სსრკ-ს გმირი ამერიკელი ჰამერი

დიადი საბჭოეთის მშენებელი არმანდ ჰამერი:

HTTP://ZOO-SAR.RU/VIDEO/22ERS3PZIW8/-.HTML

ვის ამარაგებდნენ ბოლშენიკები ოქროებით და ბრილიანტებით:  
დაიბადა ნიუ იორკში,რუსეთიდან ემიგრანტები ჯულიუს და როზა ჰამერების ოჯახში. გაკოტრებულ გემთმშენებელთა ოჯახიდან გამოსული ჯულიუს ჰამერი ამერიკაში ჩავიდა 1875 წელს. მას ჰქონდა სამედიცინო პრაქტიკა და 5 აფთიაქი.

გრიპის ეპიდემიის დროს მან აბორტი გაუკეთა პნევმონიით ავადმყოფ ქალს და ის მოკვდა,რის გამოც ჰამერი 2,5 წლით დააპატიმრეს. ედვარდ ეპშტეინის წიგნში «Dossier: The Secret History of Armand Hammer» გადმოცემული მეორე ვერსიის თანახმად უკანონო აბორტი გააკეთა არმანდ ჰამერმა და მამამისმა დაიბრალა ამ დანაშაულის ჩადენა.

არმანდ ჰამერმა 1919 წელს დაამთავრა კოლუმბიის კოლეჯი,მიიღო ბაკალავრის ხარისხი,შემდეგ დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და 1921 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.


მაგრამ ის ბრძანდებოდა ამერიკაში საბჭოთა კავშირის არაოფიციალური წარმომადგენელი ლიუდვიგ მარტენსის მეგობარი და სამედიცინო პრაქტიკისთვის მიმართვა არ დასჭირვებია. 

სამოქალაქო ომის დროს ის ამერიკული წამლებით ამარაგებდა მისი მეგობრის მეგობრების მიერ გაუბედურებულ რუსეთს და 1921 წელს წავიდა საბჭოთა კავშირში რათა მიეღო ამ წამლების საფასური.
მაშინ ჯერ კიდევ წვრილი ბურჟუა ჰამერი რა თქმა უნდა მაშინათვე მიიღო ბურჟუაზიის უდიდესმა მტერმა ლენინმა და ჰამერი გახდა ბურჟუაზიის დაუძინებელი მტერი ბოლშევიკების ლიდერებთან დაახლოებულ ბიზნესმენთა წრის წევრი. მას მერე ის დაუღალავად ართმევდა ხელს და ზოგჯერ პროშტნიდა ლენინს, სტალინს, ხრუშჩოვს, ბრეჟნევს, გორბაჩოვს.

საბჭოთა რუსეთის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატმა და არმანდ ჰამერის ფირმა «Allied Drug and Chemical Corporation» -მა 1921 წლის 27 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბჭოთა რუსეთში 1 მილიონი ბუშელი ამერიკული ხორბლის მიწოდების შესახებ.

სანაცვლოდ ჰამერს უნდა მიეღო ბეწვეული და ბოლშევიკების მიერ ნაძარცვი და გოხრანში გადამალული ძვირფასეულობა.

მალე არმანდ ჰამერს უწოდეს საბჭოთა კავშირის ოფიციალური მეგობარი.   


ჰამერის პირადი მონაწილეობით საბჭოთა კავშირში //ტოლიატიში//აშენდა ამიაკის წარმოების უდიდესი ქარხანა “ტოლიატიაზოტ”//1979// და აგრეთვე ამიაკსადენი ტოლიატი-ოდესა.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეგობარი ბურჟუა და “წითელი მილიარდერი” არმანდ ჰამერი ათწლეულობით ასაჩუქრებდა საბჭოთა კავშირს,მაგრამ არც ღვითონ რჩებოდა დაუსაჩუქრებელი.

მისტერ ჰამერის საიდუმლო დოსიე ბევრ ნამეტანი საინტერესო რამეს აჩვენებს.

ლენინის ყალბი წერილების და გოიას ნაყალბევი ტილოების სანაცვლოდ ის იღებდა უდიდესი კულტურული ფასეულობებით სავსე ეშელონებს…

სწორედ ჰამერმა გახსნა კარები და გზა რუსეთის ეროვნული საგანძურისკენ რომელიც ეხლაც ,ოქმედებს.

საბჭოთა ხელისუფლება მასზე მუდამ დიდი მოწიწებით ლაპარაკობდა…

 
””””””””””””””””””””””””””””””””””””””””’

აქ არაა ნათქვამი რომ ამხანაგმა ლენინმა მისტერ ჰამერს მისცა უცხოეთთან ვაჭრობის მონოპოლია რამაც ჰამერს ხელში ჩაუგდო ლენინისტანში მოქმედი ტორგსინის//ტორგოვლია ს ინოსტრანცამი,ვაჭრობა უცხოელებთან// დუქნების მთელი სისტემა.


ბოლშევიკების მიერ სასტიკად დარბეული ადამიანები ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახების სარჩენად იქ სიმბოლურ ფასად აბარებდნენ საოჯახო და საგვარეულო ძვირფასეულობათა ნაშთებს და ყველაფერი ეს ხვდებოდა ჰამერის ხელში. მას ჰყავდა ძმა ხელოვნებათმცოდნე რომელსაც ლენინმა მისცა პეტროგრადში და მოსკოვში სამი დიდი საწყობის აგების უფლება. ასე გაზიდეს ძმებმა ჰამერებმა ბოლშევიზმის მიერ დარბეული ყოფილი რუსეთის იმპერიიდან

უნიკალური კულტურული საგანძური რომელშიც იყო ბოლშევიკების მიერ ნაჩუქარი ზამთრის სასახლის,ერმიტაჟის ძვირფასეულობაც.

ასეთი იყო ლენინის მიერ დამყარებული ბოლშევიკურ-კაპიტალისტური კონდომინიუმი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s