უარვყოთ ნიჰილიზმი

​არის. ფრანგი ფილოსოფოსი კლოდ ობადია-Claude Obadia, Cergy-Pontoise-ს უნივერსიტეტის პროფესორი, მოვუსმინოთ მას
გავუწიოთ წინააღმდეგობა ნიჰილიზმს!
 
 
 
  1. დექრისტიანიზაცია  და. სეკულარიზაცია-გასაეროობა, პროცესი რომელიც განსაზღვრავს. თანამედროვე საზოგადოებების მომავალს. „ სოციალური  ტეხილიდან „ // fracture sociale // პოლიტიკური. წარმომადგენლობის კრიზისამდე განსხვავებულობის უფლების სახელით სკეპტიკური რელატივიზმის ბანალიზაციის, მის ჩვეულებრივ რამედ ქცევის გავლით.

„ რელიგიიდან გასვლა „ ///« sortie de la religion »//, თუ გავიმეორებთ ფილოსოფოსი Marcel Gauchet-ს გამოთქმას, შეიძლება იყოს. ღრმა მიზეზი იმისა. რასაც უწოდებენ პოსტ-თანამედროვობას //post-modernité //.

 
2. ისტორიული კომუნიზმის კრახი რომელიც. საბჭოთა. გულაგის. საშინელებების მხილებიდან ბერლინის კედლის დამხობამდე არის საფრანგეთის რევოლუციით დაწყებული ხანის დასასრულის სიმბოლო. 
ამ წარსულმა. ხანამ იხილა  Saint-Just  რომელმაც კრებას. განუცხადა რომ 
„ ბედნიერება ახალი იდეაა ევროპაში !  „ , მან ასე გამოთქვა. ნამდვილი ოცნება „ ხსნაზე „.
 
     ჩვენ წინაპრებს. უნდოდათ. სამოთხის ჩამოტანა დედამიწაზე. და მათ ასე ჩაითრიეს და შეათრიეს კაცობრიობა. საკონცენტრაციო ბანაკების ჯოჯოხეთში, დაამსხვრიეს. განმანათლებელთა ევდემონისტური ზმანება.
 
3. დაბოლოს, კაპიტალიზმის პლანეტარული ტრიუმფი. რა კეთილშობილი ლიბერალური ტრადიციის მემკვიდრეც არ უნდა იყოს ეს კაპიტალიზმი, ის დაუღალავად  იმეორებს. რომ კერძო, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება სხვა რამეებისთვის. ნაკლები ანგარიშის გაწევით ანუ ეგოიზმი კანონიერი რამეა.
 
სულაც არაა. გასაკვირი რომ დასავლეთში გავრცელდა ლიბერტარიზმი, ეს ე.წ. კონტრ-კულტურა რომელიც. ერთის მხრივ აკრიტიკებს მოხმარების საზოგადოებას და მეორეს მხრივ თვლის რომ ინდივიდის თავაშვებულობა და თავგასულობა ნორმალური რამეა, თავისუფლებაა…

Homo œconomicus და გარყვნილ-გადაგვარებული საზოგადოება

1950 წელს. დაბადებული. ფრანგი ფილოსოფოსი Jean-Claude Michéa  შეგვახსენებს. რომ ცივილიზაცია. სადაც ბატონობს. ვაჭრული ეკონომიკა ყოველ ადამიანს აძალებს ცხოვრების განსაკუთრებულ წესს.

უნდა. გაყიდო რაღაცა, როგორც წესი საკუთარი თავი // საკუთარი დრო, საკუთარი შრომა //. 

დღევანდელმა. დასავლელმა. ლიბერალმა უარყო ყველა. ტრადიციული კავშირი რაც ერთ მთლიანობად კრავდა და აწესრიგებდა საზოგადოებას მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს.

მოზეიმე ნეოლიბერალიზმის თანახმად სოციალურ. ცხოვრებას უნდა აწესრიგებდეს  თავისუფალი ბაზრის კანონები, საქონლის ეკონომიკა, ინდივიდთა ურთიერთობების მომაწესრიგებელი აბსტრაქტული სამართალი და არა 10 მცნება და ღმერთის და მოყვასის სიყვარულის კანონი.

ეს ახალი ორგანიზაცია თითქოს უნდა იყოს რაციონალური ზუსტ მეცნიერებებთან ახლო ტექნიკურობის თანახმად.

   ამ იდეოლოგიამ წარმოიდგინა. რომ საზოგადოება შეიძლება აიგოს ინდივიდუალური ინტერესის საფუძველზე. 

მან შექმნა homo economicus-ის  მითიური იდეალური ფიგურა. 

წმინდა. ეგოიზმით მოქმედმა ამ ჰომო ეკონომიკუსმა უნდა შესანიშნავად იცოდეს ეკონომიკური ვითარება და უნდა მოახდინოს ამ ვითარებაზე რაციონალური რეაქცია თავისი საკუთარი ინტერესის შესაბამისად.

იდეალური საზოგადოება უნდა შედგებოდეს ურთიერთმოქმედი ჰომო ეკონომიკუსებისგან.

ამის. მთქმელები არ აზუსტებენ იმას. რომ ამ პერსონაჟს გვანან მხოლოდ დიდი ქონების მფლობელები

საკუთარი შრომით მცხოვრები მუშა-მოსამსახურეებისგან შემდგარი მოსახლეობის  დანარჩენი ნაწილი კი იტანჯება და წვალობს ამ აბსურდული იდეალის გამო.

Dany-Robert Dufour-ის აზრით ნეოლიბერალიზმი არის ტოტალიტარული აზრი. რომელიც მოქმედებს როგორც ეკონომიკაზე ისე ადამიანის ცხოვრების სხვა სფეროებზე. 

ეს. დოქტრინა. მიზნად ისახავს. ეგოიზმის. და. სიხარბე-გაუმაძღრობის განთავისუფლებას. 

არადა. ეგოიზმი და სიხარბე-გაუმაძღრობა ოდითგანვე. ითვლებოდა საზოგადოების დამღუპველ საშიშროებებად რომლებიც უნდა მოეთოკა მორალს.

ინეოლიბერალური იდეოლოგია მუდამ უბიძგებს შეჯიბრისკენ, პირველობისთვის ბრძოლისკენ, მეტი ფულის მოხვეჭისკენ რათა მერე დატკბე დიდი მომხმარებლური თრობით.

ნეოლიბერალური იდეოლოგია. უარყოფს და. სპობს. ისტორიულ კულტურულ ღირებულებებს, იდეალებს და აკრძალვებს. ის პიროვნებას გადააქცევს გაუცნობიერებელი მხეცური ინსტინქტებით მართულ არსებად.

ასოციაცია HEC- ის  Pôle Carrières-ის დირექტორი    Alain Debout წერს  :

„. საწარმო-დაწესებულებებში ადამიანებს უკვე. სხვანაირად. ეპყრობიან. მატერიალისტური ხედვაა და არა ჰუმანისტური. დამიანს აღარ უყურებენ როგორც ცოცხალ სულიერ არსებას. ადამიანი გადაიქცა რესურსად რომლის ოპტიმიზაციაა საჭირო…

პიროვნებას უყურებენ როგორც წარმოებისთვის საჭირო მასალას ნედლეულს , რომელსაც ბოლომდე იხმარ და გამოცვლი…

ადამიანი გახდა. უბრალო ობიექტი,გამოსადეგი ან უსარგებლო რაღაც „ .

un homme devenu un simple objet”.

ასეთი ულტრალიბერალური და ლიბერტალური ლოღიკები ხელს უწყობენ რელატივიზმის და სკეპტიციზმის გავრცელებას…

დღევანდელობისთვის ყველაფერი ერთნაირია, ყველაფერი საკამათოა….აღარაა აბსოლუტური ღირებულება, მაშ, აღარაფერს აქვს ჭეშმარიტი ღირებულება.

არადა. როგორ არ უნდა. დავინახოთ ნიჰილიზმის საფრთხე ?

 

https://www.babelio.com/livres/Lasch-La-culture-de-legoisme/455933


Christopher Lasch- ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი,ოდესღაც ანტისტალინელი კომუნისტი კრისტოფერ ლაშCornelius Castoriadis ამერიკელი ნეომარქსისტი კორნელიუს კასტორიადისი, ზოგჯერ უყურებენ როგორც კონსერვატორს, საინტერესო ხალხია.

ISBN : 2081284634 
Éditeur : CLIMATS (10/10/2012) 
კრისტოფერ ლაშმა 2012 წელს. გამოსცა ნაშრომი
 „ ეგოიზმის კულტურა „
რეზიუმე :
1986 წელს  ინგლისური ტელეარხი Channel 4 გეგმავდა დიალოგს კორნელიუს კასტორიადისს. და კრისტოფერ ლაშს შორის.
ეს იყო დიალოგი დასავლური საზოგადოებების კრიზისის შესახებ.
გაანალიზებულია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მოხმარების ხანაში შესვლისას გაჩენილი ახალი ეგოიზმი.
ადამიანებმა ზურგი შეაქციეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სფეროს, ისინი ჩაიკეტნენ მარტო, ექსკლუზიურად პირად, კერძო სამყაროში.
მათ ასე დაკარგეს საკუთარი თავის განცდა, აზრი (sense of self),  დაკარგეს ის რაც. შესაძლებელს ხდის ეთიკას
საკუთარი თავის განცდა, აზრი, sense of self არსებობს. მარტო მაშინ როდესაც ადამიანი დასძლევს მატერიალურ სიდუხჭირეს, როდესაც მას აღარ სჭირდება ბრძოლა თავის გადარჩენისთვის.
პროექტის გარეშე დარჩენილი ადამიანები არიან მძევლები ჰალუცინაციური სამყაროსი რომელსაც არც რეალობა. აქვს და არც ობიექტები   // მეცნიერებაც კი აღარ აგებს რეალობას იმიტომ რომ ის ყველაფერს აჩვენებს როგორც შესაძლებელს //.
დარჩა. მარტო მარკეტინგი და ლანდი-მოჩვენებები (simulacres) ადამიანებს აღარა აქვთ მაგალითები და მოდელები რომლებთანაც მოუნდებოდათ საკუთარი თავის გაიგივება.
კომუნიზმის. და. სოციალ-დემოკრატიის ორმაგი მარცხის შემდეგ ადამიანებმა დაკარგეს ყოველგვარი პოლიტიკური იდეალი.
მათი მე გადაიქცა ცარიელ მედ (an empty self)  რომლის. გამოც. ერთმანეთს. ჯიჯგნიან პოლიტიკური სცენის ერთადერთ სუბიექტებად დარჩენილი ლობი-ები.
შავი, სასტიკი, მაგრამ აქტუალური ანალიზი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s