განარკომანებული ნიჭი საგიჟეთში

  არასწორად  გაგებული თავისუფლება საგიჟეთისკენ მიმავალი გზაა

https://www.lesinrochttps://www.lesinrocks.com/2016/07/02/arts/beat-generation-bonheur-drogue-11851040/ks.com/2016/07/02/arts/beat-generation-bonheur-drogue-11851040/https://www.lesinrocks.com/2016/07/02/arts/beat-generation-bonheur-drogue-11851040/

 

 

 

Carl Solomon, Patti Smith, Allen Ginsberg et William S. Burroughs à New York en 1977. Photo Marcelo Noah- Flickr

HS

 

ბიტნიკები ეძებდნენ თავისუფლებას და მოხვდნენ საგიჟეთში თქვენც რამე არ დაგემართოთ

დღევანდელ სიგიჟეთა სათავეებთან, ნარკოტიკი და ლიტერატურა

 

ჯერ ვიკიპედიიდან

 

ბიტნიკები (ინგლ. Beat Generation) — საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოძრაობა XX საუკუნის 4070-იან წლებში. ტერმინი „Beat Generation“ პირველად 1948 წელს გამოიყენა ჯეკ კერუაკმა რომანისტ ჯონ კლელონ ჰოლმსთან თავის მეგობართა წრეზე ლაპარაკისას. ზედსართავს „Beat“ თავიდანდაღილილისმნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ კერუაკმა მას დაუმატა „upbeat“ და „beatific“-ის კონოტაცია.

https://www.scienceshumaines.com/regards-sur-la-drogue-de-la-beat-generation-aux-cites_fr_11201.html

ნარკოტიკი, კონტრკულტურის  ემბლემა

Emblème de la contre-culture

 

სწორედ  ამ ბიტნიკებმა  მოინდომეს ტრადიციული ამერიკული  საზოგადოების უმაღლესი ღირებულებების და იდეალების მოსპობა და ყველაფრის თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყება.

სწორედ ამ ნიჰილისტმა  ბიტნიკებმა გამოაცხადეს ნარკოტიკი განთავისუფლების საშუალებად.

 

ჰიპების  მოძრაობის ერთ-ერთ პირველ მეხოტბედ ქცეული ჰარვარდის პროფესორი

Timothy Leary გახდა 

« ფსიქედელური რევოლუციის» ბელადი.

თავისი ფილოსოფია მან წარმოადგინა 1968 წლის ნაშრომში The Politics of Ecstasy.

ის ქადაგებდა  რომ ნარკოტიკი, განსაკუთრებით კი LSD, იძლევა არსებობის ფარული არსის, საკუთარი ღრმა მეობის, სულიერი სამყაროს, ჭეშმარიტების წვდომის  და უმაღლესი ნეტარებებით ნეტარების საშუალებას.

 

 

 

 

 

აი ამათ მიერ  გაგიჟებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ დღესაც.

 http://aubry.free.fr/expli.htm

 

 

 

 

ჰალუცინაციების  მომგვრელი და პროტესტის გამომთქმელი ლიტერატურა

 

პოლიტიკური, კულტურული სოციალური, ინდუსტრიული  რევოლუციებით ნამეტანი არეული ნიჭიერი ხალხი შვებას ხედავდა ნარკოტიკში და ხშირად ხვდებოდა საგიჟეთში ან სულაც იღუპებოდა.

 

La Littérature Hallucinogène et Contestataire

 

მე მათ  შევადარებ ამბობს  ბოდლერი ღვინოში და ჰაშიშში” (1851), “ ამ 2  საშუალებით  ადამიანი აღაგზნებს თავის ბუნებას და საკუთარ თავში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქმნის ერთგვარ ღვთაებას“.

ძლივს გავიდა  10 წელი  და  ხელოვნურ  სამოთხეებში პერსპექტივა შეიცვალა. აღარაა კვალი  სოციალური  პრობლემისა  რასაც ქმნის ნარკოტიკთა ხმარება.

 

1860 წლით დათარიღებული ამ ტექსტიდან მოყოლებული  ნარკოტიკის შეჭრა  ხელოვნებაში გრძელდება დღემდე.

გონზე მოსული, გამოფხიზლებული ახალგაზრდობის, დამსხვრეულ ცხოვრებათა, «სასაცილო  » აგონიების, ნარკოტიკის ჯოჯოხეთში ნელი ჩასვლის აღწერა დღეს იქცა  ფართოდ გავრცელებულ მოდურ თემად.

XIX საუკუნის  ბოდლერი ადამიანის ტრაღიკული ბედის  ამ აღწერიდან

შიშველი ქეიფისს დამწერი  Burroughs-ის შმძვრელ,მოღუშულ და კომიკურ  ხვედრამდე

გადაგვეხსნა ისტორიის  მთელი,ჩვეულებრივ დამალული ფურცელი.

 

ბოჰემის ცხოვრების  ფსკერის  ევოლუციის აღწერა  ბევრ  რამეს  გვიჩვენებს.

 

შარლ ბოდლერმა  1839 წელს  დაიწყო პარიზის ბოჰემაში სიარული და წერა. მისი არეული  ცხოვრება(მისი კავშირი მეტის ჟანა დიუვალთან, მისი გატაცება ოპიუმით და ჰაშიშით, თვითმკვლელობის მისი მცდელობა)

იყო ე.წ. ჰალუცინაციების  მომგვრელი

(” hallucinogène “) ლიტერატურის ერთგვარი საწყისი წერტილი

ბოდლერი სულაც არ ყოფილა იმ დროს მანუგეშებელ, ნუგეშისმომცემ საშუალებად მიჩნეული ჰაშიშის აპოლოგეტი და მეხოტბე.

ბოდლერმა  ზუსტად  აღწერა  ჰაშიშის  ფსიქიური მოქმედება. მას არ დაუმალია არც ჰაშიშისგან მიღებული სიამოვნება და არც ის რომ ჰაშიში აჩენს მტანჯველ განცდებს.

სახელი ხელოვნური სამოთხეები გვიჩვენებს  რომ ბოდლერმა დაინახა ამ ბოდიში სამოთხის ილუზორული და სასაცილო ხასიათი.

 

ბოდლერამდე  ზოგმა  ავტორმა  უკვე  დაწერა  ნარკოტიკზე.  გამოირჩეევა  უნებურად  ტოქსიკომანი Thomas de Quincey რომელიც ოპიუმს იღებდა  როგორც წამალს.

მისმა წიგნმა «ინგლისელი ოპიომანის აღსარებები» (1821), რამდენადმე შთააგონა ბოდლერი.

 

იყო  აგრეთვე  საფრანგეთის რევოლუციის მხეცობებით და შემდეგი მოვლენებით გადარეულ პირველ რომანტიკოსთა

( განსაკუთრებით მიუსე Musset 1828 წელს) ჰაშიშინთა მოძრაობა, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი ლიტერატურის დამწყები იყო ბოდლერი.

https://www.amazon.fr/Club-Hachichins-Suivi-Pipe-dOpium/dp/2755506008

Le Club des Hachichins: Suivi de La Pipe d’Opium Poche – 9 mars 2011

de Théophile Gautier

საფრანგეთში 2011  წლის  მარტშიც  გამოსცეს სახელგანთქმული Théophile Gautier-ს ანუ თეოფილ გოტიეს  სახელგანთქმული წიგნაკი

ჰაშიშინთა კლუბი სადაც აღწერილია შემდეგი ამბავი:

1840 წელს აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ფსიქიატრმა მორო დე  ტურმა (Moreau de Tours) პარიზში, წმინდა ლუის კუნძულზე,პიმოდანის  სასახლეში  შეკრიბა  რობესპიერის  და მარატის მიერ მოწყობილი პერესტროიკით და ამის შედეგებით გადარეულ მხატვართა, მწერალთა და  ცნობისმოყვარეთა ჯგუფი.

იქ აწყობდნენ  ექსპერიმენტებს  მწვანე კონფიტურის,ფაფის ფორმის ნარკოტიკით რომელსაც ჭამდნენ და არ ეწეოდნენ.

ჰაშიშის  მიერ გამოწვეული დროებითი სიგიჟით, ჰალუცინაციების ფორმის მიმღები აწყვეტილი ფანტაზიით ცდუნებულმა ონორე დომიემ, დიუმამ, ნერვალმა, ბალზაკმა, ბოდლერმა და თეოფილ გოტიემ მონაწილეობა მიიღეს  მრავალ სეანსში.

1846  წელს თეოფილ გოტიემ თხზულებაში « ჰაშიშინთა კლუბი » წარმოადგინა მისი გროტესკული, აღტაცების მომგვრელი თუ შემზარავი და შემაძრწუნებელი ხილვები რასაც დაუმატა ლიტერატურული თამაშის და ირონიის კარგი დოზა.

En 1846, Gautier met en scène dans Le Club des Hachichins ses visions grotesques, paradisiaques ou effrayantes, auxquelles il ajoute une forte dose de jeu littéraire et d’ironie.

http://djardji.blogspot.com/2013/09/blog-post_16.html

https://historyplusart.wordpress.com/2016/07/24/%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%AB/

XIX საუკუნის  ბოლოდან პირველ მსოფლიო  ომამდე  დეკადენტობის ლამის აუცილებელი ელემენტები იყო  მორფინი, ეთერი, ოპიუმი.

მათ ხაზი გაუსვეს მრავალი ხელოვანის მარგინალობას.

ნარკოტიკი  იყო  პოპულარული და  მოდური, ის იყო კოლონიალური ეგზოტიზმის ნაწილი.

არსებული სინამდვილის  წინააღმდეგ აჯანყებული დენდებიც რა თქმა უნდა ტყვრებოდნენ ნარკოტიკით.

 

მეოცე საუკუნის  დასაწყისში  ბევრი რუსი ავტორიც ლაპარაკობდა ამ თემაზე.

პირველ რიგში არის მიხაილ ბულგაკოვი(1891-1940) რომელიც ნაწარმოებში «მორფინი“ აღწერს 1917 წლის მისი მორფინომანიის  ეპიზოდს  და იყენებს ერთი ექიმის თანდათანობით მოწამლვას მორფინით.

აგრეთვე არის აგეევი რომელიც ნაწარმოებში «რომანი კოკაინთან »  აღწერს დომინატორი და შეყვარებული ლიცეუმელი ვადიმის ისტორიას. ეს ვადიმი თავისდა საუბედუროდ აღმოაჩენს გრძნობათა აშლას და კოკაინს.

ვლადიმირ ნაბოკოვის (1899-1977) ყველა რომანში პერსონაჟებმა დაკარგეს მათი ფესვები ; მართ არც მშობლები ყავთ და არც სამშობლო აქვთ.  ისინი არსებობენ არარეალურ, ყველაფრისგან მოწყვეტილ საზოგადოებაში.

არაა ავადმყოფური ნოსტალგია, მაგრამ არის ტანჯვა რომელიც იგივდება  საყვარელი ქალის გახსენებასთან, როგორც მაშენკაში.

სტენლი კუბრიკის მიერ ნაბოკოვის რომანი ლოლიტას გამეორებამ მოახდინა სკანდალი.

 

ყველა ამ ავტორთან პროტესტის გაბატონებულ გრძნობას მიყავს გმირი ნარკომანიამდე.

 

აშშში საუკუნის დასაწყისში გაჩნდნენ მწერლები რომლებმაც მოახდინეს რევოლუცია ზნე ჩვეულებებში და რომლებმაც მოგვიანებით გააჩინეს ბიტ თაობის ანუ Beat-Generation-ის მოძრაობა.

პროტესტის ერთერთი ყველაზე  სახელგანთქმული გამომთქმელი იყო  ერნესტ ჰემინგუეი რომელიც ითვლება დაკარგული თაობის წევრად ( დაკარგული თაობა იყო პირველ მსოფლიო ომში გადაყრილ, როგორც მორალურად ისე ფიზიკურადერთგვარად განწირულ  და ომის ნახვით გაგიჟებულ ამერიკელთა თაობა).

მისი  სტილი თავიდან უფრო იყო უარმყოფელი და ღრმად სასოწარკვეთილი სკეპტიციზმი.

ჰემინგუეიმ ეჭვს  ქვეშ  დააყენა ყველა  ტრადიციული  ღირსებება,სათნოება და მორალური ღირებულებები.

მან უწინარეს  ყოვლისა  გამოავლინა დიდი სულიერი დაბნეულობა და უზომო იმედგაცრუება.

 

განსაკუთრებით კი იყო Henry Miller (1891-1980) რომელიც  დიდხანს ითვლებოდა ამერიკის და მთელი დასავლური სამყაროს შემძვრელი სექსუალური რევოლუციის მთავარ წამქეზებლად.

თვითონ მილერი ამ აზრს უარყოფდა თითქმის ტოტალურად.

ის ცხარედ,მეტიც, ულმობლად  ებრძოდა  ანგლოსაქსურ პურიტანიზმს  ანუ  იმას  რაც  დარჩა ქრისტიანული ცივილიზაციისგან.

უეჭველია რომ მას  მოსწონდა  ყველა აკრძალული სიტყვის, ინგლისური ენის სამყაროში აბსოლუტურად ტაბუირებული, აბსოლუტურად აკრძალული ყველა სიტყვის თქმა.

ასეთი თავაწყვეტილი ხულიგნობა მილერისთვის იყო მეტი თავისუფლებისთვის,ინდივიდის გამსრესი ორპირი და თვალთმაქცი ბურჟუაზიული საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის ერთი ელემენტი და მეტი არაფერი.

მან დაწერა წიგნი  კიბოს  ტროპიკი  ანუ Tropic of Cancer და თქვა  რომ კიბო აქ არის გზასაცდენილი, არასწორ  გზაზე  მავალი  ცივილიზაციის  სიმბოლო  და  რომ აუცილებელია ამ ცივილიზაციის  კურსის რადიკალური შცვლა.

ეს  წიგნი  დიდი ხნის  მანძილზე აკრძალული იყო აშშ-ში.

ეს  წიგნი არღვევდა იმდროინდელ ამერიკულ კანონებს და მორალს პორნოგრაფიის შესახებ იმიტომ რომ დაუფარავად აღწერდა  სექსუალურ ურთიერთობებს.

ამ ბოდიში შედევრის 1961 წელს გამოქვეყნებას მოყვა სასამართლოების სერია მისი უხამსობის და უწესობის გამო.

ეს წიგნი არღვევდა იმდროინდელი ამერიკის მორალს და კანონებს პორნოგრაფიის თაობაზე.

 

საბოლოო ანგარიშით ამ უხამსობამ და უმსგავსობამ გაიმარჯვა.

ეს კი ითვლება მთავარ წინსვლად იმისა რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა სექსუალური რევოლუციის სახელით.

მილერის  სიკვდილის შემდეგ მისი გვამი დაწვეს და მისი ფერფლი გაფანტეს

 

 

ფრანგული  საინფორმაციო  წყარო , აშშ-ში ჰარვარდის  უნივერსიტეტში მიღებულია სადომაზოხიზმი

13/12/2012

https://www.francetvinfo.fr/monde/ameriques/etats-unis-le-sadomasochisme-nouvel-admis-a-l-universite-d-harvard_186937.html

 

 

Etats-Unis. Le sadomasochisme, nouvel admis à l’université d’Harvard

ძალიან პრესტიჟული  ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა იქ შექმნეს რამდენადმე სპეციალური კლუბი რომელიც ეძღვნება  სადომაზოხიზმს და ბრძოლას ცრურწმენების წინააღმდეგ.

“Munch”აშშში არის “sado-maso” დისკუსიების ჯგუფები ომლებიც არის მთელ ქვეყანაში.

 

franceinfo avec AFPFrance Télévisions

Mis

LA

 

ეს  კლუბი არსებობს  ისეთი კლუბების გვერდით როგორებიცაა მათემატიკოსების, კომიკსების მოყვარულთა, და ა.შ. კლუბები.

 

 

სექსუალური კონტაქტები აკრძალულია.

ესაა ამერიკის  ყველაზე  პრესტიჟული უნივერსიტეტი. აქ შეხვდნენ ერთმანეთს მიშელ და ბარაკ ობამები.

ხოდა  სწორედ ქ დაარსებულ სადომაზოხისტურ კლუბს  უნდა ფილმების ცვენებათა და დისკუსიების მოწყობა.

შექმნა ადგილისა სადაც სრულწლოვანი სტუდენტები შეძლებენ ერთმანეთთან შხვედრას

მაგრამ ასოციაცას უნდა უბრალოდ შეხვედრების სივრცედ დარჩენა. მას არ უნდა საროსკიპოდ ან აღვირახსნილობის ადგილად გადაქცევა.

ასოციაციის  სტატუსებში ნათქვამია რომ ოფიციალურად ორგანიზებული მოვლენების დროს აკრძალულია ნებისმიერი ბუნების სექსუალური კონტაქტები.

სადომაზოხისტური კლუბის დამფუძნებლების თქმით მათ უნდათ რომ აქამდე დამალული მათი ვნება გახადონ ისევე ხილული როგორც არიან ხილული თავშეკავებისადმი მიძღვნილი ჯგუფები.

შეგახსენებთ რომ ცნება სადიზმი მომდინარეობს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ საგიჟეთში დამწყდეული ფრანგი მწერალი მარკიზ დე სადის (marquis de Sade (1740-1814)სახელიდან  და  ნიშნავს სხვისი დამცირების და წამების საშუალებით სიამოვნებას.

ცნება მაზოხიზმი კი მომდინარეობს ავსტრიელი Leopold von Sacher-Masoch-ის (1836-1895) ნაწერებიდან და ნიშნავს  საკუთარი ტკივილებით და თვითწამებით ტკბობას.

 

სექსუალური რევოლუციის  არნახულ გაქანანებას და ომს  ტრადიციულ საზოგადოებასთან კი აქვს ტრაღიკული შედეგები. ინებეთ მათი 1 მაგალითი ისევ ფრანგული პრესიდან.

 

შვეიცარია : ბანკირმა თავის ღვინის სარდაფში დამალა კახპას გვამი. 2016 წლის 22 ნოემბერი

 

http://www.leparisien.fr/faits-divers/suisse-un-banquier-sm-avait-cache-le-cadavre-d-une-prostituee-dans-sa-cave-a-vin-22-11-2016-6360837.php

 

შვეიცარიის პოლიციამ ორწლიანი ძიების შემდეგ ძლივს დაადგინა შემდეგი :

 

 

 ამბავი მოხდა 2014 წლის სექტემბერში.

49 წლის ბანკირმა იპოვა მდიდრების სამსახურში მდგარი 25 წლის პოლონელი კახპა. მისი ზოგი კლიენტის თქმით მას ერქვა Ona, სხვების თქმით მას ერქვა Kathleen.

შეთანხმდნენ საღამოს პროგრამაზე.

ციურიხს ,მის ტბას გადაჰყურებს და ალპებს გაჰყურებს ძვირისძვირი ოტელი, რომლის ერთ ოთახშიც უნდა გამართულიყო სადომაზოხისტური სეანსი

მაგრამ სეანსი ტრაღიკულად დამთავრდა, სულის შეხუთვის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოკვდა.

 

ბანკირმა შემდეგ გვამი გადაიტანა ციურიხის პერიფერიაზე მდებარე სახლში და დამალა ღვინის ცივ სარდაფში. 

დაღუპულის ახლობლები მიადგნენ პოლიციას. ამოქმედებულმა პოლიციამ კი იპოვა ბანკირიც და გვამიც.

ბანკირმა კახპას ფული გადაუხადა სადომაზოხისტური სეანსის მოსაწყობად. სეანსი გულისხმობდა მოგუდვასაც. მაგრამ გამომძიებლებს ჯერ არ  დაუდგენიათ სიამოვნებით გონებადაკარგულმა ბანკირმა მოკლა ქალი თუ ეს იყო უბედური შემთხვევა.

 

 მოკლედ უნიჭიერესი ხალხის მიერ მოწყობილი სექსუალური რევოლუციის შემდეგ ევროპაშიც დრო და დრო აქა იქ პოულობენ ხოლმე სადომაზოხიზმით ნამეტანი გატაცებულთა გვამებს.

 

დავუბრუნდეთ მწერლობას

 

იყო კიდევ John Fante, ისიც პროტესტის  გამომთქმელი, მის წერდა ისტორიებს იმათზე ვინც ვერ იხდიდა ბინის ქირას, ლოს ანჟელესის ბისტროებზე.

მან 1960-ან წლებში შთააგონა Charles Bukowski.

 

 

იმ დროს  ახალგაზრდა მწერალმა, 26 წლის ჯეკ კერუაკმა (Jack Kerouac) 1948 და 1956 წლებს შორის დაწერა  წიგნი რომელმაც რევოლუცია მოახდინა ამერიკულ კულტურაში. ეს იყო  ბიტ თაობის მთავარი წიგნი On the Road,გზაზე.

ესაა  ავტორის ხეტიალის აღმწერი მოთხრობა. წიგნში ავტორის ფსევდონიმია Sal Paradise.

 

ის დახეტიალობდა ამერიკულ სივრცეებში, მოგზაურობდა ავტოსტოპით, ღამეს ათევდა იმასთან ვინც მას იღებდა, ქალებს და სასმელს უზიარებდა შემხვედრ მეგობრებს.

კერუაკი მიენდო შემთხვევითობის კანონს. ის ეძებდა ნამდვილ მეგობრობას ადამიანებს შორის.

თხზულება არის ამ ძიების ანგარიში. იქაა უდიდესი სიხარულის, ეიფორიის, მაგრამ აგრეთვე ცარიელი, უაზრო მომენტები, მარცხები.

კერუაკის ნაწარმოებებში ჩანს დიდი სივრცეების მონატრება.

 

კერუაკმა  თავის თაობას დაუძახა génération foutue ანუ არასასიამოვნო, დამარცხებული,საზიზღარი, გადასაგდები თაობა.

 

1957  წელს On the Road-ის  გამოცემის შემდეგ ამერიკა გაივსო უსახლკარო მაწანწალებად გადაცმული ფეხშიშველა გრძელთმიანი და მისტიკური ექსტაზების მაძიებელი ბიტნიკებით

Beat Generation-ის, ბიტ თაობის მოძრაობა გაჩნდა 1943-44 წლებში ჯეკ კერუაკის(1922-1969), ალენ გინზბერგის (1926-1997) და უილიამ ბუროუღსის ანუ William Burroughsის (1926-1997) შეხვედრიდან.


ეს ტრიო ამხანაგობდა Times Square-ის ნარკომანებთან, ხვდებოდა წვრილმან დამნაშავეებს. მან აღმოაჩინა ჰარლემის ჯაზი.


Allen Ginsberg
თავისი ლექსების საჯაროდ ღღრიალის  წყალობით გახდა ბიტნიკების თაობის ქადაგი.

აი 19541955 წლებში დაწერილი  მისი პროგრამული ლექსი Howlღრიალის პოსტ სკრიპტუმი

 

http://www.barapoemes.net/archives/2017/10/25/35802936.html

 

Howl, post-scriptum

ცოტა შემოკლებით

 

 

წმინდა ! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა! წმინდა!წმინდა! წმინდა!წმინდა!წმინდა!

წმინდა! წმინდა!წმინდა!წმინდა!წმინდა!

სამყარო წმინდაა! L’სული წმინდაა! კანი წმინდაა ! ცხვირი წმინდაა!  ენა და კუდი და ხელი და ანუსი წმინდაა!

 

ყველაფერი წმინდაა ! ყველა წმინდაა! ყველგანაა წმინდა! მთელი დღე მარადისობაშია!

ყოველი ადამიანი ანგელოსია!

!

უსახლკარო მაწანწალა  ისეთივე წმინდაა როგორც სერაფინი!

გიჟი ისეთივე წმინდაა  როგორც შენ ხარ წმინდა!

ჩემი სული

საწერი მანქანა წმინდაა! ლექსი წმინდაა!

ხმა წმინდაა სასმენები წმინდაა ექსტაზი წმინდაა!

წმინდა პეტერი წმინდა ალენი წმინდა სოლომონი ლუსიან წმინდა წმინდა კერუაკი წმინდა ჰუნკე წმინდა ბურროუღსი წმინდა კესადი, წმინდა სოდომიზებული უცნობი და წმინდა ტანჯული მათხოვრები საზიზღარი ბილწი ანგელოზი ადამიანები!

წმინდაა საგიჟეთში მყოფი დედაჩემი!

საკრალურია კანზასის ბაბუების სასქესო ორგანოები!

საკრალურია მღმუიარე საქსოფონი! აპოკალიფსი ბოპ! საკრალურებია ჯაზის ორკესტრები მარიხუანა…

საკრალურებია ცათამბჯენების და ტროტუარების  მარტოობები! საკრალურია სავსე კაფეტერიები!

საკრალურებია ქუჩებს ქვეშ ცრემლების იდუმალი მდინარეები!

საკრალურია საშუალო კლასების უზომო კრავი!

საკრალურები არიან ჯანყის შეშლილი !მწყემსები !

ვისაც უყვარს ლოს ანჟელესი ლოს ანჟელესია!

საკრალური ნიუ იორკი საკრალური სან ფრანცისკო, საკრალური პეორია და სიეტლი საკრალური პარიზი საკრალური ტანჟერი საკრალური მოსკოვი საკრალური სტამბოლი !

საკრალური დრო საკრალურ მარადისობაში მარადისობა საათების საკრალურ დროებში საკრალური მეოთხე განზომილების საკრალურ სივრცეში  საკრალური მეხუთე ინტერნაციონალი ანგელოზი მოლოხში!

საკრალური ზღვა საკრალური უდაბნო საკრალური რკინიგზა საკრალური ლოკომოტივი საკრალურ ხილვები საკრალური ჰალუცინაციები..საკრალური სასწაულები….უფსკრული!

საკრალური მოწყალება პატიება გულკეთილობა რწმენა ჩვენი საკრალური ტანჯული სხეულები საკრალურები დიდსულოვნება!

 

 

საკრალური ზებუნებრივი უაღრესად კაშკაშკა სულის სიკეთე!

 

ოდნავ შემოკლებული თარგმანი ფრანგული თარგმანიდან.

 

მოკლედ  უბინძურესიც წმინდა და საკრალურია, ყველაზე  ცოდვილიც ანგელოზია, ესაა შერყეული დღევანდელობის ჰიმნი

1957 obscenity trial[edit]

 

1957  წელს ეს უზომო ლექსი,პოემა თუ რაღაცა გაასამართლეს მისი უხამსობის გამო.

მასში არის ბევრი მინიშნება უკანონო ნარკოტიკზე თუ სექსუალურ პრაქტიკებზე, ჰომოსექსუალურზე და ჰეტეროსექსუალურზე..

ოფიციალურმა პირებმა 1957 წლის 25 მარტს ამოიღეს ლონდონში დაბეჭდილი 520 ასლი.

სამ ივნისს დააპატიმრეს ამის  ფარულად გამყიდველი.

Lawrence Ferlinghetti დააპატიმრეს მისი გამოცემისთვის.

უხამსობის სასამართლოზე 9 ლიტერატურული ექსპერტი არჩევდა საქმეს.

მაგრამ უხამსობა გაამართლეს და სოციალურად მნიშვნელოვან რამედ გამოაცხადეს.

ლიტერატურული თუ სხვა პორნოგრაფიით დღესაც ატვინებენ და აავადებენ თაობებს დარტყმული ბიტნიკის ნაჯღაბნზე ბევრად უარეს რამეებსაც იღებენ და გამოსცემენ.

კერუაკს კი არ მოსწონდა მის მიერვე შექმნილი და მისი აზრით მეტისმეტად ხმაურიანი ბიტნიკთა მოძრაობა.

რაც შეეხება გინზბერგის პოეზიას ეს იყო მისი გაგიჟების და გამოსავლის მონახვის მცდელობათა ისტორია.

პირველი გზა,რომელიც გამოჩნდა, იყო ნარკოტიკის გზა. Howlის მეორე ნაწილი დაწერილი იყო ჰალუცინაციების გამომწვევი მექსიკური კაქტუსის გავლენით.

Ginsberg იყენებდა ნარკოტიკებს ცნობიერების ზოგი მდგომარეობის საკვლევად.

მისი აზრით მარიხუანა არის პოლიტიკური იარაღი, ანტიდოტი ოფიციალურად დაშვებული ნაგვის წინააღმდეგ.


William Burroughs
მა კი ამერიკული establishment შესძრა როდესაც 953 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი Junky.

იქ მან მოყვა თავისი ამბები ნიუ იორკში ომის შემდეგ, Nouvelle-Orléans-ში 1949 წელს და მექსიკაში 1950 წელს.

მას უნდოდა  რომანის გადაქცევა  მოუნანიებელი ნარკომანის აღსარებად.

ის აღწერს ნარკოტიკის ულმობელ ;ლოღიკას და აღქმის ძვრას რასაც იწვევს ნარკოტიკი.

მისი შემდეგი ნაწარმოებები და,განსაკუთრებით le Festin Nu ანუ შიშველი ქეიფი აგრძელებენ ამ გიჟურ პოეტურმეცნიერულ სტილში 

პროტესტის  გამომთქმელი ეს მოძრაობა ვერ პატიობდა შარლ ბოდლერს იმას რომ ის არ გახდა ნარკომანიაკი და ნარკოტიკულ ბოდიში სამოთხეებს ხელოვნური სამოთხეები უწოდა.

 

ბიტნიკების მოძრაობამ არსებობა შეწყვიტა 1969 წელს კერუაკის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ვუდსტოკის ფესტივალთან ერთად

 

1960ან წლებში აშშში  იყო  სახელგანთქმული მწერალი Charles Bukowski, რომელიც განიცდიდა  ბიტ  თაობის  იმდენად ძლიერ  გავლენას რომ მას ზოგჯერ თვლიან მოძრაობის მეორე თაობის წარმომადგენლად.

 

მაგრამ  ჩარლზ ბუკოვსკიმ თავისი  წიგნებისთვის მასალა აიღო თავისი ცხოვრებიდან.:

ის აღწერს მის ძნელ დასაწყისს, მის  ლოთობას, თუ როგორ ჩხუბობდა მთვრალი.

მისი პერსონაჟებიც მის  მსგავსად არიან სასოწარკვეთილი, სულერთია  როდის ნებისმიერი სისულელის ჩამდენი მოძალადე ინდივიდები.

ცოტა  მოგვიანებით გამოჩნდა ასევე პროტესტის გამომთქმელი მწერალი Henry Selby Jr რომელიც თხზულებაში dans Last Exit To Brooklyn (1964) აღწერდა

ძალადობას  რომელიც  გლეჯს უსიყვარულო მაგრამ სექსუალობით მთვრალ საზოგადოებას“.

ამ  წიგნმა Henry Selby Jr  ჩააყენა  ამ საუკუნის მეორე ნახევრის მთავარ ავტორთა რიგში.

 

ამ ავტორმა  სხვა  ნაწაროებებშიც წარმოგვიდგინა აპოკალიპტური ხილვა  ოცნებისა რომელიც  გადაიქცა  კოშმარად  სადაც  მარტოობა, სიღატაკე და სევდა,მწუხარება ერთდებიან რათა მკითხველი ჩასძირონ  იმაში რაც  შეიძლება იყოს ჩვენი საკუთარი არსებობის ანარეკლი.

 

მის  ნაწარმოებებში  მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნარკოტიკიც  

« დაბრუნება  ბრუკლინში »  (1978), მაგალითად ყვება 3 მოზარდის დაშვებას ჯოჯოხეთში. მათთვის ნარკოტიკის მიღება აუცილებლობად გახდა და გადაიქცა მთავარ მიზნად

ასევე 60-70-ან  წლებში გამოიცა  ამერიკელი Jim Carroll-ის მთავარი თხზულება Basketball Diaries. ის არწერს ნიუ იორკის იატაკქვეშეთს.

ესაა ულმობელი  ქალაქის პორტრეტი. ეს  დანახულია ახალგაზრდა  ქალაქელი  ველურის თვალით. ეს ამავე  დროს არის ახალგაზრდული ჯანყის სახელმძღვანელო.

. კალათბურთის  ვარსკვლავი  მიუყვება ნიუ იორკის ტროტუარებს და მიუწვდომელი სიწმინდის ძიებაში ლოთობს,იღებს ნარკოტიკს…ქურდობს….

 

80-90-ან  წლებში გამოჩნდა  3  დიდად მნიშვნელოვანი მწერალი.

Bret Easton Ellis აღწერს ერთ უნივერსიტეტში ჯოჯოხეთში დაშვებას

 

”   ტიპიური ბურჟუაზიიდან გამოსული გმირები დაყანყალებენ და ყვებიან სექსის  და  ნარკოტიკის ილუზიებს.  ნაჩვენებია  წადილთა ჩიხები, ექზისტენციალური მოთხოვნილებები და ნაკლოვანებები.

მწერლობა თავშეკავებული, გაუთლელი და სწრაფია.


მეორე, Denis Johnson გარკვეულ,  ძალადობაში გახლართულ ნარკომან ამერიკულ ახალგაზრდობას.

მესამეDouglas Coupland, აღწერს  1960 და 1970 წლებს შორის გაჩენილ თაობას რომელსაც ის უწოდებს  Génération X-ს.

ამავე  სახელის  წიგნში ის აღწერს სამი პერსონაჟის შეხვედრებს. ისინი ერთმანეთს ხვდებიან Palm Springs-ის ბარებში.

ესაა  ჯანყთან ნარევი სინაზემ გარკვეული ასაკის პორტრეტი.

ეს არაა ჰალუცინაციების მომგვრელი ლიტერატურის  ამომწურავი ისტორია, მაგრამ დანარჩენი ოდესმე მერე…

 

 

 

 

” When I’m rushing on my run. And I feel like Jesus’ Son…
” Quand je me fixe et que je flashe. Je me sens comme le fils de Jésus… “

 

ვდგევარ თუ გავრბივარ თავს ვგრძნობ იესოს შვილად…

(Lou Reed, ” Heroin “)

 

 

https://www.addictaide.fr/la-beat-generation-sous-psychotropes/

 

ბიტ თაობა, Beat Generation ნარკოტიკების გავლენით

La Beat Generation sous psychotropes

 

 

პარიზში ,პომპიდუს  ცენტრში ამას წინ გაიმართა გამოფენა რომელმაც მოგვცა  ამ ბიტ თაობის გახსენების საბაბი.   ძალიან ძნელია ამ თაობის გამოყოფა ნარკოტიკისგან რომელმაც კვება ამ თაობის წარმომადგენელთა მწერლობაც.

ნარკოტიკის მიღება იყო ნაწილი ამ მოძრაობისა ახალი მსოფლმხედველობისკენ, აბსოლუტის ძიებისა, აზრის ახალი ჰორიზონტების კვლევის სურვილისა,აღქმის კარის გაღებისა როგორც შემოგვთავაზა უკვე მწერალმა ოლდოს ჰაქსლიმ (Aldous Huxley).

 

http://givargi.blogspot.com/2012/03/blog-post_12.html  

 

(ანაბანა: მითიური სან ფრანცისკო და ა.შ..:)

 

 

  « მე ვნახე რაც ნახა ადამმა მისი შექმნის დილითწამი წამის შემდეგ, შიშველი არსებობის სასწაული

 

ეს  თქვა დიდმა მწერალმა ოლდოს ჰაქსლიმ  ჰალუცინაციების მომგვრელი ნარკოტიკი მესკალინის მიღების შემდეგ.

მოკლედ აღარც ღმერთის და მოყვასის სიყვარული გინდა, აღრც  ლოცვა და მარხვა,ყლაპე ან გაიჩხირე ნარკოტიკი და ნახავ სამოთხეს. თუ ბარემ ტანკითაც დაანგრევ თბილისს ულამაზესი ლოზუნგების ღრიალით, სულ უკეთესი.

ესაა დღევანდელობის სულისკვეთება.

 

რა  თქმა  უნდა  არ  უნდა  დავტოვოთ  უყურადღებოდ ისეთი პოეტები და მწერლები როგორებიც არიან Brion Gysin, Gregory Corso, Neal Cassady, Gary Snyder, Lucien Carr, Joan Vollmer  თუ  Lawrence Ferlinghetti, რომლებიც შეიძლება ჩავრთოთ

Beat Generation-ში, მაგრამ ეხლა შევჩერდეთ ამ მოძრაობის მტკიცე ბირთვზე რომელსაც შეადგენენ Jack kerouac, Allen Ginsberg და William S. Burroughs.

 

“On the road“ ანუ გზაზე

გზა  რომელსაც  დაადგა ჯეკ კერუაკი  Jack Kerouac (1922-1969) მასავით ნარკოტიკების დიდ მოყვარულ Neal Cassady-სთან ერთად არ დასრულებულა აშშ-ში ხეტიალით.

კერუაკმა  ეს  მოგზაურობა აღწერა 1951 წელს დაწერილ,მაგრამ 1957 წელს გამოქვეყნებულ თხზულებაში “On the road“ ანუ გზაზე.

ეს  რომანი დარჩა  ბიტ თაობის ემბლემატურ რომანად.

მეგობარი თანამგზავრები ეძებენ მეტ თავისუფლებას, საკუთარ თავს, ახლებურ შეხედულებას ცხოვრებაზე  და გზადაგზა  გამოსცდიან მრავალ და სხვადასხვა ნარკოტიკს, ასეთია თხზულების თემები.

 

კერუაკს  ჰქონდა მიდრეკილება სმისკენ და ნარკოტიკი benzédrine-სკენ, ამფეტამინისკენ რომელიც  ომის შემდეგ გავრცელდა აშშ-ში.

ცნობილია  რომ  კერუაკმა “On the road“ ანუ გზაზე დაწერა  ამფეტამინების  გავლენით.

ცხადია  რომ კერუაკი და  მისი თანამგზავრები გზადაგზა იღებდნენ სხვა ნარკოტიკებსაც, განსაკუთრებით კანაფ მარიხუანას მიირთმევდნენ რეგულარულად.

ცხოვრების  ბოლო წლებში კერუაკი დაბრძენდა, ყველაფერი უარყო და ბევრად უფრო კონსერვატული გახდა.

ის სულ არ გავდა გაჯიუტებულ ბიტნიკს, მის მეგობარ გინზბერგს რომელიც დარჩა დაჯერებულ ლოთად და ნარკომანად.

კერუაკმა აღიარა რომ ლოთობა მას ძვირად დაუჯდა ვინაიდან მას ჰქონდა delirium tremens-ის რეგულარული შეტევები და ა.შ.

 

47  წლის  კერუაკი გარდაიცვალა 1969 წელს. მისი სიკვდილის მიზეზი იყო ლოთობისგან გამოწვეული შინაგანი სისხლის ჩაქცევა.

 

 

 

 

“Howl“ანუ ყვირილი თუ ბღავილი

იბღავლა ალენ გინზბერგმა, Allen Ginsberg (1926-1997), 1951 წელს.

ეს უზომო  პოემა  მან  პირველად იღრიალა სან ფრანცისკოს  Six Gallery-ში.

 

ეს ყვირილი თუ ღრიალი ჩაითვალა ბიტ თაობის მანიფესტად.

 

ტექსტი გამოქვეყნდა 1956 წელს, მაგრამ ბოდიში პოეტი გაასამართლეს ნარკოტიკის აპოლოგიისთვის და უხამსობა-უზნეობისთვის.

,აგრამ რა, უხამსი და უზნეო გინზბერგი ისევ იბრძოდა ნარკოტიკი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის.

 

ყველანაირი ნარკოტიკული ოხრობით, მათ შორის ჰალუცინაციების მომგვრელი LSD-თი ნამეტანი  გატაცებული მათ შორის ჰიპების წინამძღოლი  Ginsberg 1997 წელს გარდაიცვალა ღვიძლის კიბოს გამო.

 

 

“Mon vieil ami opium Jones“ ანუ ჩემი ძველი მეგობარი ოპიუმ ჯონსი

 

William S. Burroughs (1914-1997) იყო ბანდის ყველაზე უფროსი წევრი.

სწორედ მან გააცნო თავის ამხანაგებს Times square-(NY) წვრილმანი მამაძაღლები და კრიმინალები.

 

თვითონ ისიც  ცოტ ცოტა  წაივაჭრებდა ნარკოტიკით, მაგრამ ყველაზე მეტად თვითონ იყო დიდად გატაცებული ნაკომანი.

მან აღმოაჩინა ოპიუმი და მისი პროდუქტები და იღებდა მათ რეგულარულად.

 

ის ძალიან ახლო იყო კერუაკთან და  გინზბერგთან, მაგრამ არ თვლიდა თავს რაიმე მოძრაობის, არც ბიტნიკების თუ ჰიპების მოძრაობათა წევრად.

 

მისთვის  მწერლობა  და  ნარკოტიკი დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.ყველაფერ ოხრობასთან ერთად ის იღებდა მორფინს, ჰეროინს, კოკაინს.

 1953 წელს  გამოქვეყნებული მისი თხზულება “Junky“ და  1959  წელს  გამოქვეყნებული  “შიშველი ქეიფი მან ნაწილობრივ დაწერა ნარკოტიკების გავლენით.

 

ნარკომანობამ მას გაუმწარა  ცხოვრება.

1949  წელს  ის  გააგდეს  რანჩოდან რომელიც მან იყიდა ტეხასში იმიტომ რომ მას იქ  მოჰყავდა მარიხუანა.

1951  წელს  ის  იძულებული იყო დაეტოვებინა მეხიკო იმიტომ რომ მან, მთვრალმა, გაითამაშა ვილჰელმ ტელი და ტყვიით მოკლა თავისი მეუღლე Joan Vollmer.

 

1953  წელს  მაროკოში დასახლებულმა, მან დაწერა შიშველი ქეიფი“, რომანი რომელიც დღესაც  ძალიან პოპულარულია როგორც მისი შინაარსის ისე ფორმის გამო.

 

ტანჟერში Burroughs ცხოვრობდა  მარტო და აღარც იბანდა.

მისი  ერთადერთი კომპანიონი  იყო მისი ძველი მეგობარი “opium Jones“, ანუ ჰეროინი რომელსაც ის იღებდა უზომოდ.

ის ასევე იღებდა ჰაშიშის, თაფლის  და  სუნელების ნარევ maâjoun-ს.

 

მისი  ფიზიკური  და  ფსიქიური  მდგომარეობა  გაუარესდა,

 

ცხოვრების  ბოლოს  მწერალი  გადაემტერა  ნარკოტიკებს,მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო.

ის გარდაიცვალა 1997 წელს  გულის კრიზისის გართულებებისგან

 

 

არატიპიური  მოძრაობა, ბიტ თაობა, Beat Generation

 

 

http://artidrogues.canalblog.com/archives/2009/02/19/12613987.html

ესაა  ნიჭიერი, ლიტერატურით და ჯაზით ატაცებული ახალგაზრდა  ამერიკელების მიერ წამოწყებული მოძრაობა.

მათზე  გავლენა ოახდინეს რემბომ, ლუი ფერდინან სელინმა. ისინი იყვნენ Jack Kerouac, William Burroughs, Lawrence Ferlinghetti, Allen Ginsberg, Gregory Corso, Neal Cassady.

ბიტ თაობა  ეწერება  ემანსიპაციის დიდ  საერთო მოძრაობაში.

 

იტნიკები არ არ ამბობდნენ რომ ისინი არიან მწერლები, პოეტები თუ მხატვრები.

ისინი ამბობდნენ რომ არიან ყველა უფლების მქონე თავისუფალი სულები.

ესენი იყვნენ ჰალუცინაციებით ატანილი მწერლები.

ნარკოტიკს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბიტნიკების შემოქმედებაში და ცხოვრებაში.

ჯეკ კერუაკი წერს ამფეტამინი ბენზედრინის გავლენით, ალენ გინზბერგი იღებს LSD-ს და სხვა ფსიქოტროპებს, ჰეროინი და მორფინი არის William Burroughs-ის თხზულებათა გულში და  ყველა ეწევა ganja-ს და ბევრს სვამს,ლოთობს.

 

ბიტნიკების  მინი ბიოგრაფიები

 

:

 

  • William Burroughs(1914-1997) იყო საანგარიშო მანქანის გამომგონებლის შვილიშვილი.
  •  
  • მას  ჰქონდა  ჰარვარდის დიპლომი ლიტერატურაში და ანტროპოლოგიაში.
  • ის  მეობის ძიებაში წავიდა ნიუ იორკში, შუერთდა მარგინალურ სამყაროს და გახდა ჰეროინომანი.
  • 1953  წელს  მან გამოაქვეყნა Junky. 1955  წელს  კი  წავიდა  ლათინურ ამერიკაში “Yage”-დ წოდებული ნარკოტიკის საძებრად ვითომ უკვე ცნობილი ნარკოტიკები საკმარისი არ იყო.
  • 1959 წელს  გამოვიდა მისი ყველაზე სახელგანთქმული რომანი  « შიშველი ქეიფი“ რომელიც ითვლება ადამიანის მდგომარეობის მეტაფორად.

იქ  ისეა ლაპარაკი სიყვარულზე და ნარკოტიკზე რომ რომანი დაგმეს უხამსობის გამო.მის საყვარელ თემებს შორის რა თქმა უნდა არის ჰომოსექსუალობაც.

ისაა ამორალისტი, აფეთქებს ენას და ლიტერატურულ ფორმას.

 

 

  •  
  •  

 

  • Allen Ginsberg (1926-1997)

ამას კი  ჯეელობაში უყვარდა უოლტ უიტმენი.  columbia University-ში ის შეხვდა ჯეკ კერუაკს და Burroughs-ს.

 

1955 წელს მან გამოაქვეყნა Howl and Other Poems ანუ  ღრიალი და სხვა ლექსები.

 

ამ უზომოდ  გრძელ ლექსში პროზად გინზბერგი გადმოსცემს თავის საკუთარ განცდებს და ხედვას.

 

ყველაფერი, უბინძურესი რამეც კი წმინდაა, ყველაზე ცოდვილი ადამიანიც ანგელოზია, ესაა ამ შედევრის დედააზრი.

ნარკომანი ჰომოსექსუალი ბუდისტი გინზბერგის ამ შედევრის გამოქვეყნებამ გამოიწვია ვებერთელა სკანდალი.

ის  კი 1960-ან წლებში ჩაეწერა  ჰიპების  მოძრაობაში და  მონაწილეობდა  მრავალ მანიფესტაციაში ვიეტნამის ომის, სექსუალური  და ნარკოტიკით სტიმულირებული მუსიკის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

საწყალი შიზოფრენიკოსი დედამისი გარდაიცვალა საგიჟეთში და მან 1961 წელს გამოქვეყნა Kaddish ამფეტამინების გავლენით დაწერილი მედიტაცია მის სიკვდილზე.

 


  ცემენტის  და ალუმინის  რომელმა სფინქსმა დახეთქა მათი თავები  და შეჭამა მათი ტვინი და  ფანტაზია?

მოლოხი! მარტოობა! სიბინძურე ! სიმახინჯე! სანაგვეები და დოლარები რომელთა შოვნა შეუძლებელია! კიბეების ქვეშ მყვირალი ბავშვები! დროშებს ქვეშ მოქვითინე ბიჭები! პარკებში მტირალი ბერიკაცები!


Howl., ნაწყვეტი

 

ჯეკ კერუაკმა კი ვერ გაძლო, ის გარდაიცვალა 47 წლისა, ადაყვა სასმელით და ნარკოტიკით თავის გატაცებას…

 

 

 

როგორ იპოვა ნარკოტიკში ბედნიერება ბიტ თაობამ

Comment la Beat Generation a trouvé son bonheur dans la drogue

02/07/16 11h39

ნარკოტიკით გამოკრეტინების ისტორიიდან

 

ნარკოტიკმა გამოაკრეტინა აცობრიობა თუ უკვე გამოკრეტინებული კაცობრიობა ნამეტანი გაერთო ნარკოტიკით სერიოზული საკითხია. დავუკვირდეთ

 

 

 

https://www.lesinrocks.com/2016/07/02/arts/beat-generation-bonheur-drogue-11851040/

 

Jean-Marie Durand

02/07/16

 

როგორ  იპოვა ბიტ თაობამ ანუ  Beat Generation-მა ბედნიერება ნარკოტიკში

 

Abonnez-voushttps://www.lesinrocks.com/2016/07/02/arts/beat-generation-bonheur-drogue-11851040/
à partir de 1€

La Beat Generation მოდაშია მათ პარიზშიც და სხვაგანაც უძღვნიან დიდ გამოფენებს და გამოცემებს.

 

ამ თაობასაც უნდოდა თავისუფლად ცხოვრება, მაგრამ მისი წევრებს უნდოდათ უფრო ძალუმად ცხოვრება და ისინი ბოდიში ეთამაშაბოდნენ ნარკოტიკს და მისი მეშვეობით სიკვდილს და სიგიჟეს.

 

ფრანგი ფსიქიატრი Claude Olievenstein 1970-ან წლებში ცნობილ წიგნში ამბობდა  რომ არაა ბედნიერი ნარკოტიკები.

 

მაგრამ ბიტ თაობა ანუ Beat Generation ფიქრობდა  და  ცხოვრობდა  სულ საწინააღმდეგოდ.  : ის ფიქრობდა და ამბობდა რომ ბედნიერია მარტო ნარკოტიკით გამოთაყვანებული.

 

(il n’y a de bonheur qu’à condition de goûter aux drogues.)

 

ნარკოტიკის  დაგემოვნება, მეტიც, ნარკოტიკით უწყვეტად გამოტყვრომა (s’en gaver, sans cesse) სიმთვრალემდე, l’overdose-ს, მეტისმეტად დიდი დოზის საზღვრებამდე.

 

ნარკოტიკით სული თითქოს სასწაულებრივად მაღლდება შემოქმედითობამდე, სიგიჟემდე, ადამიანი ხედავს მასში ჩამალულ უცნობს, იმას რაც თრთის მის შიგნით.

 

ამფეტამინები, ჰეროინი, LSD, ფეთქებადი კოქტეილები იყო საშუალებები რომლებიც ბიტ თაობის ხალხს  ანუ beatniks-ებს  აძლევდნენ შინაგანი მოგზაურობების საშუალებას.  ისინიც იღებდნენ ნარკოტიკს, ზრდიდნენ და აძლიერებდნენ დოზებს. ეს იყო ხელოვნური სამოთხეების კანონებისადმი მორჩილი მწერლების და პოეტების, ბოდლერის, რემბოს, თეოფილ გოტიეს, ოლდოს ჰაქსლის… ძველი ტრადიცია.

მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ ბოდლერმა ჰაშიშის ეფექტების ნახვის შემდეგ თქვა რომ ასეთი ხელვნური სამოთხე არ ეკადრება პოეტს და ღვინის ზომიერად სმა ჯობიაო.

 

მწერლობა  ნარკოტიკის გავლენის ქვეშ

 

ბიტ თაობის ხალხის  ანუ beatniks-ების  თაობის მწერლების, ნარკოტიკით მეტისმეტად  გატაცების  ისტორია კარგადაა ცნობილი და დოკუმენტირებული.

 

L’Allen Ginsberg,Jack Kerouac,William Burroughs,Neal Cassady დიდად გატაცებული  რომ იყვნენ ნარკოტიკებით  კარგად ჩანს მათ ნაწერებში.

 Burrough-ის séminal Junky, Ginsberg-ის პოემა Howl  გადმოსცემენ სწორედ ნარკოტიკებით ექსპერიმენტების ეფექტებს.

 

მეტიც, ბიტ თაობის მწერალთა ტექსტების უმრავლესობა უშუალოდ მოდის ნარკოტიკების მიღებიდან.

 

ისინი  ხოტბას  სხავენ და ადიდებენ ეგზოტიკურ და ტოქსიკურ სურნელებს. მათთვის ლიტერატურა  და  ქიმიური სუბსტანციები განუყოფელია ერთმანეთისგან.

 

მათთვის მთავარია სიცოცხლის ძლიერი ემოციური განცდა და არა ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, მათთვის თვითონ სიცოცხლესაც კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

 

ყველა beat მწერალი ყურყუმალაობს  ნარკოტიკის, ამფეტამინების, LSD-ს ქაჯურ მორევში  და მათ ვერ შველის  ფსიქიატრიაც.

უკონტროლო  ტოქსიკომანიით დაზიანებული გონების  მკურნალობა სერიოზული დიდი პრობლემაა.

 

Burroughs ცხოვრობდა came-თი, Ginsberg – Kerouac უფრო ლოთობისკენ იყვნენ მიდრეკილნი.

საგიჟეთებში სცადეს მათი როგორც  დესტრუქციული ისე შემოქმედებითი ვნებების დამშვიდება. მაგრამ ეს იყო წარუმატებელი მცდელობები.

 

მათ  ცხოვრების  მნიშვნელოვანი მომენტები გაატარეს საგიჟეთებში

 

Allen Ginsberg-მა, რომლის  დედა ნაომის სჭირდა პარანოია  და შიზოფრენია, მრავალი წელი გაატარა  ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და გადაიტანა ელექტროშოკები და ლობოტომია. ის ნიუ ჯერსიში, Greystone Park Greystone-ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეხვდა პოეტ Carl Solomon-ს.

 

Solomon-მა, რომელიც განიცდიდა Antonin Artaud-ს შემოქმედების გავლენას, ტექსტში Report from the Asylum : Afterthoughts of a Shock Patient მოყვა  საგიჟეთში ყოფნის გამოცდილება, მისი ელექტროშოკების ამბავი.

 

Ginsberg საგიჟეთში დაამწყვდიეს 1949 წელს მას შემდეგ რაც ის დაპატიმრებული იყო ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობის გამო და ჩიოდა მენტალურ პრობლემებზე.

ამას მან მიუძღვნა  თავისი სახელგანთქმული პოემა Howl.

1950ან წლებში Ginsberg რამოდენიმეჯერ იყო საგიჟეთში.

მისი 19521962  წლების დღიური ბოროტი დაცინვით იხსენებს ამ პერიოდს:

 

22 წლისა  მე  ვიყავი ხილვების მქონე მისტიკოსი, მჯეროდა სამოთხისა და მინდოდა წმინდანად გახდომა, 1 წლის შემდეგ, 23 წლისა, მე უკვე ვიყავი დამნაშავე, სასოწარკვეთილი ცოდვილი, ნარკოტიკის დემონი, მე მინდოდა რეალობის წვდომა.

24 წლისა, მას შემდეგ რაც საგიჟეთში ვიყავი შეშლილი შიზოიდი, მე ვიწექი გოგოებთან და გავიარე ფსიქოანალიზი.

26 წლისა მე ვარ მორიდებული და მოკრძალებული, დავსეირნობ გოგოებთან ერთად, ვწერ ლექსებს, ვარ ლიტერატურული აგენტი და დემოკრატიული პარტიის  ამომრჩეველი….

გრძნობათა აშლის და არევის მისი ლიტერატურული პროგრამა იყო ჰეროინი, მორფინი, ამფეტამინები.

1959 წლიდან Ginsberg-მა, ბიტ თაობიდან ერთერთმა პირველმა გასინჯა LSD,ნარკოტიკი რომელიც 1938 წელს აღმოაჩინა შვეიცარელმა ქიმიკოსმა Albert Hofmann-მა.

ეს ნარკოტიკი 1940ან წლებში კომერციალიზებული იყო ფსიქიატრიული გამოყენებისთვის იმიტომ რომ მაშინ ფსიქიატრები LSD-ს სცდნიდნენ ფსიქიურად ავადმყოფებზე.

 

მაგრამ ავტოექსპერიმენტაცია ანუ საკუთარ თავზე ცდების ჩატარება გასცდა მეცნიერთა წრეებს.

თავის ლექსში Lysergic Acid Ginsberg-მა, Timothy Leary-სთან ერთად მისმა გატაცებით მომხმარებელმა, აღწერა ეს გამოცდილება.

 

გრძნობათა აშლა და არევდარევა

 

Jack Kerouac ანუ ჯეკ კერუაკიც კარგად იცნობდა საგიჟეთს.

1942 წელს, როდესაც მან დაიწყო სამსახური აშშ-ს ფლოტში მან გაითამაშა სიგიჟე რათა არ მოხვედრილიყო საბრძოლო გემზე.

მაგრამ  ეს  სიმულაცია არ ყოფილა სრული  ტყუილი. ის  გამომდინარეობდა გააზრებული  სტრატეგიიდან.

სიგიჟე  კერუაკში თითქოს უკვე  ბუდობდა.

ნიუ  იორკის  ფსკერზე  მოხვედრილი  ის  გაგიჟდა ფსიქიატრიის   მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად.

 

Burroughs-მა თავის  რომან  Junky-ში  თქვა  რომ  ნარკოტიკით  გატაცება  სცდება  უბრალო  სიამოვნებას  და  ხდება  ცხოვრების  წესი. ნარკოტიკის  მოთხოვნილებას  ვეღარაფერი აქრობს.

 

Burroughs ყველაზე  შორს  წავიდა  ამ  გზაზე. 1954  წელს  ტანჟერში  მცხოვრებ ამ  მწერალს, დიპლომირებულ ექიმს, უწევდა  სიარული  ფსიქიატრებში რომლებიც მას ვერაფრით შველოდნენ.

 

და როგორ უნდა ეშველათ ფსიქიატრებს საგიჟეთში დამწყვდეული თავაშვებული მწერლებისთვის ?

დაბნეული  ფსიქიატრები ცდილობდნენ ნარკოტიკით გაგიჟებული ამ ნიჭიერი ტიპების დაბრუნებას  ჯერ კიდევ ტრადიციული ამერიკული საზოგადოების  სწორ გზაზე.

 

1950-ანი  წლების  დასაწყისში  უკანონობის, კონტრკულტურის  იდეა ჯერ კიდევ რიყო ალტერნატიული  და  მარგინალური  ჰორიზონტი და ბეჩავი  ფსიქიატრები ვერ  ხედავდნენ მოახლოებულ საშიშროებას.

 

და  რა  უნდა  ექნა 1950-ანი  წლების  დასაწყისის ბეჩავ ამერიკელ  ფსიქიატრს  ნარკოტიკით  გაგიჟებული  ნიჭიერი ავანგარდისტისთვის რომლისთვისაც მთავარი იყო ამერიკაში მაშინ არსებული წყობის  დესტაბილიზაცია და  დანგრევა?

 

უსასრულობისკენ, უკონტროლობისკენ მსწრაფი ანარქისტი  ინდივიდუალისტი ჰედონისტი ბიტ მწერლები ვერ  ეგუებოდნენ  ვერანაირ  წესრიგს  და  წყობას.

 

ფსიქიატრიამ  ვერაფერი უშველა ამ გაგიჟებულ ნიჭიერ ადამიანებს  რომლებიც მოითხოვდნენ მარტო თავისი საკუთარი ნორმებით ცხოვრების, ყველანაირი ნორმატიული მანქანისგან რადიკალურად მოშორებით ცხოვრების უფლებას და შესაძლებლობას.

სიმთვრალემ  გაუთხარა მათ საფლავი, ზოგჯერ მეტისმეტად ადრე. სიმთვრალემ შექმნა მათი ლეგენდა.

 

  1. Journal, 1952-1962d’Allen Ginsberg (Christian Bourgois, 2012), traduit par Yves Le Pellec.
  2. Asilesd’Erving Goffman (Les Editions de Minuit, 1968), traduit par Liliane et Claude Lainé.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s