ტოტალიტარიზმის მამა ლენინი

სახეგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი იწყებს დელენინიზაციას, გაუმარჯოს

ტოტალიტარიზმის გამომგონებელი ლენინი

https://fr.irefeurope.org/Publications/Chroniques-de-livres/Lenine-il-faut-desintoxiquer-la-France

 

არის. სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსიStéphane Courtois , რომელმაც დაწერა სახელგანთქმული წიგი  „ კომუნიზმის შავი წიგნი „ //“Livre noir du communisme”,რომელიც გამოიცა 10 მილიონ ეგზემპლარად და ითარგმნა 26 ენაზე //.

2017  წელს კი ამავე ავტორმა გამოსცა წიგნი-მოვლენა- „ ლენინი, ტოტალიტარიზმის გამომგონებელი „  // ”Lénine, l’inventeur du totalitarisme”.  ლენინის მიერ გერმანული ფულით მოწყობილი გადატრიალების ასი წლისთავი სახელგანთქმულმა ფრანგმა ისტორიკოსმა აღნიშნა კრიმინალი, არაჩეულებრივი მონსტრი ლენინის შემაძრწუნებელი და შთამბეჭდავი პორტრეტის დახატვით.
დომინანტური, გაბატონებული აზრი და პროპაგანდა დღე და ღამე გაუთავებლად და დაუღალავად აგინებს სტალინს იმიტომ რომ გაამართლოს ლენინი და მისი დამფინანსებელი გერმანელები.
ობიექტური ფრანგი ისტორიკოსი Stephane Courtois  ებრძვის ამ სიმახინჯეს და აჩვენებს თუ როგორ დაამხარა ექსტრემისტმა რადიკალმა ლენინმა იდეოლოგიური დიქტატურა.
 საფრანგეთში ლენინის სახელი უნდა ერქვას 50-ოდე გამზირს, ბულვარებს, ქუჩებს,გზებს, დასახლებებს, ავტობუსის თუ ტრამვაის გაჩერებებს, მარტო პარიზის გარეუბნებში ლენინის სახელი ჰქვია 13 გამზირს, 2 ბულვარს…კიდევ არის ლენინით დაუფარავად აღფრთოვანებული ცნობილი პოლიტიკოსი ჟან-ლუკ მელანშონი
// Jean-Luc Mélenchon // რომლის პოლიტიკური პროგრამა შთაგონებულია ბევრი ტოტალიტარული იდეით.  ბევრი ფრანგისთვის მხეცი ლენინი და ჩე გევარა არიან
 „ რევოლუციური ბრძოლის „ და ჩაგრული ხალხების ბრძოლების იმბოლოები.
ხოდა  კარგი ფრანგი ისტორიკოსი სტეფან კურტუა აგრძელებს საფრანგეთის დელენინიზაციას.
ლენინი იყო რანტიე, მას არასოდეს უმუშავია.
კომუნიზმის. დიდი სპეციალისტი სტეფან კურტუა ანგრევს. ლენინის ირგვლივ დაგროვილ მითებს, აშიშვლებს ამ საზიზღარ პერსონაჟს და აღადგენს. იმთავითვე ცნობილ ჭეშმარიტებას.
თავიდან იყო მდიდარი ოჯახიდან გამოსული და რენტით მცხოვრები ვალოდია რომელსაც არასოდეს უმუშავია. ის სარგებლობდა ჯერ ოჯახური ქონებით და შემდეგ გერმანული ფულის დახმარებით ხელში ჩაგდებული ძალაუფლებით.
1923-1924 წლებში იტალიელი ჟურნალისტი Giovanni Amendola-ს წყალობით გაჩნდა ცნება. „ ტოტალიტარიზმი „ , მაგრამ ამ რეჟიმს, ტოტალიტარიზმს საფუძველი ჩაუყარა ლენინმა.
სტალინმა, მოგვიანებით, მხოლოდ „ გააუჯობესა „ ეს რეჟიმი იმით რომ გაავრცელა ის საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ.
ლენინის მიერ შექმნილი თავისებურად გადაიღეს ნაცისტებმაც, მაგრამ მათ შეინარჩუნეს ლენინის ტოტალიტარიზმის ძირითადი ნიშნები. ეს ნიშნებია :
  1. ერთი ბელადის ირგვლივ დაჯარული ერთადერთი პარტია // პარტია-სახელმწიფო //.
  2. 1 იდეოლოგიის მონოპოლია.
  3. სახელმწიფო ეკონომიკა.
  4. ისეთი მასობრივი ტერორი რომ ადამიანს არც კი გაუჩნდეს სულერთია როგორ ოპოზიციაში გადასვლის აზრი.

„ კეთილშობილი „ ლენინის შთაგონების წყაროები იყვნენ როგორც მარქსი და ენგელსი ისე ჩერნიშევსკის,ნეჩაევის თუ პლეხანოვის მსგავსი რევოლუციონერი და ანარქისტი მწერლები.

 
ამ იდეოლოგიურ კოქტეილს დაემატა ლენინის პარანოიაკული და ბიპოლარული ტემპერამენტი და ამან გააჩინა ლენინისტური ტოტალიტარული თეორია.
 
მარქსისგან ლენინმა. გაიგო რომ რევოლუციური აზრი საჭიროა „ ბურჟუაზიული „ საპარლამენტო დემოკრატიის ყოველგვარ ფორმასთან დასაპირისპირებლად და ყოველგვარი პოლიტიკური კომპრომისის უარსაყოფად.
 
რევოლუციონერებისგან და  სხვა ანარქისტებისგან ლენინმა დაიმახსოვრა ის რომ ხელისუფლების ასაღებად საჭიროა პოლიტიკური მკვლელობა და ანარქია.
 
„. კომუნისტები ღიად აცხადებენ რომ მათი მიზნების მიღწევა შეიძლება მარტო მთელი ძველი სოციალური წყობის ძალით დამხობით „, წერს მარქსი თავის ანიფესტში.
 
ვლადიმირ ილიჩ ულიანოვმა // ლენინმა // სიტყვა-სიტყვით შეასრულა ეს რჩევა და ყველა კომუნისტურმა პარტიამ ყველგან მსოფლიოში ძალით აიღო ხელისუფლება.
 
// უნდა ითქვას რომ დღევანდელი ფრანგი პოლიტიკოსი მელანშონი-Mélenchon-ის პოლიტიკურ პროგრამაშიც არის წარსულის მოსპობა, წარსულისგან სუფთა ფურცლის დატოვება//.
 
ლენინს აკისრია პასუხისმგებლობა მრავალი მილიონი ადამიანის დაღუპვის გამო.
 
„ კომუნიზმი ან სიკვდილი „, ესაა ლენინის დევიზი 1917 წლიდან  როდესაც მან თავიდან მოიშორა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და დაამყარა ბოლშევიკური  უმცირესობის დიქტატურა //1917 წელს სულ იყო 15 000 ბოლშევიკი //, რის შემდეგაც მან დაიწყო დამორჩილება-დამონების პლიტიკა.
 

Stéphane Courtois. შესანიშნავად აჩვენებს თუ როგორ დაიპყრო მთელი ქვეყანა ტერორით და მკვლელობებით ერთგულთა ბანდით გარშემორტყმულმა და ერთგვარი მიიკრო-საზოგადოების შემქმნელმა ლენინმა.

რობესპიერს არ შეუქმნია. მატოტალიზებელი // totalisante // იდეოლოგია,  ლენინს კი უნდოდა მარქსიზმის განხორციელება პროლეტარიატის დიქტატურის და „ ახალი ადამიანის „ შექმნის მეშვეობით.

პოლიტიკური პოლიცია ჩეკას შექმნა, გაუსამართლებლად დახოცვა, სისტემატური მასობრივი მკვლელობები // 2 მილიონი მკვდარი //, კლასობრივი და ეთნიკური გენოციდი //ასობით ათასი მოკლული კაზაკი //, დეპორტაციები, ხელოვნურად მოწყობილი შიმშილი // 1921-1923 წლებში მარტო ასეთი შიმშილისგან დაიღუპა დაახლოებით 5 მილიონი კაცი// : ლენინმა თავიდანვე აჩვენა ყველას რომ გაწყვეტს ყველას ვინც არ მოსწონს. და რატომაა დღეს, განსაკუთრებით საფრანგეთში, ლენინის მიმართ ამდენი სიმპატია?  შემაშფოთებელია.

უკვე მარქსისტი  ულიანოვი // ლენინი // დიდად გაახარა ცარისტული ანუ რუსეთის იმპერიის. ბოლო დიდი შიმშილმა რომელმაც 1891-1892 წლებში მოკლა  ვოლგას. დაახლოებით 400 000 გლეხი. 

რუსეთის. საზოგადოების საწინააღმდეგოდ ლენინმა უარი თქვა ამ გლეხებისთვის დახმარების გაწევაზე და თქვა :

„ ჩამორჩენილი გლეხური ეკონომიკის მოსპობით შიმშილმა ობიექტურად დაგვაახლოვა ჩვენ საბოლოო მიზანთან, სოციალიზმთან. „

Stéphane Courtois, « Rafael Lemkin et la question du génocide en régime communiste », Communisme et totalitarisme, Perrin, Paris, 2009.

« 1922  წლის. გაზაფხულიდან ამას დაემატა ბელადის პარანოიაკული შეშლა. 

1922. წლის იანვრის ბოლოდან ლენინი თავს გრძნობდა ძალიან დაღლილად და უფრო და უფრო ცუდად. ტვინის პირველმა შეტევამ 26 მაისს ლენინი სულ გადარია.

მან იფიქრა  რომ ვეღარ შესძლებდა ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილეობას, მეტიც, ლაპარაკს და. დაიწყო თავისი უკანასკნელი, აქამდე მიუწვდომელი მტრების გაწყვეტა.

სულ გაბოროტებულმა ლენინმა 19 მარტს პოლიტიკურ ბიუროს მისწერა წერილი რომლითაც მოითხოვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაცია.

20 მაისს. მან ძერჟინსკის დაავალა „ კონტრ-რევოლუციის დამხმარე მწერლების და პროფესორების რუსეთიდან განდევნის გეგმის „ მომზადება.

იმავე. თვეს. ლენინმა. ბრძანა სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღება.

ამ ახალი კოდექსით მშინვე გაყალბებული სასამართლოთი გაასამართლეს სოციალისტ-რევოლუციონერთა ლიდერები. 11 აგვისტოს კი სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს 11 ძველ რევოლუციონერს.

17 ივლისს ლენინმა სტალინს უბრძანა მენშევიკთა გადასახლება. 

17 სექტემბერს ლენინმა მოითხოვა სოციალისტი ინტელექტუალების გადასახლება. 

სექტემბრის ბოლოს ლენინმა რუსეთიდან გააძევა 220 ყველაზე ცნობილი რუსი ინტელექტუალი.

Stéphane Courtois, « Guerre et totalitarisme », Communisme et totalitarisme, Perrin,

Paris, 2009.
Argument détaillé : Lénine est un être paranoïaque.

http://www.lefigaro.fr/histoire/evenements/2017/10/25/26009-20171025ARTFIG00145-il-y-a-100-ans-lenine-inventait-le-totalitarisme.php

Pour le centième anniversaire de la révolution bolchevique «Le Figaro Histoire» a rencontré cet éminent spécialiste de l’histoire du communisme. Rue des Archives/©Rue des Archives/PVDE LES …

 

​100 წლის წინ ლენინმა მოიგონა ტოტალიტარიზმი

  •   Stéphane Courtois    Geoffroy Cailles,  
  •  

 

 

 

დიდი ფრანგული გაზეთი Le FIGARO-ს არქივები –  წიგნში „ ლენინი, ტოტალიტარიზმის გამომგონებელი „ //  Lénine, l’inventeur du totalitarisme//, სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, კომუნიზმის სპეციალისტი სტეფან კურტუა  //Stéphane Courtois // აჩვენებს რომ ლენინის მიერ 1917 წლიდან ტერორისტული პოლიტიკის გატარება არის. რევოლუციონერი ლენინის გზის უეყვეტი გაგრძელება. 

Figaro Histoire-მთავარი რედაქტორი  Geoffroy Caillet მასთან ერთად უბრუნდება ლენინის როლს რუსეთის რევოლუციაში.

 

Stéphane Courtois გრძნობს  წლისთავების, იუბილეების. მნიშვნელობას.

მან ადრე გამოაქვეყნა წიგნი „ კომუნიზმის შავი წიგნი  //Le Livre noir du communisme//, გამოცემის ფენომენი. მარტო 1997 წელს გაიყიდა მისი მილიონი ეგზემპლარი.

ეს წიგნი ახლებურად აშუქებდა კომუნიზმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

ბილშევიკური ისტორიის ასი წლისთავისთვის, 1917 წლისთვის კი მან გამოსცა წიგნი

„ ლენინი, ტოტალიტარიზმის გამომგონებელი „ //  Lénine, l’inventeur du totalitarisme //.

ეხლა. გავრცელებულია ლეგენდები რომ ლენინმა ტერორი დაამყარა მარტო გარემოებათა გავლენით, რომ ლენინის მიერ დამყარებული რეჟიმი აბსოლუტურად არ გავს მის შემდეგ სტალინის მიერ დამყარებულ რეჟიმს.

სერიოზული და ობიექტური ფრანგი ისტორიკოსი სტეფან კურტუას მიერ დაწერილი წიგნ გვიჩენებს თუ რამდენად განსაზღვრავს რევოლუციონერი ვლადიმირ ილიჩ ულიანოვის გზა მის პოლიტიკურ ქმედებას.

 „ ლოღიკური სიგიჟით „ შეპყრობილი ლენინი 1917 წელს შემოიფარგლა მისი რევოლუციური საქმიანობის დასაწყისში მოაზრებულის სიტყვა-სიტყვით შესრულებით…

როგორ. უნდა. აიხსნას ლენინის ჩაბმა რევოლუციურ მოძრაობაში 1880-ანი წლების ბოლოს ?

როგირც. ხშირად. ხდება ხოლმე რევოლუციონერებში ლენინდაც ჰქონდა პირადი ტრავმები:  ცხოვრებისეული ზოგჯერ ბანალური უბედური შემთხვევები რომლებიც რევოლუციონერებში იღებს ტრაღიკულ განზომილებას და იწვევს მწვავე რეაქციებს რომლებიც მათ გადააქცევს რევოლუციონერებად.

ლენინის მამა, რომელიც სოციალურად დააწინაურა მეფემ, 1886 წელს გარდაიცვალა ტვინის შეტევით. ვლადიმირ ილიჩი მაშინ 16 წლისაც არ ყოფილა.

მომდევნო წელს  მეფე ალექსანდრე მესამის მოსაკლავად ყუმბარების დამზადებისთვის ჩამოახრჩვეს ვლადიმირ ილიჩის უფროსი ძმა ალექსანდრე, ბრწყინვალე სტუდენტი.

მას შემდეგ სიმბირსკის კარგი საზოგადოება ულიანოვების ოჯახს ექცეოდა როგორც პარიებს. ბრწყინვალე. საზოგადოებიდან გარიყული ვლადიმირ ილიჩი გადაიქცა გაბოროტებულ მებრძოლად ამ საზოგადოების და საერთოდ არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ. 

 ვლადიმირ ილიჩ ლენინი არ გაჩენილა ცარიელ ადგილზე. მისი გაჩენის ასახსნელად არაა საკმარისი მარტო მარქსიზმი. გადამწყვეტი და ბევრად უფრო ღმაა ბოღმისგან, სიძულვილისგან, ძალადობისგან შემდგარი ფსიქოლოგიური მამოძრავებელი ძალა.

გაბოროტებისგან შეშლილმა ლენინმა პირადად ბრძანა რომანოვების გაწყვეტა.

 1892 წლიდან ადვოკატ ლენინს შეეძლო ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, მაგრამ მან უარყო ნორმალური ცხოვრება და აირჩია რადიკალური გზა. 

არადა. იმ დროს ლენინს სულ არ აინტერესებდა სოციალური საკითხები.

1900 წლიდან ლენინი დაეხეტებოდა მთელ ევროპაში შვეიცარიიდან გერმანიამდე,ინგლისიდან ფინეთამდე, საფრანგეთიდან პოლნეთამდე და, 1905 წლის რევოლუციის დროს რამოდენიმე თვის გარდა აღარ დაბრუნებულა რუსეთში 1917 წლამდე.

დანარჩენი გააკეთა 1905 წლიდან იატაკქვეშეთში გადასცლამ. 

რუსული საზოგადოებისგან მოწყვეტილი ლენინის ულმობელი და დაუნდობელი რიტორიკა გააძლიერა მისმა მეგალომანიამ და ჰიპერნარცისიზმმა.

როგორც ინტელექტუალს ლენინს  სჭირდებოდა  საკვები და რადიკალიზაციის ლეგიტიმიზაცია. თავიდან ის დაეწაფა რუს ავტორებს ვინაიდან მას ჯერ არ ჰქონდა იატაკქვეშა ქსელები ზოგი უცხოური ნაშრომების საშოვნელად.

ლენინის პირველი მოძღვარი და მასწავლებელი იყო რუსული კომინიზმის მამა-დამფუძნებელი ჩერნიშევსკი მისი რომანით „ რა ვაკეთოთ? (1864), რომლითაც გაჟღენთილი იყო ლენინი. რომელმაც ლენინს შთააგონა მისი იგივე სახელის მქონე ნაშრომის სათაური. 

ამ წიგნში ლენინმა აღმოაჩინა. სოციალური უტოპია // ძველი სამყაროს მოსპობის და სრულყოფილი საზოგადოების შექმნის იდეა // „ სპეციალური, საგანგებო-განსაკუთრებული ადამიანის „ სახე ანუ ყველანაირი არამზადობისთვის გამზადებული რევოლუციონერის მოდელი.

ლენინი ასევე ჩაეფლო პროფესიონალი რევოლუციონერის სახელმძღვანელოში, ნეჩაევის ნაშრომში „ რევოლუციონერის კატეხიზმო „ // 1871 // რომელიც აცხადებს რომ რევოლუციონერი მზად უნდა იყო როგორც სხვის მოსაკლავად ისე იმისთვის რომ ის შეიძლება მოკლან და რომ უდიდესი რუსი რევოლუციონერები არიან ბანდიტები.

ინტელიგენტი ჩერნიშევსკის და დაბალი ხალხიდან გამოსული ნეჩაევის დუეტი საინტერესოა იმიტომ რომ აქ ჩანს ლენინი-სტალინის მომავალი წყვილის სილუეტი.

„ ბურჟუაზიამ დაამთავრა თავისი ციკლი, პროლეტარიატმა დაიწყო თავისი ციკლი, ერთადერთი ჰორიზონტია კლასთა ბრძოლა : არის ამაში რაღაც უაღრესად რაციონალური „

ეს ჯერ კიდევ იყო რომანტიკოს რევოლუციონერთა სტადია, საფუძველია ჯანყი, უტოპია და გმირობა. მაგრამ შემდეგ ლენინმა აღმოაჩინა. რუსეთში მარქსიზმის გამავრცელებელი პლეხანოვი, შემდეგ მარქსი და ენგელსი. 

აქ მოხდა ცვლილება ვინაიდან ლენინის ნაირ ინტელექტუალს მარქსი აცდუნებს მსოფლიოს. და მისი სვლის განმმარტავი ხედვით, მოკლედ იდეოლოგიით.

ბურჟუაზიამ დაამთავრა თავისი ციკლი, პროლეტარიატმა დაიწყო თავისი ციკლი, ერთადერთი ჰორიზონტია კლასთა ბრძოლა:

ამაში არის რაღაც უაღრესად რაციონალური რომელიც აცდუნებს ლენინის ლოღიკური სიგიჟის მადას. ვინაიდან თუ კი მიიღებთ კლასტა ბრძოლის დებულებას უნდა მიიღოთ დანარჩენიც, მაშინაც კი როდესაც მთელ ევროპაში დემოკრატიის გაძლიერება უარყოფს ამ აზრს.

ლენინმა. ასე მარქსში ნახა. უკვე არა მორალური არამედ ფსევდო-მეცნიერული ლეგიტიმაცია.

1900  წელს. ლენინი დაბრუნდა თავისი ძალიან ლმობიერი გადასახლებიდან ციმბირში სადაც ის 3 წლით ადრე იყო გადასახლებული მისი რევოლუციური საქმიანობის გამო.

ამის შემდეგ ის წავიდა შვეიცარიში და მოინდომა რუს რევოლუციონერთა მცირე ჯგუფის, მათ შორის პლეხანოვის ბელადად გახდომა. მაგრამ პლეხანოვმა არ გაიზიარა ლენინის სურვილი.

წამხდარ ლენინს დაეწყო ფუძემდებელი კრიზისი, მისი რადიკალიზაცია გამძაფრდა.

ლენინი მიხვდა რომ რევოლუციური ლეგიტიმიურობა მიიღება მდგომარეობის გამწვავებით, ოპონენტთა დისკვალიფიკაციით, მათი ჯერ „ რეფორმისტებად „ ხოლო შემდეგ „ კონტრ-რევოლუციონერებად „ გამოცხადებით.

ლენინი ხშირად ახსენებს ფრანგ რევოლუციუნერებს. რა აიღო მათგან ლენინმა და რითი გასცდა ის მათ?

რობესპიერისგან ლენინმა აიღო უმანკოება-სათნოება // vertu// და ტერორი,მაგრამ მათ დაუმატა 2 ელემენტი. მან  უმანკოება-სათნოება გადააქცია ბევრად უფრო ძლიერ რაღაცად: მოქმედების გეგმით გაორმაგებულ იდეოლოგიად, რაც არის მარქსის პოლიტიკური პროგრამა.

        ამას გარდა, თავის წერილში  „ რა ვაკეთოთ? „ ლენინმა. გამოიგონა პროფესიონალი რევოლუციონერების პრინციპი.

ეს აბსოლუტური სიახლე შორსაა მე-19 საუკუნის. საიდუმლო საზოგადოებებისგან და თვითონ მარქსისგან  ვისთვისაც „ პარტია „ იყო კომუნიზმის მომხრეთა შკრება და მეტი არაფერი. 

ნეჩაევით შთაგონებულმა ლენინმა თქვა რომ რევოლუციის მომხრეთა საქმე და ცხოვრება უნდა იყოს არსებულის ნგრევა-მოსპობა და მეტი არაფერი. ეს კი უნდა ხდებოდეს იატაკქვეშა სამხედრო დისციპლინის პირობებში. 

1903 წელს, მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის. ყრილობაზე ლენინმა თქვა რომ პარტიის. წევრი შეიძლება იყოს მარტო ის ვინც მთლიანად ცხოვრობს პარტიისთვის. 

ლენინს არასოდეს უმუშავია ლუკმაპურის საშოვნელად იმიტომ რომ ის ცხოვრობდა თავისი რენტებით და პარტიის. ფულით. მისთვის იოლი იყო ასეთი რამის მოთხოვნა.

არა და. ამის გაკეთებით, ანუ მარტო ნგრევისთვის და სისხლისღვრისთვის არსებობით, რევოლუციონერი წყდება საზოგადოებას. და. იკეტება იმაში რასაც Annie Kriegel უწოდევს „ კინტრ-საზოგადოებას „ //«contre-société»//.

ლენინისთვის ფუნდამენტური კრიტერიუმი იყო ლენინისადმი აბსოლუტური ერთგულება და მორჩილება.

მარტო ლენინი რა თქმა უნდა. ვერ მოახერხებდა ვერაფერს.  ლენინმა გამოიყენა 1905 წლის რევოლუცია რომლის. დროსაც. გამოჩნდა „ პროფილთა „ გარკვეული რაოდენობა. მან ამ დროიდან გამოარჩია. სტალინი. ამ ძალიან აქტიურ დუეტში ლენინი იყო მოაზროვნე და სტალინი იყო შემსრულებელი.  ლენინმა 1917 წელს იგივე გააკეთა ტროცკისთან ერთად.

ლენინისთვის. ფუნდამენტური კრიტერიუმი იყო აბსოლუტური ერთგულება და ორჩილება მისი, ლენინის პიროვნებისადმი

ასე გამოჩნდა ტოტალიტარული ლიდერი პიროვნების კულტით.

მოძალადე, ძალადობის უყოყმანოდ გამომყენებელი ლენინი ხიბლავდა ძალადობისკენ მიდრეკილებს, რგორებიც იყვნენ,მაგ., სტალინი და ჩეკას მომავალი ხელმძღვანელი ძერჟინსკი, რომლებიც ამ მიდრეკილებას ამართლებდნენ რევოლუციით.

ტოტალიტარიზმს აფუძნებს ლენინის მიერ მოტანილი ეს 2 ახალი ელემენტი:

მათ ვხედავთ ჰიტლერთან მისი რასიული იდეოლოგიით და მისი პროფესიონალი რევოლუციონერებით-ესესელებით. 

რაც შეეხება. დანარჩენს, ლენინმა ფრანგი რევოლუციონერებისგან აითვისა შინაგანი მტრების და საეჭოთა დასახელება, ძალადობა, დაბოლოს ტერორი რგორც მართვის საშუალება, რომლის გამოყენებაც მან დაიწყო 1917 წლის 7 ნოემბრიდან.

როგორ. ისარგებლა ლენინმა პირველი მსოფლიო ომით, თუმცა მისი მოახლოება ვერ დაინახა?

  1914 წლის აგვისტოში, როდესაც ომი ატყდა, ლენინი იყო რუსეთთან მეომარი ავსტრია-უნგრეთის პოლნურ ტერიტორიაზე, გალიციაში. 

ის. უნდა დაპატიმრებული ყოფილიყო მთელი ომის მანძილზე, მაგრამ ავსტრიელმა. სოციალისტებმა სთხოვეს მთავრობას ლენინის. განთავისუფლება. ეხლა ჩანს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და შედეგი….

ლენინმა. ვერ დაინახა ომის მოაახლოება იმიტომ რომ მისი აზრით ისტორია აიხსნება კლასთა ბრძოლით და ერთა ბრძოლა აის ბურჟუაზიის მონაჭორი…

ლენინი. ასავე ჩაკარგული იყო მენშევიკებთან კინკლაობაში.

დაბოლოს მას ეშინოდა იმიტომ რომ ბოლშევიკური მოძრაობა ისევ ძალიან სუსტი იყო და 1906 წლის შემდეგ მდგომარეობა რუსეთში გამჯობესდა

ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო, გაფიცვები იშვიათი გახდა, პოლიტიკურმა პოლიცია ოხრანამ ძალიან დაასუსტა რევოლუციური ჯგუფები. ლენინი,მაშ, სრულიად დაბრმავებული იყო.

1917. წლის მუშათა რევოლუცია მითია, არ ყოფილა არავითარი მუშათა რევოლუცია. 

თებერვალში არ ყოფილა არავითარი რევოლუცა. რვა დღეში დაემხო ხელისუფლება, რასაც მხარი დაუჭირეს სანკტ-პეტერბურგის სალდათებმა.

აქედან დაიწყო პროცესი რომელმაც მიიღო რევოუციური სახე და ამით დემოკრატიული ბანაკის შეცდომების წყალობით ოქტომბერში ისარგებლა ლენინმა რომელიც სულ არ ელოდა ასეთ სიტუაციას.

ესაა დაჩქარებული საფრანგეთის რევოლუცია, 5 წელი გაივლის 8 თვეში!

როგორ. უნდა. განისაზღვროს ლენინის მიერ 1917 წლის ნოემბრიდან დამყარებული რეჟიმი?

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ შეიქმნა არნახული მანამდე პოლიტიკური რეჟიმი: სამოქალაქო სქზოგადოების მონაწილეობის გარეშე პროფესიული რევოლუციონერებისგან შემდგარი ერთადერთი პოლიტიკური პარტია სათავეში ლენინით.

   ამ პარტიამ რამოდენიმე საათში მოსპო დამფუძნებელ კრებაში კენჭისყრის ბოლშევიკებისთვის არასასურველი შედეგი.

არადა ეს იყო თავისუფალი საყოველთაო არჩევნებით არჩეული პირველი კრება რომლის შექმნასაც 50 წლის მანძილზე მოითხოვდა ყველა რუსი რევოლუციონერი.

აქედან ჩაეყარა. საფუძველი ტოტალიტარულ რეჟიმს. ამავე. დროს 1917 წლის დეკემბერში პოლიტიკური პოლიცია ჩეკას შექმნასთან ერთად დაიწყო ტერორი და ჩეკას ბელადი ძერჟინსკის დევიზი იყო: „ კაცის გაჩუმების საუკეთესო საშუალებაა ტყვია შუბლში. „

მარქსი აკრიტიკებდა პარიზის კომუნას იმიტომ რომ მან არ შეუტია მთავრობას.

ამაზე. დაყრდნობით ლენინი 1905 წლიდან რადიკალურად ლაპარაკობდა სამოქალაქო ომზე როგორც რევოლუციის პირობაზე.

ამას ემატება ფუნდამენტური ელემენტი: სამოქალაქო ომი რომელიც გამოიხატა ყველა ოპონენტის ლიკვიდაციით, გადასახლებით თუ დაპატიმრებით, „ მდიდრების „ ქონების და მოსავლის რეკვიზიციით, ომის კომუნიზმის დამყარებით.

ბოლშევიკების მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომი არ ყოფილა გარემოებათა ნაყოფი,როგორც ეს იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს.

მარქსმა. გააკრიტიკა პარიზის კომუნა იმიტომ რომ მან 1871 წელს არ შეუტია მთავრობას.

ამაზე დაყრდნობით ლენინმა სულ მცირე 1905 წლიდან გამოაცხადა რომ სამოქალაქო ომი არის რევოლუციის პირობა. 

სწორედ სამოქალაქო ომმა გახადა შესაძლებელი ბურჟუაზიის როგორც კლასის მოსპობა და დამოკრატიული პრინციპის უარყოფა.

გაგვნებდით, დაგვემორჩილეთ ან გაგწყვეტთ, ამას ამბობდა ლენინი 1905 წლიდან და ეყრდნობოდა 1793-1794 წლების ვანდეის მაგალითს.

აწ უკვე სახელგანთქმულმა. ფრანგმა ისტორიკოსმა სტეფან კურტუამ ახსენა რომ ლენინი შთაგონებული იყო ვანდეის მაგალითით. ამიტომ დავაკვირდეთ ამ საზარელ უბედურებასაც.

 

ფრანგი ისტორიკოსი Reynald Secher 1980-ანი წლებიდან მუშაობს ამ საკითხზე. 2011 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ფრანგულად გამოიცა მისი წიგნი „ ვანდეა- გენოციდიდად მემორიციდამდე “ //Vendée-Du génocide a mémoricide //.

  საფრანგეთში, რეოლუციის. დროს, ჩაიდინეს საზარელი დანაშაული, გენოციდი. 

რესპუბლიკამ მისი იმდროინდელი მთავრობის // კონვენტი და საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი-  le Comité de Salut Public// მეშვეობით. დაგეგმა. და განახორციელა დღევანდელი საფრანგეთის ლამაზი მხარე ვანდეის მოსახლეობის, ვანდეელების გაწყვეტა. ყველა კრიტერიუმის თანახმად ეს შეესაბამება გენოციდს. 

ფრანგ რევოლუციონერებს უნდოდათ „ ახალი ადამიანის „, ღირსებებით და სათნოებებით სავსე რესპუბლიკელის შექმნა. ვანდეელი რევოლუციონერების აზრით არ იყო ამ ახალი ადამიანის შესაქმნელად გამოსადეგი მასალა და ვანდეელები გაწყვიტეს.

კვლევარი ამბობს რომ საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი, მისი წევრები, მათ შორის რუსოისტი რობესპიერი არიან ვანდეელების გაწყვეტის გეგმის ავტორები როგორც ამაზე მოწმობენ ადგილზე კომიტეტის წარმომადგენლებისთვის და ოფიცრებისთვის გაგზავნილი ინსტრუქციები.

 Robes­pierre-ს, Billaud-Varennes-ს, Barère-ის მიერ ხელმოწერილი ეს ქაღალდები ამბობენ რომ თავისუფლების მიწა უნდა გაწმინდოს ვანდეელებისგან. მუდამ მეორდება გაოთქმა გაწყვეტა // extermination //.
დანაშაულის ჩადენა ჩაიფიქრეს და დაგეგმეს ზევით, პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელმძღვანელებმა, მათ გასცეს მხეცობის ჩადენის ბრძანება.  Carrier და   Turreau იყვნენ ამ მხეცობის მონდომებით შემსრულებლები და მეტი არაფერი.
ამ მომენტიდან მოყოლებული გენოციდი ულმობელი და დაუნდობელია. ვანდეელები უნდა გაქრნენ, ეს მიწა უნდა გაიწმინდოს ყაჩაღებისგან. ვანდეის მთელი მოსახლეობა გამოაცხადეს ყაჩაღების ბრბოდ  
ვანდეელების გაწყვეტა მოხდა სამ ფაზად // ინდუსტრიული, ხელით, შემდეგ ტუროს კოლონებით//. გაწყვეტის პროცესს ვერავინ გადაურჩა, ვერც ქალები, მომავალი „ ყაჩაღების „ დედები, ვერც ბავშვები, და ა.შ. მათი გაწყვეტის აღწერების წაკითხვა შემაძრწუნებელია.
ჯალათი რევოლუციონერები ამაყობდნენ მათი აზრით მთელი კაცობრიობის სასიკეთოდ მათ მიერ ჩადენილი არაადამიანობით. ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ მათ მიერ მოწყობილი გენოციდი სასარგებლო და სიკეთეა საფრანგეთისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და აღწერდნენ ამას.
მრავალი დოკუმენტი გაქრა, მაგრამ მომხდარზე კარგ წარმოდგენას გვიქმნის გენერალი  Westermann-ის მიერ    Savenay-ს ბრძოლის შემდეგ დაწერილი ჩვენება :
„ თქვენი  ბრძანებები შესრულებულია, მე ცხენების ფლოქვებით გავსრისე ბავშვები, გავწყვიტე ქალები რომლებიც, სულ მცირე, აღარ გააჩენენ ყაჩაღებს. მე არ ამიყვანია ტყვე. მე ყველა გავწყვიტე და ყველაფერი მოვსპე „ //

Sui­vant les ordres que vous m’avez don­nés, j’ai écrasé les enfants sous les pieds des che­vaux, mas­sa­cré les femmes qui, au moins, n’enfanteront plus de bri­gands. Je n’ai pas un pri­son­nier à me repro­cher. J’ai tout exter­miné. //. უბედურება კიდევ ის იყო რომ გაწყვიტეს ვანდეელთა ელიტაც და თვითონ ვანდეელთა ჩვენებები გვაკლია.
მერე იყო მემორიციდიც ანუ სცადეს მეხსიერების, ხსოვნის მოკვლაც. მოვლენებს ასაღებდნენ სამოქალაქო ომის საშინელებებად, მაგრამ სამოქალაქო ომი უკვე დამთავრებული იყო როცა ეს მოხდა.
მკვლევარი ამ მოვლენებს ადარებს სომხების და ებრაელთა გენოციდებს რომელთა ფესვიც ვანდეელთა გენოციდშია…მკვლევარი მოითხოვს საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ვანდეელთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებას…
————————–
სხვა ისტორიკოსები ამ საზარელ ამბავს უწოდებენ ეთნოციდს, პოპულიციდს და არა გენოციდს, დიალოგი გრძელდება…
ასეა თუ ისე ლენინსაც ძალიან მოსწონდა მისი აზრით მაღალი იდეალების გულისთვის მთელი მოსახლეობების, მათ შორის ბავშვთა გაწყვეტაც.
Stéphane Courtois – ლენინმა ჩაიფიქრა  სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დაპყრობა  და კერძო საკუთრების და ბურჟუაზიის მოსპობის მარქსისტული დოქტრინის განხორციელება  პროფესიონალი რევოლუციონერების // ანუ პროფესიონელი მკვლელების და მნგრევლების // პარტიის მეშვეობით .

და. 1917 წლის 7 ნოემბერს ლენინი გადავიდა საქმეზე და დაამყარა ისტორიაში პირველი კომუნისტური რეჟიმი:

  პროლეტარიატის დიქტატურად შენიღბული ბოლშევიკური პარტიის დიქტატურის რეჟიმი.  ამ ერთადერთმა პარტიამ მისი შექმნელი ლენინის ხელმძღვანელობით ხელში ჩაიგდო პოლიტიკური მონოპოლია და დაამკვიდრა მონოპოლია უტოპიური იდეოლოგიისა რომელსაც უკლასო საზოგადოების და „ ახალი ადამიანის „ შექმნა.

ბოლშევიკურმა პარტიამ მისი შემქმნელი ლენინის ხელმძღვანელობით მიითვისა წარმოების საშუალებები და მატერიალური სიმდიდრის დანაწილების უფლება. 

მას ჰქონდა მოსახლეობაზე ზეწოლის მოხდენის ეფექტური საშუალებები.

ლენინის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა მოსპო დემოკრატიის ყველანაირი ფორმა და მართვის ფორმად გამოიყენა მასობრივი ტერორი რომლის გარეშე ის სამ თვესაც ვერ გასძლებდა. 

ლენინის მიერ დამყარებული რეჟიმის დამახასიათებელი ნიშნები ტოტალიტარიზმის დამახასიათებელი ნიშნებია. ეს ნიშნები განსაკუთრებით ჩანს ნაცისტურ გერმანიაში, ცოტა ნაკლებად მუსოლინის იტალიაში, მაგრამ ასევე სხვა კომუნისტურ რეჟიმებში.

ლენინი როგორ ყველა. ტოტალიტარული ბელადი ჰიპერნარცისული პიროვნება იყო. 

ყოვლისშემძლეობის მსურველმა, მან წარმოიდგინა და დაგეგმა მსოფლიოს მომავალი.

ტოტალიტარული ბელადების, მათ შორის ტოტალიტარიზმის ფუძემდებელი ლენინის მოქმედება დაკავშირებულია მათ ათეიზმთან.

ღმერთის უარყოფა, ღმერთის იდეის უარყოფა მათ თვალში ამართლებს და კანონიერ, ლეგიტიმურ ხასიათს აძლევს ყველანაირ უსაზღვრობას და მაქსიმალიამს, უკანონობას, ამორალიზმს, სიცოცხლის არაფრად ჩაგდებას. 

აღარაა საზღვრები განსაკუთრებით ყოვლისშემძლეობისკენ სწრაფვისას და დანაშაულთა ჩადენაში რითაც ხდება ამ სწრაფვის რეალიზაცია.

   „ როგორ მოხერხდა „ კარგი „ ლენინის დაპირისპირება „ ბოროტ „ სტალინთან ?

    ეს იყო  საბჭოთა ხელმძღვანელების მიერ გულდაგულ დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკური ოპერაციის შედეგი.

1924-1955. წლებში სტალინი საკმაოდ ეშმაკი იყო და ლენინის ფიგურა მან მჭიდროდ დააკავშირა თავის პოლიტიკურ აღზევებასთან.

მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრეები მიხვდნენ რომ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ბოლშევიკური ტერორი მეტისმეტად დამაბრკოლებელი მძიმე ტვირთი იყო რეჟიმისთვის და მთელი კომუნისტური მოძრაობისთვის

და 1956 წელს ხრუშჩოვმა წარმოადგინა თავისი სახელგანთქმული „ საიდუმლო მოხსენენება „ რომლითაც მან,, განსაკუთრებით იმიტომ რომ სტალინმა მოკლა ზოგი კომუნისტი ხელმძღვანელი, ბოროტებად გამოაცხადა სტალინი და დაამხო მისი ფიგურა, მაშინ როდესაც ისევ აღმართა ტოტალიტარული რეჟიმის დამფუძნებელი „ კარგი „  ლენინის კერპი.

არადა საბჭოთა კავშირის აფეთქების შემდეგ არქივების გახსნამ აჩვენა რომ ლენინი ისეთივე არამზადა იყო როგორც სტალინი.

 მითი „ დიდი „ ლენინის შესახებ ისევ არსებობს. ის გაჩნდა ლენინის სიცოცხლეში.

„ ლიბერალმა „ ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინს დასდო ბრალად ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

ხრუშჩოვმა დაშალა მოაზროვნე ლეინის და მისი თანაშემწე სტალინის დუეტი.  

სტალინი გაოცხადდა ბოროტებად და ტოტალიტარული რეჟიმის ფუძემდებელი ლენინი კარგ ,კეთილი სურვილებით სავსე ვინმედ.

ამით ნიკიტა ხრუშჩოვმა მოახდინა საბჭოთა რეჟიმის ხელახლა ლეგიტიმაცია ამ რეჟიმის ფუძემდებელი ლენინის ფიგურის ირგვლივ.

დელენინიზაცია. დღემდე არ მომხდარა. საფრანგეთშიც კი, Montpellier-ში,რეგიონის სოციალისტმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა მაოისტმა Georges Frêche-მ 2010 წელს დადგა ლენინის ძეგლი. სხვაგან საფრანგეთში ქუჩებს ქვია ლენინის სახელი. 

სინამდვილეში ლენინის თაყვანისმცემელთა ეს სიჯიუტე სასოწარკვეთილების რეფლექსია:

ლენინის კერპი თუ დაემხო აღარაფერი რჩება მეოცე საუკუნის კომუნიზმისგან.

ეს კი მიუღებელი პერსპექტივაა კომუნისტებისთვის და მემარცხენეებისთვის რომლებმაც ათწლეულებით იცხოვრეს ამ ილუზიით.

არადა. თუ გვინდა ჭეშმარიტება, სიმართლე, ლენინის კერპი უნდა დაემხოს.

1917 წლის აღნიშვნა საფრანგეთში როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ისე საუნივერსიტეტო საზოგადოების მიერ გვიჩვენებს აშკარა უკანდახევას 1997 წელს „კომუნიზმის შავი წიგნის „ გამოქვეყნებასთან შედარებით.

ამ წიგნში ჩვემა კოლეგა Nicolas Verth-მა თავის თავში რომელიც ეძღვნება ბოლშევიკურ ხელისუფლებას 1917 წლის 7 ნოემბრიდან არქივებზე დაყრდნობით აჩვენა რომ სწორედ ლენინმა დააყარა დიქტატურმა, მან დაიწყო სამოქალაქო ომი, მან დაამყარა მასობრივი ტერორი, მან შექმნა გულაგის წინაპარი პირველი საკონცენტრაციო ბანაკები, პირველად ლენინმა ჩაატარა გაყალბებული სასამართლოები, მისი ბრძანებით გააძევეს რუსეთიდან „ არასასურველი „ ინტელექტუალები, ლენინის დავალებით ხოცავდა კგბს წინაპარი ჩეკა ყველა ოპონენტს და ოპოზიციონერს. 

არადა. ბოლშევიკური ხელისუფლების ეს პერიოდი სისტემატურად იყო მიჩუმათებული და დამალული Le Monde-ს   l’Express-ის პუბლიკაციების, კოლოკვიუმების, გამოფენების თუ დოკუმენტური ფილმების მიერ.

ექსტრემისტი მემარცხენეებისთვის, კომუნისტებისთვის, მემარცხენეთა ნაწილისთვის ტოტალიტარული რეჟიმის შემქმნელი ტირანი ლენინი რჩება უმწიკვლო და საკრალურ ფიგურად.

  ქართველებსაც დაავალეს დღე და ღამე გაუთავებლად მარტო სტალინის ლანძღვა,

Stéphane Courtois, Lénine, l’inventeur du totalitarisme, Perrin, 2017, 502 pages, 25 €.


ლენინზე სიმართლის მთქმელი ფრანგი  Stéphane Courtois არის ისტორიკოსი, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის საპატიო წამყვანი თანნგამშრომელ

ი, დირექტორი ჟურნალისა 

Communisme. ისაა ავტორი 30-ოდე ნაშრომისა ფრანგული თუ საერთაშორისო კომუნიზმის და ტოტალიტარული ფენომენის
შესახებ. ის ხელმძღვანელობდა დაწერას და გამოცემას წიგნისა „ კომუნიზმის შავი წიგნი „
//lLe Livre noir du communisme //,რომელიც იყო მსოფლიო ფენომენი // ითარგმნა 26 ენაზე, გაიყიდა მილიონზე მეტი ეგზემპლარი //. 
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s