საბჭოთა ქალების პერესტროიკა

https://www.amnesty.ch/fr/sur-amnesty/publications/magazine-amnesty/2008-2/une-esclave-pour-500-euros

 

Source : United Nations Office on Drugs and Crime (UNODC)

   ქალებით ვაჭრობა-1 მონა 500 ევროდ, წერილი AMNESTY INTERNATIONAL-ის შვეიცარულმა სექციამ გამოაქვეყნა 2008 წლის მაისში ჟურნალი AMNESTY-ს 53-ე ნომერში. 
   ევროპაში ადამიანებით ვაჭრობა არის ძალიან რენტაბელური „ ბიზნესი „ მაფიებიც დიდ საფრთხეში არ იგდებენ თავს.
   მრავალი ქალი არის დამონებული სექსის ბაზრის უფრო და უფრო დიდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
    ხშირად ყველაფერი იწყება ყოფილ საბჭოთა ბლოკში.  სექსის. აყვავებული ბაზრისთვის პირდაპირ მოსწრებაა პერესტროიკით გადარეული უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და , ყველაზე მეტად,მოლდავეთის არსებობა.   მოლდავეთის ეკონომიკა დაქცეულია. ორგანიზებულმა კრიმინალმა შეაღწია ყველგან და იშლება და იფურჩქნება ყველანაირი უკანონო ვაჭრობა. 
თითქმის. ინდუსტრიული სახე მიიღო. დიდა გაშლილმა ადამიანებით ვაჭრობამ.
არაა ძნელი ცუდად ნასწავლი ან სულაც გაუნათლებელი,უმუშევარი და მშიერი და ავადმყოფი შვილების მყოლი სოფლელი ქალის გაცუცურაკება. 
   ყველაზე ხშირად ვიღაც ნაცნობი, ამხანაგი თუ  შორეული ნათესავი სთავაზობს მათ სამუშაოს ევროპაში ნორმალური ხელფასით. ამ ხაფანგში მოხვედრილი ან უბრალოდ გატაცებული ქალები სწრაფად ქრებიან მაფიურ ქსელებში.  ესეთი „ ქალები „ ზოგჯერ 14 წლის გოგონები არიან.
    გატყუებულ-გატაცებულთვნა წვრთნა
  გამტაცებლები გატაცებულთა მონებად გადასაქცევად იყენებენ გამოცდილ და დაუნდობელ მეთოდებს.  გატაცებულებს ავალებენ დიდი ფულის გადახდას ვითომ მათი მგზავრობის საფასურის დასაფარავად. მათ მრავალჯერ აუპატიურებენ, მძიმე პირობებში ამწყვდევენ ნაცემ-ნაბეგვი,დამშეული და გაუპატიურებული ქალებიც მორჩილები ხდებიან.
მგზავრობისას, უფრო ზუსტად გადაზიდვისას ისინი ხშირად გაივლიან ბალკანეთს. ქალები შეიძლება გაყიდონ მრავალჯერ. პირველი მყიდველი შემდეგ მათ ხშირად მიყიდის სხვას, და ა.შ.  თითო ქალი შეიძლება გაიყიდოს 500 ან რამოდენიმე ათას ევროდ. 
ასეთი ვაჭრობით ცნობილია, მაგ. ბოსნიაში,  BRCKO-  ARIZONA MARKET. ესაა დიდი კომერციული სივრცე, სადაც ღამ-ღამობით იმარტება ასეთი ვაჭრობა. ესაა პროსტიტუციის სახელგანთქმული ადგილი.მაგრამ გაცუცურაკებულ-გატაცებული ქალების და გოგოების ყიდვა-გაყიდვა ხდება ბალკანების სხვა ადგილებშიც.
  ყველაფერ ამას თან ახლავს ძალადობა, გაუპატიურებები, დამცირებები, რის გამოც საცოდავი ქალი უფრო და უფრო ეფლობა მონობაში და ემსგავსება პირუტყვს.
    საბერძნეთი და კვიპროსი
    საბერძნეთში კაბარეების რაოდენობა უზომოდ გაიზარდა 1990-ანი წლებიდან. ასევე უზომოდ გაიზარდა აღმოსავლეთი ევროპიდან ჩასული თუ ჩაყვანილი კახპების რაოდენობა.ამ ქალების უმრავლესობა მაფიური ჯგუფების მსხვერპლია.მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები, მაგრამ ისინი ხშირად არ სრულდება.
ერთ-ერთ იშვიათ სასამართლოზე  ბრალდებულები იყვნენ მაფიოზები და სანტორინის პოლიცია.  ქალებს, ვინც დათანხმდა ჩვენებების მიცემაზე, სასამართლო ცუდად მოექცა. 1998 წელს დაწყებული სასამართლო გაიჭიმა და 2003 წელს დამთავრდა ბრალდებულთა გამართლებით. 
  კვიპროსზე „აღმოსავლეთის ასულები „ ჩადიან „ არტისტთა ვიზით „ და ფიქრობენ მიმტანებად მუშაობას. მათაც ხშირად კარგი ნაცნობი დაპირდა ნორმალურ ხელფასიან სამუშაოს.  მაგრამ მათ მიათრევენ კაბარეებში, ამწყვდევენ, აძალებენ ცეკვას, აკახპებენ, ხელისუფლება რა თქმა უნდა მოქრთამულია და არაფერს ან ვერაფერს შვრება. ვითომ რეგლამენტაციას იოლად უქცევენ გვერდს და დამნაშავეებს არ აწუხებენ….

https://www.lavenir.net/cnt/151338

ლამაზი ბალტიისპირეთი, რიგა- სექსის ახალი დედაქალაქი

Reporters

https://www.lavenir.net/cnt/151338

: Riga, nouvelle capitale du sexe-

Home Culture Télé – 

Reporters. 

რიგა არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალტიის რესპუბლიკა ლატვიის დედაქალაქი, ამბობენ რომ ძველად, იქ მცხოვრები ძალიან ლამაზი, ქერა და კარგად მომრგვალებული ფორმების მქონე ქალების გამო რიგა იყო საბჭოთა დიდმოხელეთა გამრთობი ადგილი.

ეხლა ლატვია არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანა, მოსაღლეობაც ღატაკია და ამიტომ ფულის მაძიებელი ბევრი ქერა, ძალიან ლამაზი და კარგი საჩქმეტი ლატვიელი ქალი იზიდავს ბევრ დასავლეთ ევროპელ 

„ ტურისტს „

რიგაში შეიძლება გადააწყდეთ, მაგ. დროის კარგად და იაფად ტარების ოყვარულ ირლანდიელთა და ა.შ. ბანდებს. 

ოფიციალურად იქ 20 000 იაფად საჩქმეტი ლამაზი ქალია, არაოფიციალურად კი ვინ იცის რამდენი…

მოკლედ ნობელის პრემიის. ლაურეატებმა მ. გორბაჩოვმა. აკადემიკოსმა სახაროვმა და მათ დამატებულმა ედუარდ შევარდნაძემ მთელი აღმოსავლეთი ევროპა გადააქციეს ცივილიზებული მსოფლიოს სექსუალური მანიაკების სანავარდო და გასართობ ადგილად.

ესაა მერაბ მამარდაშილის ჭეშმარიტება.

ფრთხილად იყავით რომ თქვენც რამე არ გიქნან.

RTL TVI, 19.45

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s