Peter Sloterdijk დინების წინააღმდეგ

Image result for Après nous le déluge : Les Temps modernes comme expérience

პოპულიზმი  არის  ადამიანის მიერ სირცხვილის განცდის უნარის დაკარგვის შედეგი….

 populisme est la conséquence de l’incapacité épidémique à avoir honte…

ევროპული  ბიბლიოთეკა, Peter Sloterdijk დინების წინააღმდეგ

//www.amazon.fr/Après-nous-déluge-expérience-antigénéalogique/dp/2228916404

 

Peter Sloterdijk

 

Après nous le déluge : Les Temps modernes comme expérience antigénéalogiqueBroché – 12 octobre 2016

«ჩვენს  მერე  წარღვნა, დღევანდელობა  როგორც ანტიგენეალოგიური ექსპერიმენტი »

ჩვენს  საზოგადოებას  აღარ  აქვს  ცოდნის  და  გამოცდილების  გადაცემის  უნარი მას შემდეგ  რაც ფესვების, წარსულის  უარყოფა აქცია თანამედროვეობის მამოძრავებელ ძალად.

ყოველგვარი  მემკვიდრეობის უარყოფა, წარსულისგან სუფთა ფურცლის დატოვება, მოდელების და  ნათესაობის, წინაპრების დანატოვარის აბუჩად აგდება, მამაზე სისტემატურად  უარის თქმა

: ეს “თანამედროვე”, ჟესტი, რომელსაც ეხლა  გვაწეპებენ, მიგვაქანებს  ყველაზე უარესი ადამიანური, პოლიტიკური, ეკონომიკური კატასტროფებისკენ.

აქ და  ეხლას  კულტის  წინააღმდეგ და ჩვენს  ცივილიზაციაში უქეიფობისგან, შეუძლოდ ყოფნისგან  გამოსასვლელად სახელგანთქმული თანამედროვე მოაზროვნე  Peter Sloterdijk გვთავაზობს  ჩვენი ისტორიის თავბრუდამსხვევ  გადაკითხვას  და გვთხოვს  ხელახლა ჩაწერას  ისტორიაში,ხანგრძლივობაში.

ესაა  ამ წიგნის  გაკვეთილი, უეჭველად  მაგისტრალური  ესე  თავისუფლების დაუფლებაზე

Contre le culte de l’ici-et-maintenant, et pour sortir du malaise dans notre civilisation occidentale, Peter Sloterdijk propose une relecture vertigineuse de notre histoire et nous exhorte à nous réinscrire dans la durée. Telle est la leçon de ce livre, sans nul doute un essai magistral sur l’art de maîtriser sa liberté.

 

 

http://www.psychologies.com/Culture/Savoirs/Philosophie/Interviews/Peter-Sloterdijk-La-modernite-fait-de-nous-des-desherites/Par-ailleurs-nos-societes-contemporaines-sont-empreintes-de

From Wikipedia, the free encyclopedia

 

არის  1947  წლის 26  ივნის  დაბადებული გერმანელი  ფილოსოფოსი და  კულტურის თეორეტიკოსი, ფილოსოფიის  და  მედიას თეორიის პროფესორი კარლსრუეს ხელოვნების  და  დიზაინის  უნივერსიტეტში

Peter Sloterdijk (German: [ˈsloːtɐˌdaɪk]; born 26 June 1947) is a German philosopher and cultural theorist. He is a professor of philosophy and media theory at the University of Art and Design Karlsruhe. He co-hosted the German television show Im Glashaus: Das Philosophische Quartettfrom 2002 until 2012.

 

ხოდა  ეს  საინტერესო  და  სახელგანთქმული  ევროპელი  გვეუბნება  რომ  დღევანდელობა  ადამიანს  სტოვებს  უმდიდრესი  მემკვიდრეობის გარეშე. გადააქცევს მას მემკვიდრეობამოკლებულ,მემკვიდრეობის არმქონე არსებად.

 

მას  ესაუბრეოდა Anne  Laure  Gannac, საუბარი ფრანგულად თარგმნა Olivier Mannon-მა. ფრანგულიდან თარგმნა თქვენმა მონამორჩილმა

 

 

Peter Sloterdijk : “თანამედროვეობა გვაქცევს მემკვიდრეობას მოკლებულ არსებებად ”

“La modernité fait de nous des déshérités”

წარსულისგან განთავისუფლება? უსარგებლოა: დღევანდელი  მსოფლიო  უკვე  განთავისუფლდა მისგან.

სწორედ  წარსულისგან  განთავისუფლება ახასიათებს  დღვანდელობას და ამან შეიძლება დაღუპოს ის.

ეს  აზრი განავითარა Peter Sloterdijk-მა თავის  ახალ ესეში “ჩვენს მერე  წარღვნაც ყოფილა ”.

შეხვედრა  ერთერთ  უდიდეს  თანამედროვე მოაზროვნესთან.

 

 

 

Psychologies : თქვენს  ახალ ნაშრომში  თქვენ ამბობთ  რომ  თანამედროვეობა ჩვენს  საზოგადოებებში  ხასიათდება წარსულის  უარყოფით. როგორ  მიხვედით ამ დასკვნამდე?

 

 

 

Peter Sloterdijk : ამ  წიგნის  გასაგებად  უნდა  გავიხსენოთ ნიცშეს შენიშვნა  რომლის  თანახმადაც ფილოსოფიურ სისტემათა უმრავლესობა არის მათი ვტორების შეუმჩნეველი მოგონებები.

 

ეს  აზრი  სავსებით  მიუდგება  ამ  ნაშრომს.

 

1947  წელს  დაბადებული, მე  ვეკუთვნი  თაობას რომელშიც  ძალიან ბევრია  უმამო  შვილი ან, უფრო  ზოგადად ბავშვები რომლებზეც  მამას არ მოუხდენია დიდი გავლენა.

 

მეორე  მსოფლიო ომის შემდგომი წლები არ ყოფილა კარგი პერიოდი მამებისთვის და შეიძლება ასე  იყო შემდეგაც.

 

მემკვიდრეობასმოკლებულობის თემა  შეიძლებოდა  ყოფილიყო ჩემი ავტობიოგრაფიის მთავარი თემა, მაგრამ მე  ვცადე მოვლა ეპოქის პორტრეტით.

 

როგორ  განიცდება  ეს  უმემკვიდრეობა კონკრეტულად?

Peter Sloterdijk:ზოგი ამას  განიცდის პასიურად, როგორც გაძარცვას, წართმევას.

ისინი თავს  გრძნობენ დავიწყებულებად  ტრადიციის მიერ. ისინი  ხდებიან მელანქოლიკოსები ან მშვიდობიანი კონსერვატორები.

 

სხვები, პირიქით, ეძებენ  მემკვიდრეობას ისე  თითქოს ლაპარაკია  დასაპყრობ რამეზე.

ასეთი პერსონაჟები ხდებიან ტიპიური თანამედროვეობა.

ხშირად  ისინი  სცენაზე გამოდიან როგორც ამაყი ბარბაროსები, ისინი  შარდავენ წინაპრების საფლავებზე, ეტყობა თავისუფალი არიან ყოველგვარი წარსულისგან. ისინი შეგნებულად კვდებიან უშვილოდ.

 

რატომაა  წარსულის  ასეთი უარყოფა?

 

Peter Sloterdijk : ის  მომდინარეობს  ილუზიიდან რომ თანამედროვე სამყარო თვითონ ქმნის საკუთარ თავს.

ამიერიდან მისაბაძია მარტო «ახალი»,«ძველი» კი ჩანს  უმნიშვნელო გროტესკულ რამედ.

 

იმიტაცია როგორც გასაღები  თანამედროვეობის გასაგებად პირველად  წარმოადგინა ფრანგმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა Gabriel Tarde-მ

(1843-1904):

 

თანამედროვე ისაა  ვინც  აღიარებს  რომ  მოდამ დაამარცხა  წეს-ჩვეულება.

ასეა  როგორც  პოპ მუსიკაში ისე შეიარაღების ტექნოლოგიაში.

ყველაზე  უფრო  მოდაშია  შეჯიბრი შეიარაღებაში რომელშიც  ჩაბმულები არიან დიდი სახელმწიფოები.

ცალკე  საკითხია  ახალგაზრდა რომელსაც  უნდა  მობილური  ტელეფონის  უკანასკნელი მოდელი.

 

და  განა  ყველა  რევოლუციას, ცვლილების  ყოველ სურვილს არ ახასიათებს  წინა  მოდელების  უარყოფის  სურვილი ?

 

 

Peter Sloterdijk: არა, ყველა  წინა «რევოლუცია» იყო კონსერვატული  მოძრაობა, ისინი  სამყაროს  წარუდგებოდნენ როგორც რესტავრაცია ძალიან ძველი ვითარებებისა რომლებსაც აღარ აფასებს სამართლიანად დღევანდელობა.

 

მარტო  თანამედროვეობას  უნდოდა  ახალი  სამყაროს  დამკვიდრება  საწყისის  უარყოფით.

 

თანამედროვეობამ განავითარა  ფანტაზმები ნოლი წერტილის, სულ თავიდან დაწყების, ძველის ლკვიდაციის ირგვლივ.

 

თანამედროვეობისთვის, დღევანდელობისთვის, მემკვიდრეობის  იდეა  როგორც  ასეთი არის ცოდვა სიახლის სულის  წინააღმდეგ.

 

 

და ინდივიდის  მასშტაბით, წარსულისგან გამოყოფა  განა  გარდაუვალი არაა  სახეობის არსებობის  გასაგრძელებლად, შესაქმნელად, პროგრესისთვის…?

 

 

Peter Sloterdijk : თანამედროვეობამდე არავინ იყენებდა ცნებებს «შექმნა»,«ინსვლა»,«პროგრესი».

 

ასეთ  გამოთქმებს  უბრალოდ არ ჰქონია აზრი პასეიზმის, ნოსტალგიის  სამყაროში  სადაც ენატრებოდათ ან ედემის ბაღი ან ოქროს ხანა.

და  როდესაც  ეს  ცნებები  გაჩნდა  მათ სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდათ ვიდრე დღეს.

 

წარსულისაგან მოწყვეტის და  აწმყო მომენტში ცხოვრების  სწავლა უკვე  არის ძველი ფილოსოფიების გულში, ამას ვხედავთ  უკვე პასკალთან, მონტენთან. რა  არის  თანამედროვეობის სპეციფიურობა?

 

Peter Sloterdijk : თანამედროვეობას  აწმყოთი  ცხოვრების  სურვილზე  მეტად  ახასიათებს  ფუტურიზმი.

 

უბრალო აწმყო წარსულის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით.

მაგრამ თანამედროვეთა აწმყო უკვე  განსაზღვრულია მომავლის  წინასწარ  წარმოდგენით.

ყველაფერი ნამდვილად თანამედროვე ცხოვრობს წინასწარგანჭვრეტებით.

 

სხვათა შორის  თანამედროვე  საზოგადოებებს ატყვია  ნოსტალგიის კვალი : ხშირად  ისმის

« ადრე  უკეთესი იყო  », ხელოვანებს  უყვართ განახლებები, წარსულის დიდი ფიგურებისთვის პატივის მიგება. როგორ უნდა აიხსნას ეს პარადოქსი?

 

Peter Sloterdijk : ძალიან მარტივად. თანამედროვეობა  არსებითად არის  ფუტურიზმი, ავანგარდიზმი, ინიციატივიზმი, ინოვაციონიზმი,და ა.შ.

ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი  მუდამ იქნება ჩამორჩენილი, მარგინალიზებულიც ამ ადამიანებს  ექნებათ განცდა  რომ მათი არსებობა ზედმეტი და უაზროა.

 

რომანტიზმი, როგორსაც ვიცნობთ XIX საუკუნის  დასაწყისიდან, არის  ზედმეტი ხალხის სამყაროს სახე.

უკვე  კარგი 2  საუკუნეა რაც ევროპა სავსეა  ნოსტალგიით  შეპყრობილი  ზედმეტი ადამიანებით რომლებიც დრო და  დრო  ჯავრდებიან და ბრაზდებიან ხოლმე.

 

და  განა  გულუბრყვილო არაა დაჯერება იმისა  რომ  ადამიანს ძალუძს თავისი წარსულის სრულიად უარყოფა? განა  ყოველთვის არ  ვართ ჩვენი ისტორიის მემკვიდრეები?

 

Peter Sloterdijk: გულუბრყვილო თუ არა პრობლემა არაა ის რომ აუცილებლად მოდიხარ საიდანღაც.

 

დღვანდელობისთვის მნიშვნელოვანია ხელახლა,თავიდან დაწყების ჟესტი.

სწორედ ამიტომაა  ემიგრაცია თანამედროვე პროტოტიპური აქტი.

გააზრებისას  უნდა  გავიხსენოთ რომ  ემიგრაცია ხდება  არა მარტო სივრცეში არამედ  დროშიც.

დღევანდელ ევროპელთა და ამერიკელთა უმრავლესობა წავიდა  ემიგრაციაში ისტორიის  გარეთ, მაგრამ აგრეთვე «ძველი სამყაროს» ყოველგვარი ფორმის გარეთ.

 

და  რა  არის  წარსულისგან მოწყვეტის მთავარი უარყოფითი მხარეები?

რაშია « ცივილიზაციური ავადმყოფობის » ფესვი?

 

Peter Sloterdijk : ფროიდმა თქვა რომ ცივილიზაცია ცუდად  გრძნობს  თავს  იმიტომ  საზოგადოება ადამიანს აძალებს გაუცნობიერებელი ვნებების და ჟინის მოთოკვას.

 

ფროიდის შემდგომი  უბედურებაა საყოველთაო დეზორიენტაცია.

ხშირად  აღარ გვაქვს ადგილი საიდანაც მოვდივართ  და  არც ის ვიცით თუ საით მივდივართ….

 

პოპულიზმი  არის  ადამიანის მიერ სირცხვილის განცდის უნარის დაკარგვის შედეგი….

 

le populisme est la conséquence de l’incapacité épidémique à avoir honte…

 

 

 

როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით« სწორი» ჩაწერა ხანგრძლივობაში, წარსულის  სწორი სიყვარული?

 

Peter Sloterdijk : მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემიძლია მხოლოდ როგორც ჩემი თაობის კაცს

 

მემკვიდრეობის  არმქონეებისთვის წარსულთან ერთადერთი აზრიანი  დამოკიდებულება შეიძლება იყოს თვითგანათლება.

ჩვენ აღარ გვაქვს  ტრადიცია, უფრო ზუსტად ტრადიციას აღარ ვყავართ ჩვენ.

მაგრამ ჩვენ გვაქვს არქივები. ესოდენ აუცილებელი არქივების ნახვა შეგვიძლია ყოველ დღე.

 

უკვე  მოციქული  პავლე  ურჩევდა  ერთმორწმუნე ძმებს: გამოსცადეთ ყველაფერი და შეინახეთ, შეინარჩუნეთ კარგი. არაა  ყველაზე უარესი რჩევა ფესვებიდან მოწყვეტილებისთვის და იმათთვის ვინც დაკარგა მემკვიდრეობა.

 

 

janvier 2017

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s