ჩვენი კარგი ბჟეზინსკი

http://www.voltairenet.org/article15298.html

La stratégie anti-russe de Zbigniew Brzezinski, par Arthur Lepic
Zbigniew Brezinski, ancien conseiller du Président Carter, incarne la continuité de la politique étrangère états-unienne, qui n’est ni Démocrate ni Républicaine.
http://www.voltairenet.org

Arthur Lepic

პრეზიდენტი კარტერის ყოფილი მრჩეველი Zbigniew Brezinski განასახიერებს აშშ-საგარეო პოლიტიკას. ეს პოლიტიკა. არც. დემოკრატებისაა. და. არც. რესპუბლიკელების. ის აღფრთოვანებულია ჰენრი კისინჯერით და. პატივს. მიაგებს „ მოძღვრის „ დიპლომატიის ორ მთავარ კონცეფციას, მეტერნიხის მიერ თეორიზებულ ძალთა წონასწორობას და ჯორჯ კენნანის. მიერ შემუშავებულ
„ შეკავების „ // « containment »// დოქტრინას.

ბჟეზინსკი. ქადაგებს რუსეთის ალყაში მოქცევას მისი სასაზღვრო-მოსაზღვრე რეგიონების დესტაბილიზაციის. საშუალებით.

ამ პოლიტიკას განსაკუთრებით. უგდებენ ყურს John Kerry-ს გუნდში. ჯონ კერიმ საგარეო პოლიტიკის. საკითხებში მრჩევლად. დანიშნა. ზბიგნევ ბჟეზინსკის შვილი Mark Brzezinski.

RÉSEAU VOLTAIRE | PARIS (FRANCE) | 22 OCTOBRE 2004 წლის 22 ოქტომბერი

2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს George W. Bush-ის სიტყვის მსმენელს შეიძლებოდა ეფიქრა რომ ის Wolfowitz-ის. დოქტრინის შესაბამისად მტკიცე, მეტიც, აგრესიულ დამოუკიდებლობას. გამოიჩენდა ვლადიმირ პუტინის რუსეთის მიმართ //ვოლფოვიცის აზრით არ. უნდა იქნეს დაშვებული დედამიწაზე აშშ-ს კონკურენტი სახელმწიფოს გამოჩენა //.

ამის. მაგივრად 2001. წლის. 11 სექტემბრის ამბების გამო საგარეო პოლიტიკა შეიცვალა.

მრავალმა. კომენტატორმა. დაასკვნა. რომ პუტინი და ბუში შეთანხმდნენ იმაზე რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ. გააკრიტიკებდა კრემლის სამხედრო ოპერაციებს ჩეჩნეთში და. პუტინი ყურადღებას არ მიაქცევდა აშშ-ს მოქმედებას საშუალო აღმოსავლეთში.

ამას. გარდა. უნდა. ითქვას რომ რესპუბლიკური ადმინისტრაციები მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საშუალო აღმოსავლეთს მაშინ როდესაც დემოკრატთა ტრადიცია საგარეო პოლიტიკის სფეროში უფრო კონცენტრირებულია ევრაზიაზე.

საბჭოთა კავშირის და შემდეგ საბჭოთა გავლენისგან განთავისუფლებული ქვეყნების მიმართ სტრატეგიის შესამუშავებლად დემოკრატთა ბანაკი ჯიმი კარტერის მანდატიდან დაეყრდნო ბრწყინვალე მაგრამ რუსეთის მოძულე ზბიგნევ ბჟეზინსკის.

დიდი ბჟეზინსკის დოქტრინა კი. გაიზიარეს არა მარტო დემოკრატებმა.
ზბიგნევ ბჟეზინსკის დოქტრინის თანახმად კი ამერიკული იმპერიის გადარჩენის და კეთილდღეობის. ერთადერთი გარანტია და საშუალებაა ევრაზიის დაპყრობა.

1928. წელს. პოლონელი დიპლომატის ოჯახში დაბადებული ზბიგნევ ბჟეზინსკი 10 წლის იყო როდესაც მამასთან ერთად გადასახლდა კანადაში. მონრეალის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მან დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდში.
1953. წელს. ზბიგნევ ბჟეზინსკი გახდა აშშ-ს მოქალაქე.
ცოტა. ხნის შემდეგ ის დაქორწინდა ჩეხოსლოვაკიის. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ ბენეშის ქალიშვილზე.

1966-1968 წლებში ბჟეზინსკი იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმარების საბჭოს წევრი. მაშინ მან შექმნა ცივი ომის ფარგლებში საბჭოთა კავშირთან „მშვიდობიანი დაპირისპირების „ სტრატეგია.
1966 წლის ოქტომბერში მან დაარწმუნა პრეზიდენტი ჯონსონი იმაში რომ საჭიროა გერმანიის გაერთიანებაზე უფრო წინ განმუხტვის დაყენება.
1968 წლის. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბჟეზინსკი ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს დემოკრატი კანდიდატი Hubert H. Humphrey-ს საგარეო საქმეთა პროგრამაზე. გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა.

სამმხრივი კომისიის, la Commission Trilatérale-ს სათავესთან

1970-ანი წლების დასაწყისში ბჟეზინსკიმ გამოაცხადა რომ მსოფლიო ხელისუფლების სცენაზე გამოჩნდნენ ახალი მოქმედი პირები, ევროპა და იაპონია რომელთა ეკონომიკაც სწრაფად აღდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1970 წლის Foreign Affairs-ის ნომერში მან გადმოსცა ამ „ ახალი მსოფლიო წესრიგის „ თავისი ხედვა :

« აუცილებელია ახალი უფრო გაბედული მიდგომა- უნდა შეიქმნას განვითარებული ერების თანამეგობრობა რომელიც შეძლებს კაცობრიობის წინაშე მდგარი დიდი პრობლემების გადაჭრას.
ამ თანამეგობრობაში აშშ-ს და დასავლეთ ევროპის გარდა უნდა ჩაირთოს იაპონიაც.
კარგი დასაწყისი იქნება მთავრობათა ხელმძღვანელების და უფრო მეორადი ფიგურების რეგულარული შეხვედრები. „

იმავე წელს მან გამოთქვა ეს წინადადებები წიგნში „ ორ ხანას. შორის.
// ფრანგულად Entre deux âges [1], სადაც მან თქვა რომ ძალათა გაწონასწორების ხანამ ადგილი დაუთმო ხანას როდესაც მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი დაეფუძნება იაპონიის, ევროპის და აშშ-ს სამმხრივ ეკონომიკურ კავშირს.

წარმოების ფორმებში მომხდარმა რევოლუციამ მძიმე ინდუსტრიის ელექტრონიკაზე გადასვლასთან ერთად უნდა შეძრას პოლიტიკური სისტემები და განაახლოს მმართველი ელიტები.
ბჟეზინსკის იდეებით აღფრთოვანებულმა David Rockefeller-მა დაავალა ბჟეზინსკის სამმხრივი, ტრილატერალური კომისიის შექმნა და ბჟეზინსკი დანიშნა ამ კომისიის ხელმძღვანელად.

1973. ოფიციალურად შექმნილი ეს ასოციაცია აერთიანებს კომერციის, ბანკის, მთავრობების და ჩრდილოეთი ამერიკის, ევროპის და იაპონიის დიდი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფიგურებს.

ნავთობის. პირველი შოკის. დროს. მსოფლიო ფინანსების ბატონების მთავარი საზრუნავი იყო განთავისუფლება განვითარებადი ქვეყნების ვალზე პასუხისმგებლობისგან საერთაშორისო მონეტარული ფონდის როლის გაძლიერებით.

ვიეტნამში დამარცხებული და დასუსტებული აშშ კი უნდა დაეყრდნოს ევრაზიული ბლოკის ორ. განაპირა მხარეს. სადაც მისი გავლენა ძლიერია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამით ის. შეინარჩუნებს და განავრცობს თავის ბატონობას.

ამ მისიამ გარეშე დამკვირვებლის თვალში ბჟეზინსკი მშვიდობიან გვრიტ-მტრედს დაამსგავსა.
განმუხტვის და მულტილატერალიზმის ადვოკატი ბჟეზინსკი ექსტრემისტი მემარჯვენეების აზრით იყო მარქსიზმით შთაგონებული გლობალისტი.

სამმმხრივი-ტრილატერალური კომისიის ჩანაფიქრების განხორციელების საუკეთესო საშუალება იყო კომისიის ერთ-ერთი წევრის აშშ-ს პრეზიდენტად გახდომა.

კარტერი და ორმაგი თამაში

სამმხრივი-ტრილატერალური კომისიის. შექმნიდანვე პასტორი ჯიმი კარტერის ახლობლებს შორის იყო ტანდემი როკფელერ-ბჟეზინსკი.

თანამდებობის მიღებისთანავე კარტერმა პრიორიტეტად განსაზღვრა ორი ბლოკის ბირთვული არსენალის შემცირება.

მაგრამ გულწრფელი თუ არა ეს გეგმები ჩაშალა ევროპაზე დამიზნებული საბჭოთა რაკეტები სს-20-ის კრიზისმა რასაც კარტერმა უპასუხა რაკეტები პერშინგის დაწყობით.
2 ბლოკი ეჭვით უყურებდა ერთმანეთს.

დროთა. მანძილზე. გაირკვა. რომ საბჭოთა ბანაკი არ ცდებოდა როდესაც ფიქრობდა რომ აშშ თამაშობდა ორმაგ თამაშს.
ვიეტნამში სამხედრო დამარცხებამ აშშ-ს უბიძგა თავმდაბლობისკენ სამხედრო და სტრატეგიულ პლანში.
ამასობაში ბჟეზინსკიმ მოიფიქრა მინდობილობით ომის გეგმა რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ჩათრევას პერიფერიულ კონფლიკტში.

1979 წელს. ავღანეთის კომუნისტური რეჟიმის დესტაბილიზაციამ და პირველი ანტიკომუნისტური ჯიხადისტური ჯგუფების შეიარაღებამ როგორც ჩაფიქრებული იყო ბჟეზინსკის მიერ გამოიწვია წითელი არმიის შესვლა ავღანეთში.

ავღანეთის კომუნისტური რეჟიმის დესტაბილიზაციისთვის. და ისლამისტი ჯიხადისტების გაწვრთნა-შეიარაღებისთვის ბჟეზინსკი დაეყრდნო პაკისტანის დაზვერვის ძლიერ სამსახურებს,ISI-ს.

1998 წელს დიდი ფრანგული გამოცემა NOUVEL OBSERVATEUR-ისთის მიცემულ ინტერვიუში თვითონ ბჟეზინსკიმ აღიარა რომ აშშ-მ ბენ ლადენის ანტისაბჭოთა ჯარები შეაიარაღა საბჭოთა რეაქციის პროვოცირების მიზნით.
რუსული საფრთხის დაბრუნება აშშ-ს ჰეგემონიის პირისპირ
1989 წელს ბჟეზინსკიმ დატოვა. კოლუმბიის. უნივერსიტეტი სადაც ის ასწავლიდა 1960 წლიდან რათა მთელი დრო დაეთმო უკრაინის დამოუკიდებელი სტატუსის შემუშავებისთვის.
ამით მას. უნდოდა ხელის შეშლა რუსეთის როგორც ზესახელმწიფოს აღდგენისთვის. პირიქით, მას უნდოდა რუსეთის ჩართვა დასავლეთის სისტემაში და „ გეოპოლიტიკური პლურალიზმი „ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში.
ამას გარდა ბჟეზინსკიმ შეიმუშავა „ გეგმა ევროპისთვის „ რომელიც გულიხმობდა ბალტიის ქვეყნების ნატოში მიღებას.
ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო მრავალი წლის შემდეგ რაც გამოიხატა 2002 წელს ბალტიის 3 ქვეყნის ნატოში მიღებაში.
1990-ან წლებში ბჟეზინსკი ასევე იყო აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო ემისარი მსოფლიოს უდიდესი ნავთობის ინფრასტრუქტურის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის განსახორციელებლად.
ბჟეზინსკის ამით უნდოდა რუსეთის ფეხზე დადგომისთვის ხელის შეშლა.
ამის პარალელურად ბჟეზინსკი 1999 წლიდან თავმჯდომარეობდა ამერიკულ კომიტეტს მშვიდობისთვის ჩეჩნეთში // American Comittee for peace in Chechnya // Freedom House-ში.
მისი მიზანი იყო. რუსეთის მთავრობის. და. მასხადოვის და მისი ხალხის სამშვიდობო მოლაპარაკება.
ბჟეზინსკის. ნამდვილი მიზანი იყო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა მხარდაჭერა რათა რუსეთს რაც შეიძლება მეტ ხანს ეომა პერიფერიულ ომში როგორც ეს იყო ავღანეთში.
ეს. დაასუსტებდა. რუსეთს და დააშორებდა მას კასპიის ზღვის რესურსებიდან მოგების მიღებისგან.
ბჟეზინსკის. დოქტრინის თანახმად. „ ვინც აკონტროლებს ევრაზიას აკონტროლებს მსოფლიოს ყველაზე მოწინავე და ეკონომიკურად ნაყოფიერ ორ რეგიონს „.
ამ დოქტრინის განხორციელება ხდება ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებით.
ამისთვის. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა კლინტონის ადმინისტრაცია.
და. როგორ. მიყიდა ნატოს აუცილებლობის. იდეა ბჟეზინსკიმ ევროპელებს ?
„ ევრაზიის. დასავლეთ ნაპირზე და აფრიკის უშუალო სიახლოვეს მდებარე ევროპულ ერთეულს ყველაზე მეტად ემუქრება უფრო და უფრო ძლიერი გლობალური არეულობა. პოლიტიკურად ერთიანი , სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი და გეოგრაფიულად უფრო იზოლირებული აშშ კი უფრო დაცულია ახალი რუსული საგარეო პოლიტიკით შთაგონებული შოვინისტური იმპერიალიზმის გამოჩენისგან. „, ამას ამბობდა ბჟეზინსკი 2000 წელს ჟურნალში National Interest:
ნატოს ჯარების გაშლა რუსეთის ირგვლივ თავდაცვის საშუალებაა. რუსეთს უნდა იმპერიის აღდგენა და ტოტალიტარიზმის დაბრუნება.
ბჟეზინსკი. მუშაობდა BP-Amoco-ს და Freedom House-ს. კონსულტანტად. და. მას აზერბაიჯანში ევალებოდა ჰეიდარ ალიევის რეპუტაციის. შეკეთება და გალამაზება.
ამისთვის ის აქებდა და ადიდებდა ამ დიქტატორს აშშ-ს პრესაში.
ანგლო-საქსთა ხრიდან ალიევის დიქტატურის მხარდაჭრის გასამართლებლად ბჟეზინსკი ამბობდა რომ 70-წლიანი მმართველობის შემდეგ ესოდენ მოკლე ხანში აზერბაიჯანი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები ვერ მიიღებენ დემოკრატიას.
ამის შედეგიისაა რომ ალიევის. რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიები გაძლიერდა, გაცრუვდა მოლოდინი კასპიის ზვის სიმდიდრეთა თაობაზე მაგრამ „ არათავისუფალი „ ქვეყნის სტატუსის მქონე აზერბაიჯანს მისცეს „ ნაწილობრივად თავისუფალი „ ქვეყნის სტატუსი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ბჟეზინსკის მოწაფე მადლენ ოლბრაიტმა 1999 წელს დიქტატორი ალიევი მიიწვია აშშ-ში ნატოს იუბილეზე.

ბჟეზინსი იყო ჩეჩნეთში მშვიდობის აშშ-ს კომიტეტის თავმჯდომარეც.

ამ კომიტეტმა 2002 წელს ლიხტენშტეინში ჩაატარა ჩეჩნური მოძრაობის მთავარ ლიდერთა შეხვედრა.

მანამდე 2 თვით ადრე ბასაევი და მასხადოვი შეთანხმდნენ იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ სარდლობაზე.

ლიხტენშტეინში შეკრებილებმა დაასკვნეს რომ ჩეჩნეთი ვეღარ იქნება ჩართული რუსეთში, რომ აუცილებელი იყო ფართო ავტონომია და რომ აუცილებელი იყო მოლაპარაკებები მასხადოვთან.

პატივცემული ბასაევის მიერ ბესლანში მძევლის აყვანა ჩეჩნეთის. დამოუკიდებლობის მომთხოვნი მოძრაობის. ისტორიაა თუ ბჟეზინსკისთვის სასურველი პერიფერიული კონფლიქტის და რეგიონის უფრო და უფრო ძლიერი ბალკანიზაციის ეპიზოდი?
შეიძლება კითხვების დასმა.

ამ წერილის ავტორი Arthur Lepic არის. მთარგმნელი და ჟურნალისტი, სპეციალიზებულია ენერგეტიკული სტრატეგიების და რესურსებისთვის ომების კვლევაში…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s