მარსელ გოშე მოგვიწოდებს დაფიქრებისკენ

 

 

 

 

 

არის  1946  წელს  დაბადებული  ფრანგი  ფილოსოფოსი და  ისტორიკოსი მარსელ გოშე ანუ Marcel Gauchet, ისაა  სოციალურ მეცნიერებათა მაღალი  კვლევის სკოლის საპატიო წამყვანი მუშაკი,  ერთ ერთი მთავარი ფრანგული ინტელექტუალური ჟურნალი Le Débat-ის მთავარი რედაქტორი. ეს ჟურნალი მან Pierre Nora-სთან ერთად  დააარსა 1980 წელს.

https://www.herodote.net/Marcel_Gauchet_au_chevet_de_l_Europe_neoliberale-article-1628.php

Comprendre le malheur français

Marcel Gauchet au chevet de l’Europe néolibérale

2017-05-29

 

 

ფრანგული  უბედურების  გასაგებად.მარსელ გოშე ნეოლიბერალური ევროპის სასთუმალთან.

მარსელ გოშეს ეს  წიგნი მომავალ ქარიშხალზე ესაუბრება პრეზიდენტის არჩევნების წინა ბურუსში გახვეულ ფრანგებს….

2016 წელს  გამოქეყნებული და  ეხლა ჯიბის გამოცემის სახით წარმოდგენილი ნაშრომი

Comprendre le malheur français ანუ  გავიგოთ ფრანგული  უბედურება არის  ბოლო ათეული წლების ძვრების ნათელი და სინთეტური ანალიზი და ამ ძვრების ჩასმა გრძელ ისტორიაში.

მარსელ გოშე  ამოდის  იმ დასკვნიდან  რომ  ფრანგები  უფრო  პესიმისტურად  უყურებენ თავისი ქვეყნის მომავალს ვიდრე ვინმე  სხვა.

უეჭველია, მაგრამ მათ აქვთ ამის მიზეზები.

პირველი კი ისაა  რომ  საფრანგეთის ელიტებმა ზურგი შეაქციეს ერს  და  იმას რაც საფრანგეთის თავისებურება იყო საუკუნეების მანძილზე ორიგინალური, მთელ მსოფლიოზე გასავრცელებელი გადაწყვეტილებების მიგნების უნარს.

« ფრანგებს  არასოდეს  განუცდიათ მათი  არსებობის წესი როგორც გამონაკლისი. პირიქით, მათთვის  ეს  იყო  სიკეთე  რომელიც მთელ დედამიწაზე უნდა  გავრცელებულიყო.

ფრანგული  განცდა  არ  ყოფილა  რომის იმპერიის ჯარების მიერ ალყაში მოქცეული გალების ტომის სოფლელთა განცდა.

ფრანგები  თავის  განსაკუთრებულობას  განიცდიდნენ როგორც კარგ რამეს, ანუ ისეთ რამეს რომელიც შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო საფრანგეთის გარეთაც, შეიძლებოდა გამხდარიყო საყოველთაო, უნივერსალური….

ადამიანებმა  კარგად  იციან  რომ ,მსოფლიო შეიცვალა, მაგრამ მათ სურთ თანამედროვე ადამიანებად გახდომა საკუთარი ინდივიდუალური და ეროვნული მეობის დაუკარგავად.»

ეს  სულაც  არაა  დაკარგული ძლიერების მონატრება.

გასაგებია  რომ საფრანგეთი ვეღარასოდეს იქნება დიდად ძლიერი სახელმწიფო. და ეს არაა დასანანი.

მაგრამ საფრანგეთს შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეს თავისი სათქმელი, მოკრძალებით სათქმელი სიახლეთა გამოგონებაში რომელიც ჯერ არაა დამთავრებული.»

მაგრამ  საფრანგეთი არ ადგება ამ გზას იმიტომ რომ მისმა ელიტებმა გადაწყვიტეს უცხოური მოდელების გადაღება ამ მოდელების ისტორიული და კულტურული ფესვგადგმულობისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე.  ეს კი  აძნელებს უცხოური მოდელების გამეორებას.»

 

ამის  მაგალიია  იდეა  რომლის თანახმადაც არის გერმანული მოდელი რომლითაც შთაგონებული უნდა იყოს ყველა!

გერმანული  მოდელის ძალა კი მის განსაკუთრებულობაშია.

შეუძლებელია გერმანული ტიპის ინდუსტრიული საზოგადოების თუთიყუშივით გამეორება.»

 

საფრანგეთის  ელიტებმა ასევე შეაქციეს ზურგი მათ საკუთარ ენას globish-ის  სასარგებლოდ.  და  უნივერსალური, საყოველთაო ენის მაგივრად გვაქვს ლოკალური პატუა.

ტურისტულ ადგილას ბარმენი რომ იყო უნდა იცოდე ინგლისური

ისტორიკოსს  არ  მოსწონს  ისიც  რომ

« საფრანგეთის ინტელექტუალური  ელიტის ყველაზე აქტიურმა ნაწილმა დაიწყო საფრანგეთის წარსულის ლანძღვა და გაშავება… ეს  გავს  მარატის და მისნაირთა არამზადობას.

 

ევროპული  გამონაკლისის  დასასრული

ფრანგების  არეულობა აშკარად გამოჩნდა 1992  წელს მაასტრიხტის შეთანხმების თაობაზე  რეფერენდუმის დროს. ეს შეთანხმება ძლივ-ძლივობით გაიტანეს.

და ამ ძლივ-ძლივობით გატანილმა მაასტრიხტის შეთანხმებამ შეცვალა ევროპული კონსტრუქციის  ბუნება. შეთანხმებების მაგივრად დაიწყო დირექტივები.

ყოველ მომენტში მრავალ პროფესიაში ევროპული დირექტივა შემოღებული იქნა ძველი თუ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ამან გამოიწვია უცნაური შეზღუდვებით პროფესიების  გასრესა.

 ფილოსოფოსს  მაგალითად მოჰყავს დირექტივა  რომელმაც ბოლო მოუღო ფსიქიატრის თანაშემწე ექთანის პროფესიას, სრულებით მოწონებულ და მიღებულ ფრანგულ სპეციფიურობას და დატოვა მარტო ექთანის ზოგადი ერთადერთი კატეგორია.

« თითქოს კიბოთი მომაკვდავი ავადმყოფის მოვლა იგივე იყოს რაც შიზოფრენიკოსის მკურნალობა

ადამიანებს ჰქონდათ განცდა რომ მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს მრავალ სფეროში.

და  ეს  მიღწევები  თითქოს  გააუქმა გარედან უკონტროლო და  ურყევმა ჩარევამ.

უპირველესი და  ყოველდღიური მოთხოვნა იყო სასწრაფოდ ფულის კეთება.»

 

მარსელ გოშეს ინტუიციას უერთდება ჩვენი საკუთარი დაკვირვებები:

 

ევროპული ცივილიზაციის  სიდიადე შექმნეს მისი  ყოველი კომპონენტის თავისებურებებმა და ამ კომპონენტების ერთმანეთთან კონკურენციამ.

ეს  სრულებით  ეწინააღმდეგება მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაპროგრამებულ გაერთგვაროვნება- homogénéisation-ს.

XV საუკუნეში პორტუგალელები  გადაეშვნენ ზღვაში. შემდეგ მათ კონკურენცია გაუწიეს ესპანელებმა, ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა.

ჰოლანდიელებმა მოიგონეს კაპიტალიზმი, ინგლისელებმა მოიგონეს დემოკრატია, ფრანგებმა მოიგონეს ადამიანის და მოქალაქის უფლებები, გერმანელებმა მოიგონეს მეცნიერება და ა.შ.

მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო იყო ეს სხვადასხვა წვლილი.

ომების მიერ მიყენებულ ზარალზე ბევრად უფრო მეტი მოგება მოიტანა ევროპელ ერთა კონკურენციამ

 

ჩინურ იმპერიას პერიოდულად აოხრებდა სამოქალაქო ომები რომლებიც ბევრად უფრო სისხლისმღვრელი იყო ვიდრე ბოლო ევროპული კონფლიქტები!

მთელი  კითხვა ისაა  მოსპობს  თუ არა ნორმების მოყვარული ბრიუსელი ამ მრავალფეროვნებას ისე  როგორც ჩინური მრავალფეროვნება მოსპო ჩინეთის პირველმა იმპერატორმა….

ევროპა, ნეოლიბერალიზმის ლაბორატორია

ამ ძვრის  საწყისს  მარსელ გოშე  ხედავს აშშ-ში 1970-ან წლებში ნეოლიბერალური იდეოლოგიის გაჩენაში.

ამ იდეოლოგიამ ყველაფრის ალფად და ომეგად აქცია ეკონომიკა.

საყოველთაო დემოკრატიის  და მშვიდობის გამარჯვებასთან ერთად  სახელმწიფოების მისიაა მარტო ინდივიდების პიროვნული აყვავებისა და გაფურჩქვნის  და პიროვნებათა და ყიდვა გაყიდვისთვის განკუთვნილი ობიექტების და კაპიტალების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა.

 « ამიერიდან მთავრობის პარტიებში ყველა   დარწმუნებულია იმაში რომ მმართველი და ბატონია ეკონომიკა, რომ მას უნდა მისცე მოქმედების თავისუფლება, რომ ხელი უნდა შეუწყო მას ხელმძღვანელობის გარეშე. »

და  რომ საწარმოებმა შესძლონ  ზრდა  და  კეთილდღეობის მიღწევა სრული ნდობა  უნდა  გამოვუცხადოთ მათ აქციონერებს რომლებიც აუცილებლად დაინტერესებულები არიან საწარმოთა კეთილდღეობით…

ძალიან მალე ჩანს ამ იდეოლოგიის შეზღუდულობა

 

ისტორიკოსი შენიშნავს  რომ ნეოლიბერალიზმს ერთის მხრივ მივყავართ სახელმწიფოს მეტისმეტად  ზრდამდე. მან უნდა მოახდინოს საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებული ინდივიდების ურთიერთობათა რეგლამენტაცია,კონტროლი და იურიდიულ კალაპოტში მოქცევა.

მეორეს მხრივ ჩანს რომ აქციონერთა ინტერესები მოკლევადიანია და უპირისპირდება საწარმოთა, კადრების და მათი მუშაკების გრძელვადიან ინტერესებს.

სწრაფი მოგების მსურველი  აქციონერები ყიდიან საწარმოებს. ამ აქციონერებს  გადააქვთ ეს საწარმოები იმ უბედურ ქვეყნებში რომელთა მკვიდრებიც თანახმანი არიან მუშაობაზე დაუცველობის პირობებში უბადრუკი ხელფასის დ სანაცვლოდ.

ევროპის  და აშშ-ს დიდი ნაწილის  დეზინდუსტრიალიზაცია და იქ პროფესიული ცოდნის და უნარის დაკარგვა არის ამ მცდარი განსჯის მწარე შედეგი.

 

,იუხედავად  ყველაფრისა აშშ  მუდამ  გარკვეულ უნდობლობას  ინარჩუნებდა ნეოლიბერალიზმის მიმართ.

2009  წელს, როდესაც General Motors ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა აშშ-ს მთავრობამ აბსოლუტურად  გულგრილად მოახდინა მისი ნაციონალიზაცია.

და  2016  წელს დონალდ ტრამპის არჩევა ნიშნავდა ნეოლიბერალური უტოპიის დასასრულს და ყველა აზიმუტის გახსნას.

 

უცნაური ისაა  რომ ნეოლიბერალიზმმა ყველაზე  ნოყიერი ნიადაგი ნახა  ევროპაში.

ამას  კი  ხელი შეუწყო ევროპის დექრისტიანიზაციამ.

მარსელ  გოშე აღნიშნავს  რომ აშშ დარჩა ქვეყნად სადაც რელიგია და  პოლიტიკა  რჩებიან გავლენიან ფენომენებად

არაფერი  მსგავსი არაა  ევროპაში  სადაც როგორც რელიგიური ისე პროფკავშირული და პოლიტიკური ინსტიტუტების დასუსტებამ იოლად  გაუხსნა გზას ოჯახისგან, საზოგადოებისგან, მშობლიური ქვეყნისგან დამოუკიდებელი, მარტო თავისი საკუთარი უფლებების და ინტერესების დამცველი ინდივიდი მეფის იდეოლოგიას.

 

 « ევროპა თავიდან სულ სხვა რამისთვის იყო ჩაფიქრებული და სულ სხვა რამე გახდა.

ევროპა გადაიქცა ნეოლიბერალური  უტოპიის მის მთლიანობაში განხორციელების ლაბორატორიად  რის  უფლებასაც თავის თავს არასოდეს მისცემს მაგ. აშშ მიუხედავად იმისა  რომ ნეოლიბერალიზმი არის მისი შინაგანი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ასე  ხდება  იმიტომ  რომ  ამერიკელები რჩებიან ერად რომლის კოლექტიური  ცხოვრების  გულში რჩება პოლიტიკა ამერიკული ბრწყინვალების, საგარეო პასუხისმგებლობის, სტრატეგიული ამბიციის სახით.»

 

მარსელ  გოშეს აზრით  შედეგი არაა  საეჭვო:

 

« ევროპული კონსტრუქცია დღევანდელი სახით მარცხია. მეტიც, ესაა  ფრანგული  მარცხი იმიტომ რომ ესაა განსაკუთრებით ფრანგების მიერ მოწონებული პროექტის მარცხი. მაშ, ფრანგებს განსაკუთრებით უჭირთ ამის მონელება.

ეკონომიკურ  პლანში გერმანული  ინდუსტრიის  უპირატესობა გარკვეულ სფეროებში არის ხე რომელიც მალავს ტყეს.

ერთადერთი მონეტა  და  თავისუფალი ვაჭრობა ნამდვილად არაა  ის  საშუალებები რომლებიც ევროპას მისცემს ხვალინდელ მსოფლიო ეკონომიკაში შესაშური ადგილის მოპოვების შესაძლებლობას…

პოლიტიკურად  დემოკრატიის  დეფიციტზე უკვე ყველა ლაპარაკობს მაგრამ არავინ ცდილობს ამის გამოსწორებას»

 

დღევანდელი  ფრანგები თავის  თავს  იმდენად არარაობად  თვლიან  რომ  მათ  გონიათ  რომ ჩვენ ვერაფერს გავხდებით ჩვენი საკუთარი საშუალებებით

შვეიცარელებს, ნორვეგიელებს, ირლანდიელებს აქვთ რაღაცის უნარი და ჩვენ არა! საფრანგეთი თავის სიღრმეში აღარ ენდობა საკუთარ თავს

ნეოლიბერალური ევროპის ჩიხში შესულ კეთილი ნების რეფორმატორებს აქვთ სასოწარკვეთილების მოტივი:

« არაა საკმარისი თუნდაც  საუკეთესო რეფორმების შემოთავაზება. უნდა აფეთქდეს სარქველი რომელიც შეუძლებელს ხდის მათ განხორციელებას.»

 

მაგრამ მარსელ გოშეს აზრით გამოსვლა ზევიდან ჯერ კიდევ შესაძლებელია:

« ჩენ გვჭირდება  ფრანგული  ნომენკლატურის 4 აგვისტოს ღამე ( 1789 წლის 4 აგვისტოს ღამით დამფუძნებელმა  ეროვნულმა კრებამ გამოაცხადა ფეოდალური პრივილეგიების გაუქმება, რაც იყო საფრანგეთის რევოლუციის  ფუნდამენტური მოვლენა).

არაა ლაპარაკი ევროპიდან გამოსვლაზე. ევროპა მთლიანად ხელახლაა გასააზრებელი უნდა მიუკერძოებლად შეფასდეს მისი მიღწევები და ჩიხები.

დიდი ევროპრისტებიც კი ხვდებიან რომ ბევრი რამე უეჭველად გადასასინჯია. და როდის უნდა  გამოვიტანოთ დასკვნა?

საფრანგეთი იყო ევროპული პროექტის საწყისში, ევროკავშირს აღარ ექნებოდა აზრი საფრანგეთის გარეშე და  საფრანგეთს აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა.

ნუთუ საფრანგეთს ღარ აქვს გადაგვარებული პროგრამის გადასინჯვის უნარი და მან თავჩაქინდრულმა უნდა აიტანოს გზასაცდენილი ბიუროკრატების და მოსამართლეების უღელი

Joseph Savès

 

https://www.scienceshumaines.com/du-liberalisme-au-neoliberalisme_fr_23367.html

son utilisation pour caractériser un partisan des libertés politiques apparaît au milieu du XVIIIe siècle.

 

ლიბერალიზმი არაა სალანძღავი სიტყვა.

 

ადამიანურად ლიბერალიზმი არის  სხვათა დამოუკიდებლობის და ინდივიდუალური თავისუფლების პატივისცემა, და თუ ისინი არ სპობენ ყველაფერს მათი შეხედულებების და მოქმედებების ატანა.

პოლიტიკური ლიბერალიზმი არის ღვთაებრივი უფლების აბსოლუტურ მონარქიებთან დაპირისპირება და იგივდება დემოკრატიასთან.

 

არის კიდევ ეკონომიკური ლიბერალიზმი რომელიც იგივდება მოქმედების თავისუფლებასთან, თავისუფალ წარმოების და ვაჭრობის თავისუფლებასთან, მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის მკაცრად შეზღუდვასთან.

 

ეკონომიკური  ლიბერალიზმი ეფუძნება  ეკკონომიკის და  სოციალურის ურთიერთობის და ეკონომიკის ფუნქციონირების განსაკუთრებულ კონცეფციას.

 

  1. Smith-მა თავის ნაშრომში «ძიებები ერების სიმდიდრის ბუნების და მიზეზების შესახებ»

(1776),რომელიც არის ლიბერალური ეკონომიკური აზრის  ფუძემდებელი ნაშრომი

გამოთქვა ეკონომიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტური აზრი:

 

«სხვების, კონკურენტების ინტერესებისთვის ანგარიშის გაუწევლად საკუთარი მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებით ყოველი ინდივიდი თითქოს უხილავი ხელის წაბიძგებით  აკეთებს იმას რაც სულაც არაა მისი გააზრებული მიზანი.. მარტო პირადი ინტერესის დაკმაყოფილების მცდელობისას ის ხშირად ბევრად უკეთესად აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ის შეგნებულად ცდილობს საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას. »

 

მოკლედ  ეგოისტების  ბრბოდ  ქცეული  კაცობრიობა ძალაუნებარადაც ააგებს მიწიერ სამოთხეს. საწყალი დავით სარაჯიშვილი და ზუბალაშვილები ასეთების ხელში.

 

 

http://www.toupie.org/Dictionnaire/Neoliberalisme.htm

 

პოლიტიკის ლექსიკონი

 

ნეოლიბერალიზმი

 

 

სიტყვის ეტიმოლოგია: ლათინური ნეო, ახალი და ლიბერალის ანუ გულუხვი, კეთილშობილი, თავისუფალი პიროვნების ღირსი

:
ცნება  ნეოლიბერალიზმი საწყისი მნიშვნელობით ეკონომიკის სფეროში აღნიშნავს მეოცე საუკუნის სხვადასხვა ლიბერალურ სკოლას,მაგ. ავსტრიის  თუ ჩიკაგოს სკოლას. ამ მიმდინარეობას ასევე უწოდებენ ნეოკლასიკურს.

 

ბოლო  რამოდენიმე  წლის მანძილზე ნახმარი სიტყვა ნეოლიბერალიზმი,მეტიც, ულტრალიბერალიზმი, არის უფრო ბუნდოვანი, დამცირების ელფერის მქონე ცნება.

ის ერთდროულად აღნიშნავს იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას, მმართველობის ფორმებს, ლიბერალიზმის,კაპიტალიზმის დღევანდელი ფორმის განახლებას და რადიკალიზაციას.

ცნება ნეოლიბერალიზმს მისი კრიტიკოსები ძირითადად იყენებენ პოლიტიკოსები მარგარეტ ტეტჩერის და რონალდ რეიგანის აღსანიშნავად.
ეს კრიტიკოსები ამ ცნებით აღნიშნავენ აგრეთვე ისეთ საერთაშორისო ინსტანციებს როგორებიცაა  საერთაშორისო მონეტარული ფონდი, კომერციის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი,ევროკავშირი.

ნეოლიბერალიზმის დამახასიათებელი ნიშნებია

სახელმწიფოს როლის შეზღუდვა ეკონომიკურ,სოციალურ და იურიდიულ სფეროებში

საქმიანობის  ახალი  სფეროების  გახსნა ბაზრის კანონისთვის.

ინდივიდი  მიჩნეულია  საკუთარი თავის  მეწარმედ თუ ასე  ვთქვათ ადამიანურ კაპიტალად   რომლის  გაზრდაც და მისგან ნაყოფის  მიღება შეგვიძლია  თუ  კი ვიცით ადაპტაცია და ინოვაცია…

ნეოლიბერალიზმის  მომხრეები  მას  წარმოადგენენ  კონსენსუსის ნაყოფად, გარდაუვალ უალტერნატივო რამედ, მის შედეგებს  წარმოადგენენ  როგორც გარდაუვალ ფენომენებს რომლებიც  უნდა მიიღო  იმიტომ რომ სხვა  გზა  არ არის.

 

ნეოლიბერალიზმის კრიტიკოსები ამბობენ  რომ  ის აძლიერებს და ამწვავებს სოციალურ კონტრასტებს, უთანაბრობებს, სიღარიბეს და  სიღატაკეს, ასუსტებს  ეროვნულ სუვერენიტეტს, აფერხებს უფრო ღარიბი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და  ადამიანს აქცევს  საქონლად, ყიდვა-გაყიდვის ობიექტად….

მოკლედ  ძალიან  ძნელია  ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა   სახელმწიფოს ყველანაირად დასუსტების მსურველი ნეოლიბერალიზმის ბატონობის და ექსპანსიის პირობებში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s