ახალი საფრთხეები და უბედურებები.2

Résultat de recherche d'images pour "jacques de saint victor"

1963  წელს  დაბადებული პარიზის  და  რომის  უნივერსიტეტების  სამართლის და პოლიტიკური იდეების  პროფესორი  ჟაკ დე  სან ვიქტორი

კომუნიზმის და  ბოროტების იმპერიის  შემდეგ  მსოფლიო არ გახდა  უფრო  უსაფრთხო, ბოროტება ისევ ტრიალებს და მოდის ახალი საფრთხეები და უბედურებები.2

«  2010 წელს მსოფლიოში ალბათ გაჩნდებიან კრიმინალური  სახელმწიფოები.»,აცხადებდა 2000 წელს პრეზიდენტი კლინტონისთვის  გადაცემული ერთი ანგარიში.

კრიმინალური სახელმწიფოების დროც მოდის

კომუნიზმის და  ბოროტების იმპერიის  შემდეგ  მსოფლიო არ გახდა  უფრო  უსაფრთხო, ბოროტება ისევ ტრიალებს და მოდის ახალი საფრთხეები და უბედურებები.2

1963  წელს  დაბადებულმა პარიზის  და  რომის  უნივერსიტეტების  სამართლის და პოლიტიკური იდეების  პროფესორმა  ჟაკ დე  სან ვიქტორმა  დაწერა  შესანიშნავი წიგნები.

https://www.amazon.fr/Mafias-Lindustrie-Jacques-Saint-Victor/dp/226806410

 

 

ჯერ  წიგნზე ” მაფიები, შიშის  ინდუსტრია”, 2008

http://www.lefigaro.fr/lefigaromagazine/2008/02/09/01006-20080209ARTFIG00508-mafias-l-industrie-de-la-peur.php

MAFIAS, L’INDUSTRIE DE LA PEUR

De Jacques de Saint-Victor, Editions du Rocher, 420 p., 19,90 euros.

 

დიდი  ფრანგული  გაზეთი  Le Figaro-ს რეზიუმე

 

 

«  2010 წელს მსოფლიოში ალბათ გაჩნდებიან კრიმინალური  სახელმწიფოები.»,აცხადებდა 2000 წელს პრეზიდენტი კლინტონისთვის  გადაცემული ერთი ანგარიში.

 

გამოძიება  აწარმოა უნივერსიტეტების პროფესორმა, Figaro littéraire-ს კრიტიკოსმა ჟაკ დე სანვიქტორმა.

მისი წიგნი არის «მოგზაურობა შიშის ინდუსტრიის გულში»,მოგზაურობა ნეაპოლური კამორადან სიცილიურ კოზა ნოსტრამდე, ჩინური ტრიადებიდან რუსულ მაფიებამდე.

მან დაასკვნა რომ ორგანიზებული კრიმინალი

(მაფიები, კარტელები, ბანდები) არასოდეს ყოფილა ესოდენ ძლიერი როგორც დღეს.  

ამიერიდან დედამიწის მთელი ზონები აღარ  ექვემდებარება სუსტი თუ გაკოტრებული სახელმწიფოების ხელისუფლებას.

 

ასეა  ევროპაშიც  და  არა მარტო შორეულ მხარეებში…

როგორ  მოვედით  აქამდე?

ავტორი  გამოარჩევს  მრავალ  ფაქტორს,განსაკუთრებით მონდიალიზაციას «რომელმაც გაანთავისუფლა კანონიერი ვაჭრობა  და  მოქმედებები, მაგრამ კიდევ უფრო უკანონო ვაჭრობა და უკანონო ურთიერთობები».

 

დედამიწის  ფინანსიარიზაციასთან დაკავშირებული ფენომენი რომელმაც სახელმწიფოები დაამწყვდია « ფინანსური ბაზრების  მოოქროვილ  დამამშვიდებელ

პერანგში ».

 სან ვიქტორი აგრძელებს კლაუზევიცის პარაფრაზით, « მონდიალიზებული  კრიმინალი ამიერიდან ჩანს კომერციის  გაგრძელებად სხვა საშუალებებით». შემაშფოთებელია.

 

 

 

ეხლა იგივე  წიგნის  რეზიუმე  დიდი  ფრანგული გამოცემა  Le Monde Diplomatique-ს მიერ

 

 

Mafias. L’industrie de la peur

Jacques de Saint Victor

https://www.monde-diplomatique.fr/2008/06/GODRECHE/15992

 

 

 2010

 

«2010  წელს  მსოფლიო  ალბათ იქნება კრიმინალური სახელმწიფოების გაჩენის მოწმე. ესაა 2000 წელს  ბილ  კლინტონისთვის  გადაცემული ანგარიშის  დასკვნა

და  ამით  იწყება  უნივერსიტეტი Paris-VIII-ს კრიმინალური ფენომენების ისტორიის პროფესორი ჟაკ დე სან ვიქტორის ნარკვევი.

 

საერთაშორისო მასშტაბით მაფიური  ფენომენების, გლობალიზაციის  ორგანიზებულ კრიმინალთან დაკავშირებულ ეკონომიკებზე გავლენის და მსოფლიო მასშტაბით მათი ჩახლართვის აღწერა.

 

ყველაზე  ტრადიციული  ორგანიზაციებიდან, მაგ. იაპონიის იაკუძებიდან, კალაბრიის  ნდრაგეტადან… აღმოსავლეთ ევროპიდან ბოლოს მოსულებულებამდე.

 

მაფიათა რაოდენობა  იზრდება, ისინი  იგონებენ ახალ სტრატეგიებს, მაგრამ ყველა  მაფიას მთავარი მიზანია რაც შეიძლება სწრაფი მოგება ნებისიერ ფასად.

 

 « ხარბი,მტაცებელი, მძარცველი, მნგრეველი» მაფიების ერთადერთი საზრუნავია  ტერიტორიის  კონტროლი.

ავტორი აჩვენებს  ამ ჯგუფების პროექტების  ეკონომიკურ მასშტაბს რათა უკეთ გაუსვას ხაზი მათ საშიშროებას.

 

ავტორს მაგალითად მოყავს ნაგვის დამუშავება ნეაპოლის მაფიის  მიერ და ამის შედეგად ავადმყოფობა კიბოს გავრცელება კამპანიის  რეგიონში.

Dominique Godrèche

 

 

” ეხლა შედიხარ კოზა  ნოსტრას პატივცემულ საზოგადოებაში…შედიხარ იქ ცოცხალი  და  გახვალ იქიდან მკვდარი. შენს ცხოვრებაში კოზა ნოსტრა ყველაფერზე წინაა, ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ისაა შენს  ოჯახზე, შენს ქვეყანაზე, ღმერთზე უფრო წინ, შენს ოჯახზე, შენს ქვეყანაზე, ღმერთზე უფრო მნიშვნელოვანი.

Tu entres à présent dans l’honorable société de la Cosa Nostra (…). Tu y entres vivant et tu en sors mort. Dans ta vie, la Cosa Nostra passe avant toute autre chose. Avant ta famille, avant ton pays, avant Dieu.”

მაფიური ფიცის  ეს  ნაწყვეტი  მოწმობს  სასტიკ, ულმობელ, დაუნდობელ რეალობაზე.

მაფიამ ევროპაში ხორცი შეისხა XIX საუკუნეში, მაგრამ მონდიალიზაციის  დაწყების შემდეგ ის  მნიშვნელოვნად ძლიერდება  და  ვრცელდება.

მკვლევარი  არ შემოიფარგლება მარტო იტალიური თუ იტალიურ-ამერიკული მაფიების აღწერით იმიტომ რომ მათ უფრო და უფრო ძლიერ კონკურენციას უწევენ სხვა კრიმინალური ორგანიზაციები.

მკვლევარი თავის ჟანრში უნიკალურ სინთეზში ლაპარაკობს  იმაზე თუ  რა კავშირები დამყარდა XX საუკუნეში ევროპულ მაფიებს და ჩინურ  ტრიადებს, თურქ ბაბაებს, ალბანურ მაფიას თუ იაპონურ იაკუძებს შორის.

ამ წიგნში იხატება XX საუკუნის  სხვა  ისტორია, სისხლისგან, შიშისგან, კორუფციისგან  და  რუხი ზონებისგან შემდგარი ფარული ისტორია.ხშირად ჩანან საიდუმლო სამსახურები და ბიზნესმენები.

ჩანს ჩვენი თანამედროვე  დემოკრატიების სისუსტეები.

გლობალიზაცია დღეს სვამს გადამწყვეტ კითხვას:

ექნება თუ არა  ლიბერალურ  საზოგადოებას  კრიმინალის ბატონობის თავიდან აცილების  საშუალებები?

 

 

 

 

 

https://www.amazon.fr/pouvoir-invisible-soci%C3%A9t%C3%A9-d%C3%A9mocratique-XIX%E1%B5%89-XXI%E1%B5%89/dp/2070123227

 

 

ფრანგი ჟაკ დე  სან ვიქტორი, უხილავი ძალაუფლება,  მაფიები და  დემოკრატიული საზოგადოება  (XIXᵉ-XXI საუკუნეები), 2012 წელი

professeur d’histoire du droit des universités de Paris et de Rome

Par L’Obs

Publié le 01 décembre 2012 à 15h50

1963  წელს  დაბადებულმა პარიზის  და  რომის  უნივერსიტეტების  სამართლის და პოლიტიკური იდეების  პროფესორმა  ჟაკ დე  სან ვიქტორმა  დაწერა  შესანიშნავი წიგნი.

აი რას გვიყვება ის იმათზე ვინც  ყოველგვარი იდეოლოგიის  გარეშე უმწარებენ ცხოვრებას მთელ საზოგადოებებს, ერებს, სახელმწიფოებს.

 

სახელგანთქმულმა  მფიოზი ლაკი  ლუჩანომ  ბრძანა რომ თაღლით მილიონერად  და პატიოსან მილიონერად გასახდომად  საჭიროა  ერთი და იგივე ცოდნა,უნარი და ნიჭი და  დაამატა:

დღეს  რომ გაქურდო მოყვასი  გჭირდება  ნებართვა. ნებართვა  ისევ  რომ  იყოს  ასაღები  მე დავიწყებდი ამ ნებართვის აღებით

«De nos jours, il faut une autorisation pour voler son prochain. Si c’était à refaire, je commencerais par chercher à obtenir cette autorisation.»

 

ჟაკ დე სან ვიქტორს აინტერესებს პატივცემული და პატივსაცემი ბიზნესის  ინცესტური მეზობლობა კრიმინალურ ბიზნესთან.

პროფესრი  ვერ ადგენს ზუსტად  მაფიის  გაჩენის  დროს, მაგრამ იზიარებს  აზრს  რომლის თანახმადაც  მაფია გაჩნდა XIX საუკუნეში, იტალიური ერთიანობის  დროს.

ნეაპოლის  ყოფილი სამეფოს  არისტოკრატები, დიდი  მიწათმფლობელები, მტრულად  უყურებდნენ  აგრარულ რეფორმას რომელსაც მოითხოვდნენ უმიწაწყლოები.

ეს მიწათმფლობელები უყოყმანოდ  იყენებდნენ კრიმინალურ  ქსელებს  ომლებიც  ხოცავდნენ ან ძარცვავდნენ გლეხებს მათი დაშინების მიზნით.

დიდი მიწამფლობელების  და  კრიმინალების ალიანსი გარძელდა პარლამენტარული რეჟმის დამყარების შემდეგაც.

 

კრიმინალებთან ალიანსი დიდ მიწათმფლობელებს აძლევდა სამხრეთ იტალიაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას.

საყოველთაო კორუფციის  სისტემა მათ აძლევდა ელექტორატის, ამომრჩევლების, კლიენტებად გადაქცევის საშუალებას.

დიდ მიწათმფლობელთა დაკვეთით მათი მოკავშირე ბანდები ხოცავდნენ ან აშანტაჟებდნენ მითითებულ პირებს.

მაგრამ ეს  სისტემა  არაა იმდენად ჩაუძირავი როგორც  უნდათ ჩვენი დარწმუნება.

1912 წელს  საყოველთაო არჩევნების  დაწესებამ გამოიწვია ზომიერ სოციალისტ  მემარცხენეთა წინსვლა რამაც გადაგავა კრიმინალის მოკავშირე კონსერვატორი წარჩინებულები.

 

სიცილიაში მაფიამ უკან დაიხია. ნეაპოლში კამორა გაქრა მეორე მსოფლიო ომამდე.

სიცილიაში მაფია გამოაცოცხლეს  კუნძულზე გადამსხდარმა ამერიკელებმა რომელთაც უნდოდათ მაფიის  გამოყენება როგორც ფაშისტების ისე  კომუნისტების გავლენის წინააღმდეგ.

ჩანართი:

 

 

http://tpe-mafia-es-moissan.e-monsite.com/pages/la-mafia-dans-l-histoire/la-guerre-antimafieuse-pendant-le-mouvement-fasciste.html

ბრძოლა მაფიასთან ფაშისტური მოძრაობის დროს

იტალიაში  სხვადასხვა პერიოდებში სახელმწიფო ებრძოდა მაფიებს და ცდილობდა მათი  ძალაუფლების მოსპობას.

პირველად  მაფიას შეუტია ფაშისტმა დიქტატორმა მუსოლინიმ მეოცე საუკუნის  დასაწყისში. უფრო გვიან, 1980 წლისთვის იტალიის  მთავრობამ გამოიყენა მრავალი მეთოდი რათა შეეწყვიტა მაფიის  გაძლიერება  საზოგადოებაში.

1922 წელს  ფაშისტმა  დიქტატორმა მუსოლინიმ

(1883-1945) იტალიაში დაამყარა  უფრო  ტოტალიტარული  რეჟიმი ( თუმცა ისტორიკოსები კამათობენ ამ რეჟიმის  განსაზღვრების გამო).

მუსოლინი  ბატონობდა  იტალიაში  და მას არ  უნდოდა   მისი ძალის ექვივალენტური სხვა ძალის დანახვა.

1925 წლის მაისში სიცილიაში  მოგზაურობისას მუსოლინიმ დაინახა რომ სიცილიაში კოზა ნოსტრად წოდებული კრიმინალური ორგანიზაცია, მაფია შეიძლებოდა ყოფილიყო  მისი  ხელისუფლებისთვის  საშიში რამე.

მას  შეეშინდა რომ დაკარგავდა  კუნძულზე კონტროლს.

რათა ხელი  შეეშალა ყოველგვარი  სეპარატისტული მოძრაობისთვის მან ტრაპანიში  სიცილიელების  წინაშე  წარმოთქმულ  სიტყვაში განაცხადა  რომ მას  უნდა  მაფიის  ყოველგვარი  კვალის  წაშლა ტერიტორიაზე და  სიცილიელთა  სულში.

შემდეგ, 1927  წელს, მან  ისევ  წარმოთქვა  ეს  სიტყვა  დეპუტატების  პალატაში, აი ამ სიტყვის ნაწყვეტი:

« ბატონებო, არის  მაფიაზე  ლაპარაკის  დრო. მაგრამ უწინარეს  ყოვლისა მე  მინდა  ყაჩაღების  ამ ასოციციას  წავართვა პოეტური მომხიბლაობა  რომელსაც ის  სულაც  არ  იმსახურებს.

არ  ვილაპარაკოთ კეთილშობილებაზე  და  რაინდობაზე  თუ  კი  არ  გვინდა  მთელი  სიცილიის  შეურაცხყოფა….

,მკითხავთ  თუ  როდის  დამთავრდება  მაფიასთან  ბრძოლა? ის  დამთავრდება  მაშინ როდესაც აღარ  ქნება  არც  ერთი მაფიოზი.

ის ასევე  დამთავრდება  მაშინ  როდესაც  მაფია საბოლოოდ  დაავიწყდება  ყველა  სიცილიელს.»

ეს სიტყვა  კარგად  გადმოსცემს  დუჩეს  სურვილს. მას  უნდოდა  რადიკალური  ზომების  მიღება  რათა  მოსახლეობას  დავიწყებოდა  მაფიის  სახელიც კი, დარჩენილიყო  იტალიის  ერთადერთ  ხელმძღვანელად და აღდგინა  თავისი  ავტორიტეტი მაფიის  გავლენის  ქვეშ მყოფი ხალხების თვალში.

მუსოლინიმ  მაფიის  საწინააღმდეგო  ოპერაციების  მეთაურად დანიშნა  “რკინის” პრეფექტი  Cesare Mori რომელმაც 1925-1929 წლებში ჩაატარა დიდი კამპანია  სიცილიური მაფიის  წინააღმდეგ.

მან მრავალნაირად  ამხილა  კოზა  ნოსტრას  წევრები  და სიცილიის  პოლიციის  ინტერპროვინციული  სამსახურების  დახმარებით  მასობრივად  დააპატიმრა მაფიის წევრები  სოფლებში  თუ  სხვაგან.

დაპატიმრებულებს  ბრალად  სდებდნენ  ბოროტმოქმედთა  ასოციაციის  წევრობას.

იყო  მრავალი  მასობრივი  პროცესი. მაფიოზებს  ასამართლებდნენ  წლების  წინ  ჩადენილი  დანაშაულების  გამოც.

მოგვიანებით მაფიური ოჯახების დიდი  სასამართლოების  დროს  მაფია  განსაზღვრეს  როგორც  სახელმწიფოს მიმართ მტრული ორგანიზაცია და  აღნიშნული  მოტივით  დათრგუნეს სისხლის  სამართლის კოდექსის გაფართოებული ინტერპრეტაციის  მოშველიებით. ამან  ბევრის  დაპატიმრება  გახადა შესაძლებელი.

ამ  ოპერაციის  მეორე  მიზანი  იყო  მაფიის  ავტორიტეტის  დაცემა  რათა  სიცილიელებს  ერთადერთ ხელისუფლებად  აღეარებინათ მუსოლინის  ხელისუფლება.

უამრავი სიცილიელი  მაფიოზი  გაიქცა  სხვა  ქვეყნებში, სადაც მათ ხელს არ კიდებდნენ, ამერიკაში, სადაც ძალიან მალე შეიქმნა  ამერიკული  კოზა  ნოსტრა.

მაფიის  ძირითადი  ნაწილის  დამარცხების  შემდეგ ჩეზარე  მორის  უნდოდა ბრძოლა პოლიტიკურ  სამყაროში მოქმედ  მაფიოზებთან და კოუმპირებულ პოლიტოსებთან რომელთაც მხარს  უჭერდა  მაფია.

მაგრამ  ეს  ხალხი  იტალიურ  საზოგადოებაში პატივცემული ხალხი იყო და  მუსოლინის  არ შეეძლო ასეთი  ურთიერთობების  გაწყვეტა.

მუსოლინიმ მაშინ 1929  წლის  ივნისში  გადააყენა მორი და პროპაგანდის  მეშვეობით  მან  დაარწმუნა  ხალხი  იმაში რომ აღარ არსებობდა მაფიის აღარანაირი კვალი.

 

კი  რჩებოდა  და  სიცილიაში ხელისუფლებასაც ინარჩუნებდა მაფიურ ოჯახთა  გარკვეული  რაოდენობა  მაგრამ ასეთი  დარბევის  შემდეგ ისინი  ვეღარ ყოყოჩობდნენ ღიად.

ჟურნალ-გაზეთები კი მუსოლინის  აცხადებდნენ  თანამედროვე ჰერაკლედ რომელმაც თავის ბუდეში მოახრჩო ურჩხული მაფია.

მაფია აღარ იყო  სიცილიის  ერის  მფარველი.

 

მაგრამ დაიწყო მეორე  მსოფლიო ომი და ამერიკის  შეერთებულმა  შტატებმა  დახმარებისთვის  მიმართა  მუსოლინის მიერ ჩაწიხლულ  მაფიას.

 

 

ჩანართი ვიკიპედიიდან

 

https://fr.wikipedia.org/wiki/Lucky_Luciano

სალვატორე ლუკანიას სახელით  1897 წლის 24 ნოემბერს ლერკარა ფრიდდიში, სიცილიაში, იტალიაში დაბადებული  და 1962 წლის 26 იანვარს ნეაპოლში გარდაცვლილი  ლაკი ლუჩანო ნამდვილად უდიდესი გავლენის მქონე კრიმინალი იყო.

ჟურნალმა Time ის გამოაცხადა xx საუკუნის იმპერიის, კრიმინალის იმპერიის ერთ-ერთ მთავარ მშენებლად.

მეორე « Capo di tutti capi » ნუ ყველა ბელადის ბელადი სავატორე მარანზანოს  მოკვლის მერე, ლაკი ლუჩანო ითვლება აშშ-ს თანამედროვე ორგანიზებული კრიმინალის მამად.

მეორე მსოფლიო ომი

ამ ომის  დროს აშშ-ს ხელისუფლებას ეშინოდა  რომ ნაცისტების აგენტები საბოტაჟს მოაწყობდნენ ნიუ იორკის პორტში

საინტერესო ისაა  რომ  1945  წლამდე  დოკერების  პროფკავშირს და საპორტო დანადგარებს მთლიანად აკონტროლებდა მაფია.

ხოდა  1941  წლის  დეკემბერში US Navy-ს საიდუმლო  სამსახურებმა მიმართეს Fulton Fish Market-ის მაფიურ «პატრონ» Joseph Lanza-ს იმიტომ რომ პროფკავშირთა ბარათები დაერიგებინათ ამერიკელი აგენტებისთვის რომლებსაც უნდა აღმოეჩინათ გერმანიის ჯაშუშები.

Lanza-მ მათ  გადსცა ლაკი ლუჩანოს  სახელი. ლაკი ლუჩანო დაიქირავეს ძიების გასაადვილებლად და ის ნაკლებად კომფორტული ციხიდან გადაიყვანეს

 

Great Meadow-ს უფრო სასიამოვნო ციხეში.

 

აშშ-ს ხელისუფლებამ უდიდეს მაფიოზ ლაკი ლუჩანოს დახმარებისთვის მეორედ მიმართა 1943 წელს როდესაც აშშ-ს საიდუმლო აგენტებმა მას სთხოვეს კავშირის დამყარება სიცილიის მაფიის მთავარ ოჯახებთან, მათ შორის პალერმოს ნათლიმამა კალოჯერო ვიზინისთან, რათა მათ საბოტაჟით და ჯაშუშობით გაეადვილებინათ ამერიკელების გადასხდომა სიცილიაზე.

ასე რომ ამერიკული სამხედრო ოპერაციების  წარმატებაში მნიშვნელოვანია მაფიის  წვლილი.

 

სიცილიაში ამერიკელების გადასხდომის შემდეგ სიცილიის  სოფლების  გამგებლებად  დანიშნეს მუსოლინის მიერ დევნილი და დაჩაგრული მაფიის ბელადები. ამით ამერიკელებმა სიცილიური მაფია გამოიყენეს უკვე კუნძულზე კომუნისტური გავლენის შესაკავებლად.

 

მაგრამ ამერიკელებმა დიდად არ დააფასეს დიდზე დიდი მაფიოზი ლაკი ლუჩანოს პირადი წვლილი დემოკრატიის  გამარჯვებაში.

 

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი გახდა პროკურორი Thomas Dewey რომელმაც 1946 წლის 3 იანვარს განაცხადა რომ  ლაკი ლუჩანოს  გაანთავისუფლებენ მარტო იმ პირობით თუ ის მაშინვე წავა ამერიკიდან და ცხოვრების დარჩენილ ნაწილს გაატარებს მისი დახმარებითაც განთავისუფლებულ მშობლიურ  სიცილიაში.

ამის გამო ლაკი ლუჩანო 1946 წელს  ავიდა გემზე Laura Keene, მაშ ის დაპატიმრებული იყო 9 წელი 30 წლის პატიმრობის ნაცვლად.

 

გემის  წასვლამდე  ლაკი ლუჩანოს მეგობრებმა იქ მოაწყვეს  გიგანტური ზეიმი რომელშიც ერთად ზეიმობდნენ კრიმინალები და ცნობილი პირები.

 

მაგრამ ლაკი ლუჩანომ დაარღვია მიცემული პირობა და არ ჩავიდა სიცილიაში.მას წინ კიდევ ელოდა მისთვის საინტერესო ცხოვრება.

მაგრამ ჩვენი ისტორიისთვის მთავარი ისაა რომ პოლიტიკოსების და მაფიის თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ედუარდ შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის, ბორის  ელცინის  და ხაბაროვსკელი მაფიოზი ვლადიმირ პოდატევ პუდელის თანამშრომლობით.

 

მეორე მსოფლიო  ომის  დროს და შემდეგ გამოცოცხლებული და  ფეხზე  წამომდგარი მაფიის  თავდაპირველი  ბელადები 1970-ან წლებში შეცვალა ახალგაზრდა  მაფიოზების თაობამ რომლებიც აღარ  სცემდნენ პატივს  ტრადიციულ  ღირებულებებს და  თავის  ძალაუფლებას  აჩვენებდნენ  ძალადობით:

ისინი  არღვევდნენ  საწყისი  მაფიის მიერ  დადგენილ ღირსების  კოდექსსაც.

დაიწყო მაფიის  სხვადასხვა  ოჯახების  ბრძოლა  ძალაუფლებისთვის.

მაფიის  წევრები  ხოცავდნენ ერთმანეთს და იტალიის  კანონიერი  ხელისუფლების  წევრებს.

სიცილიის  ქალაქ კორლეონეში  გაბატონებული კორლეონეზითა მაფიური ოჯახის მიერ გაჩაღებული ტერორის  პირველი  მსხვერპლები  იყვნენ მთავრობის წევრები რომლებიც  ნაწილობრივად  უპირისპირდებოდნენ  მაფიას: სიცილიელი  დეპუტატი პიო ლა  ტორრე  და პრეფექტი Della Chiesa 1982  წელს.

ამის  მნახველმა  იტალიის  სახელმწიფომ  დაიწყო  მაფიის  საწინააღმდეგო ახალი კამპანია.

1980-ან წლებში გამომძიებელმა ჯოვანი ფალკონემ გამოიყენა ყოფილი  მაფიოზები რომლებმაც  წყნარი  ცხოვრების და თავისუფლების  სანაცვლოდ  გადაწყვიტეს მთავრობისთვის  მაფიაზე  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის  მიცემა. ასე  მათ  დაარღვიეს  დუმილის   კანონი  ანუ  ომერტა. ეს  მონანიეთა მხრიდან  დიდი  სიმამაცე  იყო.

მონანიეთა  წყალობით ჩატარდა  დიდი  სასამართლოები  მაფიის  წინააღმდეგ. მრავალი მაფიოზი დაიჭირეს.

1982  წელს  იყო  სკანდალი  მაფიასთან დაკავშირებული  პოლიტიკოსის  გამო.

ამის  შედეგად  1963  წელს  შექმნილი  კომისია  ანტიმაფია  გაამკაცრეს.

 

იმავე  1982  წელს იტალიის  სენატმა  მიიღო  კანონი  რომელმაც  სისხლის  სამართლის  კოდექსში ჩართო ახალი დანაშაულები: «მაფიური ასოციაცია» და « უკანონო კონკურენცია ძალადობით ».

ეს  სიახლე  იძლევა მაფიის  მიერ  დამონებულ საწარმოთა და  ორგანიზაციათა გაწმენდის საშუალებას.

ეს კანონი  ასევე  იძლევა საბანკო  საიდუმლოს  მოსპობის  საშუალებას. ასე კომისია ანტიმაფია ამოწმებს  ბინძური ფულის მოძრაობას და მიდის  ამ ფულის  წყარომდე ანუ მაფიოზებამდე.

მონანიეებს  იცავენ, მათ დაკითხავენ დახურული კარის  უკან, ნამეტანი ცნობისმოყვარეებისგან მოშორებით.

1992  წელს ფალკონე  მოკლეს, მაგრამ მაფიასთან ბრძოლა გრძელდება დღემდე.

1992-1998  წლებში იტალიის  სახელმიფომ ჩაატარა  საგანგებო სამხედრო ოპერაცია, იტალიის  ჯარი შიყვანა  სიცილიის  მთელ ტერიტორიაზე და  მაფიას  წაართვა  ამ ტერიტორიის  კონტროლის საშუალება.

იტალიის  ჯარმა შეცვალა  იტალიის  პოლიცია რათა დაეშინებინა  მაფია რომელიც არღვევდა  ქალაქების  სიმშვიდეს დაემშვიდებინა სიცილიის მოსახლეობა  რომელიც აღარ  გრძნობდა  თავს  უსაფრთხოებაში გამომძიებლები პაოლო ბორსელინოს და ჯოვანი  ფალკონეს  წინააღმდეგ  მოწყობილი ტერორისტული აქტების შემდეგ.

მაფიას  მაგრა  ურტყავენ თავში, მაგრამ ამერიკელების  დახმარებითაც  ფეხზე  წამომდგარი მაფიის სრული  მოსპობა  ვერ მოხერხდა  და, მეტიც, ის  ახალ პოზიციებსაც იპყრობს  ევროპაში.

________________________________

 

 

________________________________________________

მაფიის  ორმაგი სახე.

ყოფილი ნაცისტებთან თანამშრომელი თავადი ბორგეზე თავის შეიარაღებულ ჯგუფებთან ერთად გადაჯდა კუნძულზე 1947 წელს რათა დახმარება გაეწია ბანდიტი ჯულიანოსთვის რომელმაც დახვრიტა 1 მაისის აღსანიშნავად Portella della Ginestra-ში მისული გლეხები.

მუსოლინის მიერ დაჩაგრული მაფია აღდგა ორმაგი სახით.:კორუფცია ინარჩუნებდა ამიერიდან ქრისტიანული დემოკრატიიდან გამოსული ანტიკომუნისტი წარჩინებულების ბატონობას სამხრეთ იტალიაში;

ამავე  დროს  იყო  კრიმინალური  ეკონომიკა  რომელიც სიგარეტების კონტრაბანდიდან გადავიდა ნარკოტიკით ვაჭრობაზე.

 

მამაცი  გამომძიებლები  და  პოლიციელები  30  წელი  ებრძვიან მაფიას.მათ  დაასუსტეს, მაგრამ ვერ მოსპეს მაფიის  პოლიტიკური წონა,

პირიქით, იყო  კრიმინალური ეკონომიკის ელვისებრი ექსპანსია.

ჟაკ დე  სან ვიქტორი  ხაზს  უსვამს  გადამწყვეტ  როლს რომელიც  შეასრულეს ნიუ  იორკის  კოზა  ნოსტრას შეფმა  ლაკი ლუჩანომ და  მისმა  თანაშემწე მეიერ  ლანსკიმ  1950-ან წლებში.

მათ გააჩერეს სიცილიური კლანების აქეთ იქით  სროლის  მანიაკები და  სამხრეთამერიკულ და  აზიურ  ქსელებთან ერთად  შექმნეს ნარკოტიკით ვარობის  მულტინაციონალი.

ლანსკიმ  განაახლა  კავშირები  კორსიკის  მაფიასთან იმიტომ  რომ ის  ამ მაფიას  პატივს  სცემდა  მისი სერიოზულობის  და სისასტიკის, ულმობლობის  გამო.

 

1970-ან წლებში ამერიკელების  ბრძოლამ French Connection-ის  წინააღმდეგ გამოიწვია  კორსიკული  მაფიის მიერ მარსელის რეგიონში  აგებული ნარკოტიკის  იმპერიის  მოსპობა.

მაგრამ მისი  ფესვები კუნძულზე  ხელუხლებელი   დარჩა რაზეც მოწმობს  ეხლანდელი დაკვეთილი მკვლელობები კუნძულზე.

კორსიკული მაფია სიცოცხლისუნარიანია. ის პოლიტიკურ, სეპარატისტული  მიდრეკილების ნეპოტიზმს აუღლებს დიდ ბანდიტიზმთან რაც მას გადააქცევს  სიცილიური  მაფიის  ტყუპისცალ დად.

ჟაკ დე  სან ვიქტორის  ეს  დიდად  საინტერესო  წიგნი აღწერს კრიმინალური  ხელისუფლების  რთულ  გზას. ეს  კრიმინალი  კარგად  მოერგო  ახალ  ბაზრებს  და  ახალ  პოლიტიკურ წეს ჩვეულებებს…..

André Burguière

Un pouvoir invisible. Les mafias et la société démocratique (XIXe-XXIe siècles), 
par Jacques de Saint Victor, Gallimard, 432 p., 23,50 euros.

 


ჟაკ დე  სან ვიქტორი, უხილავი ხელისუფლება,მაფიები  და  დემოკრატიული  საზოგადოება (XIXe-XXIe საუკუნეები), გამომცემლობა Gallimard

 

/www.francetvinfo.fr/replay-radio/le-livre-du-jour/un-pouvoir-invisible-les-mafias-et-la-societe-democratique-de-jacques-de-saint-victor_1742041.html

27/10/2012

 

franceinfoRadio France

Mis à jour le 09/05/2014 | 21:41
publié le 27/10/2012 | 05:52

Un pouvoir invisible. Les mafias et la société démocratique (XIXe-XXIe siècles) , de Jacques de Saint Victor est publié par Gallimard (425 p., 23,50E) –

 

რეზიუმე: მაფია  დაიბადა   “ ფეოდალური რეჟიმის ნანგრევებზე, მაგრამ აყვავდა  და  გაიფურჩქნა დემოკრატიის  და  კაპიტალიზმის  დამყარებასთან ერთად.

მან ძალიან ადრე  გაიდგა  ფესვები  ნეაპოლში, სიცილიაში, კალაბრიაში.

მაფიას  კეთილდღეობა  განაპირობა  ამ კრიმინალური ორგანიზაციის შეთანხმებამ პოლიტიკური და  სოციალური ელიტის ნაწილთან. ესეთი უხილავი ხელისუფლება უჩუმრად დაარღვევს  სოციალურ წესრიგს.

ეს  წიგნი აღადგენს  ამ საიდუმლო ორგანიზაციათა და ევროპის  კონტინენტზე  მათი ექსპანსიის  ისტორიას.

ლაპარაკია  ამ საიდუმლო  ორგანიზაციათა აკვანზე, მათ პირველ ფიგურებზე, გარყვნილ არისტოკრატებზე, უსვინდისო წარჩინებულებზე და მოხელეებზე., უწესოდ და უკანონოდ დაწინაურებულებზე, დაქირავებულ მკვლელებზე….

ის  უკვირდება  ამ კრიმინალური სექტების დაახლოებას  და  მჭიდრო კავშირს ახალშობილ დემოკრატიასთან, ის  უკვირდება მაფიების მიერ ამერიკის  დაპყრობას.

ლაპარაკია იმაზეც  რომ ფაშიზმმა ვერ მოახერხა მაფიის  სრული ამოძირკვა.

ცივი  ომის  დროს  მოხდა  მაფიური  ქსელების მუტაცია. მათ მოახრხეს პარაზიტობა ლიბერალურ ეკონომიკაზე.

ესაა ნარკოტიკით აჭრობის  მკვეთრად  გავრცელების, ფისკალური სამოთხეების აყვავების, ვატიკანის  ბანკის გარიგებათა, უძრავი ქონების ირგვლივ სკანდალების ხანა.

ერთმანეთის გვერდით არიან კრიმინალი ბოსები, პოლიტიკოსები, მეწარმეები და  ფინანსისტები.

ბერლინის  კედლის  დანგრევის  მერე გაჩნდნენ ახალი ორგანიზაციები რომლებიც იყენებენ მაფიის მოდელს სხვა ტერიტორიების დასაპყრობად.

ჟაკ დე  სან ვიქტორის თქმით მაფიური ფენომენი არაა დემოკრატიის თუ კაპიტალიზმის თანაარსი, მაგრამ მაფია ოსტატურად იყენებს დემოკრატიის და კაპიტალიზმის ნაკლებს და მანკიერებებს.

 

 

http://geopolis.francetvinfo.fr/les-mafias-italiennes-et-nigeriane-s-allient-sur-le-marche-de-la-prostitution-128287

იტალიური და ნიგერიული მაფიები ერთად და შეთანხმებულად თანამშრომლობენ პროსტიტუციის ბაზარზე.

Les

Michel Lachkar@GeopolisAfrique , 13/12/2016
ნიგერიული და  სიცილიური მაფიების ალიანსი აფრიკული პროსტიტუციის  გასაკონტროლებლად.

ნიგერიული  მაფია  დამკვიდრდა  სამხრეთ იტალიაში სიცილიური მაფიის  გვერდით და  თანამშრომლობს  სიცილიურ მაფიასთან.

ცნობილია  ალბანელი და  რუმინელი ქალების დღეში ერთ ევროდ მუშაობა პამიდვრის ველებზე.

ნაკლებად ცნობილია  კოზა  ნოსტრას მეთვალყურეობით ნიგერიელებისთვის გადაცემული პროსტიტუციის და ნარკოტიკის  ბაზრები.

ნიგერიელები  კარგად  შეეგუენ სიცილიის  ჰავას.

ნიგერიელებს აქვთ თავისი საკუთარი მაფია, ნიგერიის  უნივერსიტეტებში გაჩენილი  და  იტალიაში გადატანილი  საიდუმლო  საზოგადოება Black axe.

კარგი სტრუქტურის  მქონე, ევროპაში და აშშ-ში არსებულ დიასპორებთან საერთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზაცია.

ბოლო  წლებში სიცილიის  სანაპიროებზე ჩასული  ათობით ათასი აფრიკელი  იმიგრანტიდან ყველა არ წასულა  რომში ან პარიზში ზოგი  დამკვიდრდა პალერმოში თუ Catane-ში სადაც  ისინი თითქოს მოერგნენ გარემოს. ზაფხულის  საღამოებით დაინახავთ ხოლმე მათ და   სიცილიელებს სოფლის ერთსა და იმავე მოედანზე, მაგრამ ისინი ცალ ცალკე სხედან.

Black Axe: შავი  ნაჯახი

 

2015  წელს  იტალიაში  თავშესაფრის  მთხოვნელთა  შორის  ყველაზე  მეტი  იყო  ნიგერიელი.

იტალიური  მართლმსაჯულება  შეაწუხა ნიგერიული  კრიმინალური ორგანიზაციების დაახლოებამ კოზა ნოსტრასთან.

 

Black Axe იქცა  იტალიურიპოლიციის  კვლევის  ობიექტად.

 

სხვა  მაფიური ჯგუფების  მსგავსად Black Axe ორგანიზებულია პირამიდალურად  და  დამკვიდრებისთვის  იყენებს დაშინებას  და ძალადობას.

2016 წლის  18 ნოემბერს პალერმოს მაფიის  საწინააღმდეგო სამმართველომ დააპატიმრა 23 საეჭვო  ნიგერიელი. ფიქრობდნენ რომ ამ  მაფიოზებს  არალეგალურად ჩამოჰყავდათ ნიგერიელი ახალგაზრდა ქალები რომლებსაც აბამდნენ პროსტიტუციაში.

 

იტალიური  პოლიციის თანახმად  დაპატიმრებულთა შორის იყო ტიპი  რომელსაც ერქვა  ორგანიზაციის  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავდაცვის მინისტრი, Kenneth Osahon Aghaku.

ნიგერიელები არიან კოზა  ნოსტრას პატარა ხელები ჰეროინის  და  პროსტიტუციის  ბაზრისთვის.

.

« ნარკოტიკს  ნიგერიელები  ყიდიან კოზა  ნოსტრას თანხმობით. კოზა  ნოსტრა  აწვდის  მათ ნარკოტიკს და აკონტროლებს ვაჭრობას.

 

ორი ჯგუფი  თანაარსებობს  და დაპატიმრებული აფრიკელები იცავენ დუმილის კანონს…»,

ამას  ამბობს პალერმოს  ტრიბუნალის პროკურორის თანაშემწე.

 

ნიგერიელების  მთავარი უკანონო  საქმიანობაა პროსტიტუცია. მრავალი ათასი ნიგერიელი  ახალგაზრდა  ქალი კახპებად ბოდიში შრომობს პალერმოში, ნეაპოლში, Catane-ში და, მეტიც, იტალიის  სოფლებში.

კახპები  საზოგადოდ იტალიაში ჩაჰყავთ ნიგერიის  სამხრეთი პროვინცია  ედოდან

იტალიაში  გაკახპებულ  ნიგერიელთა  რაოდენობა მეტია იტალიაში გაკახპებულ რუმინელთა რაოდენობაზე.

 

ნიგერიელ გოგოებს ყიდულობენ ღარიბი ნიგერიელი ოჯახებისგან. მათ პირდებიან ევროპაში სწავლას.
ისინი იტალიაში ლიბიის  გავლით ჩაჰყავს შავი ნაჯახის ხალხს.

იტალიაში ჩაყვანილ  ნიგერიელ გოგოებს ამწყვდევენ და აუპატიურებენ.

ნიგერიელ გოგოებს  ემუქრებიან მათი ან ნიგერიაში დარჩენილი მათი ახლობლების მოკვლით თუ კი გოგოები  გათქვამენ რამეს.

 

გოგოებს  ართმევენ მათ საბუთებს.

 

ახალი  უკანონო  საქმიანობა

იტალიური  მაფია  ტრადიციულად არ  ეხებოდა  პროსტიტუციას. ამ ბედნიერებას ის ეხლა უთმობს  ნიგერიელებს და სამაგიეროდ  ბეგრავს  მათ.

ნიგერიულ პროსტიტუციას მოაქვს  ბევრი  ფული  და  იტალიური  მაფიები  როგორ  მოიკლებდნენ წილს.

 

ნიგერიელები მთლად თავზე  რომ არ  დაასხდნენ იტალიელებს  არის  გარკვეული  წესები.

ნიგერიელებს  ეკრძალებათ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა  და  ხმარება.

ნიგერიელები  უნდა  ბატონობდნენ კეტებით, დანებით, ნაჯახებით. მათ უნდა იცოდნენ თავისი ადგილი თორე მათ ვერ აიტანენ….

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s