პრობლემები, ტრაღედიები…

http://la.revue.item.free.fr/dyssoci%E9t%E9_mai68.htm

Nationalité : France
იყო : 5/04/1929 წლის 5 მარტს. დაბადებული ალჟირელი ფრანგი Georges Busson,გეოლოგი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე მუშაობდა. ჩრდილოეთ აფრიკაში და საჰარაში, ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზე და ევროპის მრავალ ქვეყანაში. იყო დიდი მეცნიერული დაწესებულების პროფესორი. მისი ნაშრომები დაჯილდოებული იქნა საფრანგეთის მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრის ვერცხლის მედლით. ის იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ალჟირელმა. ფრანგებმა ქვეყანას მისცეს მაზოს მსგავსი დიდი მხატვრები, მწერალი ალბერ კამიუ, ეხლა გავიცნოთ ალჟირელი. ფრანგი Georges Busson რომელიც წერდა Georges Dillinger-ის ფსევდონიმით.
ჩვენი არასაზოგადოება- dyssociété არის 1968 წლის მაისის ასული

1968 წლის მაისის ნამდვილი მიზანი

1968 წლის მაის-ივნისის დღეები იყო უკვე დიდი ხნის მანძილზე არსებული მოძრაობის შთამბეჭდავი და სიმბოლური გამოვლინება..

ამ რევოლუციურ დღეებს არ ჰქონდა უშუალო პოლიტიკური მიზანი.
ისინი ეწერებოდა მორაობაში რომლის არსიცაა ზნე-ჩვეულებების რევოლუციური გარდაქმნა, სულიერი და ქცევის ანარქია. რომელიც ანგრევს ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს და სპობს მისი იმუნური დაცვის მექანიზმებს.
35 წლის შემდეგ ჩვენი საზოგადოება დანგრეულია, ის არის არასაზოგადოება,dyssociété
მსრსელ დე კორტეს //Marcel De Corte // მნიშვნელობით

მარსელ დე კორტე // 1905-1994 // ბელგიელი ფილოსოფოსი, კათოლიკე, ნეოთომისტი და მორასის მიმდევარი.

კათოლიკე, თომისტი მარსელ დე კორტე წარმოადგენს. მიმდინარეობას რომელიც უარყოფს საფრანგეთის. რევოლუციიდან გაჩენილ და „ თანამედროვედ „ წოდებულ საზოგადოებამდე მიმყვან სოციალურ გარდაქმნებს.

ეგალიტარიზმი, ურბანიზაცია, მონდიალიზაცია, ან კიდევ მარქსიზმი მისთვის არის ადამიანის მორალური და სოციალური რღვევა-დაცემის გამოვლინებები.
ამ მოძრაობას მოსწონს ბუნებასთან ახლო, იერარქიზებული და ლოკალისტური საზოგადოება.

http://anarchrisme.blog.free.fr/index.php?post/2013/10/09/La-guerre-civile-perpétuelle
მუდმივი სამოქალაქო ომი

წარსულის. ყოველგვარი მემკვიდრეობის უარმყოფელი თანამედროვეობა ადგილს უტოვებს მარტო ინდივიდუალიზმს, რელატივიზმს, ნიჰილიზმს რომლებიც ავლენენ თნამედროვე განთავისუფლების საწყის სულისკვეთებას.

თანამედროვე ადამიანების თავისუფლებამ, ნეგატიურმა თავისუფლებამ, მიაღწია თავის აპოგეას- ესაა. ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, მუდმივი სამოქალაქო ომი,.
პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სამართალი, ფილოსოფია, კულტურა, კონფლიქტური პრინციპი ვრცელდება ყველგან და. გვირგვინდება. სახელმწიფოებრივი ნორმალიზაციით:
« მთელი დასავლური საზოგადოება აგრესიულია და მოძალადეა და ამ ძალადობას წარმოადგენენ, იღებენ და აძლიერებენ მანიპულაციის ურიცხვი ინსტრუმენტები ანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები,რეკლამა, გაყიდვის და პროპაგანდის ტექნიკები. „

თანამედროვეობა ვერ ეგუება ოლიტიკურ მეგობრობას, ბუნებრივ საზოგადოებას, საერთო, საყოველთაო კეთილდღეობას.

თანამედროვე. სახელმწიფომ ფესვშივე მოსპო ამ სახელის ღირსი სოციალური კავშირების შექმნის შესაძლებლობა.

თანამედროვე სახელმწიფომ სციალური კავშირების ისევ შექმნა ხელოვნურად მისი ხელისუფლებისთვის აუცილებელი ანომია-უკანონობის შენარჩუნებით.
ფატალიზმი. სულ არაა გარდაუვალი. დღვანდელობა. კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ღირსეული სოციალური ცხოვრების სამართლიან პრინციპებთან დაბრუნებას. დაბრუნება გარდაუვალად მიიღებს დაპირისპირების სახეს. ამის მომასწავებელ ნიშნებს ვხედავთ საბერძნეთში.
Bernard Dumont, Gilles Dumont, Christophe Réveillard (dir.) La guerre civile perpétuelle. Aux origines modernes de la dissociété, Artège, 2012, 280 p., 17

https://livre.fnac.com/a10265494/Jacques-Genereux-La-Dissociete-tome-1-A-la-recherche-du-progres-humain
La Dissociété – tome 1 À la recherche du progrès humain A la recherche du progrès humain Tome 01 – Poche – Jacques Généreux – Achat Livre | fnac
A la recherche du progrès humain Tome 01, La Dissociété – tome 1 À la recherche du progrès humain, Jacques Généreux, Points. Des milliers de livres avec la livraison chez vous en 1 jour ou en magasin avec -5% de réduction .
livre.fnac.com

La dissociété არა- თუ ვერასაზოგადოება არის. ცენტიდანული ძალა რომელიც ადამიანთა. საზოგადოების ოდესღაც ერთმანეთის მიმართ სოლიდარულ კომპონენტებს გადააქცევს ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ერთმანეთთან მებრძოლ ელემენტებად.
ინდივიდუალური-პირველობა-მოწინავეობის სასარგებლოდ სოციალური კავშირების რღვევა. ერის დაქუცმაცება ეთნორელიგიურ თემებად, გეტოიზაცია, მშრომელებისთვის და. რეგიონებისთვის დაძალებული ეკონომიკური ომი, დამარცხებულთა გარიყვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა….აი
რატომ ვუწევთ. წინააღდეგობას საბაზრო საზოგადოების ნეოლიბერალურ იდელოგიას რომელმაც ადამიანთა. ურთიერთობები დაიყვანა. ყველაფრის ყიდვა-გაყიდვაზე თუ ქაოტურად მოძრავი ადამიანი-ელემენტების. დროდადრო შეხლა-შეტაკებაზე ?
იმიტომ რომ ნეოლიბერალური იდეოლოგიის. ფესვებია თანამედროვე კულტურის დამფუძნებელ ანტროპოლოგიურ შეცდომაში რომელმაც მოწამლა პოლიტიკური აზრის მიმდინარეობათა უმეტესობა მე-17 საუკუნიდან დღემდე:
დღეს ფიქრობენ და გვიმტკიცებენ რომ ადამიანი არის მარტო საკუთარი ძალებით და მისი სოციალური კავშირების გარეთ და გარეშე არსეული ინდივიდი. Sciences Po-ს პროფესორი Jacques Généreux , რომელიც ასწავლის ეკონომიკის. ფილოსოფიურ და სოციოსლოგიურ საფუძვლებს ამ პირველი ტომით იწყებს დიდად საინტერესო ტრილოგიას. ისაა მრავალი ნაშრომის ავტორი, არის პოლიტიკური ეკონომიის ფრანგული ასოციაციის წევრი.
დღევანდელი დაფლეთილი არასაზოგადოების სათავეში იყვნენ 1968 წლის პარიზული მაისის იდელოგები და ლიდერები. მათი ღია და დაუფარავი მიზანი გამოხატული იყო მათი მნგრეველი და ხშირად სისხლიანი მანიფესტაციების თანმხლებ ლოზუნგებში.

მათ ერთადერთ ღირებულებად გამოაცხადეს საზოგადოების ყველანარი ფორმის, საზოგადოების ყოველი ნარჩენის საზიანოდ და საზარალოდ არსებული ინდივიდი. მათ ხელის ერთი აქნევით უარყვეს ზრუნვა. საზოგადოებრივ, საერთო კეთილდღეობაზე.
ამ ვითომ ტუტუცი სტუდენტების მიერ. მოწყობილი არეულობის უკან იმალებოდა მთელი ლიბერტარულ-ანარქისტული იდეოლოგია.

ეს იდეოლოგია. ეფუძნებოდა პირველ რიგში თანასწორობის და თავისუფლების უკიდურესობამდე, აბსურდამდე, უკიდურეს მავნებლობამდე მიყვანილ პრინციპებს.

თანასწორობის ძველი კონცეფცია მოითხოვდა ყოველი მოქალაქის თანასწორობას არჩევნებში, ერთნაირ სამართალს ყველასთვის, ყველასთვის ერთნაირ გადასახადებს, ერთნაირ მოვალეობებს ერის და თავდაცვის წინაშე. ის. ასევე. გულისხმობდა. ერთნაირი შანსების მიცემას მთელ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა უძლურებისთვის, სხვადასხვა ნიჭისთვის. თუ. სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისთვის.

მაგრამ დღესაც ძალიან აქტიური 1968 წლის იდეოლოგია ბევრად უფრო შორს მიდის.

ესაა. მაგალითად. ქალის. და. მამაკაცის თანასწორობა-ერთნაირობის მოთხოვნის შემთხვევაში.

1968 წლის იდეოლოგის. ქადაგები უარყოფენ სხვაობას რომელიც არსებობს ქალს და მამაკაცს,მათ სოციალურ როლებს შორის. უარყოფენ იმას რომ ქალს და მამაკაცს აქვთ მათი განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ბიოლოგიური მოწოდებიდან გამომდინარე განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი სოციალური როლები

1968 წლის იდეოლოგიის ქადაგები ამტკიცებენ სიკეთის და ბოროტების, სილამაზის, მშვენიერების და სიმახინჯის თანასწორობას. ისინი არ თვლიან საჭიროდ კანონების, სამოქალაქო თუ მორალური კანონების და მოვალეობების პატივისცემას.

უკიდურესობამდე მიყვანილი თავისუფლებაც არანაკლებ სახიფათო და არანაკლებ მნგრეველია.

1968 წლის პარიზული მაისის ერთ-ერთი მთავარი დევიზი „ აკრძალულია აკრძალვა
//« Il est interdit d’interdire » // არის მცნებების, პატრიოტული, მოქალაქეობრივი, ოჯახური, ინდივიდუალური მოვალეობების, ყველანაირი შეზღუდვის, განსაკუთრებით მორალური შეზღუდვების, ყველანაირი წესების და ყველანაირი წესიერების.
უარყოფა.

ამ 2 უბედურების. კომბინაცია. ანგრევს. ყოველგვარ სოციალურ ორგანიზაციას რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ გარკვეულ ავტორიტეტს, გარკვეულ იერარქიას და მორჩილების მინიმუმს.

1968 წლის. მაისის სულისკვეთება და იდეოლოგია. უარყოფს ოჯახის უფროსის, მასწავლებლის, იერარქიული უფროსის, პატრონის, საზოგადოების და სახელმწიფოს ხელმძღვანელის პატივისცემას, ყოველგვარ უფროს-უმცროსობას. წინა თაობათა და უფრო შორსმხედველთა გამოცდილების ასეთი აბუჩად აგდება მთავრდება სულიერი და ქცევის ანარქიით.

1968 წლის მაისის ვითომ ტუტუცი ახალგაზრდების მიერ მოწყობილმა რევოლუციამ ანათემას გადასცა და მასხრად აიგდო დასავლეთის სულიერი, მორალური, მოქალაქეობრივი, კულტურული ღირებულებები, მოსპო დასავლური ცივილიზაციის ძალა…

1968 წლის მაისის შემდეგ გავიდა 35 წელი და ჩვენი არა-ვერსაზოგადოებაში //dyssociété // გაბატონებული კონცეფცია. არის ადამიანის უფლებათა კონცეფციაში.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციები მიზნად ისახავდნენ ინდივიდთა ღირსების და თავისუფლების დაცვას ამა თუ იმ პოლიტიკური ხელისუფლების უკანონო მოქმედებებისგან.

ადამიანის. უფლებათა დღევანდელი სულისკვეთება მიდის ბევრად უფრო შორს.

ლიბერტარული შთაგონების ეს სულისკვეთება ხელს. უწყობს აჯანყებას ყოველგვარი საზოგადოებრივი და ოჯახური წესიერების, ბავშვის მიმართ მოვალეობების, მოქალაქეობრივი და პატრიოტული წესების და ზნეობის წინააღმდეგ.

ინტელიგენცია ეხლა უთანაგრძნობს მკვლელებს და ყურადღებას არ აქცევს მსხვერპლთა უბედურებას.

ფუნდამენტური სოციალური ერთეულების ნგრევა

პირველ რიგში ანგრევენ ადამიანთა ყოველგვარი საზოგადოების ბაზისურ უჯრედს, ოჯახს.

1968 წლის მაისის ერთ-ერთი ყველაზე ავადმყოფურად აკვიატებულ-აჩემებული თემა და იდეა იყო სექსუალური განთავისუფლება.

მის ბიოლოგიურ,ბუნებრივ ფუნქციას, ბავშვის გაჩენას მოწყვიტეს, გარყვნეს და გადააგვარეს სექსუალური იმპულსი.

მაგრამ არც ბაბილონში, არც ძველ საბერძნეთში, არც ძველ რომში და სტამბულში დიდი გაზეთები არ მოითხოვდნენ პედოფილიის ლეგალიზაციას და არ ამართლებდნენ პედოფილებს. ასე ხდებოდა 1968 წლის მაისის დღეებში და შემდეგ წლებში.

ზიგმუნდ ფროიდმაც კი თქვა რომ ცივილიზაცია იწყება დედ-მამასთან, დაძმასთან და შვილებთან სექსუალური ურთიერთობის აკრძალვით მაგრამ ეს ვერაფრით შეიგნეს 1968 წლის მაისის იდეოლოგიით მოწამლულებმა.

პირველყოფილ საზოგადოებებშიც კი ოჯახი იყო საკრალური რამ. აბა ეხლა ნახეთ!

უბიწოება და მეუღლეთა ერთგულება გათელილი, აბუჩად აგდებული და დავიწყებულია.

1968 წლის მაისის იდეოლოგიამ ადმიანი მხეცზე უფრო დაბლა დასცა.

ცხოველთა ქცევის მკვლევარი ეთოლოგების დასკვნით ერთგულება წესია ჩიტებში და ძუძუმწოვარა პირუტყვებში. ეხლა კი ადამიანები შეხვდებიან, გადაეხვევიან ერთმანეთს და ჰერი, მერე ვინ საით და რამდენჯერ გარბის ვინ იცის. უკანონო ბავშვებით გაივსო ცივილიზებული სამყარო. ცოცხალი მშობლების მიერ მიტოვებული რამდენი ობოლი დაეხეტება ადამიანობის ძიებაში ვინ იცის…

უარესი , სიამოვნება უნდათ და აღარ უნდათ , თუ აღარ შეუძლიათ შვილების გაჩენა. ინდივიდუალიზმი ზეიმობს და არის დემოგრაფიული კრიზისები დკატასტროფები. // მაგრამ ნუ ღელავთ, ევროპელები თუ გაქრებიან მათ ადგილს თანდათანობით უკვე იკავებენ დაქცეული აფრიკიდან და აზიიდან გადმოსახლებული მილიონობით მრავალშვილიანი აფრიკელი და აზიატი //.

არის მისწრაფება ყველანაირი მხეცური ინსტინქტის განთავისუფლებისკენ, პედოფილიას ვიღა ჩივის, უკვე იმართება სადომაზოხისტური პარადები და დრო და და დრო აქა იქ ევროპაში პოულობენ სადომაზოხისტური ხვევნა-კოცნის დროს ხან შემთხვევით და ხან სულაც არა შემთხვევით დაღუპულთა გვამებს….

განსაკუთრებული ენერგიით და ჟინით ანგრევენ სკოლას რომელიც აღზრდის, სწავლის და სოციალური დაწინაურების ასე თუ ისე ვარგისი ინსტრუმენტი იყო 1968 წლამდე.

ლიბერტარულმა და ეგალიტარულმა აფეთქებამ მოსპო ძლისხმევის, სწავლის, დისციპლინის, მასწავლებლების სიყვარული და პატივისცემა.

35 წლის შემდეგ ვდგევართ შემზარავი სურათის წინაშე.

მეტისმეტად ბევრ შემთხვევაში სკოლა არის ნანგრევები სადაც მასწავლებლებს და. მოწაფეებს უხდებათ ყველაზე უარესი უწესობების და უკანონობების გადატანა. ბუნდოვანი პედაგოგიკა აღარ გადასცემს ცოდნას.

1968. წლის მაისის. იდეოლოგიის შესაბამისად აწყობილი სკოლა აძლიერებს უთანასწორობებს. ასეთი სკოლიდან გამოსულთა უფრო და უფრო მეტმა დესოციალიზებულმა უწიგნურმა ინდივიდმა არ იცის წერა-კითხვაც.

20018 წლის 2 ივნისის 1 ანგარიში ყვირის რომ ჩიკაგოს სკოლები ვერ იცავენ თავის მოსწავლეებს მათი სექსუალურად მოძალადე მასწავლებლებისგან.
https://www.cbsnews.com/news/chicago-public-schools-failed-to-protect-hundreds-of-students-sexually-abused-by-employees-report-says/
CHICAGO — ჩიკაგოს სახელმწიფო სკოლები ვერ იცავენ მათი მასწავლებლების თუ სკოლების სხვა თანამშრომლების მიერ გაუპატიურებულ ასობით მოწაფეს, ეს თქვა The Chicago Tribune-მა. ასეა კიდევ ბევრგან.

ერთმა მუსიკის მასწავლებელმა ოგდენის საერთაშორისო დაწყებითი სკოლის სააბაზანო-საშხაპეში ფარული კამერაც კი დააყენა 2016 წელს. პორნოგრაფია ბავშვების ჩვენებით პოპულარული რამეა.

ბავშვებს აუპატურებენ მასწავლებლები, უსაფრთხოების მცველები, ადმინისტრატორები, ავტობუსების მძღოლები და ა.შ…..

პატრიოტიზმსაც აგინებენ. ბიტნიკების. და. ჰიპების. უშუალო მემკვიდრე 1968 წლის მაისის იდეოლოგია გმობს ომებს, ყველა ომს, თავდაცვითსაც, დასავლური სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ყველანაირ ომს.

ქენით სიყვარული, გამოთვერით, ყლაპეთ და იჩხირეთ ნარკოტიკი და ნუ. იომებთ, ესაა 1968 წლის მაისის იდეოლოგთა მოთხოვნა. ეს ინტელექტუალები თაყვანს სცემენ დაუმორჩილებლობას და ღალატს.

არ უნდა დაიცვა არც სამშობლო, არც ოჯახი, არც შენი თანამოქალაქეები,არც ცივილიზაცია, ყველაფერი ეს არქაული ხარახურაა, ესაა 1968 წლის მაისის იდეოლოგთა და მათ მიმდევართა ყიჟინა.

ესაა. საზოგადოებისთვის როგორც ასეთისთვის სიკვდივილის განაჩენის გამოტანა.
დემორალიზაციის. მამოძრავებელი ძალები

ლიბერტარული იდეოლოგია პირველი მსოფლიო ომის დროინდელი დადაისტების მსგავსად ასმართლებს დასავლურ ცივილიზაციას. დასავლური ცივილიზაცია დამნაშავეა იმიტომ რომ მან მოაწყო ჯვაროსნული თუ მსოფლიო ომები, შოა. ყველნაირი ოხრობა ჩაიდინეს დასავლურმა ჯარებმა, პოლიციებმა

< ევროპელის მოკვლა. ეს არის ერთი დარტყმით 2 საქმის გაკეთება. ამის შემდეგ რჩება მოკლული მჩაგვრელი და თავისუფალი ჩაგრული.„ ეს. ფრანც ფანონის წიგნი „ დედამიწის შეჩვენებულები„-ს წინასიტყვაობაში დაწერა დღესაც თაყვანისცემის ღირს გენიოსად გამოცხადებულმა ჟან პოლ სარტრმა. ეს წიგნი 15 ენაზე გამოიცა.

« Abattre un Européen c’est faire d’une pierre deux coups, supprimer en même temps un oppresseur et un opprimé : restent un homme mort et un homme libre. »

Les Damnés de la Terre est le dernier livre de Frantz Fanon, publié quelques jours avant sa mort aux Éditions Maspero en 19611 et traduit en 15 langues.

​მოკლედ 1968 წლის მაისის იდეოლოგიით შეპყრობილი საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებთ მაშინ თუ კი აგინებთ,მოსპობთ დასავლურ ცივილიზაციას და მოკლავთ ევროპელს.

ლიბერტარული იდეოლოგია არის წესრიგის, ისტორიული დასავლური ცივილიზაციის და საზოგადოების,ერის და კულტურის, ელემენტარული ზრდილობის სიძულვილი.

რა დროს ღმერთის და მოყვასის სიყვარული და მოწყალე სამარიტელია, აბსოლუტურად თავისუფალმა, ძლიერმალიბერტარმა უნდა დაწყვიტოს სოლიდარობის კავშირებიც.

ეს. იდეოლოგია ადამიანს ტოვებს მარტო, სამშობლოს, ოჯახის, წარსულის, კულტურის, თანამგრძნობი სოლიდარული გარემოს გარეშე მობოდიალე ველურად.

1968 წლის მაისის იდეოლოგია ერს აქცევს მარტოსულ, პორნოგრაფიით და ნარკოტიკით გამოტვინებულ და ერთმანეთთან მობღლარძუნე ავადმყოფი ეგოისტების ბრბოდ.
ესაა ლიბერტარობის ტრიუმფი.

ეს იდეოლოგია. სამწუხაროდ აღარაა მარტო ექსცენტრული იდიოტი ინტელექტუალების გონებრივი ჰორიზონტი.

ეხლა. ლეგალურად შეგიძლიათ აბორტით საკუთარი შვილების დახოცვა, ადამიანებიც აქციეს ყიდვა-გაყიდვის ობიექტებად. ცივილიზებული სამყაროს საროსკიპოები სავსეა აღმოსავლეთი ევროპიდან, ბალკანეთიდან და ა.შ. სექსუალურ მონებად გაყიდული ქალებით და კაცებით.

ახალგზრდობა იკრიბება, ერთობა მუსიკად წოდებული რახარუხით, იღებს ნარკოტიკს და ოვერდოზით კვდება. ლიტველები მასობრივად იკლავენ თავს.

აი ამ მდგომარეობაში ჩაგდებულ ევროპას ეხლა უტევენ დაქცეული აფრიკიდან და აღმოსავლეთიდან მოსული გაბოროტებული ისლამისტების ბრბოებიც.

წავიდეთ წინ და ვიფიქროთ, იქნებ რამე გამოსავალიც მოინახოს. მანამდე ესეც გავიცნოთ.

http://www.brusselstimes.com/opinion/5356/dealing-with-a-new-sense-of-insecurity

The Brussels Times – Dealing with a new sense of insecurity
The bloodbath at Zaventem airport and Maelbeek metro station was not the first terrorist attack in the Belgian capital in recent years, of course: four people were killed in May 2014 when a gunman opened fire at the Jewish Museum of Belgium.
http://www.brusselstimes.com
Friday, 01 April 2016

Philippe Legrain არის ავტორი ნაშრომისა f European Spring: Why Our Economies and Politics are in a Mess – and How to Put Them Right. From 2011 -2014 წლებში ის ევროკომისიის თავმჯდომარე t José Manuel Barroso-ს ეკონომიკური მრჩეველი.

ევროპაში ყველგან დაუცველობაა, ევროკავშირის. დედაქალაქი ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების ირგვლივ თითქოს დანარჩენი ევროპისგან გამოყოფილი კუნძულია მაგრამ. 22. მარტს აირია.

Zaventel-ის აეროპორტის და Maelbeek-ის მეტროს სისხლისღვრა არ ყოფილა პირველი ტერორისტული თავდასხმა ბელგიის. დედაქალაქში ბოლო წლებში, რა თქმა უნდა:
4 ადამიანი მოკლეს. 2014 წლის მაისში როდესაც შეიარაღებულმა ირმა ცეცხლი გახსნა ბელგიის ებრაულ მუზეუმში.

ბოლო. ტრაღედია სხვა მასშტაბის იყო: 30-ზე მეტი დაღუპული, 340-მდე დაჭრილი.
ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა დაარტყეს ევროკავშირის კვარტალის გულში.

შარშან იანვარში და ნოემბერში იყო თავდასხმები პარიზში, საფიქრებელია რომ თავდასხმები განახლდება.

მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის და პერესტროიკის შემდეგ ევროპელებისთვის დადგა. დაუცველობის ახალი ხანა. არის ეკონომიური დაუცველობა სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკებით, ფართოდ გავრცელებული უმუშევრობით, პოლიტიკური დაუცველობა, მიგრანტების და სხვა კრიზისები. დიდი ბრიტანეთი იმუქრება ევროკავშირიდან გასვლით, ამ ქაოსში პოპულარულები ხდებიან ნაციონალისტები და პოპულისტები.

და ეხლა არის. ფიზიკური დაუცველობაც. ყველაფერი ამის გამო ვრცელდება შიშები რომ მომავალი კიდევ უფრო უარესი იქნება.

ტერორისტულ თავდასხმებს აქვთ საშინელი ემოციური გავლენა.

უეცრად შენი ყოველდღიური რუტინა. განიცდება საშიშ რამედ. საშიშებად შეიძლება გამოჩნდნენ უცხოელები და ბრბოები.

კონტრტერორიზმი ბრიუსელშიც და სხვაგანაც ჩანს დეზორგანიზებულ და არაადექვატურ რამედ.

რეაქციებიც მკვეთრია. ბრიტანეთის ანტი-იმიგრანტული და ევროკავშირის მოწინააღმდეგე დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი Nigel Farage ამბობს. რომ ბრიტანეთი უკეთესად იქნება ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ. პოლონეთის. ნაციონალისტური მთავრობა აძლიერებს მიგრანტების საწინააღმდეგო თავის პოლიტიკას.
დონალდ ტრამპი ამბობს რომ ამერიკამ არ უნდა მიიღოს უცხოელი მაჰმადიანები.

ევროპის. ახალი დაუცველობა და ახალი საფრთხეები ჩანს მის საზღვრებთან. ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ის არაოფიციალურად დაესხა თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას და ემუქრება ბალტიის ქვეყნებს და იქით.

ლიბია ჩაეფლო. ,კვლელ ანარქიაში, სირიის სამოქალაქო ომმა. და. ისლამური სახელმწიფოს ბარბაროსობამ დაარღვიეს თურქეთის სტაბილურობა და მილიონობით სასოწარკვეთილი მიგრანტი წავიდა ევროპაში.

ყოველ წუთში შეიძლება დაირღვეს მთელი ევროპის სტაბილურობა.

პირველი რეაქციაა. საზღვრების დახურვა და ჩაკეტვა. მაგრამ დაუცველობა საფრთხეა მთელ ევროპაში,ის არ მოდის მარტო გარედან.

ისლამურ სახელმწიფოს არ სჭირდება ლტოლვილებად შენიღბული ტერორისტების შეგზავნა ევროკავშირში.

ის. იოლად პოულობს ევროკავშირის უკმაყოფილო მოქალაქეებს შორის როგორც მაჰმადიან ის გამაჰმადიანებულ თვითმკვლელ ბომბისტებს რომლებსაც ქირაობს ინტერნეტით ან ლოკალური მიზგითების მეშვეობით.

ბრიუსელის ბომბისტები ბელგიაში იყვნენ დაბადებულნი, პარიზში ტერაქტების მომწყობების უმრავლესობა საფრანგეთში იყო დაბადებული.

პუტინს. არ. სჭირდება ევროკავშირზე თავდასხმა მისი დესტაბილიზაციისთვის და ფრაგმენტაციისთვის. ევროპაში ბევრია ლიბერალური ღია საზოგადოებების მტერი.

// ავტორი არ ამბობს. რომ ყველაფერი დაიწყო „ არაბული გაზაფხულებით „, ლიბიის, ერაყის „ დემოკრატიზაცია-პერესტროიკებით „, რასაც მოყვა ისლამური სახელმწიფოს შექმნა და ქრისტიანთა გენოციდი. მთელი ქვეყნების ნგრევით გაბოროტებულები კი შეესივნენ ევროპას და ყალყე შედგა ნეონაციზმი // …

მიგრანტების და მათი შვილების ეკონომიკური და სოციალური მარგინალიზაცია ბელგიაში და მის მსგავს ქვეყნებში ვერ ამართლებს ტერორიზმს.

მაგრამ ახალგაზრდა რომელიც თავს გრძნობს საზოგადოებიდან გაძევებულად იოლად ყვება ცდუნებას და ისლამისტურ პროპაგანდას.

მიუხედავად. ყველაფრისა. უნდა დავრჩეთ მშვიდნი, ცივილიზებულნი და მთავრობებიც უნდა გაისარჯნონ, მობილიზებულნი უნდა იყვნენ. სწრაფი და იოლი გადაწყვეტილებები არაა, მაგრამ თო მვინდომებთ პრობლემა გადაწყდება…

 

http://perspective.usherbrooke.ca/bilan/servlet/BMAnalyse?codeAnalyse=2310
Le trafic humain : la face cachée de l’Europe de l’Est | Perspective Monde – perspective.usherbrooke.ca
Le film L’Enlèvement (Taken) a pris l’affiche en 2008. Il mettait en scène un ancien agent secret tentant le tout pour le tout afin de retrouver sa fille kidnappée à des fins de trafic humain et de prostitution en Europe.
perspective.usherbrooke.ca

ადამიანებით ვაჭრობა, აღმოსავლეთი ევროპის ფარული სახე, 2017 წლის 28 მარტი

ფილმი „ გატაცება // Taken// გამოვიდა 2008 წელს. ამ ფილმში ყოფილი საიდუმლო აგენტი ყველაფერს აკეთებს თავისი გატაცებული ქალიშვილის აღმოსაჩენად. გამტაცებლებს კი უნდათ მისი ქალიშვილის გაყიდვა…

მთავარი მსხვერპლები ისევ ქალები არიან

ევროპელთა უმრავლესობისათვის. მონათმფლობელობა. უკვე დიდი ხანია რაც აღარ არსებობს, მაგრამ მან მხოლოდ ფორმა შეიცვალა. უკვე მრავალი წელია. რაც. ადამიანებით ვაჭრობენ, ადამიანები კომერციის ობიექტად გადააქციეს აღოსავლეთ ევროპაში, მაგ. ბულგარეთში, მოლდავეთში, რუმინეთში….

ერთ ანგარიშში ევროკომისია ამბობს რომ. ადამიანებით ვაჭრობა, მონათმფლობელობა არის „ სრულწლოვანი ადამიანების და ბავშვების ყიდვა, გაყიდვა და ექსპლუატაცია. ეს მავნეა. ინდივიდებისთვის, საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის. ადამიანებით ვაჭრები იყენებენ პიროვნებათა სისუსტეებს… „

ადამიანებით ვაჭრობა აღწერილია როგორც თანამედროვე მონათმფლობელობა და ის ბოლო წლებში ვრცელდება.

გავრცელების თვალსაზრისით ადამიანებით ვაჭრობა მესამე აგილზეა ნარკოტიკით და იარაღით ვაჭრობის შემდეგ.

ადამიანებით ვაჭრობენ მთელ ევროპაში, ევროკავშირში, და, განსაკუთრებით, მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკით ნასიამოვნებ აღმოსავლეთ ევროპაში.

უმთავრესად ყიდულობენ და ყიდიან ქალებს და ბავშვებს. მათ უმთავრესად ყიდიან და ყიდულობენ მამაკაცები.

მაგრამ ეს ხდება. ფარულად, იატაკქვეშ, და ამიტომ ზუსტი ციფრების თქმა ძნელია.

ადამიანებით ვაჭრობა ძირითადად მდგომარეობს მათ პროსტიტუციაში ჩაბმაში, გაკახპებაში, მაგრამ აგრეთვე შინამომსახურეებად, საშინაო მონებად ქცევაში, იძულებით მუშაობაში, ორგანოების ამოღებაში, იძულებით გამათხოვრებაში, და ზოგჯერ იძულებით დაქორწინებაში.

ამ უბედურების მსხვერპლთა 69 პროცენტს ყიდიან და ყიდულობენ მათი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.

მსხვერპლთა 95 პროცენტი ქალი იყო.

მამაკაცებს უფრო იყენებენ იძულებით სამუშაოებზე….
ადამიანებით ვაჭრები : მანიპულაციის. სპეციალისტები

აღმოსავლეთ ევროპაში და მთელ მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობა დაკავშირებულია ორგანიზებულ კრიმინალთან // მაფიებთან //.
ადამიანებით ვაჭრობის სპეციალისტები არიან ძირითადად მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფები.

ისინი. უკეთესად არიან ორგანიზებულნი ვიდრე ადრე და უკვე იშვიათად იყენებენ ძალას.

ისინი უფრო იყენებენ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას ისე რომ მუშაობენ ჩრდილში რათა არ მიიპყრონ პოლიციის ყურადღება.

მსხვერპლებს. ჰგონიათ რომ ისინი საკუთარი ნებით, თავისუფლად იმუშავებენ ვიღაცისთვის, სინამდვილეში კი როდესაც მივლენ „ სამუშაო „ ადგილზე ისინი ექსპლუატირებულები იქნებიან.

დამიანებით ვაჭრები იყენებენ მრავალ ტექნიკას, მაგ. სამუშაოთა ყალბ შეთავაზებას.
ზოგი კრიმინალი აქვეყნებს განცხადებებს თითქოს ისინი ეძებენ ქალებს ზაფხულში ბავშვების მომვლელებად.
ასეთი სამუშაო პოპულარულია ახალგაზრდებში ვისაც უნდათ მოგზაურობა რაღაც ხელფასთან და ბინასთან ერთად. ეს ახალგაზრდები ჩადიან ადგილზე, ხელს აწერენ კონტრაქტს.

შემდეგ მათ ართმევენ პასპორტს და ისინი მიყავთ დიდ ვილებში რომლებიც სინამდვილეში საროსკიპოებია.
ადამიანებით ვაჭრებისთვის მომგებიანი მიგრანტების. და ლტოლვილების კრიზისიც.

უპატრონოდ, მარტო დარჩენილი ლტოლვილი ბავშვების გამოჭერა და ექსპლუატაცია იოლია.
ქალებს მასხრად იგდებენ და ტყუებენ ექსცესიურ. პროსტიტუციაში. ასე ხდება ,მაგ., ბულგარეთში იმიტომ რომ სექსუალურმა კომერციამ შეაღწია სოციალურ სისტემაში. ხელისუფლების კორუმპირებული წევრებიც კი მონაწილეობენ ამაში.

ადამიანებით ვაჭრობა იძლევა უზომოდ დიდ მოგებას. ის ძალიან დიდ ფულს აძლევს ადამიანებით ვაჭრებს და ძალიან ცოტას მსხვერპლებს.

გაეროს. ოფისი ნარკოტიკის და კრიმინალის წინააღმდეგ ამბობს რომ ადამიანებით ვაჭრობა არის ყველაზე მომგებიანი არალეგალური საქმიანობა ევროპაში.

ფიქრობენ რომ მისი წლიური მოგება არის 2,5 მილიარდი დოლარი. ადამიანებით ვაჭრობენ მთელ ევროპაში, მაგრამ ევროკავშირის შიგნით არის თავისუფალი გადაადგილება რაც აადვილებს ადამიანებით ვაჭართა „ საქმეს „.მათ შეუძლიათ მრავალ ქვეყანაში მრავალი ადამიანის მობილიზაცია სპეციფიური საბუთების შოვნის აუცილებლობის გარეშე.

შემთხვევათა უმრავლესობაში ადამიანებით ვაჭრები გასაკახპებელ და დასამონებელ ქალებს და ბავშვებს შოულობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რათა ისინი გამოიყენონ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
მადლობა მიხაილ გორბაჩოვს და მის თაყვანისმცემელთა ინტერნაციონალს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s