ფსიქოსომატური ავადმყოფობები, პერესტროიკაა

Image result for malade psychosomatique

 

 

Revue de medecine psychosomatique et de psychologie medicale n°2 tome 22 1980 : sur le role du medicament dans la relation medecin-malade. aspects somatiques des deuils compliquée....

რანგული ფსიქოსომატური მედიცინის ჟურნალი. სერიოზული ევროპელები სერიოზულად უდგებიან საკითხს.

 

ნობელის პრემიის ლაურეატი გორბაჩოვის პერესტროიკის მიერ გამოწვეულმა ემოციებმა შეიძლება გაგიხეთქოთ გული,დაგმართონ მკვლელი კიბო, დამდამბლავებელი ფსორიაზი და სხვა ფსიქოსომატური უბედურებები, ფრთხილად იყავით.

 

 

Le stress psycho-traumatique et maladies psychosomatiques

Editions universitaires europeennes ( 05.02.2018 )

€ 32,90

 

w.editions-ue.com/catalog/details//store/fr/book/978-620-2-27452-4/le-stress-psycho-traumatique-et-maladies-psychosomatiques

ევროპულმა  საუნივერსიტეტო  გამომცემლობებმა ( Editions universitaires europeennes) 2018  წელს ფრანგულად გამოსცეს Corneille Lokuli Yende-ს ნაშრომი ფსიქო-ტრავმატული  სტრესი და  ფსიქოსომატური ავადმყოფობები
(Le stress psycho-traumatique et maladies psychosomatiques

Editions universitaires europeennes ( 05.02.2018 )

რეზიუმე :

 

დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ  გავრცელდა  ავადმყოფობები  რომლებიც ხშირად არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესის შედეგი.

ცხოვრების  ამ  წესმა შიძლება  გააჩინოს მრავალი ავადმყოფობა,ფსიქოსომატური ავადმყოფობები  რომელთა შორისაც ვახსენებთ გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

ამ ფარგლებში ეწერება ჩვენი გამოკვლევა რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებულია ფსიქოტრავმატული სტრესით და მის მიერ გაჩენილი ფსიქოსომატური ავადმყოფობებით.

 

1985  წლიდან ჩვენს  ირგვლივ გაუთავებლად კლავენ ადამიანებს და უნაკლო მომხიბლავი ლოზუნგების ღნავილით ანგრევენ ყველაფერს

ამიტომ საქართველოც სავსე უნდა იყოს ფსიქოსომატური ავადმყოფებით. დავუკვირდეთ ფენომენს.

ფრანგული  პოპულარული  მედიცინა

თანამედროვე  ფრანგული  ხალხოსნობა, გამოადგება პერესტროიკის მსხვერპლებსაც

https://www.santemagazine.fr/sante/maladies/maladie-psychosomatique-une-vraie-maladie-171828

ფსიქოსომატური ავადმყოფობა: ნამდვილი ავადმყოფობა?

როდესაც  სული  იყენებს  სხეულს  რაღაცის  გამოსათქმელად და  სომატიზებული სხეული, ფსიქოსომატური ავადმყოფობები ნამდვილი ავადმყოფობებია….

ცნების  საკუთარი მნიშვნელობით ფსიქოსომატური ავადმყოფობა არის ავადმყოფობა რომელსაც სული დამართებს სხეულს, ფსიქიური პრობლემა რომელიც აისახება  ფიზიკურ  მდგომარეობაზე.

ლაპარაკია ავადმყოფობებზე როდესაც ემოციურ ფაქტორებს,დარდს, ღელვას, წუხილს, გლოვას, და ა.შ. შეუძლიათ რომელიმე ორგანოს ან ფიზიოლოგიური სისტემის დაზიანება.

ავადმყოფს თავიდან არ ესმის რომ მისი ემოციები დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაგრამ მას შეუძლია ამის გაგება.

როდესაც  ფსიქიკა გავლენას ახდენს ხეულზე

 

ყველა  ავადმყოფობას  აქვს  ფსიქოსომატური კომპონენტი.

ჩვენს ფსიქიურ მდგომარეობას შეუძლია გარკვეული პათოლოგიების გამოწვევა ან გამწვავება. მას ასევე შეუძლია ინფექციის შემთხვევაში იმუნური დაცვის დასუსტება.

სტრესი ჯანმრთელობაზე მოქმედებს ფსიქოსომატური ქმედებით.

ღელვა,დარდი,ნევროზები აშკარად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. …

 

ძლიერი  ფსიქოსომატური კომპონენტის მქონე ავადმყოფობებს შორისაა :

კანის ავადმყოფობები:ეკზემა,ფსორიაზი, …

კუჭნაწლავის ავადმყოფობები :კუჭის წყლული…

ანთებითი ავადმყოფოები რომლებიც ასევე შეიძლება გაამწვავოს სტრესმა, დეპრესიულმა მდგომარეობამ დარდმა, ნაღველმა,ღელვამ.

უფრო ზოგადად ეს იწვევს დაღლილობას, უძილობას.

 

ფსიქოსომატური ავადმყოფები და  იპოხონდრია ანუ l’hypocondrie

იპოხონდრიით ტანჯული გულწრფელად ჩივის ფიზიკური ავადმყოფობების გამო და აღწერს ტკივილებს და სიმპტომებს რომლებსაც ვერ ადასტურებს ბიოლოგიური თუ სხვა გამოკვლევების დროს.

ფსიქოსომატური  ავადმყოფობებით ტანჯული კი ნამდვილად წარმოადგენს შესაბამის ორგანულ დარღვევებს.

იპოხონდრიით ატანილისგან განსხვავებით ის არ იწონებს თავს იმით რომ ავადმყოფია, მას უნდა მკურნალობა და განკურნება.

 

დამატებითი მიდგომების დახმარება

 

ავადმყოფობებს აქვთ ფსიქიური  კომპონენტი  და ამიტომ ეფექტური შეიძლება იყოს “დამატებითი” მედიცინა, მაგ. ჰომეოპათია ან აკუპუნქტურა. ვინაიდან ისინი ანგარიშს უწევენ ინდივიდს გლობალურად და არა მარტო ავადმყოფობის სიმპტომებს.

 

http://www.doctissimo.fr/html/psychologie/psycho_pour_tous/commun/ps_1517_mala_psychoso.htm

 

 

რა  აგიჟებს დღევანდელ კაცობრიობას

 

ფსიქოსომატური ავადმყოფობები

 

ხასიადებიან ფიზიკური სიმპტომებით რომლებიც ეხება რომელიმე ორგანოს ან ფიზიოლოგიურ სისტემას  მათი მიზეზები უმთავრესად ემოციურია.

 

ფსიქოსომატური ავადმყოფობა  არის დარდის,ნაღველის, წუხილის, მწუხარების, ფსიქოლოგიური შოკის (ახლობლის გარდაცვალება ან დაკარგვა, გაყრა, განშორება,უბედური შემთხვევა, სამუშოს დაკარგვა) ექო და შედეგი.

 

ემოციური შოკები,შეძრწუნების განცდა  ასუსტებს და სპობს ორგანიზმის ბუნბრივ დაცვას.

 

როგორც ამბობდა  ფროიდი ფსიქიური მაშინ გადადის ორგანულში

 

ფსიქოსომატური ავადმყოფობები ავლენენ ნერვული სისტემის კავშირს იმუნურ  სისტემასთან.

 

როდესაც ადამიანის გუნება და ხასიათი უხეშად გამოიცდება მკვეთრად უარესდება მისი ფიზიკური მდგომარეობაც.

ამის მიზეზები დღეს ცნობილია:

გარემოში მომხდარ მკვეთრ და მოულოდნელ, საშიშ ცვლილებებზე ორგანიზმი პასუხობს სტრესით. გამოიყოფა კორტიკოიდი ჰორმონები რომლებიც ასუსტებენ იმუნურ დაცვას.

თუ კი  ამდენად გამაღიზიანებელი გარეშე ფაქტორი ხანმოკლეა ორგანიზმი თვითონ აღადგენს მდგომარეობას.

 

და თუ ეს ფაქტორი ძლიერია, განმეორებადია და ხანგრძლივია იმუნური დაცვა სუსტება და ეს გზას უხსნის ავადმყოფობებს.

მაგრამ არ განვაზოგადოთ მეტისმეტად.

ყოველ ინდივიდს აქვს თავისი სტრესის მორევის და ემოციათა მოთოკვის საკუთარი უნარი და რეაქციაც ინდივიდუალურია.

 

ფიზიკური პრობლემები ჩნდება და ლოკალიზდება ჩვენი ორგანიზმის ყველაზე მგრძნობიარე დონეზე.

 

ფსიქოსომატური ავადმყოფობები უნდა იყოს ექიმების მიერ ნამკურნალებ ავადმყოფობათა ნახევარზე მეტი.

 

ფიქრობენ რომ ყველა ავადმყოფობის 90 %-ს ამძიმებს უარყოფითი,ნეგატიური ემოციები.

 

რომელია მთავარი სიმპტომები?

 

ფსიქოსომატური დაავადებებია კუჭის წყლული, უფრო ზოგადად კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობები. ღვიძლი, ნაწლავები, ხერხემალი არის ნევროზების სამიზნეები.

 

ასევე დადგენილია  რომ კანის ავადმყოფობები, თუ კი ისინი არ რ არიან დაკავშირებულნი სხვა ავადმყოფობასთან ან ვირუსთან მომდინარეობენ ფსიქიური წყაროდან.

 

ფსორიაზი, რომლითაც ავადაა საფრანგეთის მოსახლეობის 2 პროცენტი და სხვა  უფრო სუსტი ავადმყოფობები ჩნდება დიდი ემოციური დატვირთვის დროს.

 

ფსიქოსომატური ავადმყოფობები აწუხებს ბავშვებსაც

 თავისი ცუდად ყოფნის გამოთქმის უნარის არმქონე ჩვილი თავის ცუდად ყოფნას გამოავლენს ეგზემათი, უძილობით, ღებინებით, ასთმით, ზრდის შენელებით….

 

მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა რომ ეს ნიშნები სისტემატურად გამოხატავს ბავშვის ფსიქიურ გაუწონასწორებლობას.

 

ლიბიდოს დაკარგვაც შეიძლება აიხსნას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით.

ზოგი სწავლულის  აზრით კიბოს ზოგი  სახეობის ევოლუციის  მიზეზიც უნდა იყოს ფსიქიური დარღვევები.

ამერიკელმა  სწავლულმა Lawrence Le Shan-მა დაადგინა რომ მკვლელი კიბო შეიძლება გააჩინოს უიმედო მარტოობამ, მძიმე ემოციურმა შოკმა თუ სასოწარკვეთილებამ

მძაფრი ემოციები იწვევს მაღალ წნევას და თავის ძლიერ ტკივილებს, შაკიკებს.

და ეს არაა ყველაფერი…

ავტორი

Ayla Seugon

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s