ოდინიზმიც ბარემ

პერესტროიკამ ააქოთა. მსოფლიო. ერაყის, ლიბიის, სირიის, დარბევის შემდეგ დაიწყო დარბეული აღმოსავლეთის და ისედაც ბეჩავი სამხრეთის მოსახლეობის მასობრივი გადასახლება ევროპაში, ეწყობა ტერაქტები რაც რა თქმა უნდა ბევრს არ მოეწონა.

ბევრგან გაიღვიძა. ნეონაციზმმა შვედეთშიც გამოსვლები დაიწყო „ ჩრდილოური წინააღმდეგობის მოძრაობამ„, ,
ღიად. რასისტულმა. და. ანტისემიტურმა ნეონაცისტურმა მოძრაობამ-ფრანგულად Mouvement de résistance nordique (MNR).

1997. წელს. დაარსებული „ ჩრდილოური წინააღმდეგობის მოძრაობა ითვლება
შვედეთის. ყველაზე. მოძალადე მოძრაობად რომლის. მრავალი წევრი არის სისხლის სამართლის. დამნაშავე.
ჯგუფი ქადაქებს. ღიად და დაუფარავად. რასისტულ დოქტრინას და მიზნად ისახავს
ჩრდილოური დემოკრატიების შეცვლას საერთოსკანდინავიური „ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოთი„. ის. უპირისპირდება ამერიკის. შეერთებულ შტატებსაც, ევროპულ ინსტიტუტებსაც და პუტინსაც. იმიგრანტთა მოწინააღმდეგეს, მას უნდა თეთრი შვედეთი.

ამ პან-ჩრდილოურ მოძრაობას განშტოებები აქვს ნორვეგიაში, დანიაში და ფინეთში.
ფინური შტო აკრძალეს. 2017 წელს, აქტივისტთა მეოთხედიც დააპატიმრეს ძალადობის გამო, მაგრამ…

ეხლა ოდინიზმი ,მხეცური ხანაა, კაცობრიობა გადაირია


https://www.amazon.com/Odinism-present-past-future-Osred/dp/144576816X
The accused Kansas killer's neo-pagan religion

კაცობრიობა გადაირია

By Daniel Burke, CNN Belief Blog Co-Editor Follow @BurkeCNN
April 14th, 2014
(CNN) – Frazier Glenn Cross არის თეთრკანიანთა ბატონობის მომხრე, მკვლელი, ღიად ანტისემიტი, ის არაა, როგორც ბევრი ფიქრობს, ქრისტიანი.

მან კანზასის ებრაულ ცენტრში მოკლა სამი ქრისტიანი. მას უნდოდა ებრაელების დახოცვა და შეეშალა.

73. წლის. კაცი უკვე ათწლეულობითაა. რასისტი.მან შექმნა. რასისტული ჯგუფები როგორც კუ კლუკს კლანის შტო და White Patriot Party ანუ თეთრკანიანიანთა პატრიოტული პარტია.

მან თავის. ავტობიოგრაფიაში A White Man Speaks Out დაწერა:
მე. მინდა. რო ამერიკის. ას მილიონ არიელ ქრისტიან სწამდეს იმ რელიგიისა რომელიც შექმნა. მათმა. სკუთარმა. რასამ ათასობით თაობით ადრე ვიდრე ებრაელები იფიქრებდნენ ქრისტიანობაზე.
ოდინიზმი! ეს იყო ძლიერი, გმირი გერმანელი ხალხის. რელიგია. ამ გმირი გერმანელების შთამომავლები ვართ დღევანდელი გერმანელები, ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები თუ სკანდინავები, მთლიანად თუ ნაწილობრივ.
Odin! Odin! Odin! ეს. იყო ჩვენს. წინაპართა საბრძოლო ყიჟინა.

მათ დაამხეს. და. დაიპყრეს გადაგვარებული მრავალრასიული, მულტირასიული რომის იმპერია.

ვალჰალა, გმირების. სამოთხე არ იღებს. ზანგებს, მის კაშკაშა კარიბჭეს აწერია. „ მარტო თეთრკანიანები. „

https://www.revealnews.org/article/an-ancient-nordic-religion-is-inspiring-white-supremacist-jihad/

გვეგონა. რომ პერესტროიკის მერე გაიმარჯვებდა ლიბერალიზმი, თავისუფალი ბაზარი, დემოკრატია და ოდინიზმია მოდაში, ძველი. სკანდინავური რელიგია შთააგონებს რასისტულ ჯიჰადს,Will Carless, 2017 წლის 25 მაისი

3. ადამიანს ვირჯინიაში უნდოდა რასიული ომის. დაწყება.

მათ უნდოდათ მაღაზიების და ა.შ. ძარცვა, ფულის დაგროვება, იარაღის. და. ასაფეთქებელი მასალის დაგროვება, ეკლესიების. და. სინაგოგების აფეთქება მათში მყოფებთან ერთად თავისი რელიგიის. სახელით..

კანზასელ. კაცს უნდოდა რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა. ის. წავიდა. ორ. ებრაულ ცენტრში სადაც მოკლა 3 კაცი. ყველა. ქრისტიანი. მან. სასამართლოზე თქვა რომ შეეშალა, მას ეს ადამიანები ებრაელები ეგონა.
„ მე არ. მინდოდა. ადამიანების მოკვლა, მე ებრაელების მოკვლა მინდოდა „
// “I wanted to kill Jews, not people” //, თქვა მან.

ვიღაც. სხვას. უნდოდა. პრეზიდენტი ბარაკ ობამას მოკვლა.

ასეთები აშშ-ში ათასობითაა, შეიძლება მეტი. მათ აქვთ საერთო რელიგიური იდეოლოგია.

ესენი თეთრი სუპრემატისტები,white suprematists ანუ რასისტები ვისაც სწამთ რომ დედამიწაზე უნდა ბატონობდეს თეთრკანიანი რასა. ისინი ეხლა ამბობენ რომ არიან ოდინისტები ანუ ძველი, წარმართი სკანდინაველების ღმერთი ოდინის თაყვანისმცემლები….

ატლანტიკის. იქით ოსლოში. საზაფხულო. ბანაკში მასობრივი სასაკლაოს მომწყობმა ანდერს. ბრეივიკმა. ისევ მიიპყრო ყურადღება იმით. რომ განაცხადა რომ არის ოდინისტი.

ოდინისტების თქმით ოდინიზმია. ზედგამოჭრილი. იმათთვის ვისაც. უნდათ თეთრკანიანთა ბატონობა და ნეონაცისტებისთვის, ვინც ფიქრობს რომ ქრისტიანობამ როგორც ამდენმა სხვა ინსტიტუტმა გარყვნა და პასიურობით დაასუსტა ადამიანები.
დღევანდელი. რასისტი ოდინისტები ამბობენ რომ მარტო ოდინიზმია წმინდა რელიგია. თეთრკანიანებისთვის, რომ ოდინიზმი არაა. „ დაბინძურებული„ ებრაელი წინასწარმეტყველი იესოს მიერ.
ისინი ამბობენ რომ არიან ამერიკაში თეთრი რასის ბატონობისთვის მებრძოლი მეომრები და. ებრძვიან თეთრ გენციდს რომელსაც აწყობენ ებრაელები.

კალიფორნიის. სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძულვილის და. ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის // Center for. the. study. of. hate and extremism//. დირექტორი Brian Levin ამბობს. რომ „ ის.ლაპარაკობს ევროპულ კულტურულ სიდიადეზე და თეთრკანიანობას უკავშირებს ეროვნებას. „.

ოდინიზმი. როგორც. „ ამერიკის ერთადერთი საშველი სულიერი სისუსტისგან„
აშშ-ში 1970-1980-ან წლებში გაავრცელა. დანიელმა იმიგრანტმა Else Christensen-მა.

ეს ქალბატონი მოგზაურობდა ამერიკაში და ოდინისტთა ჯგუფებს ქმნიდა ციხეებში.

ის ქადაგებდა რომ ამერიკის სიძლიერის დაბრუნების ერთადერთი იმედია ეროვნული და რასიული სიამაყის აღდგენა.

წარმართთა სკანდინავური ღმერთები თორის თუ ოდინის თაყვანისმცემლების კისერზე კიდია თორის ურო. ისინი ერთმანეთს ხვდებიან ტყეებში სადაც სვავენ რაღაც სასმელს, კითხულობენ ძველ ლექსებს და. ხანდახანს. ცხოველებს სწირავენ მსხვერპლად ღმერთებს.

ოდინისტებს. სწამთ რომ ისინი ებრძვიან თეთრი გენოციდის მომწყობებს.
მოყვასის და. მეზობლის ქრისტიანული სიყვარული მათი აზრით ასუსტებს მაშინ როდესაც საჭიროა კეთილშობილი მიზნის მისაღწევად სიკვდილისთვის.

მზადმყოფი მეომარი.

მეორე ლოყა მიუშვირე და. ყვლაფერი ოკეი იქნება. ეს არ აკმაყოფილებს ბევრს.

რა. გინდა რომ იყო, ლურსმანი. რომელსაც აჭედებენ თუ ურო რომელიც აჭედებს?

ამას ამბობს თეთრი სუპრემატისტ-ოდინისტი Daniel Burnside,.
მსოფლიოს 1,6 მილიარდი მაჰმადიანის და 2,2 მილიარდი ქრისტიანის უმრავლესობა. უარყოფს. სიძულვილს, მარტო ოდინიზმის ნაირ უბედურებათა მცირერიცხოვანი მომხრეები იზიარებენ თეთრი სუპრემატისტების .მსოფლმხედველობას.
მიუხედავად ამისა რასისტმა მემარჯვენე ექსტრემისტებმა ბოლო რამოდენიმე ათწლეულში ჩაიდინეს ტერორისტულ შეტევათა მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ში და ექსპერტები შიშობენ რომ. ეს. ჯგუფები ყვავის და იფურჩქნება 2017 წელს.

გათიშულ ამერიკაში.

ისაა. ერთ-ერთი აშშ-ს სულ მცირე ასობით ოდინისტისგან რომელიც. მონაწილეობს რეგულარულ რიტუალებში blots.

ეს 34 წლის კაცი ფეისბუკს. იყენებს თანამოაზრეთა შესაკრებად და აპირებს აპრილის ბოლოს თავის სახლში ამ რიტუალის ჩატარებას.

​„ ჩვენ ვემზადებით ბრძოლისთვის. ჩვენ გვჭირდება საბრძოლო ხელოვნებათა შესწავლა, მომზადება, გაერთიანება საკუთარი თავის დასაცავად, რათა საზოგადოებას ისევ ვუთხრათ სიმართლე და დავეხმაროთ ადამიანებს ჯოჯოხეთიდან გასასვლელი მათი გზის მონახვაში და მიდგარდში დაბრუნებაში„.
Lashbrook-მა. გამოიყენა. დედამიწის აღმნიშვნელი ძველი ცნება. „ ეს გზა მათ გააერთიანებს. და დაანახებს თუ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. მუდამ საპატიოა ბრძოლაში დაცემა.„

კანონიერების. მრავალი დამცველი ფიქრობს ეს ოდინისტები რადიკალიზებულ მაჰმადიანებზე უფრო საშიში ხალხია.
ერთნაირად საშიშებიც რომ იყვნენ ეხლა მაგათ მიერ აქოთებულ დედამიწაზე ყოფნა-ღა გვაკლდა.
გაუძელით, გამაგრდით. გაუფრთხილდით ერთმანეთს.

 

ნეონაციზმმა. გაიღვიძა გერმანიაში, ხორვატიაში, პოლონეთში, და ა. შ. ამიტომ გავიხსენოთ თუ რა იყო და არის ნაციზმი.

როდესაც. მილიონობით. ადამიანის. მოკვლა აღარაა. დანაშაული და ხდება ბიოლოგიური აუცილებლობა….ისტორიკოსი გველაპარაკება ნაცისტური აზრის შემზარავ ლოღიკაზე. სორბონას პროფესორმა Johann Chapoutot-მ ნაშრომები მიუძღვნა ნაცისტური კულტურის ისტორიას. ის. განსაკუთრებით არის ავტორი ნაშრომებისა
„ ნაციზმი და ანტიკური ხანა // 2008// და „ სისხლის კანონი„ , ნაცისტურად აზროვნება და მოქმედება //2014//.

Johann Chapoutot : უწინარეს ყოვლისა, შინაარსი არც სასიამოვნოა და არც სასაცილო…
ესაა ჩაღრმავება. ძალიან ბნელ, ძალიან პესიმისტურ და აგრესიულ სამყაროში…

არც. ერთ პოლიტიკურ რეჟიმს არ უქნია ამდენი და არ დაუნგრევია ამდენი ესოდენ მოკლე დროში.

ციფრები გამაოგნებელია. 60 მილიონი მკვდარი მეორე მსოფლიო ომის დროს.
ევროპის. გულის ნგრევა, ათასობით სასაკლაო…

ისტორიკოსებმა ლეგიტიმურად თქვეს. რომ მთავარია ფაქტების დადგენა, და რომ, უწინარეს ყოვლისა, ნაცისტების ნაწერებს და ნათქვამს არ ჰქონია პრაქტიკული ეფექტურობა . მაგრამ ნაციზმმა შექმნა თავისი საკუთარი მსოფლმხედველობა, თავისი საკუთარი ღირებულებები, თავისი საკუთარი ეთიკა, მან დაწერა თავისებური ისტორია.

ნაცისტური. ნაწერები აღწერენ ისტორიას. როგორც „ ტანჯვათა გრძელ გვირაბს „ , გერმანული. რასა. მსხვერპლი იყო ?

დიახ, ნაცისტების, ისევე. როგორც. მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩენილი ნაციონალისტური მოძრაობა völkisch-ის თეორეტიკოსების. აზრით კაცობრიობის ისტორია განუყოფელია რასათა. ბრძოლისგან. საწყალ,მშვიდობიან, საყვარელ, ღარიბ ინდო-გერმანელ ხალხს ათასი წლის მანძილზე ებრძვიან ისინი ვისაც უნდათ მისი სიკვდილი, განსაკუთრებით ებრაელები.

ნაცისტი იდეოლოგების თქმით აგრესიათა ეს ციკლი დაიწყო ძვ.წ. მე-6 საუკუნის დასაწყისში ბერძენ-სპარსელთა ომების დროს.

ნაცისტური ინტერპრეტაციის თანახმად „ გაებრაელებული„ აღმოსავლეთი თავს ესხმოდა გერმანულ საბერძნეთს....

ნაცისტებს. უნდოდათ 1789 წლის მემკვიდრეობის „ლიკვიდაცია „ , რატომ?
საფრანგეთის რევოლუციას ჰქონდა იგივე სქემა რაც ბერძენთა და სპარსელთა ომებს:

რასიულად ნარევი, ჭუჭყიანი სისხლის გალურ-რომაული პლებეური მოსახლეობა აპირებდა წმინდა სისხლის გერმანელი ფრანკების მემკვიდრე „ ცისფერი სისხლის„ მქონე მმართველი არისტოკრატიის მოსპობას. აქაც იყო „ 2 რასების. ბრძოლა. ნაცისტები აქ არ ყოფილან ორიგინალურნი. მათ აიტაცეს და განავითარეს უკვე მე-16 საუკუნეში ფრანგ არისტოკრატებს შორის გავრცელებული თეორია.

ნაცისტების თქმით. ბოლო უნდა მოეღოს საფრანგეთის. რევოლუციის. ფილოსოფიურ გავლენას. ნაციზმის თეორეტიკოსმა ალფრედ როზენბერგმა 1930 წელს ახსენა „ შეცდომების 150 წელი „ .

ნაცისტები. უარყოფდნენ მარქსსაც…

ნაცისტების აზრით მარქსისტული კომუნიზმი, ეგალიტარისტული და უნივერსალისტური ქრისტიანობა, ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი იყო არის დამყუპველი დოქტრინები რომლებიც უარყოფენ ბუნებრივ იერარქიას და უფრო ძლიერის კანონს.

ნაცისტების თქმით საფრანგეთის რევოლუცია იყო რასიული ჭუჭყის და სიბინძურის აჯანყება გერმანული ელიტის. წინააღმდეგ. რაც. განასახიერა ქერა შარლოტა კორდეს დაპირისპირებამ მუქკანიან და ხუჭუჭთმიან, ნამდვილად ხმელთაშუა ზღვის რიდან გამოსულ და უეჭველად ებრაელ მარატთან.

ფრანგმა რევოლუციონერებმა უარყვეს ბიოლოგიური ბუნება და განაცხადეს. რომ მათაც აქვთ უფლებები მაშინ როდესაც მათი ადგილი იყო სოციალური იერარქიის უმდაბლეს საფეხურებზე.

ნაცისტების პრობლემა ის იყო რომ საფრანგეთის რევოლუციის უნივერსალისტური,საყოველთაო მოწოდება გავრცელდა მთელ ევროპაში და, განსაკუთრებით, გერმანიაში სამოქალაქო კოდექსის გავრცელებასთან ერთად.

მაშ შემთხვევითი. არაა რომ გებელსმა 1933 წლის 1 აპრილს განაცხადა რადიოთი : « ჩვენ წავშალეთ 1789 ისტორიიდან.»

რატომ გავრცელდა ამდენად და ესოდენ მნიშვნელოვანი გახდა რასიზმი და ანტისემიტიზმი გ მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში მაშინ როდესაც გერმანელები მსოფლიოს ყველაზე. განათლებული ხალხი იყვნენ ?

ეს. არაა. მარტო გერმანული ფენომენი. არც რასიზმი, არც ანტისემიტიზმი, არც ევგენიზმი არ გაჩენილა რაინს და მემელს შორის.

პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანია იყო მშვიდობიანი თავშესაფარი ებრაელებისთვის.

პრუსიის სამეფომ მე-17 საუკუნიდან მიიღო ევროპის ყველა ჩაგრული : ფრანგი ჰუგენოტები, ავსტრიაში კათოლიკური ჩაგვრისგან გაქცეული ებრაელები…გერმანიაში არასოდეს ყოფილა დრეიფუსის საქმე. მე-19 საუკუნის ბოლოს პოლონეთში თუ რუსეთში მოწყობილი პოგრომებისგან გაქცეული ებრაელები თავშესაფარს პოულობდნენ გერმანიაში.

მაგრამ ყველაფერი შიცვალა 1918 წელს. გერმანელებისთვის დამარცხება აუხსნელია. როდესაც ყოველ დილით კითხულობთ ცნობებს გამარჯვების შესახებ და უცბად გეუბნებიან რომ დამთავრდა, დამარცხდით. ეს სულ მცირე საინტერესოა.

ყველა სოციალური ტრავმის დროს ასეა და ამ დროსაც არ გესმით თუ რა მოხდა.

მე-14. საუკუნის შავ. ჭირშიც, როგორც საფრანგეთის ისე ბოლშევიკურ რევოლუციაში ხედავდნენ ეშმაკის თათს. სრულებით. ბუნებრივად ჩნდებოდა შეთქმულების, ზურგში ხანჯლის ჩარტყმის თეორიები.

სოციალ-დემოკრატები, კომუნისტები, ვინც შეთანხმდნენ ზავზე, ვინც 1918 წელს მოაწყვეს რევოლუცია, ინტერნაციონალისტები არიან, ე. ესაა ანტი-გერმანია, ეს,მაშ, არიან ებრაელები.

ნაცისტების რასიული თეორიები ხვდება. ნებისმიერ ფასად დამნაშავის მაძიებელ საზოგადოებას.

  1. ქრისტიანობაც. მოსაკლავი მტერია ?
  2. ნამდვილად. მოძრაობა völkisch-ის. ზოგი თეორეტიკოსი ფიქრობს რომ გერმანული თეთრი რასა მოწამლა და გადააგვარა გაქრისტიანებამ, ე.ი. სამხრეთის, უდაბნოების,აღმოსავლეთის რელიგიური პრინციპების გავრცელებამ ჩრდილოეთში.
  3. ამ თეორეტიკოსთა. თქმით გაქრისტიანებით დაიწყო მანამდე თავისუფლად, შიშვლად, ცოდვაზე წარმოდგენის გარეშე ბედნიერად მცხოვრები გერმანელების. ტანჯვათა ციკლი.

გაქრისტიანებამ მოიტანა სხეულის სირცხვილი, ინდივიდების დაშორება ერთმანეთისგან, სავალდებულო ზრუნვა სუსტებზე და ავადმყოფებზე.

ქრისტიანობის მტერი ექსტრემისტი მემარჯვენეების აზრით უნდა მოისპოს სწორედ ეს

„ გაებრაელებული„ ქრისტიანობა.

უფრო ზოგადად ნაცისტები არ ენდობიან მონოთეიზმს, ისინი უფრო ანიმისტები არიან და ბუნებაში ხედავენ საკრალურს.

და ბოლოს, ნაცისტებისთვის არის ერთადერთი სამება : Volk, Blut, Boden ხალხი, // სისხლი, მიწა//…

და „ მიწაზე, საიდანაა. დაპყრობისკენ ეს ჟინიანი სწრაფვა ?

ნაცისტების. და. პანგერმანისტი თეორეტიკოსების თანახმად გერმანია უნდა გაიგივდეს ევროპასთან, დაემთხვას მას., განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპას.

მით. უფრო რომ ვერსალის ხელშეკრულებამ გაამწვავა. ეროვნული ექსპანსიის. საკითხი. გერმანიამ 1918 წელს. დაკარგა თავისი ტერიტორიის 15 პროცენტი და უამრავი გერმანელი დარჩა გერმანიის. გარეთ.

ამას. გარდა, აფრიკაში ექსპანსიის. კონტექსტში და. ყველა. დიდი. ევროპული. სახელმწიფოს კოლონიალური პოლიტიკის. კონტექსტში ნაცისტები ამბობდნენ რომ მათ არა აქვთ ბოდიში მოსახდელი. და. არიან სხვების მსგავსი კოლონიალისტები.

და. ნაცისტების აფრიკაა. აღმოსავლეთი ევროპა., terra nullius, მიწა რომელიც არ ეკუთვნის არავის, უპატრონო მიწა, ორფეხა. სლავების // bipèdes slaves მიერ დასახლებული მიწა. ამ სლავებმა კი არ იციან მიწის გამოყენება და ათვისება.

გერმანული. ნაციზმის. ამბიცია. ბევრად. უფრო. დიდი იყო. ვიდრე იტალიური ფაშიზმის ამბიცია. გერმანულ ნაციზმს. უნდოდა. ტერიტორიული დაპყრობა, კოლონიზაცია. და. ისტორიიდან გასვლა.

მუსოლინის. კი. ერთის მხრივ უნდოდა. რომის. იმპერიის. და მისი დიდების აღდგენა,მაგრამ ის მისდევდა. პროგრესის ლოღიკას. ის განადიდებდა. ტექნიკას, „ახალ ადამიანს„.

ნაცისტებს კი, რაც არ. უნდა. ილაპარაკონ, სულ არ. უნდოდათ ეს ახალი ადამიანი. მათ უნდოდათ თავდაპირველი, არქაული გერმანელის დაბრუნება. …

მაშინ რასიზმი პოპულარული იყო და. იტალიელებიც რასისტები იყვნენ, მაგრამ რასიზმი არ ყოფილა იტალიელების აკვიატებულ-აჩემებული იდეა.

ნაცისტებისთვის კი. ყველაფერი. რასიული და ბიოლოგიურია

რატომ არ. წავიდნენ. ნაცისტები უფრო შორს, რატომ არ მოსპეს მათ ქრისტიანობა და რატომ არ შემოიღეს პოლიგამია?

იმიტომ რომ. 1933-1945. წლებში ნაცისტებს. ანგარიში უნდა. გაეწიათ რეალობისთვის.

ნაცისტები თავის. თავს თვლიდნენ ისტორიის. კანონების მცოდნე ავანგარდად, მაგრამ მათ იცოდნენ რომ საქმე აქვთ არასაკმარისად განათლებულ მილიონობით გერმანელთან.

სწორედ. აიტომ. უნდა. დარჩენილიყო საიდუმლოდ საბოლოო გადაწყვეტა, ევროპელ ებრაელთა გაწყვეტა.

SS-ის შეფმა ჰიმლერმა თავის ოფიცრებს. უთხრა რომ არასაკმარისად მწიფე ხალხი ვერ გაუგებს მათ….

არც. ის უნდა. დაგვავიწყდეს. რომ ნაცისტები პოლიტიკოსები იყვნენ. ყველაზე ექსტრემისტებს ნამდვილად უნდოდათ ქრისტიანობის მოკვლა და დასაფლავება, მაგრამ 80 მილიონი გერმანელიდან 79 მილიონი გერმანელი ქრისტიანი იყო.

ეკლესია იყო დიდი ძალა ასოციაციებით, მორწმუნეთა საზოგადოებებით და თემებით. ესენი კი. ისევ საჭირონი იყვნენ „ ჯვაროსნულ ლაშქრობაში „ ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

ნაცისტები კათოლიკეებს და პროტესტანტებს თვლიდნენ სასარგებლო იდიოტებად.

რაც შეეხება პოლიგამიას ნაცისტები აქაც არ აპირებდნენ შუბლით დატაკებას 1500-წლიან ტრადიციასთან.

მიუხედავად. ამისა. 1944. წლის. ზაფხულში ფიქრობდნენ კანონმდებლობის შეცვლაზე რათა დაეშვათ მრავალი ქორწიება და ხელი შეეწყოთ ყველაზე ჯიშიანი არიელების გამრავლებისთვის. მაგრამ ომის. ბოლოს სხვა საზრუნავი იყო…

ნაცისტური. საზოგადოების იდეალის. აგება მოითხოვს ძალიან დიდ დროს, მანამდე საჭიროა ომის მოგება, დანარჩენი გამარჯვების მერე.

წარმოედგინათ თუ არა ნაცისტებს მათი რასისტული იდეალის ალტერნატივა?

არა. კომპრომისი შეუძლებელია.

1945 წელს, როდესაც ყველაფერი დაკარგული იყო, ჰიტლერმა ბუნკერში ხელი მოაწერა დეკრეტს რაიხის ინფრასტრუქტურების დანგრევის და მოსპობის შესახებ და ბრძანა გადამწვარი მიწის პოლიტიკის გატარება.
ჰიტლერის შეიარაღების მინისტრმა Albert Speer-მამაშინ ჰკითხა ჰიტლერს თუ რა ელის გერმანელებს, რაა მათი ბედი.

Hitler-მა მას უპასუხა : არაა. ომის შემდეგი ხანა. ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ და დავპირდით რომ თუ კი დავმარცხდებით იქნება აპოკალიფსი.

ბატონობს. ბიოლოგიის კანონი. იგებენ უფრო ძლიერები. გაიმარჯვეს ებრაელებმა და სლავებმა.

გაირკვა. რომ გერმანელები უფრო მდაბლები არიან და უნდა გაქრნენ. ჰიტლერმა ბოლომდე. უერთგულა რასის და ცივილიზაციის თავის კონცეფციას.

il n’y a pas d’après-guerre, c’est fini. Nous avions promis, prévu et prédit que si nous perdions, ce serait l’apocalypse. La logique de la biologie s’impose, ce sont les plus forts qui l’emportent. Les juifs et les Slaves ont gagné, les Allemands se sont révélés inférieurs et vont tous disparaître. Jusqu’au bout, Hitler est resté fidèle à sa conception de la race et de la civilisation.
და. რა მოხდებოდა ნაცისტური იდეალის. რეალიზაციის შემთხვევაში?

რას დაემსგავსებოდა საზოგადოება ?

1930-ან წლებში არსებობდა პოლონეთიდან ურალამდე და ბალტიის ზღვიდან ყირიმამდე დაპყრობილი ტერიტორიების ათვისების და კოლონიზაციის გეგმები.

ამ ტერიტორიებზე უნდა დაესახლებინათ გერმანელი გლეხები. ებრაელები სულ უნდა გაეწყვიტათ და სლავები უნდა გადაექციათ მონებად.

ყველაფერი დაგეგმილი იყო SS-ის. ინსტიტუტების. რასის და. კოლონიზაციის. ცენტრალური ოფისის და, მოგვიანებით, გერმანული რასის. გაძლიერების. რაიხსკომისარიატის მიერ.
ამ რაიხსკომისარიატმა შეადგინა. მოსახლეობათა გადასახლების, ახალი გზების და ახალი ქალაქების აგების გეგმები…
როგორც. ეს აჩვენა. ისტორიკოსმა Christian Ingrao-მ 1941. წელს. მოაწყვეს. გამოფენები რომლებზეც წარმოადგინეს ახლო მომავალში გამარჯვების შემდეგ ასაგები სანიმუშო ფერმები.
ესაა ძალიან თანამედროვე საზოგადოების სახე. ფერმებს. აქვთ სასუქი და მექანიკური იარაღი, კედლებში ჩაშენებული ავეჯი. ბინები დიდია ბევრი ბავშვის დასატევად.
მტრები. გაქრნენ, გააქრეს, გერმანელებმა ახალ, გაწმენდილ ტერიტორიებზე. ფესვი გაიდგეს და აპირებენ საუკუნეებით იქ დარჩენას.
ცხოვრება. მშვიდია ამ ჰარმონიულ საზოგადოებაში და აღარც პოლიციაა საჭირო.
გერმანელები ცხოვრობენ მათი საყვარელი ცხოვრებით, აჩენენ ბევრ შვილს და ამუშავებენ მიწას. ისტორია დამთავრდა.
ა. გერმანელებს. მოსწონდათ. ეს. გაშეშებული საზოგადოება?
დიახ, სწორედ იმიტომ რომ. ესაა. დრო როდესაც აღარაფერი ხდება.

იყო კრიზისების. და. კატსტროფების. გრძელი სერია და ხალხი ტრვმირებული იყო.

იყო დიდი ომი და. დამარცხება 2,5 მილიონი დაღუპულით, აღმოსავლეთით კონფლიქტი 1921 წლამდე, თითქმის სამოქალაქო ომი 1923 წლამდე, ჰიპერინფლაცია…

და. ყველაფერი ამის. წინ იყო უდიდესი დემოგრაფიული. ზრდა და უხეში ინდუსტრიალიზაცია. რომელმაც მანამდე იდილიური რურის რეგიონი გადააქცია ინდუსტრიულ ჯოჯოხეთად…

და. არაა. შემთხვევითი რომ ნაციზმის კრისტალიზაცია. მოხდა მოთახთახე 1920-ან წლებში.

6 000 წლის მანძილზე გაუთავებელი თავდასხმების მსხვერპლ გერმანელებს ჰიტლერი დაპირდა მარადიულ მშვიდობას და სასაფლაოს სიმშვიდეს დაპირდა რაიხის მტრებს.

როგორ გახდა ჰიტლერი გერმანიაში ათწლეულების მანძილზე პოპულარული რასიალისტური, პანგერმანისტული, მილენარისტული იდეების ვექტორი?

ჰიტლერის. როლი იყო იდეების. ქადაგება, პოპულარიზაცია და, ბოლოს, მათი განსახიერება.

პატარა უკმაყოფილო და შეწუხებულმა კაპრალმა ჰიტლერმა ამ რასისტულ მსოფლმხედველობაში ნახა თავისი პირადი და. საზოგადოდ გერმანიის. უბედურებათა ახსნა.

თავისი ემოციური გამოსვლებით და. ორატორული ხელოვნებით ჰიტლერი გადაიქცა ერთგვარ მედიუმად, ე.ი. ინდივიდად. რომელსაც შეუძლია ერის ტკივილებისთვის და ჯავრისთვის ფორმის მიცემა თავისი ჟესტიკულაციით. და ხმის ინტონაციით..

ამ. ინტელექტუალურ მოძრაობა völkisch-ში. ხომ იყვნენ ადამიანები ვინც თავი შორს დაიჭირეს ამ ცოტა ვულგარული ორატორისგან ?

ნამდვილად იყვნენ. გერმანულ უნივერსიტებში გავლენიანი მრავალი სტუდენტის აზრით ნაცისტები იყვნენ დემაგოგი პლებეები.

არქეტიპული მაგალითია სამართლის ახალგაზრდა დოქტორი Werner Best, რომელსაც 1920-ანი წლების ბოლოს ემუქრებოდა უმუშევრობა…

ნაცისტები დაუახლოვდნენ. და. დაპირდნენ მას კარიერას. მათი ორგანიზაციის შიგნით, ჯილდოს თუ კი ისინი მივიდოდნენ ხელისუფლებაში // რაც უკვე ძალიან შესაძლებელი იყო//.

და. ვერნერ  ბესტი, რომელიც მანამდე ზიზღით უყურებდა ჰიტლერს და მის თაყვანისმცემლებს, გახდა. ნაცისტი, SS-ის. მზვერავი და. 1933. წელს კი. გესტაპოს ერთ-ერთი შემქმნელი.

რა თქმა უნდა ნერვების. მომშლელია. იმის. დანახვა რომ სიკვდილის მანქანის შემქმნელები და ამამოქმედებლები იყვნენ ნასწავლი და ნაკითხი ინტელექტუალები.

ნაციონალისტმა მემარჯვენეებმა, ეთნორასისტმა ინტელექტუალებმა, პანგერმანისტებმა… დაინახეს რომ ნაციზმს შეეძლო მათთვის კარიერის პერსპექტივის მიცემა, მათი იდეების. გამარჯვების. უზრუნველყოფა.

იგივე. ფენომენი იყო გერმანიის. არმიაში რომლის. ოფიცრებიც. მანამდე. წარმოადგენდნენ არისტოკრატულ და. უფრო შემწყნარებელ ძველ პრუსიულ კულტურას.

მაგრამ. ხელისუფლებაში მოსული ნაცისტები მათ დაპირდნენ დიდი გერმანიის აღდგენას, ვერსალის შეთანხმების დახევას, ჯარის 30-ჯერ გაზრდას. ძნელია ასეთი ცდუნებისგან თავის შეკავება…

ომის. შემდეგ. ვერნერ. ბესტმა. სცადა თავისი მოსამართლეების. დარწმუნება იმაში რომ ნაცისტების. უმაღლესი კადრები იყვნენ ადმინისტრატიული თანაშემწეები და არა კრიმინალები. ასე იცავდა თავს. 1961. წელს. ადოლფ აიხმანიც // Adolf Eichmann//. Hanna Arendt მის. თაობაზე. ლაპარაკობდა. „ ბოროტების ბანალურობაზე „. თქვენი აზრით ის. ცდებოდა?

ჰანა. არენდტმა. 1950-ან. წლებში დაწერა დიდად მნიშვნელოვანი ნაშრომები, მან ფარდა ახადა. მე-3 რაიხის. ფუნქციონირების. მრავალ მხარეს. მაგრამ მან გამოთქვა საკამათო აზრებიც რომლებსაც ეხლა უპირისპირდებიან ისტორიკოსები.

ის შეცდა. აიხმანის პროცესის თაობაზე. ის. 1961 წელს ჩავიდა. იერუსალიმში როგორც

New Yorker-ის. ჟურნალისტი და. დაესწრო სასამართლოს. ზოგ. სხდომას.

თავის წერილებში მან SS-ის ეს ყოფილი შეფი, აიხმანი, გამოაცხადა არქეტიპად ინდივიდისა. რომელიც არც აზროვნებს, რომელსაც არც ესმის თუ რას აკეთებდა და იყო, როგორც თვითონ მან თქვა, მასზე უფრო დიდი სისტემის „ ჭანჭიკი „..

მაგრამ ჰანნა. არენდტმა. ვერ დაინახა. თუ. რა. როლს თამაშობდა აიხმანი.

და. რა. როლს. თამაშობდა?

ადოლფ. აიხმანს. სურდა საკუთარი ტყავის გადარჩენა. და ამიტომ თამაშობდა სრული იდიოტის როლს.

მას შემდეგ ისტორიკოსებმა. აღმოაჩინეს. რომ სასამართლოს. გარეთ. აიხმანი კირულობდა. პასუხისმგებლობას. იმაზე. რაც. გააკეთა

ის. თავს. თვლიდა. გმირად. და. არა ბრძანებების შემსრულებელ ბეჩავ ვინმედ.

ყოფილმა SS-ელებმა რაიხის. სადიდებლად დაწერილი წიგნისთვის. ჩაიწერეს მისი მრავალსაათიანი საუბარი და დღეს ჩვენ გვაქვს. ეს ჩანაწერები.

აიხმანი იქ ამბობს:

„. ჩემი ღირსება. და დიდება ისაა რომ მოვკალი 5-6 მილიონი ინდივიდი, ვნანობ რომ დაახლოებით ამდენივე დავტოვე ცოცხალი. „

ამ საკითხში ჰანნა. არენდტი შეცდა. ის ჩავარდა აიხმანის მიერ დაგებულ მახეში იმიტომ რომ სრული იდიოტი აიხმანის ფიგურა მეტისმეტად. კარგად შეესაბამებოდა მის. წარმოდგენას თანამედროვე. ბოროტებაზე, ე.ი. აზროვნების. ტოტალურ არარსებობაზე.

თუ კი აიხმანი და ამდენი სხვა. არ იყვნენ არც გიჟები, არც მანიპულირებულნი,არც სადისტები მაშინ სრულ ჭკუაზე მყოფებს რა. სვინდისით შეეძლოთ მათ ჩადენა იმისა რაც ჩაიდინეს ?

სვინდისის. ცნება. არაა ნაცისტების ლექსიკონში.

ინდივიდები, რომლებიც არ ყოფილან „ მონსტრები „ და იყვნენ უბრალოდ ადამიანები არ თვლიდნენ რომ ჩადიოდნენ დანაშაულებს.

ისინი თვლიდნენ რომ ასრულებდნენ გარკვეულ ამოცანას //Aufgabe//. მძიმე, მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ ამოცანას.

მოვალეობის ძველი პრინციპი შეცვალა აუცილებლობის პრინციპმა // მე არ შემიძლია არ გავაკეთო//.

ებრაელების გაწყვეტა, მაშ, იქცა ისტორიულ და ბიოლოგიურ იმპერატივად იმიტომ რომ თუ ჩვენ არ დავხოცავთ მტრებს მტრები დაგვხოცავენ ჩვენ.

ჰიმლერმა ეს თქვა 1943. წელს თქვა ეს თავის Posen-ის სიტყვაში :

ყოველდღიურ შრომაში არაფერია სასიამოვნო, მაგრამ. ის არის დიდი, ისტორიული და „ დიადი„ ჩანაფიქრის ნაწილი.

აუცილებელ მოვალეობას ყველა დონეზე ხედავდნენ ?
დიახ. აღმოსავლეთის ტერიტორიების პოლიციის პატარა ფუნქციონერმა Walter Mattner-მა ეს. მისწერა თავის მეუღლეს 1941 წელს :

დღეს გვქონდა „ აქცია„. ე. ი. ჩვენ წავედით სოფელში, საბარგო მანქანით წავიყვანეთ ტყემდე მამაკაცები და ქალები და შემდეგ ისინი დავხოცეთ.

დღის. ბოლოს. გასართობად ჩვილი ბავშვები გადავყარეთ თხრილის თავზე და ვესროლეთ მათ ვესროლეთ როგორც ჩიტებს. დავხოცეთ ისინი, ამბობს ის, იმიტომ რომ ვფიქრობდი ჩვენს ორ ქალიშვილზე რომლებიც ჩაკოცნე ჩემგან, ისინი ძალიან მაკლია.

ეს. ბავშვები რომ დამეტოვებინა ცოცხალი ისინი გაიზრდებოდნენ და დახოცავდნენ ჩვენს ბავშვებს…

ამ ჯარისკაცის აზრით და. ნაცისტური ლოღიკის თანახმად ესოდენ საზიზღარი და საშინელი მკვლელობა მოვალეობაა. და. აჟკაცობა ისევე როგორც დავრდომილთა ევტანაზია ანუ მოკვლა ნაცისტი ექიმებისთვის თუ ებრაელების გაწყვეტა სიკვდილის ბანაკების ფუნქციონერებისთვის.

ომის. ბოლოს ბევრმა ვერც გაიგო თუ რას ერჩოდნენ მათ, ვერ გაიგეს თუ რას სდებდნენ ბრალად.

მათ სწამდათ რომ ისინი არამზადობდნენ ლეგალურად, რომ ეს იყო აუცილებელი არამზადობა.

რგორ მოუარა გერმანიამ ამ დამნაშავე ფუნქციონერებს, ამ დამნაშავე ექიმებს, ამ დამნაშავე უბრალო ჯარისკაცებს ?
1949 წლიდან, გერმანიის. ფედერალური რესპუბლიკის შექმნიდან, დამკვიდრდა გარკვეული კონსენსუსი. კი, ელიტები „ გაანაცისტეს„ , მაგრამ ჯარისკაცები „ „კლასიკურად„ ომობდნენ ორ. ფრონტზე.

კი, ნაციზმი იყო შეცდომა, მაგრამ საშუალო გერმანელი დარჩა ღირსეულ ადამიანად.

დაახლოებით ასე. მოხდა საფრანგეთში როდესაც. დე გოლი და კომუნისტები შეთანხმდნენ და თქვეს რომ ყველა. ფრანგი უწევდა. წინააღმდეგობას ნაციზმს, მაგრამ იყო მოღალატეთა პატარა ჯგუფიც.

პოლიტიკურად შეიძლება ამ ლოღიკის გაგება, ის. აუცილებელია საშინელებათა ხანის შემდეგ სიცოცხლის გასაგრძელებლად.

მაგრამ 1995. წელს იყო მოძრავი გამოფენა Verbrechen der Wehrmacht (« ვერმახტის დანაშაულები») რომელმა უმაგალითო ემოცია გამოიწვია გერმანიაში.

ეს. წერილი. გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში GEO Histoire ” //n°26//.

უფრთხილდით მხეცობის. განახლებას.

უhttp://www.maxicours.com/se/fiche/7/8/20478.html

ფრანგული მაქსიკურსი ადოლფ ჰიტლერის კონცეფციაზე

ჰიტლერის თქმით სიცოცხლე. არის. ბრძოლა. რომელშიც ძლიერები ამარცხებენ სუსტებს. ასეა. ადამიანთა. სახებებისთვისთვისაც და. ეს სახეობები მისი თქმით არ არიან თანასწორები.

ჰეგემონია ეკუთვნის. თეთრ რასას. და მის შიგნით არიელთა ჯგუფს // სკანდინავური ტიპის ქერა და ცისფერთვალება ახოვან ხალხს// რომელთა შთამომავლებიც არიან სისხლით და მიწით Volk-ად, ერთი და იგივე ხალხად გაერთიანებული გერმანელები.

ჰიტლერის თქმით ესაა. „ ბატონთა რასა„ რომელიც მოწოდებულია სხვა რასების ხელმძღვანელობისკენ.

შემდეგ არის ხალხთა კლასიფიკაცია სისხლის სიწმინდის შესაბამისად.

იერარქის. მწვერვალზე არიან არიელებთან დაკავშირებული გერმანული თუ ანგლო-საქსური წარმოშობის ხალხები // ინგლისელები, სკანდინავები, ფლანდრიელები…//,

უფრო დაბლა არიან „ ნარევი„, „ შერეული„, „ დაბინძურებული„ სისხლის მქონე რასები // ფრანგები, იტალიელები, ესპანელები….//

კიდევ უფრო დაბლა არიან მდაბალი, დასამორჩილებელი და დასამონებელი რასები

// ზანგები და სლავები.

სულ ქვევით ჰიტლერის თქმით არიან მოსასპობი ებრაელები.

ანტისემიტიზმი არის ნაცისტური იდეოლოგიის გულში.

ჰიტლერმა. ებრაელები გამოაცხადა ბოროტმოქმედ პარაზიტებად, „ ჭირად „ რომელმაც და რომლებმაც გამოიწვიეს 1918 წელს. გერმანიის. დამარცხება და ქვეყნის სირთულეები გამოიყენეს. უკეთესად გასამდიდრებლად „ კარგი გერმანელების „ საზარალოდ.

ევროპის რეორგანიზაცია ნაცისტების მიერ

ევროპა, ეთნიკური კონცეპტი

„ ჩვენი კონტინენტი განსაზღვრულია ეთნიკურად და კულტურულად და არა გეოგრაფიულად.

ევროპის. საზღვარია. ხაზი რომელიც დასავლურ მსოფლმხედველობას გამოყოფს აღმოსავლური მსოფლმხედველობისგან და არა ურალი „ // ჰიტლერი, 1941 წლის 11 დეკემბერი//.

ნაცისტები და ანტიკური ხანა

1933. წლიდან გერმანელ ისტორიკოსთა ნაშრომები და სასკოლო სახელმძღვანელოები ამბობენ რომ ბერძნები გამოსულები არიან ჩრდილოური მიგრაციიდან, გერმანული Septentrion-იდან.

ბერძნები, მაშ, არიან გერმანელების რასიული ძმები რომლებსაც ართიანებს სისხლის თანაარსობა.

ბერძენთა ვაჟკაცობა, მათი კულტურულობა. არის ინდოგერმანელთა მარადიული სახასიათო თვისებები.

ჰიტლერმა. დაწერა. რომ მარტო ინდოგერმანელები არიან კულტურის შემოქმედნი.

რომაელებიც ბერძენთა. მსგავსად ჩრლოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალი მიგრაციიდან გაოსული ხალხია. რომაელებიც ბერძენთა მსგავსად გამოხატავენ და განასახიერებენ ინდოგერმანული რასის ღირსებებს და სათნოებებს.

ნაცისტები 1933 წლიდან აქებდნენ და. ადიდებდნენ ინდოგერმანელი რომაელი მოქალაქე-ლეგიონერის თავდადებას და ერთგულებას სამოქალაქო საზოგადოებისადმი.

ნაცისტურ. სასკოლო პროგრამებში ჰორაციუსი სულ არაა ინდივიდუალისტი ეპიკურეველი როგორც ამას გაფიქრებინებს მისი ზოგი ლექსი.

„dulce et decorum pro patria mori ანუ „ტკბილი და ლამაზია, მშვენიერია სამშობლოსთვის სიკვდილი„, აი ეს დაწერმა ნამდვილმა ინდოგერმანელმა ვაჟკაცმა მეომარმა ჰორაციუსმა. რომელმაც ხელოვნების რანგში აიყვანა მოქალაქე-ჯარისკაცის გმირული მსხვერპლი და თავგანწირვა.

ავგუსტეს სრულიად სერიოზულად ადარებდნენ ჰიტლერს. ორივე იყო სამოქალაქო მღლვარებებით დაღალული თავისი რასის ღირებულებებით გაჟღენთილი გმირი.

ინდოგერმანული რასის. ხალხების დიად. ისტორიას მართავს. ბუნების. ურყევი კანონები :

ძლიერები ქმნიან და აგებენ, სუსტები სპობენ და ანგრევენ.

სუსტები ემიქრებიან ძლირებს, სპობენ ხალხს იმით რომ ვერაგულად აბინძურებენ, წამლავენ მის სისხლს და სხეულს. შერევა. სხვა რასის ხალხთან, მდაბალ სლავებთან, ზანგებთან და მით უმეტეს ებრაელებთან შხამია და სიკვდილი.

ინდოგერმანული რასის ძველმა ბერძენმა ვაჟკაცებმა თავისი სამხედრო ხელოვნებით მოკაკვეს სპარსი დარიოსის და ქსერქსეს აზია.

მათ არ ჩამორჩნენ ინდოგერმანელი გერმანელების და ბერძნების რასიული ძმები,რომაელები.

ნაცისტური გერმანიის. სასკოლო სახელმძღვანელოებში წერია. რომ ჩრდილოელი ინდოგერმანული კაცობრიობა. ებრძვის და იგერიებს აზიატ და სემიტ ქვეადამიანებს..

zyqro : Johann Chapoutot , « Comment meurt un Empire : le nazisme, l’Antiquité et le mythe », Revue historique 3/2008 (n° 647) , p. 657-676 URL : http://www.cairn.info/revue-historique-2008-3-page-657.htm .
გერმანული ევროპის რეალობები

დიდი რაიხი და ანექსირებული რეგიონები // ბოჰემია-მორავია და პოლონეთის გენერალური საგუბერნატორო//.

უშუალოდ. გერმანიის. მიერ. რაიხის კომისარების მეშვეობით მართული ტერიტორიები
// ნორვეგია, ჰოლანდია, ოსტლანდი, უკრაინა//.

გერმანიის საოკუპაციო არმიის მიე მართული ტერიტორიები // ბელგია, ოკუპირებული საფრანგეთი, საბჭოთა ტერიტორიები//.

კოლაბორაციონისტი, თანამშრომელი სახელმწიფოები // ვიშის საფრანგეთი, საბერძნეთი, დანია…//.

მოკავშირე სახელმწიფოები // იტალია, სლოვაკია,ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი,ფინეთი და ა.შ.//.

გერმანელების „ რასიულად„ ნათესავი ხალხები ინტეგრირებულები უნდა იყვნენ.

ალზას-ლორენიდან უნდა. გააძევონ ფრანგულად მოლაპარაკენი, სილეზიიდან, აღმოსავლეთი პრუსიიდან უნდა გააძევონ პოლონელები.

ებრაელები, ბოშები, საბჭოთა ომის ტყვეები უნდა გაწყვიტონ.
https://www.cvce.eu/recherche/unit-content/-/unit/02bb76df-d066-4c08-a58a-d4686a3e68ff/423e8ce5-5551-4854-abda-c32c2a0f90aa

ნაციზმი და ევროპული იდეა

მეორე მსოფლიო ომში პირველი გამარჯვებებით მოზეიმე რაიხს უნდოდა ევროპის გაერთიანება, ერთიანი ევროპა, Europaïsche Wirtschaftsgemeinschaft რომელიც საბოლოოდ ბოლოს მოუღებდა. ტრადიციულ ეროვნულ ანტაგონიზმებს.
ჰიტლერის გერმანია. უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი და წესრიგის დამამყარებელი ძალა.

ოფიციალური პროპაგანდის თანახმად ნაციზმი იყო იყო დასავლური ცივილიზაციის მცველი ბოლშევიზმისგან და ანგლოსაქსური იმპერიალიზმისგან.

მაგრამ ნაცისტი. სტრატეგოსების. გეგმით კონტინენტი უნდა. ყოფილიყო გერმანული ეკონომიკის სამსახურში მდგარი ეკონომიკური და კომერციული სივრცე.
გერმანელ გეოპოლიტიკოსებს უნდოდათ განსაკუთრებით აღმოსავლეთი ევროპის ნაყოფიერი ველების გადაქცევა. რაიხის მკვებავ ბეღლად.
ისინი ზოგჯერ ფიქრობდნენ დაპყრობილი ხალხების იძულებით გაგერმანელებაზე.

სინამდვილეში. ნაცისტური. პროექტები ეფუძნებოდა იდეას რომლის თანახმადაც არის გერმანული რასა რომელსაც გერმანელების გარდა ეკუთვნიან ალზასელები, ავსტრიელები, ლუქსემბურგელები, გერმანელი შვეიცარიელები, მაგრამ ასევე ყველა

Volksdeutschen qui რომლებსაც ევროპაში შეიძლებოდა ყოლოდათ გერმანელი წინაპრები მიუხედავად იმისა რომ მათ გაუწყდათ ყოველგვარი კონტაქტი საწყის კულტურასთან.
ამ პირველ ანსამბლს შემდეგ უერთდებოდნენ მონათესავე გერმანელ ხალხებად მიჩნეული სკანდინაველი, ფლანდრიელი და ჰოლანდიელი ხალხები რომელთა ასიმილაცია იოლი იყო.

ამ ხალხების და მოკავშირე და. სატელიტი ქვეყნების // ხორვატიის, სლოვაკიის,უნგრეთის, რუმინეთის და იტალიის // მოსახლეობების პირისპირ პოლონეთის,ბალტიის ქვეყნების და. საბჭოთა კავშირის სლავები წარმოდგენილი იყვნენ როგორც ქვეადამიანები რომელთა მოსპობა, გადასახლება და დამონება რაიხს შეეძლო თავის საჭიროებათა შესაბამისად.

სამშობლოს არმქონე აპატრიდი ებრაელები და ბოშები გასაწყვეტ ხალხებად გამოაცხადეს.

ნაცისტურ გერმანიას ასე უნდოდა გაერთიანებული რასიული ექსპერტების მიერ მეთოდური სელექციით გაწმენდილი გერმანული რასის მიერ გაკონტროლებული რაიხის სასიცოცხლო სივრცის შექმნა.

გერმანელმა სტრატეგოსებმა. ასევე ჩაიფიქრეს ერთიანი ევროპის და დამარცხებული სახელმწიფოების აფრიკული კოლონიების გაერთიანება ავტარკიულ ევრაფრიკად რომელსაც გააკონტროლებდნენ გერმანია, იტალია და და მათი სატელიტი ქვეყნები.

ამ დიდი. გეგმების. განხორციელების. გასაადვილებლად ნაცისტები ეფერებოდნენ და ემლიქვნელებოდნენ ზოგ დაპყრობილ ქვეყანას.

ასე. მაგალითად 1941 წელს. საფრანგეთში. მოაწყვეს. დიდი. გამოფენა „ევროპული საფრანგეთი „ რომლის. დევიზიც იყო „ ძლიერი საფრანგეთი ძლიერ ევროპაში „.

ნაჩვენები იყო საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სიმდიდრე, რითიც აჩვენეს საფრანგეთის ადგილი ახალ ევროპაში გერმანიის. ხელმძღვანელობით.

ეს. გამოფენა ნახა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა.

ამ მანიფესტაციას მოყვა სხვა. მოძრავი გამოფენები, მაგ. „ ბოლშევიზმი ევროპის წინააღმდეგ „ რომელიც აჩვენებდა. რაიხის და მისი მოკავშირეების ლაშქრობას კომუნიზმის წინააღმდეგ და ერთიანი ევროპისთვის.

ომის შმდეგ. კომუნისტებმა მოხერხებულად. გამოიყენეს ნაცისტური ევროპის ეს კონცეფცია მათი აზრით რეაქციული ევროპული იდეალის დისკრედიტაციის მიზნით.

ძალიან საინტერესო ისაა რომ მიხაილ გორბაჩოვისთვის, აკადემიკოსი სახაროვისთვის, ედუარდ შევარდნაძისთვის ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების ჩამორიგების მერე ჰიტლერის თაყვანისცემლები გამოჩნდნენ ჰიტლერის მიერ დარბეულ პოლონეთშიც.
http://www.lefigaro.fr/flash-actu/2018/01/22/97001-20180122FILWWW00132-un-reportage-sur-les-fans-polonais-d-hitler-choque.php
​რეპორტაჟმა ჰიტლერის პოლონელი თაყვანისმცემლების შესახებ გააჩინა შოკი, 22.01.2018

ფარული კამერით. გადაიღეს პოლონელი. ნეონაცისტების. საიდუმლო დღსასწაული რომელიც მიეძღვნა ადოლფ ჰიტლერის. დაბადების დღეს.ამან ააღელვა ვარშავა.

დღემდე. გადარჩენილი უერთგულესებისთვის, ადოლფ ჰიტლერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, საყვარელი პლონეთისთვის სამმაგი Sieg Heil, ბღავის მოძრაობა „ სიააყე და ერთგულება „-ს ლიდერი რომელსაც დაარქვეს Mateusz. S. ამას ბღაოდა ტყიან ბორცვზე Wlodzislaw-თან სილეზიაში დღესასწაულზე რომელიც მოწყობილი იყო ჰიტლერის დაბადებიდან 128-ე წლისთავის ატივსაცემად.

კერძო არხი TVN24-ის. ჟურნაისტებმა ფარულად გადაიღეს ეს ეხლა შეკერილ ნაცისტურ უნიფორმებში გამოწკეპილი ბიჭები, ხეებზე მიკრული სვასტიკები და ერთგვარი პატარა საკურთხეველი ჰიტლერის პორტრეტით.

პოლონური პრესის თანახმად ბევრი პოლონელი ნაციონალისტი დღეს თაყვანს. სცემს. ჰიტლერს.

ასე რომ გამაგრდით ამ გადარეულ დროში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s