აქტუალური დადაიზმი

Image result for rien rien rien dadaiste

დადა  არ ნიშნავს არაფერს, არაფერია

Image result for rien ien rien dadaiste

ნიჰილისტური დღევანდელობის ფესვებთან

 

დადაისტური დღევანდელობაა, გავიხსენოთ

დღევანდელობის ფუძემდებულური ნიჰილიზმი,დადა, გიჟები  რომლებსაც  უნდოდათ  ხელოვნების, საზოგადოების, ტრადიციის მოსპობა, პერესტროიკის  სათავეებთან.

 

file:///C:/Users/Toshiba/Downloads/%C3%80%20DADA%20(3).pdf

 


ხელოვნების  მოსპობა: დადა და ანტი-ტრადიცია.

 

დიდ ომად წოდებული  პირველი  მსოფლიო ომი აღქმული  იქნა  როგორც დასავლური ცივილიზაციის კრიზისი. ვალერიმ 1919 წლიდან მწარედ დაასკვნა: “ ჩვენ სხვა ცივილიზაციებმა  ეხლა ვიცით რომ მოკვდავები ვართ”, მაშინ როდესაც შპენგლერმა თავის დასავლეთის დაკნინებაში

(1917) თქვა რომ ყოველი კლასიციზმი გვიჩვენებს მომაკვდავ ცივილიზაციას.

თავისი საკუთარი ღირებულებებისგან დაცლილი, მათი უარმყოფელი მსოფლიო თითქოს იკლავდა თავს.

პოლიტიკურ რეჟიმებს მათი ძალების დისციპლინირება და მოთოკვა თითქოს შეეძლოთ მარტო ამ ძალებით ადამიანის და ადამიანობის მოკვლით.

ელიტების უმრავლესობამ მქუხარე ტაში უკრა საყოველთაო სასაკლაოს.

 

მეცნიერებმა თავი გამოიჩინეს  და  სახელი გაითქვეს უფრო და  უფრო  მკვლელი იარაღების გამოყენებით. გერმანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრიც ჰაბერმა გამოიგონა და პირველმა გამოსცადა საშინელი ქიმიური იარაღი რომლის საფუძველზე დამზადებული გაზით მერე ნაცისტები სიკვდილის ბანაკებში ხოცავდნენ პირველ რიგში ებრაელებს და მერე სხვებს.

ჰუმანიზმი  ომლის მგალობელიც იყო ანატოლ ფრანსი და რომლის მსახურებიც იყვნენ Léon Brunschvicg, Alain თუ  Bergson ჩაითვალა ილუზიად  რომელიც მორცხვად არიდებს თვალს შემზარავ რეალობას, ვთქვათ  სამ მილიონზე მეტი გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვას.

ამ საშინელმა  სამყარომ 20 წლის  ახალგაზრდები გადააქცია  აბსოლუტური ნიჰილიზმის მქადაგებლებად.

მათ მოინდომეს მთელი წარსულის და საზოგადოების გადაგვა და გადაგდება იმიტომ რომ მათი აზრით სწორედ წარსული, მოქმედი კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებები რელიგიის ჩათვლით და საზოგადოება იყო  საშინელი სინამდვილის მშობელი.

მათ მოინდომეს ყველაფრის სულ თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყება.

 

ასეთმა  უარყოფამ  დაცინვით მიიღო სახელად  დადაიზმი  სიტყვა  დადა მოძრაობის  დამფუძნებელმა   Tristan Tzara-მ ნახა  ლექსიკონის შემთხვევით გადაშლისას როცა ეძრებდა ჯგუფის სახელს.

 

ადაიზმი  სიურეალიზმის  წინაპარია. დადაიზმიდან გამოვიდა მრავალი სიურეალისტი.

ეხლა განვსაზღვროთ დადაიზმის  ბუნება.

რა არის  დადაიზმი?

ესაა შვეიცარიაში, ციურიხში შეკრებილი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან გამოსული აჯანყებული ანტიმილიტარისტების და დეზერტირების მოძრაობა.

ის კონკრეტიზდება Tristan Tzara-სთან და დადას პირველი ნომრის გამოსვლასთან ერთად.

დადას მანიფესტი დაწერა Tzara-მ.

და  მანიფესტის  დაწერა  უცნაურია  მძრაობისთვის  რომელიც უარყოფს ინსტიტუტს.

დადას საკუთარ თავთან წინააღმდეგობის წესის შესაბამისად Tzara წერს :

: “ მე ვწერ მანიფესტს  და მე არაფერი მინდა, არადა მე ვწერ რაღაცეებს და მე პრინციპულად ვარ მანიფესტების წინააღმდეგ ისევე როგორც ვარ პრინციპების წინააღმდეგ”.

 

თანდთანობით პრესა ალაპარაკდა იმაზე რასაც ის უწოდებდა დადაიზმს, რაც იყო დადას ინსტიტუციონალიზაციის ფორმა.

Tzara-მ მკვახედ უპასუხა ამას: “მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას ჟურნალიზმთა მიერ შექმნილ სკოლაზე  რომელსაც ჩვეულებრივ უძახიან დადაიზმს.

ამით მან თქვა რომ დადას არასოდეს უნდოდა ამ პოლიგლოტური და  ზეეროვნული მოძრაობის ხანგრძლივ და მუდმივ რამედ გადაქცევა.

ვინ იყვნენ დადას რიგებში?

Johannes Baader (1875-1955), რომელმაც თავის თავს უწოდა Oberdada.

ომის დაწყებისას  მან თავისი თავი გააიგივა ქრისტესთან და  ამიტომ ის ჩათვალეს უვარგისად სამხედრო  სამსახურისთვის.

მან დაიწყო ანტიმილიტარისტული გამოსვლები.

1920 წელს ბერლინში დადას პირველი საერთაშორისო ბაზრობის დროს მან გამოფენის ბოლოს მოსპო თავისი ტოტალური ნაწარმოები le Grand PlastoDio-Dada-Drama.

 

მეორე ცნობილი ფიგურა იყო Hugo Ball (1881-1927), მიუნხენის თეატრის კაცი.

მან თავის მეგობარ ქალთან, კაბარეს  მომღერალ Emmy Hennings-თან ერთად  1917 წელს ციურიხში დააარსა კაბარე ვოლტერი ანუ Cabaret Voltaire. მისი მეგობარი ქალი იყო ნაციხარი ჯარისკაცებისთვის ყალბი საბუთებით ჭრობის  გამო.

კაბარე ვოლტერი, ვოლტერი თავისუფალი სული იყო, იყო Spiegelgasse-ზე მდებარე  ტავერნას   უკანა დარბაზი.

ამ ქუჩაზე  ცხოვრობდა ლენინი. ამ ქუჩაზე დაწერა ჯოისმა « ულისე“

Ball-მა და  Hennings-მა  გააერთიანეს  ძირითადად აბსტრაქციონისტები: მხატვრები Janco, Arp, Segal), მწერლები (Tzara, Huelsenbeck), მოცეკვავეები.

ზოგი ძალიან ახლოს  იყო  იტალიურ  ფუტურიზმთან და რუსულ აბსტრაქციასთან.

ამ ჯგუფზე Hugo Ball-მა განაცხადა შემდეგი:

“ ჩვენი კაბარე ჟესტია. აქ წარმოთქმული ან ნამღერი ყოველი სიტყვა სულ მცირე ნიშნავს იმას  რომ ამ დამამდაბლებელმა, სამარცხვინო ხანამ მერ დაიმსახურა ჩვენი პატივისცემა.

და  რა  აქვს  მას  პატივსაცემი და შთამბეჭდავი? მისი  ზარბაზნები?

ჩვენი დიდი ტამბური ისე ხმაურობს რომ მათი ბათქაბუთქი არ ისმის”.

ეს  კრედო  ხელოვნების  გულში აქცევს ჟესტს  და ქმედებას.

ხელოვნება  იქ  არის  ის  თუ  როგორ ჩნდება ხელოვანი მნახველის წინ და როგორ ცხოვრობს.

 

Hugo Ball, Tristan Tzara იყვნენ  დენდები  და  დენდიზმი  არის  ცხოვრების გადაქცევა ხელოვნების ნაწარმოებად

Kurt Schwitters-ის თქმით

“ხელოვნება არის ყველაფერი ის რასაც გადმოაფურთხებს ხელოვანი”.

ტრადიციულ შთაგონებულ მხატვარს დადა უპირისპირებს დილეტანტს,საზოგადოების წევრ ხელოვანს რომელიც ხელს კიდებს ყველაფერს,შექანებულს.

ხელოვანი დადა  ითვისებს სხვის ნაწარმოებებს და მათ აწერს თავის საკუთარ სახელს: Picabia, L’oeil cacodylate, 1921; მან გამოიგონა ქალური ორეული, იცვამდა ქალურად და ასე აწერდა ხელს ready-made-ს:

ready-made არის მამაძაღლობა  როდესაც ხელოვანი იღებს  სხვის მიერ  გაკეთებულ უტილიტარულ ობიექტს, გამოფენს და გაასაღებს მას მის მიერ შექმნილ ხელოვნების ნაწარმოებად.

Duchamp გახდა Rrose Selavy. მან თავზე თმები ამოიჭრა ვარსკვლავისებურად და ისე გადააღებინა თავისი ფოტო Man Ray-ს. Man Ray-ს. მან კიდევ გადააღებინა თავისი ფოტო როგორც დამნაშავემ (Wanted, 1923).

 

ხელოვანის  სახე  ჩართულია  ნაწარმოებში.

Rrose Sélavy თავიდან მიანიშნებს  ერთ  ხუმრობაზე, სიტყვების თამაშზე “ეროსი სიცოცხლეა ”-ს თაობაზე,რაც ჩანს პიკაბიას  ფართოდ გახელილ  თვალში (L’oeil cacodylate de Picabia).

 

Duchamp-ის  ქალური  ორეული Rrose Sélavy-ის მომდევნო  თაობები  იცნობენ Man Ray-ს ფოტოთი.  ის  სვამს  სექსუალური  მეობის სახით.

დადა  უფრო  დამოკიდებულებაა  ვიდრე  მხატვრული  სტილი. ცენტრში  მხატვრის  მე და არა  ის  რასაც ის  ასახავს. მაგრამ  ეს  ცენტრი ცვალებადია, მოძრავია, დამსხვრეულია.

ამით ჩანს  ნიცშეს აზრის  და დიონისურის  გავლენა, ფრაგმენტაციის  აზრი.

 

დადაისტი  საკუთარ  თავსაც იგდებს  მასხრად. მას  ეზიზღება “ხელოვანად  ყოფნა-“faire l’artiste”.

დადაისტი იღებს ფსევდონიმებს (Tristan Tzara, Man Ray ფსევდონიმებია).

დადაისტს  უნდა  თავისი მეობის  გამოვლენა თამაშით.

დადაისტებს შორის  ძლიერი პიროვნებები  იყვნენ. დადაიზმს  სურდა ხელოვნებათა  ერთმანეთისგან განმაცალკევებელი საზღვრების წაშლა.

 

კაბარე  ვოლტერში იყო ვიზუალური ხელოვნებები, პოეზია, მხატვრობა, მუსიკა.

დადა  არღვევს  იერარქიებს, ამყარებს  ხელოვნებათა სარკისებრ (spéculaires) ურთიერთობებს.

დადა  ტრივიალურის  და შემთხვევითის  სახელით უარყოფს  ხელოვნებათა იერარქიას.

ნაწარმოებთა  შექმნისას  დადაისტი  უპირატესობას  ანიჭებს ელემენტარულ, უწმინდურად, ტრივიალურად  თუ ვულგარულად მიჩნეულ მასალას:

ობიექტი  აღებულია  ქუჩიდან, შემთხვევითობა ხელს უშლის ტრადიციული წესების დაცვას.

 

ასეა რომ Hans Richter-ის  ვიზიონერული  პორტრეტები (1917) დახატულია ღამით, თითქმის ბრმად.

Duchamp-მა შექმნა  შემთხვევითის  თეორია. მისი ნაწარმოები დაუქორწინებელთა მიერ  გატიტვლებული პატარძალი (დახატული1915-1923 წლებს შორის) დაიმსხვრა გადატანისას და Duchamp-მა შეინახა მისი ნამსხვრევები.

 

სხვა  ინოვაციაა “Mailart”, მანიპულაციის  ობიექტებია  ასოები, ბარათები. Kurt Schwitters ხელს აწერდა და ათარიღებდა  მის  მიერ არადანიშნულებისამებრ გამოყენებულ ბარათებს.

1921  წლის  5  მარტს  მან გამოაქვეყნა  თავისი პორტრეტი როგორც საფოსტო ბარათი. აკეთებდნენ კოლაჟებს  სხვათა ციტატებით.

 

დადაისტებს  უყვარდათ  სკანდალების მოწყობა, ყველაფრის მასხრად  აგდება.

 

ისინი აფიშებით და  სპონტანური კოლაჟებით  მოუწოდებდნენ საზოგადოებას ქაოსისკენ. ამ კოლაჟებით ისინი ავრცელებდნენ “ნეგატიურ ენერგიას ”.

 

ეს  ნეგატიური  ენერგია  აყვავდა  და  გაიფურჩქნა პარიზში, სადაც Tzara დამკვიდრდა 1920 წლის იანვარში.

მას თანამშრომლობა  შესთავაზა  ბრეტონის, არაგონის და  სუპოს  მიერ 1919 წელს  დაარსებულმა ჟურნალმა Littérature.

იქ თემები  იკვებებოდა  ბურჟუაზიის და ომის წლების უაზრობის ზიზღით.

დადაიზმი არსებობის  აუტანელ ხასიათზე ლაპარაკობს სკანდალებისპროვოკაციების, სარკაზმების გამრავლებით.

დადაიზმმა  სკანდალი და  პროვოკაცია  გადააქცია  ხელოვების ფორმად.

 

ერთ-ერთი პირველი  დადაისტი, პოეტი მოკრივე  Arthur Cravan ამაყობდა  იმით რომ იყო “17 ერის დეზერტირი ”.

ის  გატიტვლდა  ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნებაზე კონფერენციის  დროს. მერე ის დაიჭირეს და  ცოტა ხნით დააპატიმრეს.

Marcel Duchamp-მა იმავე ქალაქში და იმავე წელს დამოუკიდებელთა სალონში გაიტანა  საიდანღაც მითრეული უნიტაზი, ხელი  მოაწერა  მას  ფსევდონიმით R. Mutt და  გამოფინა როგორც თავისი გენიალური ქმნილება.

პიკაბიამ გამოფინა  ცხელი თვალები ანუ Les yeux chauds, მოპარული რაღაც  ინდუსტრიული ნახატიდან.

ეს აღშფოთებით ამხილა ჟურნალმა

Comoedia-მ. ამაზე  პიკაბიამ  უპასუხა  რომ  ის  არაა  იდიოტი და  არ  აკეთებს  ტურბინების  და  ვაშლების ასლებს. მან ასე  იდიოტად  გამოაცხადა  მაშინ ძალიან პოპულარული სეზანი.

 

დადაისტები  სკანდალებს აწყობდნენ პრესაში გამოქვეყნებული განცხადებებითაც:

 

“დადას ნიშანი, რომელიც ისევე სასიამოვნო სატარებელია  როგორც ღირსების ლეგიონი, არ ღირს 50 000 ფრანკი! მიწერეთ დადას მოძრაობის მდივანს, ბატონ Ribemont-Dessaignes-ს ქუჩა Fourcroy-ს 18 ნომერში და  ის 5 ფრანკად  გამოგიგზავნით ნიშანს პრეზიდენტის წერილთან ერთად”.

ანონიმური ანონსი გამოქვეყნდა 391-ში ნომერი 12.

დადას მოძრაობაში არ  ყოფილა  იერარქია. ყველა დადაისტი ან ბატონი პრეზიდენტი იყო ან ქალბატონი პრეზიდენტი.

ამან გზა  გაუხსნა  პროვოკაციებს.

 

მაგრამ სკანდალთა  სიყვარული ზოგჯერ  შავ დღეში აგდებდა  თვითონ დადაისტებს.

დადაისტების საჯარო მანიფესტებმა  ბერლინში, დრეზდენში თუ პრაღაში გამოიწვია ისეთი სკანდალები რომ დადაისტები ძლივს გადაურჩნენ ლინჩის წესით ანგარიშსწორებას. (lynchage-ს ).

ხალხმა  შეუტია  დადაისტების  ნაწარმოებებს. მათი ბევრი ნაწარმოები გაქრა  იმიტომ რომ  მნახველებმა მოსპეს და გადაყარეს ისინი.

 

დადას  გამოფენაზე Précoce printemps ანუ ნაადრევი გაზაფხული დადაისტების იდეის შესაბამისად მნახველებს ჯერ ტუალეტებში უნდა გაეარათ რომ ენახათ მათი ქმნილებები.

ვიღაც გოგო საეკლესიო სამოსში კითხულობდა უხამს ლექსებს.მნახველებმა  დაიწყეს  დადაისტების  ნაწარმოებთა დალეწვა.

Ernst და Baargeld დააპატიმრეს, შემდეგ გაუშვეს.  მათ კი აფიშაზე  ირონიულად დაწერეს:“ დადას უნდა  სიწყნარე  და  წესრიგი”.

ასეთი ქცევით  დადამ მიიპყრო ვაიმარის რესპუბლიკის ცენზურის ყურადღება.

1920  წელს  ზოგი  დადაისტი დააპატიმრეს 6 კვირით არმიის  შეურაცხყოფის გამო:

მაგ. დააპატიმრეს Rudolf Schlichter რომელმაც გააკეთა ღორის თავიანი მანეკენი და ჩააცვა  მას გერმანული სამხედრო ფორმა.

ის  დაიჭირეს  და  მერე  გაუშვეს.

დადაისტები აგინებდნენ და მასხრად იგდებდნენ კუბისტებსაც.

ადაისტები  მოუწოდებდნენ და  უბიძგებდნენ ნგრევისკენ, უწესრიგობისკენ, დეზორგანიზაციისკენ, ყველა ტრადიციული ღირებულების დესაკრალიზაციისკენ, ტრადიციული ისტორიული წესრიგის რღვევისკენ.

ინტელექტუალური და  სოციალური წესრიგის  მოსასპობად დადაისტებმა დაამკვიდრეს სკანდალისთვის აუცილებელი იდიოტობის ანუ idiotie-ს კულტი

 

Tzara  პარიზში აწყობდა “manifestations idiotes” ანუ იდიოტურ  მანიფესტაციებს და  მღეროდა  დადას  სიმღერას “ ჭამეთ შოკოლადი, გაირეცხეთ თქვენი ტვინი ”.

 

სკანდალისტი დადაისტები მუყაოს ტანისამოსში გამოწყობილები კითხულობდნენ ლექსებს სიტყვების გარეშე, ისინი ერთდროულად რამოდენიმე ენაზე კითხულობდნენ ლექსებს ისე რომ აღარავის არ ესმოდა არაფერი ანუ უბრალოდ ღმუოდნენ.

სხვა  დადაისტები ბავშვის საყვირის თუ სირენის თანხლებით მღეროდნენ ზანგურ სიმღერებს.

იყვნენ დადაისტები რომლებიც გაუგებარ ენაზე დგავდნენ გაუგებარ პიესებს.

კიდევ  სხვა  დადაისტები ეჭედებონენ ტომრებში და ისე ცეკვავდნენ.

 

ენის  და  სცენოგრაფიის  ატომიზაციით დადაისტები სპობენ კლასიკური ესთეტიკის ნორმებს და ამკვიდრებენ ანტიესთეტიზმს, ანტიჰეგელიანობას:

დადაიზმი სპობს  ყოველგვარ რწმენას, ყოველგვარ დოგმას და თავს აცხადებს სკეპტიკოსთა, ძველი ბერძენი პირონის, აღორძინების ხანის მონტენის თუ სანჩესის, XVII საუკუნის დეკარტეს მემკვიდრედ.:

 

“ ყველაფერი რასაც ვხედავთ ყალბია, ცრუა”

(“Tout ce qu’on regarde est faux”). (Tristan Tzara ხალისით ახდენს დეკარტეს ციტირებას 1918 წლის მანიფესტში).

იმდენად  რომ  იმხანად  დადა  პარიზელებისთვის არის “ სულერთია რა ხელოვნებაში”(“n’importe quoi en art”)

1920 წელს  ბერლინში Huelsenbeck-მა დაწერა:

: “დადამ იცის რომ მოკვდება და იცინის”. მან დაუმატა: “ უნდა  გქონდეს  დაკნინების და დაცემის საინტერესო და სასიამოვნო რამედ გადაქცევის ნიჭი”.

 

დადაზე  უფრო დადაისტმა  ბრეტონმა  დაწერა დაკარგულ ნაბიჯებში (Les pas perdus):

“გადაყარეთ ყველაფერი, გადააგდეთ დადა, გააგდეთ თქვენი ცოლი, გააგდეთ თქვენი საყვარელი, გადაყარეთ თქვენი იმედები და შიშები. დათესეთ თქვენი ბავშვები რომელიმე ტყის კუთხეში…უარყავით შეძლებული ცხოვრების იმედი…გადით და იარეთ გზებზე”.

ნიჰილისტურმა დადაიზმმა შეგნებულად დაიწყო არარაობის ძიება:

 

“ აღარ გვინდა მხატვრები, აღარ გვინდა მწერლები, ღარ გვინდა მუსიკოსები,აღარ გვინდა მოქანდაკეები, აღარ გვინდა რელიგიები, აღარ გვინდა რესპუბლიკელები, აღარ გვინდა როიალისტები, აღარ გვინდა იმპერიალისტები, აღარ გვინდა ანარქისტები, აღარ გვინდა სოციალისტები, აღარ გვინდა ბოლშევიკები, აღარ გვინდა პოლიტიკოსები, აღარ გვინდა პროლეტარები, აღარ გვინდა დემოკრატები, აღარ გვინდა არმიები აღარ გვინდა პოლიცია, აღარ გვინდა სამშობლოები,ბოლოს და ბოლოს  საკმარისია ყველა ეს სისულელე, აღარ გვინდა არაფერი,არაფერი, არაფერი,არაფერი,არაფერი” (Picabia, Littérature, n°13, 1920).

(Plus de peintres, plus de littérateurs, plus de musiciens, plus de sculpteurs, plus de religions, plus de républicains, plus de royalistes, plus d’impérialistes, plus d’anarchistes, plus de socialistes, plus de bolchéviques, plus de politiques, plus de prolétaires, plus de démocrates, plus d’armées, plus de police, plus de patries, enfin assez de toutes ces imbécillités, plus rien, plus rien, rien, RIEN, RIEN, RIEN ”).

ამას  გარდა, სიურეალიზმის  დიდი წინაპარი დადაისტები უმრავლეს შემთხვევაში თვითმკვლელები იყვნენ:

Vaché, Cravan, Rigault, Crevel,ისინი განადიდეს, მათ ხოტბა ასხეს სიურეალისტებმა.

 

სიურეალიზმში დარჩა ამისგან რაღაცა  იმიტომ რომ  სიურეალისტებმა  სიურეალისტური რევოლუციით დაიწყეს კვლევა რომელიც მივიდა  ფუნდამენტურ კითხვამდე:

“ ვცხოვრობთ, ვკვდებით. რა არის ველაფერ ამაში ნების წილი? თითქოს თავს ვიკლავთ ისე როგორც ვხედავთ სიზმრებს.

ჩვენ არ ვსვავთ მორალურ კითხვას : არის თუ არა გადაწყვეტა თვითმკვლელობა?”

Crevel-მა უპასუხა რომ “ თვითმკვლელობა როგორც ჩანს არის ყველაზე ზუსტი და საბოლოო გადაყვეტილება”.

(Crevel répondra que “le suicide est la plus vraisemblablement juste et défintive des solutions”. )

Rigaut-მ კი ტყორცნა:

“ თქვენ ყველანი პოეტები ხართ, მე კი სიკვდილის მხარეს ვარ” და ტყვიით მოიკლა 6თავი.

(“vous êtes tous des poètes, et moi je suis du côté de la mort”)

, შეურიგებელმა Tzara-მ ჯგუფიდან გააძევა Paul Dermée და ჟან კოქტო. ამან და მისმა გესლიანმა, მწარე ნიჰილიზმმა 1921  წელს  გამოიწვია მოძრაობის დაშლა და ბრეტონის, არაგონის და ელუარის გამოყოფა.

მოვიდა  სიურეალიზმის  დრო. ბრეტონი, არაგონი, ელუარი დაუკავშირდნენ Desnos-ს რომელმაც გადაწყვიტა ჟურნალი  სიურელისტური რევოლუციის, La Révolution surréaliste-ს დაარსება (1924)…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s