რომაული სიბრძნე ევროპელ ჯეელებს

ლი რომაული სიბრძნე 1

ძველი რომის სიტყვები,Paroles de la Rome antique, კრებული შეადგინა Benoît Desombres-მა, Albin Michel,Carnets de sagesse,2001

( ოდნავ შემოკლებით )

ძველი რომაელები იყვნენ დიდი ჯარისკაცები,დიდი მშენებლები,დიდი იურისტები,დიდი პოეტები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი დიდი მოაზროვნეები, მოიფიქრეს თუ არა მათ ორიგინალური სიბრძნის სიტყვები?

ერთის შეხედვით საეჭვოა ვინაიდან რომაული სიბრძნე უხვადაა მერწყული ბერძნული სიბრძნის დიდი მდინარეებით.

ასეა რომ ლუკრეციუსი მიუთითებს ეპიკურეზე,სენეკა სტოიკოსების ერთგულია.

ბერძნებმა მოიფიქრეს თემა რომელზეც რომაელებმა დაწერეს თავისი საკუთარი ვარიაციები:

მივდიოთ ბუნებას და ვიქნებით ბედნიერები.

ბუნების მცოდნე იქ პოულობს ცხოვრების წესს და უბრალო ბედნიერების საიდუმლოს.

სკოლებს შორის არსებული ნიუანსების და განსხვავებების მიღმა ამ ტექსტების შთამაგონებელი აზრი ერთია:

ბუნება წარმოადგენს მთელ სამყაროს მის სრულყოფილებაში. ის აერთიანებს ცას და მიწას, ანათესავებს ერთმანეთთან ადამიანებს, ვარსკვლავებს,მნათობებს, აერთიანებს ერთ ოჯახად ყველას და ყველაფერს.

ბუნება ლამაზია:

დეტალები რომლებიც ზოგჯერ თავზარს გვცემს ყვხიბლავს მაშინ როდესაც ვიგებთ თუ რა წვლილი შეაქვთ მათ საერთო ჰარმონიაში.

ბუნება მწყობრია, მოწესრიგებულია: ნაგებია ღვთაებრივი კანონის შესაბამისად, საშუალებები ექვემდებარება მიზნებს და ნაწილები ექვემდებარება მთლიანობას.

ამ ბუნებაში მისთვის დადგენილი ადგილი უკავია ადამიანის ბუნებას.

ამ ადგილის შენარჩუნება ძალუძს ადამიანის დამმონებულ და დამამცირებელ სიგიჟეებს ჩამოშორებულ ბრძენს.

უნდა ვაღიაროთ ის წვლილი რაც ძველმა რომაელებმა შეიტანეს მსოფლიო კულტურაში.

მათ მათი ენის გენიაში გადაიტანეს ბერძნული ინტუიციები:

ამის წყალობით ლათინური საუკუნეების მანძილზე იქცა ფილოსოფოსების ენად.

მათ განავითარეს humanitas-ის იდეა და იპოვეს უნივერსალური,საყოველთაო მოწოდების ფორმულები.

Humanitas-ის იდეა კი ნიშნავს ყოველი ადამიანის ღირსებას, კეთილგანწყობას ყოველი ადამიანის მიმართ.

ის ნიშნავს ბუნების ერთგულ ადამიანს რომელშიც სული მბრძანებლობს სხეულზე გონება კი ათვინიერებს მრისხანებას, ჯავრს და მხეცურ ვნებებს.

ციტირებულ ავტორებს შორის არიან ეპიქტეტე და მარკუს ავრელიუსი რომლებიც წერდნენ ბერძნულად და არა ლათინურად მაგრამ ეკუთვნოდნენ რომაულ სამყაროს.

ისინი წარმოადგენენ იმპერიის სოციალური კიბის ორ უკიდურესობას :

ეპიქტეტე განთავისუფლებამდე მონა იყო რომში.

მარკუს ავრელიუსის იყო რომის იმპერატორი.

ადამიანის სიდიადე , მისი აზრის ძალა არაა დამოკიდებული მის სოციალურ მდგომარეობაზე.

ჩვენს ხანაში, როდესაც გაუმაძღარი სიხარბით შეპყრობილი ადამიანები გააფთრებით იმონებენ ბუნებას და უანგარიშოდ ეწევიან მის ექსპლუატაციას უნდა დავუგდოთ ყური იმათ ვინც გველაპარაკებიან ბუნებასთან მშვიდობიან და პატივისცემით სავსე ურთიერთობაზე.

ჩვენს ხანაში, როდესაც ადამიანები მხეცებივით ჯიჯგნიან ერთმანეთს კარგია საუბარი კაცობრიობის ერთიანობაზე და სოლიდარობაზე.

Benoît Desombres

ჩვენ არ გვეკუთვნის არაფერი

არაფერზე არ თქვა არასდროს: ” მე ის დავკარგე “, თქვი: ” მე ის დავაბრუნე . ”

შენი შვილი გარდაიცვალა? ის დაბრუნებულია.

წაგართვეს შენი ქონება? ისიც დაბრუნებულია

მაგრამ ის წამართვა ბოროტმა.

რა მნიშვნელობა აქვს შუამავალს რომელიც შეარჩია იმან ვინც შენ ქონება მოგთხოვა?

იმ დროის მანძილზე რაც მოგვცეს ქონება იფიქრე რომ ის ეკუთვნის სხვას ისევე როგორც სასტუმრო მოგზაურებისთვის.

ეპიქტეტე,სახელმძღვანელო

….ბრძენი დაეხმარება იმათ ვინც ტირიან ისე რომ არ იტირებს

მათთან ერთად; ხელს გაუწვდის წყალწაღებულს,ლტოლვილს მისცემს თავშესაფარს, ღარიბს,გლახაკს, მისცემს მოწყალებას ისე რომ არ და ამცირებს მას.

სენეკა, შეწყალებაზე

ულამაზესი, ყველაზე მხსნელი აღმოჩენები აღარ მომეწონება თუ კი ისინი უნდა შევინახო მარტო ჩემთვის.

ქონება სასიამოვნოა მაშინ როდესაც მას უზიარებს სხვას.

ბედნიერი ვერ იქნება ის ვინც ცხოვრობს მარტო საკუთარი თავისთვის,ვინც ანგარიშს უწევს მარტო საკუთარ ინტერესს.

საკუთარი თავისთვის ვცხოვრობთ მარტო მაშინ როდესაც ვცხოვრობთ სხვისთვის.

სენეკა, წერილები ლუსილიუსს

 

 

ძველი რომის სიტყვები,Paroles de la Rome antique, კრებული შეადგინა Benoît Desombres-მა, Albin Michel,Carnets de sagesse,2001

ჩვენ ნამდვილად სრულყოფილები ვართ მაშინ როდესაც ავადმყოფები ვართ.

განა ტანჯავს ავადმყოფს სიხარბე თუ სიამოვნება?

არა, ავადმყოფი აღარაა სიყვარულის მონა, მას აღარ უნდა პატივი და დიდება,სიმდიდრე, მას ყოფნის ის ცოტაც რაც აქვს, დარწმუნებულია იმაში რომ მოუხდება ყველაფრის დათმობა.

ავადმყოფს ახსენდება რომ არიან ღმერთები და რომ ისაა ადამიანი. მას აღარ შურს,აღარ აღფრთოვანებს არაფერი, ავადმყოფს აღარ ეზიზღება და აღარ ენატრება ვინმე.

მას აღარ სიამოვნებს ავსიტყვაობა,გინება,ფუფუნება.

ავადმყოფი დებს პირობას რომ თუ გადარჩება იცხოვრებს ტკბილად და ხელის გაუნძრევლად,ე.ი. უმანკოდ და ბედნიერად.

აქ შენთვის და ჩემთვის არის მოკლე გაკვეთილი რომელიც ჯობია მჭერმეტყველ ებას, ფილოსოფოსთა სქელ ტრაქტატებს:

გამოჯანმრთელებისას უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდოდა ცხოვრება როცა ავად ვიყავით .

პლინიუს უმცროსი, წერილები

რატომ უნდა გაჯავრდე შენ მონაზე ან შენ ბატონზე? ..

ცოტა მოიცადე, მოვა სიკვდილი და ორივეს გაგათანაბრებთ. .

ერთი და იგივე ბოლო, ერთი და იგივე უახლოესი ბოლო ემუქრება გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც.

გავატაროთ წყნარად და მშვიდად ის მცირე დრო რაც ცხოვრებისთვის მოგვეცა.

არავინ არ შეხედოს სიძულვილით ჩვენს გვამს….

რა უნდა უსურვო მტერს სიკვდილზე მეტი?

სულ არ გჭირდება ხელის განძრევა. ის მოკვდება.ნუ

ირჯები უაზროდ იმის გასაკეთებლად რაც უშენოდ მოხდება.

სანამ ვსუნთქავთ,სანამ ადამიანებს შორის ვართ ადამიანურები ვიყოთ.

არ შევაშინოთ არავინ, არ ვიყოთ საფრთხე არავისთვის, არ დავუშვათ შეცდომები, არ შეურაცვყოთ და მასხრად არ ავიგდოთ ვინმე და მამაცურად გადაივტანოთ წარმავალი უსიამოვნებები.

ერთი თავის მობრუნება და სიკვდილი აქაა.

სენეკა, გაჯავრებაზე, გაბრაზებაზე

ნაკლებს ვფიქრობთ კარგად ცხოვრებაზე და მეტს ვფიქრობთ მეტ ხანს ცხოვრებაზე. არადა ყველას შეგვიძლია კარგად ცხოვრება და ცხოვრების ხანგრძლივობა ჩვენზე არაა დამოკიდებული.

ცხოვრება გადის ცხოვრების საშუალებათა ძიებაში.

. შეხედეთ ინდივიდს, შეხედეთ კაცობრიობას, ყველა მიჩერებია ხვალინდელ დღეს. და რა რა არის ცუდი ამაში? კითხულობთ თქვენ.

უზომო ბოროტებაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვაპირებთ ცხოვრებას და ცხოვრება მომავლისთვის გადადის.

სენეკა, წერილები ლუსილიუსს

ადამიანებს აღელვებს არა საგნები არამედ მათი შეხედულება და მათი აზრი ამ საგნებზე.

ასე მაგალითად თავისთავად სიკვდილში არაფერია საშინელი. მას საშინელ რამედ აქცევს შეხედულება რომელიც ჩვენ გაქვს მასზე.

როდესაც გვაქვს უსიამოვნების განცდა ან აღელვებული ვართ ბრალი დავდოთ მარტო ჩვენს საკუთარ თავს,ე.ი. ჩვენს ცრურწმენებს.

მარტო უმეცარი დააბრალებს სხვებს თავის უბედურებებს.

საკუთარი თავის დადანაშაულება სწავლის დასაწყისია.

ბრძენი ხედავს რომ თვითონ ისაა დამნაშავე.

ეპიქტეტე,სახელმძღვანელო.

მე ვარ ადამიანი და არაფერი ადამიანური არაა ჩემთვის უცხო.

Terence, Heautontimoroumenos

ყოველი ადამიანი,საუკეთესოც და სხვაც იმსახურებს გარკვეულ პატივისცემას.

ციცერონი, მოვალეობები

მართალი,პატიოსანი, ამაღლებული სული არის ადამიანის სხეულში მცხოვრები ღმერთი.

ესეთი სული შეიძლება ჰქონდეს განთავისუფლებულს, მონას ისევე როგორც რომაელ რაინდს.

და რა არის რაინდი,განთავისუფლებული,მონა? სიტყვები რომლებიც ქედმაღლებმა მოიგონეს სხვათა დასამცირებლად.

არაა დედამიწაზე წერტილი საიდანაც შეუძლებელია ღმერთისკენ ასვლა.

გვეკითხებიან თუ როგორია ჩვენი მოვალეობები ადამიანთა მიმართ. რა ვუპასუხოთ?

ვიტყვით რომ არ უნდა ვღვაროთ ადამიანთა სისხლი? ძალიან ცოტაა.

დიდი ამბავია ადამიანისთვის იმის თქმა რომ ის არ უნდა იყოს მხეცი.

უნდა ვთქვათ რომ ადამიანმა ხელი უნდა გაუწოდოს წყალწაღებულს, რომ გზაზე უნდა დააყენოს გზას აცდენილი რომ უნდა გაუყოს პური მშიერს?

ყველაფერი გასაკეთებელი და თავიდან ასაცილებელი არის ამ მოკლე ფორმულაში რომელიც აჯამებს ყველა ჩვენს მოვალეობას:

სამყარო, სამყარო რომელსაც ხედავ , რომელშიც არიან ღმერთებიც და ადამიანებიც, არის ერთი დიდი სხეული რომლის ნაკვთებიც ვართ ჩვენ.

ბუნებამ ყველა შეყვქმნა ნათესავებად.

ჩვენ გვაქვს ერთი საწყისი, ერთი ხვედრი.

ბუნებამ ჩაგვიდო გულში ერთმანეთის სიყვარული და შეგვქმნა სოციალურ,საზოგადოებრივ არსებებად.

ბუნებამ დაადგინა თანასწორობა და სამართალი.

ბუნება გვასწავლის რომ ბოროტების გადატანა ჯობია ბოროტების ჩადენას.

ბუნებამ ხელები მოგვცა იმისთვის რომ დავეხმაროთ ადამიანებს.

სენეკა,წერილები ლუსილიუსს

 

 

3

ძველი რომის სიტყვები,Paroles de la Rome antique, კრებული,Benoît Desombres, Albin Michel,2001

ადამიანების კავკავშირი ერთმანეთთან,ურთიერთობა ბუნებრივი რამეა.

ადამიანი იმიტომ რომ ადამიანია არ უნდა იყოს უცხო სხვა ადამიანისთვის….

ბუნებამ მოგვცა ჯგუფების, კრებების, პოლიტიკური ერთეულების შექმნის უნარი, შეგვქმნა ამისთვის.

სტოიკოსები ამბობენ რომ სამყაროს მართავს ღვთაებრივი ნება, რომ სამყარო არის ადამიანების და ღმერთების საერთო ქალაქი და ქვეყანა.

ყოველი ჩვენთაგანი არის დიდი სხეულის ნაკვთი.

ბუნების მიერ დადგენილი ამ კანონიდან გამომდინარეობს რომ საერთო, საყოველთაო ინტერესი უნდა დავაყენოთ კერძო,პირად ინტერესზე უფრო მაღლა და წინ….

სამშობლოს მოღალატე არაა უფრო დამნაშავე იმაზე ვინც კერძო,პირადი ინტერესით, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ღალატობს კაცობრიობის და ადამიანობის ინტერესებს.

ციცერონი , სიკეთე და ბოროტება

დიდება უნდა მიიღო მარტო იმისგან რაც არის შენი საკუთარი,შენი ბუნებისა.

ჩვენ ვამბობთ რო, ვაზი ლამაზია მაშინ როდესაც ის დახუნძლული ყურძნის მტევნებით….. განა გვირჩევნია უნაყოფო მაგრამ ოქროსფოთლებიანი ვაზი?

ვაზის ბუნებაა, მისი საკუთარი თვისებაა ნაყოფიერება.

ადამიანში უნდა ვანო ის რაც არის მისი საკუთარი,მისი ბუნებისა.

მას ყავს ბევრი მონა,მას აქვს ლამაზი სახლი,დიდი მიწები,პროდუქტიული კაპიტალები, მაგრამ ყველაფერი ეს არის მის გარეთ და არა მასში.

აქედან ის რასაც ადამიანს ვერც წართმევ ენ და ვერც მისცემენ,რაც არის ადამიანისა.

მეკითხები თუ რა არის საკუთრივ ადამიანისა.

სული და სულში სრულყოფილი გონება.

ადამიანი არის გონიერი არსება.

ადამიანის სიკეთე და მისი უმაღლესი მიღწევა, მაშ, არის სრულად გაკეთება იმისა რისთვისაც ის მოვიდა ქვეყნად.

მაგრამ რას მოითხოვს გონება ადამიანისგან?

ძალიან იოლად რამეს: ცხოვრებას ბუნების შესაბამისად.

სენეკა, წერილები ლუსილიუსს.

 
რა დაბლაც არ უნდა დაეცეს კანონები ერთადერთის ძალით,

რა დამცირებულიც არ უნდა იყოს თავისუფლება,ადრე თუ გვიან ისინი აღდგებიან მდუმარე პროტესტებით თუ ფარული არჩევნებით.

ერთხელ გაუქმებული თავისუფლება უფრო გვტკენს გულს ვიდრე თავისუფლება რომელიც არ ყოფილა დაკარგული.

ციცერონი, მოვალეობებზე

 

 

4

ძველი რომის სიტყვები,Paroles de la Rome antique, კრებული,Benoît Desombres, Albin Michel,2001

ღმერთი შენთან ახლოა, შენთანაა, შენში. …

თვითონ ჩვენშია წმინდა სული რომელიც ხედავს ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, კარგს თუ ცუდს;

ის გვექცევა ისე როგორც ჩვენ ვექცევით მას,.ვერავინ იქნება პატიოსანი ღმერთის გარეშე.

ვინ შესძლებს ღმერთის დახმარების გარეშე ცხოვრების სირთულეებზე ამაღლებას?

ღმერთი შთაგვაგონებს დიდ და მამაცურ გადაწყვეტილებებს.

ყოველი კეთილი ადამიანის გულში არის ღმერთი, რომელი,არ ვიცით.

თუ კი ხარ ტყეში სადაც არის არაჩვეულებრივი სიმაღლის ბებერი ხეები რომელთა მწვანე ტოტების სართულები მალავენ ცას, ამ უღრანი ტყის იდუმალება გიჩენს ღვთაებრივი ძალის იდეას. .

ჩვენ თაყვანს ვცემთ დიდი მდინარეების წყაროებს,სათავეებს. ფარული წყლის მოულოდნელი დინება თან ახლავს საკურთხევლებს; ცხელი წყლების წყაროებთან და სათავეებთან დაკავშირებული კულტი; და ტბებს მათი სიშავის და უზომო სიღრმის გამო აქვს საკრალური ხასიათი….

ღვთაებრივი ძალა მიუძღვის ძლიერ და გაწონასწორებულ სულს რომელიც აუღელვებლად უყურებს მუდამ ცვალებად სამყაროს და არაფრად აგდებს შიშებს და იმედებს.

ღვთაების დახმარების გარეშე ეს საოცრება ვერ იქნებოდა.

სენეკა, წერილები ლუსილიუსს

ყველა არსებაში არის ჭეშმარიტი, ბუნების შესაბამისი, საკუთარ თავთან თანხმობაში მყოფი კანონი,სწორი გონება რომლის ხმაც გვკარნახობს ჩვენს მოვალეობებს, რომლის მუქარაც გვაშორებს ბოროტებისგან.

სიკეთის მოქმედმა იცის მითითებები და აკრძალვები, მარტო ბოროტები არ აქცევენ მათ ყურადღებას.

დაუშვებელია ამ კანონის შესწორება ან შეუსრულებლობა.

ვერც სენატი და ვერც ხალხი ვერ გაგვანთავისუფლებს მისგან.

ეს კანონი იგივეა რომშიც და ათენშიც, დღევანდელი კანონი იგივე იქნება ხვალეც.

ესაა ერთი და იგივე კანონი ყველა დროის ყველა ხალხისთვის ვინაიდან ყველა დროის ყველა არსების საერთო ბატონი და სუვერენი არის ერთი და იგივე ღმერთი.

ამ ღმერთმა მოიაზრა და დაადგინა ეს კანონი.

ამ კანონის შეუსრულებლობა ადამიანის ბუნების აბუჩად აგდებაა, საკუთარი თავის საშინლად დასჯაა.

ციცერონი, რესპუბლიკაზე

ყველაფერი რაც კარგია შენთვის, ო სამყაროვ, კარგია ჩემთვისაც !

ყველაფერი რასაც მაძლევენ სეზონები გემრიელი ნაყოფია ჩემთვის, ო ბუნებავ!

ყველაფერი მოდის შენგან,ყველაფერი არის შენში, ყველაფერი ბრუნდება შენში.

მიწას უყვარს წვიმა. ღვთაებრივ ცასაც უყვარს წვიმა. სამყაროს უყვარს წარმოქმნა იმისა რაც უნდა წარმოიქმნას.

მე,მაშ,ვეუბნები სამყაროს: მე მიყვარს ის რაც შენ გიყვარს!

მარკუს ავრელიუსი, აზრები

მიწისკენ დახრილი პურის თავთავები, ლომის წარბი,ტახების ხახიდან გადმოსული დორბლი და კიდევ იმდენი რამ რაც დეტალურად ნახვისას სულაც არაა ლამაზი მაგრამ მოგვწონს ვინაიდან ისინი არსებათა სამკაულებია და გამომდინარეობს მათი ბუნებიდან.

უფრო ღრმად რომ ვხედავდეთ სამყაროს კანონებს დავინახავთ რომ ყველაფერი ჰარმონიულია.

ჩვენ ჩვენ ერთნაირ სიამოვნებას მოგვანიჭებდა ხახადაფჩენილი მხეცების დანახვა და მათი ამსახველი სურათების და ქანდაკებების თვალიერება.

ბრძენი მოხუც ქალშიც და მოხუც მამაკაცშიც დაინახავს ახალგაზრდობას, სილამაზეს, მეტიც, ბავშვურ მომხიბლაობას.

მარკუს ავრელიუსი, აზრები.

მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანის დღემოკლეობა და სიიაფე.

გუშინ ცოცხალი, ხვალე ფერფლი ან ჩონჩხი.

ჩვენი სიცოცხლისთვის გამოყოფილი მცირე დრო გავატაროთ

ბუნებასთან შესაბამისობაში და ცხოვრება კარგ ხასიათზე მყოფებმა დავტოვოთ ისე როგორც ეცემა მწიფე ზეთისხილი რომელიც. ლოცავს მის მკვებავ მიწას და მადლს უბრუნებს მის გამზრდელ ხეს.

მარკუს ავრელიუსი, აზრები

გაიხსენე რომ ამ ქვეყნად ხარ როგორც მსახიობი რომელმაც უნდა შეასრულოს დრამატული ავტორის მიერ მისთვის მიცემული როლი: მოკლე, თუ კი ავტორს უნდა მოკლე, გრძელი თუ კი ავტორს უნდა გრძელი.

თუ კი დრამატული ავტორი შესასრულებლად გაძლევს მათხოვრის როლს, კარგად შეასრულე ეს როლი. თუ კი ის გაძლევს კოჭლის, მოხელის თუ უბრალო კერძო პირის როლებს კარგად შეასრულე ეს როლებიც.

შენ უნდა შეასრულო როლი რომელიც სხვამ შეარჩია შენთვის.

ეპიქტეტე, სახელმძღვანელო

იყავი როგორც კლდე რომელზეც მუდამ იმსხვრევან ტალღები….კლდე რჩება მტკიცე და ათვინიერებს ირგვლივ მდუღარე ტალღას.

მარკუს ავრელიუსი, აზრები

 

ბერძენ-რომაელი სტოიკოსების დავიწყებული სიბრძნე

ამ კარგმა ხალხმა იცოდა რომ სამყარო ცოცხალი ორგანიზმია და მისი მოსპობა ცუდია. ამიტომაა დავიწყებული ეს სიბრძნე.

სამყაროში რომ იპოვო შენი საკუთარი ადგილი,რომ ისწავლო სამყაროში ცხოვრება და რომ მოახერხო სამყაროში შენი მოქმედებების ჩაწერა ჯერ უნდა გაიგო თუ რა არის შენს ირგვლივ არსებული სამყარო.

ესაა ფილოსოფიური თეორიის უპირველესი ამოცანა.

ბერძნული სიტყვაა theoria-თეორია ,to theion, ta theia orao ნიშნავს ვხედავ ღვთაებრივს, ვხედავ ღვთაებრივ რამეებს.

სტოიკოსებისთვის თეორია არის ჩვენს ირგვლივ გაშლილ რეალურ სამყაროში არსებული ღვთაებრივი სინამდვილის ჭბრეტა.

სხვა სიტყვებით ფილოსოფიის უპირველესი ამოცანაა სამყაროს არსის, მისი ყველაზე რეალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დანახვა.

ტრადიციისთვის, რომლის კულმინაციაციაცაა სტოიციზმი, სამყაროს უღრმესი არსია ზუსტი.სამართლიანი და ლამაზი.მშვენიერი ჰარმონია,წესრიგი.

ასეთ ჰარმონიულ და მოწესრიგებული სამყაროს უწოდებენ ბერძნები კოსმოსს.

ძველი ბერძნების აზრით კოსმოსი არის ორგანიზებული და სულიერი არსება.

სტოიკოსების აზრით კოსმოსი,სამყარო არის როგორც მშვენიერი წესრიგი და წყობა ისე ცოცხალი არსება.

მატერიალური სამყარო,მთელი სამყარო არის გიგანტური ცოცხალი არსება რომლის ყოველი ელემენტი,ყოველი ორგანო მშვენიერია და ჰარმონიაშია მთლიანობასთან.

ამ უზარმაზარი სხეულის ყოველი ნაწილი სრულყოფილად თავის ადგილზეა და, თუ არაა კატასტროფა ( ზოგჯერ კატასტროფაც ხდება ხოლმე,მაგრამ ის არ გრძელდება დიდხანს და მალე ყველაფერი მოწესრიგდება ხოლმე ) ის ფუნქციონირებს უნაკლოდ,ჰარმონიაში სხვებთან.

ესაა თეორია რომელიც უნდა დაგვეხმაროს დანახვაში და ცოდნაში.

ფრანგულ ენაში ბერძნულმა ცნებამ კოსმოსი ბევრ სხვა რამედ თან ერთად მოგვცა ცნება კოსმეტიკა, რაც ნიშნავს სხეულის სილამაზის მეცნიერებას, ფიზიკური სიმახინჯის სულ მცირე დამალვის და სილამაზის ხაზგასმის ხელოვნებას.

სტოიკოსების ღვთაებრივს არა აქვს არაფერი საერთო პიროვნულ ღმერთთან. მათ სამყაროში არსებული ღვთაებრივი სამართლის ჭვრეტა შეიძლება სათანადო საშუალებებით, მაგ. მეცნიერების კერძო დარგებით-ფიზიკით,ასტრონომიით, ბიოლოგიით. …

დაკვირვების შედეგად სტოიკოსები ხაზს უსვამენ იმას თუ რა კარგადაა ნაგები სამყარო,კოსმოსი:

პლანეტების რეგულარული მოძრაობა, მაგრამ აგრეთვე უმცირესი ცოცხალი არსებების სტრუქტურა,უპაწაწინესი მწერის აღნაგობაც გვიჩვენებს თუ რა მშვენიერია კოსმოსი,სამყარო.

სამყაროს მშვენიერებას ხედავს ყურადღებიანი დამკვირვებელი, რომელიც გონივრულად თეორეტიკოსობს ანუ ტკბება სამყაროს ღვთაებრივი არსის ჭვრეტით.

სტოიკოსები ისე აკვირდებოდნენ სამყაროს როგორც ბიოლოგი აკვირდება თაგვის თუ კურდღლის სხეულს რათა აღმოაჩინოს რომ იქ ყველაფერი სრულყოფილადაა გაკეთებული: შესანიშნავად გაკეთებული თვალი მხედველობა კარგი რომ იყოს,გული და არტერიები რათა სხეული მოირწყას მაცოცხლებელი სისხლით, მუცელი საჭმლის მოსანელებლად, ფილტვები ჟანგბადის მისაღებად, კუნთები,და ა.შ.

ასე რომ სამყაროს,კოსმოსის სტრუქტურა რაციონალურიცაა და არა მარტო ღვთაებრივი, სრულყოფილი.

აი ციცერონი:

” …არაფერია სამყაროზე უფრო სრულყოფილი…სამყარო ცოცხალი,გონიერი არსებაა.. ”

სტოიკოსების თეორიის თანახმად კოსმოსი ზოგი გამონაკლისი შემთხვევითი კატასტროფული ეპიზოდის მიუხედავად არსებითად და არსით ჰარმონიულია.

მთლიანად ბუნება ჰარმონიულია და ამიტომ ის გარკვეულად შეიძლება იყოს მოდელი ადამიანის ქცევისთვის.

და ადამიანის ერთ-ერთი უმაღლესი ამოცანაა თავისი საკუთარი ადგილის პოვნა ამ ჰარმონიულ ღვთაებრივ სამყაროში.

სტოიკოსების თქმით ხარბი, გაუმაძღარი,შურისმაძიებელი,მხეცურ ინსტინქტებს აყოლილი ბოროტი ადამიანისთვის ადგილი არა ჰარმონიულ ღვთაებრივ სამყაროში.

მართალი,პატიოსანი,ამაღლებული სული შეიძლება იყოს როგორც არისტოკრატის ისე ყმის და მონის სხეულში და როგორც უფრო კარგი ისე ნაკლებად კარგი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას.

ღვთაებრივმა, ჰარმონიულმა ბუნებამ ყველა შეგვქმნა ერთმანეთის ნათესავებად, მოგვცა ერთი საწყისი და ერთი ხვედრი, მან ჩაგვიდო გულში ერთმანეთის სიყვარული და შეგვქმნა სოციალურ არსებებად, მან დააფუძნა თანასწორობა ოლ სამართალი, მან გვასწავლა რომ ბოროტების ატანა და გადატანა ჯობია ბოროტების ჩადენას.

ღვთაებრივმა, ჰარმონიულმა ბუნებამ ხელები მოგვცა იმისთვის რომ დავეხმაროთ სხვებს და არა იმისთვის რომ დავახრჩოთ ვიღაცა.

სენეკა ა ეს.

დღევანდელ დეგენერატს უყვარს ირგვლივ ყველაფრის მოსპობა და გაჩანაგება. ესაა დევოკრატია.

გვახსოვდეს დიდი სტოიციზმიც

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s