პესიმიზმი.მისი  მიზეზები

Image result for what is pessimism

პესიმისტი ისაა ვინც უსმინა მეტისმეტად ბევრ ოპტიმისტს.

ადამიანს შეცდომის დაშვებისკენ უფრო უბიძგებს პოზიტიური ილუზიებით თავის დამშვიდებისკენ მიდრეკილება და არა სამყაროს ნეგატიურად ხედვა.

ეხლა  ალბათ ყველაზე მეტად  გვჭირდება დეპრესიული რეალიზმის დიდი დოზა.

 

ყოველ ცოცხალ არსებას უნდა ბედნიერება,ყოველი ცოცხალი არსება იტანჯება. სიცოცხლე ტანჯვაა, მუდმივი ბედნიერებისაკენ სწრაფვა ამაო და უშედეგო ილუზიაა. ხსნის გზაა თანაგრძნობა და თანადგომა. თანაგრძნობაა მთელი მორალის საფუძველი, ასეთია თანამედროვე დასავლეთშო დიდად პოპულარული ბუდიზმის პრინციპი.

აი, ძმებო. კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე. ტანჯვით იბადება ადამიანი. ის იტანჯება ჭკნობისას, იტანჯება ავადმყოფობებისგან, კვდება ტანჯვით და დარდით. მოთქმაგოდება, ტკივილინაღველი, სასოწარკვეთილება მძიმეა. ტანჯვაა ყოფნა იმასთან ვინც არ გიყვარს. ტანჯვაა განშორება იმასთან ვინც გიყვარს და   განსაკუთრებით მტანჯველია ყოველი დაუკმაყოფილებელი წყურვილიდა ჩვევებისგან წარმოქმნილი ხუთივე მთლიანობა მტანჯველია. ასეთია, ძმებო, კეთილშობილი ჭეშმარიტება ტანჯვაზე.

ძნელია ადამიანად გახდომა, ძნელია მოკვდავთა ცხოვრება, ძნელია ჭეშმარიტი დხამას მოსმენა, ძნელია განათლებულის დაბადება.

 

აი ასეთმა  ბუდამ დიდად  იმოქმედა დიდ ევროპელ; არტურ შოპენჰაუერზეც.

 

https://www.amazon.fr/pessimisme-est-humanisme-Schopenhauer-juridique/dp/2849343048

 

საჯარო  სამართლის  პროფესორი Alexandre Viala

Alexandre Viala Professeur, Droit public

პესიმიზმი  ჰუმანიზმია, შოპენჰაუერი და გონება, 217 წლის 6 ივლისი

 

Le pessimisme est un humanisme: Schopenhauer et la raison juridique Broché – 6 juillet 2017

 

მისი თანამედროვე  ჰეგელის ჩრდილში დიდი ხნის მანძილზე  დარჩენილმა  არტურ შოპენჰაუერმა  სახელი გაითქვა სიკვდილის  შემდეგ. მან XlX საუკუნის  ბოლოს გავლენა  მოახდინა  ისეთ მოაზროვნეებზე  როგორებიც  იყვნენ იცშე და ფროიდი.

 

შოპენჰაუერის  მთავარი წვლილი ფილოსოფიის ისტორიაში სულაც არაა  სასაცილო.

მან  გადააყირავა  დასავლური წარმოდგენა ადამიანზე.

 

დასავლური  ფილოსოფია შოპენჰაუერამდე  ადამიანს თვლიდა  თავისუფალ გონიერ არსებად.

 

მაგრამ შოპენჰაუერმა  თქვა  რომ  ადამიანი არის  თავისი ვნებების ჟინის და  ემოციების მძევალი.

 

მან თქვა  რომ ტანჯვა  არის სიცოცხლის არსის ნაწილი, რომ ინტელექტუალური ფუნქციები ემორჩილება ემოციურ  ფუნქციებს.

 

ეს  ნარკვევი  ამბობს რომ ეთიკური და  მორალური იმედგაცრუება, რაც ახასიათებს პოლიტიკურ ლიბერალიზმს და  იურიდიული  პოზიტივიზმი  გაჩნდა  შოპენჰაუერის პესიმიზმის ჩრდილში.

 

 

 

ფრანგული პრესა, საერთაშორისო პრესის  მიმოხილვა და პუბლიკაციები.

 

ეხლა ლონდონური New  Statesman,01.10/2003

 

https://www.courrierinternational.com/article/2002/01/10/toutes-les-raisons-d-etre-pessimiste-au-xxie-siecle

 

L’obsession occidentale du déclin se porte bien. Toutes les raisons d’être pessimiste au XXIe siècle

დასავლეთი  ისევ  ფიქრობს  დაცემაზე  და  დაკნინებაზე,XXI საუკუნეში  პესიმისტად ყოფნის  ყველა  მიზეზი

 

1913  წელს შექმნიდან  ეს  პოლიტიკური  ჟურნალი  ცნობილია როგორც  მისი  ანალიზების  სერიოზულობით ისე  კომენტარების  გესლით და  დაუნდობლობით. ისაა  დამოუკიდებელი  მემარცხენეობის  ფორუმი. ისაა  მემარცხენე  ინტელიგენციის  საყვარელი გამოცემა, მაგრამ ის  ბეჭდავს  შეხედულებათა  ფართო სპექტრს.

მისი  ტირაჟი  გაიზარდა  და  იზრდება.

 

პესიმიზმი  გავრცელდა  ისე  როგორც  არასდროს. მაგრამ ეს  განა  არაა  წინააღმდეგობის  ფორმა?

განა  პატარა  დეპრესია  დიდ ილუზიებზე  უკეთესი არაა?

სვამს  კითხვას Oliver Benett.

 

შეტევამ World Trade Center-ზე  და  ამერიკულ -ბრიტანულმა პასუხმა ამაზე გაავრცელეს  პესიმიზმის ტალღა “ცივილიზებული მსოფლიოს” მომავლის  თაობაზე.

ჩვენ  ვეღარ  ვიქნებით  დარწმუნებული  ჩვენი უსაფრთხოების თუ  ჩვენი  ცხვრების წესის  ხანგრძლივობა- დღეგრძელობაში.

ჩვენ  ვფიქრობთ  რომ  შესაძლებელია  ნახშირის ბაცილის (bacille du charbon) გაჩენა  სავენტილაციო სისტემებში  და  ვემზადებით ამისთვის.

ჩვენ ვფიქრობთ რომ მეტროში შეიძლება გაჩნდეს ნეიროტოქსიკური გაზი და ვემზადებით ამისთვის.

პიროვნების თავისუფლებებზე უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უსაფრთხოების პრობლემა.

რასებს შორის  ურთიერთობები  უარესდება, ეკონომიკა მიდის რეცესიისკენ.

 

როდესაც  ვხედავთ  რომ  მდიდარი ქვეყნები ბომბებს უშენენ ყველაზე ღარიბებს ძნელია არ  დავასკვნათ რომ  ჩვენ მივეკუთვნებით დაკნინების გზაზე დამდგარ ცივილიზაციას.

 

და ამას  ემატება  შეგრძნება რომ ყველაფერ ამაში თვითონ დასავლეთია დამნაშავე.

 

ასეთი  კულტურული პესიმიზმი ფართოდ  იყო  გავრცელებული  დასავლეთის  ინტელექტუალურ ისტორიაში.

 

XVIII საუკუნემდე  იშვიათად  თუ ეპარებოდა ვინმე დასავლელს ეჭვი მისი ცივილიზაციის  დაცემასა და დაკნინებაში.

ეს მომდინარეობდა  ერთდროულად როგორც  ქრისტიანობიდან ისე  კლასიკური  სამყაროდან. ბიბლიურ  ტრადიციაში  ედემიდან დაცემა  და  აოკალიფსისი იყო დაკნინების  და  ნგრევის  არქეტიპები. და კლასიკოსები  ფიქრობდნენ  რომ დეკადანსი ,რკინის ხანა ან, სულ მცირე, ციკლების  განმეორება გარდაუვალი იყო.

 

პროგრესის  მქადაგებლები ლეგიონი არ ყოფილან.

ბიბლიური  ტრადიციის  თანახმად მეორედ  მოსვლა და  უკანასნელი  სამსჯავრო გადაგვის  სრულებით ზნედაცემულ  და გადაგვარებულ კაცობრიობას და  გადარჩება მარტო მართალთა გარკვეული რაოდენობა.

ანტიკური  ხანის  მოაზროვნისთვის  კაცობრიობის ისტორიის  ბოლო ხანაა რკინის ხანა, კანონების, წესების, ზნე-ჩვეულებათა სამართალის და ღირსების აბუჩად  ამგდები თანამედროვე ადამიანის დრო.

 

XVIII და XIX საუკუნეებშიც კი, მაშინ როდესაც განმანათლებელთა საუკუნის პროგრესისტული დოქტრინები მათ აპოგეაში იყო, მასხრად იგდებდნენ ან გმობდნენ იდეას  რომ შესაძლებელი იყო ცივილიზაციის  წინსვლა.

 

ჟან-ჟაკ რუსო, მაგალითად, ამბობდა  რომ თანამედროვე  ცივილიზაციის გარყვნილების  ხარისხი  წარმოუდგენლად მეტია  ვიდრე პირველყოფილ საზოგადოებათა გარყვნილების ხარისხი.
შოტლანდიელი Thomas Carlyle ფიქრობდა  რომ “მექანიკურმა” აზროვნებამ გადაგვაქცია ცივილიზაციის  სხვა  ხანების  წარმომადგენლებზე ნაკლებად მორალურ არსებებად.

გერმანელი  სოციოლოგი Max Weber ფიქრობდა  რომ მოხდება ადამიანის სულის უფრო და უფრო ბიუროკრატიზაცია.

“  ჩვენ გველის ყინულოვანი, ბნელი და მკაცრი პოლარული ღამე და არა ლამაზი და სასიამოვნო გაზაფხული”, წერდა  მაქს ვებერი.

კარლ მარქსს თითქმის  რელიგიურად  სწამდა კომუნიზმის გამარჯვებისა  მაგრამ ის ძალიან  პესიმისტურად  უყურებდა კაპიტლისტურ სამყაროს.

XX საუკუნის პირველი ნახევრის მოვლენებმა ანუ გენოციდებმა, ტოტალურმა ომმა, სტალინიზმმა, ჰიროსიმამ, და ა.შ. თითქოს  გაამართლა პესიმისტების აზრი და  გააჩუმა მუდმივი პროგრესის   მქადაგებელი  პროგრესისტები.

 

XIX საუკუნის  პესიმისტებს  ბევრი  მიმდევარი ყავდა XX საუკუნეში.

ოსვალდ შპენგლერმა  გამოაქვენა თავისი მთავარი ნაშრომი, დასავლეთის დაკნინება.

ზიგმუნდ  ფროიდმა თავისი ღრმად  პესიმისტური შეხედულება  ინდივიდზე გადააქცია განზოგადებულ კულტურულ პესიმიზმად.

მთელ  ევროპაში  თანამედროვე  ხელოვნება დადადან ბერლინში სიურეალიზმამდე პარიზში,

T.S. Eliot-ის ამაო მიწიდან  კაფკას პროცესამდე ხშირად გამოხატავს ულმობლად კუშტ,პირქუშ თვალსაზრისს.

გერმანელი  სოციოლოგი Theodor Adorno ფიქრობდა რომ ისტორიას ნამდვილად აქვს აზრი, მაგრამ ეს აზრი ღრმა  დეპრესიაში აგდებს ადამიანს.
“არც  ერთ  საყოველთაო ისტორიას არ მივყავართ ველურობიდან  ჰუმანიტარიზმამდე, დაწერა ადორნომ 1966 წელს, პირიქით, კენჭების სასროლი  შურდულიდან მივდივართ  ატომურ ყუმბარამდე.”

1980-ანი წლების ბოლოს  ამერიკელმა ისტორიკოსმა ფრანსის  ფუკუიამამ  განაცხადა  რომ ასეთი პესიმიზმი  გადასინჯული  უნდა იყოს.

XX საუკუნის პირველი  ნახევარი იყო  კაცობრიობის ისტორიაში არნახული ძალადობის და ნგრევის მოწმე, მაგრამ ფუკუიამამ ეს  განიხილა  უფრო  ფართო კონტექსტში როგორც ეპიფენომენი.

ამიერიდან მსოფლიო გარდაუვალად დაიძვრებოდა ლიბერალური დემოკრატიისკენ და თავისუფლებისკენ.

მაგრამ ფუკუიამაც  მიდიოდა  დინების  წინააღმდეგ. მისი  აზრი  დიდად არ პასუხობდა  შეხედულებას  პოსტმოდერნული  მსოფლიოს  დაკნინების შესახებ.

 

1960-ანი წლებიდან პესიმიზმი  გავრცელდა  ადამიანის საქმიანობის იმ სფეროებში  სადაც ის აქამდე არ ყოფილა.

ამ  პესიმიზმის  პირველი მიზეზი იყო  ბუნებრივი გარემო.

კაცობრიობის  ისტორიის  მრავალი მილიონი წლის შემდეგ დედამიწის  მოსახლეობის რაოდენობამ 1950 წელს მიაღწია 2,5 მილიარდ ინდივიდამდე/.

37  წლის განმავლობაში კი ეს რაოდენობა გაორმაგდა

ალბათ მღრღნელთა ზოგი სახეობის გამოკლებით დედამიწაზე  ყველაზე  მრავალრიცხოვანი ძუძუმწოვარაა ადამიანი.

და ეს ძუძუმწოვარა ადამიანი უზომო დაბრკოლებებს  უქმნის  ბუნებრივ გარემოს.

ექსპერტთა  უმრავლესობის აზრით 2050 წლისთვის დედამიწის  მოსახლეობის რაოდენობა უნდა  გახდეს 9-10 მილიარდი ადამიანი ანუ ოთხჯერ უფრო მეტი ვიდრე 1950 წელს იყო.

როგორც თქვა  ბიოლოგმა Edward O. Wilson-მა ადამიანი  არის  პირველი  ცოცხალი არსება დედამიწაზე სიცოცხლის  ისტორიაში რომელიც გახდა  ტოტალურად  უკონტროლო მთელი დედამიწის მასშტაბით.

1980-ან წლებში მსოფლიო  ინდუსტრიულმა წარმოებამ გადააჭარბა  ყველაფერს რაც კი  კაცობრიობას  გაუკეთებია მთელ თავის ისტორიაში.

ადამიანმა თავისი მრეწველობით ბუნებრივ გარემოში შეიტანა სინთეტური ქიმიური სუბსტანციების უზომო რაოდენობა.

ამან გარდაქმნა  დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის კონტექსტი.

ადამიანის  საქმიანობა  ეხლა  გავლენას  ახდენს ჰავაზე, თუ გნებავთ კლიმატზე, და სტრატოსფეროს მდგომარეობაზე, რაც არნახული რამეა დედამიწის ისტორიაში.

ბუნებრივი გარემო, რომლის  ევოლუციასაც დასჭირდა მილიონობით წელი, მნიშვნელოვნად შეიცვალა ადამიანთა 1 თაობის ცხოვრებაში და  ადამიანებს მოუხდათ შეგუება, ადაპტაცია, უპრეცენდენტო სიჩქარით.

პესიმიზმის  მეორე მიზეზია  მორალური დაკნინება და დაცემა.

 

ბევრი  ადამიანი ცხოვრობდა  ცივი ომის ბირთვული ტერორის, გარანტირებული ურთიერთმოსპობის დოქტრინის პირობებში ცახცახით.

,აგრამ ცივი ომი დამთავრდა  და ახალი  მსოფლიო წესრიგიც საკმაოდ შემზარავი რამეა მორალურ პლანში.

მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის რსებული უფსკრული განუწყვეტლად ითხრება და ფართოვდება.

მაგრამ არის  ფენომენი  რომელსაც ისტორიკოსმა  Eric Hobsbawn-მა  უწოდა მოსპობის  და  მოკვლის  საშუალებათა დემოკრატიზაცია.

ამის ბოდიში წყალობით დასავლეთის მდიდარი ქვეყნებიც ვეღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ისინი ხედავენ რომ მათ ტერიტორიებზეც შეიძლება სასაკლაოების მოწყობა.

ჯერ სად ივნენ World Trade Center-ზე შემსკდარი თვითმფრინავები როდესაც სამხედრო ისტორიკოსები აფრთხილებდნენ საზოგადოებას ომის ახალი, “ არაფორმალური” და “შიდა” ფორმების  განვითარების შესახებ.  ისინი  ფიქრობდნენ რომ ეს ბიძგს მისცემდა უფრო და უფრო რეპრესიული და ავტორიტარული მთავრობების გაჩენას.

დღესაც ფართოდაა  გავრცელებული  წამება, გენოციდი და  პოლიტიკური მკვლელობა.

1990-ან წლებში მსოფლიოს მთავრობათა მესამედი მიმართავდა თუ იწყნარებდა წამებას.

1945  წლის შემდეგ  მსოფლიომ ნახა გენოციდის 48 ეპიზოდი რომელთა უმრავლესობაც მოხდა1965 წლის შემდეგ და  რომელთა დროსაც დაიღუპა ცხრა მილიონიდან ოც მილიონამდე ადამიანი.

მილიონობით სხვა  ადამიანი დღესაც საფრთხეშია .

1995  წლის 1 გამოკვლევის თანახმად 36 ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე ემუქრება 52 ჯგუფს  ანუ მთლიანობაში 190 მილიონ ინდივიდს.

დასავლეთის პრობლემაა  კრიმინალის ფართოდ გავრცელება და სოციალური პრობლემის დამძიმება.

სოციოლოგების მიერ  მოგონილმა  ქედმაღლურმა ცნებამ მორალური პანიკა ადგილი დაუთმო მორალურ რეალიზმს.

კრიმინოლოგთა უმრავლესობის  აზრით კრიმინალის  ზოგი  ფორმა  გავრცელდა  ისე  როგორც  არასდროს  ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში და  კრიმინალი  უფრო  აზარალებს  უამისოდაც  უკვე რთულ ეკონომიკურ  თუ  სოციალურ მყოფ  ადამიანებს  და  არა მდიდრებს.

კრიმინალის  არნახულად  გააქტიურების  და  გავრცელების  მიზეზი შეიძლება იყოს ან ის  რომ  დღევანდელ კაპიტალიზმს  აქვს  უფრო  და  უფრო  დარვინული  თვისებები ან ის  რომ  სუსტდება,ინგრევა და ისპობა  პიროვნების  უსაფრთხოებისთვის აუცილებელი  გარემო, პირველ რიგში  ოჯახი, შემდეგ  საზოგადოება და სახელმწიფო.
ყველა  აღიარებს  რომ  ინდივიდს  აქვს  მორალური არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ ორივე  ახსნა  ხაზს  უსვამს ძალადობის სტრუქტურულ კონტექსტს.

 

 

 

 

1990-ანი  წლების  ბოლოს  ეს  კონტექსტი თითქოს კარგად  დამკვიდრდა.

უნივერსიტეტებში  გავრცელდა  უფრო  იდუმალი  მაგრამ ასევე  გესლიანი ინტელექტუალური პესიმიზმი.

მეცნიერება  იყო  არაჩვეულებრივი  მატერიალური  და  ინტელექტუალური  მონაპოვრების  წყარო, მაგრამ ბევრი  ფიქობს  რომ  ყველაფერი  ეს მეტისმეტად  ძვირად დაჯდა.

კრიტიკოსები  ამბობენ  რომ  მეცნიერება პატივს  სცემს  მარტო მეთოდოლოგიას, დაგროვებულ  ცოდნას  და  არაა  სულიერ, კულტურულ თუ მორალურ ღირებულებათა მატარებელი.

ცოდნის  განსხვავება ღირებულებებისგან მეცნიერებას  აქცევს  იარაღად  მის  დამფინანსებელთა, როგორც  სამხედრო-სამრეწველო  კომპლექსის  ისე  გენეტიკა-ინდუსტრიის  და  მედიცინა-ინდუსტრიის  ალიანსების ხელში.

კრიტიკოსები  ამბობენ  რომ მეცნიერება  უფრო  და უფრო  ემორჩლება  სწრაფი  ფინანსური  მოგების  მპერატივებს.

ამ  გადაგვარების  აღსანიშნავად ისინი ლაპარაკობენ ბინძურ მეცნიერებაზე.

ამას  გარდა  ისინი ამბობენ  რომ  მეცნიერება  არის  ტოტალური  უნდობლობა  ცოდნის სხვა  ფორმების მიმართ და  ამან ხელი შეუწყო სამყაროს დეპერსონალიზაციას იმით ომ გააჩინა ადამიანური ღირებულებების მიმართ სრულიად გულგრილი სამყარო.

ზოგი  ამბობს  რომ  მეცნიერებაში აზრის ძიება  უაზროა იმიტომ რომ  ეს  იქნება მეცნიერების  რელიგიასთან გაიგივება.

მაგრამ  უფრო და უფრო საერო  მსოფლიო აუძლურებს  რელიგიას.
ეხლა  ბევრი  ფიქრობს  რომ  მეცნიერების  და  განმანათლებლების მიერ  დატოვებული სიცარიელე უნდა შეავსოს ხელოვნებამ.

 

ბევრს  სჯეროდა  რომ  სწორედ  ეს  იყო  ხელოვნების უმაღლესი ფუნქცია.

მგრამ აქეთ-იქით ყურებისას მათ ნახეს მარტო  მორალური ავტორიტეტისგან დაცლილი  და  მოხმარების ლოღიკის მორჩილი  ხელოვნება.

მოდერნიზმის  უაღრესი  სერიოზულობა  გადაგვარდა  ცინიკურ  პოსტმოდერნიზმად.

ხელოვნებებიც  გადაიქცა დროისტარების  ინდუსტრიის (industrie des loisirs) სინონიმებად.

ღირებულების ერთადერთ კრიტერიუმად დარჩა  ხელოვნების ნაწარმოების საბაზრო ფასი.

ასე  კულტურაში იდეა ხელოვნებისა  რომელსაც ძალუძს გაკეთილშობილება ან განსულიერება აღარაა სანდო.

 

პესიმიზმის მეოთხე  წყაროა “ახალი” კაპიტალიზმის  პირისპირ მდგარი პოლიტიკის უძლურება.

ახალი  კაპიტალიზმი ძველი, როგორც წესი ფორდიზმთან დაკავშირებული  კაპიტალიზმისგან განსხვავდება  თავისი განსაკუთრებით ექსპანსიონისტური დინამიზმით.

ის  ნამდვილად  უფრო  პროდუქტიულია, მაგრამ სამაგიეროდ  მას  დასავლეთში მოყვა უფრო და  უფრო საგრძნობი დაუცველობა , უმუშევრობის  და  უთანასწორობის  ზრდა, სოციალურ  განსხვავებათა გამკვეთრება, კრიმინალის რეკორდული დონე, ოჯახების დაშლა და ნგრევა.

თამაშის  წესების  ახალი დამდგენები  და  გამძღოლები  არიან ინვესტორები რომლებიც უპრეცენდენტო გავლენას ახდენენ ერთა ცხოვრებაზე.

,მთავრობები  მუდამ  უპირისპირდებოდნენ ძალებს  რომლებსაც ვერ აკონტროლებდნენ.

მაგრამ დღეს ბსოლუტურად  წარმოუდგენელია თუ რას დააპირებენ და  რას  იზავენ ეს უკონტროლო ძალები.

 

ახალმა  კაპიტალიზმმა  დამკვიდრება  დაიწყო  დიდ  ბრიტანეთში და აშშ-ში

მაგრამ ექსპანსიონისტური  ახალი კაპიტალიზმი დაუპირისპირდა ნაკლებად ინდივიდუალისტური ტრადიციების მქონე კაპიტალიზმებს.

 

საფრანგეთის, გერმანიის და  სკანდინავური ქვეყნების სოციალურ ლიბერალურ ეკონომიკებს და მათ გულუხვ სოციალურ განაწილებას  დაემუქრა  ულმობელი, დაუნდობელი რეჟიმები რომელთა მიზანი იყო მარტო კაპიტალის დაგროვება.

იგივე  იყო  იაპონიაში  სადაც  ერთგვარი  სახელმწიფო განგება კერძო დაფინანსებით ზღუდავდა  უმუშევრობას და  ინარჩუნებდა სოციალურ ერთიანობას.

ახალი კაპიტალიზმის  ლოღიკა  თითქოს მოითხოვს  აქტიურ  უწყვეტ  გეოპოლიტიკურ  ექსპანსიას.

მაგრამ  სად შეჩერდება  ეს შემზარავი შეჯიბრი- კონკურენცია?

ინდუსტრიალიზებული ქვეყნების  მოხმარების დონის  დედამიწის  ყველა  სხვა  რეგიონზე  რამენაირად  გავრცელების შემთხვევაშიც ჩვენ გველის  დედამიწის ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და ბუნებრივი გარემოს მოსპობა.

როგორც  ამბობდა Hobsbawn, კაპიტალიზმის  ეს  ბოლო  სტადია მივიდა  ისტორიული კრიზისის განზომილებამდე და ემუქრება  ადამიანურ საზოგადოებათა სტრუქტურას.

დღევანდელი საერთაშორისო კრიზისიდან გამომდინარე პესიმიზმი ეწერება, მაშ, უფრო ზოგად ტენდენციაში.

პესიმიზმი გაძლიერდა  და  გავრცელდა XX საუკუნის  ბოლო ათწლეულებში და  ის  ეხლა  დროის ნიშანია.

ეკოლოგიური, მორალური, ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ასპექტები შეერთდა და გაჩნდა ნამდვილად კულტურული პესიმიზმი.

მაგრამ  რატომ არა  ვართ  ყველანი პესიმისტები?

უწინარეს  ყოვლისა, პესიმიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ღირებულებებთან და იდეოლოგიასთან. მას არა  აქვს  ობიექტური  რეალობა.

ერთის პესიმიზმი მეორის ოპტიმიზმია.

ვიღაც  სასოწარკვეთილია  ახალი კაპიტალიზმით. სხვა მასში ხედავს პროგრესის მამოძრავებელ ძალას.

ზოგს  პესიმისტებად  ხდის  ბუნებისადმი ჩვენი დამოკიდებულება.  სხვები  ზეიმობენ მეცნიერების გამარჯვებას.

საერთო  ღირებულებების  მქონეებისთვისაც კი  ერთი  და  იგივე  გარემოებები  ერთდროულად აჩენენ როგორც ოპტიმიზმს ისე პესიმიზმს.

ნაწილობრივ ესაა  ინტელექტუალური განსჯის საკითხი, მაგრამ ეს არაა ერთადერთი ან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

კულტურული  პესიმიზმი ჩნდება ფსიქოლოგიური განწყობიდანაც.

მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ნეგატიურობისკენ მიდრეკილება.

ეს  მიდრეკილება  საერთოა  როგორც პესიმისტებისთვის ისე მსუბუქ დეპრესიაში მყოფებისთვის….
არა  და  ადამიანს შეცდომის დაშვებისკენ უფრო უბიძგებს პოზიტიური ილუზიებით თავის დამშვიდებისკენ მიდრეკილება და არა სამყაროს ნეგატიურად ხედვა.

მრავალმა  გამოკვლევამ აჩვენა რომ  ადამიანთა უმრავლესობა  ყველაფრის მიუხედავად და საწინააღმდეგოდ ინარჩუნებს პოზიტიურ არარეალისტურ ხედვას.

მათ გონიათ რომ ისინი მოახერხებენ მათი გარემოს გაკონტროლებას, მათ აქვთ არარეალისტური იმედები.
ასეთი პოზიტიური  ილუზიები საჭიროა გარკვეული ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

სწორედ ამიტომაა საჭირო პესიმიზმი.

ეხლა  ალბათ ყველაზე მეტად  გვჭირდება დეპრესიული რეალიზმის დიდი დოზა.

 

Oliver Bennett*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s