დევოკრატიის რიარია

 

https://www.droni.ge/?m=1&AID=6580#

 

საგულისხმო ციტატები პოლიტიკოსთა და არაპოლიტიკოსთა წარსულიდან
ლაშა ბერულავა — 19:31 09.03.2012
საგულისხმო ციტატები პოლიტიკოსთა და არაპოლიტიკოსთა წარსულიდან
ლაშა ბერულავა — 19:31 09.03.2012
1992 წლის მიჯნაზე საქართველოში დატრიალებული სისხლის კალო, რომელსაც კანონიერად არჩეული პრეზიდენტისა და ხელისუფლების ჯერ დამხობა, შემდეგ კი ქვეყნიდან განდევნა მოჰყვა, არცთუ შორეული წარსულის ტკივილია, თუმცა, როგორც ჩანს, ნაცარწაყრილი თემები აქაც არსებობს.

უფრო კონკრეტულად – დღეს ახალი არეულობის მოსურნეებად გვევლინებიან სწორედ ის პირები, რომლებიც მაშინ იარაღით ხელში ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიასა და მის მომხრეებს – უიარაღო მშვიდობიან მოქალაქეებს, ან უიარაღოდ აქეზებდნენ შეიარაღებულებს.

იმის დასტურად, რომ მართლაც არავინ და არაფერია დავიწყებული, გთავაზობთ იმდროინდელ გამონათქვამებსა და ფრაზებს, რომლებიც ჩვენთვის კარგად ცნობილ პოლიტიკოსებს ეკუთვნით. მართალია, მათგან ზოგი დღეისთვის გარდაცვლილია ან პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს, მაგრამ სტატიაში მათი ციტატები მაინც შეგხვდებათ. ამასთან, იპოვით მათაც, რომლებიც დღესაც აქტიურობენ პოლიტიკურად:

ჯაბა იოსელიანი: „რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი მეგრელებთან? ისინი უნდა ამოწყვიტო და იმ მიწაზე სხვები დაასახლო“ („ნოვოე ვრემია“, 1992 წლის სექტემბერი (36-ე ნომერი), არკადი დუბნოვის სტატია „ცხელი წერტილები“).

“გაფრთხილება: ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ტყვიას ვესვრით”. ჯაბა იოსელიანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გაზეთი “იბერია-სპექტრი” (21-27 მაისი 1992 წელი).

საუბრობენ თ. კიტოვანი და ჯ. იოსელიანი: “-სიკვდილი თქვენ, ხელისუფლება – ჩვენ!” (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” (# 1, 1992 წლის იანვარი)

მამუკა გიორგაძე: “ვინ თქვა, რომ ედპ-ს წევრები დეკემბერ-იანვარში არ ომობდნენ?” (გაზეთი “დრო”(#45, 1997 წ.).

ნოდარ ლომოური: “დღეს საკითხი ასე უნდა დაისვას : “ბანდიტები საბოლოოდ უნდა განადგურდნენ.”

ლუიზა შაკიაშვილი: “მოგიწოდებთ ყველას გვერდში ამოგვიდგეთ… დრო აღარ ითმენს, სატანას ცეცხლითა და მახვილით უნდა გავუსწორდეთ.”

ელდარ შენგელაია: “ბანდიტები უნდა მოშორდნენ საქართველოს, როგორც შავი ჭირი”.

მზექალა შანიძე: “ისინი უნდა მოისპონ, როგორც კუთხეში მომწყვდეული ვირთხები”.

ირინა სარიშვილი: “დღეს ის ვითარებაა, როდესაც ყველა აღშფოთებულია და მომხრეა, რომ ეს ბანდიტური ჯგუფები საბოლოოდ აილაგმოს.” (ყველა ციტატა 1992წ. 20-26 აგვისტო, გაზეთი “იბერია-სპექტრიდანაა”)

“სარიშვილს გამართლებულად მიაჩნია მიტინგების დარბევა, ვინაიდან ის დესტაბილიზაციის მთავარი წყაროა, მისი თქმით “ვინც დასარბევია, უნდა დაირბეს”. ( გაზ. “7 დღე” 16-22 აპრილი, 1993წ. #14)

ელდარ შენგელაია: “თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენ ვიღაც ძალიან ცუდ გზაზე გკრავთ და გამოდით რომ.. სადაც ზვიადი გავუშვით, იქ გაგიშვებთ თქვენც.. გამოდით ქუჩაში… გამოვალთ ქუჩაში – რომ ყვირიხართ, გამოდით ქუჩაში.. გვაშინებთ?.” (გაზეთი “სტუდენტური პაემანი” #9(14) 05.12.1996).

ირაკლი წერეთელი: “ზვიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველო ჩვენ არ გვინდა.” (გაზ. “თვალთაი”, 22-28 ნოემბერი, 1996 წ.)

ვალერიან ადვაძე: “ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი სახალხო ფრონტის ჩამოყალიბებას. საქართველოს კომუნისტური პარტიის ხმა და სახალხო ფრონტის ხმა ერთად იქნება ერის ხმა, მთელი ხალხის ხმა.”(გაზეთი “თბილისი”, 27.IV.89).

რამაზ კლიმიაშვილი: “ახლა ყველა განათლებული ადამიანი ხედავს, რომ გუმბარიძის რეჟიმმა ხელისუფლება თეფშზე დადებული მიართვა “მრგვალ მაგიდას”, კი მაგრამ, რატომ?”(“საქართველო” 12.XI.91).

რევაზ მიშველაძე: “ბ-ნი ედუარდი მართალი იყო იმაში, რომ რამდენიმე ინტელიგენტმა მართლაც აიღო ხელში იარაღი.” (გაზ.,”დრო”,#40,1997).

ვალერიან ადვაძე: “მე და ჩემმა კოლეგებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდხანს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო სხვა კანდიდატი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ვერ გავიდოდით… მაინც უნდა დავპირისპირებოდით, არა მარტო მე, არამედ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი მაინც, რათა რაც შეიძლება მეტი პროცენტი წაგვერთმია მისთვის…”(“ახალგაზრდა ივერიელი”, 28.IX.91).

თენგიზ სიგუა: “თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ გამსახურდია ალიანსში იყო პუტჩისტებთან _ მე ამას არ ვამტკიცებ, მტკიცებას საბუთი უნდა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ დღემდე ოფიციალურად არ დაგვიწერია ეს ვერსია. ველოდებით იანაევის ოქმის გამოქვეყნებას.”(“დედამიწა”, 26.IX.91)

ირაკლი შენგელაია: “ამ ეტაპზე, მიუხედავად პროგრამული განსხვავებისა, აზრთა პლურალიზმისა და პოზიციის, მოხდა გარკვეული შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია პრეზიდენტის გადადგომა.” (“განათლება”, 18.IX/90).

ირაკლი წერეთელი: “პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ მტკიცე გადაწყვეტილება, გვარდიელებსა და ნებისმიერ შეიარაღებულ ძალას უნდა მოუწოდონ, რომ გამსახურდია იარაღის ძალით იქნეს გადაყენებული…მე და ჩემს პარტიას მიღებული გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება: ან ჩვენ ვიქნებით საქართველოში, ან გამსახურდია იქნება, ან ჩვენ დავიხოცებით, ან ის, რადაც უნდა დაჯდეს ეს… ჩემი აზრით, ეს არის აუცილებელი, რომ გამსახურდია იქნეს ჩამოგდებული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს (“სოფლის ცხოვრება”, 25.IX.91).

ირინა სარიშვილი: “პრეზიდენტის მმართველობის დღეები დათვლილია.”(დრონი,27.X.91).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s