ძერჟინსკიდან ბჟეზინსკამდე

ძერჟინსკის. უნდოდა. ბოლშევიზმის პლანეტარული ჰეგემონია, ბჟეზინსკის უნდოდა აშშ-ს პლანეტარული ჰეგემონია, დავაკვირდეთ.
https://www.lepoint.fr/monde/brzezinski-l-heritage-d-un-geopolitologue-majeur-14-06-2017-2135145_24.php

​ფრანგული ჟურნალი le Point, 14.06.2017, Jean-Loup Bonnamy, ბჟეზინსკი, დიდი. გეოპოლიტიკოსის მემკვიდრეობა
Brzeziński, l’héritage d’un géopolitologue majeur.

ჯიმი. კარტერის. ყოფილი მრჩეველი. გარდაიცვალა. მაისის ბოლოს რა. დარჩა. ნააზრევიდან კაცისა. რომელმაც შეძრა. მსოფლიოს. წონასწორობები?

2017. წლის. 26. მაისს გარდაიცვალა ამერიკული ძალის  ერთ-ერთი უდიდესი. სტრატეგოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი.

1928. წელს. პოლონეთში არისტოკრატიულ და კათოლიკურ ოჯახში დაბადებული ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომლის მამაც. დიპლომატი იყო, საბჭოთა. შემოსევის შემდეგ გადავიდა აშშ-ში. დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებული და ჰარვარდის. უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა. პროფესორი. ზბიგნევ ბჟეზინსკი იყო პრეზიდენტი. კარტერის. მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში // 1977-1981 //.

უნდა. გავიგოთ კონტექსტი. რომელშიც დაიწყო მოღვაწეობა ბჟეზინსკიმ. 1969-1977. წლებში რესპუბლიკელებმა ნიქსონმა და. ფორდმა // რომელთა მრჩეველის იყო კისინჯერი// უარი თქვეს მორალურ მიდგომაზე დიპლომატიაში.

კისინჯერი. უარს ამბობდა. საბჭოთა დისიდენტებისთვის დახმარების გაწევაზე რათა არ გაერთულებინა აშშ-ს ურთიერთობები მოსკოვთან. მაგრამ Watergate-ს სკანდალის შედეგად. ამერიკულმა. საზოგადოებრივმა აზრმა უარყო ნიქსონის. იმორალიზმი როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში.

1977. წელს. ხელისუფლებაში მოვიდა. სამაგალითოდ პატიოსანი და ბაპტისტი დემოკრატი ჯიმი კარტერი რომელმაც მრჩევლად. დანიშნა ადამიანის უფლებათა დამცველი ბჟეზინსკი.

ამერიკული. პოლიტიკის. რემორალიზაციის. სიმბოლო ბჟეზინსკი ეფუძნებოდა. ორ. დიდ. პრინციპს : მოსკოვისადმი. მტრობას. და. ადამიანის უფლებათა დაცვას.

ევრაზიის. სტრატეგიული წონა

ზბიგნევ ბჟეზინსკი. ასევე იყო ამერიკის. ინტელექტუალური ცხოვრების. დიდი ფიგურა.

ცივი. ომის. შემდეგ. გეოპოლიტიკურ. დებატში ბატონობდა 4 დიდი სახელი : Kissinger,Fukuyama, Huntington, Brzejinski.

1997 წელს. გამოქვეყნებულ თავის. ბესტსელერში „ დიდი საჭადრაკო დაფა „ ბჟეზინსკი დაუპირისპირდა კისინჯერის ცივ რეალიზმს. მან ასევე უარყო ფუკუიამას დებულება ისტორიის. დასასრულის შესახებ.

ბჟეზინსკის. აზრით რუსული. საფრთხე ისევ არსებობს. და. ეს. ხელს. უშლის. ისტორიის ყოველგვარ დასასრულს. მან. უარყო ფუკუიამა მაგრამ არ დაეთანხმა ჰანტინგტონს რომელიც საბჭოთა კავშირის სიკვდილის შემდეგ აშშ-სთვის მთავარ საფრთხეებად მიიჩნევს ჩინეთს და ისლამს.

ბჟეზინსკი თვლიდა. რომ საბჭოთა კავშირის სიკვდილის შემდეგაც მთავარი საფრთხე მოდის ისევ მოსკოვიდან.

აშშ-ს პრეზიდენტი კარტერის მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი. აცხადებს რომ დედამიწის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი არის ევრაზია // ევროპა და აზია// სადაც არის. მსოფლიო მოსახლეობის არსებითი ნაწილი, საწარმოო უნარი და. ენერგიის. რესურსები.
ვინც აკონტროლებს ევრაზიას ის აკონტროლებს მსოფლიოს.

არადა აშშ არაა სამწუხაროდ ევრაზიაში. ის მსოფლიოს. უძლიერესი სახელმწიფო იმიტომაა რომ ბატონობს ევრაზიის. ნაწილზე.
მაგრამ თუ კი ამ რეგიონში გამოჩნდება სხვა ძალა აშშ დაკარგავს თავის ჰეგემონიას.

ბჟეზინსკი, მაშ, წერს:

« მთავარია რომ არ გამოჩნდეს ევრაზიაზე. ბატონობის და ასე ამერიკისთვის კონკურენციის. გაწევის უნარის მქონე ძალა.„

Il est impératif qu’aucune puissance eurasienne concurrente capable de dominer l’Eurasie ne puisse émerger et ainsi contester l’Amérique. »

თავისი ბატონობის. განსამტკიცებლად აშშ-მ უნდა შექმნას. ევრაზიის. შორიდან მართვის მთლიანი გეოსტრატეგიული გეგმა.

აშშ-ს. ერთადერთი ნამდვილი მეტოქეა რუსეთი და. აშშ-მ უნდა მიზნად დაისახოს რუსეთის დასუსტება.

საჭიროა. უკრაინის. განთავისუფლება. რუსული გავლენისგან.

„. უკრაინის. გარეშე, წერს. ბჟეზინსკი, რუსეთი აღარ იქნება იმპერია. და ისევ გახდება ქვეყანა. „

ამას. გარდა. ძირი უნდა. გამოეთხაროს რუსეთის გავლენას კავკასიაში და შუა აზიაში.

ბჟეზინსკი არის. აშშ-ს პრეზიდენტის. ის. მრჩეველი რომელმაც აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით. შეაიარაღა ავღანელი მუჯახედები // ეს შეიარაღება გააგრძელა რეიგანმა //.

აშშ-მ, მაშ, ევრაზიას. უნდა. შეხედოს როგორც ჭადრაკის სათამაშო დაფას, აშშ-მ უნდა. დაიკავოს მისი ნაპირები.
დასავლეთი. ნაპირი // დასავლეთი ევროპა // და აღმოსავლეთი ნაპირი // სამხრეთი კორეა// მუდამ უნდა იყოს ამერიკული კონტროლის ქვეშ რათა რუსეთი ალყაში იყოს.

დაბოლოს, ვაშნგტონმა უნდა. დაუთმოს თავის ევროპელ მოკავშირეებს. რათა. ისინი მის მხარეს. დარჩნენ.

ბჟეზინსკიმ დაგმო George W. Bush-ის. ცალმხრივობა-უნილატერალიზმი, გამოაცხადა რომ არის ევროპული კონსტრუქციის. მომხრე და. რომ საფრანგეთს უნდა მიეცეს მოქმედების საშუალება.

ბჟეზინსკის აზრით აშშ-მ საფრანგეთს შეიძლება მისცეს აფრიკის ჟანდარმის როლი.

მესიანური ხედვა

ბჟეზინსკის შეხედულება. აშშ-ს ინტერესებზე მესიანურ-მესიანისტურია და არა ცინიკური.

ზბიგნევ ბჟეზინსკი ფიქრობს რომ აშშ-ს ჰეგემონია კარგი რამეა მთელი კაცობრიობისთვის იმიტომ რომ. აშშ არის მსოფლიოს. ყველაზე მდიდარი და. ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა და მისი ძალა ხელს უწყობს პლანეტარულ სტაბილურობას.

ბჟეზინსკი. ასევე. რჩევებს. აძლევდა ბილ. კლინტონს და მის. სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს //Madeleine Albright// რომელიც მისი მოწაფე იყო.

ბჟეზინსკიმ. მათ ურჩია ბრძოლა სერბებთან. რომლებიც ბალკანეთში რუსეთის პაიკებად ითვლებოდნენ.
ბჟეზინსკი დაუპირისპირდა ომს. ერაყში. ის. ახლო იყო ჯერ კანდიდატ და შემდეგ პრეზიდენტ ობამასთან.

სამაგიეროდ ის დაუპირისპირდა. დონალდ. ტრამპს. როგორც იზოლაციონისტ ქარაფშუტა პრორუს ვინმეს.

 

ბჟეზინსკის აზრს არ. შეუქმნია. სკოლა უნივერსიტეტებში თუმცა შეუერთდა ნეოკონსერვატიზს ადამიანის უფლებათა დაცვის და მოსკოვთან დაპირისპირების სიმტკიცის გამო. მაგრამ ბჟეზინსკის არ მოსწონდა ვაშინგტონის საშუალო აღმოსავლეთის პოლიტიკა. ბჟეზინსკიმ დაგმო იზრაელის პოლიტიკა პალესტინელების მიმართ, დაგმო იზრაელის მომხრე ლობი-ები ამერიკულ დიპლომატიაში.

მიუხედავად ამისა. მისმა. დოქტრინამ დიდი გავლენა მოახდინა ობამას ადმინისტრაციის უკრაინულ პოლიტიკაზე. ბჟეზინსკი მუდამ იყო რუსეთის მიმართ სიმკაცრის და სანქციების მომხრე რუსეთის. მიერ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიის შემდეგ.

თავის. ბოლო. ტვიტში 4 მაისს. ბჟეზინსკიმ დაწერა:
სტაბილურ. მსოფლიო. წესრიგს. სჭირდება აშშ-ს. ჭკვიანური ლიდერობა. მაგრამ ჩვენ უფრო და უფრო გვაკლია. ასეთი ლიდერობა. მაშინ როდესაც მსოფლიო წესრიგის საქმე უკან-უკან მიდის. „
https://blogs.mediapart.fr/michel-j-cuny/blog/031214/lukraine-pivot-de-la-domination-des-usa-sur-le-monde-de-demain
​ამას. კითხულობენ ევროპელები, ვიკითხოთ ჩვენც, იმპერიებს შორის გახირულებმა
უკრაინა, ხვალინდელ მსოფლიოზე აშშ-ს ბატონობის გასაღები

ჯერ. ეს

https://www.editionsladecouverte.fr/catalogue/index-Les___tats_Unis_et_le_reste_du_monde-9782707140692.html

Les États-Unis et le reste du monde – REVUE HÉRODOTE – Éditions La Découverte – editionsladecouverte.fr
D
http://www.editionsladecouverte.fr
ძალიან ბევრ. ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში, ერაყის. ომის. წინ გამოთქმული იქნა მრავალი პროტესტი ამერიკული გეგმების წინააღმდეგ. გამოჩნდა ანტიამერიკანიზმიც : დიდი ექსპლუატატორი ამერიკა, დედამიწის. დიდი დამაბინძურებელი ამერიკა, ჰიპერსახელმწიფო, „ დიდი სატანა „.

მაგრამ რთული ვითარების გასაგებად საჭიროა საპირისპირო თვალსაზრისის გაცნობაც, გაცნობა იმისა. თუ როგორ წარმოუდგენიათ მსოფლიო და თავისი ქვეყნის ძლიერების მიზეზები ამერიკის დღევანდელ ხელმძღვანელებს.

მათ პოლიტიკურ და. გეოპოლიტიკურ იდეებში დიდი ადგილი უკავია რელიგიას:

ისინი. ფიქრობენ რომ აშშ-ს. ბატონობა მსოფლიოზე სრულებით ლეგიტიმურია იმიტომ ომ ამერიკის. ბატონობა. მსოფლიოში თანდათანობით დაამყარა ღმერთმა.

სწორედ ამას. უწოდებენ ისინი ამერიკის. „ გაცხადებულ ხვედრს ( manifest destiny).
ღმერთმა. მათ დააკისრა თავისუფლების, სამართლის. და. პროგრესის ღირებულებების გავრცელება მთელ მსოფლიოში, დაავალა ყველანაირი საშუალებებით მათი გავრცელება და დაცვა ყოველგვარი ტირანიისგან.
მაშ, საჭიროა ამერიკის ძლიერების მიზეზების ახსნა სხვანაირად, გეოპოლიტიკური ცნებებით.

საჭიროა ამ ერის, მისი პატრიოტიზმის და მისი ნაციონალიზმის საფუძვლების გაგება. ამის გაგება. განსაკუთრებით საჭიროა მას შემდეგ რაც ამერიკამ 2001 წლის 11. სექტემბერს გადაიტანა შთამბეჭდავი ტერორისტული თავდასხმა.
ერაყში ამერიკის სამხედრო გამარჯვების შემდეგ. უნდა. დავფიქრდეთ შესაძლებელ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ევროკავშირშიც და არა მარტო არაბულ სამყაროში.
მსოფლიოს ს 2 ნაწილი ამერიკასთან ერთად ყველაზე მეტად არიან ჩართულნი მონდიალიზაციაში. ისინი ამიერიდან შეძრულები და დაბნეულები არიან.
Version papier : 18,30 €

OÙ ACHETER
3 DÉC. 2014 წლის 3 დეკემბერიMICHEL J. CUNY BLOG : LE BLOG DE MICHEL J. CUNY
​შეიძლება. თუ არა. გადაიქცეს. უკრაინა. მსოფლიო მასშტაბის. კონფლიქტის წყაროდ?

​ამ კითხვაზე დამაფიქრებელი პასუხი გასცა აშშ-ს. წარმოშობით პოლონელმა. გეოსტრატეგოსმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. 1997. წელს გამოცემულ წიგნში „ დიდი საჭადრაკო დაფა. ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო „ // ფრანგული გამოცემა
LE GRAND ÉCHIQUIER. L’AMÉRIQUE ET LE RESTE DU MONDE

​საბჭოთა კავშირის აფეთქების შემდეგ აშშ-ს. ირგვლივ დარჩა. მარტო „ ნარჩენების „ მართვა.

და ამ ნარჩენებში ოქროს ზოდის მსგავსად კაშკაშებს. უკრაინა. ის არაა. მარტო, მაგრამ ჩინეთის. საკითხი დროებით განზე უნდა გადავდოთ და მთელი ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის მომავალს.

ბჟეზინსკის. აზრით ვინც იპყრობს ევრაზიას ევროპიდან ჩინეთამდე ის იპყრობს მსოფლიოს.

არადა სწორედ ევრაზიის შუაგულშია უკრაინა.

ბჟეზინსკის. აზრით საბჭოთა კავშირის აფეთქების შედეგად რუსეთისგან დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამ სახელმწიფოს : აზერბაიჯანს, უზბეკეთს და უკრაინას მაგრამ 160-ე. გვერდზე ის აზუსტებს რომ ამ სამს შორის მთავარია უკრაინა.

ბჟეზინსკი 69-ე. გვერდზე. ამბობს. რომ ევრაზიის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური ღერძებია //PIVOTS GÉOPOLITIQUES// უკრაინა, აზერბაიჯანი, კორეა, თურქეთი და ირანი.

გეოპოლიტიკური ღერძი კი არის. ქვეყანა. რომელიც მნიშვნელოვანია არა თავისი ძალით ან მოსახლეობით არამედ თავისი მგრძნობიარე მდებარეობით და პოტენციური სისუსტით, რომელიც. გავლენას ახდენს. გეოსტრატეგიული ძალების ქცევაზე.

გეოპოლიტიკური ღერძი-ქვეყნის ლოკალიზაცია ტველაზე. ხშირად მას აძლევს მთავარ როლს გარკვეულ რეგიონებში შესაღწევად, პირველილანის ძალის მისთვის აუცილებელი რესურსებისგან მოსაწყვეტად

გეოპოლიტიკური ღერძი შეიძლება იყოს პირველი მნიშვნელობის მქონე ქვეყნის ან რეგიონის მცველი ფარიც // გვ. 68-69//.

ტერიტორიით მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ღრძებზე მაღლა. არიან გეოპოლიტიკური სუბიექტები // ბჟეზინსკის. თქმით საფრანგეთი, გერმანია რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი. შეუდარებელი აშშ კატეგორიებში ვერ ეტევა //.

ბჟეზინსკის. თქმით სსრკ-ს აფეთქებას მოყვა უმნიშვნელოვანესი რამ :

„ უკრაინის. დამოუკიდებლობამ შეცვალა რუსეთის სახელმწიფოს ბუნება.

მარტო დამოუკიდებლობის. გამო ევრაზიული საჭადრაკო დაფის ეს ახალი უჯრა-უკრაინა გადაიქცა. გეოპოლიტიკურ ღერძად.

უკრაინის გარეშე დარჩენილი რუსეთი აღარაა იმპერია ევრაზიაში. „ // გვ. 74 //

ბჟეზინსკი ამბობს. რომ უკრაინის. გარეშე დარჩენილმა რუსეთმა. რომც სცადოს თავისი იმპერიული სტატუსის აღდგენა სიმიმის. ცენტრი გადაადგილებული იქნება და არსით აზიური ეს იმპერია. სუსტი იქნება, ჩაეფლობა კონფლიქტებში შუა. აზიის. თავის აღგზნებულ ვასალებთან რომლებიც ბრძოლის გარეშე არ დათმობენ თავის ეხლახანს მოპოვებულ დამოუკიდებლობას. აჯანყებულ შუა აზიელებს დაეხმარებიან მათი სამხრეთელი მაჰმადიანი მოკავშირეები მაშინ როდესაც შუა. აზიის. ახალი სახელმწიფოებით დაინტერესებული ჩინეთი უეჭველად. ხელს შეუშლის რუსეთის ძლიერების აღდგენას
// გვ. 74-75 //.

„ მოსკოვისთვის, პირიქით, 52 მილიონი ადამიანით დასახლებულ,მრავალი რესურსის და შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე უკრაინაზე კონტროლის აღდგენა ნიშნავს ევროპასა და აზიაზე გადაშლილი ძლიერი იმპერიული სახელმწიფოს აღდგენას. „ // გვ. 75 //.

უკრაინა, მაშ, არის ევრაზიის. „ გასაღბი „… და. ვის. უნდა. დაეკისროს მისი დაპყრობა?

ბჟეზინსკის ამაზეც აქვს გამზადებული პასუხი :

” კავშირი საფრანგეთთან უკრაინას მისცემს გადამწყვეტი რეგიონალური როლის შესრულების საშუალებას. გერმანია შეძლებს თავშეკავების დავიწყებას და ინტერესების საკუთარ სფეროში მოქმედებას.” // გვ. 100 //

კიდევ. ერთხელ შვხედოთ. ამ ევრაზიას // ევროპაპრუსეთი-ჩინეთი // და წვეტს რომელიც დასავლეთიდან // საფრანგეთი-გერმანია-პოლონეთი-უკრაინა // უმიზნებს. რუსეთს შიგ გულში.

აი აქ ჩნდება დიდი იდეალური ომი რომელიც ხვალინდელ გერმანიას. ისევ გაუჩენს თავის მიდმივ ოცნებას LEBENSRAUM-ზე :
„. ევროპულ რუკაზე ეს მოგრძო არე. ფარავს. დასავლეთით საფრანგეთს, რა თქმა უნდა, ვრცელდება ცენტრალური ევროპის პოსტკომუნისტური სახელმწიფოების იქით რათა მოიცვას ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, ბელორუსია, მივიდეს. რუსეთამდე.

მრავალი ასპექტით. ეს ზონა მოიცავს გერმანული კულტურის გავლენის არეს რომელიც ნაციონალისტურ ხანამდე ცენტრალურ ევროპაში და ბალტიის სანაპიროებზე შექმნეს. გერმანულენოვანმა ეკონომიკურად და კულტურულად ძლიერმა ურბანულმა და სოფლურმა თემებმა რომლებიც მოსპო მეორე მსოფლიო ომის გარიშხალმა „ // გვ. 100//.

ხელმოწერა Zbigniew Brzezinski – 1997.

 
https://www.algerie-focus.com/2011/05/zbigniew-brzezinski-pourquoi-et-comment-jai-finance-ben-laden-en-afghanistan/

ზბიგნევ ბჟეზინსკი : რატომ და. როგორ. დავაფინანსე. მე. ბენ ლადენი ავღანეთში „

1998. წლის. 15 იანვარს კარტერის. დროს აშშ-ს. საგარეო პოლიტიკის. ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ინტერვიუ. მისცა. დიდ ფრანგულ ჟურნალ Le Nouvel Observateur-ს.
სწორედ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დააფინანსა და გამოიყენა ბენ ლადენი აგრარული რეფორმის გამტარებელი და. ქალების განმანთავისუფლებელი პროგრესისტული რეჟიმის დასამხობად.
ბჟეზინსკი აქ. აღიარებს ამას, მეტიც, ამაყობს ამით.
აშშ-ს. დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ შეიტყუა საბჭოთა კავშირი ავღანეთში.

Le Nouvel Observateur. — აშშ-ს დაზვერვის. ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი

Robert Gates თავის. მოგონებებში (1) ამბობს. რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურებმა ავღანელი მუჯახედებისთვის. დახმარების. გაწევა. დაიწყეს 6 თვით ადრე საბჭოთა ინტერვენციამდე. იმ დროს თქვენ იყავით პრეზიდენტი კარტერის მრჩეველი ანუ თქვენ შეასრულეთ გადამწყვეტი როლი ამ საქმეში. თქვენ ადასტურებთ ამას?

Advertisement
Zbigniew Brzezinski (2). — დიახ. ოფიციალური ისტორიის თანახმად აშშ-ს. დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ მოჯახედებისთვის ფარული დახმარების. გაწევა. დაიწყო 1980-ან წლებში ანუ მას შემდეგ რაც საბჭოთა არმია. შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს.

მაგრამ სინამდვილე, რომელიც აქამდე დამალული იყო, სულ სხვაა:

კარტერმა ქაბულის პროსაბჭოთა რეჟიმის ოპოზიციონერებისთვის ფარული დახმარების გაწევის პირველ დირექტივას ხელი მოაწერა. 1979 წლის 3 ივლისს. ამ დღეს მე მივწერე პრეზიდენტს შენიშვნა რომელშიც. ვხსნიდი რომ ეს დახმარება ჩემი აზრით გამოიწვევდა საბჭოთა სამხედრო ინტერვენციას.

N. O. — ამ საფრთხის. მიუხედავად თქვან იყავით ამ “covert action” -ის // იატაკქვეშა ოპერაციის // მომხრე. მაგრამ იქნებ თქვენ გინდოდათ კიდეც საბჭოთა კავშირის ომში ჩაბმა და ცდილობდით მის პროვოცირებას ?

Z. Brzezinski. — ეს. არაა. ზუსტად. ასე. ჩვენ არ. გვიბიძგია რუსებისთვის ჩარევისკენ, მაგრამ ჩვენ შეგნებულად და გააზრებულად გავზარდეთ მათი სამხედრო ჩარევის ალბათობა.

N. O. — როდესაც. საბჭოელებმა. გაამართლეს. მათი ინტერვენცია იმის თქმით რომ მათ უნდოდათ ბრძოლა აშშ-ს. ფარულ ჩარევასთან ავღანეთში მათ არავინ დაუჯერა, მაგრამ არსით ეს სიმართლე იყო…. თქვენ დღეს არაფერზე ნანობთ ?

Z. Brzezinski. — და. რა. უნდა. ვინანო ? ეს. საიდუმლო ოპერაცია იყო დიდებული იდეა რომელმაც რუსები შეიტყუა ავღანურ ხაფანგში და თქვენ გინდათ რომ მე ვინანო ?

იმ დღეს როდესაც საბჭოელებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი მე პრეზიდენტ კარტერს მივწერე არსით შემდეგი რამ :

“ ჩვენ ეხლა. გვაქვს საბჭოთა კავშირისთვის. მისი ვიეტნამის ომის გამართვის შესაძლებლობა . „

საბჭოთა კავშირი თითქმის 10 წელი იძულებით აწარმოებდა რეჟიმისთვის აუტანელ ომს რომელმაც გამოიწვია საბჭოთა იმპერიის. დემორალიზაცია. და. დაშლა.

N.O. – თქვენ არც იმაზე ნანობთ რომ ხელი გაუმართეთ ისლამისტურ ინტეგრიზმს, რომ იარაღი და რჩევები მიეცით მომავალ ტერორისტებს?

Z. Brzezinski. — და. რა. არის. უფრო მნიშვნელოვანი მსოფლიოს ისტორიისთვის ?

თალიბები თუ საბჭოთა იმპერიის დამხობა ? რამოდენიმე. გაღიზიანებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომის დასასრული?

N. O. — „. რამოდენიმე გაღიზიანებული„? მაგრამ ამბობენ და იმეორებენ რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი არის მსოფლიო საფრთხე.

Z. Brzezinski. — ეს. სისულეებია ! საჭიროა. გლობალური პოლიტიკა ისლამიზმის მიმართ.

სისულელეა : არაა გლობალური ისლამიზმი. შევხედოთ ისლამს რაციონალურად და არა დემაგოგიურად ან ემოციურად.

ესაა. მსოფლიოს პირველი რელიგია 1,5 მილიარდი მორწმუნით.

მაგრამ რა. საერთო აქვთ ფუნდამენტალისტურ საუდის არაბეთს, ზომიერ მაროკოს, მილიტარისტულ პაკისტანს, პრო-დასავლურ ეგვიპტეს თუ სკულარიზებულ შუა აზიას?

არაფერი იმაზე მეტი რაც აერთიანებს საქრისტიანოს ქვეყნებს…

ზბიგნევ ბჟეზინსკის ესაუბრა Vincent Jauvert
(1) From the Shadows, par Robert Gates, Simon and Schuster. (2) Zbigniew Brzezinski vient de publier Le Grand Echiquier, Bayard Editions.

და. რამდენი ქართველი ჩაიღუპა ზბიგნევ ბჟეზინსკის გამო ავღანეთში.

ეხლა ასობით ათასი გადარეული,ღატაკი და ბეჩავი ავღანელიც შეესია ევროპას. ევროპის ქვეყნებში მაფიები პროსტიტუციაში ითრევენ ღატაკ, უსახსრო, უსახლკარო ავღანელ ბიჭებს.

მადლობ დიდო ზბიგ, კაცბრიობა არ დაივიწყებს შენს ამაგს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s