ფიქრი ორგიის შემდეგ 1

  • თვითმკვლელობა და ფიქრი ორგიის შემდეგ

    1929 წლის 27 ივლისს დაბადებული  სახელგანთქმული ფრანგი ფილოსოფოსი Jean Baudrillard გარდაიცვალა 2007. წლის 6 მარტს, მაგრამ თანანამედროვე საზოგადოების, დღევანდელობის უბედურებების მკვლევარი ამ ადამიანის ნაწერები დღესაც გვაფიქრებენ.

    1990. წელს გამოიცა. მისი. წიგნი. „ ბოროტების. გამჭვირვალება, ნარკვევები ექსტრემალურ ფრნომენებზე „ //

    ​აქაა თავი „ ორგიის შემდეგ „. ის ამბობს რომ ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში,პოლიტიკურ, სექსუალურ, მწარმოებელ-მშენებელი, მაგრამ აგრეთვე მნგრეველი ძალების სფეროებში, ქალის, ბავშვის, გაუცნობიერებელი ჟინი-მისწრაფებების სამყაროებში იყო განთავისუფლების ორგია.
    მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ ამ ორგიის შემდეგ.
    „ არსებითად ყველგან მოხდა რევოლუცია, მაგრამ სულაც არ მოხდა ისე როგორც ველოდით. ბოდრიარი 1990 წლიდან ამბობს. რომ პროგრესისტული აზრი დამარცხდა, მან ვერ  გარდაქმნა. სამყარო,ვერ გახადა ის უფრო ადამიანური.
    2007 წლის 6 მარტს გარდაცვლილი ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსიჟან ბოდრიარი მთელი ცხოვრება ამხელდა ევროპულ ილუზიებს, პირველ რიგში განთავისუფლების ილუზიებს:
    „ პოლიტიკური, სექსუალური მწარმოებელ-მშენებელი, მაგრამ აგრეთვე მნგრეველი ძალების განთავისუფლება, ქალის, ბავშვის, გაუცნობიერებელი ჟინის და მისწრაფებების,ხელოვნების… განთავისუფლება. „ 
     
    1970-ანი წლებიდან ყველაფერი განთავისუფლდა, დაწერა მან 1990 წელს. წიგნში 
    „ ბოროტების გამჭვირვალება  „ :
    „ ეს იყო რეალურის, რაციონალურის, სექსუალურის ტოტალური ორგია, და რა უნდა ვაკეთოთ ეხლა, ამ ორგიის შემდეგ? 
    ჩვენ მოსჯილი გვაქვს  უაზრო განმანთავისუფლებელი აქტების „ სიმულაცია „, განმეორება, დაწერა მან.

     

    ბოდრიარი ლაპარაკობს. დასავლურ. საზოგადოებაზე ორგიის შემდეგ, მას შედეგ რაც განთავისუფლება ყველა სფეროში // სექსუალურში, პოლიტიკურში, ესთეტიკურში, და ა.შ.// შებრუნდა ამ საზოგადოების წინააღმდეგ. გამჭვირვალე სამყარო უფრო მკვლელი გამოჩნდა.მაგრამ მსხვერპლი თანახმა უნდა იყოს. 

  • ბატონობამ ადგილი დაუთო მონობას, საყოველთაო ნებაყოფლობით მონობას რომელიც საკუთარ თავს უწევს ექსპლუატაციას :„„ყოველი ჩვენთაგანი იქცა დამონებულ, თვითდამონებულ სისტემად იმიტომ რომ მთელი ჩვენი თავისუფლება გიჟურად ჩავდეთ მისგან მაქსიმუმის მისაღებად. „…ეს სისტემა რაც უფრო უახლოვდება სრულყოფილებას მით უფრო ანგრევს თავის თავს…

 

Baudrillard a saisi la société occidentale après l’orgie, après que la libération dans tous les domaines (sexuel, politique, esthétique, etc.) se soit retournée contre elle. Devenu transparent, le monde n’en apparaît que plus meurtrier. Encore faut-il que la victime soit consentante. Or la domination a cédé la place à une servitude volontaire généralisée, qui se fait l’exploitation de soi-même : «Chacun de nous est devenu un système asservi, auto-asservi, ayant investi toute sa liberté dans la volonté folle de tirer le maximum de lui-même.» A l’instar d’Alfred Jarry, Baudrillard n’a cessé de tout pousser au paroxysme, conscient que plus un système se rapproche de la perfection, plus il se détruit lui-même.

http://rebellion-sre.fr/crise-lhomme-suicide-mal-de-vivre-a-lere-de-lhypermodernite-thibault-isabel/

  • La revue
  • თთL’OSRE
  • La BoutiqueLa crise est dans l’homme. Suicide et mal de vivre à l’ère de l’hypermodernité par Thibault Isabel,

იზაბელ თიბო,

 

1830-ანი წლების ტეხილის. და. ინდუსტრიულ რევოლუციაში უხეშად შესვლის შემდეგ დასავლეთი თითქოს წალეკა „ სპლინის „, შავი ნაღველის, მელანქოლიის, დარდის მეტ-ნაკლებად საყოველთაო ნიაღვარმა.

რომანტიკოსი ავტორები  ამ განცდას. უწოდებდნენ. საუკუნის. ბოროტებას, საუკუნის ავადმყოფობას, mal du siècle-ს.
საფრანგეთის. რევოლუციის. სისხლისმღვრელ არეულობათა შემდეგ , როდესაც 1802 წელს გამოიცა შატობრიანის ავტობიოგრაფიული თხზულება „ რენე „ რომანტიკული თაობის უქეიფობა,დარდი  და ნაღელი ყველასთვის ცხადი გახდა.
ეს ადამიანები ვერ ეგუებოდნენ და. ვერ იღებდნენ ისტორიული საფრანგეთის ნანგრევებზე გაჩენილი სამყაროს და საზოგადოების მოთხოვნებს.
იყო მგრძნობიარე, მოაზროვნე ადამიანების ფუნდამენტური შეუთავსებლობა მათ სოციალურ გარემოსთან და როგორც ამის გამოხატულება, მეობის აბსოლუტური გაცხადება, გამწვავებული ინდივიდუალიზმი.
  თავისულებაზე,თანასწორობაზე და ძმოობაზე ღრიალით ქვეყნის ნგრევით და მკვლელობებით გაწარებული რომანტიკოსები იმეგაცრუებულები და სასოწარკვეთილები იყვნენ.
სამყარო ცუდია, საზოგადოება გარყვნილია და კორუმპირებული და ვერაფერს უშველი ამას.
ესაა პირველ რომანტიოსთა განცდა. 
მიუსე-Musset-ს გმირი   Lorenzaccio-ლორენზაჩო  1834 წლის ამავე სახელის პიესაში ფლორენციის გადასარჩენად კლავს ტირან  ალექსანდრე დე მედიჩის, მაგრამ ამ მედიჩის დაუყოვნებლივ ცვლის სხვა მედიჩი და ყველაფერი გრძელდება. 
მაგრამ რომანტიკოსთა. შემდეგ ორასზე მეტი წელი გავიდა და საუკუნის ბოროტება თუ ავადმყოფობა ისევაა.
ამ შავ ნაღველს, დარდს, დეპრესიას, არაერთი საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობას აქტიურად ეხმაურება ჩვენი ხელოვნება, სამედიცინო პუბლიკაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ამაზე ლაპარაკობენ.
„ დეპრესია „. ყველგანაა, მას ზედაპირულად მკურნალობენ მოდური ფარმაკოლოგოლოგიური საშუალებებით. აბა რა უნდა უშველო გემს რომელიც იძირება.
რომანტიკული „ საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა „ იქნებ არის თანამედროვეობის ავადმყოფობა?
ტანჯვა. მარადიულია, მაგრამ მისი ბუნება, ძალა და გამოხატულება ცვალებადია პერიოდების შესაბამისად. 
ზოგ  საზოგადოებაში უფრო იოლად ვრცელდება ეს უბედურება რომლის ფორმებიც იქ უფრო შთამბეჭდავი და უფრო მძიმეა. 
სუსტი მაგრამ საყოველთაოდ გავრცელებული დეპრესია შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყნების ავადმყოფობა, მეტი მატერიალური კომფორტის ეგზისტენციალური საფასური.
Hyppolite Taine და  Paul Bourget საფრანგეთში იყვნენ ამის მოწმეები მე-19 საუკუნეში.       Emil. Durkheim ამის მოწმე იყო მეოცე საუკუნის ტეხილზე, ცოტა უფრო მოგვიანებით, 1935 წელს      Thierry Maulnier-მ თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ წიგნს დაარქვა „ კრიზისი არის ადამიანში // La crise. est. dans l’homme //. იმის. შესახსენებლად რომ ჩვენს. „ განვითარებულ „ ერებში ადამიანთა განწყობის გაუარესების და ურთიერთობათა სირთულეების პირველი მიზეზი არაა ეკონომიკური კრიზისები იმიტომ რომ ეს ფენომენები პირველ რიგში არის საზოგადოებათა ანუ ადამიანების გარყვნა-გადაგვარების შედეგი.
უფრო. ახლოს ჩვენთან  თანამედროვე ადამიანისთვის შინაგანად დამახასიათებელ ან, სულ მცირე, ცხოვრების თანამედროვე პირობებით გაძლიერებულ ცუდად ყოფნაზე სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ. ისეთი ავტორები როგორებიც არიან Marcel Gauchet, Gilles Lipovetsky, Alain Ehrenberg. საზღვარგარეთ. ამაზე. ლაპარაკობენ Christopher Lasch, Daniel Bell…
მაგრამ იქნებ ესაა  წარსული საუკუნეების. სიღატაკის შემდეგ დღევანდელი კომფორტით გარყვნილ-გაფუჭებული ბავშვების ჭირვეულობა?
ცუდად ყოფნა. და ეკონომიკური სიმდიდრე- თანამედროვე უკანონობა
შემაშფოთებელია. 21-ე საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილების კარტოგრაფია.
2004 წლის გამოკვლევის თანახმად საფრანგეთის მოსახლეობის 11 პროცენტს ტანჯავდა დეპრესია და  14 პროცენტს ტანჯავდა პათოლოგიური  სევდა-მწუხარება // angoisse//.
აშშ-ში  ლოთობის და ალკოგოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის //National institute of Alcohol Abuse and Alcoholism-NIAAA// 2001-2202. წლის გამოკვლევა ამბობს რომ ამერიკელთა 13 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვთ გადატანილი მძიმე დეპრესია. ამით გატანჯულთა ნახევარს უნდათ სიკვდილი, მესამედს უფიქრია თავის მოკვლაზე და 9 პროცენტს უცდია თავის მოკვლა.
ეხლა არის თვითმკვლელობათა და თავის მოკვლის მცდელობების ნამდვილი ეპიდემია. მსოლიოში ყოველ წელს თავს იკლავს მილიონი ადამიანი. ყოველ 40 წამში იკლავს თავს ადამიანი. და. ყოველ 3 წამში ვიღაც ცდილობს თავის მოკვლას.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თვითმკვლელობის თუ თავის მოკვლის მცდელობის საფრთხე ძალიან გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, იმდენად რომ თითქის გაორმაგდა 1965-1985 წლებში….საფრანგეთს სამწუხაროდ „ საპატიო „ ადგილი უკავია ამ ქვეყნებს შორის.
თვითმკვლელობა გადაიქცა ნამდვილ პრობლემად საზოგადოებრივი, ეროვნული ჯანმრთელობისთვის. ის. დიდი გავლენას ახდენს ადამიანთა ფსიქიკაზე, სოციალურ და ფინანსურ სფეროებზე.ბოლო ოცი წლის მანძილზე სახელმწიფო დახმარება უფრო და უფრო ძლიერდება, ვრცელდება დარდის და ნაღველის შემამსუბუქებელი ანტიდეპრესორები, მაგრამ პრობლემა რჩება.
       თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება არის ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში.
ინდუსტრიალიზებულ ერთა უმრავლესობაში თვითმკვლელობა არის ყველა ასაკის ადამიანთა გარდაცვალების ერთ-ერთი პირველი მიზეზი. ისაა 15-34 წლისათა სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ავტოავარიებში ნაკლები კვდება ვიდრე თვითმკვლელობით.
დღეს  სასიამოვნო კომფორტული ცხოვრებაა, მაგრამ არსებობის დღევანდელ პირობები როგორც ჩანს. ბევრზე ახდენს უარყოფით გავლენას და იწვევს ერთგვარი მასობრივი ფსიქიური ტანჯვის
გავრცელებას. ეს ტანჯვა ერთდროულად ბუნდოვანია, ფარულია და გლობალურია.
ეს. დღევანდელობაზე, მაგრამ საინტერესოა ისტორიაც.
უცნაური ჩანს, მაგრამ  დადგენილი ფაქტია რომ თვითმკვლელობის შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად იზრდება მაშინ როდესაც ქვეყანა იწყებს გამდიდრებას.
1830 წლის საფრანგეთში თვითმკვლელობის დონე დაახლოებით 5 100 000-თვის, 1906 წელს კი ეს დონე იყო 25 100 000-თვის, ე.ი. ქვეყანა გამდიდრდა და თვთმკვლელობა 5-ჯერ გაიზარდა.
ასე იყო იტალიაშიც, დიდ ბრიტანეთშიც, შვედეთშიც, ავსტრიაშიც, ჰოლანდიაშიც.
თვითმკვლელთა რაოდენობა იზრდებოდა ქვეყნების სიმდიდრის ზრდასთან ერთად.
დედამიწაზე. ყველაზე მეტად იკლავენ თავს, მაგალითად, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, იაპონიაში, შვედეთში, აშშ-ში. და ბევრად ნაკლებად იკლავენ თავს საქართველოში, ჩილიში, ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ვენესუელაში…
თვითმკვლელობათა დონე და რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს  და შეიძლება ვიფიქროთ რომ ამის მთავარი მიზეზი იყო ინდუსტრიალიზაციის პროცესის პირველი ფაზების დროს მუშათა შრომის პირობების მკვეთრი გაუარესება.
მაგრამ, პარადოქსულია, მაგრამ ამ პერიოდებში თავს უფრო იკლავდნენ მაღალი წოდების წევრები.
   თავს იკლავდა ძალიან ბევრი ღატაკი, მარგინალი და მაწანწალა, მაგრამ მუშები და მოსამსახურეები შედარებით ნაკლებად იკლავდნენ თავს.
მაგრამ ყფრო იკლავენ თავს ლიბერალური პროფესიების წარმომადგენლები // კომერსანტები, იურისტები, ექიმები… //.
  ინდოეთში დღეს თავს უფრო იკლავენ საშუალო და უმაღლესი განათლების მქონეები და არა უწიგნურები.
    მუშათა. შრომა რა თქმა. უნდა მძიმეა და დამთრგუნველია განსაკუთრებით ინდუსტრიულ რევოლუციათა დროს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ თანამედროვე ხანაში თვითმკვლელობათა გავრცელების მთავარი ფაქტორები სულ სხვა ბუნებისაა და პრიორიტეტულად ეხება მოსახლეობის იმ ფენებს რომლებიც ყველაზე მეტად სარგებლობენ მათი მზარდი სიმდიდრით.
თანამედროვეობა  გამოირჩევა იმით რომ თვითმკვლელობისკენ წამბიძგებელი ფაქტორები პირველ რიგში უნდა ვეძებოთ სოციალურად დაწინაურებულთა, უფრო შეძლებულთა ცხოვრების პირობებში.
ადამიანს თითმკვლელობისგენ უბიძგებს უსაქმურობა, მოწყენილობა, ყველა ჟინის დაკმაყოფილება?  თუ ინდივიდუალიზმი, ეკონომიკური კონკურენცია და ურთიერთობათა არასტაბილურობა რასაც ახალისებს ცხოვრების ახალი პირობები და პროფესიული
მობილურობა?
    ციფრების. უფრო ყურადღებით შესწავლა გვიჩვენებს. რომ ახსნათა მეორე ქსელია უფრო სავარაუდო.
   როგორც უკვე აჩვენა Durkheim-მა და. როგორც. სტატისტიკა ადასტურებს მის შემდეგ თავს უფრო ხშირად იკლავენ  მარტო დარჩენილი, მარტოობაში ჩაკეტილი ადამიანები, ისევე როგორც დეპრესიულები.
მაშ, როგორც ჩანს. ადამიანს ცუდად უფრო ხდის და თვითმკვლელობისკენ უფრო უბიძგებს თანამედროვე საზოგადოებაში შესვლით გაძლიერებული ცხოვრების წესების ინდივიდუალიზაცია და ზნე-ჩვეულებათა პრივატიზაცია.
დასავლურ. ქვეყნებში თვითმკვლელობის დონის და გაყრის დონის შესაბამისობის შესწავლამ გვიჩვენებს  თავს. უფრო იკლავენ იქ სადაც უფრო ეყრებიან ერთმანეთს მეუღლეები, სადაც უფრო ინგრევა ოჯახები ანუ ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა აშშ, შვედეთი, რუსეთი, დანია. 
თავს ნაკლებად იკლავენ იქ სადაც ნაკლებად ინგრევა ოჯახები, სადაც მეუღლეები ნაკლებად ეყრებიან ერთმანეთს, მაგ. ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია თუ პორტუგალია.
თავი უფრო შეიძლება მოიკლას მარტოხელამ, გაყრილმა, ქვრივმა და არა სტაბილური და ძლიერი ოჯახის მქონემ, ერთგული და მოსიყვარულე მეუღლის მყოლმა.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვილების ფაქტორსაც.
ქვეყნებში. სადაც მეტ. შვილებს აჩენენ და , ამდენად, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს და ბავშვების აღზრდას. // მაგ. ნიკარაგუა, მექსიკა, პერუ, თუ ფილიპინები // ნაკლებად იკლავენ თავს.
იმ ქვეყნებში. სადაც ნაკლებ შვილს. აჩენენ // მაგ. ბელგია, იაპონია, შვედეთი, შვეიცარია თუ ფინეთი// მეტი იკლავს თავს.
იქ. სადაც ცხოვრობს. რელიგიური, მორწმუნე ხალხი // მაგ. ინდოეთი, ჩრდილოეთი ირლანდია, ზიმბაბვე, მექსიკა თუ აშშ // ნაკლებად იკლავენ თავს.  თავს უფრო იკლავენ ურჯულოებით, რელიგიასთან მებრძოლებით სავსე ქვეყნებში //მაგ. ბელორუსია, ლატვია თუ რუსეთი…//.
საზოგადოდ თავს ნაკლები იკლავს. იქ  სადაც ძლიერია. ტრადიციული ღირებულებები // მაგ. პუერტო რიკო, ვენესუელა, კოლუმბია, ბრაზილია… ..
რაც არ უნდა. იყოს ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ რომ მდიდარ ქვეყანაში, სადაც ხშირია გაყრა და ოჯახთა დაშლა, ნაკლებ შვილს აჩენენ და ურჯულოები არიან ბევრად მეტი ადამიანი მოიკლავს თავს. ვიდრე ღარიბ ქვეყანაში სადაც აფასებენ ოჯახს, აჩენენ შვილებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რელიგიას.
საინტერესო ისაა. რომ. ომების. დროს. ნაკლებად იკლავენ თავს. საფრანგეთში თვითმკვლელთა რაოდენობა. იდად შემცირდა 1870,1914 და 1940 წლების ომების დროს. 
  Durkheim-მა აჩვენა. ეს. ფენომენი 1870 წლის ომის მაგალითზე. ამ დროს. საფრანგეთშიც, საქსონიაშიც და პრუსიაშიც თვითმკვლელობათა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
არა და. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. კონფლიქტს გარეთ დარჩენილ ინგლისში.
  « დიდი სოციალური ძვრები და. რევები, სახალხო ომები, აღვიძებენ და აძლიერებენ კოლექტიურ გრძნობებს, პატრიოტიზმს,პოლიტიკურ რწმენას ისევე როგორც ეროვნულ რწმენას, ხდება ქმედებათა კონცენტრაცია ერთი მიზნისკენ, გარკვეული ხნით მაინც ხდება საზოგადოების უფრო ძლიერი ინტეგრაცია. „, წერდა Durkheim.
საზოგადოებისგან გარიყვა, იზოლაცია, როგორც წესი  აჩენს და აძლიერებს მიდრეკილებას თვითმკვლელობისკენ. თვითმკვლელობათა რაოდენობა და სიხშირე  მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალური ქსელის სიმჭიდროვესთან.
 
ჯგუფისადმი, საზოგადოებისადმი კუთნილების განცდა დაცვის აშკარა ფაქტორია. 
 
ამხანაგების, მეგობრების, ახლობლების გარეშე და საზოგადოების გარეთ დარჩენილი უფრო იკლავს თავს.
 
ემიგრაცია ანუ. სოციოკულტურული ფესვებიდან მოწყვეტა, სააცხოვრებელი ადგილის ერთხელ ან ბევრჯერ გამოცვლა, ციხეში ან საავადმყოფოში მოხვედრა, რაც იწვევს ოჯახისგან დაშორებას, ურწმენობა-ურჯულოება ან რელიგიური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი რწმენის დაკარგვა აჩენს ან აძლიერებს თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას.

 D’autres facteurs d’isolement social sont régulièrement cités dans les enquêtes : on mentionnera l’immigration (source de déracinement socioculturel), un ou plusieurs déménagements, un emprisonnement, une hospitalisation qui entraîne l’éloignement familial, l’absence ou la perte de convictions religieuses, politiques ou syndicales…

​და რა უნდა ქნა როდესაც სულ თავისუფალი ხარ პოლიტიკურად, სოციალურად, სექსუალურად, ფინანსიურად, როდესაც 1960-1970-ანი წლების სექსუალურმა და. ზნე-ჩვეულებათა რევოლუციებმა გაგანთავისუფლეს ისტორიული, ეროვნული, ტრადიციული კულტურის, ღმერთის და მოყვასის სიყვარულის მქადაგებელი რელიგიის „ტვირთისგან„,როდესაც აღარც ოჯახი, აღარც სამშობლო,აღარც ხალხი და ქვეყანა აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ ღირებულებას და ყველაფერი ირგვლივ ყელში ამოგივიდა?

დიდი ფრანგული გაზეთი Le Figaro. გვეუბნება. რომ ამდენად ცივილიზებული ადამიანი როცა თავს არ იკლავს ხდება სექსუალური ტურისტი.

http://www.lefigaro.fr/international/2016/05/12/01003-20160512ARTFIG00210-le-tourisme-sexuel-n-attire-pas-que-des-hommes-blancs-riches-et-d-age-mur.php

სექსუალური ტურისტი არაა მარტო მდიდარი, მწიფე ასაკის თეთრკანიანი ადამიანი

Le tourisme sexuel n’attire pas que des «hommes blancs, riches et d’âge mûr»

ამ. ხუთშაბათს. ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მთელ მსოფლიოში ბავშვთა პროსტიტუციისთვის ბოლოს მოღების მოთხოვნით და აჩვენა თუ როგორ შეიცვალა ბოლო ოც წელში პედოსექსუალ დამნაშავეთა სახე. ეს სულაც არაა ის რასაც ველით.

არასამთავრობო ორგანიზაცია l’Ecpat-მა, რომელიც იბრძვის მთელ მსოფლიოში ბავშვთა პროსტიტუციისთვის ბოლოს მოღებისთვის 2-წლიანი კვლევის შემდეგ ამ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში თქვა რომ „ დღეს ბავშვები ისე როგორც არასდროს არიამ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლები „. და ასეა მთელ მსოფლიოში, ვერ გადარჩა ვერც ერთი ქვეყანა „, გვაფრთხილებს ორგანიზაცია თავისი 150-ფურცლიანი ანგარიშით.

« მაგრამ ესაა ფარული და მიჩქმალული დანაშაულები და ამიტომ მათი დათვლა და ამ უბედურების სრული მასშტაბის გაგება ძნელია „, ეუბნება Figaro-ს Marc Capaldi,  l’Ecpat-ის კვლევის ხელმძღვანელი. მაგრამ  « უეჭველია. რომ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია მოგზაურობების და  ტურიზმის დროს დიდად გახშირდა ბოლო 10 წელში მსოფლიო ტურიზმის განვითარების გამო.  ადამიანები დღეს ბევრად უფრო მობილურები არიან და ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების განვითარება ბავშვებს უფრო იოლად უგდებს ხელში დამნაშავეებს„. 

დანაშაულებს არ ჩადიან მარტო დასავლელი, მდიდარი, მწიფე ასაკის თეთრკანიანი ტიპები. პედოსექსუალი დამნაშავეები შეიძლება იყვნენ უცხოელებიც და ადგილობრივებიც, ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც, ამბობს ანგარიში რომლის ავტორებიც უარყოფენ ტიპიური პროფილის იდეას. 

პედოსექსუალი კრიმინალები არიან ტურისტები, მოგზაური ბიზნესმენები, მიგრანტები, დროებითი მუშები, სამშობლოდან გადახვეწილები ან მოხალისეები. ერთი ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად მშენებლობებზე მომუშავე 316 ადამიანს შორის 25-მა პროცენტმა აღიარა რომ მათ სექსუალური ურთიერთობები ჰქონდათ მოზარდებთან.

მაგრამ სექსუალურ მოძალადეთა უმრავლესობას შეადგენენ ლოკალური, ეროვნული ან რეგიონული მოგზაურები, ხაზს უსვამს ანგარიში. ფილიპინებზე პედოსექსუალ კრიმინალთა 90 პროცენტი და კამბოჯაში მათი 75 პროცენტი ადგილობრივები არიან.

არიან ქალებიც და ბავშვებიც

მოარული აზრების საწინააღმდეგოდ ყველა არაა პედოფილი. ბევრია „ სიტუაციონისტი „ დამნაშავეც „ რომლებიც სექსუალურ. ურთიერთობებს დაეძებენ მათი მოგზაურობების დროს და ბავშვსაც გააბურთავებენ თუ ამის შემთხვევა მიეცემათ „ . 

მეფობს ანონიმატი,  ზოგ ქვეყანაში თითქმის არავის სჯიან და პედოკრიმინალებიც ხალისობენ. 

უფრო იშვიათად, მაგრამ შეშლილი და ოხერი ქალებიც არიან. 

ეს ქალები ეძებენ „ სიყვარულს „ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, როგორც ამბობს ვენესუელაში ჩატარებული გამოკვლევა. იქ ეს გავრცელებული მოვლენაა.

სხვა შემთხვევებში ფასიან ურთიერთობებს „ რომანტიული სცენარის„ გარეშეც ამყარებენ არასრულწლოვანებთან.

ანგარიშს მოჰყავს. ბოლო დროინდელი წერილი რუსეთის შესახებ  უფრო და უფრო მეტი 30-35 წლის უცხოელი ბიზნესმენი ქალი რუსეთში მოგზაურობისას ყიდულობს იქაური ახალგაზრდა ვაჟკაცების სამსახურს.  

ისევ Ecpat-ის თანახმად ევროპელი საკმაოდ ახალგაზრდა ქალები იგივეს უნდა აკეთებდნენ აფრიკაში, განსაკუთრებით გამბიაში.

არიან კიდევ  ჰუმანიტარები და მათი არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთაც უნდათ „ რაღაც სიკეთის გაკეთება „ და გზადაგზა სხვადასხვა. ქვეყნის დათვალიერება, განსხვავებული კულტურების და პეიზაჟების აღმოჩენა. 

ნაკლებად მოწესრიგებული ჰუმანიტარული საქმიანობით სადაც არ მოითხოვენ არანაირ განსაკუთრებულ კომპენტენციას სარგებლობენ პოტენციური მტაცებლებიც. 

ეს პოტენციური მტაცებლები ბავშვებს ხვდებიან სკოლებში და ბავშვთა სახლებში და არავინ ამოწმებს იმას ჩადენილი აქვთ თუ არა რამე ოხრობა წარსულში ამ პოტენციურ მტაცებლებს.

უკანონობათა შემთხვევები დაფიქსირებულია კამბოჯაში, კენიაში, ჰაიტიზე, ნეპალში, ჰონდურასში…

ერთი ფრანგი ჰუმანიტარი დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. 

ფრანგული გაზეთი Le Parisien-ის თანახმად ეჭვია რომ 2013-2025 წლებში ის „კარგად გაერთო „ 7-13 წლის ბავშვებით ნეპალის და კამბოჯას ბავშვთა სახლებში.

აზიაში სამოგზაუროდ ის იყენებდა ასოციაციას რომლის თავმჯდომარეც იყო დედამისი.

არადა ის უკვე დასჯილი იყო 2000-ან წლებში ბავშვების მიმართ სექსუალური აგრესიის გამო.

საზოგადოდ ისევ ძალიან ძნელია მთელ დედამიწაცე მოგზაური ჰუმანიტარი თუ არაჰუმანიტარი პედოფილების დაჭერა. კანონების  დაცვას. და. დამნაშავეთა ხელში მოგდებას ხელს უშლის ხელისუფლებათა კოორდინაციის. და. ინფორმაციათა გაცვლის არარსებობა.

ამის დაუსჯელი რჩება პედოკრიმინალთა უმრავლესობა.

 
24 avril 2016  წლის 24 აპრილი
 
ჰუმანიტარული ბარბი-Barbie და თეთრკანიანი მხსნელის კომპლექსი
 
მარტის დასაწყისში  გახსნილი  Instagram-ის ანგარიში Barbie Savior მასხრად იგდებს ახალგაზრდა ჰუმანიტარებს რომლებიც აფრიკაში მიდიან უფრო ნარცისული თვითტკბობის გულისთვის ვიდრე სასარგებლო მიზნით.
 
ჰუმანიტარული აქცია ხშირად კარგი, გულკეთილი, გულუხვი ადამიანების მოქმედებაა. ისინი თავის დროს და რესურსებს სწირავენ ყველაზე ღატაკებისთვის, კატასტროფათა, ომების თუ სოციალური ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების გასაწევად.
 
ამ ლამაზი ტანჯვისთვის არ იძლევიან დიდ გასამრჯელოს, მაგრამ ადამიანის ბუნებას არ უყვარს სიცარიელე და ამიტომ მამაცი მშველელ-მხსნელი თვითონ იგონებს თავის ხელფასს.
მეთოდი მარტივი და. ყველასთვის ცნობილია. ლამაზი ფოტო რომელსაც თან ახლავს ლამაზი პოეტური აზრი აფრიკაზე, ჩვენს წინაპართა მიწაზე, მის ღატაკ მაგრამ მიუხედავად ამისა ესოდენ გულუხვ მკვიდრებზე.
 
ფოტო როგორც იქნა სასწავლებლად სკოლაში მიმავალ ბედნიერ ბავშვებთან ერთად.
 
ლამაზი ფოტო რომელზეც ჩანს ლამაზ მაგრამ ბეჩავ აფრიკაში ლამაზ მაგრამ ბეჩავ ბავშვებზე მზრუნველი ლამაზი ჰუმანიტარი მოწმობს იმაზე რომ ჩვენ ვზრუნავთ კაცობრიობის კეთილდღეობაზე.
 
ეს. ტრაბახი და. საკუთარი თავისთვის მადლობის გადახდა აჩვენებს უფრო ღრმა სინდრომს რომელსაც ინგლისელებმა დაარქვეს white savior complex, ანუ თეთრი, თეთრკანიანი მხსნელის კომპლექსი.
 
დეკოლონიზაციის შემდეგ დასავლელი ოდესღაც ოკუპირებულ ქვეყნებს უყურებს  პატერნალისტური თვალით, ისე. როგორც შეხედავდით. ბუდიდან ნამეტანი ადრე ამოფოფხებულ ჩიტის ბარტყს.
 
ბევრი სვინდისის დასამშვიდებლად მიდის ჰუმანიტარული აქციისთვის. მაგრამ. ეს კარგი სურვილი მალე ქრება, ესაა რეალური პრობლემა. 
 
ინსტაგრამის. ანგარიში Barbie Savior მასხრად. იგდებს. სწორედ ამ მოხალისე ჰუმანიტარებს, თეთრ, თეთრკანიან მხსნელებს. 
 
  ჰუმანიტარული ტურიზმის მასხრად აგდება კარგია, ის ასწორებს ყველაზე უხეშ შეცდომებს. 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s