ადამიანის უფლებებზე

http://www.lefigaro.fr/vox/societe/2018/11/16/31003-20181116ARTFIG00372-droits-de-l-homme-que-d-erreurs-commet-on-en-votre-nom.php

 

Droits de l’homme, que d’erreurs commet-on en votre nom !

  • Paul Sugy

FIGAROVOX/დიდი საუბარი – Grégor Puppinck გმობს ადამიანის გადაგვარებას ადამიანის უფლებათა ევოლუციით. 1789 წლიდან 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციამდე, რომლის 70 წელიც ეხლა შესრულდა, შემდეგ 1948 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებათა ადამიანი აღარაა იგივე. და ხვალე, ტრანსადამიან- transhumains -თა უფლებები?


Grégor Puppinck არის. სამართლის დოქტორი და დირექტორი ევროპული ცენტრისა სამართლისთვის და მართლმსაჯულებისთვის

მან 2018 წელს საფრანგეთში ფრანგულად  გამოსცა წიგნი „ შეცვლილ-გადაგვარებული ადამიანის უფლებები  „ //Les droits de l’homme dénaturé 

(  გამომცემლობა Cerf, 2018 წლის ნოემბერი).


FIGAROVOX.- ეს. ნიშნავს იმას. რომ ადამიანის უფლებებმა გადააგვარეს ადამიანი?

Grégor PUPPINCK.- პირველ რიგში ადამიანმა დაკარგა წარმოდგენა ადამიანის ბუნებაზე, ადამიანი გადაგვარდა მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები მეოცე საუკუნეში გადაიქცა საყოველთაო, უნივერსალურ ფილოსოფიად და გამოხატავს ადამიანის გარკვეულ კონცეფციას, გარკვეულ შეხედულებას ადამიანზე.

ეს წიგნი მიზნად ისახავს ადამიანის კონცეფციის ტრანსფორმაციას ადამიანის უფლებათა ტრანსფორმაციის მეშვეობით.

ეს შესაძლებელია იმიტომ რომ  „ ადამიანის უფლებათა „ წიაღში არსებობს მკაცრი თანაფარდობა ადამიანსა და მის უფლებებს შორის: ისი განსაზღვრავენ ერთმანეთს.

მეტიც. ადამიანის უფლებები იქცა. კაცობრიობის სოციალურ სარკედ, მათი მეშვეობით და მათში წარმოვიდგენთ და ვაღიარებთ თავს და ერთმანეთს.

ამ უფლებების. ყოველი ცვლილება გავს ჩვენი ავტოპორტრეტის რეტუშს, შეცვლას.

ამ ევოლუციის გასაანალიზებლად მე ადამიანის. უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორთა თავდაპირველი ჩანაფიქრი, როგორც ის გამომდინარეობს 1948 წლის არქივებიდან, შევადარე  მას შემდეგ საერთაშორისო ინსტანციების მიერ, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ ევოლუციურ ინტერპრეტაციას.

სამართალის უპირატესობა ისაა რომ ისაა დიდი ყურადღებით დაწერილი ნორმატიული ტექსტების მიმდევრობის მეშვეობით დროში ჩაწერილი რაციონალური დისციპლინა.

ადამიანის უფლებათა ანალიზი, ამდენად, იძლევა საერთაშორისო ინსტანციების და საზოგადოების ადამიანზე წარმოდგენის ევოლუციაზე დაკვირვების შესაძლებლობას.

არადა  მე ვხედავ  რომ  ადამიანის წარმოდგენამ ადამიანის ბუნებაზე, რომლის პატივისცემაც არის ადამიანის უფლებათა მიზეზი და საფუძველი, ბოლო ათწლეულებში განიცადა რევოლუციური ცვლილება.

მაშ, ადამიანის უფლებებს ხელახლა განსაზღვრავს დღევანდელი გადაგვარებული ადამიანი. ამის გამო ასე ხელახლა განსაზღვრული ადამიანის უფლებები ხელს უწყობენ, მეტიც, აძლიერებენ ადამიანის გადაგვარებას. ამის მიზეზი უმთავრესად არის მათი არსით ინდივიდუალისტური აღნაგობა და ნორმატიული ძალა.

თქვენ ხშირად მიუთითებთ ადამიანის „ ბუნებაზე „, მაგრამ რა არის ზუსტად ეს ბუნება?

ის აღნიშნავს იმას რაც ვართ როგორც ადამიანები, იმას რასაც ყველა ადამიანი იზიარებს თანასწორად.

საყოველთაო დეკლარაციასთან ერთად განცხადება იმისა რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებით აუცილებლად გულისხმობს იმას რომ ამ ღირსების საწყისი არის იმაში რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის, რასაც ყველა ადამიანი იზიარებს თანაბრად.

  ეს ნიშნავს იმას. რომ ადამიანის ღირსების საწყისი არაა ადამიანთა ფიზიკურ, ინტელექტუალურ თუ მატერიალურ დამახასითებელ ნიშნებში რომლებიც იცვლება პიროვნებათა შესაბამისად.

ყველა ადამიანისთვის საერთო რამე ვერ იქნება მატერიალური, ამიტომაა რომ ღირსება ხშირად ითვლება ტრანსცენდენტურ ფენომენად, ვინაიდან ის მეტია ვიდრე მატერია რომლის ცოდნაც და გაზომვაც შეიძლება.

ყოველ ადამიანს, როგორიც არ უნდა იყოს მისი თავისებურებები, აქვს ეს ღირსება უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანია.

„  ამ ღირსების სახელია ადამიანის ბუნება.  ადამიანის ბუნება უნივერსალურია, საყოველთაოა და ამიტომ მისი ღირსებაც და მისი დამცველი ადამიანის უფლებებიც ასევე უნივერსალურები არიან.

ადამიანის. უფლებები არ მოუგონიათ. ისინი აღმოაჩინეს ადამიანის ბუნებაზე დაკვირვების შედეგად. 

უკვე ბერძენმა ფილოსოფოსებმა იცოდნენ რომ ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი, რომ ადამიანი არის სხეულის და სულის კავშირი.

ადამიანი არის ცოცხალი, სოციალური და სულიერი არსება და ამიტომ ყველაფერი რაც პასუხობს ამ თვისებებს სიკეთეა და დაცული უნდა იყოს და ყველაფერი რაც მათ აბრკოლებს-სიკვდილი, ავადმყოფობა, მარტოობა, შეცდომა-ბოროტებაა და თავიდან მოშორებული უნდა იყოს. 

სწორედ ამიტომაა რომ ადამიანის უფლებები იცავენ ფიზიკურ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ოჯახის დაფუძნებით სიცოცხლის გადაცემის უნარს, კავშირის და გამოხატვის სოციალურ თავისუფლებებს, ისევე როგორც სულიერ თავისუფლებებს // აზრს, სვინდისს, რელიგიას//.

ადამიანის  უფლებები ბუნებრივია იმით რომ ისინი გამოყვანილია ადამიანის ბუნებიდან.

ვერავინ იტყვის რომ მან შექმნა ეს უფლებები, ვერ დაისახავს მიზნად მათ გადაკეთებას.

​ადამიანები იბადებიან ერთნაირი ღირსებით, მაგრამ განუსრულებელნი, არასრულყოფილნი.  ჩასახვიდან სიკვდილამდე ყოველი ადამიანის სიცოცხლე ცდილობს საკუთარი თავის განსრულებას, ადამიანის ბუნების შესაძლებლობათა რეალიზაციას, გაადამიანებას.

ძველ რომაელები ამ ფუდამენტურ წადილში ხედავდნენ მოვალეობას, საკუთარ თავში ადამიანის ბუნების სრულყოფის და სხვებში ადამიანის ბუნების პატივისცემის მოვალეობას. 

ძველი რომაელები ამას უწოდებდნენ Humanitas-ს. მათი ღირსების აღიარებით ადამიანები დებდნენ პირობას რომ საკუთარ თავშიც და სხვაშიც პატივს მიაგებდნენ მათ საერთო ბუნებას, ე.ი. იცხოვრებდნენ ღირსეულად და სხვასაც მისცემდნენ ამის საშუალებას.

სწორედ Humanitas-ის ამ მოვალეობამ გააჩინა ყოველი ადამიანის მიერ ადამიანის ბუნების განმასრულებელ და განმახორციელებელ უნართა პატივისცემის მორალური მოვალეობა და,ამდენად, ადამიანის უფლებათა პატივისცემის მოვალეობა.

ადამიანის უფლებები, ამდენად, უფრო იურიდიული, სამართლებრივი ფორმით გამოხატული მორალია ვიდრე უფლება თუ სამართალი.

ადამიანის ღირსების და უფლებების საწყისი ადამიანის ბუნებაშია, ამიტომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მათ უწოდებენ  თანაარს // inherents// უფლებებს, რაც ნიშნავს იმას რომ ეს უფლებები არ დაუთმია სახელმწიფოს, რომ ისინი ადრე არსებობდნენ და სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მათ, პატივი უნდა სცეს ადამიანს…

   რითი. განსხვავდება 1789 წლის ადამიანის უფლებები 1948 წლის ადამიანის უფლებებისგან ?

რა. დროც არ უნდა. ავიღოთ. ადამიანის. უფლებებს ერთის შეხედვით  აქვთ. საერთო ნიშნები:

  ადამიანის. უფლებები ეფუძნება  ადამიანის. ინდივიდუალისტურ და ლიბერალურ კონცეფციას, ეს უფლებებიიცავენ სუფიექტს ყველაფრისგან რაც უპირისპირდება მის ნებას.

მიუხედვად ამისა. ადამიანის. უფლებების. კონცეფცია საგრძნობლად შეიცვალა დროთა მანძილზე.

   1789 წლის. დეკრაცია აცხადებდა. ადამიანი-მოქალაქის, ბუნებრივი და. ზებუნებრივი კავშირების უარმყოფელი, და res publica-ში, საერთო საქმეში, პოლიტიკაში ჩართული ადამიანის უფლებებს.

1789 წლის. დეკლარაცია. ამას გარდა  ადამიანის უფლებებს კეტავდა ეროვნული სამართალის საზღვრებში: ის ადამიანს როგორც მოქალაქეს აძლევდა ადამიანის როგორც ადამიანის უფლებების გარანტიას.

ამ უფლებების განსაზღვრება  და  გარანტია განპირობებულია გარკვეული სახელმწიფოსადმი კუთვნილებით და ემორჩილება ამ სახელმწიფოს ძალაუფლებას.

1948 წლის. დეკლარაცია კი ადამიანს უფრო რეალისტურად აღიქვამს. ადამიანი აღარაა ის რაც წარმოედგინათ განმანათლებელ ფილოსოფოსწბს.

ადამიანი არის პიროვნება რომელსაც ყავს ოჯახი, აქვს ხელობა, სამშობლო, რელიგია.

ოჯახიც. სამშობლოც, რელიგიაც, ხელობაც ითვლება პოზიტიურ ფენომენებად რომლებიც არსებობდნენ სახელმწიფოს გაჩენამდე.

1948 წლის. დეკლარაცია. მიზნად ისახავს ადამიანის დაცვას სახელმწიფოსგან და მისი პოზიტიური სამართლის შესაძლო იმორალურობისგან.

ის ცდილობს პიროვნებათა. უშუალოდ, ზეეროვნულად დაცვას, ამკვიდრებს ადამიანის უფლებათა უზენაესობას ეროვნულ სამართალთან შედარებით.

ომის შემდგომი ხანის დიდი სიახლე ის იყო რომ საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებათა დააყენეს იერარქიულად ეროვნულ სამართალზე უფრო მაღლა.

აღიარეს. რომ ყოველ ადამიანს აქვს  ადამიანის. უფლებების ქონის უფლება მისი სახელმწიფოს გარეთ. 

ადამიანი ავიდა. ზეეროვნულ პოლიტიკურ დონეზე. რომელზეც ადამიანობა. უდრის მოქალაქეობას და ადამიანობასთან დაკავშირებული უფლებების აღიარებას.

მაგრამ ადამიანის უფლებათა მორალის ასე შთანთქმით საერთაშორისო სამართალმა დაამკვიდრა პლანეტარული მოწოდების ზეეროვნული მორალური წესრიგი.

მაგრამ ეხლა საფრთხე ისაა რომ სამართალმა, მართლმსაჯულებამ შეიძლება გადასინჯვოს,ხელახლა განსაზღვროს, შეცვალოს ადამიანის უფლებათა მორალი, რაც ხდება კიდეც ეხლა, რისი მოწმენიც ვართ. 

მორალი დაიმორჩილა, დაიმონ სამართალმა, მორალს განსაზღვრავს სამართალი, მაგრამ უკვე ზეეროვნული და არა ეროვნული.

ის რაც ადრე აკრძალული იყო ეხლა ვრცელდება ადამიანის ღირსების პატივისცემის სახელით როგორც ადამიანის ახალი უფლებები.

 არადა ეხლა ვართ ნამდვილი ანტროპოლოგიური გადატრიალების მოწმე:

საერთაშორისო ინსტანციებმა თანდათანობით მიიღეს ადამიანის ბუნების იმდენად ახალი კონცეფცია რომ  ის რაც ადრე აკრძალული იყო ეხლა ვრცელდება ადამიანის ღირსების სახელით როგორც ადამიანის ახალი უფლებები და ამის, ამ ახალი უფლებების კრიტიკა აკრძალულია.

ეს. რევოლუცია ასახავს ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაში მომხდარ რევოლუციას.

1948 წლის ადამიანის უფლებები ასახავდნენ ბუნებრივ უფლებებს, ინდივიდუალიზმის გავრცელებამ კი გააჩინა ანტიბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო უფლებები, მაგ. ევტანაზიის თუ აბორტის უფლება რითაც ინდივიდი ამბობს რომ ის, მისი ნება არის მისი სხეულის ბატონ-პატრონი.

ეს ახალი ანტიბუნებრივი უფლებები გზას უხსნის. უახლეს ტრანსბუნებრივ უფლებებს რომლებიც ეხლა ინდივიდებს აძლევს ბუნების, ბუნებრივი მოცემულობის მათი ჟინის, ბოდიში ხოშის, შესაბამისად ბუნების გადაკეთების უფლებას. ეხლა ავრცელებენ და ამკვიდრებენ ევგენიზმის, ბავშვის ყოლის თუ სქესის შეცვლის უფლებებს.

ეს ახალი უფლებები ბუნების სრულ დამონებას ასაღებენ ადამიანის განთავისუფლებად და პროგრესად.

თქვენ განსაკუთრებით კონცენტრირებული ხართ „ საკუთარი სხეულის ფლობის და განკარგვის უფლებაზე // «droit à disposer de son propre corps„ //.

საკუთარი სხეულის ფლობის და განკარგვის ეს ახალი უფლება თუ შესაძლებლობა არსებითია.

ამით ამართლებენ  ძველი ონტოლოგიური ღირსების საწინააღმდეგო ინდივიდუალურ პრაქტიკებს, მაგალითად სტერილიზაციას, სქესის შეცვლას, აბრტს თუ კიდევ თვითმკვლელობას.

ადრე ითვლებოდა რომ არავის არა აქვს თუნდაც საკუთარი სხეულის წინააღმდეგ მოქმედების უფლება.

// მ. გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ ლიტველები მასობრივად იკლავენ თავს, მაგრამ ცივილიზებული სამყაროს მმართველ ელიტებს ეს არ ადარდებს. 

„ ლიტველებს აქვთ ამის უფლება„. //.

ადამიანის ძველი კონცრფცია ჰარმონიულია, მაგრამ ეხლა გადავედით. დუალისტურ ხედვაზე.

ძველი პრინციპი თვლიდა. რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანს როგორც სხეულის და სულის ჰარმონიულ და ურღვევ კავშირს.

საკუთარი სხეულის ფლობის და განკარგვის უფლების ახალი პრინციპი არღვევს სხეული-სულის ჰარმონიას და ამტკიცებს რომ უფლებები აქვს ინდივიდს და ადამიანს შეუძლია რაც უნდა ის უქნას თავის სხეულს,  რომ მას აქვს საკუთარი სხეულის წინააღმდეგ მოქმედების უფლებაც.

ადამიანის ეს დუალისტური კონცეფცია, ადამიანის როგორც სხეულის და სულის ჰარმონიული კავშირის გაგლეჯა ყოვლის შემძლე და ყველანაირი უფლების მქონე ინდივიდად და სულ უუფლებო ობიექტად ქცეულ სხეულად აცოცხლებს ძველ გნოსტიკურ იდეას რომლის თანახმადაც ადამიანი არის სატანას თუ იდიოტის მიერ შექმნილ საზიზღარ მატერიალურ სხეულში და სამყაროში დამწყვდეული ღვთაებრივი სული.

ამას ადამიანური ღირსება დაჰყავს მხოლოდ ნებაზე და აქედანაა დღეს ინდივიდუალური ავტონომიის ბატონობა.

მეტიც, დუალიზმი დაუკავშირდა ევოლუციონიზმს რათა დაგვარწმუნოს იმაში რომ ინდივიდი ადამიანდება და უფრო და უფრო ღირსეული ხდება იმდენად რამდენადაც თავისუფლდება უხეში მატერიისგან საიდანაც ისაა გამოსული, იმდენად რამდენადაც სული ბატონობს მატერიაზე.

დღევანდელობის. იდეოლოგები. გვარწმუნებენ იმაში რომ რომ ბავშვების ხელოვნურად შექმნა ლაბორატორიულ სინჯარებში და  მისი ევგენიზმი უფრო ადამიანიანურია ვიდრე მამაკაცის და ქალის მიერ ბავშვის ჩვეულებრივად, ბუნებრივად გაჩენა.

ისინი გვიმტკიცებენ რომ ბიოლოგიურ მამობად და ბიოლოგიურ დედობად წოდებულ ბუნებრივ ფენომენზე უფრო ადამიანურია გენეტიკური მანიპულატორთა მიერ ადამიანთა ხლოვნურად შექმნა. 

დასასრული ბმულზე

https://historyplusart.wordpress.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s