევა. ამერიკელები 1950 წლის 15 სექტემბერს გადასხდნენ ინჩონში და შევიდნენ ჩრდილოეთ კორეაში.

ნოემბერში ომმა მიიღო სხვა განზომილება, ჩინელი ჯარისკაცები, ე.წ. მოხალისეები, იბრძოდნენ ჩრდილოეთ კორეელების გვერდიათ.

ტრუმენი და მაკარტური დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ომის თაობაზე.

გენერალი იმუქრებოდა ჩინეთში შეჭრით, პრეზიდენტი კი დაკმაყოფილდებოდა 38-ე პარალელის გასწვრივ ძველ საზღვრებთან დაბრუნებით.

გენერალმა პირადად გააფრთხილა ჩინელები და ის გადააყენეს 1951 წლის აპრილში.

აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლება მოზომილად ომობდა.და მან ყველას, ამერიკის ყველაზე სახელოვან სამხედროსაც, დააძალა დადგენილი საზღვრების პატივისცემა.

მოხდა ომის სტაბილიზაცია ამერიკელების მიერ დაკავებულ ფრონტზე.

სტალინის სიკვდილმა შესაძლებელი გახადა ბრძოლების დამთავრების წარმოდგენა.

დაზავებას ხელი მოაწერეს 1953 წლის ივლისში. ბრძოლები შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა დღესაცაა.

იდეოლოგიური ომი

ყოველი სახელმწიფო ყვიროდა იმაზე თუ რა საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე მის მოსახლეობას.

ორივე ბანაკის პროპაგანდა უმთავრესად ეხებოდა თავდაცვის თემებს.

ახსოვდათ მეორე მსოფლიო ომის სასაკლაოები, და, 1949 წლის შემდეგ, ორი ჯარის მიერ ატომური ყუმბარის ფლობა და ყველაფერი ეს აძრწუნებდა ადამიანებს.

სსრ კავშირში სტალინური პროპაგანდა ” დეკადენტური ამერიკის ” პირისპირ ახდენდა ნაციონალიზმის მობილიზაციას, რევოლუციური სულისკვეთება იყო იმპერიალიზმის მოგერიების იარაღი და პაციფიზმი კი საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენის საშუალება.

აშშ-ში იყო ფსიქოზი. ელოდნენ ბირთვულ ომს.

კომუნიზმით შეშინებულებმა დაიწყეს მე-5 კოლონის ძებნა.

სენატორი მაკარტი ამერიკაში ეძებდა ამერიკის მტრებს.

ევროპა ისრისებოდა ორ იდეოლოგიას შორის…

(          გაგრძელება  და  დასასრული  იქნება)

( გაგრძელება  და  დასასრული  იქნება    )

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s