ანტიეტატისტური ლიბერტარობა

ანტიეტატისტურ-ანტისახელმწიფოებრივი ლიბერტარობა

 

https://www.contrepoints.org/2010/12/07/8602-l’enracinement-du-libertarianisme

არის 1976 წელს დაბადებული Fabrice Copeau, მან დააარსა ასოციაცია  liberaux.org, რომლის თავმჯდომარეც იყო 2002-2006 წლებში, მას ასევე შექმნა საიტი Catallaxia, რომლის მიზანიცაა ყველანაირი ლიბერალიზმის ქადაგება. ხოდა დავუგდოთ მასაც ყური.

 

Le libertarianisme -ლიბერტარიანობის. დამოუკიდებლობა უფრო და უფრო გამოიკვეთა ცივი ომის გაჩაღების კვალდაკვალ.

ახალი კონსერვატორების საწინააღმდეგოდ ლიბერტარები თავს აცხადებდნენ აამერიკული ნტიეტატისტური, ანტისახელმწიფოებრივი ტრადიციის გამგრძელებლებად.

უფრო უნდა. ვილაპარაკოთ ანტიეტატისტურ, ანტისახელმწიფოებრივ სულისკვეთებაზე და არა ლიბერტარულ დოქტრინაზე. ეს დოქტრინა სისტემატურად შეიქმნა მხოლოდ თანამედროვე ლიბერტარული მოძრაობის დაფუძნების შემდეგ.

ლიბერტარიანობა. არის კლასიკური ლიბერალიზმის, ინდივიდუალისტური ანარქიზმის და იზოლაციონიზმის სინთეზი. სამივე არის ანტიეტატისტური, ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაცია.

ფიგურები

 

Henry David Thoreau (1817-1862) : ინდივიდუალისტური ჩაკეტვის კაცი

უსმენდა  ბუნებას, ჰქონდა საზოგადოებისგან ჩამოშორების მოთხოვნილება. განდეგილად ჩაკეტილმა თორომ დაწერა Walden ანუ ცხოვრება ტყეში.

განდეგილად. მცხოვრები არ თვლიდა კარგ რამედ მონათმფლობელობის დამშვები და მექსიკასთან მეომარი სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდას.

„ ცივილიზებულ „. ცხოვრებაში დაბრუნებული, ის დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლისას, 1849 წელს, მან დაწერა „ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა „, რომელიც ეხლა ითვლება ძალის გამოუყენებლად წინააღმდეგობის გაწევის სახელმძღვანელოდ.

 თოროსთვის. სახელმწიფო შეიძლება იყოს მხოლოდ უკიდურესი საშუალება რომელიც უნდა. გაქრეს ყველგან სადაც შეიძლება გამოიხატოს ინდივიდუალური ინიციატივა. 

მაგრამ ის არ მოუწოდებს ძალადობისკენ. ის  თანამოქალაქეებს სთავაზობს „ სამოქალაქო დაუმორჩილელობას „ , ე. გადასახადების გადახდაზე უარის თქმას. ის წერს :

„ თუ ათასი კაცი წელს არ გადაიხდის გადასახადს ეს არ იქნება ძალადობა და სისხლისღვრა. გადასახადების გადახდა აძლევს სახელმწიფოს ძალადობის და უდანაშაულოთა სისხლისღვრის საშუალებას… „ 

საახელმწიფო თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვს აბსოლუტურ თანხმობას 

// აბსოლუტურ უფლებას ჩემს პიროვნებაზე და ჩემს ქონებაზე //;  თორო,პირიქით, წარმოიდგენს სახელმწიფოს რომელიც ინდივიდს ეპყრობა პატივისცემით, როგორც მეზობელი. და არ ჩათვლის მისთვის საშიშად თუ კი  ინდივიდები დამკვირდებიან მისგან მოშორებით, არ შერევიან მას, უარს იტყვიან შეხებაზე „ .

თორო ასე ქადაგებს ლოკის წინააღმდეგობის უფლების საყოველთაოდ გავრცელებას და ასე უახლოვდება ანარქიზმს.

Lysander Spooner (1808-1887) : ანარქო-კაპიტალიზმის მამა

ამან 1840-ან წლებში შექმნა. კერძო კომპანია The American Letter Mail Company, რომლის წარმატებით შეწუხებულმა მთავრობამ საგანგებო კანონით დაამკვიდრა საფოსტო მომსახურების სახელმწიფო მონოპოლია.  თავის მოქმედებათა თეორიულად გასამართლებლად Spooner-მა. დაწერა. ბროშურა რომელშიც ის არ კმაყოფილდებოდა სახელმწიფო  მონოპოლიის მიერ მოტანილი ეკონომიკური ზიანის დაგმობით.

ის  ამბობდა. რომ საფოსტო მომსახურებაზე სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში სახელმწიფოს შეუძლია კერძო პირთა კორესპონდენციის გაკონტროლება რაც საშიშია ინდივიდუალური თავისუფლებებისთვის.

მისი წვლილი არ შემოიფარგლება მარტო ამ ეპიზოდით.

ის. ერთმანეთისგან განასხვავებ მორალს და სამართალს, მისი საკუთარი სიტყვებით მანკიერებებს, საძრახის საქციელს და დანაშაულებს.

1875  წლის მოკლე ტექსტში ის ამბობს. რომ  მანკიერებები, საძრახისი საქციელი არის ის რითაც ადამიანი ზიანს ყენებს საკუთარ თავს ან საკუთარ ქონებას, დანაშაულები კი არის ის რითაც ადამიანი ზიანს აყენებს სხვას ან სხვის ქონებას

თუ კი ადამიანი მარტო თავის თავს უშავებს თავში ქვაც უხლია, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.

სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას ინდივიდი თვითონ მისან. 

ის რაც კარგია მორალური თვალსზრისით არაა  სავალდებულო სამართალში.

 Spooner-განაცხადა რომ კონტრაქტი ეხება მარტო მათ ვინც მასზე აწერს ხელს. ამერიკის კონსტიტუცია კი არაა ასეთი კონტრაქტის ობიექტი.  „ კონსტიტუცია იყო მათი კონსტიტუცია და მოკვდა მათთან ერთად „. 

თანხმობა ვერ  გამოიხატება ვერც არჩევნებში მონაწილეობით და ვერც გადასახადების გადახდით. 

   „  ადამიანები ვისაც მისცეს პერიოდულად თავისი ბატონების არჩევის უფლება ისევ და მაინც მონები არიან „.

თქმა იმისა. რომ გადასახადის გადახდა ნიშნავს კონსტიტუციის ფარულ აღიარებას არის დავიწყება იმისა რომ გადასახადი ძალითაა თავზე მოხვეული.

„ დედამიწის ყველა დიდი მთავრობა არიან ქურდების ბანდები რომლებიც გაერთიანდნენ თავის მაგავსთა გაძარცვა-გატყავების, დაპყრობის და დამონების მიზნით „ . 

Benjamin Tucker (1854-1939)  და გაზეთი  Liberty : ლიბერტარული სულისკვეთების გავრცელება.

გაზეთმა  Liberty-მ აიტაცა Josiah Warren-ის იდეა : ინდივიდუალური სუვერენიტეტის იდეა. ამდენად. ინდივიდი, მისი სხეული და ქონება უნდა დავიცვათ გარემოს აგრესიისგან. 

არადა  Tucker აღნიშნავს. რომ სახელმწიფო მუდამ  ესხმის თავს ინდივიდს და ცდილობს მის დამორჩილებას. 

Tucker და. მისი  Liberty იცავენ  თავისუფალ სიყვარულს, გაყრას, არაჩვეულებრივ სექსუალურ ურთიერთობებს, უსაფრთხოების პრივატიზაციას // Gustave de Molinari-სგან აღებული იდეა //. 

 თავდაცვა. ისეთივე სერვისია. როგორც სხვა სერვისები.  სასარგებლო და სასურველი სამუშაოა, ეკონომიკური საქონელია, რომელიც ემორჩილება შეთავაზების და მოთხოვნის კანონს. თავისფალ ბაზარზე. ეს  საქონელიც იქნება მიწოდებული მისი წარმოების ფასად.  კონკურენცია იზამს იმას რომ უკეთეს ფასად გაიყიდება უკეთესი საქონელი. 

    თავდაცვის. წარმოება და გაყიდვა ეხლა მონოპოლიზებულია სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფო, ისევე როგორც ყველა მონოპოლისტი, ყველაფერს მეტისმეტად ძვირად ყიდის.

  

Tucker თავიდან დიდ პატივს სცემდა იმდროინდელ ევროპელ რევოლუციონერებს, მაგრამ  Haymarket-ის  de 1886 წლის მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა მისი პოზიცია.  Liberty-ს. სტრატეგიაა. იდეების. ომი რომლის მიზანიცააა არა იმდენად სახელმწიფოს რამდენადაც სახელმწიფოს მაცოცხლებელი იდეის გაუქება დარწმუნებით.

 

Liberty-ს სძულს გარკვეული კაპიტალიზმი, სახელმწიფო კაპიტალიზმი.

 Tucker  ხაზს  უსვამს  იმას. რომ თუნდაც კერძო მონოპოლიები  ვერ იარსებებენ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე  მან მარქსისტების საწინააღმდეგოდ დაასკვნა რომ საჭიროა სახელმწიფოს განდევნა ეკონომიკიდან და არა ხელისუფლების გაძლიერება. მისი აზრით ადგილი უნდა დაეთმოს. სახელმწიფოსთვის ყველაზე მტრულ ელემენტს-თავისუფლებას.

Tucker აგინებს  მონოპოლისტ ბურჟუაზიასაც  და აქებს ანარქისტებს.

ეკონომიკური ანტიეტატიზმი-ანტისახელმწიფოებრიობს: კლასიკური ლიბერალიზმი

მე-19 საუკუნის ბოლოდან კლასიკური ლიბერალიზმის. პრინციპები ხშირად დამახინჯებყული იყო. მათ უკავშირებდნენ ხოლმე კონსერვატული პოლიტიკის დაცვას.

მეოცე  სუკუნის პირველ ნახევარში უარყოფდნენ ლიბერალურ დებულებებს

ლიბერალურ პრინციპთა აღორძინებას საფუძველი ჩაეყარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამერიკული ლიბერალიზმი მე-19 საუკუნეში : კონსერვატული ფერდი

 

Rothbard-ის აზრით ამერიკული ლიბერალიზმის ისტორიას მე-19 საუკუნეში ახასიათებს ერთმანეთთან დაკავშირებული 2 დაცურება.

 ბუნებრივი უფლებების. ფილოსოფიის თანდათანობითი უარყოფა ტექნოკრატული უტილიტარიზმის თუ სოციალური დარვინიზმის სასარგებლოდ,შემდეგ. იყო. თავდაპირველი რადიკალიზმის უარყოფა. კონსერვატული მიდგომის სასარგებლოდ, რასაც. გმობდაLippmann :  „

„  თავიდან რადიკალმა და რევოლუციონერმა, კონსერვატორებთან დიამეტრალურად დაპირისპირებულმა. კლასიკურმა ლიბერალებმა შემდეგ მიიღეს სახე იმისა რასაც ებრძოდნენ „ . 

Rothbard აქ აშკარად მიუთითებს მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკელ აპოლოგისტებზე,

  J.B. Clark-ზე, JL. Laughlin-ზე, S. Newcomb-ზე, რომელთა მისიაც იყო ახალი ინდუსტრიული კაპიტალიზმის მიერ გამოწვეული ცვლილებების გამართლება.

ისინი აცხადებდნენ რომ ხშირად კორუმპირებული სახელმწიფოს ეკონომიკური გაძლიერება ლეგიტიმური იყო.

აპოლოგისტები ასე ამბობდნენ რომ ლეგიტიმურია სახელმწიფოს მიერ პროფკავშირების და მიწათმოქმედთა ასოციაციების გასრესა, ფასების დაწესება, წარმოებათა შორის კონკურენციის რეგულირება და საბაჟო გადასახადების დიდად ზრდა.

ამას გარდა ისინი არსებულ წყობას ამართლებდნენ მორალური რელიგიური არგუმენტებით.

რა არის ლიბერტარიანობა

  იზოლაციონისტური ანტიეტატიზმი :  Old Right

NNew Deal-ზე რეაქცია,  Old Right , სენატორი  რობერტ ტაფტის იმპულსით 1950-ანი წლების დასაწყისამდე იყო რესპუბლიკურ პარტიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტენდენცია.

   Old Right-ის დიდი ფიგურები

მათში ინდივიდუალიზმი ტემპერამენტია და არა დოქტრინა. 

 Henry Louis Mencken(1880-1956) მწვავე ანტიეტატიზმს აერთიანებს თავისუფალი ვაჭრობის რწმენასთან და უპირისპირდება. ყოველგვარ სამხედრო ჩარევას.

 მან არ მოიწონა  New Deal-ის პოლიტიკა. როდესაც Roosevelt-მა გადაწყვიტა დოლარის დევალვაცია Mencken-მა. სპონტანურად იყვირა c : « ქურდობა ! » და დაიმუქრა რომ იჩივლებდა უმაღლეს სასამართლოში. და ბოლოს. ის. კატეგორიულად უპირისპირდებოდა აშშ-ს ჩაბმას. მეორე მსოფლიო ომში.

Albert Jay Nock (1870-1945), ნაშრომში Our Enemy, the State // „ ჩვენი მტერი, სახელმწიფო „ // Oppenheimer-ის სოციოლოგიურ. ანალიზს იყენებდა  თანამედროვე ამერიკული სახელმწიფოს განვითარების გასაანალიზებლად.

 Oppenheimer-ის. აზრით ყველა. სახელმწიფოს. წარმოშობის მიზეზია 2 ჯგუფის ერთმანეთთან დაპირისპირება. ამ ორ. ჯგუფს. აქვს. გადარჩენის. სხვადასხვა მეთოდი :

ეკონომიკა თუ პოლიტიკა.

ის თვლის. რომ კონსტიტუციის. მიღებით დაიწყო კონსერვატული კონტრ-რევოლუცია რომლის. მამოძრავებელი ძალები იყვნენ დიდი საწარმოები.

დიდმა. ფინანსურმა. ინტერესებმა. ნამდვილი. სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს ფერმერების და პატარა  საწარმოების. წინააღმდეგ იმით რომ კონფედერაციის მუხლები სანაგვეში გადაყარეს.

Nock-მა 20-ან წლებში გამოსცაThe Freeman რომელშიც ის ამბობდა რომ New Deal არ ყოფილა მავნებელი მარტო ეკონომისთვის, რომ ის ყველაზე მეტად სპობდა ადამიანის სულს.

  მან რუზველტის საქმიანობა  გააიგივა. ჰიტლერის და სტალინის საქმიანობასთან.

Franck Chodorov (1887-1966) იყო Henry George School of Social Science-ს დირექტორი და ჟურნალი The Freeman-ს გამომცემელი.  Nock-ის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მისი ანდერძის აღმსრულებელი.

გადაცემა. არ ყოფილა მარტო იურიდიული :  მან თავის შთამომავალს დაუტოვა მისიაც რომელსაც უწოდა „ ისაიას სამუშაო „. ისაია. გამოგზავნილი. იყო დედამიწაზე რათა საზოგადოება გაეფრთხილებინა მომავალ საშიშროებათა შესახებ.

წინასწარმეტყველს. ესმოდა. რომ მის. სიტყვებს გაიგებდა. რჩეულთა უმცირესობა და არა მასა. რჩეულებს სჭირდებათ ამხნევება და გამამხნევებლები.და Chodorov-ს უნდა ეზრუნა მათზე.

    იყვნენ ლიბერტარიანობისთვის. გზის გამხსნელი ქალებიც.

Rose Wilder Lane (1886-1968). 1936 წელს მან  გამოსცა  Give me Liberty // „ მომეცი თავისუფლება „ // რომელშიც მან გააკრიტიკა რუზველტის პოლიტიკის შედეგად ინდივიდუალისტური იდეალების. გადაგვარება.

„  ევროპის თაყვანისმცემელმა ამ რეაქციონერმა ფსევდომოაზროვნეებმა სცადეს კაიზერის. გერმანიასთან დაახლოება და მოსპეს  ამერიკული აზრი „.

1943. წელს. მან რადიოს. გაუგზავნა. წერილი. რომლითაც  გმობდა „ ყველა ამ კანონს სოციალურ. უსაფრთხოებაზე რომლებიც გერმანულია „.  გამოძიების. ფედერალური ბიურო შეუდგა საქმეს, შეადგინა საქმე,  სახელმწიფო პოლიცია მას სახლში მიადგა.

გააფთრებულმა e Rose Wilder Lane-მ ამერიკელ პოლიციელებს სულ გესტაპოელები უძახა.

სწორედ ამ დროს გამოაქვეყნა მან The Discovery of Freedom : Man’s Struggle against Anthority // „ თავისუფლების აღმოჩენა, ადამიანის ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ „ //. იქ ნათქვამია. რომ კაცობრიობის ისტორია არის ადამიანის ბრძოლა ხელისუფლებასთან.

Isabel Paterson (1886-1961) იყო New York Herald Tribune-ს ჟურნალისტი.

მან 1943 წელს გამოაქვეყნა The God of the Machine, ნაშრომი რომელშიც ის. ამბობს. რომ აშშ შექმნა  თავისუფალმა, აღვირახსნილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითდისციპლინირებულმა და ინდივიდების მიერ გაკონტროლებულმა „ ენერგიამ„,

სახელმწიფოში გასახიერებული ხელისუფლება კი ამ ენეგიის დინებისთვის და ადამიანთა მოქმედებისთვის ხელის შემშლელი დაბრკოლებაა. 

ის თვლის რომ საზოგადოების მილიტარიზაცია და. ჯარში სავალდებულო გაწვევის დაკანონება არის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შედეგი და მეტი არაფერი.

ყველაფერი ეს მჭიდროდაა დაკავშირებული ლიბერტარებთან

 Murray Rothbard-მა  ჩართო Old Right ლიბერტარულ. მიმდინარეობაში, ის შეხვდა 

 Chodorov-ს, შმდეგ  Mises-ს, დაუახლოვდა მას. საპრეზიდენტო ინვესტიტურისას ტაფტის გამარჯვების შემდეგ Rothbard-მა დატოვა რესპუბლიკური პარტია, დააარსა

 The Vigil, რათა თვალყური ედევნებინა იმისთვის რომ Old Right-ის. ტრადიცია არ მოესპოთ კონსერვატორებს. 

ის თვლიდა. რომ  Old Right-ს ჰქონდა. 2 შცდომა. რომელთა გამოსწორებასაც ის შეეცდებოდა. ერთი შეცდომა მისი აზრით იყო სერიოზული თეორიული საფუძვლის არარსებობა. მეორე შეცდომა მისი აზრით კი იყო ძლიერი და. გავლენიანი ორგანიზებული მოძრაობის არარსებობა. 

სხვადასხვა  მოაზროვნეებიც კი აშკარად. უარყოფდნენ გაერთიანების აზრს. 

ანტიეტატისტური, ანტისახელმწიფოებრივი მისწრაფებების ამ სისუსტეების გამოსწორება სცადა ლიბერტარულმა მოძრაობამ. ..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s