ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-4

ისტორია-გეოგრაფია ნოლებისთვის ,მეოცე საუკუნე-4

ცოდნის მინიმუმი იმ ფრანგი ჯეელებისთვის ვისაც უნდათ სკოლის,საშუალო განათლების ატესტატის მიღება

Nicolas Arnaud, Hugues Vessemont, Le BAC Histoire-géographie pour les nuls,2008

 

პერესტროიკის, საბჭოთა კავშირის გაქრობის მერე

მსოფლიოს ორგანიზაცია დღეს, გლობალური გამოწვევა

 

ახალი  მსოფლიო წესრიგის მარცხი

 

გაერო მსოფლიოს ცემტრში ?

ცივი ომის დამთავრებასთან ერთად  გაერომ მოაგვარა მრავალი კონფლიქტი.

1988  წელს  გაეროს შუამავლობით ხელი მოეწერა  დაზავებას ერაყს  და  ირანს შორის.  იმავე  წელს  გაეროს  დახმარებით დაიდო შეთანხმება  სამხრეთ აფრიკასა და ნამიბიის  დამოუკიდებლობის მომხრე პარტიზანულ მოძრაობას შორის.

1989 წელს  მოხერხდა განიარაღება 2 ბანაკისა  რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ნიკარაგუას სამოქალაქო ომში.

1991  წელს  გაერომ  მფარველობის  ქვეშ აიყვანა კამბოჯა რათა მოხერხებულიყო  სახელმწიფო ინსტიტუტების მინიმუმის აღდგენა რათა მოხერხეულიყო 1993 წელს არჩევნების ჩატარება.

 

ყურის პირველი ომი.

1990  წლის ივნისში გაერომ დაუყოვნებლივ მოახდინა  რეაქცია ქუვეიტზე  ერაყის თავდასხმზე.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ თავდასხმის დღესვე მიიღო რეზოლუცია 660.

ამერიკის სარდლობით შეიქმნა  მრავალეროვნული ძალა.

1990  წლის ნოემბერში ულტიმატუმის გაგზავნის შემდეგ მრავალეროვნულმა ძალამ ერაყს შეუტია 1991 წლის იანვარში.

დაბომბვებს  ერაყმა  უპასუხა იზრაელისთვის რაკეტების სროლით. ეს იყო იზრაელის ომში ჩათრევის მცდელობა.

თებერვლის ბოლოს ქუვეითი განთავისუფლებული იყო. ერაყის ჯარის ძირითადი ნაწილი მოსპეს, მაგრამ სადამ ჰუსეინი დარჩა ქვეყნის მეთაურად.

გაერომ მოახდინა ერაყის განიარაღება, მოსპო მისი ბალისტიკური,წიმიური და ბიოლოგიური პროგრამები.იკვლევდნენ თუ რა  დონეზე იყო ერაყში ბირთვული ძიებები.

 

გაეროს  იმედის  საზღვრები

ამერიკელების  ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა ომმა  ყურეში  რამდენადმე  შელახა  გაეროს ავტორიტეტი

გაეროს თითქოს აღარ  შეეძლო ადექვატური რეაქციის მოხდენა.

მეტიც, გაეროს არ აქვს საკუთარი სამხედრო საშუალებები  და ის  დამოკიდებულია  მრავალმხრივი ოპერაციების მოწყობის უნარის მქონე  მიზანდასახულ სახელმწიფოებზე.

1992  წლის  ინტერვენცია  სომალიში დასრულდა  სამარცხვინო  მარცხით. გაეროს მანდატის მქონე ამერიკულმა  ჯარებმა,რომლებსაც მშვიდობა უნდა  დაემყარებინათ სომალიში, ვერ მოახერხეს ამის  გაკეთება და ისინი 1995 წელს  გავიდნენ ქვეყნიდან.

 

1994  წლის  აპრილში რუანდაში გაერო  დამბლადაცემულად ჩანდა. 10 ბელგიელი  ცისფერი ჩაფხუტი მოკლეს და  გაერომ  გაიყვანა იქ მყოფი  ჯარისკაცები მაშინ როდესაც იწყებოდა სასაკლაო.  იყო გენოციდი, ორ თვეში მოკლეს

600 000-მილიონი ადამიანი.  მერე შეიქმნა  საერთაშორისო ტრიბუნალი, ბევრი ვერაფერი ნუგეშია.

 

ყოფილ იუგოსლავიაში  შექმნილმა ვითარებამ გააშიშვლა გაეროს უძლურება.

1992 წლიდან გაერომ დაპირისპირებულთა გასაშველებლად გააგზავნა 14 000 ჯარისკაცი.

1993  წელს  გაერომ დაადგინა უსაფრთხოების ზონები რომლებიც არ იქნა დაცული და შექმნა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის.

ვითარება  განიმუხტა 1995  წელს სამხედრო მდგომარეობის ხორვატების სასარგებლოდ შეცვლით და  ფრანგთა,ნატოს და ამერიკელების.

უშუალო ჩარევით. ამერიკელების დაძალებით 1995 წლის ოქტომბერში დაიდო დეიტონის შეთანხმებები.

გაერო განსაკუთრებულად დასუსტა yველა  სუსტი თუ  ძლიერი ქვეყნის თვალში.

დაშლა  და  დესტაბილიზაცია, ყოფილი  საბჭოთა სამყაროს დაშლა და გადაწყობა

 

საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა ტკბილი უმტკივნეულო პროცესი აზერბაიჯანელები და სომხები ერმანეთს ეომებოდნენ ტერიტორიის გულისთვის. საქართველოში იყო სეპარატიზმები. მოლდაველები და  რუსულენოვნები ეომებოდნენ ერთმანეთს ნავთობის მარაგის მქონე ახალი სახელმწიფო მოლდოვას გაკონტროლების გულისთვის. მას შემდეგ ამ პატარა ქვეყანაში თანაარსებობს 2 ხელისუფლება.რუსულენოვანი უმცირესობა აკონტროლებს  ყველაზე ინდუსტრიულ რეგიონს რამენაირი საერთაშორისო აღიარების გარეშე.

 

ჩეჩნეთის თაობაზე  რუსეთი არ დაეთანხმა თავისი ტერიტორიის დაშლას. ჩეჩნეთის პირველი ომი ატყდა 1994 წელს. რუსეთის არმია  შეიჭრა ჩეჩნეთში, იყო დიდი მსხვერპლი და დიდი ნგრევა.1996 წელს  რუსები  გავიდნენ. დარჩა სუსტი ხელისუფლება. მოხდა  ქვეყნის რადიკალიზაცია. 1999 წელს დაამკვიდრეს შარიათი.

კავკასიაში იყო ინციდენტების  სერია და 1999 წლის შემოდგომაზე მოსკოვში იყო ტერორისტული აქტები.  ამან გამოიწვია მოსკოვში ხელისუფლების შეცვლა.ვლადიმირ პუტინმა შცვალა დაქანცული ბორის ელცინი. მაშინ ჩეჩნეთში განახლდა ომი. ქვეყანა ისევ დაიპყრეს. რუსები შევიდნენ დანგრეულ გროზნოში.

 

ფრანგ და  საზოგადოდ  ევროპელ ჯეელებს  არ უყვებიან ამ ამბებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ.

 

1990-1992  წლებში  რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატი სერგეი შახრაი  კომუნისტური მამაძაღლობების შესახებ.

 

30 წლის  წინ, 1985 წლის მარტში ბოროტების იმპერიის იმპერატორი გახდა ობერჩეკისტი ანდროპოვის საყვარელი კადრი მიხაილ გორბაჩოვი და გავბედნიერდით.

ბარემ 1-2 სიტყვა მისი მამაძაღლობების შესახებ.

 

საბჭოთა კავშირი ისეთი ქვეყანა იყო რომ ყოველ მორიგ ლიდერს სურდა თავისი კონსტიტუციის დაწერა,

ეს უნდოდა გორბაჩოვსაც.

 

1990 წლის 14 დეკემბერს  ახალი ძირითადი კანონის პროექტს წარმოადგენდა აკადემიკოსი  კუდრიავცევი.

მაგრამ ისტორია სხვა გზით წავიდა და ახალი კონსტიტუციის მაგივრად გაჩნდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების თემა.

 

ეს დეტექტური ისტორიაა.

 

ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას ითხოვდნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. ამის შესახებ პირველმა 1989 წლის 16 ნოემბერს განაცხადა ესტონეთმა.

მათი ლიდერები აცხადებდნენ რომ მხოლოდ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე დაელაპარაკებოდნენ მოსკოვს.

გორბაჩოვის გუნდმაც გადაწყვიტა ამ პროცესის სათავეში ჩადგომა.

 

მაგრამ გორბაჩოვის გუნდმა დაიწყო « გათიშე და იბატონეს » პოლიტიკის გატარება.

 

ამ გუნდმა გადაწყვიტა  სსრკ  მოკავშირე რესპუბლიკებისთვის ამ რესპუბლიკებში არსებული ავტონომიების დაპირისპირება.

ამ გუნდმა მოინდომა .. ავტონომიზაციის გეგმის განხორციელება:

 

გორბაჩოვის გუნდის ჩანაფიქრის თანახმად ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა 35 სუბექტს და არა თხუთმეტ მოკავშირე რესპუბლიკას.

პრაქტიკულად ეს ნიშნავდა ავტონომიური რესპუბლიკების მოკავშირე რესპუბლიკებად გადაქცევას, ავტონომიური რესპუბლიკების შემცველი მოკავშირე რესპუბლიკების დაფლეთას.

 

ამ კომბინაციის ლოღიკის თანახმად თავისი სტატუსის ამაღლებით კმაყოფილ ავტონომიებს მხარი უნდა დაეჭირათ ცენტრალური ანუ გორბაჩოვის ხელისუფლებისთვის.

 

და როდესაც 19 აგვისტოს მოხდა პუტჩი უკვე 20 აგვისტოს დილით იანაევის მისაღებში მოგროვდნენ ავტონომიების ხელმძღვანელები. ისინი პოლიტიკურ ლოიალობას პირდებოდნენ პუტჩისტებს თავისი სტატუსის ამაღლების სანაცვლოდ.

 

მეტიც, გროზნოში დუდაევის გაჩენის შემდეგ გორბაჩოვის ხელისუფლებამ დაიწყო მასთან ბოდიში თამაში.

გორბაჩოვის სახელით დუდაევთან დადიოდნენ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი დენისოვი და გორბაჩოვის თანაშემწე კრასნოვი.

ისინი ჩეჩნეთს სთავაზობდნენ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს თუ კი ის გავიდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან.

 

http://www.yeltsincenter.ru/decryption/intervyu-s-sergeem-shakhraem

 

ისევ სერგეი შახრაის თანახმად 1990 წლის 26 აპრილს გამოჩნდა მორიგი უბედურება:

საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი სოციალურ, კულტურულ და მრავალ სხვა საკითხებში აამაღლა მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსამდე

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  განსაკუთრებულ საქაღალდეში არის დოკუმენტი ავტონომიზაციის გეგმა რომლის თანახმადაც მოკავშირე რესპუბლიკებს ართმვდნენ საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებას. ხდებოდა ამ რესპუბლიკების დევალვაცია და ამის კომპენსაცია ხდებოდა ავტონომიებით// ანუ სულ ანგრევდნენ საქართველოსაც რომელიც ლამაზი ლოზუნგების ღნავილით დაანგრიეს 1991 წელს//.

http://www.yeltsincenter.ru/decryption/intervyu-s-sergeem-shakhraem

 

http://rusmonitor.com/majjrbek-vachagaev-chechnya-stala-katalizatorom-radikalnojj-smeny-nastroenijj-na-severnom-kavkaze.html

 

პარიზში არის კავკასიურ კვლევათა ასოციაცია რომლის პრეზიდენტიცაა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვის ყოფილი წარმომადგენელი რუსეთში  ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი. ცხოვრობს საფრანგეთში.

არის ლონდონური ჟურნალი «Caucsus Survey»-ის და ფრანგული ონლაინგამოცემა «PROMETHEUS»-ის რედაქტორი, ჯეიმსტაუნისს ფონდის (The Jamestown Foundation) უფროსი მეცნიერთანამშრომელი.

აი მისი მონაყოლიდან

 

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ცხელი  წერტილი იყო ვოლგისპირეთი//თათარსტანი, ბაშკორტოსტანი//და არა ჩრდილოეთი კავკასია.

  გამონაკლისი იყო ჩეჩნეთი რომელმაც გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და განაცხადა რომ მას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩენა.

ეს არ ყოფილა ჯოხარ დუდაევის თვითნებობა და კაპრიზი.

ეს გაკეთდა  1990  წლის თებერვალში  მიღებული საბჭოთა კანონის საფუძველზე.  მაშინ გორბაჩოვმა მოითხოვა ავტონომური და მოკავშირე რესპუბლიკების უფლებათა გათანაბრება.

  გორბაჩოვის ამ კანონზე დაყრდნობით ჩეჩნეთის რესპუბლიკა გავიდა რუსეთის ფედერაციის გავლენის ზონიდან მან გამოაცხადა თავი საბჭოთა კავშირის სუბიექტად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი თავი გამოაცხადა დამოუკიდებელ რესპუბლიკად….

გორბაჩოვმა შეაჯახა ერთმანეთს საბჭოთა კავშირის ავტონომიური და მოკავშირე რესპუბლიკები,ატეხა დღემდე გაუთავებელი სისხლისღვრა, მიიღო ნობელის პრემია და ბაირამობს.

 

გამსახურდიამ და დუდაევმა სცადეს კავკასიის თანამეგობრობის შექმნა. მათი ქვეყნები დაანგრიეს,ისინი დახოცეს, გორბაჩოვს იუბილე გადაუხადეს ლონდონში და ვართ ასე

მოგონებანი გარდასულ დროთა

 

იხსენებს რუსეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე,იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი მიხეილის ძე შახრაი, საბჭოთა კავშირის დასაფლავების მონაწილე.

გორბაჩოვის მამაძაღლობები

ნობელის პრემიის ლაურეატმა აკადემიკოსმა სახაროვმა უკვე 1989 წელს მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა ძველი საქართველოს ნაშთი არამზადა სატანა სტალინის მიერ შექმნილ მოსასპობ იმპერიად.

ეს იყო  ძველი საქართველოს ნაშთისთვის გამოტანილი სიკვდილის განაჩენი.

ცივილიზებულად მიჩნეულმა სამყარომ ჩაღიმა,აბა როგორ გინდათ დესტალინიზაცია ?

მაგრამ ჯალათებიც ხოა საჭირო?

აი  ჯალათების კოჰორტის ბელადის ვინაობის დადგენაში გვეხმარება ბატონი სერგეი,მოვუსმინოთ :

«… //ნობელის პრემიის კიდევ ერთ ლაურეატ// გორბაჩოვს და მის გუნდს ეშინოდათ რომ 15 რესპუბლიკისგან შემდგარ ქვეყანაში,სადაც რესპუბლებს ჰქონდათ კავშირიდან გასვლის უფლება ელიტებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს შეუძლიათ სახელმწიფოს დანგრევა.

ამიტომ გორბაჩოვმა მიზნად დაისახა ელიტების დასუსტება.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კომუნისტური პარტიის «საგანგებო საქაღალდეში » გაჩნდა ბარათი  «ავტონომიების როლის შესახებ »,ეს იყო ავტონომიზაციის ახალი პროექტი.

 

შემუშავდა სამოკავშირეო ხელშეკრულების ახალი კონცეფცია სახელმწიფოს საფუძვლების შეცვლით.

კავშირიდან გასვლის უფლების მქონე 15 რესპუბლიკის მაგივრად უნდა გაჩენილიყო 35 სუბიექტი-რესპუბლიკის გამაერთიანებელი კავშირი და ამ 35  რესპუბლიკას არ უნდა ჰქონოდა კავშირიდან გასვლის უფლება.

დამატებითი  რესპუბლიკა-სუბიექტები იყვნენ ავტონომიები//მათ შორის აფხაზეთიც,აჭარაც, ყარაბაღიც და ა.შ-ც//.

    სამოკავშირეო ხელშეკრულების პირველი პროექტის განხილვისას ნოვო-ოგარიოვოში  მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან 

 

ერთად მაგიდას უსხდნენ ყველა ავტონომიის ლიდერები….

 

არის კიდევ ერთი დოკუმენტი.

   1990 წლის 26 აპრილს// ანუ საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე// საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი სოციალურ-ეკონომიკურ, სამეურნეო,კულტურულ და მოსხვა სფეროებში მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივად გათანაბრების შესახებ…. »

 

ანუ ტანკით თბილი სის პერესტროიკა იყო აი ამ პროექტის რეალიზაციის გზა იმიტომ რომ პრეზიდენტი გამსახურდია იცავდა საქართველოს და უარყოფდა ობერჩეკისტი ანდროპოვის კადრი გორბაჩოვის მამაძაღლობებს.

გამოაცხადეს გამსახურდია სატანად და გაილაღეს….

ეს  გორბაჩოვი ეთამაშებოდა ჯოხარ დუდაევსაც,მაგრამ მან გამსახურდიასთან ერთად კავკასიური თანამეგობრობა არჩია.

კაცი იყო ისიც.

მოხდა რაც მოხდა, ისტორია არ დამთავრებულა,უბრალოდ ვიცოდეთ რომ ნობელის პრემიის ლაურეტ სახაროვის და გორბაჩოვის მომხრეთა ინტერნაციონალთან საქმის დაჭერა მოითხოვს დიდ ცოდნას,სიფრთხილეს,მონდომება-შეუპოვრობას,სიყვარულს, ნორმალური ხალხის ამოცნობას…

თანაც კაციჭამიები უნდა მოვიგერიოთ ადამიანური და არა კაციჭამიური ხერხებით.

http://www.ualberta.ca/~khineiko/NG_95_97/1146772.htm

 

პუტინის  დროს  კი  რუსეთს უნდა მტკიცე  ცენტრალიზებული ხელისუფლება თავის ტერიტორიაზე  და თავისი გავლენის არის, მახლობელი საზღვარგარეთის გაკონტროლება უცხოური,მათ შორის ევროპული და ამერიკული გავლებისგან თავის დაცვით.

 

მაჰმადიანური ინტეგრიზმი, ახალი პროტესტი

ისლამიზმს  აქვს  2  პოლიტიკური  წყარო  და  საწყისი.

ერთია არაბეთში სადაც XVII საუკუნეში იბნ საუდის ტომის ირგვლივ შეიქმნა  ვაჰაბიტური ბირთვი და  ეგვიპტეში სადაც  ქვეყნის  გადასავლურებაზე  რეაქციის  სახით 1928 წელს  შეიქმნა ძმები მაჰმადიანების საძმო.

ცივი ომის  დამთავრებამ ეს უტოპია გადააქცია როგორც ადგილობრივ ავტორიტარულ ხელისუფალთა ისე მსოფლიო ეკონომიკურ უსამართლობათა წინააღმდეგ რელიგიის სახელით

პროტესტის გამოთქმის ერთ ერთ მთავარ საშუალებად

ყველაზე  დაჯერებულ მაჰმადიან ინტეგრისტებს უნდათ მჰმადიანური სამყაროს ქვეყნების ისევ გამაჰმადიანება და  გაერთიანება მათთვის  საძულველ დასავლეთთან საბრძოლველად.

ისლამისტების პარტია ისლამური ხსნის  ფრონტი  დაუპირისპირდა ალჟირის ხელისუფლებაში მყოფ ეროვნული  ხსნის ფრონტს რომელმაც ოდესღაც მოიპოვა ალჟირის დამოუკიდებლობა.

ისლამისტები აღმოჩნდნენ ერთადერთი ნამდვილი ოპოზიცია რომელსაც მხარს უჭერდა ხალხი.

ისლამისტებმა გაიმარჯვეს ალჟირის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მაგრამ ხელისუფლებამ არ დაუშვა ისლამისტების გამარჯვება და გააუქმა არჩევნები. ატყდა სამოქალაქო ომი რომელშიც ჩაერთო ალჟირის არმია. ორმხრივ მხეცობათა შემდეგ დარჩა ას ათასზე მეტი გვამი.

 

1989 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ  ავღანეთის ხელისუფლება დარჩა შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეების პირისპირ.

ქაბული აიღეს 1992 წელს მაგრამ ავღანელთა სხვადასხვა ჯგუფებმა აუტეხეს ერთმანეთს ომი და დაიწყო ქაოსი რაზეც რეაქციის სახით 1994 წელს შეიქმნა მოძრაობა თალიბანი რომელსაც მხარს უჭერდა მეზობელი პაკისტანი.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი აიღო 1996  წლის  სექტემბერში და თავისი კანონი გააბატონა თითქმის მთელ ქვეყანაში.

გაბატონდა ისლამის ყველაზე მკაცრი ვარიანტი, ქალები დამალეს გრძელ შავ სამოსში, აკრძალეს ყველანაირი  გართობა,მფრინავი საჰაერო გველი, მუსიკა, კინო. შეუწყნარებლობა მიდიოდა იქამდე რომ აფეთქებდნენ ავღანეთის წინაისლამური კულტურების ძეგლებს. თალიბებს სულ არ აინტერესებდათ მათი მოდელის  გავრცელება, ისინი იყვნენ ყველაზე რადიკალური მაჰმადიანი მებრძოლები.

 

უნილატერალიზმი ანუ გაეროსგან დამოუკიდებლად მოქმედება ლეგიტიმური თავდაცვის მომიზეზებით და მისი საზღვრები

 

ამერიკული ჰიპერძლიერების თანდათანობითი გამოვლენა

 

აშშ ტრადიციულად  არ  გადასცემს სუვერენიტეტს  სხვა  ხელისუფლებას. ვერ იქნებიან ამერიკელი ცისფერი ჩაფხუტები. გაეროს  უსაფრთხოების საბჭოს  გადაწყვეტილების შესასრულებლად ამერიკის ჩარევა  მუდამ ხდება ამერიკის დროშით.

კლინტონის მიერ სომალიში თუ ბოსნიაში გაგზავნილი ჯარები რჩებოდნენ ამერიკული სარდლობის ქვეშ. საერთაშორისო სასამართლო ვერ გაასამართლებს ამერიკელებს.

ამერიკული  დიპლომატია გამკაცრდა 2000 წელს George W . Bush-ის არჩევის შემდეგ. დამაფიქრებელი სახელმწიფოები გადაიქცნენ არამზადა  სახელმწიფოებად.

2001  წლის  11  სექტემბერს მოწყობილი ტერაქტი დიდი  ტრავმა იყო  ამერიკელებისთის რომლებსაც საუკუნეების  მანძილზე არ განუცდიათ თავდასხმა საკუთარ ტერიტორიაზე.

დამნაშაედ დაუყოვნებლივ გამოცხადდა თალიბანთა რეჟიმი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა  გაეროს ლეგიტიმაციით შეუტიეს და ნოემბერში გაანთავიუფლეს ავღანეთი რელიგიური დიქტატურისგან.

საფრთხის გრძნობა ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლევს მის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების  ასახელების  და საერთაშოროსო ინსტანციებისთვის ყურადღების მიუქცევლად წინასწარი ზომების მიღების უფლებას.

ერაყის მიმართ ბუშის ადმინისტრაციამ განაახლა გამაფრთხილებელი,ამცილებელი,წინასწარი ომის

( guerre prventive) კონცეფცია.

 

მშვიდობის  სუსტი და მერყევი ღერძი

 

თალიბანის რეჟიმისთვის ბოლოს მოღების შემდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობამ  2002  წელს ჩამოთვალა სახელმწიფოები რომლებიც მისი აზრით საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო უსაფრთხოებას, არამზადა სახელმწიფოები რომლებიც მის თქმით ქმნიდნენ ბოროტების ღერძს გამაფრთხილებელი, წინასწარი ომის პროექტი. გაეროს მკვლევარებმა ვერ ნახეს ერაყში მასობრივი მოსპობის იარაღის კვალი.

 

 

აშშ-ს ხელმძღვანელობა ამბობდა რომ ერაყიდან მოდის ქიმიური და ბირთული საფრთხე.

 

გაერომ  არ მიიღო სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ  წინასწარი ომის პროექტი. გაეროს მკვლევარებმა ვერ ნახეს ერაყში მასობრივი მოსპობის იარაღის კვალი.

 

გაეროს  უსაფრთხოების საბჭო გაიყო. საფრანგეთი,გერანია, რუსეთი მოითხოვდნენ ერაყის განიარაღებას ძალის გამოუყენებლად, უომრად.ევროპის  ყველა  დედაქალაქში იყო გამოსვლები ამ ომის წინააღმდეგ.

მაგრამ  ბუშის ადმინისტრაცია გაჯიუტდა.

აშშ-მ და საკუთარი საზოგადოებრივი აზრისგან ტოტალურად მოწყვეტილმა ზოგმა ევროპელმა ლიდერმა გადაწყვიტეს  ერაყთან  ომი.

ამდენად ნანატრი ომი დაიწყო 2003 წლის  მარტში.

ერაყი ერთ თვეში დაიპყრეს, მაგრამ შშ-მ ვერ მოახერხა სადამ ჰუსეინის შემდგომი რეჟიმის დაფუძნება.

მაჰმადიანმა ფუნდამენტამენტალისტებმა, სადამ ჰუსეინის რეჟიმს ანატრებულებმა, შიიტებმა, რომელთაც ღიად თუ ფარულად უჭერდა მხარს მეზობელი ირანი, დაიწყეს სტაბილურობის დამარღვველი პარტიზანული ომები.

აშშ-ს საზოგადოებრივი აზრი ეხლა არ იწონებს თავისი პრეზიდენტის პოლიტიკას.

ეს გამოიხატა იმით რომ 2006 წელს კონგრესში აირჩიეს  დემოკრატთა უმეტესობა.

ბუშს უნდოდა კონფლიქტი ირანთანაც, მაგრამ ამერიკა მას არ აყვა

 

 

http://leplus.nouvelobs.com/contribution/1231525-chretiens-d-irak-massacres-c-est-un-genocide-dont-georges-bush-est-le-1er-responsable.html

 

ჩანართი

ფრანგული ჟურნალი Le Nouvel Observateur — Le Nouvel Obs,12-08-2014

ფილოსოფოსი Daniel Salvatore Schiffer

ერაყის გაჟლეტილი ქრისტიანები, ესაა გენოციდი რმელზეც პასუხისმგებელია George Bush

hrétiens d’Irak massacrés : c’est un génocide, dont George Bush est le 1er responsable

Publié le 12-08-2014

Daniel Salvatore Schiffer
Philosophe

გამოუთქმელია ამიერიდან თავის საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ქცეული ერაყელი ქრისტინების მარტვილობა.

ველურმა და უმეცარმა ისლამისტებმა იციან მარტო მოკვლა, ყელის გამოჭრა, ტერორის თესვა, ადამიანთა შეძრწუნება, მათი ასე თქვათ მტრების სახლების ძარცვა, აოხრება, დაწვა, მათი ქალების გაუპატიურება და ასობით ადამიანთა ცოცხლად დამარხვა.

ხმები დადის  რომ ამ მხეცებმა ზოგი ქრისტიანი ჯვარს აცვეს კიდეც.

ახალი გოლგოთა ისლამიზმის ფონზე….

 

ერაყის ჯოჯოხეთი

 

დასავლური მასობრივი ინფორმაციის  საშუალებები მათ რეპორტაჟებში  ყოველ დღე აღწერენ ძალადობის ამ თავზარდამცემ სცენებს. ისინი გვიჩვენებენ ჩრდილოეთ ერაყის ქალაქებს (Qaraqosh, Mossoul, Erbil, Sinjar…), ოდესღაც ქრისტიანობის კულტურულ აკვანს რომლებიც დღეს დაცლილია მათი მოსახლეობისგან.

მაგრამ დასავლური მასობრივი ინფორმაციის  საშუალებები შეგნებულად  თუ  შეუგნებლად  არ  ახსენებენ ამ გენოციდზე მორალურად, გეოპოლიყიკურად და  სამხედრო  თვალსაზრისით პირველ თუნდაც არაპირდაპირად პასუხისმგებელ ვინმეს,-is–George Bush-ის ამერიკას.

 

მასობრივი მოსპობის იარაღის ტყუილი საბაბის მოშველიებით 2003  წელს  სადამ ჰუსეინის  დამხობით სწორედ ამ პრეზიდენტმა,რომელიც არ ბრწყინავდა დიპლომატიური გონიერებით, უნებურად და  უცოდინრად პირომანმა, გაუხსნა გზა რელიგიური  სიძულვილის იმ უზომო  ხანძარს რაც არის ეს  ახალი  ისლამური  სახელმწიფო. სულელურად გაიხსნა პანდორას  ყუთი.

 

მე  არასოდეს  მქონია  სიმპატია დიქტატორი სადამ ჰუსეინის მიმართ. მე  ის ხშირად ძალიან მკაცრად გამიკრიტიკებია კიდეც.

 

მაგრამ თუ კი ყველაფერს გავითვალისწინებთ  სადამ ჰუსეინი, რომელიც საკუთარ თავს განსაზღვრავდა როგორც საერო პირს, რომელმაც დაუშვა კულტის თავისუფლება, დაამკვიდრა ქალის პატივსაცემი და პატივცემული სტატუსი, მოახერხა თავისი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ცხოვრების დონის შესამჩნევად ამაღლება,ეხლაც მირჩევნია ამ მხეც ველურებს.

 

შუა საუკუნების ყველაზე ბნელ პერიოდებში არ ყოფილან ისეთი ბნელი ძალები როგორც ეხლა თარეშობენ ერაყში.

 

დღევანდელ ერაყს ახასიათებს შემზარავი იდეოლოგიური  უკანდახევა და არა  დემოკრატიული ევოლუცია.

 

ერაყის ეხლახანს  გადაყენებული პრემიერ მინისტრი, შიიტი Nouri al-Maliki არ ყოფილა სუნიტ სადამ ჰუსეინზე  უკეთესი. :

ორივე ხელს უწყობდა თავ-თვაის რელიგიურ თემს და ერთმორწმუნეებს აწინაურებდა სხვათა საზარალოდ.

 

 

Bush პირომანი, Obama-მეხანძრე

 

 არც ისე ძნელად განსაჭვრეტი კატასტროფის ფონზე ბარაკ ობამას  ეხლანდელი  ჰუმანიტარული ოპერაცია არის მხოლოდ მინიმუმი  რაც  უნდა  გაკეთდეს ერაყელი ქრისტიანების საშინელი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.:

Barack Obama,რომელსაც კაცმა  არ  იცის  რატომ მისცეს  ნობელის მშვიდობის პრემია, რა ღირსებების თუ კეთილი  მიზნების  მქონეც არ უნდა იყოს, ამ თავზარდამცემ გარემეოებებში იქნება მარტო პირომანი ბუშის მეხანძრე!

 

სადამ ჰუსეინის  დროს  კი  იყო ტირანია, მაგრამ ეხლა არის ჯოჯოხეთი ამ ცნების ლამის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით.

 

პოლიტიკურ  დიქტატურას  დაემატა რელიგიური  ტერორი…რაც კიდევ უფრო  უარესია.

ბედის სასტიკი  ირონია  ისაა  რომ  ისლამური სახელმწიფოს სტრატეგიულ პოზიციებს ბომბავენ ავიამზიდიდან რომელსაც ჰქვია “George Bush”, სახელი კაცისა ვის გამოც დაიწყო ეს კატასტროფა.

 

პრობლემაა  ქრისტიანების  გადარჩენა

 

მეტი:

ეხლა  კამათობენ სირიაზე და მის  უბედურებაზეც.

დასავლეთმა  აღარ  უნდა   ითამაშოს  ცეცხლთან და აღარ უნდა გაიმეოროს წარსული შეცდომები ბაშარ ელ ასადის დამხობით.

 

მე არც  ეს  დიქტატორი მიყვარს  მაგრამ მისმა დამხობამ საშუალო აღმოსავლეთი შეიძლება ჩააგდოს ყველაზე საშინელ რელიგიურ კატაკლიზმში და შეიძლება იქ ქრისტიანები ტოტალურად გაჟლიტონ ისე როგორც არ მომხდარა არასდროს.

 

მათ  ტრაღიკულ და სამარცხვინო გაქრობასთან ერთად კი  შეიძლება  გაქრეს ჩვენი  საკუთარი ცივილიზაციის  ალბათ  უძველესი და ყველაზე კეთილშობილი ნაწილი.

ეს იქნება უზომო დრამა კაცობრიობისთვის.

 

 

  1. Home

 

  1. VOX 

 

http://st-bernard-les-tamie.fr/Irak.pdf

 

ბიბლიური აბრაამის  ერაყი დღეს.

ბიბლიის აბრაჰამი ანუ  იუდეველთა, ქრისტიანთა და მაჰმადიანთა სულიერი წინაპარი მჭიდროდაა დაკავშირებული ერაყის მიწასთან.

 

ბიბლიური  ტექსტის თანახმად, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში აბრაამი  ღმერთის მოწოდების საპასუხოდ უნდა წასულიყო ურიდან,დღევანდელი სამხრეთი ერაყის ძველი ქალაქიდან.

აბრაამი თავის ოჯახთან ერთად  წავიდა ქანაანისკენ ჩრდილოეთის გავლით, გაჩერდა ქალაქ ჰარანში სადაც მან დატოვა მამა.

დადგენილია რომ ბიბლიის  ტექსტი დადგენილი იქნა ებრაელთა ლტოლვილობის დროს ანუ ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში ბაბილონში, 120 კილომეტრში ბაღდადის სამხრეთით ევფრატზე.

ერაყი აბრაამის მიწაა. ამ მიწაზე დადიოდა პატრიარქი თავის კლანთან ერთად, ამ მიწაზე დაიწერა ბიბლიის  ტექსტიც.

აბრაამის ერაყისგან ტექსტების  გარდა არ დარჩენილა ადამიანის ბევრი ხილული კვალი.

არის, რა თქმა უნდა, არქეოლოგიური ნაკვალევი:

ზიკურატები, ტაძრები, საფლავები და აკლდამები, ბაღდადის, ლონდონის, პარიზის მუზეუმებში დაცული განძი, ნინევიის  სიმაგრეთა ნაშთები.

 

მაგრამ ნინევია  დაანგრიეს  ძვ.წ. 612 წელს, ბაბილონი  კი უწყვეტად კნინდებოდა და ეცემოდა ძვ.წ. მეექვსე საუკუნიდან.

ური დაიპყრეს  სპარსელებმა.

დღეს  ერაყის ქალაქებია ბაღდადი და მისი 4 მილიონი მკვიდრი, უკვე ნანგრევებად ქცეული მოსული და კირკუკი ჩრდილოეთით, ბასრა სამხრეთით, კიდევ არის შიიტების წმინდა ქალაქები ნაჯაფი და კერბელა.

 

ერაყში დღეს  ცხოვრობს 25 მილიონზე მეტი ადამიანი, ბევრად უფრო მეტი ვიდრე იყო ძვ.წ. მეორე და პირველი ათასწლეულების შუამდინარეთში.

ეს მოსახლეობა მეტიცაა და დიდად  განსხვავებულიცაა.

მიგრაციის ერთმანეთის მომდევნო ტალღებმა, სამხედრო დაპყრობებმა და, უფრო ზოგადად,ისტორიამ დიდად შეცვალეს მოსახლეობის სახე.

თვითონ აბრაამს  უწოდეს არამეელი, ზოგი მონაცემი გვიჩვენებს რომ მისი მოგზაურობა მიუყვებოდა ამორიტთა მიგრაციების გზას.

აბრაამი ეკუთვნოდა  იმ მომთაბარეებს რომლებმაც მრავალი მიზეზის გამო გაიარეს შუამდინარეთის ველი ან რომლებიც დამკვიდრდნენ იქ.

 

ისინი არც პირველები ყოფილან და არც უკანასკნელები!

 

ასურელები, სპარსები, ბერძნები ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში, რომაელები, არაბები მეშვიდე საუკუნიდან, თურქი სელჩუკები, შემდეგ ოსმალები, მონღოლები მეცამეტე საუკუნეში, კიდევ სხვები დასავლელებამდე მეოცე საუკუნეში.

ერაყის  დასავლეთითაა სირიის და არაბეთის უდაბნოები, მის აღმოსავლეთითაა ირანის დიდი ზეგანი, ჩრდილოეთით მისი კარიბჭეები იღება ერთის მხრივ კავკასიისკენ,მეორეს მხრივ კი ანატოლიისკენ, სირიისკენ და უკან ხმელთაშუა ზღვისკენ.

სამხრეთითაა სპარსეთის ყურე და ჰორიზონტზეა უზომო ინდოეთის ოკეანე.

მოკლედ  ერაყი არის ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული სამყაროების გზაჯვარედინზე.

ერაყში ეს სამყაროები ასკდებოდნენ ერთმანეთს, გავლენას ახდენდნენ ერთმანეთზე, გარდაქმნიდნენ ერთმანეთს.

ამ ძალიან მდიდარი ისტორიის  ცოცხალი  მოწმობებია ენები.

ერაყში დღეს არის  3 ლინგვისტური ჯგუფი:

სემიტური ჯგუფი არაბული და არამეული ენებით, ინდოევროპული ჯგუფი ირანული ოჯახის ქურთული ენით და ურალურალტაური ჯგუფის თურქმენული.

დალოცვილი  მიწა? – ბუნებრივი მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა ბუნებრივიცაა და არა მარტო კულტურული.

აბრაამის მსგავსად მისი საწყისი მიწაც დალოცვილი იყო.  და არა  დროთა ყვდიადში არამედ შესაქმის, მამაზეციერის მიერ სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს.

ედემის, სამოთხის ბაღი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ერაყში,შატ ელ არაბში, ევფრატის შესართავთან.

სწორედ ევფრატი და  მისი ძმა ტიგროსი, ეს 2 დიდი ბიბლიური მდინარე, დღესაც აქაა

და  როგორ არ უნდა  დავინახოთ ამაში დალოცვა როდესაც ქვეყანა მდებარეობს მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე გადამხმარ და ცხელ რეგიონში!

წყალმა  გადააქცია  ერაყი  სახელგანთქმულ ნაყოფიერ ნახევარმთვარედ, მიწათმოქმედების, დამწერლობის, მოკლედ ცივილიზაციის  აკვნად.

ეს წყალი მოდის ანატოლიის ზეგნიდან რომელსაც აუყვა აბრაამი ჰარანამდე  ქანაანზე დაშვებამდე.

მარტო წყალი არაა  ერაყის  სიმდიდრე. ქვეყანა მდიდარია ნავთობითაც, იმდენად  მდიდარი რომ ერაყს აქვს ნავთობის მსოფლიოში ერთ ერთი უდიდესი მარაგი.

მაგრამ სამწუხაროდ სიმდიდრე არ ნიშნავს მაინცდამაინც დალოცვას. სიმდიდრე  შეიძლება გადაიქცეს შეჩვენებად.

შუამდინარეთისა შურდათ და ერაყისა  შურთ  იმიტომ რომ მას აქვს წყალი და სხვა სიმდიდრე.

 

სიცოცხლის წყარო და კომუნიკაციის გზა წყალს აქვს თთქმის პოლიტიკური მნიშვნელობა.

ამ მდინარეებს  დღესაც აქვთ პირველი რიგის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

თურქებს უნდათ თურქეთში ტიგროსის და ევფრატის ზემო ნაწილში ჰიდროელექტრული კაშხალების აგება. ეს კი სერიოზული საფრთხეა ერაყისთვის წყლის მიწოდებისთვის.

ნილოსისთვის  ერთმანეთს ედავებიან ეგვიპტე,სუდანი და ეთიოპია,

რიო გრანდე ს წყლის მოხმარებისთვის ერთმანეთს ედავებიან  ტეხასის, ნევადას, არიზონას და ჩრდილოეთი მექსიკის მკვიდრები.

მაგრამ განხეთქილების უდიდესი ვაშლი, რა თქმა უნდა, არის ნავთობი.

და როგორ ვილაპარაკებთ ერაყზე ნავთობზე ლაპარაკის გარეშე ?

ნავთობთან ერთად დალოცვა ძალიან მალე გადაიქცევა შეჩვენებად.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ერაყის გაჩენიდან დღევანდელ რეჟიმამდე ერაყის თანამედროვე ისტორია მიჯაჭვულია ნავთობზე.

გავიხსენოთ ,ერაყის მიერ გადატანილი მარტო 3 ბოლო ომი!

1980-1988 წლების  ერაყ-ირანის ომი, 1990-91 წლების ყურის ომი ან 2003 წელს ამერიკის თავდასხმა.

სამივე ომი დაკავშირებულია ნავთობის პრობლემებთან.

ნავთობთანაა დაკავშირებული ქურთების საკითხიც.

დამოუკიდებლობის მსურველ ქურთებს უნდათ ნავთობით მდიდარი კირკუკი, სადაც მათი აზრით უნდა იყოს მათი მთავრობა.

 

დაპირებათა მიწა – l რელიგიური მემკვიდრეობა.

თავდაპირველ დალოცვას ერთის შეხედვით არა აქვს დიდი აზრი თუ არ გავიხსენებთ იმას რომ როგორც აბრაამისთვის, ეს დალოცვა დაკავშირებულია დაპირებასთან.

ერაყი არის დაპირებათა მიწა, თავიდან  სხვადასხვა რელიგიური თემების თანაარსებობის ისტორიის და გამოცდილების მიწა.

დღეს ჩვენ ერაყში ვხედავთ შეხლა შემოხლას, სისხლისღვრას სისასტიკეს, ნგრევას, საშინელებებს.

-მაგრამ ეს განა მართლა რელიგიური ომია ?

იქნებ ესაა ქაოსში გამდიდრების მსურველი ბანდების და ყაჩაღების შეხლა-შემოხლა?

ისლამისტი ტერორისტები ისევე როგორც თვითმარქვია დასავლელი განმანთავისუფლებლები უწინარეს ყოვლისა არიან ჯარისკაცები, სამხედროები, მებრძოლთა ბელადები რომლებიც იყეყენებენ რელიგიურ იდეას  და ამ იდეას გარდაქმნიან მეტ ნაკლებად ნათლად განსაზღვრული გეოსტრატეგიული კონტურების მქონე იდეოლოგიად.

ერაყის  წარსულის გულუბრყვილოდ გაიდეალების გარეშეც შეიძლება გავიხსენოთ რომ ბაღდადი იყო ქალაქური ცენტრი რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ცოდნაში, მეცნიერებაში, ცივილიზაციაში.

VII საუკუნის ბოლოს  ბაღდადი გადაიქცა ხალიფატის, მაჰმადიანური სამყაროს დედაქალაქად.

ხალიფა ალ მანსურმა, რომელიც მეფობდა 754 – 775 წლებში დააარსა ქალაქი ბაღდადი  ნაყოფიერ, მდინარის ორივე მხარეს დამუშავებისთვის ვარგის ველზე, საქარავნო გზების შეხვედრის ადგილას;

ასე დაიკავა ბაღდადმა საბოლოოდ შუამდინარეთის ძველი ქალაქების, ბაბილონის,სელევკიის და კტეზიფონის ადგილი.

.ალl-მანსურს ბაღდადის დაარსებისას უნდა ეთქვა: « აღმოსავლეთით ტიგროსით და დასავლეთით ევფრატით შემოსაზღვრული ეს კუნძული იქნება სამყაროს გზაჯვარედინი».

და მარლაც, მისი ყველაზე სახელგანთქმული მემკვიდრე ჰარუნ ალ-რაშიდის (786-809), ათასერთი ღამის ხალიფას, დროს ბაღდადი, დამასკოს შემდეგ, გადაიქცა დიდ ინტელექტუალურ ცენტრად, ბერძნული, და განსაკუთრებით არისტოტელეს ნაშრომთა შეგროვების და თარგმნის ცენტრად

ქრისტიანები მათი ენით, არამეულის უშუალო მემკვიდრე სირიულით, იყვნენ ამ გადაცემის ვექტორი.

ძველ ერაყში მაჰმადიანები და ქრისტიანები ერთად ცხოვრობდნენ.

2003 წელსაც 400 000-ზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობდა ბაღადში.

ქრისტიანები და მაჰმადიანები ერთი და იგივე ტერიტორიაზე ერთად თანაარსებობდნენ დაახლოებით 15 საუკუნის მანძილზე.

მართალია რომ აჰმადიანურ სამყაროში ქრისტიანს ჰქონდა მაჰმადიანზე უფრო დაბალი სტატუსი,მაგრამ ქრისტიანული ევროპა ესპანეთიდან დევნიდა და აძევებდა მაჰმადიანებს და სარაევოში და სრებრენიცაში იყო დიდი ტრაღედიები.

ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო ჰარუნ ალ-რაშიდის (786-809) ბაღდადში. (არც სადამ ჰუსეინი ჟლეტდა ქრისტიანებს, მის მინისტრებს შორის ქრისტიანებიც იყვნენ).

ერაყში რელიგიების ისტორია ბევრ რამეზე გვაფიქრებს.

პატრიარქი აბრაამის იმედის მიწა. სულიერი მემკვიდრეობა, ერთად ცხოვრების, შესაძლებლობის დაპირება.

ღმერთთან ალიანსში მოთავსებული იმედი.

ომის საშინელებაშიც, დევნილობაშიც, ლტოლვილობაშიც, ერაყის ქრისტიანებს ბევრი რამე ელაპარაკება იმედზე.

 

უწინარეს ყოვლისა  ახალი ,ოქცევის, ახალი ევანგელიზაციის იმედზე.

 

საუკუნეების  მანძილზე დღემდე აღმოსავლეთის ქრისტიანთა ამ თემებმა დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს გაქრისტიანებაში.

ეს ქრისტიანობა საუკუნეების მანძილზე გავლენას ახდენდა აზიის  მრავალ რეგიონზე.

ამაზე მოწმობს Sing-yan-fu-ში აღმოჩენილი არამეულ-ჩინური ორენოვანი წარწერების მატარებელი სტელები.

ბაღდადის პატრიარქზე მილიონობით ქრისტიანი იყო დამოკიდებული. ასობით ეპისკოპოსი იყო მთელ აზიაში: ზოგი იყო ავღანეთში, მონღოლეთში, უიგურებში, თურქეთში. რა თქმა უნდა მეშვიდე საუკუნეში იყო მაჰმადიანთა შთამბეჭდავი წინსვლაც.

დღეს ამ ქრისტიან ემიგრანტთა თემები არის შვედეთში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში. ისი გვიჩენენ კითხვებს ჩვენს რწმენაზე და დღევანდელ უბედურობებზე..

Rémi CAUCANAS – Librairie saint Paul, 16 mars 2010

 

/www.lemonde.fr/les-decodeurs/article/2014/08/06/qui-sont-les-chretiens-d-irak_4467331_4355770.html

ვინ ა Le Monde.fr le 06.04.2015 à 15h19 |Par Mathilde Damgé

ვინ არიან ერაყელი ქრისტიანები ?

ერაყის ქრისტიანთა თემი შედგება მრავალი მიმდინარებისგან. უმრავლესობა კათოლიკეა, მაგრამ არიან მართლმადიდებლებიც და პროტესტანტებიც.

ათასობით ერაყელი ქრისტიანი რომლებიც უკვე გაექცნენ  მოსულზე ჯიჰადისტების შეტევას იძულებით წავიდნენ ლტოლვილობაში, ამას  ყვება  6 აგვისტოს,ოთხშაბათს სააგენტო France-presse.

ჯიჰადისტებმა 7 აგვისტოს დაიპყრეს  ერაყის უდიდესი ქრისტიანული ქალაქი კარაკოში მოსულის ახლოს. მათ წინასწარ შეუტიეს სამ სოფელს რომელშიც ქრისტიანებმა ნახეს თავშესაფარი   მას შემდეგ რაც 2 თვის წინ  ჯიჰადისტებმა დაიპყრეს ჩრდილოეთის დიდი ქალაქი.

სირიის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარე სინჯარის აღებამ კვირას გააძევა  გაეროს თანახმად 200 000 პიროვნება.  ლტოლვილთა დიდი უმრავლესობა ქრისტიანია.

მაგრამ ვინ არიან ეს « ერაყის ქრისტიანები»?

ერაყის ქრისტიანთა თემი შედგება მრავალი მიმდინარებისგან. უმრავლესობა კათოლიკეა, მაგრამ არიან მართლმადიდებლებიც და პროტესტანტებიც.

კათოლიკეებს შორის არიან ქალდეველები. ეს სახელი  მომდინარეობს ევფრატის და ტიგროსის ქვედა დინებებს შორის მოქცეული ძველი რეგიონი ქალდეადან.

ასევე აღმოსავლურ სირიულ რიტუალად წოდებული ქალდეური რიტუალი თანაარსებობს რეგიონში დღესაც არსებულ ხუთ სხვა რიტუალთან: ლათინურ, ალექსანდრიულ,სომხურ, ბიზანტიურ და ანტიოქურ ანუ დასავლურ სირიულ რიტუალებთან.
ქალდევური  რიტუალი  მომდინარეობს  რომაული ეკლესიისგან განთავისუფლებული ნესტორიანული  დოქტრინიდან (ის ვატიკანს დაუბრუნდა მარტო XIXe საუკუნეში).

ის  ითვლება  ქრისტიანობის  ერთ-ერთ  უძველეს  რიტუალად. ის  ერაყში უნდა  გაჩენილიყო  იესოს სიკვდილიდან  რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ერაყში მისულ მოციქულ თომასთან ერთად.

 

ასურელქალდეველები და  ზოროასტრელები

მაგრამ ისტორიკოსები  ფიქრობენ რომ ის განვითარდა სასანიდურ  იმპერიაში, მონარქიაში რომელიც  იყო  ა.წ. მესამე  საუკუნიდან მეშვიდე საუკუნემდე,მაჰმადიანების მიერ სპარსეთის დაპყრობამდე, რომლის ოფიციალური რელიგია იყო ზოროასტრიზმი.

ზოროასტრიზმმა  შთააგონა  დღეს საფრთხეში მყოფი ერაყის სხვა რელიგიური უმცირესობა, იეზიდები.
ერაყის 2 მთავარი ეკლესიის, ქალდევური და აღმოსავლეთის ასურული ეკლესიების მორწმუნეები არიან  რეგიონის ძველ მკვიდრ აურელ ქალდეველთა მემკვიდრეები შეიძლება ჩაითვალონ უძველესი შუამდინარეთის მკვიდრთა შთამომავლებად.

მისი სიდიადის  ხანაში, VIIe-XIV საუკუნეებში, ქალდევური ეკლესია ითვლიდა 60-80 მილიონ მიმდევარს რომლებიც ცხოვრობდნენ კვიპროსს და  მანჯურიას შორის მოქცეულ ტერიტორიაზე.

ქალდევური  რიტუალის ქრისტიანული  ფესვები ხვდება  სხვა  გავლენებს.

ერაყში ლიტურგიაში დღემდე იყენებენ  იესოს დროს პალესტინაში გავრცელებული არამეულიდან მომდინარე სირიულ ენას და უფრო და უფრო ვრცელდება არაბული.

ამერიკული  თავდასხმის  ტეხილი

2003  წელს  ამერიკელთა  თავდასხმამდე  ერაყში ცხოვრობდა  მილიონზე  მეტი ქრისტიანი. ექვსას ათასზე  მეტი ქრისტიანი  ცხოვრობდა ბაღდადში, სადაც ყო ქალდეველთა  საპატრიარქო. 600 ათასი ცხოვრობდა მოსულში, უამრავი ქრისტიანი იყო კირკუკში, სამხრეთის ქალაქ ბასრაში.

მაგრამ ათ წელზე მეტი ხანია რაც ერაყში ხდება შემზარავი მკვლელობები და ერაყის მთელ ტერიტორიაზე დარჩა სულ 400 000 ქრისტიანი.

 « ზუსტი ციფრების  არქონით ზოგი ფიქრობს  რომ ერაყელი ქრისტიანების  ნამდვილი  დედაქალაქია ქალაქი დეტროიტი», ამას ამბობს  ერაყელი ჟურნალისტი და მწერალი Inaam Kachachi.

აშშ-ში  გადასახლებული 400 000 ასირო ქალდველების მეოთხედი ცხოვრობს დეტროიტის აგლომერაციაში.

ერაყელ ქრისტიანებს დევნიან და ჟლეტენ ყველაფერთან ერთად იმიტომაც რომ  ისინი განსაკუთრებით არიან ასოცირებულნი დასავლეთთან…

ათასერთი ღამის ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის//765-809// ხსოვნას

 ათასერთი ღამის ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდი არ ყოფილა მტაცებელი. .მას არ უნდოდა ბიზანტიისთვის მიწების წართმევა და იმპერიის ტერიტორიული გაზრდა. მან ბაღდადი გადააქცია მსოფლიოს ერთერთ უდიდეს კულტურულ,სამეცნიერო,საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ცენტრად.მოკლედ ჭკვიანი აცი იყო,გაუმარჯოს.

ათასერთი ღამის ზღაპრების სამყაროს ხსოვნას

ათ

 

ბაღდადის სიბრძნის სახლის შექმნის იდეა გაჩნდა ბიბლიოთეკაში რომელიც  ხალიფა ჰარუნ ალრაშიდს ჰქონდა თავის სასახლეში.

დადგა დრო როდესაც სასახლეში აღარ იყო ადგილი ახალი წიგნებისთვის და მათი მკვითხველებისთვის რომელთა რაოდენობაც განუწყვეტლად იზრდებოდა,

 

ააშენეს საგანგებო შენობა და ბიბლიოთეკა იქ გადაიტანეს.

ამ შენობაში შეიძლებოდა ძალიან ბევრი წიგნის დატევა და ის გახსნილი იყო მკვლევარებისთვის და მოწაფეებისთვის.

ამ შენობაში იყო მრავალი ოთახი:

სამკითხველო დარბაზი, სალექციო დარბაზი, დარბაზი სადაც ხდებოდა წიგნების გადაწერა და შეკვრა, დასვენების და განმუხტვის დარბაზი, მიზგითი, ადგილი სადაც დაძინება შეეძლოთ უცხოელებს და საწყობები სადაც ინახებოდა საჭმელსასმელი,და ..

 

ცხადია რომ ბაღდადის სიბრძნის სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი იყო ის სადაც ინახებოდა წიგნები.

წიგნები დაწყობილი იყომეცნიერული სპეციალობების მიხედვით.ისინი დაწყობილი იყო თაროებზე და ყოველ მათგანზე ეწერა სახელები და სპეციალობები წიგნებისა რომლებიც იყო იქ, წიგნების ნომრები,სია რომელშიც იყო იქ მყოფ წიგნთა სახელები, ნომრები, ისევე როგორც ყოველი წიგნის და მისი ავტორის,მისი თავების და გვერდების რაოდენობის,ენის აღწერილობა. ან კიდევ შენიშვნა რომელიც მიუთითებდა იმაზე თუ რა ნაწილები აკლდა ნაშრომს.

 

გარკვეული ხნის შემდეგ ჰარუნ ალ რაშიდმა ბაღდადის სიბრძნის სახლში დააწყო ავეჯი და მუთაქები,მელანი და ქაღალდი. მან დანიშნა ადმინისტრატორები რომლებსაც ევალებოდათ ადგილის ორგანიზება,

დანიშნა ხალხი ვისაც ევალებოდათ მიმსვლელთა სამსახურში ყოფნა,

 

შემდეგ ჰარუნ ალ რაშიდმა ბაღდადის სიბრძნის სახლში ადგილი დაუთმო მეცნიერების სხვადასხვა დარგის როგორც არაბ ისე არაარაბ სწავლულებს, დაუნიშნა მათ ხელფასი და მისცა ყველა თემაზე,განსაკუთრებით მეცნიერულ თემებზე სრულიად თავისუფლად მსჯელობის საშუალება.

ამას გარდა ამ სწავლულებს შეეძლოთ წიგნების წერა და გავრცელება;

 

ამას გარდა ჰარუნ ალ რაშიდმა ყველა წრიდან გამოსული მოწაფე წაახალისა და უბიძგა მათ სიბრძნის სახლში სიარულისკენ და წიგნების კითხვისკენ, იქ მყოფ სწავლულთა მოსმენისკენ.

ჰარუნ ალ რაშიდი თავის  თავზე იღებდა ცოდნის მიღების მსურველი ახალგაზრდობის ყველა ხარჯს და აძლევდა მათ ერთგვარ სტიპენდიას.

 

თუ კი ჰარუნ ალ რაშიდი გაიგებდა რომელიმე წიგნზეე ლაპარაკს ცდილობდა ამ წიგნის შეძენას სიბრძნის სახლისთვის გადასაცემად.

სპარსეთში, ბიზანტიაში თუ ინდოეთში მიმავალ ვაჭრებს ის ავალებდა იქ ნანახი წიგნების ყიდვას.

ის ყველას არწმუნებდა წიგნების შეძენის საჭიროებაში.

იმასაც კი ამბობენ რომ ზოგჯერ ის გადასახადს წიგნებით იღებდა და არა ფულით.

 

ჰარუნ ალ რაშიდმა ბაღდადის სიბრძნის სახლში ხელფასიან თანამდებობებზე მიიღო ასობით გადამწერი და მთარგმნელები სხვადასხვა ენიდან.

მიზანი იყო უცხოური ენებიდაბ არაბულად მაქსიმალურად ბევრი მეცნიერული ნაშრომის თარგმნა.

 

 

 

http://www.herodote.net/Haroun_al_Rachid_765_809_-synthese-162.php

 

Haroun al-Rachid (765 – 809)

Le calife des Mille et une Nuits

ათასერთი ღამის ხალიფა ჰარუნ ალრაშიდი//765-809//

 

ბაღდადში, ტიგროსის სანაპიროზე დაბადებული ალრაშიდი გახდა ხალიფა,.. წინასწარმეტყველი მუჰამედის შემცვლელიეს წოდება ხდიდა მას  ესპანეთის მაჰმადიანთა გარდა ყველა მაჰმადიანის ხელისუფლად.

~წინა ხალიფა ელმაჰდის და ბერბერი მონას შვილმა ჰარუნ ალრაშიდმა აპოგეამდე მიიყვანა არაბთა იმპერია და აბასიდთა დინასტია.

 

მისი მმართველობის დროს ბაღდადი იქცა მსოფლიოს ყველაზე შესანიშნავ ქალაქად,

 

ის იძლეოდა რაფინირებული, დახვეწილი ცივილიზაციის მაგალითს.

მისი ხსოვნა შეინარჩუნა კრებულმა « ათასერთი ღამის ზღაპარი ».

 

მისი კომერსანტები  დადიოდნენ მთელ მსოფლიოში,როგორც ამას შეგვახსენებს ზღაპარი მეზღვაურ სინდბადზე,

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s