მხეცური ხანა,დაღლილთა დაკვირვებები

Image result for mad

მხეცური თანამედროვეობის შესახებ

 

https://blogs.mediapart.fr/gabrielle-lefevre/blog/040814/erasme-reviens-ils-sont-devenus-fous

 

დიდი  ევროპელი  ერაზმ  როტერდამელი 1516  წელს  ამბობდა:

 

, « მხეცები  რომ  ებრძვიან  ერთმანეთს მესმის და  ვაპატიებ მათ მათი უმეცრების გამო.

მაგრამ ადამიანებმა  აუცილებლად  უნდა აღიარონ რომ  ომი როგორც ასეთი აუცილებლად  უსამართლოა  იმიტომ რომ ის ჩვეულებრივ  არ  სწვდება ომის გამჩაღებლებს და გამომცხადებლებს მაგრამ  თითქმის ყოველთვის სტანჯავს  უბრალოებს, უდანაშაულებს, ბეჩავ ღარიბ ხალხს რომელთაც  არც გამარჯვება არგებს არაფერს და არც დამარცხება…

უდიდესი  წარმატების შემთხვევაშიც ომი ზოგისთვის ბედნიერებაა და  ზოგისთვის უბედურება.

Que les animaux s’attaquent entre eux, je le comprends, je les excuse en raison de leur ignorance, mais les hommes devraient reconnaître que la guerre en soi est obligatoirement injuste, car ordinairement elle n’atteint pas ceux qui l’allument et la déclarent mais elle pèse presque toujours de tout son poids sur les innocents, sur le pauvre peuple à qui ne profitent ni les victoires ni les défaites. Elle frappe la plupart du temps ceux qui n’y sont pour rien et même quand la guerre connaît le succès le plus heureux, le bonheur des uns n’est que dommages et ruines pour les autres.

მაგრამ ევროპულ ელიტებს  გადაავიწყდათ  ერაზმიც

 

https://www.lemonde.fr/idees/article/2013/10/09/la-violence-a-son-paroxysme_3492503_3232.html

რას  უძლებს  კაცობრიობა

 

თავაშვებული ძალადობა

La violence à son paroxysme

11 მილიონი მკვდარი  პირველი მსოფლიო ომის დროს, 60 მილიონი მკვდარი მეორე მსოფლიო ომი დროს. გაქრობები, მოსახლეობათა ჟლეტა..,.XX საუკუნის კონფლიქტებს ახასიათებს მხეცობა როგორც მეომართა ისე მშვიდობიან მოსახლეობათა და ადამიანთა წინააღმდეგ.

 

ფრანგული  გაზეთი Le Monde, 09.10.2013 ,

დღევანდელი დროს ისტორიის  ინსტიტუტის

(l’Institut d’histoire du temps présent) და მეცნიერული კვლევის ეროვნული  ცენტრის სწავლული Christian Ingrao

 

Le Monde.fr | 09.10.2013 à 11h36 |Par Christian Ingrao (Chargé de recherche au CNRS et directeur de l’Institut

დღევანდელმა  ძალადობამ  სერიოზულად  უნდა  დაგვაფიქროს  ისტორიაზე.

ჯარები რომლებიც  ერთმანეთს  ებრძოდნენ  1914 წლის  ზაფხულიდან მათ  დიდ  უმრავლესობაში იყვნენ ემანაციები სახელმწიფოებისა და  მოსახლეობათა  რომელთაც განიცადეს არნახული  და  გაუგონარი  დემოგრაფიული  ზრდა.

1914-1918  წლებში  ერთმანეთს  დაერია 80 მილიონი ადამიანი. დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი იდგა მარტო წითელი არმიის  დროშებს  ქვეშ 1941 წლის  22 ივნისის შემდეგ.

ლაპარაკია  ახალი მასშტაბის არმიებზე:

ნაპოლეონის  დიდ  არმიაში კამპანიის  დროს იყო  ბევრი  ბევრი 600 000 ადამიანი, რაც  უდრის  საფრანგეთის არმიის  მეომართა  რაოდენობას  1914  წლის მშვიდობის  დროს, ანტანტამ  ომის  პირველ თვეებში მოახდინა მთლიანობაში  12522 000 ადამიანის  მობილიზაცია.

ადამიანთა  ამ  გიგანტურმა  ბრბოებმა  ერთმანეთს  საშინელებები  უქნეს: 750 000 კაცი დაიღუპა  ვერდენში  1916 წელს.

ათ მილიონზე  მეტი  საბჭოთა  ჯარისკაცი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში.

ეს  იყო  არმიების  უზომობის  და  მეომარი მხარეების  მიერ  XIX საუკუნიდან მოწყობილი ინდუსტრიული  რევოლუციის შედეგი.

ჩან კაი შის  და მაოს ჩინეთი, პირლ ჰარბორზე შეტევაზე პასუხისმგებლად მიჩნეული გენერალი თოჟოს იაპონია, სადამ ჰუსეინის ერაყი, ხმას თუ არ ამოვიღებთ აშშ-ზე თუ საბჭოთა კავშირზე იყვნენ  საკმარისად  ინდუსტრიალიზებულნი, მდიდრები და ზეშეიარაღებულები იმისთვის  რომ  ყოლოდათ უზომო არმიები და XX საუკუნეში ეღვარათ უზომოდ ბევრი სისხლი.

დიდი საწარმოები Boeing, Rolls-Royce, Messerschmitt, Fiat, Volkswagen, Hotchkiss.სულ მცირე გარკვეულ დროს..აკეთებდნენ საომარ  იარაღს.

თითქმის მარტო  დასავლური მოდელი  1914  წელს (შესამჩნევი გამონაკლისი იყო იაპონია), წარმოადგენდა  დემოგრაფიული ძალის,მასობრივი ინდუსტრიალიზაციის და ცეცხლის ძალისთვის გამოყენებული ტექნოლოგიის  ტრიპტიქს ( პირველი მსოფლიო ომის  დროს  გამოიგონა  და პირველად გამოიყენა საშინელი ქიმიური იარაღი გერმანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრიც ჰაბერმა).

ეს მოდელი გავრცელდა  საუკუნის მეორე ნახევარში.

ეხლა  ერთმანეთს  ევროპელების მსგავსად ჟლეტენ  ძირითადად აზიაში და აფრიკაში.

ირან-ერაყის ომი  (1980-1988) მრავალი ასპექტით ძალიან გავდა პირველ მსოფლიო ომს. მასში დაიღუპა 800 000-1 200 000 ადამიანი.

შეჯახებათა 3 ფორმა

და  ეს  ფორმები სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს.

იყო ბრძოლების  მიმდევრობა  რომლებსაც წინ უსწრებდა და მოსდევდა მანევრები. ამას უწოდებდნენ მოძრაობის ომს. ასეთი იყო პირველი  მსოფლიო  ომის  პირველი თვეები, 1941  წელს აღმოსავლეთის ომის  სხვადასხვა პერიოდი, 2003  წელს  ერაყზე თავდასხმის პერიოდები.

ხშირად  მეტისმეტად  დიდი  მსხვერპლის  გამომწვევი  ომის  ეს  ფორმა  იყო დასავლური გენშტაბების ჰორიზონტი საუკუნის უდიდეს  ნაწილზე.

 

მიუხედავად  ამისა  პირველი  მსოფლიო ომის  დროს  მოხდა ამ მოდელის დიდი ევოლუცია.

ცეცხლის შწყვეტის თანამედროვე ძალამ მკვეთრად  შეზღუდა არმიათა მანევრის უნარი.

დაიწყეს სიმაგრეთა და საფართა  აგება რამაც ააშეშა ფრონტის ხაზები 4 წლის მანძილზე.

პოზიციური  ომი ჩანს  მრავალ  კონფლიქტში, მაგ. ირან-ერაყის ომში, Dien Bien Phu-ში 1954 წელს ან ლიბანის  გაუთავებელ სამოქალაქო ომში 1975-1990 წლებში.

უნდა  გავიხსენოთ რომ სანგრები, ტრანშეები, თავიდან იყო მებრძოლთა დამცველი სისტემა.

დაბოლოს  იყო  შჯახებათა მესამე ტიპი, ხშირად ფრონტის დადგენილი ხაზის და დიდი ბრძოლების  გარეშე,  ჩასაფრებებისგან, ინდივიდუალური  თავდასხმებისგან,ასიმეტრიული არმიების დაპირისპირებებისგან შემდგარი პატარა ომი

პოზიციური ომის თუ მოძრაობის ომის  ფორმები არ მიუღია  მრავალ  შეჯახებას 1914-1918 წლების  სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკის ბრძოლებს, 1921-1926 წლების  რიფის ომს, 1946-1954 წლების ინდოჩინეთის ომს და 1954-1962 წლების ალჟირის ომს ავღანეთში დღევანდელ ომამდე,და ა.შ.

საშინლად  გაიზარდა  იარაღის მკვლელი ძალა. ტყვიამფრქვევები,ტანკები, არტილერია, ავიაცია, რაკეტები, დრონები, ბირთვული ბომბები.. ტოვებენ გვამების და ნანგრევების მთებს.

შეიძლება მოკლა ათასობით კილომეტრით მოშორებული ვიღაც.

 

ბრძოლებს გაექცა და გზებს  გაუდგა ასობით ათასი ლტოლვილი, 1914 წელს  მარტო ვარშავაში იყო ას ათასზე მეტი ლტოლვილი.

იყვნენ ომის ტყვეებიც, 1941 წელს გერმანელების ხელში იყო  მილიონი საბჭოთა ტყვე.

XX საუკუნეში სახელმწიფოებმა მოახდინეს ყველას და ყველაფრის მობილიზაცია და   ომში გადაყარეს  ეს მობილიზებული ადამიანები და რესურსები.

ტოტალური ომის ფიგურები

ესოდენ ინტენსიურ, ესოდენ მკვლელ და სისხლისმღვრელ ომებში მეომარი მხარეები ებმებიან მთელი თავისი არსით და მთელი თავისი რესურსებით.

ტრადიციულად  მეომრები არიან ხოლმე იარაღის ტარების ასაკის ახალგაზრდები.

მეოცე  საუკუნეში კი აღარ აქცევდნენ ასაკს ყურადღებას.

პირველ მსოფლიო მში ომობდა 15 წლის Rudolf Höss,რომელიც შემდეგ იყო ოსვენციმის კომენდანტი, მაგრამ მაშინ ეს დიდი გამონაკლისი იყო.

მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს კონფლიქტებში,მაგ. სიერა ლეონეში თუ ლიბერიაში ბავშვი ჯარისკაცები ჩვეულებრივი ამბავია.

უკვე  ყველა შეიძლება გახდეს ჯარისკაცი,

ნაცისტების სასოწარკვეთილების ჯარი შედგებოდა მოხუცებისგან, ბავშვებისგან და ვეტერანებისგან.1944 წლის ივლისსა და 1945 წლის მაისს შორის მან დაკარგა 2 500 000 ადამიანი.

ტრადიციული ომი კრძალავდა ომის  დროს  ძალადობას ქალების წინააღმდეგ, ეს აკრზალვა ყოველთვის ვერ სრულდებოდა,მაგრამ იყო მაინც.

მეოცე საუკუნეში კი ძალადობა ქალების წინააღმდეგ ომის დროს ლამის საყოველთაო ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა.

ორი მსოფლიო ომის  დროს  ქალებს აუპატიურებდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი.

და ძალადობამ ქალების წინააღმდეგ  საყოველთაო სისტემატური ხასიათი შეიძინა 1990-ანი წლების იუგოსლავიაში თუ 2000-ან წლებში აფრიკის დიდი ტბების რეგიონში.

1914  წელს მშვიდობიანი  მოსახლეობა არ ყოფილა მეომარ მხარეთა პრიორიტეტული მიზანი.

მაგრამ მშვიდობიანი  მოსახლეობა პრიორიტეტულ მიზნად  გადაიქცა 1939 წლიდან დრეზდენიდან ჰანოიმდე სტრატეგიულ დაბომბვებთან, ბელორუსიაში განურჩეველ ჟლეტასთან ერთად 1940-ან წლებში, თუ ოსმალეთის იმპერიაში, 1915 წელს სომეხთა გენოციდის დროს.

რუსებმა 1995  წელს  გროზნოს აღებისას მოკლეს 27 000 მშვიდობიანი მკვიდრი ისე რომ საერთაშორისო სვინდისი დიდად არ აღელვებულა.

ამ ძვრებმა ფუნდამენტურად  შეცვალეს  მებრძოლის  ფიგურაც.

აბა  რა  დარჩებოდა ჰექტორისგან და აქილევსისგან მათ რომ დასცემოდა ბომბი რომელიც დაეცა ჰიროსიმას?

თავგანწირული, თავდადებული მეომრის ფიგურა შეინარჩუნეს, აღადგინეს კიდეც თვითმკვლელმა იაპონელმა კამიკაძეებმა, ლიუფტვაფეს პილოტებმაც, მაგრამ აგრეთვე

მუჯაჰიდ ტალებებმა, ირანელმა ბასიჯებმა თუ შრი ლანკელმა ვეფხვებმა.

მეომრის  ფიგურა შერყვნეს მილიციელებმა და მკვლელებმა, აინზაცგრუპენის პოლიციელებმა, რომლებიც თხრილების წინ ჟლეტდნენ ებრაელებს საბჭოთა კავშირში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიგადების სერბი ჯარისკაცებმა რომლებიც 1995 წელს ხოცავდნენ სრებრენიცას მამაკაცებს, და ა.შ.უკეთესად არ იქცეოდნენ არც ხორვატები და არც კოსოვოელები…

 

ომის ტექნიზაციასთან და  ტოტალიზაციასთან ერთად გაჩენილმა მფრინავებმა, წყალქვეშა ნავებზე მოსამსახურეებმა დაიწყეს ადამიანთა შორიდან ხოცვა.

 

2017 წლის  29  აგვისტო, უახლესი დამატება, მკვლელი რობოტები, ფანტასტიკა ხდება რეალობა

 

https://vl-media.fr/robots-tueurs-fiction-devient-realite/

 

20  აგვისტოს  Elon Musk-მა  და  ხელოვნური  გონიერების სხვა  115-მა სპეციალისტმა  მიმართეს  გაეროს  ღია  წერილით.

ისინი განგაშს ტეხენ  იმის  გამო  რომ გაჩნდა ახალი საფრთხე: უკვე აკეთებენ « ავტონომიურ იარაღს» რომელსაც შეუძლია მტრად გამოცხადებულის მოკვლა ადამიანის ჩარევის გარეშე. ესაა იარაღი რომელიც კლავს თვითონ, ადამიანისგან დამოუკიდებლად.

დაივიწყეთ  მეცნიერული  ფანტასტიკა, «მკვლელი რობოტების» შეჯიბრი უკვე დაწყებულია.

 

არის  კი  პილოტი  თვითმფრინავში?

სწორედაც  რომ არა. მკვლელი რობოტი არის ხელოვნური გონების (d’Intelligence Artificielle (IA) ) მქონე იარაღი.

უბრალო  დრონს შორიდან აკონტროლებს ინდივიდი. მკვლელი რობოტი კი თვითონ, ადამიანისგან დამოუკიდებლად წყვეტს სამიზნედ შერჩეულის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას.

შეიარაღების ინდუსტრია ჟინიანად ჩაეჭიდა ამ სიახლეს. მისი არგუმენტები ისაა  რომ  მკვლელი რობოტი ისვრის კარგად, გადაარჩენს ჯარისკაცებს იმით რომ მათ შეცვლის რობოტებით.

იზრაელში,მაგ., General Robotics-ის ბოლო ქმნილებას ქვია Dogo. ესაა 14 სანტიმეტრის ტანკი რომელიც ისვრის პისტოლეტით, დამაბრმავებელ ყუმბარებს და უშვებს ცრემლმდენ გაზს. ის ყველაფერ ამას აკეთებს ადამიანის ყოველგვარი კონტროლის გარეშე.

კამათს კვებავს სამმაგი, ეთიკური, იურიდიული და უსაფრთხოების პრობლემა.

SpaceX-ის  და Tesla-ს დირექტორი Elon Musk-ი რობოტიკაში და ხელოვნური გონიერების სფეროში წამყვანი საწარმოების ასიოდე ლიდერთან ერთად ამბობს რომ მათი ვალია საზოგადოების გაფრთხილება საფრთხეების შესახებ. მათი ეს წერილი  გამოაქვეყნა The Future of Life Institute-მა ანუ სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტმა.

 

 « ჩვენ არა გვაქვს  ბევრი დრო მოქმედებისთვის. თუ გახსნეს პანდორას ყუთი მისი დახურვა ძნელი იქნება… ამიტომ ვთხოვთ გაეროს იპოვოს ამ საფრთხეებისგან ჩვენი დაცვის საშუალება.»

 

«სიცოცხლის თუ სიკვდილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლების გადაცემა რობოტისთვის მიუღებელია»

ჯარისკაცების რობოტებით შეცვლა, იდეა მომხიბლავია.

მაგრამ ავტომატს რომელსაც ხელმძღვანელობს ალგორიტმი ექნება ერთადერთი მიზანი, თავისი მისიის  სასწრაფოდ შესრულება.

ის არაფერს მოერიდება და ყველაფერს და ყველას მოსპობს თავის გზაზე.

მას არ შეუძლია დანახვა  ზოგი დეტალისა რომლებიც იძლევა მებრძოლის მშვიდობიანი ადამიანისგან თუ დაჭრილი ჯარისკაცებისგან გარჩევის საშუალებას.

Human Rights Watch-ის მკვლევარი Bonny Docherty-ს აზრით სამხედრო სფეროში ისევ მთავარია თანაგრძნობა, გულმოწყალება.

 

 « კანონით ვერავინ იქნება პასუხისმგებელი მკვლელი რობოტების მოქმედებაზე»

არავითარი  კანონი  არაა გაუთვალისწინებელი ზარალის თაობაზე, ამბობს ის. ვერ გაასამართლებ ადამიანისგან დამოუკიდებლად მოქმედ რკინის გროვას.

« იარაღი რომელსაც დესპოტები და ტერორისტები გამოიყენებენ უდანაშაულო მოსალეობათა წინააღმდეგ. »

ბირთვული იარაღის გავრცელება გვიჩვენებს რომ შეიარაღების სფეროში დაწყებული შეჯიბრის გაჩერება ძნელია.

მკვლელი რობოტები ცუდ ხალხს შეიძლება ჩაუვარდეს ხელში.

ტერორისტული საფრთხის კონტექსტში ექსპერტები ამბობენ რომ  დესპოტებმა და ტერორისტებმა მკვლელი რობოტები შეიძლება აქციონ ტერორის იარაღად და გამოიყენონ უდანაშაულო მოსახლეობათა წინააღმდეგ.

 

ჩანასახშივე მოკლული მკვლელი რობოტები?

ამ საფრთხეების  საპასუხოდ  ზოგი  მოითხოვს მკვლელი  რობოტების  სრულ აკრძალვას. ამას მოითხოვს  Human Rights Watch რომელმაც  წამოიწყო «კამპანია მკვლელი რობოტების გასაჩერებლად».

Human Rights Watch-მა  2016  წლის  11 აპრილს  გამოაქვეყნა  ანგარიში რომელიც ამხელს და  გმობს შეჯიბრს შეიარაღების  სფეროში და მის საფრთხეებს.

მკვლელ რობოტებს აკეთებს 12-ოდე სახელმწიფო რომელთა  შორისაც არიან აშშ,რუსეთი,ჩინეთი, ბრიტანეთი.

სხვები ფიქრობენ  რომ შეუძლებელია  ამ სიახლეთა აკრძალვა და  საუკეთესო გამოსავალია მკაცრი რეგულირება. მაგრამ ისევე როგორც ბირთვული საფრთხის შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ელშეკრულებებს  ასრულებენ მარტო ის სახელმწიფოები  რომლებიც თანახმანი არიან მის შესრულებაზე

და რჩება ტერორისტების მიერ იარაღის პირატაჟის ან გამოყენების საფრთხე.

მომავალი  ომი  იქნება  მკვლელი რობოტების ომი?

 

ეს აღელვებს  ყველას სოციალურ  ქსელებში.

. Elon Musk და  მისი  თანამოაზრეები  შიშობენ  რომ  შეიძლება  კონტროლი დაიკარგოს.

ისინი აღწერენ მუტაციაში მყოფ ომის ხელოვნებას.

«ავტონომიური  მკვლელი  იარაღები  შესაძლებელს გახდიან ჯერ  არნახული  მასშტაბის  და  სისწრაფის ომებს  რომლებიც მიუწვდომელი იქნება ადამიანის გონებისთვის.»

იყო სტივენ უილიამ ჰოკინგი (ინგლ. Stephen William Hawking; დ. 8 იანვარი1942ოქსფორდიდიდი ბრიტანეთი — გ. 14 მარტი2018) — ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი. ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში.

 

ხოდა  მან განაცხადა  რომ  ხელოვნურმა  გონიერებამ შეიძლება აჯობოს ადამიანს და ბოლო მოუღოს ადამიანის რასას

(Stephen Hawking a déclaré que l’IA pouvait « dépasser l’humanité »et « mettre fin à la race humaine » )

ეს მან უთხრა  2014  წლის დეკემბერში BBC-ს

ამ სახელგანთქმული  ფიზიკოსის  აზრით «მარტო მსოფლიო მთავრობის  რაღაც ფორმას  შეუძლია მკვლელი რობოტების ძალის განვითარების გაკონტროლება.»

ადამიანი თავს იკავებს ომისგან იმიტომ რომ მასში იღუპება მრავალი ადამიანი. დაბომბილ რობოტებზე კი ვინ იდარდებს.

 

https://www.developpez.com/actu/222172/Interdiction-des-robots-tueurs-quelques-pays-y-compris-les-USA-et-la-Russie-bloquent-les-negociations-menees-au-niveau-des-Nations-U

მკვლელი  რობოტების  აკრძალვა:

ზოგი ქვეყანა, მათ  შორის აშშ და  რუსეთი ბლოკავენ გაეროს დონეზე მომდინარე მოლაპარაკებებს. 2018 წლის 4 სექტემბერი,Michael Guilloux,

 

« მკვლელი  ავტონომიური  არაღი  შეიძლება  გადაიქცეს მესამე რევოლუციად ომში.

ერთხელ შექმნილები ისინი ბიძგს მისცემენ ჯერ არნახული მასშტაბის ომებს. ადამიანებს გაუჭირდებათ ამ საშინელების გაგება», ამას ამბობენ ელონ მუსკი  და ხელოვნური გონიერების და  რობოტიკის ასიოდე სპეციალისტი შარშანდელ ღია წერილში.

ამ  წერილით ისინი მოუწოდებდნენ  გაეროს მკვლელი რობოტების სასწრაფოდ აკრძალვისკენ.

ეს  გაფრთხილება  დროულია  იმიტომ  რომ  Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად მკვლელ რობოტებს  ანუ ავტონომიური იარაღის სისტემებს აკეთებს ათიოდე ქვეყანა რომელთა  შორისაც არიან აშშ, ჩინეთი, იზრაელი, სამხრეთი კორეა, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

გაერო,მაშ, მუშაობს საკითხზე, მაგრამ  როგორც ჩანს იარაღის ამ ტიპის აკრძალვა შეუძლებელი იქნება.

 

მხეცური ხანა

 

მხეცურ მეოცე  საუკუნეში  ქრება  როგორც მეომართა ისე მშვიდობიან ადამიანთა, სამოქალაქო პირთა სხეულები.

მათ უწვრილეს ფხვნილად აქცევს დაბომბვები, წვავს დაბომბვებისგან და ა.შ. გაჩენილი ხანძარი. ცალ ცალკე პოულობენ ხელებს, ფეხებს,თავებს და ხეიბრები საწყლად დახვანცალებენ.

ადამიანთა  უკვალოდ  გაქრობა არის მხეცური მეოცე საუკუნის ცენტრალური მემკვიდრეობა.

ნაცისტებმა  დეკრეტით Nacht und Nebel ( ღამე და ნისლი) გადაწყვიტეს  ტყვეთა უკვალოდ გაქრობა.

ადამიანები უკვალოდ ქრებოდნენ 1957-1962 წლების ალჟირშიც და 1970-1980-ანი წლების არგენტინაშიც.

მხეცურ  საუკუნეში მეომარი მხარეები აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ მათ ხელში ჩავარდნილებს.

https://www.herodote.net/14_fevrier_1945-evenement-19450214.php

ცუდები  ხომ  საშინლად იქცევიან და არც კარგები იქცევიან სამაგალითოდ ამ მხეცურ საუკუნეში.

1945 წლის  13-14  თებერვლის  ღამით არნახულად მხეცურად დაიბომბა გერმანიის ქალაქი  დრეზდენი. ტოკიოს, ჰიროსიმას და ნაგასაკის  გარდა ასე არ დაუბომბიათ არავინ და არაფერი მეორე მსოფლიო ომის დროს.

კბილი კბილის წილ…

კონფლიქტის  დაწყებიდან ბრიტანეთის გაბოროტებულმა  პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა Royal Air Force-ს «Bomber Command»-ს დაავალა  გერმანიის  სტრატეგიული ადგილების  დაბომბვა. მას ამით სურდა  ნაცისტების მიერ ინგლისური ქალაქების დაბომბვით დამფრთხალი თავის თანამოქალაქეთა გამამაცურება

«Bomber Command» თავიდან ბომბავდა  მარტო სტრატეგიულ ადგილებს ( ინდუსტრიულ ზონებს და კომუნიკაციის  კვანძებს).

მაგრამ დამიზნვით დაბომბვა უფრო და  უფრო ძვირი და არაეფექტური აღმოჩნდა.

 

მაშინ გამხეცებულმა ჩერჩილმა Bomber Command»-ის მეთაურად დანიშნა გენერალი Arthur Harris და  1942  წლის  14 თებერვალს მისცა მას ქალაქური ზონების მასიურად დაბომბვის უფლება.

გამხეცებულ ჩერჩილს ასე უნდოდა გერმანელების აჯანყება ჰიტლერის წინააღმდეგ…

ძალადობის ესკალაცია

ანგლოსაქსებმა  გერმანელებს დააყარეს 1,35 მილიონი ტონა ბომბა.

1 ამერიკული ანგარიშის თანახმად დაიღუპა 305.000 კაცი  და  დაიჭრა 780.000 კაცი.

არ დაინდეს არც ოკუპირებული საფრანგეთი რომელსაც დააყარეს 0,58 მილიონი ტონა ბომბა. ამის გამო უნდა დაღუპულიყო 20 000 კაცი.

დრზდენი იყო ამ სტრატეგიის პაროქსიზმი.

საქსონიის (Saxe) სამეფოს ყოფილ დედაქალაქს მისი მხატვრული და არქიტექტურული სიმდიდრეების გამო უწოდებდნენ ელბას ფლორენციას.

ომის  ბოლო  კვირებში იქ იმდენად ბევრი ლტოლვილი იყო რომ მისი მოსახლეობის რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

ომს  გაქცეული  და  დრეზდენს შეხიზნული  მშვიდობიანი უდანაშულო ლტოლვილები 1945 წლის 13 და 14 თებერვალს ცდილობდნენ  ომის საშინელებათა დავიწყებას იმპროვიზირებული კარნავალის მეშვეობით.

გამხეცებული უინსტონ ჩერჩილის ბრძანებით სწორედ ამ დროს  დააყარეს მათ თავზე 7000 ტონა ბომბა. ეს გრძლდებოდა  15 საათის მანძილზე.

კარგებმა დაანგრიეს საცხოვრებელთა ნახევარზე მეტი და ინდუსტრიული ზონების მეოთხედი.

კარგებმა ქალაქის ნახევარი და მასთან ერთად დაახლოებით 35000 კაცი აქციეს ფერფლად.მათგან ამოცნობილი იქნა 25000 კაცი.

ბევრი ხშირად 1000°C-ზე მეტი ტემპერატურის გავლენით იქცა ბოლად.

გერმანელი მკვლევარი Jörg Friedrich თავის  წიგნში Der Brand (ხანძარი) ამბობს  რომ დაიღუპა 40 000 კაცი.

https://www.telegraph.co.uk/history/world-war-two/11410633/Dresden-was-a-civilian-town-with-no-military-significance.-Why-did-we-burn-its-people.html

ბრიტანული პრესაც  კი  წერს  რომ  დრეზდენი  იყო სამხედრო მნიშვნელობის არმქონე მშვიდობიანი ქალაქი რომელსაც  არ  ჰქონია  არანაირი როლი ომის დამამთავრებელ პერიოდში.

მაშ რა  სტრატეგიული მიზანი ჰქონდა დრეზდენის მამაკაცების, ქალების, მოხუცების,ბავშვების ნაცრად და  ფერფლად  გადაქცევას?

უბრალოდ ჩერჩილი გამხეცდა, მეტი არაფერი.

კარგიც იქცევა ხოლმე როგორც მხეცი გარემოებათა გავლენით.

 

Dresden was a civilian town without military significance. It had no material role of any sort to play in the closing months of the war. So, what strategic purpose did burning its men, women, old people, and children serve? Churchill himself later wrote that “the destruction of Dresden remains a serious query against the conduct of Allied bombing”.

 

————————————————-

მხეცობა  საშინელ გავლენას ახდენს ადამიანთა სულზეც.

მეოცე  საუკუნის მხეცური ატმოსფერო  სრულიად ნორმალურ  ადამიანებს უბიძგებს ლოთობისკენ, ნარკომანიისკენ, თვითმკვლელობისკენ, უკანონობათა და უწესობათა ჩადენისკენ.

პათოლოგიები რომელთაც  უხერხულად აჯგუფებენ პოსტ-ტრავმატული სინდრომის  სახელით არის  კონფლიქტების  და  პერესტროიკების გრძელვადიანი მემკვიდრეობა.

მხეცური ხანა ამხეცებს  ზოგ  სამხედროსაც რომლებიც ეჩვევიან არაადამიანურ სისასტიკეს….

 

https://www.bbc.com/news/uk-23259865

2012 წელს უფრო მეტმა ბრიტანელმა  ჯარისკაცმა მოიკლა თავი ვიდრე დაიღუპა ამ დროს  ავღანეთში თალიბანთან ბრძოლაში. ეს ჩეულებრივი ამბავია მხეცური ეპოქისთვის. ასე არიან ერაყში და ავღანეთში ნაომარი  ამერიკელი სამხედროებიც.

 

More British soldiers and veterans took their own lives in 2012 than died fighting the Taliban in Afghanistan over the same period

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s