კომუნიზმის მერე მაფია

Vue du quartier historique de Ballaro, à Palerme. La mafia nigériane y prospère.

ევროპის ერთ ერთი უძველესი ქალაქი პალერმო, აქ ყვავის და იფურჩქნება ნიგერიული მაფია

 

კომუნიზმის და  ბოროტების იმპერიის შემდეგ  მსოფლიო არ გახდა  უფრო  უსაფრთხო, ბოროტება ისევ ტრიალებს და მოდის ახალი საფრთხეები და უბედურებები.

 

ევროპის  ერთ-ერთი უდიდესი  ფიგურა  იყო და არის შარლ მარტელი, Charles Martel, ლათინურად Carolus Martellus, გერმანულად Karl Martell, დაიბადა 688 წლისთვის  და გარდაიცვალა 741 წლის  22 ოქტომბერს.

ის იყო  ფრანკთა  სახელმწიფო  მოღვაწე და სამხედრო  ბელადი რომელიც  როგორც  ფრანკთა ჰერცოგი  და  სასახლის გამგებელი  მართავდა Francie-ს 718 წლიდან თავის სიკვდილამდე.

 

მრავალი  სამხედრო პოლიტიკური  წარმატებების შემდეგ ის  შეასკდა  არაბებს  რომლებმაც  კინაღამ დაიპყრეს  საფრანგეთიც.

მაჰმადიანმა  არაბებმა  და  ბერბერებმა 711-726 წლებში დაიპყრეს  ესპანეთი. 720 წელს  მათ  გადალახეს  პირენეები  და  დაიწყეს  საფრანგეთის  დაპყრობაც.

 

https://www.la-croix.com/Archives/2009-07-15/La-bataille-de-Poitiers-exploit-guerrier-mythe-d-Occident.-_NP_-2009-07-15-349594

 

732  ამირა Abd Al Rahman-მა დაიწყო ლაშქრობა უკვე გამაჰმადიანებული ესპანეთიდან, გადალახა პირენეები  და  გაემართა ბორდოსკენ. გზადაგზა  ის ძარცვავდა ქალაქებს. აკვიტანიის ჰერცოგმა  ვერ დაიცვა  ბორდო  სისწრაფით სახელგანთქმული მაჰმადიანების ჯარებისგან.

მან მაშინ  გააფრთხილა მეროვინგთა სასახლის გამგებელი შარლ  მარტელი  რომელმაც შეკრიბა  ჯარი არაბებისთვის  გზის  გადასაკეტად.

ამ ჯარში იყვნენ ფრანკები, ბურგუნდები,ალამანები, საქსონები,ფრიზონები, ბავარიელები, აკვიტანიის  რომანიზებული გალები.

 

არაბები მონასტრების  და ა.შ. ძარცვით  მიიწევდნენ წინ.

732  წლის  25  ოქტომბერს ერთმანეთს შეასკდა შარლ მარტელის და არაბების ათასობით კაცი. იყო საშინელი ძალადობა.

ამირა Abd Al Rahman მოკლეს  იმავე  საღამოს.მისი სასოწარკვეთილი მეომრები ღამით გაიქცნენ.

აიმარჯვა შარლ მარტელმა. მსოფლიოს  დასაპყრობად  გამზადებული  არაბები  დამარცხდნენ.

 

 

 

 

საფრანგეთი  და  ევროპა მაშინ  გადარჩა  და  აყვავდა, მაგრამ მიხაილ გორბაჩოვის, მერაბ მამარდაშვილის და მათი თაყვანისმცემლების  გმირობათა, ერაყის,სირიის,ლიბიის დაქცევის

შემდეგ არაბები ისევ დაიძრნენ და  მათ  ეხლა  უკვე  გერმანიის  დედაქალაქ ბერლინამდე  მოაღწიეს.

http://www.europe-israel.org/2016/04/die-welt-le-monde-souterrain-de-berlin-est-aux-mains-de-clans-arabes/

Die Welt : “ბერლინის  იატაკქვეშა  სამყარო არაბული კლანების ხელშია”

Avr 21, 20165

 

Die Welt ამბობს  რომ  გერმანიის  კრიმინალური  ბანდები  სარგებლობენ სულ საუკეთესო მიზნებით დაქცეული აღმოსავლეთიდან  წამოსული  მიგრანტების  ნიაღვარით  და  ამ  მიგრანტებს  შორის ნახულობენ ახალ წევრებს.

არაბთა  ოჯახების  ხელმძღვანელობით მოქმედი ბანდები ეძებენ ახალგაზრდა ძლიერ  კაცებს”.

პოლიციის  ანონიმური  წყაროების თქმით არაბ განგსტერთა კლანების წევრები მდიდრული ძვირფასი მანქანებით დადიან ლტოლვილ-მიგრანტთა თავშესაფრებში და იბირებენ ახალგაზრდა ფიზიკურად ძლიერ  მუტრუკებს. ასე  იზრდება  ბერლინში არაბი ქურდების, მოძალადეების, ნარკოტიკით ვაჭართა რაოდენობა.

ახალგაზრდა ჯანიანმა მუტრუკებმა კი ნახეს ომები, პერესტროიკები და მათ ციხის არ ეშინიათ.

მათ პირდებიან რომ ბანდები იზრუნებენ მათ ოჯახებზე.

არაბული  კლანები აკონტროლებენ ბერლინის ორგანიზეული  კრიმინალის  უდიდეს ნაწილს.

კრიმინალის უდიდესი ნაწილი არის  არაბთა 7-9 დიდი ოჯახური ჯგუფების  ხელში. ისინი თანდათანობით მოვიდნენ უკვე 1970-ანი წლებიდან.

ევროპოლის თქმით ადამიანებით მოვაჭრეები იყენებენ კრიზისს სექსუალურ მუშაკთა და მონების საშოვნელად.

ქურდობის  და  ნარკოტიკით  ვაჭრობის  გარდა ეს ჯგუფები გერმანიის დედაქალაქში აკონტროლებენ პროსტიტუციის  უდიდეს  ნაწილს. მათგან დამოუკიდებლად  არსებობის  მსურველებმა  მათ  ფული  უნდა უხადონ მშვიდად რომ იყვნენ.

Landeskriminalamt-ის  დირექტორი Dirk Jacob ამბობს  რომ ეს ბანდები  მათი  ძალაუფლების  საჩვენებლად  დღისით მზისით აწყობენ ხალხმრავალ ადგილებში საკმაოდ  გაბედულ აქციებს.

 

გერმანელ სახელგანთქმულ პირთა ცნობილმა მცველმა  Michael Kuhr-მა თქვა  რომ არაბული კლანები დღეს არიან ბერლინის კრიმინალური სამყაროს  ყველა  სექტორში,რომ ისინი ძალიან საშიშები არიან და პატივს არ სცემენ არაფერს.

 

https://lesobservateurs.ch/2018/03/07/des-bandes-arabes-mafieuses-font-la-loi-a-berlin/

07.03.2018

ბერლინში კანონს ადგენენ არაბული მაფიური ბანდები

Des bandes arabes mafieuses font la loi à Berlin

 

არაბული  ბანდები დღე და  ღამე  ახდენენ  თავისი ძალის დემონსტრაციას ბერლინში.

პოლიციელებს  ჩარევის  ეშინიათ  და

პოლიტიკოსები  თვალს  ხუჭავენ სინამდვილეზე.

 

კვირაობით გამომავალმა  გამოცემამ Welt am Sonntag მთელი  დოსიე  გამოაქვეყნა  ამ  სკანდალის შესახებ.

 

პოლიცია ლაპარაკობს თორმეტიოდე  არაბულ კლანზე და მთლიანობაში ათას კრიმინალ მაფიოზიზე რომლებიც  აქტიურები არიან ნარკოტიკით ვაჭრობის, პროსტიტუციის  და  ბინძური ფულის გათეთრების  სფეროებში.

მიუხედავად ამისა  სამართალდამცველები  უძლურები არიან იმტომ რომ მართლმსაჯულება  მეტისმეტად  ბევრი რამის  უფლებას იძლევა და გულგრილი  პოლიტიკოსები  ყოველგვარ კრიტიკას მემარჯვენე  ექსტრემისტულ  გამოხდომად აცხადებენ.

 

უბრალო  ინსპექტორებიც  შიშით  ვერ აჯარიმებენ მაფიოზ არაბებს  რომლებიც უწესოდ  აყენებენ მათ მანქანებს.

http://www.pi-news.net/2018/03/kriminelle-arabische-clans-spucken-auf-die-staatsgewalt/

 

თარგმანი  (Claude Haenggli) :

ბერლინის მდიდარი  კვარტალი Wilmersdorf-ის კლუბის  წინ შუა ქუჩაში დაყენებულია ძვირი ლიმუზინები.

წესრიგის მცველი ქალი

ჯარიმის ქვითრებს  დებს  სხვა  მანქანების  ფანჯრებზე და  არ ეკარება Lamborghinis-ებს  და AMG-ებს იმიტომ  რომ  ეშინია.

პოლიციელებსაც ეშინიაც. როდესაც ახალგაზრდები ხედავენ შუა  გზაზე გაჩერეულ სპორტულ მანქანას  რომლის მძღოლიც  ტელეფონით ლაპარაკობს ისინი  მას ვერ  ეკარებიან. მათ ეშინიათ რომ ის დაუძახებს ამხანაგების  ბრბოს.

გამაგრდით

Bien à vous.

 

Claude Haenggli

 

http://www.financetwitter.com/2016/04/forget-terrorism-the-arab-mafia-families-control-berlin-underworld.html

 

 

Forget Terrorism, The Arab Mafia Families Control Berlin Underworld

დავიწყეთ ტერორიზმი. არაბული მაფიის ოჯახები აკონტროლებენ ბერლინს.

 

ვინ ამბობს რომ არაბები მარტო კარგი ტერორისტები არიან?

მადლობა ადამიანის  უფლებების  დაცვაში ჩემპიონ   დასავლეთის  ზოგ  ლიდერს.

არაბებმა ხელში ჩაიგდეს ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი  და  მომგებიანი  ბიზნესი-იატაკქვეშეთი. ორგანიზებული  კრიმინალი.

საშუალო აღმსავლეთიდან მოსულმა მიგრაციამ მთლიანად გარდაქმნა გერმანიის  დედაქალაქი ბერლინის  კრიმინალური ლანდშაფტი.

 

ბერინის  ორგანიზებული კრიმინალის  უდიდეს  ნაწილს  აკონტროლებს 1970-ან წლებში ლიბანიდან ჩამოსული 7-9 ძლიერი არაბული ოჯახი.

მათ  შექმნეს  ქურდთა, ყაჩაღთა  და  სხვა  ტიპის  კრიმინალთა  შეიარაღებული დაჯგუფებები.

ანგელა მერკელის  მიერ გერმანიის და  ევროპის კარის გაღება მიგრანტთა უზომო ნაკადისთვის ოქროს საბადოა ამ არაბი კრიმინალებისთის. მათ ლტოლვილთა  ცენტრებშიც დაიწყეს თავისი ბანდების  წევრების  ნახვა  და  ფულის კეთება.

შარშან ბერლინის პოლიციამ გაამხილა  რომ  არაბ კრიმინალთა ბანდები ძალიან გამდიდრდნენ ბერლინში…

 

 

დიდი ფრანგული ჟურნალი Paris Match

 

 

https://www.parismatch.com/Actu/International/Palerme-sous-l-emprise-des-black-mafias-1261841

პალერმო შავი მაფიების უღელს ქვეშ

Palerme : sous l’emprise des black mafias

 22/05/2017

Piero Messina პალერმოში  avec François de Labarre-სთან ერთად

ჯერ  გავიხსენოთ  რომ  იტალიის  ქალაქი  პალერმო  ძვ.წ. მერვე  საუკუნეში  დააარსეს ფინიკიელმა  ვაჭრებმა. ანუ ისაა ევროპის  ერთ ერთი უძველესი ქალაქი.

პალერმო არის სიცილიის  დედაქალაქი და  უდიდესი ქალაქი. იქ ცხოვრობს  დაახლოებით 650 000 ადამიანი. გარეუბნებთან ერთად  ის  ქმნის ურბანულ მთლიანობას  დაახლოებით 1 მილიონი მოსახლით.

 

,

 

1947  წელს  კი  სიცილია  გახდა  ავტონომიური  რეგიონი და  პალერმო იყო  მისი  პარლამენტის ადგილი.

ხოდა ეხლა ანუ  2017 წელს

 

Ballaro-ს ისტორიული  კვარტალიდან თუ  გახედავ პალერმოს იქ ყვავის ნიგერიული  მაფია. Francesco Bellina

ომერტას ანუ სიკვდილის შიშით  ხმის ამოუღებლობის  სამყაროში  ნიგერიული  მაფია ამიერიდან პეიზაჟის  ნაწილია.

სიცილიიდან მოყოლებული  იტალიის  ნახევარკუნძულის ჩრდილოეთამდე აფრიკულმა ნიგერიულმა და  სენეგალურმა მაფიებმა პაქტი შეკრეს   კოზა ნოსტრასთან, კამორასთან და ნდრაგეტასთან. უკანონო  ვაჭრობა, რიმინალი, საიდუმლო გარიგებები. ისი შლიან ქსელებს და ინაწილებენ ტერიტორიებს, შემაძრწუნებელია.

იტალიელი  გამომძიებლები მათ უწოდებენ

« cultisti »-ს.

ეს  სექტები, რომლებსაც ნიგერიაში უწოდებენ

« cults »-ს  ქრისტიანობით შთაგონებულ შეხედულებებს უზავებენ ჯადოქრობის და მაგიის პრაქტიკებს.

ისინი წარმოშობით არიან ედოდან, ქვეყნის  სამხრეთი  ღარიბი პროვინციიდან სადაც გავრცელებულია პროსტიტუცია და ორგანიზებული კრიმინალი.

მისი  დედაქალაქი Benin City არის ადგილი სადაც ნადირობს ამ ჯგუფთა უმეტესობა. ამ ჯგუფებს ქვია Maphite, Bokania, Vicky, და Pierace.

მაგრამ იტალიის  ტერიტორიებს აკონტროლებს ამ ჰგუფთაგან უძლიერესი Black Axe  .

 

ასეა განსაკუთრებით პალერმოში, სიცილიაში, სადაც ეს მაფია  Black Axe ბატონობს ისტორიულ გულშიBallaro. სახელი Ballaro მომდინარეობს არაბული სახელიდან Souk el Ballarak,რაც ნიშნავს  სარკეთა ბაზარს.

ეს სახელი  ადგილს  დაერქვა  მეათე საუკუნეში როდესაც არაბების  და ბერბერების მიერ დაპყრობილი სიცილია საამირო იყო.

3 საუკუნის შემდეგ პალერმო გახდა წმინდა რომაული იმპერიის  დედაქალაქი.

მიზგითები გადაიქცა ეკლესიებად და Ballarak გახდა Ballaro.

სწორედ ამ შუკებში, რომლების ორივე მხარეს არის სასახლეთა ნანგრევები გაჩნდაXIX საუკუნეში კოზა ნოსტრა.

ლოკალური ბურჟუაზიის  ინტერესებში მოქმედ კრიმინალთა პატარა ჯგუფმა გადაწყვიტა ბრძოლა მეფის  ხელისუფლების წინააღმდეგ და შექმნა მაფიის პირველი კლანი.

სწორედ ამის  გამოც დღესაც  ჩადის მრავალი  ტურისტი  Ballaro-ს ძველი კედლების სანახავად.

მაგრამ დაბნელებისას  ტურისტები ქრებიან. მოდიან დგილის  ახალი  ბატონები, Black Axe-ს ნიგერიელები. Cosa Nostra-ს ანუ კოზა ნოსტრას მაგივრად ეხლა იქ  არის « Cosa Nera » ანუ კოზა  ნერა.

ნიგერიული  მაფია  ყვავის  და  იფურჩქნება

« პირველად  ხდება  რომ ჩვენთან, პალერმოში, სიცილიური მაფიის  გვერდით ასეთი გავლენა აქვს უცხოურ კრიმინალურ ორგანიზაციას», ამას ამბობს პროკურორი Geri Ferrara.

Servizio Centrale Operativo (SCO)-ს, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაში სპეციალიზებული ბრიგადის  გამომძიებელთა თქმით ნიგერიული  მაფია  ყვავის  და იფურჩქნება.

მაგრამ « Nivuri »-ები, როგორც მათ უწოდებენ სიცილიელები, პროცენტს  უხდიან იტალიელ ბოსებს და იცავენ გარკვეულ წესებს:

აკრძალულია ნარკოტიკის შემოტანა საკუთარი ხმარებისთვის. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების უფლება აქვთ მარტო სიცილიურ კლანებს.

მაშ Black Axe Ballaro-ზე ბატონობს ცულებით და ცივი იარაღით…

 

იგერიელები გროვებენ და  ყიდიან ნარკოტიკის დიდ რაოდენობას.

იტალიის პოლიცია ებრძვის ამ ნიგერიელებს და ხანდახან იმარჯვებს კიდეც მაგრამ ბრძოლა ძნელი და ჯერ-ჯერობით გაუთავებელია.

პირველი დიდი გამოძიება ჩატარდა წარმოშობით Benin City-ელი ახალგაზრდა  კაცის, 27 წლის Emeka Don-ის დახმარებით.

ის არ აყვა  სექტებს  რომლებიც ღარიბებს სთავაზობდნენ მფარველობას და აქცევდნენ მათ მოძალადეებად.

Ampedusa-ზე  გადაჯდომის შემდეგ  დაკუნთული  ემეკა ჩავიდა ბალაროს გეტოში  სადაც ის შეამჩნიეს Black Axe-ს დამქირავებლებმა რომლებმაც შესთავაზეს მას ადგილი. ასეთ წინადადებაზე უარის თქმა ძალიან ძნელიაო, თქვა ახალგაზრდა ნიგერიელმა. მაგრამ მან არ მოინდომა ბალაროს ქუჩებში ძალადობა.

მაშინ მას შესთავაზეს სამზარეულოში მუშაობა და crack-ის კეთება.

მთელი ღამე აუპატიურებდნენ რკინის მილით იმიტომ რომ უარი თქვა წინადადებაზე.

კოზა ნოსტრას  დიდების  დროს crack-იც და ჰეროინიც აკრძალული იყო პალერმოს ქუჩებში.

ღირსების ხალხი, hommes d’honneur, მაფიოზები, კრძალავდნენ მათ გაყიდვას.

ეს ბიზნესი დაუმეს ნიგერიელებს.

სიცილიელ მაფიოზთა ახალი თაობა აგრძელებს ამ პაქტს, არ ყიდის ნარკოტიკს, მაგრამ იღებს დივიდენდებს ამ კომერციისგან.

Emeka Don-მა  კატეგორიულად უარყო Black Axe-ს მეორე შეთავაზებაც.

2014 წლის  28 იანვარს ღამით მას თავს დაესხა 6 მაფიოზი. ის ქირურგიული სიზუსტით დაჩეხეს ცულით. შუბლის მარჯვენა მხარეს მას მთელი ცხოვრება ექნება ღრმა ჭრილობა.

საავადმყოფოში მან დაასახელა თავდამსხმელები.

ამ მაფიოზების ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. Emeka Don-ის საჩივრის  წყალობით ისინი 2014 წლის  სექტემბერში დააპატიმრეს.

კოზა ნოსტრას  მსგავსად Black Axe-საც ყავს მონანიეები.

სამუდამო პატიმრობამისჯილი Johnbull-იც ალაპარაკდა და დახატა იტალიაში ნიგერიული მაფიის არნახული პანორამა.

ეროვნულ დონეზე მეფობს და ორგანიზაციას მართავს «უზენაესი ბელადი » რომლის გვერდით არის «სულიერი  ».  უფრო ქვევით არის

« შამა »,ერთგვარი თავდაცვის მინისტრი რომელიც აგზავნის დამსჯელ ექსპედიციებს.

ის ეყრდნობა 6 კაცისგან შემდგარ « ბრძენთა კოლეგიას ». ისინი  ხელმძღვანელობენ ბინძური დავალებების შემსრულებლებს, იმათ ვინც ქირაობენ ახალ წევრებს  ბალაროზე.

ადმინისტრატიულ დონეზე  « Cif Asa » განაგებს ფინანსებს.

სექტის  წევრი რომ გახდე უნდა გაიარო “first match”, ყვება მონანიე. უარის მთქმელს კარგა მაგრა უბრაგუნებენ.

მარტო  Emeka Don-ს არ უტირეს ყოფა.

სხვას მთელი ღამე აუპატიურებდნენ რკინის მილით იმიტომ ეომ მან უარყო შეთავაზებები.

გამომძიებლებმა  ასევე  გაიგეს რომ 2009 წლიდან სექტა ყოველ წელს ატარებს თავის  ყრილობას მათ თვალწინ…პალერმოში.

ყრილობას აწყობს ბალაროს  სექტორის  ხელმძღვანელი Sylvester Collins,იგივე « Evans ».

მონაწილეები ჩადიან მთელი ქვეყნიდან . სექტის ყრილობის მონაწილეთა შორისაა ზონა იტალიის შეფი Festus Pedro Erhonmosele,უბრალოდ Pedro.

ყრილობისთვის ქირაობენ ძველ ცნობილ შენობას.

მონანიემ თქვა რომ ზეიმით აღნიშნავენ სექტის ლოკალური ფილიალის გახსნასაც.

ასეთი ჩვენებების საფუძველზე იტალიური პოლიცია დაერია სექტა Black Axe-ს 2016 წლის ნოემბერში. მისი წევრები დაიჭირეს მთელ იტალიაში.დაიჭირეს ხელმძღვანელებიც.

 

მიუხედავად ამ  უმძიმესი დარტყმისა ბალაროში არაფერი შეცვლილა. იგივე ფუნქციებს ასრულებს ახალი ხალხი, ისინი დაკავშირებულები არიან მაფიის ახალ ბელადებთან.

აფრიკული თემები ისევ უხდიან გადასახადს Black Axe-ს, რომელიც თვის მხრივ უხდის გადასახადს კოზა ნოსტრას. ისევ  არის მიგრანტებით ვაჭრობა, პროსტიტუცია, crack-ის წარმოება, ჰეროინის  გავრცელება.

 

«ისინი  გვასმევდნენ ჩვენს საკუთარ სისხლს »

David არის Black Axe-ს წევრ Benin City-ს უნივერსიტეტში სწავლის პირველი წლიდან.

იქ დაიბადა კრიმინალური ჯგუფი 1970-ან წლებში

 
David აღწერს სექტის წევრად მიღების რიტუალს.

მივყავართ ტყეში, გვცემენ, იღებენ ჩვენ სისხლს და გვაძლევენ მას დასალევად. გვაძლევენ მეტსახელს, კოდურ სახელს რომელიც უნდა იცოდნენ მარტო წევრებმა. შემდეგ ვცეკვავთ სისხლით სავსე ჭურჭლის ირგვლივ და გვესვრიან ყველანაირ ჯადოს.

როგორია თქვენი მისიები?

ჩვენ  შეგვიძლია  რაც  გვინდა ის  ვუქნათ ადამიანს  თუ  კი  ჩავთვლით  რომ ის საშიში ვინმეა ზოგჯერ  ბრძანებები  უფრო  ზუსტია. უნდა  დავხოცოთ ისინი  ვიზეც მიგვითითებენ. ჩვენ  ყველაზე  ხშირად  ვხოცავთ  ცივი  იარაღით  სადგურებში, დღესასწაულებზე და  კაფეებში.ცეცხლსასროლ იარაღს ვიყენებთ მხოლოდ გარემოებებით ნაკარნახევი აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში.

ევროპაში  ცეცხლსასროლი  იარაღი უფრო იოლად მისაგნებია. ნიგერიაში ცეცხლსასროლ იარაღს აკეთებენ ლოკალურად  და  ის რეგისტრირებული  არაა. ეს  უფრო  იოლია.

 

დიდი  ბოსის  ან ლიდერის  რანგს  რომ  მიაღწიო  ხალხს  უნდა  აჩენო  რომ ხარ  სასტიკი, ულმობელი, დაუნდობელი.

 

გიმოგზაურიათ  თუ  არა Black Axeს ხარჯზე?

 

დიახ. მე  წავედი  იტალიაში Nigerის და  ლიბიის  გავლით. მოგზაურობის  ყოველ ეტაპზე  ჩემზე  ზრუნავდნენ ლოკალური  ხელმძღვანელები.

ასეა “cult”ის ყველა  წევრისთვის. ერთმანეთს  ვცნობთ ხელის ჩამორთმევისას კოდირებული ნიშნებით, ვიყენებთ განსაკუთრებულ, მარტო ჩვენთვის ნაცნობ სიტყვებს.

მიღების  ცენტრებში  იქმნება  ჯგუფები  ჩვენი კულტების  შესაბამისად. გარეთ  სხვა ორგანიზაციაა.

ქვეყნისთვის  არის  დიდი   ბოსი, რეგიონში არის ლიდერი. ამ რანგს  რომ მიაღწიო ხალხს  უნდა  გააგებინო  რომ  ხარ  სასტიკი, ულმობელი, დაუნდობელი/

რას  ნიშნავს  სიტყვა “bucha” ?

აფრიკაში  გავრცელებულ ქუჩის  კრეოლურ ინგლისურად  ის  ნიშნავს  მკვლელს.
bucha-ები ყველაზე  საშიშები  არიან, მათ ასევე  უწოდებენ კილერებს.

 

როგორია  თქვენი  რანგი?

მე ვარ  სექციის  შეფი. უდიდეს  წილს  ვიღებ ყოველი  ნაქურდალი თუ ნაძარცვი ნივთიდან.

მიცავენ ჩემი ბიჭები და  სხვებს ჩემი ნამდვილად ეშინიათ.

 

რას  აკეთებდით Black Axe-სთვის  იტალიაში ?

მე  ვუგზავნიდი  პაკეტებს  პიროვნებებს, მათ შორის თეთრი მაფიების  წევრებს. ფიცი დავდე რომ არ გავამხელ სახელებს. მე ვიღებდი ხელფასს და ყოველ თვე ვიკრიბებოდით რათა დავსწრებოდით  ინიციაციის  რიტუალებს.

ნარკოტიკით და გოგოებით ვაჭრობის წყალობით ევროპაში მეტი ფული კეთდება  ვიდრე ნიგერიაში

გოგოებს  ვყიდულობთ იმათგან ვისაც ისინი ჩამოყავს ევროპაში.  ისინი კახპობენ, მათ შორის თეთრ მაფიოზებთან და ზოგჯერ, როდესაც ბიჭებს უთვალთვალებს პოლიცია, გოგოები მათ მაგივრად არიგებენ ნარკოტიკს.

Black Axe არ ეძებს  პრობლემებს, მაგრამ ის  ვინც  დაგვაბიჯებს  ფეხზე  პასუხს  აგებს.

 

რა  იცით თქვენ Black Axe-ს საქმიანობაზე  საზღვარგარეთ?
Black Axe-ს წევრები  ყავს  ევროპის  ყველა  დიდ  ქალაქში.ისინი  წელიწადში  ერთხელ იკრიბებიან ევროპის  გარეთ, უმრავლეს  შემთხვევაში აშშ-ში

სახელი შეცვლილია

 

 

 

 

 

 

 

ახალი  პლანეტარული საფრთხეებიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s