შვეიცარიასაც უნდა დამოუკიდებლობა

 

შვეიცარიასაც უნდა დამოუკიდებლობა, მას არ უნდა ფედერატული ევროკავშირის რეგიონად გადაქცევა

http://www.lefigaro.fr/vox/monde/2018/11/22/31002-20181122ARTFIG00126-initiative-pour-l-autodetermination-les-suisses-refusent-de-laisser-le-dernier-mot-aux-juges-etrangers.php

 

 

  დიდი ფრანგული გაზეთი Le Figaro, Paul Sugy, ინიციატივა თვითგამორკვევისთვის : „ შვეიცარელები ბოლო სიტყვას თავისთვის იტოვებენ და არ უთმობენ მას უცხოელ მოსამართლეებს „ , 22.11.2018

 

FIGAROVOX/ საუბარი- კვირას, 25 ნოემბერს, შვეიცარიაში სახალხო ინიციატივის რეფერენდუმი გადაწყვეტს  ქვეყნის კონსტიტუცია უფრო` მნიშვნელოვანია  თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები. 

იურისტი Christophe Foltzenlogel ამაში ხედავს არსებული მდგომარეობით ხალხის უკმაყოფილების გამოხატულებას.

შვეიცარიაში უშუალო დემოკრატია //démocratie directe // მოქალაქეებს აძლევს რეფერენდუმისთვის, თუ გნებავთ რეფერენდუმზე, გარკვეული „ ხალხური ინიციატივის„ წარდგენის უფლებას.

კვირას, 25 ნოემბერს,  რეფერენდუმზე. წარსადგენ  წინადადებებს შორის ერთ-ერთი მოითხოვს შვეიცარიის. კონსტიტუციის  დაყენებას საერთაშორისო ხელშეკრულებებზე წინ და მაღლა.: შვეიცარული „ პოპულისტური „ პარტია ცენტრის დემოკრატიული კავშირის მხარდაჭერით თვითგამორკვევის ეს ინიციატივა წარდგენილი იქნა იმიტომ რომ სხვა და უფრო ძველი ინიციატივები ვერ განხორციელდა შვეიცარიის  საერთაშორისო შეთანხმებების გამო.

FIGAROVOX.- შვეიცარიელებმა ამ კვირად მხარი უნდა დაუჭირონ „ თვითგამორკვევას ან უნდა უარყონ ის. რას ნიშნავს ეს ?

Christophe FOLTZENLOGEL.- შვეიცარელები ძალიან ამაყობენ ამ დემოკრატიული ტრადიციით რომელიც მათ აძლევს იხელმოწერების შეგროვებით ინიციატივის გამოჩენის, სახალხო გამოკითხვის მოწყობის, მეტიც, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაპროტესტების საშუალებას ამ კანონის რეფერენდუმისთვის გადაცემის მეშვეობით.

   ამ კვირას  დგას  ეროვნული სუვერენიტეტის  საკითხი, უნდა. გაირკვეს თუ რა მნიშვნელობა აქვს შვეიცარიაში შვეიცარიელების აზრს და ნებას, აქვს თუ არა შვეიცარიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შვეიცარიელების აზრს სამართლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებში როდესაც ეს აზრი გამოხატულია უშუალოდ. 

   ამ თვითგამორკვევის მომხრე ცენტრის დემოკრატიული კავშირი ამბობს. რომ შვეიცარიის მიერ განსაკუთრებით ევროკავშირთან ხელმოწერილმა შეთანხმებებმა შეუძლებელი გახადეს ხალხის მიერ გამოთქმული აზრის,მისი ნების სწორად, ზუსტად განხორციელება.

ასე. მაგალითად, 2010 წლის 28 ოქტომბეღს შვეიცარელებმა მოიწონეს ინიციატივა რომლის თანახმადაც შვეიცარიიდან უნდა გაეძევებინათ უცხოელი კრიმინალები. 

მაგრამ შვეიცარიის პარლამენტმა არაფრად ჩააგდო შვეიცარიის მოქალაქეთა ანუ მის ამომრჩეველთა ნება იმიტომ  რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ მისცა ევროკავშირს პირობა რომ დაუშვებდა პიროვნებათა თავისუფალ გადაადგილებას // გამოდის ისე რომ შვეიცარიის თავრობას ევროკავშირის შიშით თავისი ტერიტორიიდან უცხოელი კრიმინალი ვერ გაუძევებია //.

ამ ინიციატივით. უნდათ იმის თქმა რომ შვეცარიელებისთვის შვეიცარიის კონსტიტუცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საერთაშორისო შეთანხმებები და უცხოელ მოსამართლეთა აზრი.  და  თუ კი ხალხმა ხმა მისცა რაღაც ცვლილებას ეს ახალი ნორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უკვე რატიფიცირებული,დამტკიცებულ-მიღებული საერთაშორისო შეთანხმებები.

და განა  შეიძლება  ეროვნული სამართალის  დაყენება საერთაშორისო შეთანხმებებზე და ხელშეკრულებებზე უფრო მაღლა?  მთავრობა უარყოფს ამას და იტყვის რომ ამ კენჭისყრამ შეიძლება „ დაასუსტოს სამართალის სტაბილურობა და უსაფრთხოება „…

პრინციპის, მეტიც, განსაზღვრების თანახმად კონსტიტუციური სამართალი საერთაშორისო სამართალზე უფრო მაღლა დგას იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი აწესრიგებს სახელმწიფოთა ურთიერთობას,

სახელმწიფოები სუვერენულები არიან და სწორედ ამიტომ აქვთ მათ  „ საერთაშორისო კონტრაქტებზე „, უფლებათა და მოვალეობათა წყაროებზე ხელის მოწერის უფლება.

ამ პრინციპს საფრანგეთში ეხლაც იცავს კონსტიტუციური საბჭო რომელიც აცხადებს რომ კონსტიტუცია არის  „ შინაგანი იურიდიული წყობის მწვერვალზე „.

მიუხედავად ამისა  საერთაშორისო სამართალი თვლის. რომ ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის შეთანხმებები და საერთაშორის სამართალი კონსტიტუციებზე უფრო მნიშვნელოვანია და მათზე უფრო მაღლა დგას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ თავს აყენებს ეროვნულ კონსტიტუციებზე უფრო მაღლა ; ის კანონს არ განასხვავებს კონსტიტუციური დებულებისგან. და ამ სასამართლომ უკვე. დგმო რეფერენდუმით თუ სახალხო ინიციატივით მიღებული დადგენილებები.

ევროკავშირი ცდილობს  სრულფასოვან ფედერატულ სახელმწიფოდ გადაქცევას.

 

პრაქტიკულ ცხოვრებაში ევროპული მთავრობებიც  საერთაშორისო სამართალს აყენებენ ხოლმე კონსტიტუციაზე უფრო მაღლა.

ასე მაგალითად  საფრანგეთმა მოახდინა ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაცია რათა გაეგრძელებინა ევროპული ინტეგრაცია. ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ის რომ ხალხმა, მისმა ამომრჩევლებმა 2005 წლის რეფერენდუმზე უარყვეს კონსტიტუცია ევროპისთვის.

არადა  ლისაბონის ამ ხელშეკრულების ზოგი მუხლი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს, საფრანგეთის კონსტიტუციას.  მიუხედავად ამისა საფრანგეთის მთავრობამ შეცვალა საფრანგეთის კონსტიტუცია და არა ხელშეკრულება.,,,

ასე იყო უკვე 1992  წელს. მაასტრიხტის ხელშეკრულებისთვის და 1999 წელს ამსტერდამის ხელშეკრულებისთვის // ანუ დემოკრატები ნამეტანი დაეჩვივნენ მათი ამომრჩეველი დემოსის აზრის აბუჩად აგდებას და ფეხებზე დაკიდებას //.

ამის. შედეგად რეალურად რაღაც ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შემოწმება დაიყვანება იმის. გარკვევაზე თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენს კონსტიტუციაში რათა ის შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებას.

ევროკავშირის ლიდერებს ძალიან უნდათ ევროკავშირის გადაქცევა ფედერატულ სახელმწიფოდ და ამიტომ უფრო და უფრო მეტი იურისტი თვლის რომ საერთაშორისო სამართალი უფრო მაღლა დგას კონსტიტუციურ სამართალზე,რომ ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონსტიტუციური სამართალი.

სინამდვილეში ევროკავშირი ხდება სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებით, პარლამენტით, ერთიანი ფულით და საფრანგეთის და ესპანეთის მსგავსი სახელმწიფოები და, გარკვეულწილად, შვეიცარიაც დაკარგავენ სახელმწიფოებრიობას და გადაიქცევიან „ ევრორეგიონებად „.

შვეიცარიელთა ნების განხორციელება ანუ კლასიკურ იურიდიულ პრაქტიკასთან დაბრუნება შეუძლებელს გახდის ევროკავშირის ლიდერების ოცნებათა განხორციელებას.

 მაგრამ შვეიცარია  არაა  მრავალი ხელშეკრულების მონაწილე: კონრეტულად რისი შეცვლა შეუძლია ამ კენჭისყრას?

შვეიცარია მართლაც არაა ევროკავშირში, მაგრამ ის მაინც არის პრივილეგირებული პარტნიორი. მისი იმპორტი და ექსპორტი მნიშვნელოვანია.  ბევრი მეზობლად მცხოვრები მიდის იქ სამუშაოდ და. ბევრი ტურისტი ატარებს იქ არდადაგებს.

ამ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად შვეიცარიამ ათასობით ხელშეკრულება და შეთანხმება დადო თავის ეკონომიკურ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან.

კანტონებს ეხლა არ შეუძლიათ თვითონ იმის გადაწყვეტა დაუშვან თუ არა მგელზე ნადირობა,მათ ამაში ხელს უშლის საერთაშორისო შეთანხმება.

ცენტრის დემოკრატიული კავშირი ალბათ არ მოითხოვს ამ შეთანხმებათა უარყოფას.

მათი მთავარი პრობლემაა იმიგრაცია და არა შვეიცარული ექსპორტი ჩინეთში ან ფარმაცევტული რეგლამენტაცია ევროსაბჭოსთან. 

ცენტრის დემოკრატიულ კავშირს ასევე სურს ზოგი ხელშეკრულების გადასინჯვა იმიტომ რომ ვითარება შეიცვალა.

ამ პარტიის. ეროვნული მრჩეველი Jean-Luc Addor,მაგალითად, ლაპარაკობს მგელზე ნადირობაზე. შვეიცარიამ ხელი მოაწერა საერთაშორისო შეთანხმებას ველური სიცოცხლის დაცვაზე  რომელიც მგელს აცხადებს „ მკაცრად დაცულ „ სახეობად და რომლის გამოც კანტონებს ვერ გადაუწყვეტიათ დართონ მგელზე ნადირობის ნება თუ არა.

არადა. სწორედ. კანტონებს შეუძლიათ ყველაზე უკეთესად იმის. დადგენა თუ რამდენად დიდი ზიანი მოაქვს მგელს და საჭიროებს თუ არა ეს ჩარევას.

კიდევ შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა  მოსაზღვრე მუშებისთვის პენსიების, საბაჟო უფლებების თაობაზე, და ა.შ.

დადებითი პასუხის გამარჯვება იქნება საბოლოო, გადამწყვეტი ხმის. მიცემა ხალხისთვის. თუ კი ის მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მაშინ მთავრობამ ხელახლა უნდა. გამართოს მოლაპარაკებები შეთახმებებზე ან უარყოს ამის საწინააღმდეგო შეთანხმებები. 

  ესაა. ასევე. პირდაპირი შტევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს//CEDH// და. ადამიანის. უფლებათა მისეული ევოლუციური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ.

ამ სასამართლომ შვეიცარია მრავალჯერ. დაადანაშაულა. და. და დაგმო მისი ტერიტორიიდან უცხოელ კრიმინალთა განდევნის გამო. ევროპული სახელმწიფოს  ეროვნული ტერიტორიიდან უცხოელ კრიმინალთა განდევნა ამ სასამართლოს აზრით ეწინააღმდეგება ადამიანის. უფლებათა კონვენციის მიერ გარანტირებული უფლებების პატივისცემას // და ამიტომ ევროპული ქვეყნები უნდა გაივსოს უცხოელი კრიმინალებით //…

   ეს. ინიციატივა. რომელიც ალბათ უარყოფილი იქნება. ხომ არ ავლენს იმას რომ ევროპაში მოქმედებს. სუვერენისტული ტენდენცია?

ცენტრის დემოკრატიული კავშირის აზრით ესაა. სახალხო. სუვერენიტეტზე. დაფუძნებული დემოკრატიული მოდელის შენარჩუნების სურვილი.

არის. გარკვეული უნდობლობა  შვეიცარული პოლითიკური კლასის და შვეიცარელი მოსმართლების მიმართ. ეს პოლიტიკური კლასი და. მოსამართლეები ხელს აწერენ და ასრულებენ ევროპულ შეთანხმებებს თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

მე ამ ინიციატივას დავუახლოვებდი  „ ბრიუსელის ელიტების „ წინააღმდეგ პროტესტების გამოთქმას რომლებსაც ვხედავთ საფრანგეთში თუ სხვაგან.

როდესაც მთავრობამ უნდა გაატაროს არაპოპულარული რეფორმა  ახსნა ხშირად ერთი და იგივეა

« ჩვენ არა. გვაქვს არჩევანი, უნდა. გავატაროთ რეფორმა იმიტომ რომ შესასრულებელია ევროპული დირექტივა».

ეროვნული მრჩეველი, სოციალისტი Roger Nordmann ამბობს. რომ ეს. ინიციატივა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპის წინ წამოწევა, საშიშია შვეიცარიისთვის იმიტომ რომ ქვეყანა. ნაკლებად სანდო გახდება საერთაშორისო დონეზე.

მადამ Mme Fehlmann Rielle ამბობს. რომ ეს  „ დაამახინჯებს შვეიცარიის სახეს „.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც ამბობდა რომ სავრანგეთი გადაიქცევა ევროპის „ შავ ცხვრად „ თუ კი ის 2005 წლის რეფერენდუმზე იტყვის არას.

შვეიცარიაშიც და საფრანგეთშიც ხალხი დაღალა და გააბეზრა იმის მოსენამ რომ არ შეგვიძლია ამის. გაკეთება და უნდა გავაკეთოთ ის იმიტომ რომ ეს თქვა ევროკავშირმა და ეს ეს თქვეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა….

Suisse comme en France, il y a une véritable lassitude de s’entendre dire qu’on ne peut pas faire ci et qu’on doit faire ça parce que l’Union européenne ou les juges de la Cour européenne l’ont dit…

ამ სახალხო ინიციატივის უკან არის კონტროლის შენარჩუნების სურვილი, მის ინიციატორებს და  მომხრეებს არ უნდათ  „ უცხოელი მოსამართლეებისა „ თუ უცხოური ინსტიტუტების  ტოტალური ბატონობა.

ამ პერსპექტივაში ეს სახალხო ინიციატივა უახლოვდება უნგრეთის, პოლონეთის და ავსტრიის. სუვერენისტულ პოზიციებს. რომლებსაც ეს ქვეყნები ეხლა იკავებენ მონდიალიზაციის და იმიგრაციის პირისპირ.

მაგრამ უნდა. გავიხსენოთ რომ  უშუალო, პირდაპირი დემოკრატიის //démocratie directe// შვეიცარული სისტემა. ყველაზე განვითარებულია. მსოფლიოში და ბევრ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რეფერენდუმების ისე ეფექტურად და იოლად მოწყობა როგორც შვეიცარიას.

ასე მაგალითად. საფრანგეთმა 2010 წელს მიიღო კანონი. რომელმაც აკრძალა ისლამისტური სამოსი ბურკა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა რომ ეს კანონი დაარღვევს რელიგიის თავისუფლებას.

ცენტრის. დემოკრატიული კავშირის წევრი ამბობს:

„ შვეიცარელო ხალხო, გინდა  ისევ სუვერენულ ხალხად ყოფნა, გინდა  რომ შენი ბედი თვითონ გადაწყვიტო თუ გინდა რომ მბრძანებლებად გყავდეს ზევიდან ბრძანებების გამცემი მოსამართლეების  პატარა ჯგუფი?».

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s