ნათელმხილველი ჰაქსლი

http://www.entelekheia.fr/2018/09/29/le-meilleur-des-mondes-dhuxley-etait-il-prophetique-sur-loccident-actuel/
იყო ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (დ. 26 ივლისი, 1894, გოდლმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963,
ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი. ჰაქსლის ნათელხილვა. მსოფლიოს გამგებელი სუპერკლასის. ოცნებებზე. დღევანდელი დასავლეთი ხომ არ იწინასწამეტყველა ოლდოს ჰაქსლიმ ?

„ყოჩაღი ახალი სამყარო „,  „სამყაროთაგან საუკეთესო„(Brave New World) არის წინ გახედვის. დისტოპიური რომანი. ის 1931. წელს. დაწერა Aldous Huxley-მ. გამოიცა 1932 წელს 25 წლის შემდეგ Huxley-მ გამოაქვეყნა ამ წიგნისადმი მიძღვნილი ესე „ დაბრუნება სამყაროთაგან საუკეთესოსთან და. ხაზი. გაუსვა იმას. რომ მსოფლიო საშიშად ემსგავსება მის მიერ აღწერილ სამყაროს.
ოლდოს ჰაქსლიმ დიდი ხნის. წინ იხილა. რომ მოდიოდა სამყარო რომელშიც ბატონობდა კულტურული ნიველირების, გენეტიკური მანიპულაციების, განმმუხტველი ნარკოტიკების და სექსუალური თავისუფლების შერევის საშუალებით მიღწეული ტოტალური სოციალური კონტროლი.
ლენინურ-სტალინური ტოტალიტარიზმი წავიდა, მაგრამ დღევანდელობა საშიშად დაემსგავსა ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ „ ტკბილ ტოტალიტარიზმს „ როდესაც ხელისუფლება ადამიანებს იმორჩილებს და იმონებს ბრმა მომხმარებლობით და არა გაჯოხვით და ცემა-ტყეპით.
„ ცხადი გახდა. რომ ნონ-კონფორმოსტული, ხელისუფლებისთვის არასასურველი ქცევის კონტროლი რეპრესიებით არაა ეფექტური. უფრო ეფექტურია. კონტროლი დამაკმაყოფილებელი მიდგომების გაძლიერებით.საჩუქრების, სამაგიერო ანაზღაურების მიცემით.
გარემოთი, ადამიანის აზრებით და განცდებით მანიპულაცია ძალადობის გარეშე უკეთესია ტერორზე. სამყაროთაგან საუკეთესოში დასჯა იშვიათია და, როგორც წესი, მსუბუქი. ოლდოს ჰაქსლი ამბობს რომ მომავალი შეიძლება გავდეს მის მიერ აღწერილი ტკბილი ტოტალიტარიზმის სამყაროს.

სამყაროთაგან საუკეთესოში, ახალ ყოჩაღ სამყაროში ადამიანების. გაკონტროლების. პირველი ელემენტია მანიპულაცია. ჯერ კიდევ ადამიანის დაბადების წინ, ე.ი. ევგენიზმის და გენეტიკური მანიპულაციის. სისტემატური პრაქტიკა.

კარგად ნასწავლი და. გამოცდილი. გენეტიკური მანიპულატორები პირველი კლასის უმაღლესი ხარისხის ადამიანებს ამზადებენ ბიოლოგიურად საუკეთესო სპერმატოზოიდების და კვერცხუჯრედების შერევით. ასე ჩნდებიან ლაბორატორიის  სინჯარებში ალფა-პლუს, ალფა,ბეტა ადამიანები რომლებიც უნდა. იყვნენ საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური ხელმძღვანელები.

უარესი, ხანდახან კი ალკოჰოლით და სხვა პროტეინული შხამებით შეგნებულად გაფუჭებული გენეტიკური „ მასალისგან „ ასევე. ლაბორატორიების სინჯარებში ამზადებენ უფრო დაბალი კლასების ინდივიდებს რომელთაც იმთავითვე შეზღუდული აქვთ განვითარების უნარი. ისინი იქნებიან ეპსილონები-მუშა-მოსამსახურეები. ამ. „ იდეალურ„ საზოგადოებაში ადამიანები აღარ ჩნდებიან ბუნებრივი გზით:

ფიზიკურად ხელოვნურად მოთითხნილი არასრულყოფილი, მაგრამ გარკვეული ამოცანების და დავალებების,ბრძანებების შესრულების უნარის მქონე არსებების გენეტიკურად და ფიზიკურად მოზელვის შემდეგ იწყება მათი ფსიქიურად მოთითხვნა. ამისთვის არის ჰიპნოპედია.
Brave New World-ში Huxley აღწერს. საზოგადოებას. სადაც. ადამიანები ტოტალურად მანიპულირებულები არიან. სუპერკლასის. მიერ გაკონტროლებულ საზოგადოებაში უდიდეს. როლს. ასრულებენ. მასობრივი ინფორმაციის. საშუალებები.

სუპერკლასი ატვინებს. ხალხს. ჰიპნოპედიის. მეშვეობით.

ჰიპნოპედია არის სუპერკლასისთვის სასურველი ცოდნის და წარმოდგენების ჩაჭედვა ადამიანთა. ტვინში. ეს ჩაჭედვა ხდება ძილში და. გრძელდება მთელი ბავშვობა.

დაბალი. კლასების ბავშვებს თავში უჭედებენ აზრს რომ ისინი ბედნიერები არიან იმით რომ უხდებად ნაკლები მუშაობა მაშინ როდესაც მაღალი კლასის შემაძრწუნებლად ჭკვიანი წევრები ქანცგაწყვეტამდე მუშაობენ.

ამ „ ბედნიერ „. საზოგადოებაში ყველამ დაბადებიდან იცის თავისი ადგილი.
http://huxleyandmassmedia.overblog.com/1-hypnopedia

​„ ეკონომიკური და. პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის. სამაგიეროდ იზრდება სექსუალური თავისუფლება. დიქტატორი კარგად მოიქცევა თუ წაახალისებს ამ თავისუფლებას. ამას უნდა. დაემატოს. ნარკოტიკის მიღების.თავისუფლება რათა ადამიანები ნარკოტიკების, კინოს. და რადიოს გავლენით დღისით მზისით უნდა ხედავდნენ სიზმრებს. ეს ადამიანებს შეარიგებს და შეაგუებს მათ მონურ მდგომარეობასთან „.

Aldous Huxley

https://major-prepa.com/culture-generale/le-meilleur-des-mondes-le-corps-comme-instrument-de-la-domination-politique-2/
​სხეული როგორც ბატონობის ინსტრუმენტი

რომანის. და. ნათელხილვის. მთელი. ორიგინალობა. ისაა. რომ ტოტალური კონტროლი მყარდება დაჯილდოებათა, წახალისებათა და არა შეზღუდვათა და იძულებათა მეშვეობით.

უფრო აჯილდოებენ და. ახალისებენ სუპერკლასის სურვილების შესაბამისად მოქმედებს ვიდრე სჯიან ნონ-კონფორმისტებს.

ლენინიზმი. და. ნაციზმი იყო მხეცური ტოტალიტარიზმი, ეხლა „ ტკბილი „ ტოტალიტარიზმია.

ტკბილია. იმიტომ რომ სიამოვნებებით და კომფორტით  გაბრუებული მონა აღარ ირყევა.

სხეულის მოფერება : ეკონომიკურ-პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვის კომპენსაცია ხდება ხორციელი, ფიზიკური სიამოვნებით.

მოწინავე. ევგენიზმის ფართოდ. გავრცელებით. უზრუნველყოფილი სხეულის კონტროლი
გრძელდება. ამ ბედნიერი სამყაროს ინდივიდთა მთელი ცხოვრების მანძილზე.

მმართველი სუპერკლასი მონებისთვის იოლად მისაწვდომს ხდის ფიზიკურ სიამოვნებებს და მონები ივიწყებენ. რომ მათ წაართვეს ეკონომიკურ-პოლიტიკური თავისუფლება.

ამის. თაობაზე რომანის. წინათქმის. ბოლოს ნათქვამია შემდეგი:

„ ეკონომიკური. და. პოლიტიკური თავისუფლების კლების შესაბამისად და მის. საკომპენსაციოდ იზრდება სექსუალური თავისუფლება. და. დიქტატორი კარგს გააკეთებს თუ ხელს შეუწყობს ამ ტენდენციას.

მონას ექნება ნარკოტიკების. გავლენით დღისით-მზისით სიზმრების ნახვის უფლებაც და. ყველაფერი ეს მონას შეაგუებს მის ბედთან „.

https://major-prepa.com/culture-generale/le-meilleur-des-mondes-le-corps-comme-instrument-de-la-domination-politique-2/

ოლდოს. ჰაქსლის. მიერ. წარმოდგენილ. ტკბილ. ტოტალიტარიზმში სექსუალურ, ფიზიკურ სიამოვნებას აქვს ორმაგი როლი: ეს. სიტკბოება. ინდივიდს. აშორებს ყველანაირი სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრებისგან რაც მას უბიძგებდა არსებული სინამდვილის წინააღმდეგ აჯანყებისკენ და იაფად ათვინიერებს, ამ რეალობასთან აგუებს ადამიანს.

ოლდოს ჰაქსლის. მიერ. ნაწინასწარმეტყველები ტკბილი ტოტალიტარიზმი. კატეგორიულად უარყოფს. ოჯახს, რასაც აადვილებს ის რომ ბავშვი აღარ ჩნდება. სექსუალური ურთიერთობით.

სექსუალური ურთიერთობა, მაშ, კარგავს თავის ბუნებრივ მიზანს და ემსგავსება ნარკოტიკს,ამასთან ერთად კი ასრულებს უფრო პოლიტიკურ როლს. :

ტკბილი. ტოტალიტარიზმი სექსუალურ თავისუფლებას ამკვიდრებს. იმიტომ რომ სექსუალური ტკბობა მოქმედებს როგორც პოლიტიკური გამაყუჩებელი: ნასიამოვნები ადამიანები არ ემუქრებიან არსებულ წყობას.

სექსუალური თავისუფლება არის ჰედონისტური მორალის პოლიტიკურად სასარგებლო ბურჯი.

ტკბილი ტოტალიტარიზმის განმამტკიცებელი სხვა ბურჯია გამომათაყვანებელი მასობრივი გართობა.

დიდი ხელოვნება შეცვლილია პორნოგრაფიით, გამაყრუებელი და დამაბრმავებელი რახარუხით,. რა თქმა უნდა დიდ როლს ასრულებს ლენინის საყვარელი კინო.

ამას. გარდა. მმართველი. სუპერკლასი მონებს. რეგულარულად ურიგებს ნარკოტიკი „ სომას „ დოზას

მონებს ნერვები რომ არ მოეშალოთ მმართველმა სუპერკლასმა აკრძალა აზროვნება და კითხვა. აზრის ძიება შეცვალა უწყვეტმა უსიყვარულო უნაყოფო სექსმა კინომ, მუსიკად გასაღებულმა რახარუხმა, სიმღერად გასაღებულმა ღნავილმა და ნარკოტიკმა.

მონოგამიური ქორწინება. გამოცხადდა „ ცივილიზაციის მტრად „ და წესად დამკვიდრდა ჭეჭყვა, ბიჭაქალობა და ქალაბიჭობა.

სუპერკლასმა მის ქვეშევრდომებს სულ პატარა ბავშვობიდან ჰიპნოპედიით ტვინში ჩაუჭედა რომ სიყვარული არის დეგენერატი გადაგვარებულების საქმე, ემოციები, გონიერება, ლიტერატურა, ისტორია, ოჯახი… ითვლება პირადი განვითარების დამაბრკოლებელ ბოროტებებად. სიტყვა დედაც უხამს გამოთქმად გამოცხადდა.

განმარტოება. და დაფიქრება დანაშულია. სექსი სულ მოწყვეტილია გრძნობებისგან და ფუნქციონირებს. როგორც სტატუსის და წარმატების მაჩვენებელი სასიამოვნო გართობა.
იმუშავე, უყურე ჩარლი ჩაპლინს და ძმებ შენგელაიებს, ჰა ჰა ლანა ღოღობერიძეს,გატყვერი ნარკოტიკით და ჩეეხუტე მდედრს ან… როგორც გინდა, მორჩა სიყვარული, ოჯახი, სამშობლო, სულიერი ცხოვრების, კულტურის უპრიმიტიულესი ფორმაც. აღარაა პოლიტიკური ჯანყის წყარო და მიზეზი.

1958. წლის. თავის ნარკვევში ოლდოს. ჰაქსლი დაუბრუნდა გენეტიკური მანიპულაციის თემას და. თქვა. რომ ბავშვების  სინჯარებში გამოყვანა. აღარაა შეუძლებელი რამ.

ძლივს. გავიდა. 20 წელი და გაჩნდა მსოფლიოში სინჯარაში გამოყვანილი პირველი ინდივიდი Louise Joy Brown.

რა თქმა უნდა ჯერ შორს იყო საშოს სრული გაუქმება. და მმართველი სუპერკლასის მიერ დადგენილი-გაკონტროლებული პროცესით და პროცედურებით ადამიანთა სელექტიური მოშენება.

მაგრამ ნასწავლ-დიპლომირებული გენეტიკური მანიპულატორები უფრო და უფრო ხშირად სწავლობენ დღეს ჯერ გაუჩენელ ბავშვთა გენეტიკურ მდგომარეობას ავადმყოფთა ან პოტენციურად ავადმყოფთა გაჩენამდე თავიდან მოშორების მიზნით. ასე რომ ოლდოს ჰაქსლის მიერ ნაწინასწარმეტყველები მომავალი ახლოვდება.

https://www.lapresse.ca/vivre/famille/201111/24/01-4471072-quand-les-bebes-naitront-dune-machine.php
​მოდის, მოდის ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი მომავალი, ნაწილ-ნაწილ ხორციელდება
Silvia Galipeau, მალე ბავშვებს გააჩენს მანქანა, 2011 წლის 24ნოემბერი
5,10 თუ ოც წელში ხელოვნური საშო შეიძლება იქცეს სინამდვილედ. დროა დავფიქრდეთ იმაზე თუ რაა ამაში კარგი და რაა ცუდი.

qარა, ბავშვები არ ჩნდებიან კომბოსტოში, მაგრამ მალე. ბავშვები შეიძლება გააჩინოს მანქანამ. ფანტასტიკა? სულაც არა. უკვე. 50 წელზე მეტია რაც მკვლევარები მთელ დედამიწაზე მუშაობენ ხელოვნური საშოს გასაკეთებლად. მასში ქალის. სხეულთან კონტაქტის გარეშე უნდა მომწიფდეს ადამიანის ჩანასახი. 5,10 თუ 20 წელში ეს ფუტურისტული სცენარი შეიძლება გადაიქცეს სინამდვილედ. დასაფიქრებელი და. დამაფიქრებელი ამბავია, გვაფრთხილებს წინა კვირაში გამოქვეყნებულ ნარკვევში ერთი კვებეკელი სოციოლოგი.

სინამდვილეში „ ხელოვნური ბავშვები „ ბევრად უფრო ახლოს არიან ჩვენთან ვიდრე ვფიქრობთ. ამას ამბობს. Sylvie Martin, ავტორი ნაშრომისა Désenchantement du monde // მსოფლიოს. გაუსულოება //.
„. როდესაც. თვალს შევავლებთ ბავშვების. გაჩენის. უკვე არსებულ. ტექნიკებს. დავინახავთ რომ ფეხმძიმობის დასაწყისი უკვე გამეორებულია ტექნიკურად. ნეონატალოგიის. და. ინკუბატორების მეშვეობით ჩვენ ასევე შეგვიძლია ფეხმძიმობის დასასრულის გამეორება.
და ფეხმძიმობის დასაწყისს და. დასასრულს. შორის არსებული დრო შეიძლება უფრო და უფრო შემცირდეს. „
ისმის კითხვა. ხომ არ. შეძლება. არსებობა საერთოდ ფეხმძიმობის გარეშე.
ხელოვნურ. საშოს აქვს ორმაგი მიზანი: ერთის მხრივ ბოლო უნდა მოეღოს უნაყოფობას, მაგრამ აგრეთვე. უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას ჩანასახის განვითარებისთვის.
„. სამკურნალო, თერაპიულ ლოღიკას არა აქვს. საზღვარი „, ამბობს ავტორი.
ზოგი რადიკალი ფემინისტის აზრით მეტი, ეს ქალებს გაანთავისუფლებს ფეხმძიმობის ტვირთისგან და ბოლოს და ბოლოს იქნება ქალების და მამაკაცების ფაქტიური თანასწორობა.

ხელოვნურ საშო-საშვილოსნოზე მუშაობა მკვლევარებმა დაიწყეს 1950-ანი წლებიდან.
უკვე შეიძლება. ლაბორატორიულ სინჯარაში განაყოფიერება.
არიან ღატაკი და ბეჩავი მზიდავი დედები რომლებიც აქირავებენ თავის მუცელს. გადაუხდი ფულს და გააჩენენ შენ შვილს. \
დიპლომირებულ-ნასწავლი გენეტიკური მანიპულატორები ფოკუსებს აკეთებენ ქალის სხეულით.
დღეს. ქალმა შეიძლება გააჩინოს თავისი ძმისშვილი ან დისშვილი //ovules- კვერცხუჯრედების მიცემით// ბებიამ შეიძლება გააჩინოს თავისი შვილიშვილი. ბავშვს შეიძლება ჰყავდეს 5 სხვადასხვა მშობელი // თუ კი აღმზრდელი მშობლები გამოიყენებენ სხვის სპერმას , სხვის კვერცხუჯრედებს და მზიდავ დედას//.
მოკლედ გენეტიკური დედა სულაც აღარაა საჭირო.
ectogenèse, ჩასახვა ქალის სხეულის გარეთ უკვე არსებობს, ასკვნის სოციოლოგი, მაგრამ ამას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას.
სოციოლოგის. თანახმად. „ ხელოვნური საშო-საშვილოსნო „ „ იქნება შვილის გაჩენაზე მეცნიერულ-ტექნოლოგიური კონტროლის აპოთეოზი „ . ეს. დამაფიქრებელია იმიტომ რომ ამას ექნება დიდი სოციალური, ანტროპოლოგიური, პოლიტიკური შედეგები, საით
წავალთ?„
სხვა. პრობლემებთან ერთად სოციოლოგი ხაზს უსვამს შემდეგ კითხვებს :
ვისთვის. იქნება ხელმისაწვდომი ასეთი ხელოვნური საშო-საშვილოსნო, რა ბედი ელის. უმრავლესობისაგან განსხვავებით გაჩენილ ინდივიდთა თაობას, სადამდე. მივლენ ჩანასახის ხარისხის გაკონტროლებისას და. ბოლოს. რა. მომავალი ელის ამ ბავშვებს რომელთა არსებობის პარამეტრები ასე იქნება გაკონტროლებული?
დიახ, ხელოვნური საშო-საშვილოსნო სავსეა დაპირებებით, ასკვნის Sylvie Martin, მაგრამ განა არ შეიძლება რამის უარყოფა იმიტომ რომ კამფეტებს დაგვპირდნენ?
წიგნი „ მსოფლიოს გაუსულოება, ხელოვნური საშო-საშვილოსნო და დედის. სხეულის წაშლა, Le désenfantement du monde, utérus artificiel et effacement du corps maternel, Sylvie Martin, Liber, 207 p.

დღეს. ცხადია. რომ ოლდოს. ჰაქსლი ბევრ რამეში ნათელმხილველი იყო.
დღეს სკოლებში ბავშვების ბუნებრივი ფორიაქის დასამშვიდებლად ბავშვებს აძლევენ Ritaline-ს ნაირ წამლებს. დღევანდელ საგიჟეთში ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ დამამშვიდებელ-გამაყუჩებლების გარეშე არსებობა.
ამასობაში. გინდა აკრძალე და გინდა არა, მეტ-ნაკლებად თავისუფლად იშოვება აკრძალული ნაროტიკებიც.
ეს ანგრევს. საზოგადოებათა სოციალურ ერთიანობას და პოლიტიკურ სოლიდარობას.
მაგრამ ხშირად ავიწყდებათ რომ ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი „ტკბილი„ ტოტალიტარიზმი არ მოიცავს მთელ მსოფლიოს.
„ ტკბილი „ ტოტალიტარიზმის ზონის პარალელურად არის იძულების, დაძალების ზონა.
ცარიელი ჰედონიზმის მიწებს გარეთ ელექტრული. ღობეებით შემოვლებულ ტერიატორიაზე არსებულ „ რეზერვაციებში „ დამწყდეული არიან ღარიბები და გაჭირვებული ადგილობრივი მკვიდრები.
იქ დარჩა ქორწინება, ოჯახი, ისეთი „ საშინელი ცრურწმენები „ როგორიცაა ქრისტიანობა და წინაპრების კულტი.ჰოი საშინელებავ, იქ ძველ წიგნებსაც კითხულობენ.
ტურისტული გზამკვლევი ამბობს რომ იქაა ინფექციური დაავადებები, მღვდლები და შხამიანი ხვლიკები.
მიუხედავად ამისა ეს ველურები კარგად არიან მოთვინიერებულნი იმიტომ რომ ისინი აწამეს და აშიმშილეს.
და. ამ რეზერვაციებიდან ვერ გაიქცევი. იქ დაბადებული იქ უნდა მოკვდეს.
გვამებს ემატება. გვამები იმათი ვინც გაბედა და სცადა ელექტრონული ღობეების გადალახვა.
დღევანდელი. ჰედონისტური საოცრებების ქვეყნების ირგვლივაც არის ლიბიის, ერაყის, სირიის, ავღანეთის და ა.შ. ნანგრევები და. გვამები. გაბოროტებულ და გადარეულ ჯიჰადისტებად ქცეული იქაურები კი უკვე გვამებით ავსებენ ინდივიდუალისტურ ჰედონისტური მატერიალიზმის სამყაროს მიწებს.
მოკლედ შრომით, სექსით და ნარკოტიკით თავდავიწყების„ ტკბილი „ ტოტალიტარიზმი ვერ შველის კაცობრიობას, მაგრამ ექსპერიმენტი გრძელდება.

გამოქვეყნდა RT-ზე სათაურით  Brave New World Revisited Again

დამოუკიდებელი პოლიტიკური ანალიტიკოსი Dan Glazebrook  წერს შემდეგი რამეებისთვის RT, Counterpunch, Z magazine, The Morning Star, The Guardian, The New Statesman, The Independent და Middle East Eye…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s