1968 ძირს ისტორიული საფრანგეთი!

 

Image result for marcel gauchet

გოგიაგვახარიების საყვარელი 1968 წლის მაისის მწვავე კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ფრანგი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი Marcel Gauchet

1968 ძირს ისტორიული საფრანგეთი! რას არ გვიყვებიან გოგიაგვახარიები

არის  1946  წელს  დაბადებული  ფრანგი  ფილოსოფოსი და  ისტორიკოსი მარსელ გოშე ანუ Marcel Gauchet, ისაა  სოციალურ მეცნიერებათა მაღალი  კვლევის სკოლის საპატიო წამყვანი მუაკი,  ერთ ერთი მთავარი ფრანგული ინტელექტუალური ჟურნალი Le Débat-ის მთავარი რედაქტორი. ეს ჟურნალი მან Pierre Nora-სთან ერთად  დააარსა 1980 წელს.

 

http://www.gallimard.fr/Catalogue/GALLIMARD/Bibliotheque-des-Histoires/La-Revolution-des-droits-de-l-homme

 

 

 

ხოდა ამ ფრანგმა  სწავლულმა ნაშრომში La-Revolution-des-droits-de-l-homme

ანუ  ადამიანის  უფლებების  რევოლუცია  დაასკვნა რომ 1968 წლის რევოლუციამ მოსპო ოჯახის, ავტორიტეტის, მემკვიდრეობის, ეკლესიის, ერის ტრადიციული ღირებულებები  და  იდეალები და მიგვიყვანა  რადიკალურ  ინდივიდუალიზმამდე, დააჩქარა უწესრიგო სამყაროს გამოჩენა.

 

Marcel Gauchet le constate dans La Révolution des droits de l’homme (5) : la révolution soixante-huitarde a débouché sur un individualisme radical et, en faisant exploser les repères traditionnels (famille, autorité, héritage, Église, nation), le mouvement de Mai 68 précipita l’avènement d’un monde dérégulé.

https://blogs.mediapart.fr/ludivine-bantigny/blog/020316/le-malheur-francais-selon-marcel-gauchet

ამ ცნობილი  ფრანგი მოღვაწის  თქმით «თანამედროვე  ადამიანს აღარ ესმის  რომ ის ცხოვრობს  საზოგადოებაში. თანამედროვე პიროვნების ამ მოდელში აღარაა საჭირო ადგილი სირცხვილის თუ დანაშაულის ჩადენის, სინანულის განცდისთვის. »

« L’individu contemporain aurait en propre d’être le premier individu à vivre en ignorant qu’il vit en société » ; « il n’y a plus guère de place, dans ce modèle de la personnalité contemporaine, pour la honte ou pour la culpabilité » ;

ამას  ფრანგი სწავლული  მარსელ გოშე უწოდებს დეტრადიციონალიზაციას. ადამიანის  უფლებებზე ყვირილი დამკვიდრდა ზრდილობის, წესიერების, თავაზიანობის წინააღმდეგ და ნაცვლად.

ტრადიცია, ზრდილობა, თავაზიანობა, წესიერება, ავტორიტეტი გაქრა, მაგრამ ყველაფერი ეს თავიდან დასამკვიდრებელი და გასავრცელებელია.

სამყარო  კარგავს  იდეალებს და ამიტომ კარგავს მეობას.

დეტრადიციონალიზაცია ანუ ტრადიციების დაკარგვა, მეობის, იდეალების,კუთვნილების განცდის, სამყაროს სიყვარულის დაკარგვა და დეზერტირობა, აი ეს ახასიათებს 1968 წლის შემდგომ დღევანდელობას სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი მარსელ გოშეს აზრით.

«იყო დრო  როდესაც ვკვდებოდით ნოსტალგიით», მგრამ ნოსტალგია აღარაა ის  რაც იყო.

იკარგება ყველაფერი და მათ შორის წესრიგის და ავტორიტეტის  განცდა, არის ავტორიტეტის კრიზისი და იმარჯვებს უზრდელობა, უწესობა.

ამას გვეუბნება სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი მოაზროვნე მარსელ გოშე.

Il fut un temps où l’on mourait de nostalgie[21] » ; mais … la nostalgie n’est plus ce qu’elle était. Tout se perd et, dans ce tout, le sens de l’ordre et de l’autorité. Car Marcel Gauchet, après d’autres et avec d’autres, affirme qu’il y a une « crise de l’autorité », que « l’incivilité gagne »[22].

 

 

https://www.revue-acropolis.fr/mai-68-50-ans-apres-mai-68-a-bas-le-vieux-monde/

Isabelle OHMANN

დღევანდელი უწესო და არეული სამყაროს  საფუძვლებიდან, 1968 წლის პარიზული  მაისის  კულტურული  რევოლუცია

 

ძირს  ძველი სამყარო!

 

ამ მოვლენებმა დიდი კვალი  დაამჩნიეს (არა მარტო) საფრანგეთის ახალ და უახლეს ისტორიას

 

ყველა  სოციალურ  კატეგორიაზე გავრცელებული სტუდეტური  ჯანყი ბოლოს  და  ბოლოს იქცა მეოცე  საუკუნის (არა მარტო) საფრანგეთის ისტორიის  ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ მოძრაობად.

 

მეფეა  ინდივიდი, ოჯახი, ერი, სამშობლო, ქვეყანა, მით უმეტეს  რელიგია წარსულის მავნე გადმონაშთებია და არა ღირებულებები. ესაა მოძრაობის არსი.

 

ორი მსოფლიო  ომის და  გენოციდების შემდეგ გაზრდილი და  განებივრებული თაობა უარყოფდა ავტორიტეტს, ისტორიული ეროვნულ და კულტურულ მემკვიდრეობას, ყოველგვარ შეზღუდვას და აკრძალვას, მშობელთა მეობას, სისტემას, და ა.შ.

ის ითხოვდა  ნებისმიერი ფორმის სიამოვნების ლეგალიზაციას.

ისტორიკოსი Pascal Ory-ს თანახმად

« 1968  წლის  მაისი  იყო  პოლიტიკური მარცხი, მაგრამ გრძელვადიანი კულტურული  წარმატება. ჩვენ სრულებით  სხვა  ხანაში ვცხოვრობთ, მაგრამ  ცხოვრების  წესის თვალსაზრისით ჩვენ ვართ 68 წლის შვილები».

გააფთრებული  მოხმარებისკენ

 

1968  წლის  მოვლენები დარჩა განთავისუფლების, ემანსიპაციის და  ინდივიდი მეფის  გამოჩენის სიმბოლოდ.

მაგრამ მოძრაობის  ნამდვილი შედეგები იმდენად  უცნაურია რომ გვაფიქრებინებს «ისტორიის ეშმაკობაზე».

როგორც  აანალიზებს  ფრანგი  ფილოსოფოსი

Luc Ferry, 968  წლის  მაისის  ლოზუნგები

« ქვაფენილის ქვეშ პლაჟი »,«Jouir sans entrave » ანუ «სიამოვნება-ტკბობა-ორგაზმი დაუბრკოლებლად»,«აკრძალულია აკრძალვა» (Sous les pavés la plage », « Jouir sans entrave », « Il est interdit d’interdire ») ,და აშ მატყუარა მაცდური   გარეგნობის მიუხედავად  სასარგებლო იყო მოხმარების საზოგადოებისთვის.

ყველას  დასანახავად  1968 წლის მაისის  ბრბოები თამაშობდნენ რევოლუციონერების  როლს. სინამდვილეში მათი მთავარი მოთხოვნა იყო სიამოვნების  და თავისუფლად დროისტარების უფლება.

 

ტრადიციულ, ისტორიულ ღირებულებათა და იდეალთა მოსპობამ გააჩინა მოხმარების საზოგადოება, ბიძგი მისცა  ზნე  ჩვეულებათა ისეთ განთავისუფლებას რომ  ევროპის ქალაქებში ეხლა  დრო და  დრო პოულობენ სადომაზოხისტურ სექსუალურ ორგიებში დაღუპულთა გვამებს. სკოლა  დაემხო  და  გაუთავებლად ითხოვენ ახალ -ახალ უფლებებს ინდივიდებისთვის.

იამოვნებისკენ სწრაფვის  ხანა

ფრანგი მეცნიერი Gilles Lipovestky ამბობს  რომ 1968 წლის  მაისის  მოძრაობის მიერ ნაქადაგევმა ჰედონიზმმა კვება  მოხმარების,

consumérisme-ს ექსპანსია  ვინაიდან დაუბრკოლებლად  სიამოვნების  უფლების მოთხოვნამ წაახალისა მასობრივი მოხმარება და თავისუფალი დროისტარების საზოგადოება, la société de loisirs.

1968  წლის  მოძრაობის  უარყოფითი  შედეგი ასევე იყო ჩვენი ჩამოშორება პასუხისმგებლობისგან და დღევანდელ მოვლენებზე  რეაქციისგან, როგორც ამას ხაზს უსვამს  ფილოსოფოსი Pierre Manent:

«სტრესისთვის  თავის არიდება»,

«ნებისმიერ შემთხვევაში აუღელვებლად სიამოვნება».

1968 წლის მაისმა მორალზე წინ და მაღლა დააყენა სიამოვნება, ტკბობა, ორგაზმი და  არა  ბედნიერება, ქვეყანაზე, ერზე, ოჯახზე პასუხისმგებლობაზე  წინ და  მაღლა  დააყენა სიმშვიდე  და  ინდივიდუალური კეთილდღეობა.

ნიჰილიზმი  როგორც  ისტორიული,ტრადიციული საზოგადოების ისე კაპიტალიზმის წინააღმდეგ.

თავის სახელგანთქმულ ნარკვევში «1968 წლის მაისი, შეუძლებელი მემკვიდრეობა » (Mai 68, l’héritage impossible), ფრანგმა  მეცნიერმა Jean-Pierre Le Goff-მა აჩვენა რომ    ბოლშვიზმის და ჰედონიზმის უცნაურმა  ნაერთმა დააჩქარა მოძრაობა ახალი ინდივიდუალისტური და მომხმარებელი საზოგადოებისკენ.

 

კულტურულმა  მემარცხენეობამ («Le gauchisme culturel) განთავისუფლების დროშით ადამიანებს წაართვა ყველაფერი რაც მათ ადრე იცავდა ტირანიის  სხვადასხვა  ფორმებისგან, ოჯახი, ეკლესია, სოციალური სახელმწიფო და ადამიანი დარჩა მარტო სახელმწიფოს პირისპირ.

არის  ვალის  და მოვალეობის  არმცნობი ნიჰილიზმის ბატონობა. ამის გამო თითქმის შეუძლებელია სოციალური კავშირის საფუძვლების გააზრება.

https://www.mondedemain.org/revues/2018/mai-juin/mai-68-et-la-famille

თავის  წიგნში La France d’hier, Récit d’un monde adolescent des années 1950 à Mai 68 ანუ გუშინდელი  საფრანგეთი, მოთხრობა მოზარდ სამყაროზე  1950-ანი წლებიდან 1968 წლის მაისამდე  ფრანგი  სოციოლოგი Jean-Pierre Le Goff წარსულ  დროს  ადარებს  იმას  რაც  ხდება  1968  წლის შემდეგ.

ამ სოციოლოგიური ნარკვევის  კითხვისას თვალში გვეცემა ის თუ რამდენად ახასიათებდა ძველ სამყაროს სიმყარე და ხანგრძლივობა, მაშინ როდესაც 1968 წლის შემდგომი სამყარო ეფუძნება წამიერ და სწრაფმავალ, სწრაფად ცვალებად აწმყოს.

აი რას  წერს  ის  ქორწინებაზე 1950-ან წლებში:

 

 «არ  უნდა  შემცდარიყავი საცოლის თუ საქმროს  არჩევანში, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იყო დრო.

ამისთვის  იყო დაწინდვა რაც მომავალ მეუღლეებს აძლევდა ერთმანეთის ხასიათების გაცნობის და  შესაძლო მომავალ სირთულეთა წარმოდგენის  საშუალებას.დაწინდვის  გაწყვეტა  დასაშვები იყო, თუმცა ესეც ცუდად აღიქმებოდა.

დაქორწინების შემდეგ კი ოჯახის დანგრევა მიუღებელი იყო  როგორც  რელიგიურად ისე სოციალურად» (გამომცემლობები Stock, 2018, გვ. 68).

ქორწინება  იყო  უპირობო, მთელი  ცხოვრებით, სიკვდილამდე!

უიშვიათესი, განსაკუთრებული გარემოებების გამოკლებით ქორწინება უნდა დამთავრებულიყო ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილით.

ძველად  ადამიანები არ ყრიდნენ ნაგავში  არც საგნებს და არც მეუღლეებს.

 

ქორწინება, რა თქმა უნდა, ვერ აგვარებდა ყველა პრობლემას. იყო ცოლქმრული ღალატიც. უწესობაც და  უკანონო ბავშვების გაჩენაც, მაგრამ ეს არც ნორმად ითვლებოდა და არც ბუნებრივ მოვლენად.

ეხლა კი მიდი… გაყრები, დაწყვილებები ყოველგვარი ქორწინების გარეშე, ახალგაზრდების  სექსუალობის  უფლება, საკუთარი ჰომოსექსუალობის საჯაროდ და არტისტულად გამოცხადება და გამოფენა, ყველაფერზე ლაქლაქის თავისუფლება, და აბა როგორ იქნება ეროტიკული ფოტოების და პორნოგრაფიის გარეშე…

თანამედროვე  დასავლურ  საზოგადოებებში ეს სიუჟეტები აღარაა აკრძალული…

 

ამ ევოლუციებში მძლავრი კატალიზატორის როლი შეასრულეს სწორედ 1968 წლის მაისის მოვლენებმა რომლებმაც მოსპეს ჯერ კიდევ არსებული პურიტანიზმი და ისტორიული, ტრადიციული მორალური წყობა» (“Mai 1968 et la libération des mœurs”, Sciences Humaines, n°193, mai 2008).

 

ქორწინების  მოსპობა

ჟურნალისტმა და  სოციოლოგმა Alvin Toffler-მა 1970  წელს  დახატა  ქორწინების ახალი კონცეფციის შემაშფოთებელი მაგრამ რეალისტური სურათი.

მან ჯერ გამოაცხადა რომ ეფემერულმა და სიახლემ შეკრეს კავშირი ქორწინების წინააღმდეგ და შემდეგ აი რა  დაწერა  თავში რომელსაც  პროვოკაციულად ჰქვია «დროებითი ქორწინება- Le mariage temporaire »:

« თუ  ყურადღებით დავაკვირდებით დავინახავთ რომ რაღაც უკვე გატყდა მუდმივობის ძველ სურვილში.

მილიონობით ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და  როდესაც შემდეგ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან ისინი იოლად,უპრობლემოდ  ეყრებიან ან შორდებიან ერთმანეთს და ცალ ცალკე იწყებენ მათი აზრით უფრო შესაფერისი ახალი პარტნიორის ძიებას.

რაღა  დროს მარადიული სიყვარული და სიკვდილამდე ერთგულებაა.

შეეყარე  და როგორც კი მოგბეზრდება  გადააგდე, გაეყარე და დაიწყე მორიგი  ახალი დროებითი თანამგზავრის და თანამეცხედრის ძიება.

 

მსოფლიო  სახელის  მქონე ოჯახის  სოციოლოგის, პროფესორი Jessie Bernard-ის თქმით დღევანდელ დასავლურ  საზოგადოებებში გავრცელდა ორიგინალური პოლიგამია, მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა.

ერთდროულად ბევრი ცოლი ან ბევრი ქმარი კი არა, მრავალჯერადი ქორწინება, ქორწინებათა ჯაჭვი, სერია.

 «  (Le choc du futur, éditions Denoël, pages 245-246, traduction Sylvie Laroche et Solange Metzger).

საფრანგეთში ეხლა 100 ქორწინებაზე მოდის 44 გაყრა და  ქორწინებათა მეოთხედი სულ მცირე მეორე ქორწინებაა ერთ ერთი მეუღლისთვის.

Il» (Insee Première, n°1599, juin 2016).

ბევრია Alvin Toffler-ის  მიერ  ნახსენები  ქორწინებების ბოდიში ექსცენტრული ვარიანტები.

ეს  ექსცენტრული  ვარიანტები  ჯერ  კიდევ  წარმოადგენენ კავშირთა მცირე პროცენტს, მაგრამ საზოგადოება  უფრო  და  უფრო იღებს ამას და მომავალ თაობაში მათი რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება.

დღევანდელი თაობებისთვის ნორმად იქცა როგორც ბოდიში დროებითი ქორწინება ისე თანაცხოვრება სულაც დაუქორწინებლად.

ქორწინება არის ძალიან  გრძელვადიანი პროსტიტუცია და  პროსტიტუცია არის ხანმოკლე ქორწინება » ( Le mariage est la prostitution de très longue  durée et la prostitution est le mariage de courte durée »,Henri Arvon,Le Gauchisme, que sais-je ?,Presses Universitaires de France,1974,გვ.58-. ანუ ციტატა მომყავს ფრანგი სტუდენტებისთვის განკუთვნილი პარიზში გამოცემული წიგნიდან.

« ქორწინება არის ძალიან  გრძელვადიანი პროსტიტუცია და  პროსტიტუცია არის ხანმოკლე ქორწინება »

 

აი ამას ღრიალებდნენ 1968 წლის მაისში დღეს დიდად პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონბანდიტი //Daniel Cohn-Bendit// ,და მისი ბიჭუნაგოგონები რომლებიც ფაშისტოფაშისტოს ღნავილით სდევნიდნენ საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს.

 

ასე იგდებდნენ ისინი მასხრად თავის საკუთარ ახლობლებს, მშობლებს, წინაპრებს, ფრანგ ხალხს, მის კულტურას, ტრადიციებს, წესჩვეულებებს

ასე  გამოლანძღული  ოჯახი  რა  თქმა უნდა ინგრევა

ქორწინების  ნგრევის  უმანკო  მსხვერპლები კი არიან ბავშვები. უკვე  სრულწლოვანებმა მათ სამწუხაროდ შეიძლება გაიმეორონ ის ერთადერთი ოჯახური და სოციალური სქემა რომელიც იციან.

«საფრანგეთში  2 სრულწლოვანი სამიდან ცხოვრობს  წყვილში, მაგრამ განშორებათა და ცალმშობლიან ოჯახთა რაოდენობა მეტისმეტად გაიზარდა.

ოთხიდან 1 ბავშვი არ ცხოვრობს თავის ორ მშობელთან. ასეთია 18 წელზე უფრო ნაკლები ასაკის 3 მილიონზე მეტი ბავშვი.

30% ოჯახებისა რომლებშიც არის მცირეწლოვანი ბავშვი არ შედგება ორი ბიოლოგიური მშობლისგან. ასეთია დაახლოებით 2,3 მილიონი ოჯახი.

«კავშირები  უფრო  და  უფრო  სუსტდება, როგორც ამაზე მოწმობს ცალმშობლიან ოჯახთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

“ ესაა  ტიპი  ოჯახისა  რომელიც  ყველაზე მეტად გავრცელდა ტრადიციული ოჯახების საზარალოდ”….

ცალმშობლიანი  ოჯახები  1999 წელს შეადგენდნენ პატარა შვილების მყოლი ოჯახების 16 პროცენტს და  მათი წილი უკვე 20 პროცენტი იყო 2011 წელს.

იგივე ხდება მთელ ევროპაში.

გააჩენს ბავშვს და მშობელი თავქუდმოგლეჯილი გარბის.

სიღარიბე  განსაკუთრებით აწუხებს ცალმშობლიან ოჯახებს რომელთა 40 პროცენტი პატარა ბავშვებით ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარზე.

ცალმშობლიანი ოჯახების 85  პროცენტში ეს ცალი მშობელი ქალია.

ეს ცალმშობლიანობა ყველაზე მეტად გავრცელებულია ნაკლებად ნასწავლ ქალებში.

გაყრის თუ  განშორების შემთხვევაში ბავშვი ყველაზე ხშირად რჩება დედასთან.

ამის შედეგად  ქალთა ცხოვრების დონე მკვეთრად  უარესდება.

და  რა « თანამედროვეობაა» ამ დამსხვრეულ ოჯახებში, ამ სიღარიბეში, ბავშვებისთვის ამ რთულ ვითარებებში?

რა პოზიტიური წინსვლა მოიტანა 1968 წლის მაისმა?

ამ თაობის  ერთ-ერთი  დევიზი იყო «Peace and Love» ანუ მშვიდობა და  სიყვარული. და  როგორ მშვიდობას და  როგორ სიყვარულს იღებენ დაგლეჯილ და დაფლეთილ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები?

 

ისტორიის  გაკვეთილები

 

32 ტომიანი ნაშრომი L’Histoire de la civilisation-ის («ცივილიზაციის  ისტორია“) ავტორი Will Durant პარალელს  ავლებს იმპერიების დაცემასა და მორალის დაცემას, განსაკუთრებით ქორწინების და ოჯახის ნგრევას შორის.

მან ასევე  აღნიშნა რომ  როგორც ანტიკურ ხანაში ისე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზნეობის და აღვირახსნილობის პერიოდები იყო ომის შემდგომი და ეკონომიკური კრიზისის პერიოდები.

Will Durant-მა  დაწერა  რომ  რომის  იმპერიის  დასაწყისში ადამიანები  ქორწინდებოდნენ ცხოვრების თანამგზავრის, ოჯახისთვის, გვარისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო შვილების ყოლის, ჯანმრთელი  სექსუალური ცხოვრებით ცხოვრების გონივრული მიზნით….გაყრა ძნელი  და  იშვიათი იყო თუ კი რელიგიურად  ქორწინდებოდნენ პატრიციები. (Histoire de la civilisation, ტ.7, გვ.126-127).

ქორწინების  კონტრაქტის  სხვა  ფორმებში გაყრა უფრო ადვილი იყო, მაგრამ  იფარგლებოდა  ცოლქმრული ღალატის და უშვილობის შემთხვევებით(.იქვე, page 128).

 

მოგვიანებით, ომის  ინტენსიური პერიოდის შემდეგ  უკვე ადრე  გამდიდრების და  ფუფუნების  მიერ  წახალისებული  ზნეობრივი თავაშვებულობა გააძლიერა  ქაოსში ჩაფლულმა ეკონომიკამ.

რომი მას შემდეგ  სავსე  იყო  მატერიალური რესურსების არმქონე მორალურად არასტაბილური  ადამიანებით,თავგადასავლების მოყვარული ჯარისკაცებით…გადამეტებული თავისუფლებით გიჟურად მთვრალი გაყრას,აბორტს,ქმრის ღალატს დაჩვეული ქალებით. სიცოცხლის  უნარი  სუსტდებოდა, უშვილობა ლამის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ზედაპირული  სოფიზმი  ქადაგებდა პესიმიზმს  და  ცინიზმს (iიქვე., ტ. 8, გვ. 13-14).

და Durant უმატებს  იგივე  პერიოდის შესახებ: « ეს ძალიან გავს მსოფლიო ომების შემდგომი ევროპის და ამერიკის ქალაქებს» (Les Leçons de l’Histoire, ისტორიის  გაკვეთილები,გვ. 59-60).

და  განა  სავალდებულოა  წარსულის შეცდომების  გამეორება?

დაექვემდებარებით 1968 წლის  მაისის  დამღუპველ  გავლენას  თუ  ისწავლით ჭკუას იმიტომ რომ  დანგრეულ  სამყაროში  გყავდეთ ბედნიერი და  სტაბილური ოჯახი?

 

1968  წლის  მაისის  დღებში  მანიფესტანტების მიერ  ოკუპირებული Tolbiac-ის  ამფითეატრში იყო ლოზუნგი «უფრო  ნიჰილიზმი  ვიდრე კაპიტალიზმი!»(« Le nihilisme plutôt que le capitalisme !».)

ნიცშეს თქმით  ნიჰილისტის პრობლემა ისაა  რომ მას აღარ  აქვს ძალა  თავისი  საკუთარი რწმენისთვის და ინტერესებისთვის საბრძოლველად.

ასე  ხდება  რომ  ნიჰილიზმი სპობს  მორალურ ძალას და  ერთადერთ  შესაძლებლობად  ტოვებს ნგრევას და თვითნგრევას.

ეს ჩვენი ადამიანობის დაკარგვაა.

წარსულის  ფესვები მოგლეჯილია

« vieux monde »-ს ანუ « ძველი სამყაროს» მოსპობის  მსურველმა 1968 წლის მაისმა ინდივიდუალური განთავისუფლება-ემანსიპაციის სახელით მოსპო  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, საერთო ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემის ყოველგვარი ნება.

ის  მოყვა  ცარიელი  ფურცლის  რევოლუციურ ცნებას და  ასე  შექმნა მან ფესვებიდან მოგლეჯილი საზოგადოება

ისტორიული, ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის გადაცემა  მომავალი თაობებისთვის გამოცხადდა « რეაქციულ რამედ ».

ამით გაცხადდა  რომ  ამ მოძრაობის მონაწილეებს  არ უნდოდათ სწავლა, მიბაძვა, მოდელებით შთაგონება.

კულტურის  ყოველგვარი წვლილისთვის ძირის გამოთხრით ამ მოძრაობამ ხელი შეუშალა ინდივიდთა მორალური ძალის აგებას.

ასე  გაჩნდნენ  დასუსტებული, ღირებულებების და იდეალების,მორალური ძალის არ მქონე თაობები რომლებისთვისაც თავისუფლება არის საკუთარ ხუშტურზე სიარული.

რადიკალური  ინდივიდუალიზმი და საზოგადოების დაშლა.

ფრანგმა  სწავლულმა Marcel Gauchet-მ ანუ მარსელ გოშემ ნაშრომში La Révolution des droits de l’homme ანუ  ადამიანის  უფლებების  რევოლუცია  დაასკვნა რომ 1968 წლის რევოლუციამ მოსპო ოჯახის, ავტორიტეტის, მემკვიდრეობის, ეკლესიის, ერის ტრადიციული ღირებულებები  და  იდეალები და მიგვიყვანა  რადიკალურ  ინდივიდუალიზმამდე, დააჩქარა უწესრიგო სამყაროს გამოჩენა.

მე მაქვს  ამის  უფლება

ძველი ისტორიული წყობის დამხობამ თავგასული და გათავხედებული, საკუთარი თავის მეფედ წარმომდგენი ინდივიდის სასარგებლოდ გამოიწვია  საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევა.

« Il est interdit d’interdire » ანუ აკრძალულია აკრძალვაო და დღეს  დიდად  პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტის თანამებრძოლებმა და თანამოაზროვნეებმა დაიწყეს უფლებების მოთხოვნა მოვალეობების საზარალოდ.

დაივიწყეს  როგორც  პასუხისმგებლობის ისე საზოგადოებრივი თუ ეროვნული ინტერესების იდეალები და იდეები.

1949 წლის 6 მაისს  დაბადებულმა ფრანგმა პოლიტოლოგმა და აკადემიკოსმა, როგორც საფრანგეთის ისე ამერიკის სასწავლებელთა პროფესორმა Pierre Manent-მა  უკიდურესობამდე მიიყვანა  ეს  ანალიზი.

« თანამედროვე  სახელმწიფოს  უნდა  მოწესრიგება ადამიანური სამყაროსი რომელსაც სწამს  რომ  არაა  არც კანონი და არც წესი ან არ უნდა არც კანონის და არც წესის არსებობა….

კანონი  ამიერიდან  აკანონებს  მხოლოდ  იმას რაც დღევანდელ ადამიანს სჭირდება უკანონოდ და უწესოდ ცხოვრებისთვის.

ითვლება რომ ყველაფერი რაც წავიდოდა ამის იქით, რასაც ექნებოდა პოზიტიური შინაარსი, რაც მიზნად დაისახავდა გარკვეულ სიკეთეს, ცხოვრების  კარგ წესად მიჩნეულ რამეს დაარღვევდა ადამიანის უფლებებს, დაგვაბრუნებდა ბრძანების და მორჩილების ძველ სამყაროში.

 

« Laissez-faire, laissez-passer »,გაუშვით  ქნან რაც უნდათ. ესაა თანამედროვე თავისუფლების მარტივი მაგრამ ძალიან მომხიბლავი ფორმულა.»

არც ღმერთი არც ბატონი

დეკონსტრუქცია ნგრევა  მთავრდება საკრალურის დაკარგვით და მეტაფიზიკური სიცარიელით ადამიანი დღეს ზრუნავს მატერიალურ კეთილდღეობაზე და არა სულიერ ცხოვრებაზე თუ არსზე.

დღევანდელ ადამიანს უნდა მარტო ჭამა და დღემოკლე ამქვეყნიური ბენიერება. ეს იძლევა ემპირიზმს, ბედნიერების ძიებას, მატერიალიზმს, უტილიტარიზს და ჰედონიზმს, ამას ამბობს პოპულარული თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი Bertrand Vergely

 

1968  წლის  მაისის  ჯანყს  უნდოდა «ფანტაზია ხელისუფლებაში»(«l’imagination au pouvoir»), მაგრამ გამოვიდა მარტო საკუთარი სიამოვნებით დაინტერესებული გულგრილი ფესვებიდან მოგლეჯილი და იმედგაცრუებული ინდივიდების სამყარო.

და  უარესიც

https://www.thelocal.fr/20151021/french-shrink-prescribed-sex-orgies-and-torture

French therapist urged sex orgies and torture

The Local

news.france@thelocal.com
@thelocalfrance

21 October 2015 წლის 21 ოქტომბერი

პარასკევს  საფრანგეთში გაასამართლეს  70 წლის  ფრანგი Jacques Masset რომელიც თავის თავს აცხადებდა ფსიქოთერაპევტად  და  თავის პაციენტებს  ფსიქიური  წონასწორობის დასაბრუნებლად ურჩევდა სექსუალურ, მეტიც, სადომაზოხისტურ ორგიებში მონაწილეობას.

მისმა  დაახლოებით ასმა ყოფილმა პაციენტმა თქვა  რომ ეს ბოდიში მკურნალი მათ ურჩევდა სექსუალურ ორგიებს და რაც შეიძლება მეტ მამაკაცთან წოლას.

მისმა  ერთ-ერთმა ყოფილმა ქალმა პაციენტმა თქვა რომ იწვა დღეში ათ მამაკაცთან და სხვებს ევალებოდათ საჯაროდ სადომაზოხისტური აქტების ჩადენა…

 

მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკასაც ყავს თავისი ასეთი ბოდიში გმირები

https://www.reuters.com/article/us-russia-pussyriot-profiles/punk-rock-band-three-profiles-in-russian-protest-idUSBRE87G0HU20120817

Punk rock band: three profiles in Russian protest

ერთ-ერთი მათგანია  ჯგუფი pussy riot-ის წევრი Nadezhda Tolokonnikova ანუ  ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა.

თავისი მუქი თმებით, დიდი თვალებით და უჩებით ის დასავლურ მედიაში იყო Pussy Riot-ის სახე.

4

ადრე  კი  ის  იყო ქუჩის ხელოვნების ჯგუფი Voina-ს (ომი) ვარსკვლავი.

 

ფეხმძიმე ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ და მისა  ქმარმა  პიოტრ ვერზილოვმა თავი გამოიჩინეს იმით რომ პუტინის პროტეჟე დმიტრი მედვედევის პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მოსკოვის ზოოლოგიურ მუზეუმში მოაწყვეს სექსის საჯარო სეანსი.

ესეთი პერესტროიკა- დემოკრატიზაციაც 1968 წლის მაისში ტუტუცი ახალგაზრდების ბრბოების თარეშის შედეგია.

ხალხს აღარც სირცხვილის გრძნობა აქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s