ჰერმან ჰესე, რელიგია და არა მარიხუანა

ჰერმან ჰესე, რწმენა  როგორც მესმის, ჰერმან ჰესეს გზა სიბრძნისკენ.

«სიბრძნე რომლის სხვებისთვის გადაცემას ცდილობს ბრძენი მუდამ გავს სიგიჟეს »

ესაა  თანამედროვე  ევროპელი ბრძენის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, ჰერმან ჰესეს (1877 – 1962) სიტყვა.

 

La sagesse qu’un sage cherche à communiquer à toujours un air de folie.

De Hermann Hesse / Siddhartha

 

De

 

1962)

https://philitt.fr/2017/09/07/hermann-hesse-cheminements-vers-la-sagesse/

PHILOSOPHIE, LITTÉRATURE ET CINÉMA

La Foi telle que je l’entends : les cheminements de Hermann Hesse vers la sagesse

LITTÉRATUREOLIVIER MAILLART7 SEPTEMBRE 20170

ჰერმან ჰესე, რწმენა  როგორც მესმის, ჰერმან ჰესეს გზა სიბრძნისკენ.

a foi telle que je l’entends Broché – 19 septembre 2017

Siegfried Unseld (ბოლოთქმა),ფრანგულად მთარგმნელი  Philippe Giraudon

 

ჰერმან ჰესეს ახალგაზრდობიდან აწუხებდა სულიერების საკითხები. ის მთელი  თავისი  ცხოვრება  ეხებოდა  სულიერ  საკითხებს  როგორც თავის რომანებში და ნოველებში ისე წერილებში, მოხსენებებში, კორესპონდენციაში.

 

მისმა  მეგობარმა  და  გამომცემელმა, მისი შემოქმედების ერთ-ერთმა  საუკეთესო მხოდნე Siegfried Unseld-მა ჰერმან  ჰესეს  გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ამ წიგნში შეკრიბა  ჰერმან ჰესეს მიერ საჯაროდ თუ კერძოდ გამოთქმული შეხედულებები.

ეს  უზარმაზარი მნიშვნელობის გამოცემა ნათელს ხდის და ავსებს ჰესეს მხატვრულ შემოქმედებას.

ეს კრებული  აქამდე არ ყოფილა თარგმნილი ფრანგულად.

აქ  ვხედავთ შორეული აღმოსავლეთის სულიერებათა მცოდნე ჰერმან ჰესეს რომელსაც  სურს ამ სულიერების  გაცნობა გერმანული საზოგადოების მიერ.

პიეტისტური შთაგონების პროტესტანტ ქრისტიანად აღზრდილი ჰერმან ჰესე ხედავს დასავლეთის  მორალურ კრიზისს და თვლის რომ მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება დასავლურ და აღმოსავლურ სულიერებათა შეხვედრის წერტილის მონახვით და ფიქრობს რომ დასავლეთის მორალურ კრიზისზე პასუხის გაცემა საჩქაროა.

კრიზისი არსებობს  და ჰერმან ჰესეს პოზიცია აქტუალურია როგორც არასდროს.

 

la Coopérative-ს გამომცემლობებმა ფრანგულად  გამოსცეს ჰერმან ჰესეს  აქამდე  გამოუცემელი ნაშრომი La Foi telle que je l’entends ანუ  რწმენა  როგორც მე მესმის  .

ამ სიკვდილის შემდგომ კრებულში არის წარმოშობით გერმანელი შვეიცარიელი მწერლის ტექსტები რწმენაზე, საკრალურზე, ქრისტიანობაზე, აღმოსავლურ რელიგიებზე.

აქაა ღრმა  და  უცნაურად  აქტუალური მოსაზრებები კრიზისზე რომელსაც განიცდის რაციონალიზმით და ობსკურანტიზმებით აღელვებული დასავლეთი.

ამ გამოცემაში არის წერილები, შენიშვნები,ავტობიოგრაფიული აღსარებები, გაფანტული მოსაზრებები, პოემები, ნაწყვეტები მიწერ-მოწერიდან.

აქაა  მწერალი რომელსაც აწუხებს რწმენის საკითხი და რომელიც ცდილობს ამ საკითხზე პასუხის გაცემას ყველა საშუალებით რომლებსაც მას აძლევს მისი ნიჭი.

გამოცემაში არის როგორც 1910-ანი ისე 1960-ანი წლების ტექსტები.

ის ამდენად გვიჩვენებს ჭკვიანი და განათლებული ევროპელის შინაგან ძიებას, მის სირთულეებს, გზიდან გადახვევებს, მონანიებებს და მის მუდამ მოგიზგიზე შინაგან ცეხცლს.

აი რას წერდა თვითონ  ჰერმან ჰესე 1930 წლით დათარიღებულ ტექსტში:

 

« მთელი ჩემი ცხოვრება მიბრუნებულია რელიგიისკენ. ასეა არა იმიტომ  რომ მე  მინდა მსოფლიოს და ჩემი თავის რამენაირად გაუმჯობესება არამედ უბრალოდ იმიტომ რომ მე არ შემიძლია ცხოვრება ღმერთის თაყვანისცემის,მისი ერთგულების გარეშე.»

Prolégomène :

სიცოცხლეს,ცხოვრებას  აქვს  აზრი, მას ვერ  ექნება 1 აზრი. ცხოვრებას  აზრს  აძლევს  რელიგია (ისევე როგორც ხელოვნება,თუმცა ეს გაკვრითაა ნახსენები ამ ნაშრომში). სწორედ ამ დროს იწყება დარდები…

 

la vie a un sens. Elle ne saurait ne pas en avoir un. Et c’est la religion qui l’apporte (ainsi que l’art, même si cela n’est mentionné qu’en passant, du moins dans cet ouvrage). C’est alors que les ennuis commencent…

 

თანამედროვე  მსოფლიოს კრიზისი

 

ჰესე (და ის  არაა მარტო)  სვამს შემდეგ დიაგნოზს:

თანამედროვე სამყარო, განსაკუთრებით მისი დასავლეთი ფერდი, განიცდის კრიზისს და ის ადამიანს სთავაზობს მარტო უჭველობას,უტყუარობას, სინამდვილეს მოკლებულ აბსურდულ ცხოვრებას და დაკარგული, დაბნეული მგრძნობიარე სულები უიმედოდ, გაუმაძღრად ეძებენ სულიერ სამყაროს.

ამით სარგებლობენ სექტები და შარლატანები.

იმავე თაობის  სხვა  ავტორი Hermann Broch თავის  რომანში Le Tentateur ანუ «მაცდური » ყვება დაახლოებით იგივეს :

იქ ვიღაც მთიელმა  გურუმ მოახერხა დღევანდელობით შეძრული და არეულ-დარეული პატარა თემის გარყვნა.

 

ამ კრიზისის საფუძველშია ტრადიციის დაკარგვა:

 «ცივილიზებული მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა დაკარგა  ყველანაირი ცხოვრების, ყველანაირი კულტურის და მორალის 2 საფუძველი: რელიგია და  ტრადიცია. ისინი დანგრეულია.

ჩვენ ცხოვრებას მუდამ აკლია ტრადიცია. »

იქნება, მაშ, სექტების, პოლიტიკური  რელიგიების (კომუნიზმი,ფაშიზმი, ნაციზმი),ბაზრული ეზოტერიზმის (ჰიპები,ყველანაირ სექტაში მოქცეულების,გუშინ კატმანდუ, დღეს დაეშის მოლანდებული სისხლიანი სექტა) ბაზრობა…

იყო გამაჰმადიანებული პატარა ნორმანდიელი Romain Letellier რომელსაც დაარქვეს Siyad al-Normandy. ის რამოდენიმე წლის წინ დააპატიმრეს ტერორიზმის აპოლოგიისთვის….

 

ჩანართი

 

 

http://www.rfi.fr/france/20140305-cyber-jihadiste-francais-condamne-prison-ferme-terrorisme-letellier-abou-siyad-al-normandy-guerre-sainte

 

 

 – Radio France Internationale – RFI

  • ACC05-03-2014

ფრანგული საერთაშორისო რადიო

 

  • წლით დაპატიმრებული ფრანგი კიბერ-ჯიხადისტი

27 წლის ასაკში გამაჰმადიანებული Romain Letellier, იგივე Siyad Al-Normandy, ეს სახელი ნიშნავს მოციქული მუჰამედის შვილს ნორმანდიიდან. ის იყო ფრანგული  ჯიჰადისტური საიტის შემქმნელი და ხელმძღვანელი.

მას ბრალად  დასდეს  ალ კაიდას პროპაგანდისტული ჟურნალი Inspire-ს თარგმნა ინგლისურიდან.

ის  გაასამართლეს სამშაბათს ოთხ მარტს პარიზში. მას მიუსაჯეს 3 წლით პატიმრობა 3 წლით 2 წლის გადავადებით. პირველი შემთხვევაა საფრანგეთში.

მას  ბრალად  დასდეს  ტერორიზმის აპოლოგია და  წაბიძგება ტერორიზმისგენ.

მის მიერ  გავრცელებული ტექსტები ეწეოდნენ ჯიჰადის აპოლოგიას…

 

 

აი რას წერდა  ჰერმან ჰესე  1 საუკუნის წინ :

 «  ევროპა  გავს  კოშმარებით გატანჯულ მძინარე ადამიანს რომელიც თავში იცემს მუშტებსდა იყენებს ჭრილობებს»

(l’Europe ressemble à un dormeur qui par angoisse, dans ses cauchemars, donne des coups de poing et se blesse lui-même») demeure plus que jamais actuel.

 

აღმოსავლეთს  და დასავლეთს შორის

ჰერმან  ჰესეს სულ არ უნდოდა  საბაზრო  მისტიციზმში გადავარდნა. ის არ აყვა ოკულტიზმს. ის  სერიოზულად  უყურებდა  რელიგიებს  და  მრავალსაუკუნოვან სიბრძნეებს.

ჰერმან  ჰესეს ძალიან კარგად  ესმოდა  რომ ის  იყო თანამედროვე ადამიანი და მისთვისაც  და საზოგადოებისთვისაც შეუძლებელი იყო უბრალოდ უკან დაბრუნება.

მას უნდა  გაეგრძელებინა  სიარული მემკვიდრეობით მიღებულ გზაზე და უნდა წასულიყო უფრო წინ.

 

სოლიდური ქრისტიანულ პროტესტანტული განათლების მქონე  ჰერმან ჰესე გატაცებული იყო ინდოეთით. ის დაინტერესდა ბრაჰმანიზმით და ბუდიზმით.

შემდეგ  ის  დაინტერესდა ჩინეთით.

მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად ჰესეს არ უთქვამს უარი ქრისტიანობაზე.

მან თქვა  რომ მას  იზიდავდა  კათოლიკობა თუმცა არ ენდობოდა არც ერთ ინსტიტუტს, მათ შორის კათოლიკურ ეკლესიას.

ეკლესიის  ქრისტიანობაზე  მეტად  ჰერმან ჰესეს იზიდავდა  მისტიკური ქრისტიანობა.

ეს  ქრისტიანობა « ჩემს ცხოვრებში ღია ომის გარეშე, თუმცა კონფლიქტურად, თანაარსებობდა უფრო ინდურ-აზიური შეფერილობის  რელიგიურობასთან რომლის ერთადერთი დოგმაა ერთიანობის აზრი»,დაწერა ჰერმან ჰესემ 1931 წელს.

 

წაიკითხა  თუ  არა  ჰერმან  ჰესემ რამოდენიმე წლით დრე, 1926 წელს, ახალგაზრდა ანდრე მალროს მიერ გამოქვეყნებული « დასავლეთის ცდუნება»?

მათი  მისწრაფებები და  აზრები დრო და დრო ეხმაურება ერთმანეთს:

მონტენის ღირსეული ემკვიდრეები, სხვა დიდი ივილიზაციებით გულწრფელად დაინტერესებულები ცდილობენ სხვათა  თვალსაზრისისთვის ანგარიშის გაწევას მათი საკუთარი საზოგადოების კრიზისის  უკეთესად დასანახად და დასაძლევად.

ინტელექტუალური პატიოსნების გაკვეთილი

მაგრამ ჰერმან ჰესე უფრო გავს თომას მანს ვიდრე მასზე ახალგაზრდა ანდრე მალროს.

ასევე გერმანელ მწერალ თომას მანს ასევე აღელვებდა ევროპული, პირველ რიგში გერმანული ცივილიზაციის კრიზისი.

ჰერმან ჰესეც  და თომას  მანიც ნიცშეს მემკვიდრეები  იყვნენ. მათ ესმოდათ რომ დიონისური აუცილებლად დაბრუნდებოდა მეტისმეტად რაციონალიზებულ ევროპაში.

ორივე  არ  ენდობოდა  ჰიპნოტიზიორებს  და  შარლატანებს.

ორივე  ხედავდა  გერმანიის  კრიზისს, ორივე მოუწოდებდა ტრადიციის  და ამავე დროს ჰუმანისტური ღირებულებების პატივისცემისკენ რაც უვნებელყოფდა მაცდურ  უკიდურესობებს.

 

იქნებიან ჰიპნოტიზიორებიც  და  ჯადოსნებიც და ისინი  ეცდებიან საკრალურთან კავშირის აღგენის მსურველთა ბრბოების ცდუნებას და ჩვენ მეტისმეტად კარგად ვიცნობთ კალიგარიდან ჰიტლერისკენ მიმავალ გზას.

მაგრამ ჩვენ მეტისმეტად სწრაფად ვივიწყებთ იმათ ვინც მოახერხეს განზე  გადგომა და თავს დატეხილი უბედურების მამაცურად დანახვა.

ასეთები რაინს გაღმა იყვნენ თომას მანი და ჰერმან ჰესე.

ერთი სულის ისტორიის  ესკიზი

 

ჰერმან ჰესეს სულ არ  სურდა  დემონური  ვნებებისთვის  რამის დათმობა, ამ ვნებებს აყოლა.

მას  სურდა გოეთეს წონასწორობის მსგავსი რამის მიღწევა.

ჰერმან ჰესე მუდამ იმეორებს  რომ სიცოცხლეს,ცხოვრებას, აქვს აზრი რომელსაც გამოხატავს  რელიგია და ეს  ხდება სამყაროში სადაც რაციონალური ადამიანი  ცდილობს  ყველა  სხვა  პოზიციის  გაუფასურებას, დისკვალიფიკაციას.

სწორედ ამ დროს არის საჭირო რელიგიური ადამიანისთვის ადგილის შენარჩუნება.

 

აი რას ამბობს  ჰერმან ჰესე

 

:« რაციონალური ადამიანი  პრაქტიკულ ცხოვრებაში თითქოს უფრო დარწმუნებულია თავის შეხედულებათა ჭეშმარიტებაში ვიდრე მორწმუნე.

მას გონია  რომ ქალღმერთი გონების სახელით მას აქვს მბრძანებლობის და ორგანიზების, ძალადობის, მისნაირებისთვის  კარგი რაღაცეების, ჰიგიენის, თავისებური მორალის, დემოკრატიის და ა.შ. დაძალების უფლება.

რაციონალურ ადამიანს ძალაუფლება უნდა მარტო სიკეთის ბატონობის დასამყარებლად.

ყველაზე დიდი საფრთხე რაციონალური ადამიანისთვის აქაა: ძალაუფლებისკენ სწრაფვაში, ძალაუფლების უკანონოდ,ბოროტად გამოყენებაში, მბრძანებლობაში, ტერორში.

ლევ ტროცკიმ, რომელიც აუტანლად თვლიდა გლეხის მათრახით ცემას, სრულიად გულგრილად ბრძანა ასობით ათასი კაცის გაწყვეტა თავისი იდეალის სახელით.»

და  უფრო შორს:

 « რაციონალური ადამიანი ახდენს  სამყაროს რაციონალიზაციას  და ძალადობს ამ სამყაროს წინააღმდეგ. რაციონალური ადამიანი მუდამ გააფთრებით სერიოზულია. ესაა აღმზრდელი

ტექნიცისტური გონების ნაირ ირაციონალურ ძალებს ჰერმან ჰესე  უპირისპირებს  სახარების  სიბრძნის ზუსტ საზომს.

გიყვარდეს მოყვასი  როგორც თავი შენი, ეს მოწოდება  უპირისპირდება უკიდურესობებს რომლებსაც ჩვნ ვუწოდებთ მემარცხენეობას და მემარჯვენეობას.

ვინაიდან  მოყვასის  სიყვარული  საკუთარ  თავზე  ნაკლებად კაპიტალისტურ  ეგოიზმს აყოლაა. მოყვასის  სიყვარული საკუთარ თავზე მეტად კი კი არის ჯავრის და საკუთარი თავის და მეობის ზიზღის ჯოჯოხეთი.

http://www.lavie.fr/culture/essais/hermann-hesse-a-la-recherche-de-l-unite-13-09-2017-84801_680.php

ჰერმან ჰესე ერთიანობის ძიებაში

ermann Hesse : À la recherche de l’unité

13/09/2017  Jérôme Anciberro

 

1946 წელს  ნობელის პრემიის  მფლობელი ჰერმან ჰესე  სრის XX საუკუნის გერმანელი მწერალი რომელიც უეჭველად ყველაზე პოპულარული გერმანელი მწერალი იყო გერმანიის  საზღვრებს გარეთ.

მის  ავტორიტეტს  განაპირობებენ მისი მწერლური ნიჭი, ღირებულებები და მის თხზულებათა სულიერება.

მისი რომანი Siddharta (1922) აღწერს სულიერ ძიებას ბუდას  ხანაში ეს  რომანი  ბესტსელერი იყო 1960-1970-ან წლებში.

მისი მთავარი რომანები e Loup des steppes ანუ ტრამალის მგელი (1927), Narcisse et Goldmund ანუ ნარცისი და  გოლდმუნდი (1930)  თუ le Jeu des perles de verre(1943) ანუ თამაში მინის ბურთულებით აყენებენ სიცოცხლის,ცხოვრების აზრის საკითხს.

ამას  გარდა ჰესემ თავისი  იდეები რელიგიის  და  სულიერების შესახებ განავითარა მრავალ ტექსტში რომლებიც შეკრიბეს და  1971 წელს გამოსცეს პატარა ანთოლოგიაში Mein Glaube ანუ ჩემი რწმენა.

სწორედ ამ ანთოლოგიის  ფრანგულ თარგმანს გვთავაზობს გამომცემლობა la Coopérative

ჰესემ რელიგია იცოდა 2 ფორმით, მისი ბავშვობის პროტესტანტობის ფორმითის მოდის მისიონერთა ოჯახიდან და ინდური გამოცხადებების ფორმით, უპანიშადებიდან ბუდას ქადაგებებამდე.

ჰესეს რელიგიური გამოცდილება,მაშ, ფართოა,მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე მეტად პიროვნულია და დამოუკიდებელია ყველანაირი ინსტიტუციური კუთვნილებისგან.

 « მე  არასოდეს მიცხოვრია რელიგიის  გარეშე და  არც შემეძლო თუნდაც  ერთი დღე რელიგიის  გარეშე ცხოვრება. მაგრამ მთელი ცხოვრება განზე ვიყავი ეკლესიისგან», წერს თვითონ ჰერმან ჰესე.

მას  უნდოდა  ერთიანობა, მეს და განცდათა მრავალფეროვნების დაძლევა ღმერთის ანუ ერთის ჭვრეტით.

ჰერმან ჰესე  უარყოფს  რელიგიების  იერარქიზაციას. ის აკრიტიკებს რელიგიებს მაგრამ გესლიანობის  გარეშე და მიზნად ისახავს არსებითს, სახელგანთქმულ ერთიანობას! –, ჰესე  ყურადღებას აქცევს დეტალებსაც, პატარა სხვაობებსაც.

ის გულახდილად გვეუბნება რომ მას ყველაფერი არ ესმის.

ჰესეს, მაგალითად, არ ესმის თუ რა  დამოკიდებულება აქვს მას ცნებასთან დოგმა რომელსაც ის უარყოფს, მაგრამ აღფრთოვანებულია თომა აქვინელის თეოლოგიური ჯამით(Somme théologique)…,ლოცვით და თაყვანს სცემს ჭეშმარიტებას….

ჰერმან  ჰესე უბრალოდ  გადმოსცემს ავის პირად გამოცდილებას და განცდას, ის არ ცდილობს ჩვენს დარწმუნებას და ამიტომ მოქმედებს ის ჩვენზე დღეს.

 

La foi telle que je l’entends, de Hermann Hesse, La Coopérative, 19€.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s